გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-7 კვირა 1 / 151ძლევა გაქუნდა ქრისტე

აღდგომიდან მე-7 კვირა

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 49 წთ

ძლევა გაქუნდა ქრისტე

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი მუხლი დ. ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა ამათ. ხმა ვ.

ძლევა გაქუნდა ქრისტე.

დღეს ქრისტემან სიკუდილი.

შენ უფალო, რომელი ეგე.

დღეს საიდუმლოთა საყვირთა

განვაორებთ პირველსა დასდებელსა, დიდება. ხმა იგივე.

დღეს საიდუმლოთა საყვირთა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გნატრიდეთ შენ ღმრთის-მშობელო…

ესე ყოველი იძიე დიდს მწუხრსა ზედა. აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გნატრიდეთ შენ ღმრთის-მშობელო, რამეთუ ყოვლად-წმიდასა მუცელსა შენსა, ყოველთა შემოქმედი შევიდა და ხორც-იქმნა და არა იცვალა ბუნებით, არცაღა საოცარ იქმნა განგებულებით, არამედ შენ მიერ მიღებულსა მას ხორცსა სულიერსა, შეეერთა იგი სიტყჳერად გუამოვნებისაებრ, ვინა კეთილ-მსახურებით ორთა შინა განცხადებულთა ბუნებათა სხუა და სხუაობასა შევიწყნარებთ, მას ევედრე პატიოსანო და ყოვლად-წმიდაო გარდამოვლინებად ჩუენდა მშჳდობა, და დიდი წყალობაჲ.

ძლევა გაქუნდა ქრისტე, ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა…

სტიქარონსა ზედა დასდებელი აღდგომისა ერთი. ესრეთ მდგომარენი, დასდებელნი მსგავსნი

ძლევა გაქუნდა ქრისტე, ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა ზედა ამაღლდი, რათა ბნელსა სიკუდილისასა მსხდომარენი შენთანა აღადგინნე მკუდართა თანა თავისუფალმან, რომელი მოგუფენ ცხოვრებასა თჳსისაგან ნათლისა. ყოვლად-ძლიერო მაცხოვარ შეგვიწყალენ ჩუენ.

ყოველი სასოება

ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისანი. ხმა ვ. მსგავსი.

ყოველი სასოება.

ფიცით რომელ აღუთქუა მამასა შენსა პირველად, ღმერთმან…

მოვიხსენო სახელი შენი, ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

ფიცით რომელ აღუთქუა მამასა შენსა პირველად, ღმერთმან ყოვლად-ძლიერმან, ჟამთა აღსასრულსა აღგვისრულა ჩუენ, და იშუა საშოსა შენისაგან ღირსო, ჭეშმარიტად დამბადებელი, რომელსა უპყრიან ხელითა კიდენი სოფლისანი, იგი მხოლო მოწყალე ჰყავ ჩუენთჳს ჟამსა მას სასჯელისასა, რათა ღირს ვიქმნნეთ შესლვად სასუფეველსა ცათასა ღირსო, სათნოებათა აღსლვითა, და ვნებათა მოკვლითა.

სულისა სიწმიდითა, წინასწარვე მოასწავა ისაია ქალწულო, დამბადებელისა…

ისმინე ასულო და იხილე, და მოჰყავ ყური შენი.

სულისა სიწმიდითა, წინასწარვე მოასწავა ისაია ქალწულო, დამბადებელისა შობა შენ მიერ, და შენ გქადაგებდა, რომელი გამოჩნდი სანატრელად საუკუნითგან, და აწ გევედრები: სული ჩემი ცოდვილი განსწმიდე და ბრწყინუალებისა საღმრთოსა ძისა შენისა ზიარ მყავ ღირსო, დადგომად მარჯუენით მისა, ვითარცა იგი წერილ არს, და დაჯდეს საყდართა ზედა, განსჯად ადამიანთა.

სიკუდილისა დარღუევა, შობამან შენმან მოგუატყვა დედუფალო, რამეთუ…

პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.

სიკუდილისა დარღუევა, შობამან შენმან მოგუატყვა დედუფალო, რამეთუ იქმნენ ცხოვრებისა სამკჳდრებელ ვრცელ, და აწ გევედრები, ვნებათა უფსკრულსა, და წყუდიადსა ქუესკნელისასა შთავრდომილი მიხსენ, და შუებად საუკუნოდ წარმიძეღუ, და მოსაგებელთა საღმრთოთა და სანატრელთა ღირს-მყავ მიმთხუევად, სადა იგი არს შუება უხრწნელი, სადა იგი არს ნათელი სამებისა წმიდისა, ყოვლად-მოუკლებელი.

წლითი-წლად დღეს ხსენებასა

დიდება. ხმა დ.

წლითი-წლად დღეს ხსენებასა.

უფალო სრულ-ჰყავ რა განგებულებისა

აწ და. დღესასწაულისა, ხმა ვ.

უფალო სრულ-ჰყავ რა განგებულებისა.

იძიე ორივე დიდსა მწუხრსა ზედა. სტიქარონის დიდება…

იძიე ორივე დიდსა მწუხრსა ზედა. სტიქარონის დიდება და ლიტანიის აწ და. ტროპარი აღდგომისა. დიდება, აწ და. დღესასწაულისა. კუერექსი და განტევება.

ძლევა გაქუნდა ქრისტე ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა…

ნეტარ არს კაცი. კანონი სდ̅. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ი. და ვგალობთ აღდგომისათა გ. და ამაღლებისათა გ. და მამათასა დ. დასდებელი აღდგომისა ხმა ვ.

ძლევა გაქუნდა ქრისტე ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა ზედა ამაღლდი, რათა ბნელსა სიკუდილისასა მსხდომარენი, შენთანა აღადგინნე მკუდართა თანა თავისუფალმან, რომელი მოგუფენ ცხოვრებასა თჳსისაგან ნათლისა, ყოვლად-ძლიერო მაცხოვა შეგვიწყალენ ჩუენ.

დღეს ქრისტემან სიკუდილი დასთრგუნა, ვითარცა სთქუა აღდგა და სიხარული სოფელსა მოანიჭა, რათა ყოველნი ვადიდებდეთ, და ესრეთ უგალობდეთ, წყაროო ცხოვრებისაო, ნათელო შეუხებელო, ყოვლად-ძლიერო მაცხოვარ, შეგვიწყალენ ჩუენ.

