გულანი
საცდელი · 1.37.0
სულთმოფენობა 1 / 107მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ, და მოსლუასა სულისა ცხოველისასა…

სულთმოფენობა

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 43 წთ

მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ, და მოსლუასა სულისა ცხოველისასა…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა. ხმა ა.

მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ, და მოსლუასა სულისა ცხოველისასა, და დროსა და აღთქმისა აღსრულებასა, და სასოებისა ჩუენისა სრულ ყოფასა, და საიდუმლო ესე რაბამ არს, და ვითარ დიდ, და მაღალ და პატიოსან, ვინაცა გიგალობთ და გევედრებით, დამბადებელო ყოველთაო და ღმერთო დიდება შენდა.

განაახლენ მაცხოვარ, ენათა მიერ უცხოთა, მოციქულნი შენნი…

ბ-გზის

განაახლენ მაცხოვარ, ენათა მიერ უცხოთა, მოციქულნი შენნი წმიდანი, და აღატყუენ ცეცხლისა ენათა მიერ, რათა გქადაგონ შენ სიტყუაჲ ღმრთისა მის მიერ, ღმერთი და კაცი სრული, რომელი მომადლებ სულთა ჩუენთა საუკუნოსა შუებასა, და დიდსა წყალობასა, და კეთილთა მათ მერმეთა სიხარულსა მოგუანიჭებ ჩუენ.

ყოველისავე მომცემელ არს სული-წმიდა, წინასწარ-მეტყველებს და მღუდელთა წმიდა ჰყოფს, უწიგნონი ღმრთის-მეტყველ ჰყუნა და განაბრძუნა, ყოველთავე წესთა საღმრთოთა განამტკიცებს ეკლესიათა შინა. მამისა და ძისა თანა არსო, და თანასწორო წმიდაო სულო, ცხოველს-მყოფელო, თანამფლობელო, ნუგეშინის-მცემელო დიდება შენდა.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ შეძრწუნდეს ებრაელთა შვილნი, განკჳრვებულნი განცვიფრდეს, რამეთუ მათგან ესმოდა ზრახუა უცხოთა ენათა საკჳრუელად, ვითარცა იგი სული მოსცემდა, რამეთუ უწიგნონი მყის განბრძნდეს, და წარმართნი სარწმუნოებად მოიქცნეს, რამეთუ იტყოდეს დიდებულებათა შენთა და წყალობათა, ამისთჳს ჩუენცა გიღაღადებთ შენ, რომელი ქუეყანად მოხუედ ჩუენთჳს, და საცთურთაგან ძნელთა გვიხსენ, უფალო დიდება შენდა.

ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ…

სტიქარონსა ზედა, თჳთ-ხმოვანი ხმა ბ.

ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, და განუყოფელსა სამებასა, თაყუანის-ვსცემთ, რათა გუაცხოვნნეს ჩუენ.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე გზანი ცხოვრებისანი, და მოციქულთა…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე გზანი ცხოვრებისანი, და მოციქულთა გამოუბრწყინვე მხსნელო, მადლი სულისა ცხოველს-მყოფელისა, შენ ხარ ღმერთი პირველი, და კუალად შემდგომად მისსა შენვე ხარ, და დაუსრულებელთა საუკუნეთა შენ სუფევ ღმერთი ჩუენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და შენი არს დიდება უკუნისამდე.

ეზოთა შინა შენთა გიგალობთ ქრისტე, სოფლისა მაცხოვარო…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

ეზოთა შინა შენთა გიგალობთ ქრისტე, სოფლისა მაცხოვარო, და თაყუანის-გცემთ თანა მამით და სულით დაუსაბამოთ, და მოვიდრეკთ მუხლთა, და პატივს-ვცემთ და ვმონებთ ძალსა შენსა ძლიერსა მიმწუხრი, განთიად და შუადღე, და ყოველსავე ჟამსა და ადგილსა გაკურთხევთ ჩუენ და გევედრებით, ნუ განგუაშორებ შენთა მოწყალებათა.

სამებასა წმიდასა ერთ-არსებასა დიდების-ვმეტყველებდეთ, და უგალობდეთ მამასა…

დიდება, აწ და. ხმა იგივე.

სამებასა წმიდასა ერთ-არსებასა დიდების-ვმეტყველებდეთ, და უგალობდეთ მამასა ძისა თანა სულით-წმიდითურთ, რომელი ქადაგეს წინასწარ-მეტყველთა და მამათ-მთავართა პირველ, ხოლო აწ წმიდათა მოციქულთა, უბრწყინუალესად გუასწავეს დიდება და პატივი მისი უსაზღურო და წმიდანი მარტჳლნი მისთჳს მოისრნეს.

აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო. მამაო ჩუენო…

აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო. მამაო ჩუენო. რამეთუ შენი არს სუფევა. განსატევებელი ტროპარი. ხმა 8. კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო. და შემდგომი ჩვეულებისაებრ. და განტევება.

მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ და მოსლუასა სულისა ცხოველისასა…

ჩვეულებისაებრ ფსალმუნება. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ი, და ვგალობთ დასდებელთა თჳთ-ხმოვანთა გ. პირველისა ხმისათა განმაორებელნი პირველისანი. ესრეთვე ვგალობთ მუხლთა ე. მეორისა ხმისათა. განმაორებელნი პირველისანი. ხმა ა.

მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ და მოსლუასა სულისა ცხოველისასა, და დროსა, და აღთქმისა აღსრულებასა, და სასოებისა ჩუენისა სრულყოფასა, და საიდუმლო ესე რაბამ არს, და ვითარ დიდ და მაღალ, და პატიოსან, ვინაცა გიგალობთ და გევედრებით: დამბადებელო ყოველთაო და ღმერთო დიდება შენდა.

განაახლენ მაცხოვარ ენათა მიერ უცხოთა, მოციქულნი შენნი…

ბ-გზის

განაახლენ მაცხოვარ ენათა მიერ უცხოთა, მოციქულნი შენნი წმიდანი, და აღახუენ ცეცხლისა ენათა მიერ, რათა გქადაგონ შენ სიტყუა ღმრთისა მის მიერ, ღმერთი და კაცი სრული. რომელი მომადლებ სულთა ჩუენთა საუკუნესა შუებასა და დიდსა წყალობასა, და კეთილთა მათ მერმეთა სიხარულსა მოგუანიჭებ ჩუენ.

ყოველისავე მომცემელ არს სული-წმიდა, წინასწარ-მეტყველებს და მღუდელთა წმიდა-ჰყოფს, უწიგნონი ღმრთის-მეტყველ ჰყუნა და განაბრძუნა, ყოველთავე წესთა საღმრთოთა განამტკიცებს ეკლესიათა შინა, მამისა და ძისა თანა არსო, და თანასწორო წმიდაო სულო ცხოველს-მყოფელო, თანამფლობელო, ნუგეშინის-მცემელო დიდება შენდა.

ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ…

ხმა ბ.

ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, და განუყოფელსა სამებასა, თაყუანის-ვსცემთ, რათა გუაცხოვნნეს ჩუენ.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე, გზანი ცხოვრებისანი, და მოციქულთა…

ბ-გზის.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე, გზანი ცხოვრებისანი, და მოციქულთა გამოუბრწყინვე მხსნელო, მადლი სულისა ცხოველს-მყოფელისა. შენ ხარ ღმერთი პირველი, კუალად შემდგომად მისსა შენვე ხარ, და დაუსრულებელთა საუკუნეთა შენ ჰსუფევ ღმერთი ჩუენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და შენი არს დიდება უკუნისამდე.

ეზოთა შინა შენთა გიგალობთ ქრისტე, სოფლისა მაცხოვარო და თაყუანის-გცემთ თანა მამით და სულით დაუსაბამოთ, და მოვიდრეკთ მუხლთა, და პატივს-ვცემთ და ვმონებთ ძალსა შენსა ძლიერსა, მიმწუხრი, განთიად და შუადღე და ყოველსავე ჟამსა და ადგილსა გაკურთხევთ ჩუენ და გევედრებით: ნუ განგუაშორებ შენთა მოწყალებათა.

