გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-7 შვიდეული · სამშაბათი 1 / 22მოგიცემიეს

აღდგომიდან მე-7 შვიდეული · სამშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 9 წთ

მოგიცემიეს

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა. დასდებელი ვ. ამაღლებისა მუხლი გ. ხმა დ. მსგავსი.

მოგიცემიეს.

ივნე ვითარცა კაცმან უკუდავმან ღმრთაებითა და აღდეგ, მკუდრეთით მესამესა დღესა და სიკუდილი წარმოსტყუენე და აღადგინე ხრწნილებისაგან ნათესავი კაცთა, და ამაღლდი ქრისტე მამისა თანა, და აღუთქუ წმიდათა მოციქულთა მოვლინება სულისა-წმიდისა, ამისთჳსცა შენისა ღმრთაებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

რასა სდგათ და ჰხედავთ თქუენ, ვითარცა კაცსა აღმავალსა, ზეცად მიმართ, ანგელოზნი ეტყოდეს, რომელი ღრუბლითა ნათლისათა ამაღლდა, ეგრეთუე მოვიდეს, რომელითა სახითა იხილეთ დიდება, საიდუმლოსა ამის, განსჯად სოფლისა ვითარცა იგი თქუა, ხოლო თქუენ წარუედით და სრულ-ჰყავთ თქმულნი თქუენდა.

შემდგომად შენისა საფლავით აღდგომისა ყოვლად-ძლიერო უფალო, მიითვალენ, რომელნი შეიყუარენ, და ვიდრე ბეთანიადმდე წარიყვანენ, და აღხედ მთასა ზეთის-ხილთასა, და აკურთხენ იგინი, და ესრეთ ამაღლდი, და გმონებდენ ანგელოზნი შენნი, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

რაჟამს მოხუედ მთასა მას ზეთის-ხილთასა ქრისტე, აღსრულებად…

თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა დ.

რაჟამს მოხუედ მთასა მას ზეთის-ხილთასა ქრისტე, აღსრულებად სათნოებასა მამისასა, განკჳრდეს ზეცისა ანგელოზნი, და შეძრწუნდეს ქუესკნელისა ძალნი, და მოწაფენი შენ წინაშე შიშით და მხიარულებით მდგომარე იყუნეს, რაჟამს იგი ასწავებდ მათ, და სახედ საყდრისა შემზადებული ღრუბელი წამისყოფასა შენსა აღვიდოდა, ხოლო ზესკნელს ცათა ბჭენი განგიხვნეს, და შუენიერებასა შენსა ძრწოლით განიცდიდეს, და ქუეყანამან აღიხუნა საფლავნი, ხოლო ადამ გიხილა რა გარდამოსრული, შენი დიდება ქადაგა, და კუალად-დიდებით, ამაღლება, გაკურთხევდა შენ აღპყრობითა ხელთათა სახიერ, და პირითა და ბაგითა, რაჟამს იგი ესმოდა საღმრთოჲ კურთხევა შენი, რომელითა იგი აკურთხენ დიდებულნი მოწაფენი შენნი, და ღრუბელი საყდარ გექმნა, და ზეცათა შიშით შეგიწყნარეს, ეჰა საქმე საკჳრუელი და დიდებული, რომელი ჰქმენ ცხოვრებად სულთა, ჩუენთა, ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.

სახლო ევფრათასო

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

აღასრულე უფალო მამობრივი განგებულებაჲ, ხოლო შეაერთენ ქუეყანისანი, ზეცისათა თანა, და ამაღლდი დიდებით ზეცისა ძალთა თანა.

ამაღლდი შენ მამისა თანა, ვინაჲთგან განუშორებელ იყავ…

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა.

ამაღლდი შენ მამისა თანა, ვინაჲთგან განუშორებელ იყავ სახიერ, და აღამაღლე დაცემული ბუნებაჲ კაცთა მეუფეო.

ღრუბელმან აღგიტაცა თუალთაგან მოწაფეთა შენთასა, და ანგელოზნი…

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.

