რომელმან ყოველივე აღასრულე ცხოვრებისათჳს ჩუენისა, მაშინ მთასა…
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი ვ. მუხლად. დღესასწაულისა მუხლი გ. ხმა დ. მსგავსი.
რომელმან ყოველივე აღასრულე ცხოვრებისათჳს ჩუენისა, მაშინ მთასა მას ზეთის-ხილთასა მოხუედ და მუნით ზეცად ამაღლდი დიდებით თუალთა წინაშე მოციქულთასა. ამისთჳსცა საიდუმლოსა ამას ზედა განკრთომილ იყუნეს, ხოლო ზეცისა იგი ძალნი ღაღადებენ: აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა, ვინაცა გარდამოჴდეს მუნით ყოველთა მეუფე ღმერთი, რომელმან ინება ცხოვრება სოფლისა.
გუნდნი მოწაფეთა შენთა ოდეს გიხილეს შენ მეუფეო ამაღლებულად ესრეთ იტყოდენ: ნუ დაგჳტეობ ჩუენ ობლად მონათა შენთა. ვინა იგი მიხვალ რომელსა გიპყრიეს ყოველი ქუეყანა, და აწ ჩუენ დაგვიტევე ქუეყანასა ზედა, რომელნი შენ ღმერთსა შეგიდექით, და შენთანა საუკუნოდ ცხოვრება გუაქუნდინ, ვ̅ა იგი აღგვითქუ მაცხოვარო ჩუენო მრავალ-მოწყალე, მოგუივლინე ჩუენ ნუგეშინის-მცემელი სული შენი და გვაცხოვნენ ჩუენ სახიერო.
თანა-სწორ მისცემდი კურთხევასა მეგობართა შენთა მეუფეო, რომელმან საიდუმლო ასწავენ და ესრეთ ეტყოდე: იხილეთ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ აღუალ მამისა მიერ ჩემისა, ხოლო თქუენ მოგივლინო სხუა ნუგეშინის-მცემელი და აწ დაუტევეთ თქუენ მწუხარება, რამეთუ არა დაგიტევებ ცხოვართა ჩემთა რომელნი მე შეგკრიბენ და არცა დაგივიწყნე რომელიცა მე შეგიყუარენ. მოვედით შეიმოსეთ ძალი მაღლით, წარვედით და უთხართ ყოველთა ცხოვრება.
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და მეუფე ჴმითა საყვირისათა…
თვენისა გ. დიდება, აწ და
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და მეუფე ჴმითა საყვირისათა, რომელმან აღადგინა ხატება ადამისი და აღგვითქუა სული ნუგეშინის-მცემელი, რათა განგვინათლოს ჩუენ სული და გონება.
არა დაგიტევნე თქუენ ობლად რომელნი მე გამოგირჩიენ…
სტიქარონსა ზედა დასდებელნი ხმა ბ.
არა დაგიტევნე თქუენ ობლად რომელნი მე გამოგირჩიენ თქუენ ესრეთ ეტყოდა უფალი მეგობართა თჳსთა, არამედ გარდამოგივლინო თქუენ სული ყოვლად-წმიდა.
ანგელოზნი ბრძენთა მათ მოციქულთა უღაღადებნენ და ესრეთ…
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი.
ანგელოზნი ბრძენთა მათ მოციქულთა უღაღადებნენ და ესრეთ იტყოდენ: კაცნო გალილეველნო რომელითა სახითა ხედავთ ამაღლებულად ეგრეთუე კუალად მოსლუად არს.
გარდამოვიდნენ რაჲ მთით ზეთის-ხილისათ წმიდანი მოწაფენი შენნი…
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყვირისათა.
გარდამოვიდნენ რაჲ მთით ზეთის-ხილისათ წმიდანი მოწაფენი შენნი სიტყუაო ღმრთისაო და ქებით ადიდებენ საღმრთოსა ამაღლებასა შენსა.
ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოხედ ჩუენდა. ნუ დამიტეობ…
დიდება აწ და. ხმა ა.
ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოხედ ჩუენდა. ნუ დამიტეობ ობლად ქრისტე მაცხოვარ, მოვედინ სული-წმიდა მდიდრად ჩუენ ზედა, და სოფელსა შენსა მოანიჭე მშჳდობა. უჩუენე ძეთა კაცთა სახიერ საქმე ძლიერებისა და წყალობისა, მხოლო კაცთ-მოყუარე, ყოვლად-ძლიერო, რათა ეგონ ჩუენ თანა და გუფარვიდეს ჩუენ.
ესრეთ აწ განუტევე და ჩამოლოცვა
ესრეთ აწ განუტევე და ჩამოლოცვა.
იესო მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა…
სამსაგალობელი ხმა დ. გალობა დ. ძლისპირი
იესო მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა მღაღადებელთა, დიდება ძალსა შენსა მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
ბუნებით შეუხებელი ღმერთი შესახებელ ჩუენდა იქმენ, რაჟამს შეიმოსე რომელითა ყოველითურთ განმაბრწყინვე და ამაღლებითა შენითა, აღმამაღლე მე უმაღლეს ძალთა და მთავრობათა განმამღვრთე მე.
სახედ ამაღლებისა შენისა განვლო ეთერი ელია სიტყუაო ღმრთისაო, რამეთუ ვითარცა ეტლთა ზედა, აღმხედრებულმან ღრუბელთა, განვლენ სამყარონი და აღიწიე მამულთა წიაღთა მხსნელო.
ხედვიდეს რა განკჳრებულნი მოციქულნი ზეცად მიმართ მხსნელსა…
დიდება
ხედვიდეს რა განკჳრებულნი მოციქულნი ზეცად მიმართ მხსნელსა აღმავალად, უხორცონი ეტყოდეს, რასა ხედავთ ცად კაცნო გალილეველნო, ესრეთვე მოვიდეს, ვითარ ამაღლდა დიდებით განსჯად სოფლისა.
განხწნილსა კაცთა ბუნებასა განაახლებ უბიწოო, შობითა ღმრთისათა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
განხწნილსა კაცთა ბუნებასა განაახლებ უბიწოო, შობითა ღმრთისათა, და შემუსრვილსა და უხმარ-ქმნილსა შუენიერ-ჰყოფ ქრისტეს მიერ, რომელსა უღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი…
გალობა 8. ძლისპირი
მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენინ, რაჟამს იგი შეაცვრიე, სახმილით ღაღადებდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
მფლობელი ღრუბელთა და ქართა ზედა, ნათლისა ღრუბლითა ზეცად აღმამაღლებს, სადა იგი იყო პირველ, სულსა-წმიდასა მოსცემს მოციქულთა, და მათ მიერ აცხოვნებს ყოველსა სოფელსა.
ჯუარცმა და სიკუდილი თავსიდევ მხსნელო, და აღდეგ მკუდრეთით ყოვლად-ძლიერო, შემდგომად ორმეოცთა დღეთა, მხიარულ ყუენ რა მოწაფენი შენნი, ამაღლდი დიდებით მამისა.
უაღრეს სიტყუისა ღმრთისა სიტყუამან, აღავსნა სწავლათა თჳსთა…
დიდება
უაღრეს სიტყუისა ღმრთისა სიტყუამან, აღავსნა სწავლათა თჳსთა სიბრძნითა მოციქულნი ღმრთის-მეტყველნი და ამაღლდა ზეცად და მოუვლინა, სული-წმიდა თანასწორი თჳსი.
ბჭეო რომელი განვლო ღმერთმან მხოლომან, წარმიძეღუ ალაგთა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ბჭეო რომელი განვლო ღმერთმან მხოლომან, წარმიძეღუ ალაგთა ცხოვრებისათა, და განმიხუენ ბჭენი სძალო სინანულისანი, რომელი ესე შენ მხოლოსა მიმართ მოვივლტი.
ლოდი საკიდური, უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო, გამოუკუეთელი…
გალობა თ. ძლისპირი
ლოდი საკიდური, უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო, გამოუკუეთელი ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით, ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
ვიდრემდის შეიმოსოთ ძალი მაღლით გარდამო, არქუ მაცხოვარ მოციქულთა, დასხედით აქა, რამეთუ აჰა ესერა აღუალ ზეცად და მამისა, თანამოსაყდრე მოგივლინო თქუენ, სული ცხოველი.