ეზოთა შინა შენთა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთასა ქრისტე მაცხოვარ, მორწმუნეთა კრებული, და თაყუანის-ვსცემთ დაუსაბამოსა მამასა შენსა, სულით ცხოველით და წმიდითურთ, რომელი წმიდა-ჰყოფს სულთა ჩუენთა და განანათლებს, რომელი დღეს მოეფინა ზეცით, წმიდათა ზედა მნათობთა სოფლისათა ქადაგთა შენთა.

სამებასა წმიდასა ერთ-არსებასა დიდების-ვმეტყველებდეთ, და უგალობდეთ მამასა ძისა თანა სულით წმიდითურთ, რომელი ქადაგეს წინასწარ-მეტყველთა და მამათ-მთავართა პირველ. ხოლო აწ წმიდათა მოციქულთა, უბრწყინუალესად გუასწავეს დიდება და პატივი მისი უსაზღურო. და წმიდანი მარტჳლნი მისთჳს მოსრნეს.

ქმნილი ლეონ მეფისა

დიდება, აწ და. ხმა 8.

ქმნილი ლეონ მეფისა.

მოვედით ერნო სამგუამოვანსა ღმრთაებასა თაყუანის-ვსცემდეთ, ძესა მამისა თანა სულით წმიდითურთ, რამეთუ მამამან შვა ძე მხოლო, და სული თანასწორი გამოავლინა პირველ ყოველთა საუკუნეთა, რომელთა ღმრთაება, და სუფევა და მეუფება ერთ-არს განუყოფელ, და შეურწყმელ, რომელსა ძრწოლით თაყუანის-ვსცემთ და ვღაღადებთ: წმიდაო ღმერთო, რომელმან ძისა მიერ შეჰქმნენ ყოველნი სულითა-წმიდითა. წმიდაო ძლიერო, რომელისაგან მამა ვიცანთ, და სული-წმიდა სოფლად მოვიდა და გვიხსნა, და წმიდაო უკუდავო სულო, რომელი მამისაგან გამოხვალ, და ძისა თანა განისვენებ, დიდება შენდა სამებაო წმიდაო.

ჰრქუა უფალმან მოსეს, შემომიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი…

შესლვად. წარდგომა დღისა და საკითხავი. რიცხუთა საკითხავი. თავი ია.

ჰრქუა უფალმან მოსეს, შემომიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან ისრაელისათა, რომელნი შენ იცნი, ვითარმედ არიან ესენი მოხუცებულნი ერისანი და მწიგნობარნი მათნი, მოიყვანნე იგინი კარავად წამებისა, და დაადგინენ იგინი მუნ შენთანა, და გარდამოვიდე მე მუნ შენთანა და მოვიღო მე სულისა მისგან, რომელ არს შენთანა და მივცე და გარდამოვიდე და ვეტყოდე მუნ შენთანა მათ, და შეგეწეოდენ შენ ზედა მოსლუასა მას ერისასა, და არა გეტვირთოს შენ მარტოსა და გამოვიდა მოსე და ეტყოდა ერსა მას სიტყუასა მას უფლისასა, და შეკრიბა სამეოცდაათი კაცი მოხუცებულთაგან, და დაადგინნა იგინი გარემოს კარვისა მის და გარდამოხდა უფალი ღრუბლითა, და ეტყოდა მათდა მიმართ, და მოიღო სულისა მისგან, რომელი იყო მის ზედა და მიჰფინა იგი სამმეოცდაათთა კაცთა ზედა მოხუცებულთა, და ვითარ განისვენა სულმან მან მათ ზედა, და წინასწარ-მეტყველებდეს მათ შინა, და არღარა შეეძინნეს და დაშთეს ორნი კაცნი ბანაკსა მას შინა. სახელი ერთისა მის ელდად, და მეორისა მოლდად, და განისვენა სულმან მათ ზედა, და ესენი იყუნეს აღწერილთა მათგანნი, და არა მოვიდეს კარუად, და წინასწარ-მეტყველებდეს ბანაკსა მას შინა, მორბიოდა ჭაბუკი ერთი და უთხრა მოსეს, და ჰრქუა მას და ეტყოდა, ელდად და მოლდად წინასწარ-მეტყველებენ ბანაკსა შინა. მიუგო ისუ ძემან ნავესმან რჩეულმან წინაშე მდგომელმან მოსესმან და ჰრქუა: უფალო ჩუენო მოსე დააბრკოლენ იგინი და ჰრქუა მას მოსე, შენცა მშურობ მეა, და ვინ მომცეს მე ყოველი ესე. ერი უფლისა წინასწარ-მეტყველად, რაჟამს მოსცეს უფალმან სული მისი მათ ზედა.

ამას იტყვის უფალი. შვილნო სიონისანო, იხარებდით და…

წინასწარ-მეტყველება იოილისა საკითხავი. თავი ბ.

ამას იტყვის უფალი. შვილნო სიონისანო, იხარებდით და იშუებდით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცნა თქუენ ჭამადნი სიმართლედ და გიწვიმოს თქუენ წვიმაჲ მსთუადი და მცხუედი ვითარცა წინასწარ. და აღივსნენ კალონი იფქლითა, და ზესთა გარდაეცნენ საწნეხელნი ღვინითა და ზეთითა და ნაცვლად მოგაგო თქუენ წელიწადთა წილ, რომელნი შეჭამნა მკალმან და ბუზმან და ერვისივმან, და მგრაგნელმან, ძალმან ჩემმან დიდმან, რომელი გამოვავლინე თქუენდამი, და ჭამოთ მჭამელთა და განძღეთ, და აქოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელნი ჰქმნა თქუენ თანა საკჳრუელებანი, და არა რცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნომდე. და სცანთ, ვითარმედ საშუალ ისრაელისა ვარ მე, და მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა, და არა რცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნოდმდე. და იყოს ამათსა შემდგომად, მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორცსა, და წინასწარ-მეტყველებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი და მოხუცებულნი თქუენი ძილის შორისსა იძილის-შორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილუასა იხილვიდენ. და მონათა ჩემთა ზედა, და მხევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარ-მეტყველებდენ. და ვცე ნიშნები ცასა შინა-ზე, და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქვე, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისა. მზე გარდაიქცეს ბნელად, და მთოვარე სისხლად, პირველ მოსლუადმდე დღე უფლისა დიდისა, და მჩენი, და იყოს ყოველმან, რომელმანცა ჰხადოს სახელსა უფლისასა ცხოვნდეს.

ესრეთ იტყვის უფალი, მიგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და…

წინასწარ-მეტყველება ეზეკიილისა საკითხავი. თავი ლვ.

ესრეთ იტყვის უფალი, მიგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნნე თქუენ ყოველთა ქუეყანათაგან, და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად თქუენდა. და გასხურო თქუენ წყალი წმიდა და განწმდეთ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა და ყოველთაგან კერპთა თქუენთა განგწმიდნე თქუენ და მიგცე თქუენ გული ახალი, და სული ახალი მივცე თქუენ შორის, და მოგიღო გული ქვისა ხორცისაგან თქუენისა, და მიგცე თქუენ გული ხორციელი და სული ჩემი მივცე თქუენ შორის, და ვყო რათა სამართალთა შინა ჩემთა ხვიდოდეთ და მსჯავრნი ჩემნი დაიცუნეთ და ყოფდეთ მათ და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა და იყვნეთ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმერთად.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე გზანი ცხოვრებისანი და მოციქულთა…

ლიტანიასა ზედა, დასდებელნი თჳთ-ხმოვანნი სამნი. ხმა ბ.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე გზანი ცხოვრებისანი და მოციქულთა გამოუბრწყინვე მხსნელო მადლი სულისა ცხოველს-მყოფელისა, შენ ხარ ღმერთი პირველი და კუალად შემდგომად მისსა შენვე ხარ, და დაუსრულებელთა საუკუნეთა შენ სუფევ ღმერთი ჩუენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და შენი არს დიდება უკუნისამდე.