ღრუბელმან აღგიტაცა თუალთაგან მოწაფეთა შენთასა, და ანგელოზნი შიშით და ძრწოლით მსახურებდეს საღმრთოსა ამაღლებასა შენსა.

ბუნება ადამისი შთავრდომილი ქუესკნელს, შეაერთე თავსა თჳსსა…

დიდება, აწ და. ხმა დ.

ბუნება ადამისი შთავრდომილი ქუესკნელს, შეაერთე თავსა თჳსსა სახიერ, და უმაღლეს ყოველთა მთავრობათა აღიყვანე დღეს, რამეთუ ვითარცა მოწყალე ექმენ შეიყუარე შენ, და ვითარცა შეიყუარე ეგრეთუე სიტკბოებით შეიმოსე, და უვნებელად რა ივნე შენთანა ადიდე იგი, არამედ ზეცისა ძალნი გხედვიდეს რა, ურთიერთ-არს იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი მსგავსად კაცთა იხილვების, და არა კაც ხოლო არს იგი, არამედ ღმერთი და კაც, ამისთჳსცა ბრწყინუალითა ხატითა წარმოუდგეს მოწაფეთა და ეტყოდეს ესრეთ, ვითარმედ კაცნო გალილეველნო, ესე იესო რომელი თქუენგან ამაღლდა ღმერთი და კაცი, და კუალად მოვიდეს ზეცით, ეგრეთუე ღმერთი და კაცი, განსჯად სოფლისა და განკითხვად ცხოველთა და მკუდართა, ხოლო მორწმუნეთა მოსცეს საუკუნო ცხოვრება, და შუება უცუალებელი, და შენდობა ბრალთა და დიდი წყალობაჲ.

ვიხილეთ ჩუენ ქრისტე ხატითა ჩუენითა, რომელ არს…

სამსაგალობელი ხმა ბ. გალობა ბ. ძლისპირი

ვიხილეთ ჩუენ ქრისტე ხატითა ჩუენითა, რომელ არს ხატი ღმრთისა უხილავისა, და აღვიარებთ ორად ბუნებად ღმერთად და კაცად სახიერებით, საკჳრუელთ-მოქმედსა ღმერთსა ჩუენსა დამქსველსა ცათა და ქუეყანისასა.

მკუდრეთით აღდგომისა შენისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა ქადაგთა შენთა თანა იქცეოდი, და ზრახევდ და აღუთქუა სულისა მოვლინება, და მერმე აღმხედრდი ქერუბიმთა და წინაშე მათსა ამაღდლი ზეცას.

აღახუენით ბჭენი და სცანთ და იხილეთ ძალნი, ეტყოდეს ძალთა უზესთაესთა, მოვალს ხორცითა შემოსილი, აღმოვალს ჩუენდა შემოქმედი, და კაცობრივსა მას ბუნებასა განღმრთობილსა ზეცას აღიყვანებს წყალობით.

რომელი იქცევის ღმრთაებრ ფრთეთა ზედა ქართასა უხილავად…

დიდება

რომელი იქცევის ღმრთაებრ ფრთეთა ზედა ქართასა უხილავად, და საფარველადცა თჳსსა დაუძს ღრუბელი, ხორცითა ამით ჩუენითა აღვიდა ზეცისა კამარათა დიდებით წინაშე მოწაფეთა თჳსთა.

ღელეო წმიდაო და დაუთესუელო, რომელმან თავწარსხმულად აღმოგვიცენე…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ღელეო წმიდაო და დაუთესუელო, რომელმან თავწარსხმულად აღმოგვიცენე, რომელი ნებითა თჳსითა განაძღებს ყოველსა ცხოველსა, განამტკიცენ სძალო გულნი ჩუენი მომყმარნი, სიმაძღრითა ცოდვისათა.