საიდუმლოთა სახილველთა სიმაღლედ აღვიდეთ ძმანო, და თუალითა გონებისათა ვიხილოთ ამაღლებული სიტყუა ღმრთისა, მარჯუენით მამისა მჯდომარე, და თაყუანი-ვსცეთ სარწმუნოებით.
აღმოხდა საფლავით მეუფე, ვითარცა რა მზე დაუვალი…
დიდება
აღმოხდა საფლავით მეუფე, ვითარცა რა მზე დაუვალი და ვითარცა შარავანდედნი მიჰფინა სოფელსა მოციქულნი თჳსნი, რათა ნათობდენ სოფელსა და სიბნელესა განიოტებდენ.
რაჟამს მოხჳდე დიდებით მხსნელო განსჯად სოფლისა, შემიწყალე…
აწ და
რაჟამს მოხჳდე დიდებით მხსნელო განსჯად სოფლისა, შემიწყალე და დახსენ ნისლი ვნებათა ჩემთა, მეოხებითა დედისა შენისათა და მკჳდრად სასუფეველისა შენისა ღირს-მყავ უღირსი ესე.
ზეცით ქუეყანად მოვიდა ქუეყანისათა მფლობელი და ქუესკნელს…
შემდგომად ა. ფსალმუნებისა წარდგომა ჴმა ე.
ზეცით ქუეყანად მოვიდა ქუეყანისათა მფლობელი და ქუესკნელს შინა ჯოჯოხეთისა სიღრმეთა დასშილნი კაცთა ნათესავი ღმრთაებითა აღადგინა. და დღეს ამაღლებითა აღამაღლა ზეცად მიმართ, და მამულთა მათ საყდართა დასუა იგი, ვ̅ა არს ტკბილი და მრავალ-მოწყალე და კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთი.
მთასა მას ზეთის-ხილთასა აღხუედ მოწყალეო იესო და…
დიდება, აწ და. იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა წარდგომა ჴმა 8.
მთასა მას ზეთის-ხილთასა აღხუედ მოწყალეო იესო და მუნით ზეცად ამაღლდი, მაშინ აღგიტაცა შენ ღრუბელმან ქუეყანით ზეცად მიმართ. რაჟამს მოწაფეთა იხილეს სასწაული საშინელი, ხოლო უჴორცოთა ძალნი ზეცისა მჴედრობათა მიმართ იტყოდენ: აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, მათ თანა ჩუენცა გიგალობთ ყოველთა ღმერთსა.
მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა ულტოლველად ერი…
დიდება, აწ და. იგივე. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა ე. ხმისა. ძლისპირითა, მუხლი 8, და თუენისა მუხლი დ. კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. კანონი დღესასწაულისა. გალობა ა. ძლისპირი.
მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა ულტოლველად ერი თჳსი ზღუასა და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
უგალობდეთ ერნო ქრისტესა, რომელიცა ბეჭთა ზედა დღეს ქერუბიმთასა ამაღლდა ზეცას დიდებით, და დამსხნა მისთანა, მარჯუენით მისა რამეთუ დიდებულ არს.
რაჟამს იხილა დღეს კრებულმან ანგელოზთამან, შუამდგომელი ღმრთისა…
ბ-გზის.
რაჟამს იხილა დღეს კრებულმან ანგელოზთამან, შუამდგომელი ღმრთისა და კაცთა, ამაღლებული ხორცითა განკჳრვებულ იქმნეს, და ძლევისა გალობითა ამას უგალობდეს.
გამოჩინებული ღმერთი მთასა სინასა, რომელმან მოსეს სჯული მომადლა, ამაღლდა მთით ზეთის-ხილთათ ხორცითა დღეს ზეცად, მოვედით მორწმუნენო ამას უგალობდეთ.
ყოვლად-პატიოსანო დედაო ღმრთისაო, მშობელო უფლისაო, რომელი წიაღთაგან…
ღმრთის-მშობლისა.
