გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-7 შვიდეული · ორშაბათი 1 / 28სასოწარკუეთილმან

აღდგომიდან მე-7 შვიდეული · ორშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 9 წთ

სასოწარკუეთილმან

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა წმიდათა მამათასა, მუხლი გ. ხმა ვ. მსგავსი.

სასოწარკუეთილმან.

პირველ მთიებისა გშუა შენ მამამან უდედოდ, წინათვე საუკუნეთა, დაღათუ არიოზ დრკუ დაბადებულად გიტყვის ბილწი, გასწორებს შემოქმედსა დაბადებულთა თანა, ნივთად ცეცხლისად თავსა თჳსსა განმზადებს იგი, ხოლო კრებამან ნიკიისამან, ძედ ღმრთისა დაუსაბამოდ გქადაგა ქრისტე ყოველთა მეუფეო.

ვინმე კვართი შენი განაპო ქრისტე, არიოზ ბოროტმან ვითარცა თჳთ თქუ, რამეთუ მან შემოიღო ერთ-ღმრთაებისა განყოფაჲ, ამან ასწავა ნესტორიოსს, ღმრთის-მშობლისა არა თქმა, არამედ კრებამან ნიკიისამან, ძედ ღმრთისა გქადაგა, უფალი მამისა და სულისა თანა მოსაყდრე.

მთხრებლსა მას ცოდვისასა შთავარდა არიოზ უგუნური, რამეთუ მან მოიძულა ნათელი, და არა ინება ხილუა მისი, და აწ საღმრთოჲთა განგებულებითა, შინაგანი მისი დაითხევის ბოროტად, და განიბნევიან ყოველნი ნაწლევნი მისნი, ეგრეთუე ბოროტად განვალს სული მისგან, რამეთუ მსგავს იქმნა იუდასსა. ხოლო რომელნი შეკრბეს ნიკეას, მათ ძედ ღმრთისად აღგიარეს, მეუფედ და თანასწორად მამისა და სულისა გქადაგეს.

დღეს სულისა საიდუმლოსა საყვირთა, ღმერთი-შემოსილთა მამათა შევასხმიდეთ…

და თუენისა გ. დიდება. ხმა ვ.

დღეს სულისა საიდუმლოსა საყვირთა, ღმერთი-შემოსილთა მამათა შევასხმიდეთ, რომელთა შორის ეკლესიისა იოხრეს, გალობა შესაბამი ღმრთის-მეტყველებისა, სამებისა წმიდისა ერთი ბუნება უცუალებელი და ღმრთაება, დამამხობელთა არიოზისთა და მართლ-მადიდებლობისა წინამბრძოლთა, რომელნი ევედრებიან უფალსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

მთათა შინა წმიდათასა, განვიცდით ჩუენ ამაღლებასა შენსა…

აწ და. ხმა იგივე.

მთათა შინა წმიდათასა, განვიცდით ჩუენ ამაღლებასა შენსა, ქრისტე ღმერთო ნათელო, და ბრწყინუალებაო დიდებისა მამულისაო, მივხედავთ ჩუენ ხატსა პირისა შენისასა ელვარესა, და განუცდელსა თუალთა მიერ, თაყუანის-ვსცემთ ვნებათა შენთა ცხოველს-მყოფელთა, და ვადიდებთ საფლავით აღდგომასა შენსა, და პატივს-ვცემთ ყოვლად-დიდებულსა და ღმრთივ-ბრყინვალესა დიდებით ზეცად ამაღლებასა შენსა, შეგვიწყალენ ჩუენ ყოვლად-ძლიერო მეუფეო, შენნი მადიდებელნი.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ყოველივე სულისა, გონიერება შეკრიბეს, და სულითა-წმიდითა განათლებულთა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ვ.

ყოველივე სულისა, გონიერება შეკრიბეს, და სულითა-წმიდითა განათლებულთა წმიდა სარწმუნოება, მართალი აღმოთქუეს, ნეტართა მამათა, და დაწერეს და დაამტკიცეს, და მამისა თანა დაუსაბამოდ სიტყუა ჰქადაგეს, მოციქულთა სწავლისაებრ, და განანათლნეს, ყოველნი კაცნი, ჭეშმარიტად ღმერთი-შემოსილთა, მათ წმიდათა და რჩეულთა, რომელთა განიოტნეს ბოროტნი წუალებისა მოძღუარნი.