ეზოთა შინა შენთა გიგალობთ ქრისტე, სოფლისა მაცხოვარო, და თაყუანის-გცემთ თანა მამით და სულით დაუსაბამოთ, და მოვიდრეკთ მუხლთა, და პატივს-ვცემთ და ვმონებთ ძალსა შენსა ძლიერსა, მიმწუხრი, განთიად და შუადღე, და ყოველსავე ჟამსა და ადგილსა გაკურთხევთ ჩუენ და გევედრებით: ნუ განგუაშორებ შენთა მოწყალებათა.

ეზოთა შინა შენთა მოვიდრეკთ მუხლთა, სულისა და ხორცთასა, ქრისტე მაცხოვარ მორწმუნეთა კრებული, და თაყუანის-ვსცემთ დაუსაბამოსა მამასა შენსა სულით ცხოველით და წმიდითურთ, რომელი წმიდა ყოფს სულთა ჩუენთა და განანათლებს, რომელი დღეს მოეფინა ზეცით, წმიდათა ზედა მნათობთა სოფლისათა ქადაგთა შენთა.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ შეძრწუნდეს ებრაელთა შვილნი, განკჳრვებულნი განცვიფრდეს, რამეთუ მათგან ესმოდა ზრახუაჲ ენათა უცხოთა საკჳრუელად, ვითარცა იგი სული მისცემდა. რამეთუ უწიგნონი მყის განბრძნდეს, და წარმართნი სარწმუნოებად მოიქცნეს, და იტყოდეს დიდებულებათა შენთა და წყალობათა, ამისთჳს ჩუენცა გიღაღადებთ შენ, რომელი ქუეყანად მოხუედ ჩუენთჳს და საცთურთაგან ძნელთა გვიხსენ, უფალო დიდება შენდა.

უფალო ვერ გულის-ხმა-ყუეს წარმართთა, მოციქულთა ზედა მოსრული…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი თჳთ ხმოვანნი. ხმა ვ.

უფალო ვერ გულის-ხმა-ყუეს წარმართთა, მოციქულთა ზედა მოსრული ძალი სულისა წმიდისა, მთურალ-საგონებელ იქმნნეს უცხოთა მათთჳს ენათა. არამედ ჩუენ მათ მიერ დამტკიცებულნი გალობით გიღაღადებთ. სულსა შენსა წმიდასა ნუ მიმიღებ ჩუენგან სახიერ, ღმერთო კაცთ-მოყუარე გევედრებით შენ.

უფალო მოსლუამან სულისამან აღავსნა დღეს მოციქულნი მადლითა…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

უფალო მოსლუამან სულისამან აღავსნა დღეს მოციქულნი მადლითა, და მეტყველებდეს უცხოჲთა ენითა, და ესე სასწაული ურწმუნოთა სიმთურალე, არამედ ჩუენ მორწმუნეთათჳს ცხოვრება, რომელისა ბრწყინუალებასა ჩუენცა ცოდვილნი ესე ღირს-მყუენ, გევედრებით კაცთ-მოყუარე.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩუენ შორის და წმიდა მყუენ ჩუენ ყოველისაგან ბიწისა, და აცხოვნე სახიერო სულნი ჩუენნი.

გოდლის მაშენებელთა ოდესმე ენანი შეერივნეს, უგულისხმოჲსა მისთჳს…

დიდება, აწ და. ხმა 8.

გოდლის მაშენებელთა ოდესმე ენანი შეერივნეს, უგულისხმოჲსა მისთჳს ხელყოფისა. ხოლო აქა განბრძნდეს ენანი მადიდებელნი ღმრთისანი, დიდებისათჳს ღმრთის-მსახურებისა, მუნ დაისაჯნეს უღმრთონი, კადნიერებისა მისთჳს. ხოლო აქა განანათლნა ქრისტემან მეთევზურნი, სულითა ცხოველს-მყოფელითა, მაშინ იქმნა დახსნა შეერთებისა სატანჯუელად, ხოლო აქა ერთობა საღმრთო განახლდა საცხოვრებელად, განყოფილთა წარმართთა, მხსნელისა მიმართ სულთა ჩუენთასა.

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან…

ტროპარი. ხმა 8

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა.

გ-გზის

გ-გზის ესრეთ კურთხევა პურისა. და ვიკითხავთ საქმესა წმიდათა მოციქულთასა. უკუეთუ არა იყოს ღამისთევა, შემდგომად აწ განუტევესა, ტროპარი დღესასწაულისა. ა-გზის. სერობასა ზედა, შემდგომად ღირს არსისა, და შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი დღესასწაულისა. ხოლო შუაღამის ლოცვასა ზედა, ვგალობთ ჩვეულებისაებრ. და წავიკითხავთ კანონსა სამებისასა რუა-ხმათაგან ზ. ხმისასა.

დაუკვირდა იოსებს

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა, ბ-გზის. დიდება, აწ და. დღესასწაულისა ა-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა დ. მსგავსი.

დაუკვირდა იოსებს.

უკანასკნელსა ამას და დიდსა დღესასწაულსა, ბრწყინუალედ ვდღესასწაულობდეთ ერნო, რამეთუ ესე მეერგასე დღე, აღთქმისა სრულ-მყოფელი. ამას შინა ცეცხლი ნუგეშინის-მცემელისა გარდამოხდა ქუეყანად, ვითარცა ცეცხლისა ენათა ხილვითა, და განანათლნა წმიდანი მოციქულნი, და ესენი ზეცისათა მათ საიდუმლოთა მეტყველ და ქადაგ-ყვნა, მოვიდა ნათელი ნუგეშინის-მცემელისა, და დაბადებულნი ბრწყინუალედ განანათლნა.

უკანასკნელსა დღესა

დიდება აწ და, იგივე და იქმნების კითხვა სახარების თარგმნისა იოანესი. სიტყუა ნ.

უკანასკნელსა დღესა.

წყარო სულისა გარდამოხდა ქუეყანად, და ცეცხლისა მდინარე…

ხოლო საკითხავად. შემდგომად ბ ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა, მსგავსი მისივე.

წყარო სულისა გარდამოხდა ქუეყანად, და ცეცხლისა მდინარე განიყო საცნაურად, და მორწყნა მოციქულნი და ბრწყინუალედ განანათლნა, ექმნა მათ ღრუბელ წვიმითა ცეცხლი განმლეველი, განმანათლებელ და შემაცურეველ არა დამწველ, რომელთაგან მოვიღეთ მადლთა მისთა სიმრავლეჲ, წყლისა მიერ და ცეცხლისა საღმრთოჲსა. რამეთუ მოვიდა ნათელი ბრწყინუალე, სულისა წმიდისა ნუგეშინის-მცემელისა და ცაჲ და ქუეყანაჲ ბრწყინუალედ განანათლნა.

ბრძანებული საიდუმლო

დიდება აწ და, იგივე და საკითხავი. შემდგომად სადიდებელისა. წარდგომა. ხმა 8. მსგავსი

ბრძანებული საიდუმლო.

შემდგომად წმიდისა საფლავით აღდგომისა შენისა ქრისტე და ეგრეთუე უკუე ზეცად ამაღლებისა შენისა, ღმრთის-მეტყველთა დიდებაჲ შენი გამოუცხადე სახიერ, და სული ჭეშმარიტებისა განაახლე მოწაფეთა შენთა ზედა, და ჰყუენ იგინი, ვითარცა წინასწარ-მეტყველნი ქადაგ ღმრთაებისა შენისა და გამოუცხადეს მათ ყოველთა საღმრთო საიდუმლო შენი, ამისთჳს ხმა-ტკბილად ვღაღადებთ შენდამი მაცხოვარო ჩუენო, და ვადიდებთ ჩუენ ხილუასა შენსა.

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არა წმიდანი…

დიდება აწ და, იგივე და კითხვა ღმრთის-მეტყველისა. აღსავალი ა. ანტიფონი. დ ხმისა.

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არა წმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები, შემწე მეყავ და მიხსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განხმელი, თივა შეგჭამნესთ გეენიამან.

სულისა მიერ წმიდისა, ყოველი სული ცხოველ იქმნების…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა, ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივ-შუენიერად და საიდუმლოდ.

სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა

აწ და, იგივე. წარდგომა ხმა დ.

სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა.

უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი…

მუხლი

უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

სახარება საცისკრო, იოანესი დასაწყისი ჲე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო აღხოცე ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი

. არა ითქმის, არამედ მეყუსეულად. ფსალმუნი ნ. ესრეთ. დიდება

მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო აღხოცე ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა მოწყალეო აღხოცე ცოდუათა ჩემთა სიმრავლენი

აწ და

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა მოწყალეო აღხოცე ცოდუათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე ღმერთო.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…

დასდებელი. ხმა ვ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩუენ შორის და წმიდა მყუენ ჩუენ ყოველისაგან ბიწისა, და აცხოვნე სახიერო სულნი ჩუენნი.

უფსკრულთა ზღვისათა დაანთქა ეტლებითურთ ფარაო შემმუსვრამან, ბრძოლათამან…

კანონი დღესასწაულისა ორი. ძლისპირი ორისავე კანონისა ორ-ორ გზის. ხოლო ტროპარნი. მუხლნი იბ. ხოლო დასაფარებელი უკანასკნელ პირველმან გუნდმან, ა. ძლისპირი და მეორემან გუნდმან, მეორე ძლისპირი. კანონი. რომელისა კიდურ წერილობა. მეერგასესა ვდღესასწაულობთ. ქმნილი კოზმა მონაზონისა. ხმა ზ. გალობა ა. ძლისპირი.

უფსკრულთა ზღვისათა დაანთქა ეტლებითურთ ფარაო შემმუსვრამან, ბრძოლათამან ქრისტემან ღმერთმან, მას უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.

ვითარ იგი აღუთქუ პირველად მოციქულთა, მოუვლინე მათ ქრისტე სული ნუგეშინის-მცემელი და განანათლე სოფელი კაცთ-მოყუარე.

ქადაგებული პირველად სჯულსა შინა, და წინასწარ-მეტყველთა, აღასრულე დღეს საქმითა ქრისტე, რაჟამს სული-წმიდა მოეც მოციქულთა.

საღმრთომან ნისლმან დაფარა ენამძიმე და აღიტყვა იგი…

სხუანი გალობანი იამბიკონნი. ქმნილი უფლისა. იოანესი არკაიელისა. ხმა დ. გალობა ა. ძლისპირი.

საღმრთომან ნისლმან დაფარა ენამძიმე და აღიტყვა იგი სჯულსა ღმრთივ-წერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულისხმო გონებისა თუალთა, და მოიღო მან სულიერი გალობა პატივად ღმრთისა მიერ.

ამცნო სიტყუამან თაყუანის-ცემულმან, საყუარელნო განუშორებელ-იყუენით ვიდრემდის მჯდომარემან მამისა თანა მოგივლინო მადლი სულისა წმიდისა, მეძიებელთა ბრწყინუალებასა მამისასა.

რაჟამს აღვიდა მთად უტყუელი სიტყუა, ჰყუნა მტკიცე გულნი საყუარელთა თჳსთანი, აღთქმულთა აღსრულებითა სიხარულით, და განყოფითა მით სულისა მიერ ენათა ცეცხლისათა, სასწაულად ხილვითა.

უფსკრულთა ზღვისათა დაანთქა ეტლებითურთ ფარაო შემმუსვრამან, ბრძოლათამან…

კატავასია

უფსკრულთა ზღვისათა დაანთქა ეტლებითურთ ფარაო შემმუსვრამან, ბრძოლათამან ქრისტემან ღმერთმან, მას უგალობდეთ რამეთუ დიდებულ არს.

საღმრთომან ნისლმან, დაჰფარა ენამძიმე და აღიტყვა იგი…

მეორე

საღმრთომან ნისლმან, დაჰფარა ენამძიმე და აღიტყვა იგი სჯულსა ღმრთივ-წერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულისხმო, გონებისა თუალთა, და მოიღო მან სულიერი გალობა პატივად ღმრთისა მიერ.

შენ ქრისტე, ღმრთისა ძალო, მიხსენ მე ხელთაგან…

გალობა გ. ძლისპირი.

შენ ქრისტე, ღმრთისა ძალო, მიხსენ მე ხელთაგან მტერთასა, რომელნი მესვრიან მე, ისრითა ვნებათათა, რამეთუ ფრიად მოუძლურებულ ვიქმენ, არამედ განმაძლიერე უცუალებელო, რათა გაქებდე მოწყალეო.

ძალი სულისა საღმრთო მოიწია, დღეს მაღლით, რომელმან შეურივნა ენანი, პირველთა მათ შეკრებულთანი, ხოლო დღეს ენათა განყოფითა აქა, ასწავა ცნობა სამებისა მორწმუნეთა, რომელმან განგუაძლიერნა.

ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე…

სხუა. ძლისპირი.

ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე ღმრთისა, განხსნა საკრუელნი ბერწისა მის მუცლისა, და მოსპო ყვედრება სულისა თჳსისა, მუცლად-ღებითა კაცისა მის ღმრთისათა.

მთავრობა საღმრთო, მიუწდომელ არს ჩუენგან, რომელი განეცხადა უგულისხმოთა, რათა უტყვ იქმნენ ბრძენთა მეტყველებანი, სწავლითა უსწავლელთათა, და განბრწყინდენ, დაბადებულნი, ნათლითა სულისათა.

მიუწდომელი ნათელი ბრწყინუალებით, ნათლისაგან ბუნებითი მოსრული, განანათლებს დღეს, ძისა მიერ წვევითა, ოხრვითა ცეცხლებრივითა სიონს ხილული, მონადირეთა ყოველისა სოფლისათა.

შენ ქრისტე, ღმრთისა ძალო, მიხსენ მე ხელთაგან…

კატავასია

შენ ქრისტე, ღმრთისა ძალო, მიხსენ მე ხელთაგან მტერთასა, რომელნი მესვრიან მე ისრითა ვნებათათა, რამეთუ ფრიად მოუძლურებულ ვიქმენ, არამედ განმაძლიერე უცუალებელო, რათა გაქებდე მოწყალეო.

ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე…

მეორე

ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე ღმრთისა, განხსნა საკრუელნი ბერწისა მის მუცლისა, და მოსპო ყვედრება სულისა თჳსისა, მუცლად-ღებითა კაცისა მის ღმრთისათა.

სიხარულითა მაცხოვრისათა აღუსებულნო, დიდებულნო მოციქულნო, რომელნიცა ებაძვენით…

ესრეთ. წარდგომა. ხმა 8 მსგავსი. ბრძანებული საიდუმლო

სიხარულითა მაცხოვრისათა აღუსებულნო, დიდებულნო მოციქულნო, რომელნიცა ებაძვენით ვნებათა მათ მისთა, და მიგიღებიეთ მისსა მიმართ კადნიერებაჲ, რომელნი პირველ შიშითა შეპყრობილ იყუენით, და აწ მიიღეთ სული-წმიდაი, რომელიცა გარდამოხდა დღეს თქუენ ზედა, და უცხოთა ენათა მიერ მეტყველ გყუნა ერისა მიმართ, და წარგავლინა სულმან წმიდამან წარმართთა ზედა ვითარცა ცეცხლი, არა შემწუელად, არამედ უფროსად მაცურეველად მადლსა სულისა წმიდისასა.

რაჟამს ესმა მოსლუა შენი წინასწარმეტყველსა ქრისტე, განკჳრვებით…

დიდება, აწ და. იგივე. გალობა დ. ძლისპირი.

რაჟამს ესმა მოსლუა შენი წინასწარმეტყველსა ქრისტე, განკჳრვებით ღაღად-ჰყო: მესმა მე სმენა შენი უფალო, რამეთუ მოხუედ ქუეყანად, რათა აცხოვნნე დღეს ცხებულნი შენნი.

რომელიცა იქადაგა წინასწარ-მეტყველთა მიმართ, და სჯულსა შინა პირველ შორის უსახურსა მას კრებულსა, სული-წმიდა, მოციქულთა სიტყუისა მსახურთა განეცხადა დღეს.