ყოვლად-პატიოსანო დედაო ღმრთისაო, მშობელო უფლისაო, რომელი წიაღთაგან მამისათა განუშორებელ არს, მას ევედრე დაუცხრომელად რათა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
თვალთაგან მოწაფეთასა, შეიწყნარა ღრუბელმან, შეწყნარებული შენ ღრუბლისაგან სუბუქისა ქალწულო, კურთხეულო, და ამაღლდა იგი ღაღადებული ძალთაგან შენთანა, უფალი ხმითა საყვირისათა.
საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენამძიმე და აღიტყუა იგი…
კატავასია.
საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენამძიმე და აღიტყუა იგი სჯულსა ღმრთივ-წერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულისხმო გონებისა თუალთა, და მოიღო მან სულიერი გალობა პატივად ღმრთისა მიერ.
ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა…
გალობა გ. ძლისპირი.
ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა უგალობდე მარადის ღმრთაებასა შენსა მოწყალე.
ამაღლდი მამისა შენ ქრისტე მაცხოვარო დღეს, და აღიყვანე ბუნება ჩუენი კაცობრივი მიუწდომელსა დიდებასა.
გუნდთა რა ზეცისათა იხილეს კაცთა ბუნება ამაღლებულად, შიშით განკჳრვებულ იქმნნეს და დაუცხრომელად აქებდეს.
შეძრწუნებულ იქმნნეს ანგელოზთა გუნდნი, ოდეს გიხილეს ხორცითა ამაღლებული ქრისტე, მაშინ აქებდენ წმიდასა ამაღლებასა შენსა.
ბუნება განხრწნილი შეცუალე ქრისტე მაცხოვარ ამაღლებითა შენითა ზეცას დიდებით, და მადიდენ ჩუენ კაცთ-მოყუარე.
ევედრე დაუცხრომელად ყოვლად-წმიდაო, რომელი განხორციელდა შენ მიერ…
ღმრთის-მშობლისა.
ევედრე დაუცხრომელად ყოვლად-წმიდაო, რომელი განხორციელდა შენ მიერ, რათა გვიხსნნეს საცთურთაგან ეშმაკისათა, რომელნი გიგალობთ დედაო ღმრთისაო.
ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე…
კატავასია
ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე ღმრთისა, განხსნნა საკრუელნი ბერწისა მის მუცლისა, და მოსპო ყვედრება სულისა თჳსისა მუცლად-ღებითა, კაცისა მის ღმრთისათა.
გარდამოვიდენ რა მთით ზეთის-ხილისად, წმიდანი იგი მოციქულნი…
წარდგომა დღესასწაულისა
გარდამოვიდენ რა მთით ზეთის-ხილისად, წმიდანი იგი მოციქულნი შენნი, სიტყუაო ღმრთისა მამისა დაუსაბამოჲსაო, ქებით ადიდებდენ საღმრთოსა ამაღლებასა შენსა, და იტყოდენ: ნუ დაგვიტევებ ობლად მონათა შენთა იესო ღმერთო ჩუენო, არამედ მოგუივლინე სული-წმიდა ნუგეშინის-მცემელი, რათა განანათლნეს სულნი ჩუენნი.
სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა…
გალობა დ. ძლისპირი.
სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა მიერ სამოთხე განეღო და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.
ამაღლდი ზეცად დიდებით მეუფეო ანგელოზთაო, რათა მოგუივლინო ნუგეშინის-მცემელი მამისა მიერ, დიდება ამაღლებასა შენსა.
რაჟამს ამაღლდა მაცხოვარი ზეცას მამისა ხორცითა, განკჳრდეს…
ბ-გზის.
რაჟამს ამაღლდა მაცხოვარი ზეცას მამისა ხორცითა, განკჳრდეს კრებულნი ანგელოზთანი და ღაღადებდეს: დიდება ამაღლებასა შენსა.
ძალნი ცათანი ესრეთ უღაღადებდეს ზესკნელთა ძალთა, აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა და ღმერთი.
ქალწულმან ჰშევ, და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ…
ღმრთის-მშობლისა
ქალწულმან ჰშევ, და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ, და ქალწულადვე ეგე, რომელისათჳსცა გიგალობთ: გიხაროდენ, ღმრთის-მშობელო.
