გიხილეს რა საღმრთოთა მოწაფეთა შენთა ამაღლებული ქუეყანით…
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი ვ. ამაღლებისა მუხლი გ. ხმა დ. მსგავსი მხნეონოსა
გიხილეს რა საღმრთოთა მოწაფეთა შენთა ამაღლებული ქუეყანით ზეცად, და მჯდომარე მარჯუენით მამისა, ვითარცა განუშორებელ იყავ მხოლოდ-შობილო ძეო, ხოლო აწ გარდამოგუივლინე ჩუენ ნუგეშინის-მცემელი, რომელმან ზეცისანი ქუეყანისათა შეაერთენ, შენითა მით სიბრძნითა, საღმრთონი ღმრთის-მეტყველნი მოციქულნი შენნი მაცხოვარ.
ხორცნი შეისხენ აურაცხელითა მოწყალებითა შენითა იესო სახიერო, და ჯუარი და სიკუდილი თავს-იდევ უკვდაო, და ნებსით ვნებანი დაითმინენ, და შემდგომად მისა მესამესა დღესა აღდეგ, და კუალად შემდგომად ორმეოცისა დღისა ზეცად ამაღლდი, ვინაცა გარდამოხედ, რომელმან მშჳდობა მოეც სოფელსა, და ჩუენ ყოველნი მიგვზიდენ, მშობლისა მამისა შენისა.
ვითარცა გიხილეს შენ, ღრუბელთა ზედა მჯდომარე უფალი, მაშინ მგლოვარე იქმნნეს ყოვლად-ბრძენნი მოციქულნი, და მწუხარებითა აღივსნეს, და ცრემლით შენდა მომართ იტყოდეს, ნუ დაგვიტეობ ჩუენ ობლად, რომელმან მოწყალებითა შენითა შეგვიყვარენ ჩუენ, არამედ გარდამოგუივლინე ნუგეშინის-მცემელი, ყოვლად-წმიდა სული შენი ვითარცა აღმითქუ ჩუენ სახიერ, რათა განანათლნეს სულნი ჩუენნი.
მოვედით დღეს კრებულნო მორწმუნეთანო, და საიდუმლოსა გალობაჲ…
თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ე.
მოვედით დღეს კრებულნო მორწმუნეთანო, და საიდუმლოსა გალობაჲ ვისწავლოთ, და წმიდათა თანა მოციქულთა ქრისტესთა დაუდუმებელად გალობასა ვიტყოდეთ მთასა მას ზეთის-ხილთასა, ვითარცა დავით ღაღადებს: ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა, და იხსნის ნათესავსა კაცთასა საცთურთაგან ბოროტისათა, და განანათლებს სულთა ჩუენთა, მის მიერითა მადლითა.
სახლო ევფრათასო
სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.
სახლო ევფრათასო.
ჵ საკჳრუელი ახალი-შუენიერი, რამეთუ ბუნება კაცობრივი ზეცად ამაღლდა, და შეერთებულ იქმნა სიტყუასა ღმრთისასა, ყოველისა მპყრობელისასა.
გამოგუიჩნდა ნათელი ბრწყინუალე, დღე ესე მეუფისა, და…
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა.
გამოგუიჩნდა ნათელი ბრწყინუალე, დღე ესე მეუფისა, და წმიდა საღმრთო ამაღლება მისი, რომელი განანათლებს ყოველთა კაცთა.
ვითარცა მოწაფეთა შენთა და მოციქულთა, გარდამოუვლინე ზეცით…
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.
ვითარცა მოწაფეთა შენთა და მოციქულთა, გარდამოუვლინე ზეცით კეთილთა მომცემელი სული შენი, ეგრეთუე ერთა შენთა ზედა, გარდამოავლინე ქრისტე მაცხოვარ მადლი შენი.
უფალო ოდეს იგი ამაღლდი ცად მიმართ, რომელი…
დიდება, აწ და. ხმა ვ.
უფალო ოდეს იგი ამაღლდი ცად მიმართ, რომელი მამისა მიერ განუშორებელ იყავ, მაშინ გუნდი უხორცოთა ანგელოზთანი სიხარულით ზეცად მიმართ ღაღადებდენ, აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა, მაშინ მხართა ზედა აღგიტაცეს შენ, ხორცითა, უფალო დიდება შენდა.
მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესია…
სამსაგალობელი ხმა გ. გალობა გ. ძლისპირი
მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესია შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა.
დასჯილი იგი, და ურჩებითა განხრწნილი კაცთა ბუნება სახიერ უმაღლეს ყავ შენ, ანგელოზთა და ძალთა და ხელმწიფებათა.
ამაღლდი ზეცად მხსნელო, და იქები ძალთაგან, ვითარცა დამბადებელი და შემოქმედი ანგელოზთა, და ყოველთა დაბადებულთა.
აღხედ რა ზეცად, სული ნუგეშინის-მცემელი მოუვლინე მოციქულთა…
დიდება
აღხედ რა ზეცად, სული ნუგეშინის-მცემელი მოუვლინე მოციქულთა ყოვლად-ძლიერო და მნათობად დაბნელებულთა წარავლინენ.
ჴორციელ-ქმნილი გამოგუიბრწყინდა შენგან სძალო ქრისტე, და დაცემა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ჴორციელ-ქმნილი გამოგუიბრწყინდა შენგან სძალო ქრისტე, და დაცემა იგი პირველ ქმნილთა მათ აღამაღლა მან ვითარცა მრავალ-მოწყალემან.
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა…
გალობა 8. ძლისპირი
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა და ალისაგან არა ევნოთ, და გალობით იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
განგებულება ცხოვრებისა ჩუენისა ყოველი სრულ-ჰყავ, და ამაღლდი ზეცას წინაშე მოწაფეთა შენთა და გალობით იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
ქადაგთა შენთა მეუფეო ეტყოდეს ძალნი ცათანი ამაღლებასა შენსა, ესე არს მსაჯული ყოველთა, და ესრეთვე მოვიდეს განსჯად კაცთა, და მიაგოს თჳთოეულსა საქმეთაებრ მსჯავრითა სიმართლისათა.
სული-წმიდა და სული წრფელი, სული-წმიდა მარადის განუყოფელი…
დიდება
სული-წმიდა და სული წრფელი, სული-წმიდა მარადის განუყოფელი შენგან, ვითარცა აღმითქუა, მომივლინე მხსნელო ხმობდეს ქადაგნი შენნი, და მადლობით გაკურთხევდენ და გიგალობდენ და აღგამაღლებდენ უკუნისამდე.
შენგან იშენა ღმრთის-მშობელო სიბრძნემან ღმრთისამან სახლი თავისა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
შენგან იშენა ღმრთის-მშობელო სიბრძნემან ღმრთისამან სახლი თავისა თჳსისა, და განკაცნა გამოუთქმელად, რამეთუ ყოველთაგან ნათესავთა შენ გამორჩეულ იქმენ უხრწნელად, ტაძრად უხრწნელისა სიტყუისა.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ…
გალობა თ. ძლისპირი
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოსა განმღებელი წმიდა უფლისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ.
ღმრთივ-ბრწყინუალედ ამაღლებული ხმითა სახარულევანითა ესე ყოველთა მეუფე და ღმერთი არს, ამას უგალობდეთ და დიდების-ვმეტყველებდეთ ძრწოლით ყოველნი ტომნი, რომელმან ქმნა საკჳრუელნი და გამოუკულეველნი დიდნი.
დაღაცათუ აღუალთ მამისა მომავლინებელისა ჩემისა, არამედ არა განგეშორები თქუენგან საუკუნოდ, უბრძანე მოწაფეთა მხსნელო, განვედით ცისკიდეთა და უქადაგეთ ყოველთა ღმრთაება ჩემი გამოუთქმელი.
მოეც მშჳდობა მხსნელო მოციქულთა და ამაღლდი ღრუბლითა…
დიდება
მოეც მშჳდობა მხსნელო მოციქულთა და ამაღლდი ღრუბლითა ნათლისათა წინაშე მათსა ქუეყანით ზეცად, და დასჯედ ზესთა ყოველთა მთავრობათა და ძალთა და საყდართა, ამისთჳს ვადიდებთ მრავალ-საგალობელსა ძალსა შენსა.
ბჭედ ნათლისად გამოგაჩინა უცუალებელმან ღმერთმან სძალო შენგან…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ბჭედ ნათლისად გამოგაჩინა უცუალებელმან ღმერთმან სძალო შენგან ხორცთ-შესხმულმან, რომელმან აღამაღლა ჯუარსა ზედა ადამიანთა ბუნებაჲ, და იქმნა პირმშო მკუდართა, და აღვიდა მამისა თანა და სულით-წმიდითურთ იდიდების.