ყოველი ბრწყინუალება ნუგეშინის-მცემელისა შეიწყნარეს ნეტართა, და ყოვლად-წმიდა…

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოველი ბრწყინუალება ნუგეშინის-მცემელისა შეიწყნარეს ნეტართა, და ყოვლად-წმიდა იგი სარწმუნოება, მოკლითა სიტყჳთა, დიდითა სიბრძნითა ღმრთის-მეტყველეს, ღირსთა მამათა, ვითარცა ქადაგთა მამისა, ძისა და სულისა-წმიდისათა, რამეთუ ზეცით მოიღეს მადლი და სიბრძნე ყოვლად-ქებულთა და არიოზ მტერი ერთ-არსებისა განიოტნეს მათ, და შთაჰხადეს იგი გარესკნელსა ბნელსა საუკუნესა.

ყოველი სიბრძნე საღმრთო მოიგეს სანატრელთა მათ, და…

შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი.

ყოველი სიბრძნე საღმრთო მოიგეს სანატრელთა მათ, და ბუნებითი იგი მართალი გულის-წყრომა სამართლად აღძრეს, და ბოროტნი იგი, მგელნი განიოტნეს, მავნებელნი იგი სამწყსოსა მათისა, უფლისა ძალითა ეკლესიისაგან უჩინო ჰყუნეს, ვითარცა უკურნებელად, მოწყლულნი მწარედ წუალებისაგან განკუეთეს იგინი, წმიდათა მათ მწყემსთა მონათა ერთგულთა ქრისტესთა, რომელთა თანა-არსად მამისა ჰქადაგეს მაცხოვარი.

მოციქულთა მცნებისა დამცუელ იქმნენით წმიდანო მამანო, რამეთუ…

დიდება. ხმა გ.

მოციქულთა მცნებისა დამცუელ იქმნენით წმიდანო მამანო, რამეთუ წმიდისა სამებისა, ერთ-არსებაჲ მართლ-მადიდებლობით ასწავეთ, არიოზის წუალება კრებითა დახსენით, და მისთანა მაკედონიოს სულისა-წმიდისა მბრძოლი განსდევნეთ, ხოლო შემწენი მისნი მათ თანა დასაჯენით, ნესტორ, ევტიქი, დიოსკორე, საბელიანოს, და სევეროს უღმრთონი, არამედ ჩუენცა მათისა საცთურისაგან გამოხსნა გვითხოვეთ, რათა უბიწოდ განვვლოთ ცხოვრებაჲ ჩუენი, და მტკიცედ დავიცვნეთ მცნებანი თქუენნი გევედრებით.

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა…

აწ და. ხმა ვ.

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა, რომელმან აღამაღლა დაცემული ხატებაჲ ადამისი, და აღგვითქუა მოსლუა ნუგეშინის-მცემელისა სულისა-წმიდისა, რათა განგვინათლნეს სულნი ჩუენნი.

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო, ჩუენო

განსატევებელი. ტროპარი. ხმა 8.

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო, ჩუენო.

ამაღლდი დიდებით ქრისტე ღმერთო ჩუენო

დიდება წმიდისა უკუეთუ აქუნდეს. ხოლო უკუეთუ არა აქუდნეს, დიდება, აწ და. დღესასწაულისა. ხმა დ.

ამაღლდი დიდებით ქრისტე ღმერთო ჩუენო.

და ესრეთ წარიგზავნების შედეგი წმიდათა მამათა

და ესრეთ წარიგზავნების შედეგი წმიდათა მამათა.

მარჯუენე შენი უძლეველი ღვითშუენიერი ღირსად საგალობელ არს…

სამსაგალობელი ხმა ა. გალობა ა. ძლისპირი

მარჯუენე შენი უძლეველი ღვითშუენიერი ღირსად საგალობელ არს, რომელითა შენ უკუდავო ძლიერებით აოტენ მტერნი იგი, და ისრაელთათჳს განმზადე გზაჲ ზღუასა მეწამულსა.