შენ მეუფეო, მეუფეთაო ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან…
კატავასია
შენ მეუფეო, მეუფეთაო ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან იშევ, მხოლო მხოლოსა მიერ, ვითარცა ღმერთი ხარ, სული შენი სახიერი თანასწორი მოეც მონათა, ძალსა შენსა დიდება.
აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა…
გალობა ე. ძლისპირი
აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.
აღავსენ მოწყალე, ყოველნი დღეს სიხარულითა, რამეთუ ზესკნელს ცათა ხორცითა ამაღლდი დიდებით.
ანგელოზთა რაჟამს გიხილეს ამაღლებული, დღეს ღაღად-ყუეს: აღახუენით…
ბ-გზის.
ანგელოზთა რაჟამს გიხილეს ამაღლებული, დღეს ღაღად-ყუეს: აღახუენით ბჭენი მეუფისათჳს ცათასა.
მოიქცეს მოციქულნი მოხარულნი მთით ზეთის-ხილთათ ვითარცა გიხილეს შენ ზესკნელს ცათა ამაღლებული.
ქალწულო პირველ შემდგომად შობისა კუალად ქალწულო, გიგალობთ…
ღმრთის-მშობლისა
ქალწულო პირველ შემდგომად შობისა კუალად ქალწულო, გიგალობთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუა ღმრთისა ხორცითა სოფლისა მაცხოვარი.
მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო და განათლდით თქუენ…
კატავასია
მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო და განათლდით თქუენ მადლითა სულისათა, რომელ არს მსგავს ცეცხლისა, შემწუელ ცოდვისა, რომელისა მიერ სიონით ვიცანთ სჯული ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული.
გარე-მომიცვეს ღელუათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა…
გალობით ვ. ძლისპირი
გარე-მომიცვეს ღელუათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა, და გიღაღადებ: მიხსენ მე კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე მრავალ-მოწყალეო უფალო.
განსცხრებოდეს მოციქულნი ვინაჲთგან გიხილეს შემოქმედი ზეცად ამაღლებული და მოელოდეს სულსა აღთქმულსა მაღლით შენ მიერ ყოველთა ღმერთსა.
ანგელოზნი მოწაფითურთ იხილვნეს ურთიერთ-არს მზრახუელად ამაღლებასა შენსა…
ბ-გზის.
ანგელოზნი მოწაფითურთ იხილვნეს ურთიერთ-არს მზრახუელად ამაღლებასა შენსა, რომელნი ღაღადებდეს: კუალად მოსლუად არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა.
გიხილეს რა შენ მაცხოვარ ზეცისა ძალთა ამაღლებული სიმაღლესა ხორცითა ღაღად-ჰყუეს განკჳრვებით, დიდ არს წყალობა შენი სახიერო ღმერთო.
შეუწუელო მაყუალო, სულიერო მთაო და კიბეო, კარავო…
ღმრთის-მშობლისა
შეუწუელო მაყუალო, სულიერო მთაო და კიბეო, კარავო ცისაო, ღირსად გაქებთ და გადიდებთ მარიამ, ქრისტეანეთა სიქადულო.
შენ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა…
კატავასია
შენ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა ხორცითა ქალწულისაგან, რათა დანთქმული ადამ აღმოიყუანო იონას სახედ, ნათესავითურთ მისით, მუცლისა მისგან მხეცისა მომსრველისა.
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ…
კონდაკი დღესასწაულისა. თჳთ-ხმოვანი. ხმა ვ.
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, რომელი არა სადა განეშორები მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად, და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
ქუეყანისა ქუე დაუტევოთ, და მიწისა მივსცეთ მიწად…
იკოსი
ქუეყანისა ქუე დაუტევოთ, და მიწისა მივსცეთ მიწად, და აღვიხილნეთ თუალნი ზეცად მიმართ მოკუდავთა ამათ ზეთის-ხილთა, მთად აღვიდეთ და ვიხილოთ ღრუბელთა ზედა აღმხედრებული მხსნელი, რამეთუ მიერ აღვიდა იგი ზეცათა სიმაღლესა და მიერვე განუყუნა ნიჭნი უხვად მიმნიჭებელმან ნიჭთამან, თჳსთა მოციქულთა და მსგავსად მამისა ნუგეშინის-ჰცა მათ, და ეზრახა: არა დაგიტეობ თქუენ შვილნო, არამედ მე მხოლო ვარ თქუენთანა, ნუ გეშინინ და ვერვინ შემძლებელ არს, ვნებად თქუენდა.
