მოწამეთა შენთა უფალო, არა უარ-გყუეს შენ, და…
ხსენებასა აღუასრულებთ ყოველთა საუკუნითგან აღსრულებულთა, მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთა მამათა და ძმათა ჩუენთასა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. დასდებელი მოწამეთა, რუა-ხმათა, მუხლი გ. ხმა ვ.
მოწამეთა შენთა უფალო, არა უარ-გყუეს შენ, და არცა განეშორნეს მცნებათაგან შენთა, მათითა მეოხებითა შეგვიწყალენ ჩუენ.
რომელთა წამეს შენთჳს ქრისტე, და მრავალი ტანჯუაჲ დაითმინეს, ოხითა და ლოცვითა მათითა, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ღუაწლით-შემოსილთა მოწამეთა, და ზეცისა მოქალაქეთა, ქუეყანასა ზედა იღუაწეს, მრავალი ტანჯუა დაითმინეს, და სრული გჳრგჳნი მოიგეს ცათა შინა, რათა მეოხ იყვნენ სულთა ჩუენთათჳს.
რომელმან ედემს შინა
და მიცუალებულთა, მუხლი გ. ხმა 8. მსგავსი.
რომელმან ედემს შინა.
საუკუნითგან დაძინებულთა, და მართ-მადიდებლობით აღსრულებულთა, სახსენებელსა დღეს აღუასრულებდეთ მორწმუნენო, და ქრისტესა უგალობდეთ, და ლმობიერად ვევედრებოდეთ მას, რათა მისცეს მათ კეთილი სიტყუის-გება ჟამსა განკითხვისასა, რაჟამს იგი განსჯიდეს ყოველსა ქუეყანასა და აღრაცხილ ჰყუნეს მარჯუენეთა თანა, და დააწესნეს სიხარულსა და ნათელსა მართალთასა, და ღირს ყვნეს დამკჳდრებად ზეცათა სასუფეველსა მისსა, რამეთუ მოწყალე არს და სახიერ, და ძჳრ-უხსენებელ.
რომელმან სისხლითა საუფლოთა მოგუიყიდენ მაცხოვარ, და სიკუდილითა სიკუდილისაგან გვიხსენ, და უოხჭნო ცხოვრება მოგუმადლე ჩუენ აღდგომითა შენითა, შენ განუსვენე სულთა მიცუალებულთა, რომელნი იგი ზღუათა და უდაბნოთა, და ქალაქთა შინა, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მოწყდეს ღმრთის-მსახურებით. მღუდელნი, მღუდელთ-მთავარნი, მეფენი და მთავარნი, მონაზონნი და მოწესენი, და ყოველი ასაკი ერისკაცთა, ჩჩვილთა და ჭაბუკთა დააწესენ იგინი ზეცათა შენსა სასუფეველსა.
ღმრთის-მსახურებით აღსრულებულთა, სულთა ზედა სიკუდილი ვერღარა უფლებს, ვინაჲთგან აღდეგ მკუდრეთით მხსნელო, ამისთჳს გევედრებით: განუსვენე მონათა შენთა, ეზოთა შენთა აბრაამის წიაღთა, რომელთა იგი ადამისისთგან, და ვიდრე აქამომდე მრავალფერად, და მრავალ სახედ გმონეს უბიწოებით სახიერ, მამათა და ძმათა თჳსთა, და მეგობართა, და ყოველთა მორწმუნეთა, რომელთა საწუთოსა ამის ცხოვრება განვლეს კრძალულებით, და ღირს-ჰყუენ დამკჳდრებად ცხოვრებასა მას საუკუნესა.
ვგოდებ მწარედ და ვიგლოვ, რაჟამს გულის-ხმა-ვყო სიკუდილი…
დიდება მიცვალებულთა. ხმა 8.
ვგოდებ მწარედ და ვიგლოვ, რაჟამს გულის-ხმა-ვყო სიკუდილი, და ვიხილო საფლავსა შინა მდებარე, შუენიერება ჩუენი ხატად ღმრთისა დაბადებული, შეურაცხად, უპატიოდ და უსახურად, ეჰა საკჳრუელი, რა არს ჩუენი ესე ქუეყანისა ნაშობნო საიდუმლო, ვითარ მივეცენით ხრწნილებასა, ვითარ შევეყუენით სიკუდილსა, ჭეშმარიტად განჩინებითა ღმრთისათა, ვითარცა წერილ არს, რომელი მიანიჭებს მიცუალებულთა განსვენებასა.
ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო…
აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა ვ.
ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა ძე მხოლოდ-შობილი, იგივე შენგან უბიწოსა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცთ-შესხმული ღმერთი, იყო ბუნებით, და ჩუენთჳს კაც იქმნა წყალობით, არა ორებად პირთასა განიკვეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ იქმნა, მას ევედრე პატიოსანო და ყოვლად-სანატრელო, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.
ნათელი მხიარული
შესვლად:
ნათელი მხიარული.
ჯუარი შენი უფალო, საჭურველ უძლეველ ექმნა მარტჳლთა…
ხ ნაცვლად წარდგომისა, ვგალობთ ალილუიასა, ხმასა ზედა 8. მუხლებითურთ მისით. და ღირს მყუენ ჩუენ უფალო. სტიქარონსა ზედა დასდებელი. ხმა ვ. მოწამეთა.
ჯუარი შენი უფალო, საჭურველ უძლეველ ექმნა მარტჳლთა შენთა, რამეთუ ჰხედვიდეს წინამდებარესა სიკუდილსა, და განიცდიდეს საუკუნესა მას ცხოვრებასა, და სასოებითა შენითა განძლიერდებოდეს, მათითა ვედრებითა მოწყალე გუექმენ ჩუენ.
ხატებითა შენითა პატივ-მეც მე, ხელთა შენთა დაბადებულსა…
სულმან მათმან კეთილსა შინა გაისვენოს, და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუეყანა. მიცვალებულთა
ხატებითა შენითა პატივ-მეც მე, ხელთა შენთა დაბადებულსა მაცხოვარ, გამოხატე რა ნივთიერითა სახითა, უხილავისა ბუნებისა შენისა მსგავსება, რომელისა ზიარებად ღირს-მყავ მე, და დამადგინე ქუეყანასა ზედა მთავრობად თჳთმფლობელობისა წესითა, ამისთჳსცა მხსნელო მონათა შენთა სოფელსა შინა ცხოველთასა და საყოფელსა მართალთასა განუსვენე.
რათა პატივი ჩემი, სხუათა მათ ცხოვრებისაგან განჰყო…
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უფალო, და სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე. მიცვალებულთა
რათა პატივი ჩემი, სხუათა მათ ცხოვრებისაგან განჰყო, განმიმზადე მე სამოთხე ედემს შინა, ყოველთა ნერგთა მიერ განშუენებული, მწუხარებისა და ზრუნვისაგან თავისუფალი, ზიარი საღმრთოსა ცხოვრებისა, და ანგელოზად შეზავებულად ქუეყანასა ზედა დამაწესე, ამისთჳს მხსნელო მონათა შენთა სოფელსა შინა ცხოველთასა, და საყოფელსა მართალთასა განუსვენე.