შენ უფალო, რომელი ეგე ხარ ყოველთა შინა დაბადებულთა, ცოდვილნი ესე, ვ̅ემე ვილტოდეთ ცათა შინა, შენ დამკჳდრებულ ხარ ჯოჯოხეთს შინა, დასთრგუნე სიკუდილი, სიღრმეთა შინა ზღვისათა, მუნცა ხელი შენი მეუფებს, შენდა მომართ მოვივლტით, შენ შეგივრდებით და გევედრებით, რომელი აღდეგ მკუდრეთით შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალი ამაღლდა ზეცად, რათა მოგუივლინოს ნუგეშინის-მცემელი, ცათა…

სხუანი თჳთ-ხმოვანნი ამაღლებისანი. ხმა ვ.

უფალი ამაღლდა ზეცად, რათა მოგუივლინოს ნუგეშინის-მცემელი, ცათა განმზადეს საყდარი, და ღრუბელმან აღსავალი, ანგელოზთა დაუკვირდა, კაცსა რა ხედვიდეს უზესთაეს ქერუბიმთა, რომელი იგი მამასა მიჰგვარა, აწ ძემან ღმრთისამან, და იზიარა დიდებასა თჳსსა.

უფალო ამაღლებასა შენსა, განკჳრდეს დღეს ქერუბიმნი, რამეთუ გხედვიდეს შენ ხორციელად ღრუბლითა აღმავალსა, რომელი მჯდომარე ხარ მარჯუენით მამისა, და სიხარულით ხმა ჰყუეს, წმიდა არს მამა, ძით და სულით-წმიდითურთ მარადის, რომელი წმიდა ჰყოფს ყოველთა, რომელნი ადიდებენ მას.

მთათა შინა წმიდათასა განვიცდით ჩუენ ამაღლებასა შენსა, ქრისტე ღმერთო ნათელო და ბრწყინუალებაო დიდებისა მამულისაო, მივხედავთ ჩუენ ხატსა შენსა საკჳრუელსა, ელვარესა და განუცდელსა თუალთა მიერ, თაყუანის-ვსცემთ შენთა ცხოველს-მყოფელთა ვნებათა, და ვადიდებთ საფლავით აღდგომასა დიდებულსა, და პატივს-ვცემთ შენსა ამაღლებასა, ყოვლად-დიდებულსა და ღმრთივ-ბრწყინუალესა, შეგვიწყალენ ჩუენ ყოვლად-ძლიერო მეუფეო, შენნი მადიდებელნი.

სასო წარკუეთილმან

სხუანი დასდებელნი წმიდათა მამათანი. ხმა ვ. მსგავსი.

სასო წარკუეთილმან.

პირველ მთიებისა გშუა შენ მამამან უდედოდ, წინათვე საუკუნეთა, დაღათუ არიოზ დრკუ დაბადებულად გიტყვის ბილწი, გასწორებს შემოქმედსა დაბადებულთა თანა ნივთად ცეცხლისად თავსა თჳსსა განმზადებს იგი, ხოლო კრებამან ნიკიისამან ძედ ღმრთისა დაუსაბამოდ გქადაგა, ქრისტე ყოველთა მეუფეო.

ვინმე კვართი შენი განაპო ქრისტე არიოზ ბოროტმან, ვითარცა თჳთ სთქუა, რამეთუ მან შემოიღო ერთ-ღმრთაებისა განყოფაჲ, ამან ასწავა ნესტორს, ღმრთის-მშობლისა არა თქმა, არამედ კრებამან ნიკიისამან ძედ ღმრთისად გქადაგა უფალი, მამისა და სულისა თანამოსაყდრე.

მთხრებლსა მას ცოდვისასა შთავარდა არიოზ უგუნური, რამეთუ მან მოიძულა ნათელი და არა ინება ხილუაჲ მისი, და აწ საღმრთოთა განგებულებითა შინაგანი მისი დაითხევის ბოროტად, და განიბნევიან ყოველნი ნაწლევნი მისნი. ეგრეთუე ბოროტად განვალს სული მისგან რამეთუ მსგავს იქმნა იუდასსა, ხოლო რომელნი შეკრბეს ნიკეას, მათ ძედ ღმრთისად აღგიარეს მეუფედ და თანასწორად მამისა და სულისა გქადაგეს.

უგუნურმან და ყოვლად-უბადრუკმან არიოზ, ყოვლად-წმიდა სამება განყო, და არა თანასწორად, მამისა, და სულისა-წმიდისა იტყოდა იგი ძესა, ამისთჳსცა ღმერთი-შემოსილნი მამანი შეითქვნეს ერთბამად გულსმოდგინედ და სულიერისა მახვილითა განკუეთეს იგი, და მტკიცედ აღიარეს ქრისტე ძედ ღმრთისა თანასწორად მამისა და სულისა.

დღეს სულისა საიდუმლოსა საყვირთა, ღმერთი-შემოსილთა მამათა შევასხმიდეთ…

დიდება, ხმა ვ.

დღეს სულისა საიდუმლოსა საყვირთა, ღმერთი-შემოსილთა მამათა შევასხმიდეთ, რომელთა შორის ეკლესიისა იოხრეს, გალობა შესაბამი ღმრთის-მეტყველებისა, სამებისა ერთი ბუნება უცუალებელი და ღმრთაება, დამამხობელთა არიოზისთა, და მართლ-მადიდებლობისა წინამბრძოლთა, რომელნი ევედრებიან უფალსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა ვ.

ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს, უხრწნელსა შობასა შენსა. რამეთუ რომელი იგი უჟამოდ, მამისაგან გამობრწყინდა ძე მხოლოდ-შობილი, იგივე შენგან უბიწოსა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცთ-შესხმული, ღმერთი იყო ბუნებით, და ჩუენთჳს კაც იქმნა წყალობით, არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ იქმნა, მას ევედრე პატიოსანო და ყოვლად-სანატრელო, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

ესმა აბრაამს რამეთუ წარიტყუენა ლოთ ძმისწული მისი…

შესლვად. წარდგომა დღისა და საკითხავი გ. შექმნათა საკითხავი. თავი იდ.

ესმა აბრაამს რამეთუ წარიტყუენა ლოთ ძმისწული მისი, და აღრაცხნა თჳსნი სახლისა ნაშობნი. სამას-ათრვამეტნი, და დევნა უყო შემდგომად მათსა, ვიდრე დანადმდე, და დაესხა მათ ზედა ღამე, იგი და მონანი მისნი მის თანა, და მოსრნა იგინი და წარიქცინა იგინი ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით კერძო დამასკისა, და მოაქცია ყოველი ცხენები სოდომისა, და ლოთ ძმისწული თჳსი მოიყვანა და ყოველი მონაგები მისი, და დედანი და ერი. და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხვევად აბრაამისა, და მორაქცეულ იყო იგი მოსრვისაგან ქოდოლა-გომორისა და მეფეთა მათ, რომელნი იყუნეს მის თანა, ღელესა მას სავისასა, ესე იგი არს ველი მეფეთა. და მელქისედეკ მეფემან სალიმისმან, გამოართუა პური და ღვინო, ხოლო იყო ესე მღუდელი ღმრთისა მაღლისა. და აკურთხა აბრაამ და ჰრქუა: კურთხეულ არს აბრაამ, ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანა, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ხელთა შენთა.