რომელმან იხსენ ყრმანი, სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ…
გალობა ზ. ძლისპირი.
რომელმან იხსენ ყრმანი, სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.
ღრუბლითა ნათლისათა ამაღლდი შენ მაცხოვარ ზეცად, და აცხოვნე სოფელი, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
აღამაღლე მაცხოვარ ბუნება ჩუენი შეცთომილი, და წარუდგინე ღმერთსა დამბადებელსა ჩუენსა.
მამისა უხორცოსა ხორცითა აღიმაღლე ქრისტე, და იდიდები თანა სულით შენით წმიდითურთ.
ცოდვითა მომწყდარი ბუნება ჩუენი აღამაღლე შენთანა მაცხოვარ, და წარუდგინე მამასა შენსა.
ქალწულმან გვიშევ ყრმა იგი, ხოლო მან მშობლად…
ღმრთის-მშობლისა
ქალწულმან გვიშევ ყრმა იგი, ხოლო მან მშობლად თჳსად გიწოდა, შენ, მამათა ჩუენთა ღმერთმან მარადის კურთხეულმან.
მძლავრმან მიმძლავრებულმან, ხმა ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა…
კატავასია
მძლავრმან მიმძლავრებულმან, ხმა ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროჲსასა, ხოლო მადლი სულისა მიმიძღვების ჩუენ მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რათა უღაღადოთ მას: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.
მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა…
გალობა 8. ძლისპირი.
მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ხორციელ-ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ქრისტე ცხოვრების-მომცემელი, რომელი ორითა ბუნებითა ზეცად დიდებით ამაღლდა, და დაჯდა მარჯუენით მამისა დღეს, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
რომელმან დაბადებულნი იხსნნა კერპთა მონებისაგან, და წარუდგინნა…
ბ-გზის.
რომელმან დაბადებულნი იხსნნა კერპთა მონებისაგან, და წარუდგინნა მამასა, განთავისუფლებულნი ბრალთაგან, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
მხსნელმან სიმდაბლით მოსლჳთა დაამხუა მძლავრი იგი მტერი, და ამაღლებითა თჳსითა ადიდა დღეს ნათესავი კაცთა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
უზესთაეს ქერუბიმთა გამოჩნდი შენ ღმრთის-მშობელო, და წმიდასა…
ღმრთის-მშობლისა
უზესთაეს ქერუბიმთა გამოჩნდი შენ ღმრთის-მშობელო, და წმიდასა მუცელსა შენსა განხორციელდა, რომელსა უხორცოთა თანა, ყოველნი ადიდებენ მას უკუნისამდე.
სამსახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს და…
კატავასია
სამსახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს და კრულებასა განხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ და ესრეთ ღაღადებენ: დამბადებელო და მხსნელო ყოველთაო, აღგამაღლებთ შენ.
ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს…
გალობა თ. ძლისპირი.
ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.
შენ ქრისტე, ღმერთო ყოველთა დამბადებელო, გიხილეს რა მოციქულთა, დიდებით ამაღლებულად, განკჳრვებულნი შიშით გადიდებდეს შენ.
შენ განაცხოველე ქრისტე გუამი კაცობრივი, ოდეს ამაღლდი ზეცად, მაშინ ანგელოზთა ძალნი ურთიერთ-არს იტყოდეს: ესე არს ღმერთი ჩუენი.
შენ ქრისტე ღმერთო, ოდეს უხორცოთა ძალთა აღსრული ღრუბლითა გიხილეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ესე არს მეუფე დიდებისა, აღახუენით ბჭენი.