ნიჭი საღმრთო მოართუა დღეს მოციქულთა სულმან წმიდამან, და განუყო ცეცხლითა და განუცხადა ენათა მიერ ძალი საღმრთო თავით თჳსით მოსრული, მამისაგან საშინელად.

შენ მეუფეო, მეუფეთაო, ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან…

სხუა. ძლისპირი.

შენ მეუფეო, მეუფეთაო, ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან იშევ მხოლო, მხოლოსა მიერ, ვითარცა ღმერთი-ხარ სული შენი სახიერი თანასწორი მოეც მონათა, ძალსა შენსა დიდება.

ეჰა სიტყუაო პირველ-შობილო ღმრთაებრ, რაჟამს შეჰზავე შანთი აგებულსა მას, გვერდისა შენისაგან აღმოგვიცენე წყარო უკუდავებისა დაუწყუედელი, რომელი აღმითქუენ, სული, სისხლი და წყალი.

ყოველი მუხლი მოდრკეს სულისა მიერ, ძისა მხოლოსა თანა, მამით წმიდითურთ, რომელი იცნობების, სამგუამოვნებით ბუნებით თანასწორი ჭეშმარიტებით, რომელისა მიერ გამობრწყინდა ნათელი.

განათლდებოდეთ თაყუანის-მცემელნო დღეს, სამგუამოვანსა ერთსა ღმერთსა ბუნებით, რომელთაცა ქრისტემან სახიერებით მოგუანიჭა ნათელი გამოხსნისა, და მოგუცა მადლი, სულისა მიერ საღმრთოსა.

რაჟამს ესმა მოსლუა შენი, წინასწარ-მეტყველსა ქრისტე, განკჳრვებით…

კატავასია

რაჟამს ესმა მოსლუა შენი, წინასწარ-მეტყველსა ქრისტე, განკჳრვებით ღაღად-ჰყო, მესმა მე სმენა შენი უფალო, რამეთუ მოხუედ ქუეყანად, რათა აცხოვნნე დღეს ცხებულნი შენნი.

შენ მეუფეო, მეუფეთაო ღმერთო, სიტყუაო, რომელი მამისაგან…

მეორე

შენ მეუფეო, მეუფეთაო ღმერთო, სიტყუაო, რომელი მამისაგან იშევ მხოლო, მხოლოსა მიერ, ვითარცა ღმერთი-ხარ, სული შენი სახიერი თანასწორი, მოეც მონათა, ძალსა შენსა დიდება.

სული მაცხოვარებისა უფალო, რომელი იგი მიუდგა გულთა…

გალობა ე. ძლისპირი.

სული მაცხოვარებისა უფალო, რომელი იგი მიუდგა გულთა შინა პირველთა, წინასწარ-მეტყველთასა, და იშუა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ, მოსლუა შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხოვრებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

ძალი რომელი დღეს გარდამოხდა, იგი არს სული განახლებისა, სული სიბრძნისა ღმრთისა, სული რომელიცა მამისა და ძისა თანა იდიდების დღეს, შენ მიერ მორწმუნეთა გუექმნა განმანათლებელ მადლით, და იხილუა სიწმიდით გონებასა წმიდასა.

მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო, და განათლდით თქუენ…

სხუა. ძლისპირი.

მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო, და განათლდით თქუენ მადლითა სულისათა, რომელ არს მსგავს ცეცხლისა შემწუელ ცოდვისა, რომელისა მიერ სიონით ვიცანთ სჯული ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული.

თანასწორი მამისა და ძისა სული, რომელისა ხელმწიფება მოცემულ არს, გამოსრული მამისა მიერ უბრძნობელად, განმაბრძნობელად, მეთევზურთა სულითა, და აღსრულებად ქრისტეს აღთქმულთა.

სიტყუა ღმრთისა მპყრობელი დაბადებულთა, რომელმან განანათლნა გულის-სიტყუანი, მოწაფეთა თჳსთანი მოვლინებითა თანასწორისა სულისა წმიდისათა, მიმნიჭებელ არს მათდა ძალსა საღმრთოსა.

სული მაცხოვარებისა უფალო, რომელი იგი მიუდგა გულთა…

კატავასია

სული მაცხოვარებისა უფალო, რომელი იგი მიუდგა გულთა შინა პირველთა, წინასწარ-მეტყველთასა, და იშუა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ, მოსლუა შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხოვრებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო, და განათლდით თქუენ…

მეორე

მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო, და განათლდით თქუენ მადლითა სულისათა, რომელ არს მსგავს ცეცხლისა შემწუელ ცოდვისა, რომელისა მიერ სიონით ვიცანთ სჯული ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული.

დანთქმული ღელვითა სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდვისათა…

გალობა ვ. ძლისპირი.

დანთქმული ღელვითა სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდვისათა შთავრდომილი და მიგდებული მხეცთა სულთა მომსრველთა, გიღაღადებ ვითარცა იონა, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიხსენ ქრისტე.

ვითარცა სთქუა ქრისტე, სულისაგან შენისა მიფენად ყოველსა ზედა ხორციელსა, აწ აღივსო ყოველი სული ცნობითა შენითა, ვითარმედ შენ ხარ ძე მამისაგან, გამოუთქმელი თანასწორი, სულით წმიდითურთ.

შენ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა…

სხუა. ძლისპირი.

შენ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა ხორცითა ქალწულისაგან, რათა დანთქმული ადამ აღმოიყუანო, იონას სახედ, ნათესავითურთ მისით მუცლისა მისგან, მხეცისა მომსრველისა.

მპყრობელო ყოველისაო, განმიახლენ ჩუენ, სული შენი ცხოველი სწორი ბუნებით, სრული ძლიერებით, შემწუელი ნივთსა ბრალთა ჩუენთასა, და განმანათლებელი, გულის-სიტყუათა ჩუენთა შეგინებულთა.

ყოველისა განმკითხველო სულო წმიდაო, მაუწყებელო ჩუენდა, მამასა, ძესა, და დღეს სიონს მოსრულო სახედ ცეცხლისა, გამოჩინებით განყოფად მოციქულთა ენათა ხმასა ოხრვითა ელვისათა.

დანთქმული ღელვითა სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდვისათა…

კატავასია

დანთქმული ღელვითა სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდვისათა შთავრდომილი და მიგდებული მხეცთა სულთა მომსრველთა, გიღაღადებ ვითარცა იონა, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიხსენ ქრისტე.

შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა…

მეორე

შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა ხორცითა ქალწულისაგან, რათა დანთქმული ადამ აღმოიყუანო, იონას სახედ ნათესავითურთ მისით, მუცლისა მისგან მხეცისა მომსრველისა.

რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაყუნა…

კონდაკი. ხმა 8.

რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მოიყვანა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ, სულსა ყოვლად-წმიდასა თანა-სწორსა მამისა და ძისასა.

მსწრაფლი, მყუდრო და უშფოთველი, მოგუეც მონათა შენთა…

იკოსი

მსწრაფლი, მყუდრო და უშფოთველი, მოგუეც მონათა შენთა, მშჳდობა შენი, იესო ღმერთო ჩუენო, ჭირსა შინა და მოწყინებასა, სულისა ჩუენისასა, და ნუ დამაგდებ ჩუენ, ურვათა შინა ჩუენთა, არამედ გვეწიე, მოგუეახლე და ხელი აღგვიპყარ, ვითარცა იგი მარადის იყავ მოწაფეთა შენთა თანა მხსნელო, ეგრეთუე სახიერ, მოსურნეთა ამათ შენთა შეგვაერთე თავი შენი, რათა შეერთებულნი შენდა, დიდების-გმეტყველებდეთ შენ, და ძრწოლით ვადიდებდეთ, სულსა ყოვლად-წმიდასა.

მრავლითა ოხრითა ენასა ცეცხლთასა მოსცემს

სვინაქსარი ერგასისათჳს

მრავლითა ოხრითა ენასა ცეცხლთასა მოსცემს.

ქრისტე საღმრთოსა სულსა მოციქულთა და მიჰფინა დღეს სული მეთევზურთა.