დასაბამ და არსება ჩემდა იქმნა, დამბადებელო ბრძანება…
დიდება მიცვალებულთა ხმა ვ.
დასაბამ და არსება ჩემდა იქმნა, დამბადებელო ბრძანება შენი, რამეთუ ინებე რა ხილულისა და უხილავისა ბუნებისაგან, ცხოვლად შემტკიცება ჩემი, მიწით ხორცნი ჩემნი დაბადენ, ხოლო სული მომეც საღმრთოთა და ცხოველს-მყოფელითა შთაბერვითა შენითა, ვინაცა ქრისტე მონათა შენთა სოფელსა შინა ცხოველთასა და საყოფელსა მართალთასა განუსვენე.
მეოხებითა მშობლისა შენისათა ქრისტე, და მოციქულთა, მოწამეთა…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
მეოხებითა მშობლისა შენისათა ქრისტე, და მოციქულთა, მოწამეთა და წინასწარ-მეტყველთა შენთა, მღუდელთ-მთავართა ღირსთა და მართალთა, და ყოველთა წმიდათა თანა, მიცუალებულთა მონათა შენთა განუსვენე.
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა, კაცთ-მოყუარებით ყოველსავე…
განსატევებელი ტროპარი. ხმა 8.
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა, კაცთ-მოყუარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა რამეთუ შენდა მომართ აქუნდა სასოებაჲ შემოქმედისა ყოველთასა, და კაცთ-მოყვარისა ღმრთისა.
შენ ხარ ზღუდე ჩუენი, და ნავთსაყუდელი, და…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა
შენ ხარ ზღუდე ჩუენი, და ნავთსაყუდელი, და მეოხი კეთილად შემწყნარებელი, მისსა მიმართ რომელი ჰშევ შენ, ღმრთის-მშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.
და იქმნების განტევება
და იქმნების განტევება. პანაშვიდი შესვენებულთა
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთ-მოყუარებით, ყოველსავე…
შაბათსა, შემდგომად ექუსფსალმუნებისა. ალილუია, ხმასა ზედა 8. მუხლებითურთ მისით. ტროპარი.
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთ-მოყუარებით, ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდა სასოებაჲ, შემოქმედისა ყოველთასა და კაცთ-მოყვარისა ღმრთისა.
შენ ხარ ზღუდე ჩუენი და ნავთსაყუდელი, და…
ბ-გზის. დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა იგივე.
შენ ხარ ზღუდე ჩუენი და ნავთსაყუდელი, და მეოხი კეთილად შემწყნარებალი, მისა მიმართ, რომელი შევ შენ ღმრთის-მშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დასჯედ მარჯუენით ჩემსა
ესრეთ, ჩვეულებისაებრ ფსალმუნება კანონი ივ.
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დასჯედ მარჯუენით ჩემსა.
დგეს რა ღელუა-გვემულნი ღუაწლსა შინა მოწამენი, ვითარცა…
მცირე კვერექსი. შემდგომად ა. ფსალმუნებისა ვიტყვით წარდგომათა მოწამეთასა და მიცუალებულთასა. ხმა ვ. მოწამეთა
დგეს რა ღელუა-გვემულნი ღუაწლსა შინა მოწამენი, ვითარცა მოღუაწენი, მდგომარე იყუნეს მათ თანა გუნდნი უხორცოთანი, რომელთაცა ეპყრათ ძლევისა პატივნი მოწამეთანი, განკჳრვებულ იყუნეს ბრძნად მძლავრნი და მეფენი ყოვლად-ბრძენნი, დაამხუნეს განდგომილნი აღსარებითა ქრისტესითა, რომელმან განაძლიერენ იგინი, უფალო დიდება შენდა.
ღუაწლი წამებისა მოითმინეს წმიდათა, და სამძალი ძლევისა…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
ღუაწლი წამებისა მოითმინეს წმიდათა, და სამძალი ძლევისა შეიმოსეს, განაქარვნეს მძჳნვარებანი უღმრთოთანი, და მოიხვნეს გჳრგჳნნი უხრწნელებისანი, მათითა ოხითა ქრისტე ღმერთო, მოანიჭე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
წმიდათა შენთა ხსენება უფალო, გამოჩნდა დღეს, ვითარცა…
ხმობდეს მართალნი, და უფალმან ისმინა მათი. მოწამეთა
წმიდათა შენთა ხსენება უფალო, გამოჩნდა დღეს, ვითარცა სამოთხე ედემს შინა, რამეთუ ამას შინა იხარებს ყოველი დაბადებული, და მოგუცემს ჩუენ ოხითა მათითა, მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.
საუკუნითგან აღსრულებულნი, და სარწმუნოებით შენ წინაშე მიცუალებულნი…
დიდება, მიცუალებულთა
საუკუნითგან აღსრულებულნი, და სარწმუნოებით შენ წინაშე მიცუალებულნი დააწესენ რჩეულთა საყოფელსა, და ადგილსა ცხოველთასა, და ღირს ჰყუენ დამკჳდრებად, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, და აღავსენ იგინი ნათლითა, და სიხარულსა ზეცისასა ღირს-ჰყუენ.
რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუედ ნებსით…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუედ ნებსით განზრახვით ძიებად ადამისა, გამობრწყინდი ჯუარსა ზედა, ეტყოდი ანგელოზთა: იხარებდით თქუენ ჩემთანა, რამეთუ იპოვა წარწყმედული დრაქმაჲ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
ნეტარ არიან უბიწონი,
კრებულმან წმიდათამან ჰპოვა წყაროჲ ცხოვრებისა და კარი…
ორ სასვენად, პირველი სასვენის შემდეგ კვერექსი მიცვალებულთა. მეორე სასვენი ტროპარნი მიცვალებულთანი. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
კრებულმან წმიდათამან ჰპოვა წყაროჲ ცხოვრებისა და კარი სამოთხისაჲ. მომმადლე მეცა სახიერ, პოვნად გზაჲ იგი სინანულისაჲ, მე ვარ ცხოვარი იგი წარწყმედული, მომიძიე მონაჲ შენი, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.
ტარიგი ღმრთისა გვიქადაგეთ და მისთჳს დაიკლენით ვითარცა…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ტარიგი ღმრთისა გვიქადაგეთ და მისთჳს დაიკლენით ვითარცა კრავნი, წმიდანო, და ცხოვრებასა სამარადისოსა და დაუსრულებელსა მიიცვალენით, მას ევედრენით წადიერად, რაჲთა მოგუიტევნეს თანანადებნი ბრალთა ჩუენთანი მეუფემან.
რომელთა გზა იგი იწრო და საჭირო ვლეთ…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
რომელთა გზა იგი იწრო და საჭირო ვლეთ სოფელსა შინა, რომელთა ჯუარი ჩემი ვითარცა უღელი იტვირთეთ, და შემომიდექით მე სარწმუნოებით, მოვედით და მიიღეთ თქუენ, რომელი იგი განგიმზადენ სამკაულნი ზეცისანი და გჳრგჳნი დაუჭნობელნი.
ხატი ვარ უსაზღუროჲსა დიდებისა შენისა მეუფეო, დაღაცათუ…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ხატი ვარ უსაზღუროჲსა დიდებისა შენისა მეუფეო, დაღაცათუ მმოსიან მე წყლულებანი შეცოდებათანი. შემიწყალე ქმნილი შენი და განმწმიდე მე, სახიერებითა შენითა, და საწადელისა მის მამულისა მკჳდრობაჲ კუალად მომანიჭე მე.