საიდუმლო დიდებული ბაბილონს შინა სახმილმან აჩუენა ცუარისა…

გალობა 8. ძლისპირი

საიდუმლო დიდებული ბაბილონს შინა სახმილმან აჩუენა ცუარისა ცურევითა, რამეთუ ყრმანი იხსნა ალისაგან შემწუელისა, და მოსწყვიდნა ქალდეველნი წამის-ყოფითა სულგრძელისათა, რომელსა ვაკურთხევთ ჩუენ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

ბუნება ადამიანთა მიიღე მხსნელო, და ესე განაღმრთვე და ღმრთისა მამისა ნათელთ-დასაბამისა ზეცად აღიყვანე შენ, და ყოველნი უხორცოთა წესნი ზარ-განხდილ-ყუენ სახიერ, სიმდაბლეთა შენთათჳს ვინაჲცა მადლობით გაკურთხევდეს.

წინასწარ მოასწავებდა ელია მხსნელო შენსა მას ზეცად ამაღლებასა, და ეტლთა მფლობელ იქმნა იგი სამყაროსა ცათასა, და სიმაღლედ აღსრული გიგალობდა დამბადებელსა, რომელსა გაკურთხევთ ჩუენ და აღგამაღლებთ.

აქებდით ღმერთსა წარმართნი და აღიპყრენით ხელნი და…

დიდება

აქებდით ღმერთსა წარმართნი და აღიპყრენით ხელნი და ერთბამად ხმა-ტკბილად უგალობდით, რამეთუ ამაღლდა დიდებით და სუფევს ჩუენ ზედა და აცხოვნებს მგალობელთა, რომელნი სიწმიდით მონებენ და სათნოებათა მიერ აღამაღლებენ მას უკუნისამდე.

მამასა ძით და სულით-წმინდითურთ ვადიდებთ ჩუენ ერთ-არსად…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

მამასა ძით და სულით-წმინდითურთ ვადიდებთ ჩუენ ერთ-არსად მფლობელად ცათა და ქუეყანისა დაუდუმებელად, უსაზღუროდ, მიუწდომელად ერთ-ბუნებად, ერთნებად, თანამოსაყდრეთ, დაუსაბამოდ, სამხატოვნად, სამებად და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი…

გალობა თ. ძლისპირი

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი, და მოუძლურდებიან ზეცისანი ღმრთის-მშობელო, რამეთუ უზესთაეს იქმენ შეიწირე სარწმუნოება ჩუენი, უწყით სიყუარული შენი, და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ.

ღრუბლითა რა აღვიდოდა მხსნელი წინამსრბოლთა ძალთა ზესკნელნი ძალნი ეტყოდეს, ვინ არს ეგე მეუფე დიდებისა და იგინი ხმობდეს, ესე არს რომელმან ქუეყანისანი ზეცისათა შეაერთა ღმრთივ-ბრწყინუალედ, ესე არს ღმერთი ჩუენი, რომელსა ძრწოლით თაყუანის-ვცემთ.

განშორებული იგი ბუნება ადამისი იხილვების აწ საყდართა მამისათა, ზეცას მჯდომარე მამისა თანა მაღალთა შინა უცხოდ, და საკჳრუელად ანგელოზთა და მთავარ-ანგელოზთაგან მარადის პატივიცემების, დიდება ღმერთსა ჩუენსა რომელმან ესრეთ სათნო იჩინა.

იხილენ რა მოწაფენი მხნელო მწუხარედ, არქუ მათ…

დიდება

იხილენ რა მოწაფენი მხნელო მწუხარედ, არქუ მათ ამაღლებასა შენსა დასხედით აქა ვიდრემდის, მოვიდეს თქუენ ზედა სული-წმიდა მდინარე მადლთა უშურველი, და წყარო ყოველისა სახიერებისა მან გასწაოს თქუენ ყოველი, და მოგახსენოს რაოდენი გარქუ, ვითარცა ღმერთმან ყოვლად-ძლიერმან.