ჰრქუა მოსე ძეთა ისრაელისათა, იხილეთ, აჰა მიმიცემიეს…

მეორისა სჯულისა საკითხავი თავი ა.

ჰრქუა მოსე ძეთა ისრაელისათა, იხილეთ, აჰა მიმიცემიეს წინაშე თქუენსა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანა იგი, რომელისათჳს ეფუცა უფალი მამათა თქუენთა აბრაამს, და ისააკს, და იაკობს, მიცემად მათდა და ნათესავსა მათსა მათ თანა. გეტყოდი თქუენ მას ჟამსა შინა და გარქუ, ვითარმედ ვერ დაგითმო მარტომან ტვირთვად თქუენ, და უფალმან, ღმერთმან განგამრავლნა თქუენ, და აწ ეგერა ხართ თქუენ დღეს. ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა. უფალმან, ღმერთმან მამათა თქუენთამან შეგძინენ თქუენ, ვითარცა ეგე ხართ ათას წელ, და გაკურთხენინ თქუენ ვითარცა გეტყოდა თქუენ. და მოვიყვანნე თქუენგან კაცნი ბრძენნი, და გონიერნი, და მეცნიერნი, და დავადგინნე იგინი წინამძღურად თქუენდა, ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად, და მწიგნობარნი შემყვანებელნი მსაჯულთა თქუენთა, და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა, მას ჟამსა შინა და ვარქუ. ისმინეთ შორის ძმათა თქუენთა, და საჯეთ სამართალი შორის კაცისა და შორის ძმისა მისისა, და შორის მწირისა მისისა, ნუ თუალაღებთ პირსა სასჯელსა შინა, სიკნინით და სიდიდით, არა თუალახვნე პირსა კაცისასა, რამეთუ სასჯელი ღმრთისა არს.

ჰრქუა მოსე ძეთა ისრაელისათა, აჰა ესერა უფლისა…

მეორისა სჯულისა საკითხავი. თავი ი.

ჰრქუა მოსე ძეთა ისრაელისათა, აჰა ესერა უფლისა, ღმრთისა, თქუენისანი არიან ცანი, და ცანი ცათანი და ქუეყანა, ყოველი რა არს მას შინა, ხოლო მამანი თქუენნი გამოირჩინა უფალმან, და შეიყვარნა იგინი, და შემდგომად მათსა გამოგირჩინა თქუენ ნათესავი მათი, ყოველთა უფროჲს წარმართთა, ვიდრე დღეინდელად დღედმდე, და წინა დაიცვითეთ გულფიცხელობა ეგე თქუენი, და სიფიცხლე ეგე ქედთა თქუენთა, და არღარა განფიცხნეთ მერმეცა. რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი იგი თავადი არს ღმერთი, ღმერთთა, ესე ღმერთი დიდი, და ძლიერი და საშინელი, რომელმან არა თუალახვნის პირსა კაცისასა, არცა მიიღის ქრთამი, ჰყვის სასჯელი მწირისა, და ობლისა, და ქურივისა, და შეიყვარის მწირი იგი, და სცის მას პური და სამოსელი. აწ შეიყუარეთ მწირი იგი მსხემი, რამეთუ თქუენცა მსხემ იყუენით და მწირ ქუეყანასა მას ეგვიპტისასა. უფლისა ღმრთისა გეშინოდენ, და მას მხოლოსა მსახურებდე, და მას შეეყო, და სახელითა მისისათა ფუცვიდე, რამეთუ იგი თავადი არს სიქადულ შენდა, და იგი თავადი არს ღმერთი შენი, რომელმან იგი ჰყო შენ ზედა სასწაული დიდ-დიდი, და საკჳრუელება, რომელი იხილეს თუალთა შენთა.

ამაღლდი ზეცად, ვინა გარდამოჰხედ ჩუენდა, ნუ დამიტეობ…

ლიტანიასა ზედა. დასდებელი დღესასწაულისა. ხმა ა.

ამაღლდი ზეცად, ვინა გარდამოჰხედ ჩუენდა, ნუ დამიტეობ ობლად ქრისტე მაცხოვარ, მოვედინ სული-წმიდა მდიდრად ჩუენ ზედა და სოფელსა შენსა მოანიჭე მშჳდობა, უჩუენე ძეთა კაცთა სახიერ საქმე ძლიერებისა და წყალობისა, მხოლოო ყოვლად-ძლიერო და კაცთ-მოყუარე, რათა ეგოს ჩუენ თანა და გუფარვიდეს ჩუენ.

მოციქულთა მცნებისა დამცუელ იქმნენით წმიდანო მამანო, რამეთუ…

დიდება მამათა. ხმა გ.

მოციქულთა მცნებისა დამცუელ იქმნენით წმიდანო მამანო, რამეთუ წმიდისა სამებისა ერთ-არსება მართლ-მადიდებლობით ასწავეთ, არიოზის წუალება კრებითა დაჰხსენით და მის თანა მაკედონიოს სულისა-წმიდისა მბრძოლი განსდევნეთ, ხოლო შემწენი მისნი მათ თანა დასაჯენით, ნესტორ, ევქიხი, დიოსკორე, საბელიანოს, და სევეროს უღმრთონი, არამედ ჩუენცა მათისა საცთურისაგან გამოხსნა გვითხოვეთ, რათა უბიწოდ განვვლოთ ცხოვრება ჩუენი, და მტკიცედ დავიცვნეთ მცნებანი თქუენნი გევედრებით.

უფალო სრულ ჰყავ რა განგებულებისა, საღმრთო საიდუმლო…

აწ და დღესასწაულისა. ხმა ვ.

უფალო სრულ ჰყავ რა განგებულებისა, საღმრთო საიდუმლო ყოვლად-დიდებული, წაიყვანენ შენთანა კრებულნი მოწაფეთანი, და აღხედ მთასა წმიდასა ზეთის-ხილთასა, და აკურთხენ იგინი, და წინაშე მათსა ამაღლდი ზეცად მხსნელო, და განვლეთ მეყუსეულად სამყარონი ცათანი წამის-ყოფითა, რომელი მსგავს ჩუენდა დაგლახაკენ ჩუენთჳს, და აღხედ სადათ იგი არა განეშორე. სული შენი წმიდა მოგუმადლე, მაცხოვრად სულთა ჩუენთა.

აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა…

სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ხმა ვ.

აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩუენცა ქუეყანასა ზედა ღირს-მყუენ, წმიდით გულითა დიდებად შენდა.

ბჭენი რუალისანი შემუსრენ, და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი შეფქუენ…

სხუანი დასდებელნი მებრ ალფა ვიტასა. უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა. შეიმოსა უფალმან ძალი, და გარე-შეირტყა.

ბჭენი რუალისანი შემუსრენ, და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი შეფქუენ, ვითარცა ყოვლად-ძლიერმან ღმერთმან, და კაცთა ნათესავი დაცემული აღადგინე, ამისთჳს ჩუენცა გიგალობთ და ვღაღადებთ, რომელი აღდეგ მკუდრეთით უფალო დიდება შენდა.

პირველისა მის ხრწნილებისაგან აღდგინება ჩუენი ენება ქრისტესა…

და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაჲთა არა შეიძრას.

პირველისა მის ხრწნილებისაგან აღდგინება ჩუენი ენება ქრისტესა და ჯუარსა დაემსჭუალა, და საფლავსა დაიდვა, რომელსა მენელსაცხებლენი დედანი ცრემლით ეძიებდეს და გოდებით იტყოდეს: ჵ ჩუენდა მაცხოვარო ჩუენ, ყოველთაო, ვითარ თავს-იდევ საფლავსა დადება, ხოლო ვინაჲთგან თავს-იდევ, ვითარ წარიპარე, ვითარ მიიცუალე, ანუ რომელმანვე ადგილმან დაფარეს შენი ცხოვრების-მომცემელი ხორცნი, არამედ მეუფეო ვითარცა აღმითქუ გამომიჩნდი ჩუენ, და დააცხრვენ ჩუენგან გოდებაჲ ცრემლთა ჩუენთა, და ვითარ იგი ჰგონებდეს ანგელოზმან ხმა ჰყო მათდა მიმართ, დააცხრვეთ გოდება თქუენი და მოციქულთა ახარეთ, ვითარმედ აღდგა უფალი, და სოფელსა მოანიჭა ლხინება, მშჳდობა და დიდი წყალობაჲ.

ჯუარს-ეცუ ქრისტე ვითარცა ინებე, და დაფლვითა შენითა…

სახლსა შენსა შუენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

ჯუარს-ეცუ ქრისტე ვითარცა ინებე, და დაფლვითა შენითა სიკუდილი მოაკუდინე, და მესამესა დღესა აღდეგ ვითარცა ღმერთი ხარ დიდებით, და სოფელსა მოანიჭე ცოდუათა მოტევებაჲ და დიდი წყალობაჲ.

წლითი-წლად დღეს ხსენებასა წმიდათა მამათასა, რომელნი შეკრბეს…

დიდება მამათა. ხმა დ.

წლითი-წლად დღეს ხსენებასა წმიდათა მამათასა, რომელნი შეკრბეს ყოველისა სოფლისაგან, ბრწყინუალესა ნიკეა ქალაქსა, მართლ-მადიდებელთა მწყობრნო უბიწონო, ღმრთის-მსახურებით და წადიერად სარწმუნოებით ვაქებდეთ, რამეთუ ამათ არიოზ უღმრთოსა წუალება დაამხუეს, და კათოლიკე ეკლესიისაგან კრებითა ესე განხადეს, და უწინარეს ყოველთა საუკუნეთა თანა-არსად მამისა, და თანადაუსაბამოდ, ძისა ღმრთისა ყოველთა ასწავეს აღსარებად, და ცხადად და კეთილად შუენიერად სარწმუნოებასა შინა ჰქადაგეს, და აღწერილი ამისი ძეგლად საღმრთოდ აღგვიმართეს ჩუენ, ამისთჳს ჩუენცა სწავლისა მათისაებრ აღვიარებთ და ვმონებთ, მამისა თანა ძესა სულით-წმიდითურთ, და ერთ-ღმრთაებად და ერთ-არსებად ვქადაგებთ, და ვითხოვთ ოხითა და ვედრებითა მათითა სოფლისათჳს მშჳდობასა, და სულთა ჩუენთათჳს დიდსა წყალობასა.

უფალო საუკუნითგან დაფარული საიდუმლო, და უცნაური პირველთა…

აწ და, დღესასწაულისა. ხმა იგივე.

უფალო საუკუნითგან დაფარული საიდუმლო, და უცნაური პირველთა ტომთა და ნათესავთაგან, სრულ ჰყავ ვითარცა სახიერ ხარ, და მოხუედ მოწაფითურთ შენით მთასა მას ზედა ზეთის-ხილთასა, და შენ შემოქმედსა ყოველთასა წმიდა მშობელი შენი თანა-გყვა ვითარცა ჯერ იყო, რათა რომელმან ვნებასა მას შენსა უფროს ყოველთასა აჩუენა დედობრივი ტკივილი, არა დააკლდა ხილუასაცა დიდებისა მის შენისასა, და სიხარულითა აღივსო, რომელისა ჩუენცა ზიარ-გუყუენ, რომელნი თაყუანის-ვცემთ ზეცად ამაღლებასა შენსა, და მოგუფინე წყალობა შენი მეუფეო, და მადლი სულისა-წმიდისა.

უფროსად დიდებულ ხარ შენ

აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. და შემდგომად მამაო ჩუენოსა. ტროპარი. მამათა. ხმა 8.

უფროსად დიდებულ ხარ შენ

ანგელოზთა ძალნი

ბ-გზის. და დღესასწაულისა. ა-გზის. წერილ არს ცისკრად. და კურთხევა პურისა. და კითხვა საქმე წმიდათა მოციქულთასი. უკუეთუ არა იყოს ღამისთევა. ტროპარი აღდგომისა.

ანგელოზთა ძალნი,

დიდება მამათა. აწ და, დღესასწაულისა. სერობასა ზედა…

დიდება მამათა. აწ და, დღესასწაულისა. სერობასა ზედა. კონდაკი მამათა. დიდება, აწ და. დღესასწაულისა. კჳრიაკესა შუაღამესა ზედა ვგალობთ კანონსა წმიდისა სამებისასა. რვა ხმათაგან ვ. ხმისასა. და შემდგომი ვითარცა არს ჩვეულება, და განტევება.

ანგელოზთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილნეს…

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი აღდგომისა. ხმა ვ.

ანგელოზთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილნეს, და მცუელნი იგი მკუდარ იქმნნეს, სდგა მარიამ საფლავსა მას თანა და ეძიებდა შემურუად უხრწნელთა ხორცთა შენთა, ხოლო შენ წარმოსტყუენე ჯოჯოხეთი, და არა გევნო მის მიერ, ახარე ქალწულსა ცხოვრება საუკუნო, რომელი აღდეგ მკუდრეთით ოფალო დიდება შენდა.