მეერგასესა ამას დღესა შემდგომად აღდგომისა, მერუესა კჳრიაკესა ვდღესასწაულობთ, მოსლუასა სულისა-წმიდისასა, რამეთუ ესე მოვიღეთ ებრაელთა წიგნთაგან, ვითარ იგინი დღესასწაულობდენ ერგასსა ამას რიცხუსა მეშვიდესა, ვინაჲთგან პასექისა შემდგომად განვლო რა დღემან ერგასმან, მიიღეს სჯული, ეგრეთუე ჩუენცა შემდგომად აღდგომისა სრულ იქმნა რა ერგასი ვდღესასწაულობთ, რამეთუ მივიღებთ ყოვლად-წმიდასა სულსა სჯულისა მომცემელსა, და დამადგინებელსა ჩუენსა ყოველსა ჭეშმარიტებასა ზედა და სათნო ყოფასა ღმრთისასა მეცნიერ იყუენით, რამეთუ ებრაელთა უწყოდენ სამნი ესე დღესასწაულნი პასექი, ერგასისი, და სვინოღიღია, რომელ არს კარვობისა გინა ტალავრობისა პატივცემა. ხოლო პასექსა იტყვიან ხსენებისათჳს განსვლად მეწამულისა მის ზღვისა, რამეთუ ეგრეთ ითარგმანების პასექი, განვლა შორის და ცხად-ჰყოფს დღესასწაულსა ესრეთ ბნელისა მის ცოდუათაგან გამოსლჳთ მოქცევასა და შესლვად სამოთხესა ჩუენსა, კუალად ვდღესასწაულობთ ერგასსა ამას, და მოვიხსენებთ ოდეს იგი იყვნენ უდაბნოსა მას შინა ჭირითა და რუდუნებითა იყოფებოდენ, განვიდენ მუნიცა, და შევიდნენ ქუეყანასა ნაყოფიერსა განძღნენ იგინი იფქლითა და ღვინითა, ხოლო ჩუენდა ცხადყოფს დღესასწაული ესე, ურწმუნოებისაგან გამოსლუასა. ეკლესიად შესლვასა, და მეუფისა ჩუენისა პატიოსანთა ხორცთა და სისხლთა ზიარებასა, იტყვიან რომელნიმე ამისთჳს, ვინაჲთგან ებრაელნი დღესასწაულობდენ. ერგასსა ამას, და სხუანი პატივისათჳს, რომელ იმარხა მოსემ დღენი ერგასეულნი და ღმრთივ-წერილნი სჯული მიიღო ერთბამად, და მსხუერპლთა შეწირვისა მოსახსენებელად და სხუათაცა, რომელთა ყოფდა მოსე მთასა მას აღმავალი და შთამავალი ნიშებსა. ხოლო სხუანი არა ჭეშმარიტად გონებდენ, რომელნიმე ებრაელნი ერგასსა ამას, რათამცა იყოს პატივისათჳს შვიდეულთა რიცხუთა და ვითარცა თქმულ არს, ამას უკუე იტყოდენ თავით თჳსით და ყოფდენ დამცირებად დღეთა ამათ. ხოლო პატივი შვიდეულისა რიცხჳსა ებრაელთა შინა, არა მხოლო უკუე არს დღეთა, არამედ წულთაცა შინა მიიწევის მათ მიერ შვიდეულება, ხოლო იგინი ერთსა წელსა რა ერთამდე განსწილვენ მუშაკობენ გინა არა მუშაკობენ ამას იოვილოეტოს უწოდდენ, რომელ არს უქმად დატევება, ეგრეთუე ყოფდენ წელთაცა მეშვიდეთა დაუტევებდენ მიწათა უთესველად და სცხრებოდეს მუშაკობისაგან, თავსა თჳსსა მისცემდენ დახსნილებათა, უბრძანებდენ ნაფრდილთა მონათა უქმობად, და წარსვლად თჳს-თჳსად განსვენებად.

და მესამესა დღესასწაულსა სკინოპოღიასა რომელ არს ჩრდილობისა, გინა ტალავრობისა, გინა კარვობისა, რომელსაცა პატივის-ცემისათჳს დღესასწაულობდენ მერმეღა ყოველთავე ნაყოფთაგან შემოიკრებდენ, და ხუთთა თვეთა შემდგომად იპყრობდენ დღესასწაულსა პასექისასა. და ყოფდენ ხსენებასა დღისა მის პასექისასა, რომელსა შინა პატივსცა პირველ მოსემ კარავსა შინა მთასა ზედა რა იხილა შემოსილი ღრუბლითა, კარავი იგი იყო აღდგინებულ ხუროთმოძღურისა მის ვესელიელისაგან და დღესასწაულობდენ დღესა მას, ცხოვრობდენ სოფელსა ამას შინა მადლობითა ღმრთისათა და მოირეწდენ საზრდელთა, მუშაკობითა თჳსითა. ეგრეთუე საგონებელ არს დავითისა-თჳსცა, რომელ აღწერა საწნახელთათჳს ფსალმუნსა შინა, ესე იყო სახე მკუდრეთით აღდგომისა ჩუენისა რაჟამს განვილევით და მაჩრდილებელისა ამის ხორცისა ჩუენისაგან, და კუალად შემოსითა ნაშრომთა ნაყოფსა ჩუენთასა მოვიღებთ საუკუნოდ მაჩრდილობელსავე ამას შინა. უწყოდენ რამეთუ დღესა ამას შინა მეერგასესა, მოეფინა წმიდათა მოციქულთა სული-წმიდა და განაწესეს წმიდათა მამათა დღესასწაული დიდებისთჳს ყოვლად-წმიდისა და ცხოველს-მყოფელისა სულისა. რამეთუ მხოლო არს წმიდისა და ცხოველს-მყოფელისა სამებისაგან, და მისთჳსვე ჩუენცა ვიტყვით ხვალისა დღედ ვითარ მოეფინა სული-წმიდა წმიდათა მოციქულთა შენთა ვედრებითა ქრისტე ღმერთო შეგვიწყალენ ჩუენ.

სახმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს, სამნი იგი ყრმანი…

გალობა ზ. ძლისპირი.

სახმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს, სამნი იგი ყრმანი ცეცხლი ცუარად გარდააქციეს, და ძლევა-შემოსილთა ესრეთ ღაღად-ჰყუეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

აღუსებულნი სულისაგან დიდებასა, ღმრთაებისასა მეტყველებდეს დღეს მოციქულნი, მთურალ-საგონებელ იყუნეს ურწმუნოთაგან, ხოლო იგინი იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

განუყოფელსა ბუნებასა მართლ-მადიდებელნო ღმრთის-ვმეტყველებდეთ, ღმერთსა მამასა დაუსაბამოსა, და ეგრეთუე ყოველისა შემძლებელსა, და მოქმედსა სიტყუასა, და სულსა-წმიდასა უღაღადებდეთ, კურთხეულ ხარ შენ უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

მძლავრმან მიმძლავრებულმან ხმაჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას…

სხუა. ძლისპირი.

მძლავრმან მიმძლავრებულმან ხმაჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროჲსასა, ხოლო მადლი სულისა, მიმიძღვების ჩუენ მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რათა უღაღადოთ: ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

რაჟამს განკჳრდეს ერნი მოწაფეთათჳს, ვინა უგულისხმონი მყის ბრძენ იპოვნეს, ნუ-უკუე ტკბილთაგან სავსე არიან, ხოლო იგინი იტყოდეს პირველ-თქმულთა მათ, რომელმან განმიახლენ კურთხეულ ხარ შენ.

წინასწარ თქუა იოელ ღმერთი-შემოსილმან, საღმრთოთა ბრძანებითა ერისა მიმართ, სულისაგან ჩემისა, მივფინო სიბრძნე, ნაშობთა თქუენთა ზედა, და წინასწარ-მეტყველებდენ, სამებისათჳს ღმრთისა ერთ-არსებისა.

ჟამსა მას სამ-ჟამისასა მოიღეს მადლი, რათა ასწავონ კაცთა თაყუანის-ცემა, სამებისა წმიდისა, ერთ-არსებისა, მათ მიერ ჩუენცა გიგალობთ არსებით ძეო, მამით და სულით, კურთხეულ ხარ შენ.

სახმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს სამნი იგი ყრმანი…

კატავასია

სახმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევა შემოსილთა ესრეთ ღაღად-ჰყუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

მძლავრმან მიმძლავრებულმან ხმაჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას…

მეორე

მძლავრმან მიმძლავრებულმან ხმაჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროჲსასა, ხოლო მადლი სულისა მიმიძღვების ჩუენ, მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რათა უღაღადოთ: ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

შეუწუელმან მაყუალმან, სინას აუწყა ღმერთი, მოსეს ხმითა…

გალობა 8. ძლისპირი.

შეუწუელმან მაყუალმან, სინას აუწყა ღმერთი, მოსეს ხმითა წვლილსა, ენამძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა, და უფალსა უგალობდით, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

მოიწია დღეს მობერვითა სული ცხოველი მაღლითა ხმითა ოხრვისათა, მეთევზურთა მათ მოციქულთა ზედა, და მრავალფერად ენათა ცეცხლისათა, განუყოფდა მათ, და იტყოდეს, ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა, და უფალსა უგალობდით, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვითარცა მთასა სინასა შეუხებელსა აღმავალნი ზარ-განხდილნი, არა შეშინდით ცეცხლისა მისგან, მოვედით დღეს დავდგეთ ჩუენ მთასა სინასა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა განათლებულნი სულისაგან წმიდისა, და ვიტყოდეთ: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღმერთსა და უფალსა უგალობდით, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

სამსახეობა სამებისა, სამთა მათ ალსა შეაცურევს, და…

სხუა. ძლისპირი.

სამსახეობა სამებისა, სამთა მათ ალსა შეაცურევს, და კრულებათა განხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ღაღადებენ: დამბადებელო ყოველთაო და მხსნელო აღგამაღლებთ შენ.

ქრისტე სიტყუაო, მამისაგან მოსრულო, სულო წმიდაო, რომელი გარდამოხედ მსგავსად ცეცხლისა ენათა, მონიჭებად აღთქმულნი აღასრულენ საკჳრუელებით, სამებით ერთ-არსებით გადიდებთ შენ.

ნათელი მხოლო, თავით თჳსით მნათობი, მოუკლებელად ნათლისა…

ვაკურთებთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.

ნათელი მხოლო, თავით თჳსით მნათობი, მოუკლებელად ნათლისა მომცემელი, განანათლებს დღეს მოციქულთა სულითა, ხსნისა აღმოცენებად დაბადებულთა, და წყალობის მომცემელად განწირულთა.

პირმან წმიდათა წინასწარ-მეტყველთამან ადიდა მოსლუა შენი ქრისტე…

აწ და

პირმან წმიდათა წინასწარ-მეტყველთამან ადიდა მოსლუა შენი ქრისტე ხორცითა, და სული, რომელი მამისაგან გამოვალს თანა დამბადებელი, განგვეცხადა ჩუენ საშინელებით, შენთა მორწმუნეთა დღეს.

შეუწუელმან მაყუალმან, სინას აუწყა ღმერთი, მოსეს ხმითა…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია

შეუწუელმან მაყუალმან, სინას აუწყა ღმერთი, მოსეს ხმითა წვლილსა, ენამძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა, და უფალსა უგალობდით, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

სამსახეობა სამებისა, სამთა მათ ალსა შეაცურევს, და…

მეორე

სამსახეობა სამებისა, სამთა მათ ალსა შეაცურევს, და კრულებათა განხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ღაღადებენ: დამბადებელო ყოველთაო, და მხსნელო აღგამაღლებთ შენ.

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლუა ნუგეშინის-მცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ…

გალობასა ზედა თ. უპატიოსნესსა არა ვგალობთ, არამედ ვგალობთ ჩასართავსა ამას დღესასწაულისასა.

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლუა ნუგეშინის-მცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათაჲთა გამოჩნდა სული-წმიდა.

მტვირთველმან გამოუთქმელად

და ესრეთ ძლისპირი

მტვირთველმან გამოუთქმელად...

მტვირთველმან გამოუთქმელად უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება…

შემდგომად ამისა მეორე გუნდი გალობს მასვე ჩასართავსა, და ძლისპირსა და ორივესა კანონსა ჩაურთავთ მასვე ჩასართავსა. გალობა თ. ძლისპირი.

მტვირთველმან გამოუთქმელად უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება, მოვედ უბიწოო ქალწულო ღმრთის-მშობელო, შენგან შობილსა თანა გუასწავე მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ეტლთა ზედა ცეცხლისათა მგზებარეთა, პირველად სულითა მოშურნე პირველ ელია აღმხედრდა, ხოლო მოციქულთა ზედა, დღეს მოეფინა ზეცით სული ცხოველი, და მის მიერ განბრწყინდეს და ყოველთა ასწავეს სამებაჲ.

უცხო სახე ბუნება იხილა თესლმან, მოწაფენი ერთხმა იყუნეს და მადლი სულისა ასმენდა ყოველთა თჳთო სახეთა ენათა და ღმრთისა განგებითა ნათესავთა ყოველთა სამებისა დიდება ასწავეს.

გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…

სხუა. ძლისპირი

გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

ჯერ არს დიდება, ქებით დედისა ღმრთისა, რომელმან მუცლად-იღო სიტყუა მამისა, მკურნალი მადლთა ბუნებისა ჩუენისა, რომელი ზის მარჯუენით ღმრთისა მამისა, მან დღეს მომცა ჩუენ ნუგეშინის-მცემელი.

ეჰა რომელთა ზედა გარდამოეცა მადლი გარდამომდინარე, საღმრთო განათლდით, და ბრწყინუალე ჰყავთ განზრახუა გონებისა განმგონებელთა სრულსა ხელმწიფებასა, და სამებასა წმიდასა ადიდებდით.

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლუა ნუგეშინის-მცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ…

ესრეთ ჩასართავი

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლუა ნუგეშინის-მცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათაჲთა გამოჩნდა სული-წმიდა.

მტვირთელმან გამოუთქმელად უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება…

კატავასია

მტვირთელმან გამოუთქმელად უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება, მოვედ უბიწოო ქალწულო ღმრთის-მშობელო, შენგან შობილსა თანა გუასწავე მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…

მეორე გუნდმან იგივე ჩასართავი და მეორე ძლისპირი

გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

რომელმან ცისა სამყარო

განმანათლებელი. მსგავსი.

რომელმან ცისა სამყარო.

ყოვლად-დიდებულო სულო გარდამომავალო მამისაგან, და ძისა თანა განშუენებულო, უსწავლელთა და უწიგნურთა მოწაფეთა ზედა, რომელმან ჰყუენ იგინი მეცნიერ ღმრთაებისა შენისა, ხოლო რომელთა ცნეს მაცხოვარება შენი, წმიდაო ყოველნივე შეიწყალენ.

წმიდა არს მამა დაუსაბამო, წმიდა არს ძე…

ბ-გზის. დიდება, აწ და. მეორე. მსგავსი.

წმიდა არს მამა დაუსაბამო, წმიდა არს ძე თანა დაუსაბამო, წმიდა არს სული, რომელმან ცეცხლისფერად ენანი მოციქულთანი შეურივნა, და წარგზავნნა იგინი ქადაგებად. ხოლო მათ ყოველი სოფელი განაბრწყინვეს, და ასწავეს მათ თაყუანის-ცემაჲ სამებისა წმიდისა.

ყოვლად-დიდებულ და საკჳრუელ იქმნა დღეს, რაჟამს იხილეს…

ყოველი სული. აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ მდგომარეთა ამათ თჳთ-ხმოვანთა. ხმა დ. განმაორებელი მათნი.