ანგელოზისაგან უცნაური საიდუმლო ქუეყანად მოსლჳსა შენისა ზეცად აღსულასა შენსა ბრწყინუალედ ისწავეს მხსნელო, და ხმობდეს: ესე არს მეუფე ძალთა ძლიერი ბრძოლასა შინა.

ჯუარცმა ნებსით დაითმინე ქრისტე ღმერთო და აღდეგ მესამესა დღესა და კუალად ამაღლდი დიდებით წინაშე მოწაფეთა შენთა განკჳრვებულთა დღეს, ძლიერებათა შენთათჳს მაღალთა.

რომელმან დასხნა ღრუბელნი აღასვლად თჳსად ძლიერებითა თჳსითა…

დიდება

რომელმან დასხნა ღრუბელნი აღასვლად თჳსად ძლიერებითა თჳსითა, მთისაგან ზეთის-ხილთასა, ღრუბლისა მიერ ნათლისა ამაღლდა გამოუკულეველი, ქრისტე, მეუფე, ყოველისა მპყრობელი.

ძალთა ზეცისათა უაღრეს იქმენ ჭეშმარიტად ქალწულო წმიდაო…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ძალთა ზეცისათა უაღრეს იქმენ ჭეშმარიტად ქალწულო წმიდაო, რამეთუ სიტყუა მამისა ხორცითა გვიშევ, რომელსა ევედრე რათა განგუარინეს პირუტყვთ-სახეთა ბილწთა ვნებათაგან.

სახმილსა რა შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაჲტელნი, ვითარცა…

გალობა 8. ძლისპირი

სახმილსა რა შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაჲტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქრო, განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

რომელი მამისა ნათლისა ამაღლდა მხსნელი ჩუენი და მოციქულთა გარდამოუვლინა სული-წმიდა, უღაღადოთ და ხმავყოთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ეტყოდეს ძალნი მოციქულთა, რასა ხედავთ თქუენ ზეცად მიმართ, ესრეთვე მოვიდეს ზეცით, ვითარცა ამაღლდა ზეცად, რომელსა უღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

უგალობდით და ადიდებდით ტომნი და ნათესავნი ღმერთსა…

დიდება

უგალობდით და ადიდებდით ტომნი და ნათესავნი ღმერთსა, რომელი ამაღლდა ხორცითა ზეცას დიდებით, უღაღადებდით და ხმობდით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

რომელმან აღმოგვიცენე ჩუენ იფქლი უკუდავებისა, მზრდელი ყოველისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

რომელმან აღმოგვიცენე ჩუენ იფქლი უკუდავებისა, მზრდელი ყოველისა სოფლისა საღმრთოთა ძლიერებითა ქალწულო უბიწოო, გამოზარდე სული ჩემი მომწყდარი კეთილთაგან, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე.

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო, მოესწავა საიდუმლო მაყუალი…

გალობა თ. ძლისპირი

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო, მოესწავა საიდუმლო მაყუალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწვებოდა და აწ გევედრები: დაშრიტე ღმრთის-მშობელო ალი ცოდუათა, რათა გადიდებდე.

ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე ჩუენთჳს ყოვლად-სახიერო და აღდეგ მკუდრეთით და ამაღლდი ღმრთივ-შუენიერად მამისა თანა დაუსაბამოსა და სუფევ მის თანა, ამისთჳს თაყუანის-ვცემთ მიუწდომელსა ღმრთაებასა შენსა.

წინა-მსრბოლთა და თანამდგომთა ძალთა მოასწავებდა მოსე სულითა ამაღლებასა უფლისასა და ღაღადებდა: განაძლიერებდით მას ანგელოზნი, რომელი აღამაღლებს კაცთა ბუნებასა მამისა თანა.

ხმობდა დავით წინასწარ-მეტყველებით, აღახუენით ბჭენი უხილავნი, რამეთუ…

დიდება

ხმობდა დავით წინასწარ-მეტყველებით, აღახუენით ბჭენი უხილავნი, რამეთუ სუფევს ძე ღმრთისა, ყოველთა წარმართთა ზედა და აღუალს მამისა, რომელი იგი გარდამოსლუასა თჳსსა არა დაუტევა არცა განეშორა.