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო…

ბ-გზის. დიდება, ტროპარი მამათა. ხმა 8.

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენნი დააფუძნენ, და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ, ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალ-მოწყალე ქრისტე, ღმერთო, დიდება შენდა.

ამაღლდი დიდებით ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და მხიარულ…

აწ და, ტროპარი ამაღლებისა. ხმა დ.

ამაღლდი დიდებით ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და მხიარულ ჰყუენ მოწაფენი, აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

საფლავისა აღებასა და ჯოჯოხეთისა გოდებასა, მარიამ ღაღადებდა…

შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ვ.

საფლავისა აღებასა და ჯოჯოხეთისა გოდებასა, მარიამ ღაღადებდა დამალულთა მოციქულთა მიმართ, გამოვედით მუშაკნო ვენახისანო, და ჰქადაგეთ სიტყუა აღდგომისა, ვითარმედ აღდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

უფალო წინაშე საფლავსა შენსა მდგომარე მარიამ მაგდალინელი…

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.

უფალო წინაშე საფლავსა შენსა მდგომარე მარიამ მაგდალინელი, მემტილედ გგონებდა შენ და ტირილით გეტყოდა, სადა დასდევ საუკუნო ცხოვრება, სადა დამალე ქერუბიმთა საყდართა ზედა მჯდომარე, რამეთუ რომელნი იგი ჰსცვიდეს შიშისაგან იქმნნეს ვითარცა მკუდარნი, ანუ უფალი ჩემი მომეცით, ანუ ჩემთანა ხმა ჰყავთ, რომელი მკუდართა თანა შეირაცხე, და მკუდარნი აღადგინენ, უფალო დიდება შენდა.

რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუედ ნებსით…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუედ ნებსით განზრახვით ძიებად ადამისა, გამობრწყინდი ჯუარსა ზედა, ეტყოდი ანგელოზთა იხარებდით თქუენ ჩემთანა, რამეთუ იპოვა წარწყმედული დრაქმა, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი…

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა იგივე.

ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი ლოდსა ზედა დაგებულ იყუნეს, ვითარცა მეუფესა მძინარესა მხედარნი ჰსცვიდეს ქრისტესა, დამთრგუნველსა მტერთა თჳსთასა აღდგომილსა უფალსა.

ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოვრება უკუდავი ვპოვეთ ჩუენ…

აღგიარო შენ, უფალო, ყოველითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი.

ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოვრება უკუდავი ვპოვეთ ჩუენ მხოლოო კაცთ-მოყუარე, რამეთუ ცხოველს-მყოფელითა აღდგომითა შენითა, ყოველთა მკუდრეთით აღმოუწოდე, რომელმან შემუსრენ ისარნი ბელიარისნი, და ძლევა ჯოჯოხეთისა, და საწერტელი სიკუდილისა, უფალო დიდება შენდა.

ღმრთის-მშობელო ქალწულო მეოხ გვეყავ წინაშე ძისა შენისა…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ღმრთის-მშობელო ქალწულო მეოხ გვეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელი იგი ნებსით თჳსით ჯუარსა დაემსჭუალა, და აღდგა მკუდრეთით ქრისტე ღმერთი ჩუენი, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

კურთხეულ ხარ, შენ უფალო. გუნდნი ანგელოზთანი

შემდგომად ნეტარარიანისა.

კურთხეულ ხარ, შენ უფალო. გუნდნი ანგელოზთანი.

ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს-მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ…

და მეყუსეულად იპაკო. ხმა ვ.

ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს-მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქრისტე ღმერთო, და კარი სამოთხისა განგვიღე ჩუენ, და აღდგომითა შენითა იხსენ ხრწნილებისაგან ცხოვრება ჩუენი.

ზეცად მიმართ თუალთა, ჩემთა აღვიხილავ, შენდამი მხსნელო…

აღსავალი. ხმა ვ. ანტიფონი ა.

ზეცად მიმართ თუალთა, ჩემთა აღვიხილავ, შენდამი მხსნელო, შემიწყალე, რათა შენ მიერ ცხოვნებული, შენდა ქებასა, და მადლობასა შევწირვიდე სახიერ.

შემიწყალენ მხსნელო, შეურაცხნი ესე, და უღირსნი მონანი შენნი, და მოგუეც სინანული, და მყუენ ჩუენ ჭურ პატიოსან, დიდებისა შენისა სიტყუაო.

სული-წმიდა არს მიზეზი, ყოველისა ცხოველობისა, და რომელსა…

დიდება.

სული-წმიდა არს მიზეზი, ყოველისა ცხოველობისა, და რომელსა ზედა ესე, ღირსებით მოვიდეს, მსწრაფლ აღამაღლებს, ქუეყანით, და ფრთოვან ჰყოფს, და შერთავს ზეცისათა და ელვარე ჰყოფს.

არათუმცა უფალი იყო ჩუენთანა, არამცა ვინ ჩუენგანი…

აწ და. იგივე, ანტიფონი ბ.

არათუმცა უფალი იყო ჩუენთანა, არამცა ვინ ჩუენგანი შემძლებელ იყო მტერისა, ბრძოლათა თავსდებად, რამეთუ რომელნი იგი, მძლე ექმნებიან მის მიერ მოეცემის ძალი.

კბილთა მათთა მიერ ბოროტთა, ნუმცა შეიპყრობის სული ჩემი, ვითარცა სირი სიტყუაო ღმრთისაო, ჵ მე ვითარ განვერე მტერისაგან, ცოდვის მოყუარე ესე, და საწყალობელი.

სულისა მიერ წმიდისა, მიეცემის ყოველთა განმღრთობა და…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა, მიეცემის ყოველთა განმღრთობა და სათნოყოფა, და წარმატება, და მშჳდობა და კურთხევა, რამეთუ სწორად, თანამოქმედი არს მამისა და სიტყუისა.

რომელნი უფალსა, ესვენ მტერთა მიმართ საზარელ არიან…

აწ და. იგივე, ანტიფონი გ.

რომელნი უფალსა, ესვენ მტერთა მიმართ საზარელ არიან, და ყოველთა მიერ განსაკვირუებელ, რამეთუ ღმრთისა მიმართ ჰხედვენ, და მისა მიმართ აქუს სასოება.

ნაწილი მართალთა, უღმრთოებად ხელთა, მათთა არა განმარტებს მაცხოვარ, რამეთუ შენ ხარ შემწე მათი სახიერ სასოება, და ხელის აღმპყრობელი.

სულისა-წმიდისა, სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა წესთმთავრობანი…

დიდება.