შენ რაჟამს შთახედ ქუესკნელთა ქუეყანისათა, მიანიჭე კაცთა ცხოვრება, და ამაღლებითა შენითა აღამაღლე ბუნება ჩუენი, ამისთჳსცა გადიდებთ.
გიხაროდენ ღმრთის-მშობელო, ქრისტეს ღმრთისა დედაო, რამეთუ შენგან…
ღმრთის-მშობლისა
გიხაროდენ ღმრთის-მშობელო, ქრისტეს ღმრთისა დედაო, რამეთუ შენგან უბიწოდ შობილი ამაღლდა მამისა დღეს, რომელსა ანგელოზნი თაყუანის-სცემენ.
გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…
კატავასია
გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ, ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
მოწაფენი რა გხედვიდეს, ამაღლდი ქრისტე ღმერთო, მამისა…
განმანათლებელი.
მოწაფენი რა გხედვიდეს, ამაღლდი ქრისტე ღმერთო, მამისა თანა მჯდომელად, ანგელოზთა რა გიხილეს შენ, ღაღად-ყუეს: აღახუენით ბჭენი, რამეთუ მოვალს მეუფე ჩუენი პირველსავე დიდებასა.
აღასრულე რაჲ აღთქმა მამისა სიტყუაო ღმრთისაო, და…
დიდება, აწ და. იგივე აღვივსენითსა ზედა დასდებელნი ჴმა ბ.
აღასრულე რაჲ აღთქმა მამისა სიტყუაო ღმრთისაო, და შეაერთენ ქუეყანისანი ზეცისა ძალთა თანა, და ამაღლდი ზეცას დიდებით მამისა თანა.
ბრწყინუალემან ღრუბელმან მაღლად აღგიტაცა შენ მეუფეო, რომელსა…
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი.
ბრწყინუალემან ღრუბელმან მაღლად აღგიტაცა შენ მეუფეო, რომელსა ანგელოზთა ძალნი შიშით და ძრწოლით მსახურებენ საღმრთოსა შენსა ამაღლებასა.
შუენიერსა ქებასა შეგასხმიდენ მოციქულნი შენნი ღმრთის-მშობელისა თანა…
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყვირისათა.
შუენიერსა ქებასა შეგასხმიდენ მოციქულნი შენნი ღმრთის-მშობელისა თანა, ოდეს გიხილეს შენ უფალო ღრუბლითა ზეცად ამაღლდი.
ოდეს მთასა მას ზეთის-ხილთასა აღხედ მაცხოვარო, მოწყალებითა…
დიდება, აწ და ხმა ზ.
ოდეს მთასა მას ზეთის-ხილთასა აღხედ მაცხოვარო, მოწყალებითა შენითა, რომელმან შეიწყალე კაცთა ნათესავი, მაშინ აღგიტაცა ღრუბელმან თავთაგან მოციქულთა შენთასა და ხილვისთჳს ძრწოდენ იგინი, ხოლო ამისთჳს იხარებენ, რამეთუ აღუთქუ სული-წმიდა ნუგეშინის-მცემელი, ეგრეთუე ჩუენცა დაგუამტკიცენ სარწმუნოებასა ზედა მაცხოვარო ჩუენო, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მომიხსენენი დღესასწაულისა. გალობა 8. მუხლი ვ
მომიხსენენი დღესასწაულისა. გალობა 8. მუხლი ვ. ხუთშაბათსა მწუხრად აღესრულება ამაღლების დღესასწაულის წარგზავნა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ვგალობთ შედეგსა ყოველსა დღესასწაულისასა, უცუალებელად, ვითარცა თჳთ საუფლოსა მას დღესა ამაღლებისასა, თჳნიერ შესლვისა საკითხავისა. ლიტისა და სადიდებელისა. მწუხრად, და ცისკრად, და ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი დღესასწაულისა, გალობა თ. ორისაგანვე კანონისა მუხლი 8. შემდგომად შესლვისა, ტროპარი. დიდება, აწ და, კონდაკი. წარდგომა. ალილუია, და განიცადე დღესასწაულისა. ხოლო სახარება, და სამოციქულო დღისა მხოლოდ. ხოლო აკოლოთიასა თუენის წმიდისასა ვგალობთ სერობასა ზედა.