პირველად უკუე ოდესმე არარასაგან დამბადე მე და…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
პირველად უკუე ოდესმე არარასაგან დამბადე მე და ხატებითა შენითა საღმრთოჲთა პატივ-მეც მე, ხოლო გარდასლვითა მცნებათათა კუალად მიწადვე მიმაქციე, ვინაჲცა დავიბადე, არამედ ჯერისაებრ აღმომიყვანე და პირველსავე პატივსა ღირს-მყავ.
განუსვენე ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
განუსვენე ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ იგინი სამოთხესა საშუებელისასა, სადა-იგი არიან კრებულნი წმიდათანი და მართალნი ბრწყინვენ, ვითარცა მნათობნი, რომელნი შეივედრენ, შეიწყალენ სახიერ, და აღხოცენ ცოდუანი მათნი.
სამბრწყინუალებასა ერთ-ღმრთეებისასა, მორწმუნენო, მართლ-მადიდებლობით უგალობდეთ და ესრეთ…
დიდება სამებისა.
სამბრწყინუალებასა ერთ-ღმრთეებისასა, მორწმუნენო, მართლ-მადიდებლობით უგალობდეთ და ესრეთ ვიტყოდეთ: წმიდა ხარ, მამაო დაუსაბამოო, ძეო თანადაუსაბამოო და სულო წმიდაო, განგუანათლენ ჩუენ, რომელნი სარწმუნოებით გმონებთ შენ, და საუკუნოსა მის უშრეტისა ცეცხლისაგან გვიხსენ ჩუენ.
გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა ცხოვრებად…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა ცხოვრებად ნათესავისა კაცთასა, და ბუნებამან ჩუენმან ჰპოვა შენ მიერ გამოხსნაჲ. მეოხებითა შენითა წარგვიძეღუ ჩუენ სამოთხედ, ღმრთის-მშობელო, მარადის კურთხეულო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
განუსვენე მაცხოვარო ჩუენო, მართალთა თანა მონათა შენთა…
გ-გზის. შემდგომად ამისა კუერექსი მიცუალებულთათჳს, ვითარცა ითქუა პირველ. მერმე და მერმე. ხოლო ჩუენ. უფალო შეგვიწყალენ. მ-გზის. მღუდელმან ლოცვა. ღმერთო სულთაო და ასამაღლებელი. წარდგომა ხმა ე. მიცუალებულთა.
განუსვენე მაცხოვარო ჩუენო, მართალთა თანა მონათა შენთა, და ესენი დაამკჳდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს, უგულებელს-ჰყუენ ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებითნი, და უმეცრებით ქმილნი კაცთ-მოყუარე.
რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა ქრისტე ღმერთო, და…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა
რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ ჩუენ, შეგვიწყალენ ჩუენ, ყოვლად-ძლიერო ღმერთო.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან…
ფსალმუნი ნ. კანონი ტაძრის წმიდისა ძლისპირითა, მუხლი ვ. და მდგომარისა ამის კანონისა, მუხლი 8. კანონი. ქმნილი სტოდიელისა. ხოლო სამებისა, და ღმრთის-მშობლისა ტროპართა არს კიდურწერილობა. უღირსისა თეოდორესი. ხმა 8. გალობა ა. ძლისპირი.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა, და განუპო ზღუა მეწამული, და ისრაელი იხსნა განმავალად მეტყველი, გალობასა უფლისასა რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
რომელნი საუკუნითგან დაძინებულთა სახსენებელსა დღეს აღუასრულებთ ერნო, მხურუალედ ვევედრნეთ ქრისტესა, რათა იხსნნეს ცეცხლისა მისგან უშრეტისა, რომელთა სასოებითა საუკუნოსა მის ცხოვრებისათა განვლეს საწუთო და შეისვენეს.
ყოვლად-ბრძნითა გონებითა და სიღრმითა განკითხვათა შენთათა კაცად-კაცადისა საზღუარი, წესი და განგება ცხოვრებისა განაწესე შენ ქრისტე ღმერთო, ამისთჳს გევედრებით, ყოველთა სოფელსა შინა აღსრულებულთა სულთა, ნუ დასჯი მოწყალე.
სიზმარ არს ცხოვრება ჩუენი, და აჩრდილ ყოვლად-ძლიერო მეუფეო და რომელთა იგი მწუხრისა ამის სოფლისაგან დაიძინეს, მათთჳს ვითხოვთ ჩუენ, რათა გამოაჩინნე, ძედ დღისა მის დაუღამებელისა, მღუდელნი მეფეთა თანა, და ყოველისა ერისა.
მორწმუნენი, რომელნიცა დაფარნა წყალმან, და დასცნა ბრძოლამან, და ძრვამან, და სრვამან და პირად-პირადმან სიკუდილმან და მხეცმან, და ცეცხლმან შემწუელმან, და ავაზაკთა გუნდმან, ღირს-ჰყუენ წმიდათა შენთა თანა, ქრისტე მრავალ-მოწყალე, და მიეც განსვენებაჲ.
ყოველთა თანანადებნი ყოველთა ტომთა და ნათესავთანი, ყოველსა ასაკსა შინა შენსა შენდა შეცოდებულნი აღხოცენ მაცხოვარ, და ღირს ყუენ დაუსჯელად წარდგომად წინაშე საყდართა შენთა, და სიტყუისგება სათნო და კეთილი მიჰმადლე.
ერთისა მის ბუნებისა სამხატოვანსა სამგუამოვნებასა უგალობ და…
დიდება, სამებისა.
ერთისა მის ბუნებისა სამხატოვანსა სამგუამოვნებასა უგალობ და ვმონებ, მამისა, ძისა და სულისასა, მამასა უშობელად, ხოლო ძესა შობილად, და სულსა-წმიდა გამომავალად, და ერთუფლებად, და ერთ-ღმრთაებად სრულად, დიდებით დიდებულად.
ჭეშმარიტად გამოჩნდი შენ სამყაროდ ცათა ზესკნელთა უმაღლესად…
აწ და. ღმრთის-მშობლისა.
ჭეშმარიტად გამოჩნდი შენ სამყაროდ ცათა ზესკნელთა უმაღლესად ქალწულო უსძლოო, რამეთუ შენგან აღმობრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი, ყოველისა ქუეყანისა მფლობელი, განმგებელი, ამისთჳს გიგალობთ შენ, დიდებით დიდებულო.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან…
კატავასია
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა, და განუპო ზღუაჲ მეწამული, და ისრაელი იხსნა განმავალად მეტყველი, გალობასა უფლისასა რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი მხსნელი…
გალობა ბ. ძლისპირი
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი მხსნელი თქუენი, რომელი პირველ საუკუნეთა, მამისაგან ვიშევ უდედოდ, და აღსასრულსა ჟამთასა განვკაცენ ქალწულისაგან, რათა დავხსნე წყევაჲ პირველი ადამისი, ვითარცა კაცთ-მოყუარე ვარ.