სულისა-წმიდისა, სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა წესთმთავრობანი, თაყუანის-სცემენ ძრწოლით მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, და ყოველისა სულისა.

უფალო აღადგინე ძალი შენი და მოვედ ცხოვრებად…

აწ და. იგივე, წარდგომა ხმა ვ.

უფალო აღადგინე ძალი შენი და მოვედ ცხოვრებად ჩუენდა.

რომელი მწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა…

მუხლი

რომელი მწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა.

აღდგომა ქრისტესი

სახარება ი. საცისკრო, აღდგომისა, იოანესი დასაწყისი ჲვ. ესრეთ.

აღდგომა ქრისტესი.

უკულეველად, ზღუა წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანა…

ფსალმუნი ნ. და შემდგომი ჩვეულებისაებრ. კანონი აღდგომისა, ძლისპირითა. მუხლი დ. და ამაღლებისა მუხლი დ. და წმიდათა მამათა. მუხლი ვ. კანონი აღდგომისა. ხმა ვ. გალობა ა. ძლისპირი.

უკულეველად, ზღუა წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანა, და მდევარი ფარაო, იხილა დანთქმული უფსკრულთაგან, და ძლევისა გალობასა ღმერთსა უგალობდა.

განრაიპყრენ, ხელნი შენნი ჯუარსა ზედა, იესო სახიერო, და მამისა შესწირე, ბუნება ჩუენი უბიწოო, და ჭეშმარიტად მიზიარენ ღმრთაებასა შენსა.

უბრძანე რა, სიკუდილსა შეძრწუნებით, ვითარცა მონა მოვიდა, ყოველთა ცხოვრებაო, და მით მოგუმადლე ჩუენ ცხოვრება საუკუნო და ღირსად ყოველნი გადიდებთ.

იტვირთე შემოქმედი, რომელმან ინება უთესლოდ მუცლისა შენისაგან…

ღმრთის-მშობლისა.

იტვირთე შემოქმედი, რომელმან ინება უთესლოდ მუცლისა შენისაგან შობა, უაღრეს ბუნებათა, წმიდაო დედუფალო და აწ შენ ხარ ჭეშმარიტად შემწე და სასო ჩუენი, რომელნი ღმრთის-მშობლად და მარადის ქალწულად გხადით შენ.

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა

კანონი ამაღლებისა. ხმა ე. ძლისპირი.

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა.

უგალობდეთ ერნო ქრისტესა, რომელიცა ბეჭთა ზედა დღეს ქერუბიმთასა ამაღლდა ზეცას დიდებით, და დამსხნა მისთანა, მარჯუენით მისა რამეთუ დიდებულ არს.

რაჟამს იხილა დღეს კრებულმან ანგელოზთამან, შუამდგომელი ღმრთისა და კაცთა, ამაღლებული ხორცითა, განკჳრვებულ იქმნნეს და ძლევისა გალობითა ამას უგალობდეს.

გამოჩინებული ღმერთი მთასა სინასა, რომელმან მოსეს სჯული მოჰმადლა ამაღლდა, მთით ზეთის-ხილთათ ხორცითა დღეს ზეცად, მოვედით მორწმუნენო ამას უგალობდეთ.

ყოვლად-პატიოსანო, მშობელო უფლისაო, რომელი წიაღთაგან მამისათა, განუშორებელ…

ღმრთის-მშობლისა.

ყოვლად-პატიოსანო, მშობელო უფლისაო, რომელი წიაღთაგან მამისათა, განუშორებელ არს, მას ევედრე დაუცხრომელად, რათა ვისხნნეთ განსაცდელთაგან.

უძლეველ, ზღუა წიაღვლო

კანონი წმიდათა მამათა. რომელისა კიდურ წერილობა. პირველსა გალობასა უგალობ მწყემსთა. ხმა ვ. გალობა ა. ძლისპირი.

უძლეველ, ზღუა წიაღვლო.

სანატრელთა, ღირსთა მამათა კრებულსა, უგალობ დღეს მაცხოვარ, და ყოვლად-წმიდასა მას, სარწმუნოებასა მათსა, რომელი ჰქადაგეს, გევედრებით ჩუენ შორის დამტკიცებად.

ელვის სახედ, ღმერთი-შემოსილნი მამანი, შეკრბეს დღეს ქრისტე…

ბ-გზის.

ელვის სახედ, ღმერთი-შემოსილნი მამანი, შეკრბეს დღეს ქრისტე ღმერთო, და მხოლოდ-შობილად ძედ, თანადაუსაბამოდ მამისა, და თანა-არსად აღგიარეს და გქადაგეს.

შენისა მის, სძლისა ეკლესიისა, ქრისტე შემამკობელთა ღირსთა…

ბ-გზის. დიდება

შენისა მის, სძლისა ეკლესიისა, ქრისტე შემამკობელთა ღირსთა, სარწმუნოებისა მის მართლისა ქადაგება ვითარცა, ოქროსა გჳრგჳნი შუენიერი დაადგეს მას.

შემკობილი პირად პირადთა მადლთაგან უბიწო დედუფალი, მდგომარე…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

შემკობილი პირად პირადთა მადლთაგან უბიწო დედუფალი, მდგომარე არს წინაშე ძისა და ღმრთისა თჳსისა, და ითხოვს მარადის ცხოვრებასა სულთა ჩუენთათჳს.

საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენამძიმე და აღიყვანა იგი…

კატავასია

საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენამძიმე და აღიყვანა იგი სჯულსა ღმრთივ-წერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულისხმო გონებისა თუალთა, და მოიღო მან სულიერი გალობა პატივად ღმრთისა მიერ.

არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო, ჩუენო…

გალობა გ. ძლისპირი.

არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო, ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტიანეთა, დამამტკიცენ ჩუენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

დაბადებულთა გიხილეს დამბადებელი მათი, ძელისა ჯუარსა ზედა ხორცითა დამსჭუალული, შიშისაგან დაიხსნნეს, ხოლო მკლავმან შენმან განაძლიერნა.

სიკუდილი წარმოსტყუენე შენ, სიკუდილითა შენითა, ცხოვრების-მომცემელო, და მოაკუდინე მძლავრი, ღმრთაებისა ძალითა, და აღდეგ შენ მკუდრეთით და მაცხოვნენ ჩუენ.

საღმრთო შობა შენი წმიდაო ქალწულო, ყოველსა ბუნებასა…

ღმრთის-მშობლისა

საღმრთო შობა შენი წმიდაო ქალწულო, ყოველსა ბუნებასა, აღემატა საკჳრუელებით, რამეთუ ღმერთი ჰშევ უაღრეს ბუნებათა, რომელი დაემკჳდრა წმიდასა მუცელსა შენსა, და აწ შემდგომად შობისა ქალწულად წმიდად დაგიცვა შენ.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე

სხუა. ძლისპირი.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე.