განეცხადე
შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა ხმა დ. მსგავსი.
განეცხადე.
კუალადცა უკუე აღხედ შენ მამისა მიმართ შენისა ყოველისა მპყრობელო, არამედ ნუ დამიტეობ ობლად მონათა შენთა, რაჟამს გიხილეს მოწაფეთა შენთა ამაღლებული ზეცად, ესრეთ გეტყოდენ კაცთ-მოყუარე, და ჰხმობდენ, უფალო დიდება შენდა.
განეცხადე
დიდება, აწ და. იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა ხმა დ. მსგავსი.
განეცხადე
დიდებული საღმრთო სახიერება შენი, საიდუმლოდ გონიერად იხილეს უხორცოთა ანგელოზთა, ოდეს ამაღლდი ხორცითა, იტყოდეს ურთიერთ-არს, აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა.
სამისა დღისა
დიდება, აწ და. იგივე. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა დ. ხმისა, ძლისპირითა. მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.
სამისა დღისა.
მრავლითა სახიერებითა შენითა იშევ შენ ქალწულისაგან ქრისტე ღმერთო ჩუენო, და ნებსით ხორცნი შეისხენ, და ვნებანი ჯუარითა თავს-ისხენ, და მესამესა დღესა აღდეგ საფლავთაგან სახიერ, და აწ აღდგომითა შენითა განაცხოველენ ნათესავნი კაცთანი.
გიხილეს რა შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, საღმრთოთა…
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა.
გიხილეს რა შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, საღმრთოთა შინა მოწაფეთა, გამოჩინებულად ქუეყანასა ზედა, შეძრწუნდეს ფრიად, ხოლო ოდეს ამაღლდი ქუეყანით ზეცად, მაშინ აღუთქუ მათ მოვლინებად მამისაგან, ცხოველს-მყოფელი სული ყოვლად-წმიდა, და გადიდებდეს.
განკჳრდეს ზეცისა ანგელოზთა ძალნი, უცხოჲსა მის აღსვლისა…
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.
განკჳრდეს ზეცისა ანგელოზთა ძალნი, უცხოჲსა მის აღსვლისა შენისათჳს, საშინელო და ძლიერო იესო მეუფეო, ხოლო ესრეთ ღაღადებდენ და იტყოდენ, აღახუენით ბჭენი თქუენნი ძალნო ზეცათანო დიდებით, რამეთუ მოვალს მეუფე მხსნელი ყოველისა სოფლისა წიაღთა მამისათა.
მამულთა წიაღთაგან არა განეშორე ტკბილო იესო ყოველისა…
დიდება, აწ და. ხმა ვ.
მამულთა წიაღთაგან არა განეშორე ტკბილო იესო ყოველისა მპყრობელო, და ვითარცა რა კაცი იქცეოდი ქუეყანასა ზედა, ხოლო დღეს მთისაგან ზეთის-ხილთასა ამაღლდი ზეცად დიდებით და დაცემული ბუნება ჩუენი წყალობით აღამაღლე და დასვი მამისა თანა, ამისთჳს ძალნი ზეცათანი განკჳრვებულნი და შეძრწუნებულნი კაცთ-მოყუარებასა შენსა შიშით აქებდეს, რომელთა თანა ჩუენცა ქუეყანისანი სიმდაბლეთა შენთა ვადიდებთ, და ჩუენდა მომართ გარდამოსლუასა შენსა და კუალად ჩუენგან ამაღლებასა შენსა ზეცად უგალობ და მადლობით გევედრებით და ვიტყვით: რომელმან მშობელი შენი ღმრთის-მშობელი და მოწაფენი შენნი ამაღლებითა შენითა სიხარულითა გამოუთქმელითა აღავსენ, ჩუენცა მოგუეც სიხარული მეოხებითა მათითა და ღირს მყუენ რჩეულთა მათ შენთა თანა დიდითა წყალობითა შენითა.
ლიტურგიასა ზედა. მომიხსენენი კანონისაგან, გალობა ზ. მუხლი…
ლიტურგიასა ზედა. მომიხსენენი კანონისაგან, გალობა ზ. მუხლი ვ.