შუენიერი სიკეთითა გშუა შენ სძალმან შუენიერმან უფალო…

აწ და ღმრთის-მშობლისა

შუენიერი სიკეთითა გშუა შენ სძალმან შუენიერმან უფალო, და გიხილა რა ვნებასა, მოკლებული სიკეთისაგან, გოდებით გიღაღადებდა ზარტეხილ-მყოფს მე, ჵ ძეო და ღმერთო ჩემო მაღალი ეგე სიმდაბლე შენი, რომელითა აცხოვნებ კაცთა ბუნებასა დაბადებულსა.

ზენათა ძიებითა

შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა ხმა ბ. მსგავსი.

ზენათა ძიებითა.

მაღლით ქუეყანად გარდამოხედ ქრისტე, და კუალად ქუეყანით ზეცად აღხედ, და მიჰხვედ მამისა მიმართ, მოწაფენი ხედვიდეს აღსვლასა შენსა, და ჩუენცა მათ თანა ვდღესასწაულობთ, და უგალობთ მაცხოვარ ამაღლებასა შენსა.

შუენიერებასა ქალწულებისასა

დიდება აწ და, იგივე შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა ხმა გ. მსგავსი.

შუენიერებასა ქალწულებისასა.

პირველ საუკუნეთა სიტყუაო, დაუსაბამოო, რომელმან მიიხუენ კაცობრივი ბუნებაჲ, და ღმრთაებრ ჰყავ საიდუმლო, ესერა დღეს ამაღლდი, ანგელოზნი წარმოუდგენ მოციქულთა და უჩუენებდენ მეტყველნი, ესე არს აღმავალი ზეცად დიდებითა მრავლითა, რომელსა თაყუანის-ვსცემდეთ და ვადიდებდეთ, დიდება ღმერთსა ამაღლებულსა.

სახლო ევფრათასო

დიდება აწ და, იგივე ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა ე. ხმისა. ძლისპირითა, მუხლი 8, და თუენისა მუხლი დ. კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი, ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

ეტყოდა უფალი მეგობართა თჳსთა, არა დაგიტევნე თქუენ ობლად, რომელნი მე შემოგკრიბენ, არამედ თქუენ გარდამოგივლინო სული-წმიდა.

ხოლო ანგელოზნი ბრძენთა მოციქულთა ესრეთ უღაღადებდენ, ჵ…

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა.

ხოლო ანგელოზნი ბრძენთა მოციქულთა ესრეთ უღაღადებდენ, ჵ კაცნო გალილეველნო, რომელითა სახითა ჰხედავთ აწ, კუალად მითვე სახითა მოვალს.

გარდამოვიდენ სიხარულით მთისა მისგან ზეთის-ხილთასა, მოწაფენი შენნი…

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.

გარდამოვიდენ სიხარულით მთისა მისგან ზეთის-ხილთასა, მოწაფენი შენნი სიტყუაო, და აქებდენ საღმრთოსა ამაღლებასა შენსა.

რაჟამს წინაშე მოწაფეთა ამაღლდი დიდებით უფალო, ხორცითა…

დიდება, აწ და. ხმა დ.

რაჟამს წინაშე მოწაფეთა ამაღლდი დიდებით უფალო, ხორცითა ღრუბელმან შეგიწყნარა შენ, ბჭენი ზეცათანი განგეხუნეს და გუნდი ანგელოზთანი განკრთებოდეს და ხმობდეს უზესთაესნი ძალნი, აღახუენით მთავარნო ბჭენი თქუენნი, რათა შევიდეს, მეუფე დიდებისა და ღმერთი, და მოწაფენი განკრთომილნი, გევედრებოდეს სახიერ ნუ განმეშორები ჩუენგან, ნუცა დამიტეობ ობლად, მწყემსო კეთილო, ვითარცა სთქუა, არამედ მოგუივლინე ჩუენ, ყოვლად-წმიდა სული შენი, რათა განგუანათლებდეს, გვიძღოდეს და განგუამტკიცებდეს, და წმიდა ჰყოფდეს სულთა ჩუენთა, და გონებათა, უფალო დიდება შენდა.

ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი, კანონისაგან, გალობა ვ. მუხლი…

ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი, კანონისაგან, გალობა ვ. მუხლი ვ.