ამაღლდი მამისა შენ ქრისტე, მაცხოვარო დღეს, და აღიყვანე, ბუნება ჩუენი კაცობრივი, მიუწდომელსა დიდებასა.

გუნდთა რა ზეცისათა იხილეს, კაცთა ბუნება ამაღლებულად, შიშით განკჳრვებულ იქმნნეს და დაუცხრომელად აქებდეს.

შეძრწუნებულ იქმნნეს ანგელოზთა გუნდნი, ოდეს გიხილეს ხორცითა ამაღლებული ქრისტე, მაშინ აქებდეს წმიდასა ამაღლებასა შენსა.

ევედრე დაუცხრომელად ყოვლად-წმიდაო, რომელი განხორციელდა შენ მიერ…

ღმრთის-მშობლისა

ევედრე დაუცხრომელად ყოვლად-წმიდაო, რომელი განხორციელდა შენ მიერ, რათა გვიხსნნეს საცთურთაგან ეშმაკისათა, რომელნი გიგალობთ დედაო ღმრთისაო.

არავინ არს წმიდა

სხუა. ძლისპირი.

არავინ არს წმიდა.

ვნება და ხრწნილება დრკუმან და უღმრთომან არიოზ, მიაჩემა საღმრთოსა მას, შობასა უგუნურმან, ხოლო სულიერითა მით, მახვილითა მამათათა განიკუეთა.

ვითარცა პირველ აბრაამ აღმხედრდენ ყოველნივე, ღმერთი-შემოსილნი მამანი…

ბ-გზის.

ვითარცა პირველ აბრაამ აღმხედრდენ ყოველნივე, ღმერთი-შემოსილნი მამანი, ქრისტე მაცხოვარო, და მტერნი იგი შენნი დღეს, შენითავე ძალითა მოსწყვიდნეს მათ.

პირველი კრება შენთა მათ, მღუდელთ-მთავართა უფალო შეკრბა…

ბ-გზის. დიდება

პირველი კრება შენთა მათ, მღუდელთ-მთავართა უფალო შეკრბა, და გქადაგეს შენ ძედ, თანა-არსად მამისად, და უვნებელად შობილად, მამისაგან, პირველ ყოველთა საუკუნეთა.

ვერ შეუძლებს ენა და სიტყუა კაცთა ქალწულო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ვერ შეუძლებს ენა და სიტყუა კაცთა ქალწულო, ჯერისაებრ შესხმად შენდა, რამეთუ თჳნიერ თესლისა სათნო იჩინა, ხორცთ-შესხმა შენგან ყოვლად-წმიდაო.

ლოცვამან ანნა, წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე…

კატავასია

ლოცვამან ანნა, წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე ღმრთისა, განხსნნა საკრუელნი, ბერწისა მის მუცლისა და მოსპო ყვედრება სულისა თჳსისა მუცლად-ღებითა, კაცისა მის ღმრთისათა.

სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა…

კონდაკი ამაღლებისა. ხმა ვ

სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ, ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, რომელი არა სადა განეშორები მხსნელო, არამედ ჰგიე, განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

ქუეყანისა ქუე დაუტევოთ, და მიწისა მივსცეთ მიწად…

იკოსი

ქუეყანისა ქუე დაუტევოთ, და მიწისა მივსცეთ მიწად და აღვიხილნეთ, თუალნი ზეცად მიმართ მოკუდავთა ამათ, ზეთის-ხილთა მთად აღვიდეთ და ვიხილოთ, ღრუბელთა ზედა აღმხედრებული მხსნელი, რამეთუ მიერ აღვიდა იგი ზეცათა სიმაღლესა, და მიერვე განუყუნა ნიჭნი უხვად მიმნიჭებელმან ნიჭთამან, თჳსთა მოციქულთა და მსგავსად მამისა ნუგეშინის-ჰცა მათ და ეზრახა, არა დაგიტეობ თქუენ შვილნო, არამედ მე მხოლო ვარ თქუენთანა, ნუ გეშინინ და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

მსწრაფლ მეწიე

ესრეთ წარდგომა მამათა. ხმა დ. მსგავსი.

მსწრაფლ მეწიე.

ნათელნო ბრწყინუანელო, ჭეშმარიტება ქრისტესი სოფელსა გამოუცხადეთ ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტად ნეტარ ხართ ღმრთის-მეტყველნო წმიდანო მამანო, რამეთუ თქუენ განახმენით ბოროტის მთქმელნი ენანი, რომელნიცა წუალებასა იტყოდეს სოფელსა შინა, და დაშრიტეთ აღგზებული იგი ალი ბოროტისა შფოთებანი, ამისთჳს გნატრით ღირსნო მამანო, რათა ევედრნეთ თქუენ ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

რომელი ამაღლდი

დიდება, სხუა წარდგომა. ხმა იგივე. მსგავსი.

რომელი ამაღლდი.

ნიკიისა ქალაქისა მნათობნო წმიდანო, ყოველისა სოფლისაგან, შეკრებულნო, სამას ათრვამეტნო, მამათ-მთავარნო, რომელმან არცხვინეთ ბოროტ მადიდებელსა ბილწსა არიოზს, რომელი გმობდა ერთსა წმიდისა სამებისაგანსა, რომელ არს ძე და სიტყუა ჭეშმარიტისა ღმრთისა, რამეთუ თქუენ არიოზ განიოტეთ, და სარწმუნოება კეთილი მოგუანიჭეთ.

ამაღლდი დიდებით ზეცად და დასჯედ მარჯუენით მამისა…

აწ და. ამაღლებისა. მსგავსი.

ამაღლდი დიდებით ზეცად და დასჯედ მარჯუენით მამისა, რომელი არა განშორებულ იყავ კაცთ-მოყუარეო ქრისტე, ხოლო ბრძენთა შენთა მოციქულთა და მოწამეთა აღუთქუ ნუგეშინის-მცემელისა სულისა მოვლინება, აწ ჩუენცა გევედრებით: განანათლენ გულნი ჩუენნი, და მოგუეც ნათელი შენი, რათა დაუდუმებელად გალობით გადიდებდეთ შენ.

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა…

გალობა დ. ძლისპირი.

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკლესია, და ნებისაებრ ღმრთისა, იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოთა მით სიხარულითა.

ქრისტე ხისა მიერ დავეცენით პირველ, ხოლო დარაინერგა ჯუარი შენი, და გვერდისა შენისა, მდინარეთაგან მოირწყო, და ცხოვრებაჲ აღაყუავილა.