ყოვლად-დიდებულ და საკჳრუელ იქმნა დღეს, რაჟამს იხილეს ყოველთა ნათესავთა, ქალაქსა შინა დავითისსა, სული იგი ყოვლად-წმიდა ოდეს გარდამოხდა წმიდათა მოციქულთა ზედა, და შეურივნა მათ ენანი ცეცხლისანი, ვითარცა ღმრთის-მეტყველი ლუკა გუასწავებს და იტყვის: ვითარმედ შეკრებულ რა იყუნეს მოწაფენი ქრისტესნი, იქმნა ოხრა, ვითარცა მოწევნა ქარისა ზეცით და აღავსო სახლი იგი სადა სხდეს, და იწყეს თქმად ყოველთა უცხოთა ენათა, და სხუათა სწავლათა ძლიერებასა, უცხოჲთა ქადაგებითა წმიდისა სამებისათა.

სული-წმიდა იყო მარადის, და არს და იყოს…

ბ-გზის.

სული-წმიდა იყო მარადის, და არს და იყოს სამარადისოდ, არცა დაწყება აქუს, არცა დასასრული, არამედ მამისა და ძისა თანა ჰგიეს და ორთა მათ გუამოვნებათა თანა, სამგუამოვანსა სრულყოფს, ცხოველს-მყოფელი ძალი, და ცხოვრება, და ბრწყინუალებაჲ და ნათლისა მომგებელი, თჳთ-სახიერი, და უფსკრული ყოველისა სახიერებისა, რომელისა მიერ იცნობების მამა, და ძე იდიდების მის მიერ, ხოლო საცნაურ არს ძალი და არსება მისი, ერთი ბუნება, ერთი ნება, და ერთი განწესება, და ერთი თაყუანის-ცემა წმიდისა სამებისა უსაზღურო, უხილავი, არსებით უცუალებელი.

სული-წმიდა წყარო ცხოველი, ნათელი და საღმრთო ცხოვრება…

ბ-გზის.

სული-წმიდა წყარო ცხოველი, ნათელი და საღმრთო ცხოვრება, სული სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სახიერი, ძლიერი, მხოლო მთავარი განმწმედელი შეცოდებათა, ღმერთი ღმერთი-მყოფელი, და ცეცხლი ბრალთა შემწუელი, მეტყველი და მოქმედი, და მიმცემელი მადლისა, რომელისა მიერ წინასწარ-მეტყველნი და მოციქულნი, და ყოველნი მოწამენი და მართალნი, მამანი და მოღუაწენი, გჳრგჳნითა შეიმკუნეს ყოვლად-ძლიერო, ყოვლად-წმიდა, უცხო სასმენელი, და უცხო საკჳრუელი, და უცხო სახილველი, ცეცხლისა ენათა მიერ მომნიჭებელი მადლთა, და განმყოფელი ნიჭთა, მამით და ძითურთ ქებული.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…

ბ-გზის. დიდება, აწ და. ხმა ვ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩუენ შორის და წმიდა მყუენ ჩუენ ყოველისაგან ბიწისა, და აცხოვნე სახიერო სულნი ჩუენნი.

რომელმან სახითა ცეცხლისა ენათაჲთა, ზეცით გარდამოუვლინა ყოვლად-წმიდა…

დიდება მაღალი გრძლად. განსატევებელი ტროპარი დღესასწაულისა ა-გზის. ესრეთ კუერექსი, და ჰყოფს მღუდელი განტევებასა ესრეთ.

რომელმან სახითა ცეცხლისა ენათაჲთა, ზეცით გარდამოუვლინა ყოვლად-წმიდა სული, წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.

და ჟამი ა. ჟამსა ზედა ტროპარი დღესასწაულისა…

და ჟამი ა. ჟამსა ზედა ტროპარი დღესასწაულისა. შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი დღესასწაულისა. და აღესრულების განტევებაჲ.

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა

ვგალობთ ანტიფონსა ამას. ანტიფონი ა. ფსალმუნი 18. ხმა ბ. მუხლი ა.

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა.

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა…

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ. და მეორემან გუნდმან იგივე. მუხლი ა

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

დღე დღესა აუწყებს სიტყუასა, და ღამე ღამესა…

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ. მუხლი ბ.

დღე დღესა აუწყებს სიტყუასა, და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა…

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ. მუხლი გ.

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

შეისმინენ შენი, უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ დიდება, აწ და. მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ ანტიფონი ბ. ფსალმუნი ით. ხმა იგივე. მუხლი ა.

შეისმინენ შენი, უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა.

შეისმინენ შენი, უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა, შემწე…

გვაცხოვნენ ჩუენ, ნუგეშინის-მცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი, ალილუია. მეორეს მხრივ იგივე მუხლი.

შეისმინენ შენი, უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.

მოავლინენ შემწე წმიდით მისით, და სიონით გამო…

გვაცხოვნენ ჩუენ, ნუგეშინის-მცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი, ალილუია. მუხლი ბ.

მოავლინენ შემწე წმიდით მისით, და სიონით გამო ხელი აღგიპყრან შენ.

მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა, და ყოველი…

გვაცხოვნენ ჩუენ ნუგეშინის-მცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი, ალილუია. მუხლი გ.

მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა, და ყოველი ზრახუაჲ შენი აღგისრულენ.

მხოლოდ-შობილი ძე და სიტყუა ღმრთისა უკვდავი არსება…

გვაცხოვნენ ჩუენ ნუგეშინის-მცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი, ალილუია. დიდება, აწ და.

მხოლოდ-შობილი ძე და სიტყუა ღმრთისა უკვდავი არსება. თავს-იდუა ჩუენისა ცხოვრებისათჳს. ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა უქცეველად განკაცნა, და ჯუარს ეცუა ქრისტე ღმერთი ჩუენი, სიკუდილითა სიკუდილი დათრგუნა, და ერთისა წმიდისა სამებისა თანა დიდებულ არს, მამისა და ყოვლად-წმიდისა სულისა, გვაცხოვნენ ჩუენ.

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან…

ანტიფონი გ. ფსალმუნი კ. ხმა 8. მუხლი ა. უფალო ძალითა შენითა იხარებდეს მეფე. ტროპარი. ხმა იგივე.

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა.

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან…

მეორემან გუნდმან იგივე. მუხლი უფალო ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად. ტროპარი.

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა.

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან…

მუხლი ბ. გულის-თქმა გულისა მისისა მიეც მას, და ნება ბაგეთა მისთა არა დააკლე მას. ტროპარი

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა.

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან…

მუხლი გ. რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა, სიტკბოებისასა დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა. ტროპარი

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა.

ამაღლდი უფალო ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე…

შესლვად.

ამაღლდი უფალო ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა.

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან…

ესრეთ ტროპარი

კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა.

რაჟამს იგი გარდამოხდა, და ენანი შეურივნა მიმოდაყუნა…

დიდება, აწ და. კონდაკი. ხმა 8.

რაჟამს იგი გარდამოხდა, და ენანი შეურივნა მიმოდაყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მოიყვანა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა თანა-სწორსა, მამისა და ძისასა.

რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია

ხოლო ნაცვლად წმიდაო ღმერთოსა ვგალობთ.

რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.

ყოველსა ქუეყანასა განჰხდა ხმა მათი, და კიდეთა…

წარდგომა. ხმა 8.

ყოველსა ქუეყანასა განჰხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა…

მუხლი

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლუა ნუგეშინის-მცემელისა, დაუკვირდათ ვითარ…

და ვიდრე წარგზავნადმდე. სამოციქულო. საქმე მოციქულთა. დასაწყისი გ. სახარება იოანესი დასაწყისი კზ. ღირს არსისა წილ ვგალობთ თჳსითა ჩასართავითა, და ვიდრე წარგზავნადმდე, სძლისპირსა ამას.

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლუა ნუგეშინის-მცემელისა, დაუკვირდათ ვითარ სახითა ცეცხლისა ენათაჲთა გამოჩნდა სული-წმიდა.

გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა

განიცადე

სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა.

ალილუია

გ-გზის. და შემდგომად განტევებისა ლიტურგიისა, ითქმის ჟამი…

გ-გზის. და შემდგომად განტევებისა ლიტურგიისა, ითქმის ჟამი თ. ჩვეულებისაებრ.