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ დამბადებელი, რომელმან განკითხვათა ჩემთა მსჯავრითა, დავხსენ საზღუარნი ცხოვრებისანი, და ხრწნილებისაგან უხრწნელად სასოებითა აღდგომისათა მივცვალებ, ყოველთა შესვენებულთა.
სარწმუნოებით დაძინებულთა ქრისტე, ყოველსა ქუეყანასა, ზღუათა და…
ბ-გზის.
სარწმუნოებით დაძინებულთა ქრისტე, ყოველსა ქუეყანასა, ზღუათა და მდინარეთა, და წყაროთა შინა ჯურღმულთა, ტბათა და უდაბნოთა, და მხეცთა, და ქვეწარმავალთა, და მფრინველთა მიერ განლეულთა განუსვენე, ვითარცა მოწყალე ხარ.
მკლავითა შენითა მაღლითა ყოველისა მპყრობელითა, ოთხთა მათ ნივთთა მიერ შეერთებულნი, და დახსნილნი და მიმოდაყრილი შეაერთენ და აღადგინენ, და შეუნდვენ თანა-ნადებნი მათნი, უმეცრებით და მეცნიერებით ქმნილნი.
ეჰა საშინელი მოსლუა შენი მეუფეო, რომელი ვითარცა ელვა გამოჩნდეს ზეგარდამო, რაჟამს იგი აღადგინნე ყოველნი ადამიანნი, მაშინ მხსნელო შემთხვევად, და ყოფად შენთანა ღირს-ჰყუენ სარწმუნოებით დაძინებულნი.
ერთ-არსებაო უსაზღუროო ღმერთო, სამგუამოვანო, მამაო უშობელო, ძეო…
დიდება. სამებისა.
ერთ-არსებაო უსაზღუროო ღმერთო, სამგუამოვანო, მამაო უშობელო, ძეო მხოლოდ-შობილო, სულო მამისაგან გამომავალო, და ძისა მიერ მოცემულო. უფლებაო და ხელმწიფებაო, სიბრძნეო და სიმართლეო, გვაცხოვნენ ჩუენ.
მიუწდომელ არს საიდუმლო შენგან შობისა სძალო, რამეთუ…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
მიუწდომელ არს საიდუმლო შენგან შობისა სძალო, რამეთუ შობა და ქალწულება ზოგადი შეკრბეს შენთანა საკჳრუელად, ყრმასა აწოებდ უმამაკაცოდ, ვითარცა უწყის ხორცთ-შესხმულმან შენგან ზესთა ცნობისა ღმრთისა სიტყუამან.
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი მხსნელი…
კატავასია
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი მხსნელი თქუენი, რომელი პირველ საუკუნეთა, მამისაგან ვიშევ უდედოდ, და აღსასრულსა ჟამთასა განვკაცენ ქალწულისაგან, რათა დავხსნე წყევაჲ პირველი ადამისი, ვითარცა კაცთ-მოყუარე ვარ.
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუეყანისაო…
გალობა გ. ძლისპირი
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდა, შენებრ კაცთ-მოყუარე.
რომელთა იგი სარბიელი ამის ცხოვრებისა განვლეს კეთილად მსახურებითა ქრისტე, ღირს ჰყუენ იგინი დადგმად გჳრგჳნთა მათ სიმართლისათა, და საშუებელითა მით უოხჭნოთა განსვენებად.
რომელნიცა მყის წარიტაცნეს და მეხ-დატეხილ იქმნნეს, და…
ბ-გზის.
რომელნიცა მყის წარიტაცნეს და მეხ-დატეხილ იქმნნეს, და ყინელისა მიერ დაიწვნეს, და ყოველითა წყლულებითა სასიკუდინოჲთა განილინეს განუსვენე უფალო, რაჟამს ყოველსა სჯიდე ცეცხლითა.
რომელთა წიაღვლეს სოფლისა ზღუა მარადის მღელუარე დაუნთქმელად მართლ-მადიდებლობისა საჭითა, ღირს-ჰყუენ ნავთ-საყუდელსა უხრწნელისა ცხოვრებისასა შესლვად მრავალ-მოწყალე და განსვენება მიმადლე.
განკითხვათა შენთა მსჯავრითა, რომელნი იგი მიეცნეს საჭმელად მფრინველთა ცისათა ქრისტე, და მხეცთა ქუეყანისათა, და თევზთა, და ვეშაპთა ზღვისათა, უკანასკნელსა დღესა აღადგინენ და განუსვენე.
საღმრთოსა ერთ არსებასა სამხატოვნად განვავრცობ და შემდგომად…
დიდება. სამებისა
საღმრთოსა ერთ არსებასა სამხატოვნად განვავრცობ და შემდგომად განყოფისა მის, კუალად გონიერად შევარწყამ, რამეთუ ვითარცა რა ელვა მყის სამბრწყინუალედ ხილუა მისი ერთ-ბუნებად ჰნათობს.
განუცდელ არს საკჳრუელება შენი ქალწულო, რამეთუ უაღრეს…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
განუცდელ არს საკჳრუელება შენი ქალწულო, რამეთუ უაღრეს ბუნებათა ზრდი ჩჩვილსა და ქალწული აწოებ, ანგელოზთა დამბადებელსა, ამისთჳს კაცთა თანა ზეცისა წესნი გაქებენ შენ.
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუეყანისაო…
კატავასია
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე, ქრისტე ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდა, შენებრ კაცთ-მოყუარე.
თანადაუსაბამოსა
წარდგომა. ხმა ე. მსგავსი
თანადაუსაბამოსა.
ჩუენთჳს დაითმინე ჯუარცმა და სიკუდილი, და ჯოჯოხეთისა იგი ძალი წარმოსტყუენე, და შენთანა აღადგინენ პირველ-მომწყდარნი კაცნი, ეგრეთუე აწ განუსვენე, რომელნი ჩუენ მიერ მოიცვალნეს, ვითარცა კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, საზარელსა და საშინელსა მოსლუასა შენსა, ცხოვრების-მომცემელო, ექმენ მწყალობელ მორწმუნეთა ერთა შენთა, მრავლითა მოწყალებითა შენითა, და სასუფეველსა შენსა ღირს-ჰყუენ.
მსწრაფლი ფარუა და შეწევნა შენი აჩუენე, მონათა…
დიდება იგივე აწ და. ღმრთის-მშობლისა
მსწრაფლი ფარუა და შეწევნა შენი აჩუენე, მონათა შენთა ზედა ქალწულო წმიდაო, და ღელუანი ცოდუათა ჩემთანი დააყუდენ, და აღძრულნი გულის-სიტყუანი ჩემნი დაამშჳდენ, და იხსენ სული ჩემი დაცემისაგან, და აღმადგინე მე სძალო წმიდაო, რამეთუ უწყი, შემძლებელ ხარ რაოდენიცა გენებოს.
აღმხედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა უფალო, და აღვირნი…
გალობა დ. ძლისპირი
აღმხედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა უფალო, და აღვირნი მათნი ძლიერად ხელთ-ისხენ, მხედრობა შენი, ცხოვრება არს მორწმუნეთა, რომელნი ღაღადებენ: დიდება ძალსა შენსა უფალო.