ყოველითურთ სიტკბოება არს, და საწადელ ძე შენი…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ყოველითურთ სიტკბოება არს, და საწადელ ძე შენი ქალწულო ქრისტე ღმერთი, რომელსა ევედრე ზეცისა ძალთა თანა, რათა სიმწარისაგან ცოდუათასა გვიხსნნეს მონანი შენნი და ზესთა გვყვნეს ვნებათა არაწმიდათა.

რაჟამს ლოდი იგი

შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.

რაჟამს ლოდი იგი.

ანგელოზნი განკრთეს, ხოლო მოწაფენი იგი ზარ-განხდილ იქმნნეს, უცხოსა მის ამაღლებისა შენისათჳს, რაჟამს ამაღლდი დიდებით, და ბჭენი ზეცათანი განგეხუნეს მხსნელო, ამისთჳსცა ძალნი ცათანი გიღაღადებდეს შენ ცხოვრების-მომცემელო, დიდება აღდგომასა შენსა ქრისტე, დიდება ამაღლებასა შენსა, დიდება სიმდაბლესა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა შენ მიერ, ცხოველს-მყოფელო, და სოფელი…

დიდება აწ და, იგივე შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. ხმა იგივე.

ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა შენ მიერ, ცხოველს-მყოფელო, და სოფელი წმიდა იქმნა აღდგომითა შენითა, ამაღლდი რა დიდებით მაცხოვარ, რომელსა გიპყრიეს ყოველი ქუეყანაჲ. ამისთჳსცა ანგელოზთა თანა გიგალობთ შენ ყოველისა მპყრობელო, დიდება ამაღლებასა შენსა ქრისტე, დიდება მეუფებასა შენსა, დიდება სახიერებასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

სახლო ევფრათასო

დიდება აწ და, იგივე ფსალმუნი ნ. კანონი ამაღლების დღესასწაულისა დ. ხმისა. ძლისპირითა მუხლი 8. და თუენისა. მუხლი დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

სიტყუანი მოციქულთანი მოვიღოთ მორწმუნენო, და კეთილთა ცხოვრებითა ვიყოფვოდეთ, და ჩუენცა მათ თანა აღვიდეთ მთასა მას ზეთის-ხილთასა, რათა დიდებასაცა მათსა ქრისტეს ღმრთისა თანა ღირს-ვიქმნეთ.

შეურაცხ-ყუენით გონიერებითა თქუენითა უგუნურება იგი მანიქეველთა, და…

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა.

შეურაცხ-ყუენით გონიერებითა თქუენითა უგუნურება იგი მანიქეველთა, და გრძნობაჲ მათი განაქარუეთ თქუენ, წმიდანო მოციქულნო, რომელი იტყოდა ბოროტსა, ხოლო თქუენ ჭეშმარიტად აღიარეთ ქრისტეს ხორცითა ზეცად ამაღლება.

ღაღადებდ ჵ დავით მგალობელო და იტყოდი გიხაროდენსა…

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.

ღაღადებდ ჵ დავით მგალობელო და იტყოდი გიხაროდენსა, რომელი ამაღლდა ებნითა ხმითა საყვირისათა ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმან საკჳრუელებითა და სიტყჳთა თჳსითა დაამტკიცა წინასწარ-მეტყველება შენი.

მთასა მას ზეთის-ხილთასა, ამაღლდი ზეცად, დიდებით ქრისტე…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

მთასა მას ზეთის-ხილთასა, ამაღლდი ზეცად, დიდებით ქრისტე ღმერთო, წინაშე შენთა, წმიდათა მოწაფეთა ღმრთივ-შუენიერად, და დასჯედ მარჯუენით მამისა ბუნებითა კაცობრივითა მხსნელო, რომელი ყოველთავე აღავსებ, ღმრთაებრ მოწყალე, და სული-წმიდა მოუვლინე მათ, რომელი იგი, აღავსებს სულთა ჩუენთა, ბრწყინუალებითა.

ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი კანონისაგან, გალობა ე. მუხლი…

ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი კანონისაგან, გალობა ე. მუხლი ვ.