მამანი, მამის მამანი, პაპანი და პაპის პაპანი, პირველ-შობილითგან უკანასკნელადმდე, სარწმუნოებით აღსრულებულნი მოიხსენენ ქრისტე დამბადებელო, და ყოველთა მიეც განსვენებაჲ.
მამათა მოწესეთა, ერისკაცთა, და ჭაბუკთა, მთათა შინა…
ბ-გზის.
მამათა მოწესეთა, ერისკაცთა, და ჭაბუკთა, მთათა შინა და ქვაბთა და უდაბნოთა, აღსრულებულთა, განუსვენე ქრისტე ღმერთო, წმიდათა შენთა თანა, და ნუ მოიხსენებ ცოდუათა მათთა.
გარეშე სალმობისა, რომელთა შეისვენეს სიხარულისა და წუხილისა მიერ, და ჭირისა და განსვენებისა მყისსა შინა, განუსვენე წყალობით, რომელნი გესვიდეს მეუფეო.
რომელნი წარიტაცნეს ცხენითა, და მოსრნა ნეფხვამან და სეტყვამან, და თოვლმან და წვიმათა, და ღვარმან, და ნაფშვენმან და სიმრავლემან, შეაშთვინეს და ქუეყანამან დაჰფარნა, ქრისტე მაცხოვარ განუსვენე მათ.
უცხო და საკჳრუელ არს სამებისა წმიდისა, თჳთოეულისა…
დიდება, სამებისა
უცხო და საკჳრუელ არს სამებისა წმიდისა, თჳთოეულისა სრულება და ღმრთაება, და კუალად სამთა, ერთ-ღმრთაება სამპირებით განუწუალებელი და სამგუამოვნებით შეურევნელი.
ცოდუათა მიერ ღელუა-გვემულთა ამათ წარგვიმართე ვედრებითა შენითა…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
ცოდუათა მიერ ღელუა-გვემულთა ამათ წარგვიმართე ვედრებითა შენითა ღმრთისა დედაო, ნავთ-სადგურსა ცხოვრებისასა, და ყოველთა ჭირთაგან განგუარინენ, შემსხმელნი შენნი და მგალობელნი.
აღმხედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა უფალო, და აღვირნი…
კატავასია
აღმხედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა უფალო, და აღვირნი მათნი ძლიერად ხელთ-ისხენ, მხედრობა შენი, ცხოვრება არს მორწმუნეთა, რომელნი ღაღადებენ: დიდება ძალსა შენსა უფალო.
ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და…
გალობა ე. ძლისპირი
ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა, წარმართე სვლა ჩემი გევედრები.
აღუასრულებთ დღეს მხსნელო საუკუნითგან მიცუალებულთა ხსენებასა, და ცრემლით შეგივრდებით, განუსვენე წმიდათა შენთა თანა, ყოველთა სარწმუნოებით აღსრულებულთა სახიერ, და შეუნდვენ ყოველნი ცოდუანი მათნი.
ტომნი და ნათესავნი, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი…
ბ-გზის.
ტომნი და ნათესავნი, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გალახაკნი, მღუდელნი და მონაზონნი, მართლ-მადიდებელნი რომელნი შეივედრენ სახიერ, იხსენ ყოველთა მათ სატანჯუელთაგან, და ღირს-ჰყუენ სასუფეველსა შენსა.
ყოველთა ქმნულთა შენთა უმჯობესსა, განაგებ წინასწარ-ცნობითა შენითა, ქრისტე ღმერთო, ამისთჳს გევედრებით, რომელთა იგი შეუნდევ, მოულოდებელითა სიკუდილითა სიკუდილი იხსნენ, ყოველთა სატანჯუელთაგან.
უშრეტისა ცეცხლისა და ბნელისაგან, წყუდიადისა გარესკნელისა, და ღრჭენისა კბილთასა, და მატლისა მისგან წამლიანისა მწარისა, და სხუათა მათ პირად პირადთა ტანჯუათაგან, იხსენ მხსნელო მორწმუნეთა სულნი.
სამგუამოვანო ღმერთო, დაუსაბამოო, ერთ-არსებით განუყოფელო, და თანამოსაყდრეო…
დიდება, სამებისა
სამგუამოვანო ღმერთო, დაუსაბამოო, ერთ-არსებით განუყოფელო, და თანამოსაყდრეო, ხოლო სამხატოვნებით განყოფილო, და კუალად ბუნებით შეერთებულო ერთობითა შეგვაერთენ ჩუენ, აღსრულებად ბრძანებათა შენთა.
ცეცხლებრ მოტყინარეთა, სერაფიმთა უპატიოსნეს იქმენ ქალწულო, რამეთუ…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
ცეცხლებრ მოტყინარეთა, სერაფიმთა უპატიოსნეს იქმენ ქალწულო, რამეთუ ჭეშმარიტად მათგან შეუხებელი შევ ხორცითა, უთესლოდ, იესო მხსნელო, რომელმან ხორცთ-შესხმითა განაღმრთო, ბუნება ქუეყანისა ნაშობთა.
ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და…
კატავასია
ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა, წარმართე სვლა ჩემი გევედრები.
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიხმობ…
გალობა ვ. ძლისპირი
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
რომელმან სიკუდილისა სალმობანი დაარღვიენ ქრისტე თავო ცხოვრებისაო, განსვენება მიმადლე, საუკუნითგან შენდა მიცუალებულთა, სასოებითა კეთილითა.
მსჯავრთა მათ შენთა მხსნელო გამოუთქმელითა განკითხვითა, რომელნი მოაკუდინეს, წამალთა კაცის მკვლელთა სამსალათა, და ძუალთა მომაშთობელთა, წმიდათა თანა განუსვენე.
რაჟამს განიკითხჳდე, ყოველთა წინაშე პირსა შენსა, მდგომარეთა შიშუელთა, მაშინ მრავალ-მოწყალე, რომელთა იგი გმონეს სარწმუნოებით, შეიწყალენ და განუსვენე.
უკანასკნელითა მით, საყვირითა რაჟამს ანგელოზთა, შენთა დასცენ საყვირსა, აღდგომად ცხოვრებისად, ყოველთა მორწმუნეთა მაშინ სახიერ, მონათა შენთა განუსვენე.
მორწმუნენი, რომელნი ყოველთა ტომთაგან შეივედრენ, საუკუნითგან ქრისტე, მონათა შენთა თანა, განსვენებასა ღირს-ჰყუენ, და ბრალთა მათთა, თანანადებნი მიუტევენ.
ღმერთო, ღმერთი-მთავრობაო, სამწმიდაო თანამოსაყდრეო, მამაო ძით და…
დიდება. სამებისა
ღმერთო, ღმერთი-მთავრობაო, სამწმიდაო თანამოსაყდრეო, მამაო ძით და სულით-წმიდითურთ დიდებულო, შენ ხარ მეუფე ჩუენი, და თჳთმფლობელი, ყოველთა დაბადებულთა.
განსცხრებოდე იესე, მამათ-მთავარო, რამეთუ ძირთა შენთაგან აღმოსცენდა…
აწ და, ღმრთის-მშობლისა
განსცხრებოდე იესე, მამათ-მთავარო, რამეთუ ძირთა შენთაგან აღმოსცენდა ყუავილი ცხოვრებისა, მაცხოვარი სოფლისა, უბიწოსაგან ქალწულისა ქრისტე ღმერთი.
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიხმობ…
კატავასია
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო მაცხოვარო ჩემო.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე სულთა მონათა შენთასა…
კონდაკი. ხმა 8.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე სულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული, და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
შენ მხოლო ხარ უკუდავი ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე…
იკოსი
შენ მხოლო ხარ უკუდავი ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე შექმენ, და დაბადე კაცი, ხოლო კაცნი ქუეყანით, დავიბადენით, და კუალად მუნვე ქუეყანად, და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარ იგი სთქუ, შემოქმედმან ჩუენმან, და მიბრძანე, ვითარმედ მიწა ხარ შენ, და მიწადვე მიიქეც, სადა იგი მივიქცევით ყოველნი, მოკუდავნი ვინაჲცა დაფლვისა ჩუენისა გოდებასა ვგოდებთ, და გალობით ვღაღადებთ, და ვიტყვით, საღმრთოსა ამას გალობასა, ალილუია.
ყრმათა ღმრთის-მსახურთა ბაბილონს შინა, არა მსახურეს კერპსა…
გალობა ზ. ძლისპირი
ყრმათა ღმრთის-მსახურთა ბაბილონს შინა, არა მსახურეს კერპსა ოქროჲსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
საუკუნითგან აღსრულებულთა, ხსენებასა აღუასრულებთ, და ვითხოვთ სახიერ, მათთჳს, შენდობასა, და ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
თჳნიერ ნებისა მყის ტანებულთა, და პირად-პირადთა ნივთთა…
ბ-გზის.
თჳნიერ ნებისა მყის ტანებულთა, და პირად-პირადთა ნივთთა წყლულებითა, და რკინისა, და ქვისა, და ძელისა გვემულთა, მიცუალებულთა სარწმუნოებით, განუსვენე უფალო, და აღხოცენ ბრალნი მათნი.
საშინელსა მეორედ მოსლუასა შენსა, მარჯუენითა მათ თანა დაადგინე მხსნელო, რომელთა გმონეს სოფელსა მას შინა და მართლ-მადიდებლობით მოიცვალნეს, შენდა წადიერებით, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ხატად შენდა შექმნილნი უფალო, უძლურითა ხორცითა, რომელნიცა გამოირჩიენ, რჩეულთა შენთა თანა დააწესენ მონანი შენნი, რათა ღაღადებდენ შენდამი: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ვითარცა სამთა მზეთა ერთისა ნათლისა, ღმრთაებისასა უგალობდეთ…
დიდება. სამებისა.
ვითარცა სამთა მზეთა ერთისა ნათლისა, ღმრთაებისასა უგალობდეთ ერნო, რამეთუ მამა, ძე და სული ყოვლად-წმიდა, დაღათუ ერთ-ბუნებით არიან, ხოლო სამგუამოვნებით სამებით იდიდებიან.
შესხმასა დავითისა გიგალობთ სძალო, და მთად ღმრთისად…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
შესხმასა დავითისა გიგალობთ სძალო, და მთად ღმრთისად სახელ-გდებთ, რომელსა ზედა დაემკჳდრა ხორცითა სიტყუა მამისა, და ღმერთად შუენიერად განაშვენა და განაღმრთო ბუნებაჲ ჩუენი სახიერებით.
ყრმათა ღმრთის-მსახურთა ბაბილონს შინა, არა მსახურეს კერპსა…
კატავასია
ყრმათა ღმრთის-მსახურთა ბაბილონს შინა, არა მსახურეს კერპსა ოქროჲსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
შვიდ-წილ აღაგზნა სახმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომითა…
გალობა 8. ძლისპირი.
შვიდ-წილ აღაგზნა სახმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომითა, რისხვითა, ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ, და მხსნელისა ღაღად-ყვეს: აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
რომელი გარე მიაქცევ, ცისკარს აჩრდილთა სიკუდილისათა, და აღმოგვიბრწყინდი საფლავით, ვითარცა რა მზისთვალი, დიდებისა უფალო, ყოველნი სასოებით დაძინებულნი, ძედ აღდგომისა შენისა გამოაჩინენ, და ღირს-ჰყუენ ღაღადებად, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
უჩინოთა და დაფარულთა განმკითხველო, რაჟამს გამოაცხადნე საქმენი…
ბ-გზის.
უჩინოთა და დაფარულთა განმკითხველო, რაჟამს გამოაცხადნე საქმენი ბნელისანი, და განზრახუანი გულისანი, მაშინ ყოვლად-ძლიერო, ნუცა გამოეძიებ საქმეთა ჩემთა, ნუცა მიხდი სიტყუასა და პასუხსა, შენდა სარწმუოებით, მიცუალებულთა მორწმუნეთა, არამედ მიეც შენდობაჲ ბრალთა მათთა სახიერ.
რაჟამს იგი დაჯდე სჯად, საყდართა ზედა და ბრძანე ყოველთა, განკითხვად, წარდგომად წინაშე შენსა, და შეკრიბნე საყვირითა, კიდითგან ქუეყანისათ, მაშინ შეიწყალენ, ყოველნი მიცუალებულნი ქრისტე, და მარჯუენეთა თანა აღრაცხენ, ვითარცა მოწყალემან, რათა გაკურთხევდენ და აღგამაღლებდენ უკუნისამდე.
მომწყდართა შემთხვევისაგან, და ღაღადებისა ძლიერისა და მსწრაფლ სარბიელისა, ყურიმლისცემისა, და ხურთითა ცემისა, და წიხნით მიმთხვევისა, და შებრკოლებისა, და შებნედისა, და ყოველისავე უჟამოდ სიკუდილისა, დიდებისა უფალო, განუსვენე საუკუნესა, და მოტევებაჲ ცოდუათა, მათთა მიანიჭე მათ.
ერთ-არსებით გიგალობთ შენ ვითარცა ერთსა არსებითა, და…
ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.
ერთ-არსებით გიგალობთ შენ ვითარცა ერთსა არსებითა, და ვითარცა სამებასა სამხატოვნებით, გმსახურებ მამაო და ძეო და სულო წმიდაო, სახიერო, დაუსაბამოო, და უცუალებელო, და სიმტკიცესა შენსა, და სუფევასა უსაზღუროსა, ვადიდებ ძრწოლით, აწ და უკუნითი-უკუნისამდე.
ცხოველისა მდინარისა, წყაროდ დაბეჭდულად გამოჩნდი, ღმრთის-მშობელო, ქალწულო…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
ცხოველისა მდინარისა, წყაროდ დაბეჭდულად გამოჩნდი, ღმრთის-მშობელო, ქალწულო რამეთუ უთესლოდ ჰშევ ღმერთი, და ასუამ, მორწმუნეთა, კრებულსა უკუდავებისა წყალსა, დამათრობელსა ეკლესიათა მადლითა, და ხმობენ აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
შვიდ-წილ აღაგზნა სახმილი, მძლავრმან ქალდეველთამან, ყრმათათჳს, გულის-წყრომითა…
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია
შვიდ-წილ აღაგზნა სახმილი, მძლავრმან ქალდეველთამან, ყრმათათჳს, გულის-წყრომითა, რისხვითა, ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ, და მხსნელისა ღაღად-ჰყო: აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუეყანისანი შეძრწუნებულ…
გალობა თ. ძლისპირი.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღმრთის-მშობელო ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღმერთი ხარ გადიდებენ შენ.
სადა იგი არს ყოველთა მოხარულთა, წმიდათა შენთა მკჳდრობა მხსნელო, მორწმუნენი საუკუნითგან დაძინებულნი, სასოებითა კეთილითა, ღირს ჰყუენ შუებასა, და სიხარულსა, რათა გადიდებდენ შენ, და ნუ მოიხსენებ ცოდუათა მათთა.
ზეგარდამოთა რისხვითა შემუსრვილთა, და ბუგრითა და სატლითა განგლილთა, და მეხისტეხათა მიერ მძჳნვარედ დამწვართა, და ძრვისაგან დაფარულთა, და ზღვისა ღელუათაგან დანთქმულთა, სარწმუნოებით, შენდა მოსრულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო წყალობით განუსვენე.
ყოველსა ასაკსა ბერთა, და ჭაბუკთასა, და ყრმათა, და ძუძუს მწოვართასა, და უასაკოთა ჩჩვილთა, და წარმატებულთასა, და მამათა და დედათა ბუნებასა და განწესებასა სარწმუნოებით, შენდა მიცუალებულთა, მხსნელო განუსვენე ვითარცა სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.
გესლიანითა ნაკბენითა მომწყდართა, და შთანთქმისაგან გველთასა განლეულთა, ჰუნეთა და ეტლთა, დათრგუნვილთა ტანებულთა, და შიშთვილითა, და პირად-პირადად აღსრულებულთა, შენ წინაშე მოსრულთა, მორწმუნეთა კრებულსა, განუსვენე ქრისტე მრავალ-მოწყალე.
სარწმუნოებით აღსრულებულნი მხსნელო, რომელთა იგი კაცად-კაცადისა, განგება, სახელი, და საქმენი შენ მხოლომან უწყნი, რომელნი საუკუნითგან ტომთა და ნათესავთა და ენათა, შინა განვიდეს სოფლით მეორედ მოსლუასა შენსა, დასჯისაგან იხსენ და განუსვენე.
ერთსა ღმერთსა სამებით ვადიდებდეთ და შიშით, და…
დიდება, სამებისა.
ერთსა ღმერთსა სამებით ვადიდებდეთ და შიშით, და ძრწოლით თაყუანის-ვსცემდეთ, რამეთუ დაღაცათუ თჳთოეული სამებისა, სრული ღმერთი არს, არამედ ერთ ღმრთაებად და ერთუფლებად შეკრბების, მამა, ძე და სული-წმიდა, სამ-თჳთებით მნათობი, და ერთ-ბუნებად აღსარებული.
უაღრეს ბუნებათა არს შობა შენი, ყოვლად-უბიწოო ღმრთისა…
აწ და. ღმრთის-მშობლისა.
უაღრეს ბუნებათა არს შობა შენი, ყოვლად-უბიწოო ღმრთისა დედაო, რამეთუ შევ წინა საუკუნეთა შობილი, და ქალწულებით ზრდიდი მზრდელსა, ყოველისა სოფლისასა უსძლოო, და წიაღთა გიპყრიეს, ქრისტე მეუფე ჩუენი, მპყრობელი ყოველთა დაბადებულთა.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…
კატავასია
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღმრთის-მშობელო ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღმერთი ხარ, გადიდებენ შენ.
ღირს არს ჭეშმარიტად
ესრეთ.
ღირს არს ჭეშმარიტად.
რომელმან ცისა სამყარო
განმანათლებელი. მსგავსი.
რომელმან ცისა სამყარო.
ხსენება შესვენებულთა უფალო, ხსენებად საუკუნეთა სატანჯუელთა მოგუიყვანებს, და გულის-ხმას-ვყოფთ სასჯელსა მას გეენიისასა, და გევედრებით მოწყალეო შეიწყალე და განუსვენე მიცუალებულთა.
სიტკბოებაო ანგელოზთაო, მწუხარეთა სიხარულო, ქრისტეანეთა მეოხო, ქალწულო…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.
სიტკბოებაო ანგელოზთაო, მწუხარეთა სიხარულო, ქრისტეანეთა მეოხო, ქალწულო და დედაო უფლისაო, შემწე გვეყავ ჩუენ, და გამოგუიხსნენ საუკუნეთა სატანჯუელთაგან.
სასოწარკუეთილმან
ყოველი სული. აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ მდგომარეთა. დასდებელთა, ხმასა ზედა ვ. მსგავსი.
სასოწარკუეთილმან.
საშინელ არს აღსასრული სიკუდილისა, და საფლავი საგლოველ, ხოლო ცეცხლი უშრეტი განმზადებულ არს ცოდვილთათჳს, მატლი წამლიანი, და ღრჭენა კბილთა დაუცხრომელი, ბნელი გარესკნელი, და საუკუნო სატანჯუელი დაუსრულებელი, ამისთჳს გიღაღადებთ მაცხოვარო ჩუენო შეიწყალენ, რომელნიცა მოიცვალნეს შენდამი, ამიერ საწუთოსა ცხოვრებისაგან, დიდითა შენითა წყალობითა.
ყოველნივე ცხოველნი, დაუტეობთ ცხოვრებასა ამას, და წარუალთ და თუ სადა წარუალთ არა უწყით, ანუ რაჲ ვიქმნებით, მუნ არას მეცნიერ ვართ, ხოლო რაჟამს შთავხედნეთ საფლავსა შინა, და ვიხილოთ ხატი ჩუენი განხრწნილი და შეცუალებული, მაშინ ვიტყოდეთ თუ სადა არს ახოვნება გუამისა, დიდება და პატივი, და სიმდიდრე, ანუ რომელიცა მაღლოოდა, საწუთოსა ამას ცხოვრებასა, ჭეშმარიტად ყოველივე ესე იქმნა აჩრდილისა უსაცთურეს, ამისთჳს ღაღად-ვჰყოთ მაცხოვრისა მიმართ, რომელნიცა მისცუალენ ამიერ სოფლით, განუსვენე მათ ქრისტე, დიდითა შენითა წყალობითა.
გუშინ საყდარსა ზედა მჯდომარე, ხოლო დღეს საფლავად მიეცემის, გუშინ პორფირითა შემოსილი, დღეს მიწასა შინა განხრწნილ იქმნების, არღარა მჯდომარე საყდართა ზედა, არამედ მცირესა საფლავსა შინა შეწყვდეული, აჰა ესერა წარხდა სამეფო სახელი და ძალი, და ვითარცა სიზმარი ეგრეთ განილია ცხოვრებაჲ კაცთა, არამედ ვღაღადებთ მაცხოვარო ჩუენო, რომელნიცა მოიცვალნეს ამიერ შენდამი განუსვენე მათ, დიდითა შენითა წყალობითა.
ყოველნივე ამიერ გარდაცუალებულნი, სასოებით შენდამი ცხოვრებასა მას საუკუნესა, სიხარულსა დააწესენ მაცხოვარ, რომელნიცა გარდასცუალენ პირად-პირადითა სიკუდილითა, მოწესენი და ნათესავნი, მამანი და დედანი, ასაკნი და ჩჩჳლნი, და განუსვენე წიაღთა შინა აბრაამისთა, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ, დიდითა შენითა წყალობითა.
ვითარცა ყუავილი დაჭნების, და ვითარცა სიზმარი წარხდების…
დიდება მიცვალუებულთა, ხმა ბ.
ვითარცა ყუავილი დაჭნების, და ვითარცა სიზმარი წარხდების, და განიბნევის ყოველი კაცი, და კუალად ხმა ჰყოს რა საყვირმან, ვითარცა ძრვისაგან აღდგენ მკუდარნი ყოველნი შემთხვევად შენდა ქრისტე ღმერთო, მაშინ მეუფეო, რომელნი მისცუალენ ჩუენგან, წმიდათა შენთა საყოფელსა დააწესენ სულნი მათნი სახიერო.
შენ ხარ ღმერთი ჩუენი, რომელმან სიბრძნით ჰქმენ…
აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა ვ.
შენ ხარ ღმერთი ჩუენი, რომელმან სიბრძნით ჰქმენ ყოველივე, რომელმან წინასწარ-მეტყველნი მოგუივლინენ ჩუენ, რათა გუაუწყონ მოსლუაჲ შენი, და მოციქულთა ქადაგეს დიდებაჲ შენი, ხოლო სხუათა განანათლნეს წარმართნი ნათლის-ღებითა, და მოწამეთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა, და შენდამი ვედრებასა შესწირვენ და ხმობენ, განუსვენე ღმერთო სულთა მონათა შენთასა, რომელნიცა სარწმუნოებით მოიცვალნეს შენ წინაშე, და ღირს-ყუენ სასუფეველსა შენსა, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა შენისათა, რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი ჩუენთჳს თავსიდევ, მხსნელო და ღმერთო ჩუენო.
ყოველი სასოება
აღვივსენითსა ზედა, დასდებელი ხმა ვ. მსგავსი.
ყოველი სასოება.
გაქუს შენ მიუწდომელი, ჩუენდა მომართ მოწყალება, და უფსკრული უსაზღურო, სახიერებისა, მრავალ-მოწყალე, სულნი, რომელნიცა შენდა მოიცვალნეს, საშუებელთა, საღმრთოთა ღირს ჰყუენ, და სავანეთა მათ შინა საყუარელთა და სასურველთა, სამკჳდრებელი მიმადლე სამარადისო და საუკუნო, რამეთუ შენ ყოველთათჳს დასთხიე სისხლი შენი მაცხოვარ, და ცხოველითა სიკუდილითა სოფელი მოიყიდე.
სიკუდილი დაითმინე ცხოველს-მყოფელი უფალო, და შუება საუკუნო…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუეყანა.
სიკუდილი დაითმინე ცხოველს-მყოფელი უფალო, და შუება საუკუნო მორწმუნეთა მოეც მრავალ-მოწყალე, სადა იგი ღირს ჰყუენ მორწმუნეთა სულნი, სასოებით დაძინებულნი და ცოდუანი მათნი, ყოველნი შეუნდვენ სახიერო შენ მხოლოო უცოდველო, ყოვლად-ძლიერო, და კაცთ-მოყუარე რათა ყოველთა მიერ იდიდებოდეს წმიდა სახელი შენი ქრისტე, და ცხოვნებულნი ვაქებდეთ, კაცთ-მოყუარებასა შენსა.
ცხოველთა ზედა უფლებ საღმრთოთა ხელმწიფებითა, ხოლო მკუდართა…
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, და სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე.
ცხოველთა ზედა უფლებ საღმრთოთა ხელმწიფებითა, ხოლო მკუდართა მეუფედ მაცხოვრად შენ გიცით, და გევედრებით მორწმუნეთა შენთა, შენ მხოლოსა ღმრთისა, მიცუალებულთა განსვენებისა, მიცემად უფალო, რჩეულთა შენთა თანა ადგილსა შინა განსვენებისასა, ბრწყინუალებასა მას წმიდათასა, რამეთუ ჯერ-მჩინებელი წყალობისა ხარ და აცხოვნებ, რომელნი ხატად შენდა, შეჰქმენ მრავალ-მოწყალე.
მწუხარე იქმნა ადამ ოდესმე გემო იხილა, ხისა…
დიდება მიცვალებულთა. ხმა იგივე.
მწუხარე იქმნა ადამ ოდესმე გემო იხილა, ხისა მისგან ედემს შინა, და ოდეს გველმან წარმოსთხია გესლი თჳსი, და შემოხდა სოფლად, სიკუდილი ყოველთა კაცთა ზედა, რომელი შთანთქამს კაცთა, ხოლო რაჟამს მოვიდა მეუფე, და დათრგუნა გუელი იგი, და ჩუენ აღდგომა მოგუანიჭა, ხოლო ჩუენ მისა მიმართ ღაღად-ვჰყოთ, შეიწყალენ, რომელნიცა მისცუალენ შენ წინაშე, და წმიდათა თანა საყოფელსა განუსვენე კაცთ-მოყუარეო უფალო.
გამოჩნდი შენ სავანედ ღმრთივ-შუენიერად წმიდაო, და ღმერთი…
აწ და. ღმრთის-მშობლისა.
გამოჩნდი შენ სავანედ ღმრთივ-შუენიერად წმიდაო, და ღმერთი დაიტიე, ზესთა ბუნებისა და ღმერთი გვიშევ, ორთა ბუნებათა, ორთა არსებათა, ერთგუამოვნად, შეერთებითა, მას ევედრე ღირსო, პირმშოსა მას და მხოლოდ-შობილსა, რომელმან შემდგომად შობისა, წმიდად ქალწულად, კუალად დაგმარხა, რათა განუსვენოს სულთა, სარწმუნოებით მიცუალებულთა, ბრწყინუალებასა შინა მისსა და ნეტარებასა.
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთ-მოყუარებით ყოველსავე…
ტროპარი
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთ-მოყუარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდა სასოებაჲ, შემოქმედისა ყოველთასა, და კაცთ-მოყვარისა ღმრთისა.
შენ ხარ ზღუდე ჩუენი, და ნავთსაყუდელი, და…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა იგივე
შენ ხარ ზღუდე ჩუენი, და ნავთსაყუდელი, და მეოხი კეთილად შემწყნარებელი მისა მიმართ, რომელი შევ შენ ღმრთის-მშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე. უფალო…
და ჩვეულებისაებრ განტევება. ლიტურგიასა ზედა მომიხსენენი კანონიდან მიცვალელთა გ. და ვ. გალობიდან დ-დ მუხლი. სამოციქულო, საქმე მოციქულთა. დასაწყისი ნა. და მიცუალებულთა. ა. თესანოლიკელთა, დასაწყისი სო. სახარება. იიოანესი, დასაწყისი ჲზ. და მეორე მიცუალებულთა. იიოანესი. დასაწყისი, ივ. წარდგომა და ალილუია მხოლოდ მიცვალებულთა. განიცადე
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე. უფალო, სახსენებელი მათი თესლითი თესლამდე.
ალილუია - გ-გზის
ალილუია - გ-გზის.