ვერღარა მეტყვის გუელი განღმრთობასა, რამეთუ ზაკუით ქადებული მისი, ქრისტემან აღმისრულა, და ღმრთაება შემმოსა მე რაჟამს, აღდგა საფლავისაგან.

ვითარ ჭეშმარიტად, გამოუთქმელ არს, და მიუწდომელ, და…

ღმრთის-მშობლისა

ვითარ ჭეშმარიტად, გამოუთქმელ არს, და მიუწდომელ, და ღმრთივ-შუენიერ, შობა შენი ყოვლად-წმიდაო, რამეთუ ზეცისანი ქუეყანისათა თანა შეაერთენ მარადის, ქალწულო დიდებულო.

სმენა მესმა

სხუა. ძლისპირი

სმენა მესმა.

ამაღლდი ზეცად დიდებით მეუფეო ანგელოზთაო, რათა მოგუცე ნუგეშინის-მცემელი, მამისა მიერ დიდება ამაღლებასა შენსა.

რაჟამს ამაღლდი მაცხოვარო ზეცად მამისა ხორცითა, განკჳრდეს კრებულნი ანგელოზთანი, და ღაღადებდეს: დიდება ამაღლებასა შენსა.

ძალნი ცათანი ესრეთ უღაღადებდეს ზესკნელთა ძალთა, აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რათა შევიდეს, მეუფე დიდებისა და ღმერთი.

ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ…

ღმრთის-მშობლისა

ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ და ქალწულადვე ეგე, რომელისათჳსცა გიგალობთ გიხაროდენ, ღმრთის-მშობელო.

ქრისტე ღმერთი ჩემი

სხუა. ძლისპირი.

ქრისტე ღმერთი ჩემი.

რომელმან დათესა ღვარძლი კაცთა შორის, არიოზ მტერმან სამებისამან, სიტყჳთა მამათათა, განიკუეთა ეკლესიით დრკუ, ვითარცა ასო დამპალი.

შენთჳს ქრისტე, ღმერთო, იღუაწა კრებამან მამათამან, და…

ბ-გზის.

შენთჳს ქრისტე, ღმერთო, იღუაწა კრებამან მამათამან, და მტერნი შენნი მოსრნა სულისა მახვილითა, და თანა-არსად მამისა და სულისა გქადაგა.

შუამდგომელ იქმენ შენ ღმრთისა, და კაცთა, ღმერთი…

ბ-გზის. დიდება

შუამდგომელ იქმენ შენ ღმრთისა, და კაცთა, ღმერთი ეგე ამისთჳსცა, ორითა ბუნებითა, ერთად ძედ გიცნეს ქრისტე, და გქადაგეს ღირსთა მამათა.

ხისა მის ჭამამან, მომკლა მე ქალწულო, ხოლო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ხისა მის ჭამამან, მომკლა მე ქალწულო, ხოლო ხემან ცხოვრებისამან, რომელი იგი შენგან გამოჩნდა, აღმადგინა და სამოთხისა მკჳდრად გამომაჩინა.

შენ მეუფეო მეუფეთაო, ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან…

კატავასია

შენ მეუფეო მეუფეთაო, ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან იშევ, მხოლო მხოლოსა მიერ, ვითარცა ღმერთი ხარ, სული შენი სახიერი თანასწორი მოეც მონათა, ძალსა შენსა დიდება.

ნათლითა შენითა საღმრთოთა დიდებულო სულნი, რომელთა აღიმსთუეს…

გალობა ე. ძლისპირი.

ნათლითა შენითა საღმრთოთა დიდებულო სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით განანათლენ, რათა გიცნან შენ ღმერთი მხოლო, განმათავისუფლებელი ცოდუათა მათთაგან.

ქერუბიმმან მოტყინარემან, და მახვილმან იქცევისმან გიხილა რა შენ სიტყუა მამისა, ჯუარსა ზედა დამსჭუალული ძუირის-მოქმედთა შორის, შიშით გზა სცა ავაზაკსა სამოთხეს შესლვისა.

არღარა მეშინის დაცემად ქუეყანასა ზედა უფალო, რამეთუ აღმადგინე ქუეყანით დავიწყებული ჯოჯოხეთს შინა მომწყდარი, და უხრწნელად გარდამცვალე აღდგომითა შენითა.

გულს-მოდგინედ გევედრებით შენ ქალწულო, და სოფლისა სიხარულსა…

ღმრთის-მშობლისა

გულს-მოდგინედ გევედრებით შენ ქალწულო, და სოფლისა სიხარულსა და სახიერსა აღგიარებთ, რამეთუ შენ ხარ შუამდგომელი ჩუენი, და საძლეველად გიცნობთ შენ ჭეშმარიტად ღმრთის-მშობელო.

აღმსთობილნი

სხუა. ძლისპირი

აღმსთობილნი.

აღავსენ მოწყალე, ყოველნი დღეს სიხარულითა, რამეთუ ზესკნელს ცათა, ხორცითა ამაღლდი დიდებით.

ანგელოზთა რაჟამს გიხილეს ამაღლებული დღეს, ღაღად-ყუეს, აღახუენით ბჭენი მეუფისათჳს ცათასა.

მოიქცეს რა მოციქულნი მოხარულნი მთით ზეთის-ხეთათ, ვითარცა გიხილეს შენ, ზესკნელს ცათა ამაღლებული.

ქალწულო პირველ, და შემდგომად შობისა კუალად ქალწულო…

ღმრთის-მშობლისა

ქალწულო პირველ, და შემდგომად შობისა კუალად ქალწულო, გიგალობთ შენ ღმრთის-მშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუა ღმრთისა ხორცითა.

ნათლითა შენითა

სხუა. ძლისპირი

ნათლითა შენითა.

შუენიერ არიან ჭეშმარიტად, ფერხნი ნეტართა მამათანი, რომელთა ჰქადაგეს შენი მშჳდობაჲ, ცნობათა უაღრეს ქრისტე, რომელმანცა ჰქმენ მშჳდობაჲ ანგელოზთა და კაცთა.

სიბრძნედ და ძალად მამისად და სიტყუად თანა-არსად…

ბ-გზის.

სიბრძნედ და ძალად მამისად და სიტყუად თანა-არსად ქრისტე გქადაგეს წმიდათა მამათა, აღბეჭდულთა საღმრთოჲთა მით ნელსაცხებელითა, მღუდელთ-მთავრობისათა, და მადლითა შემკობილთა.

წყლითა მით წმიდითა ნეტარნო, მოძღურებისა თქუენისათა მორწყეთ…

ბ-გზის. დიდება

წყლითა მით წმიდითა ნეტარნო, მოძღურებისა თქუენისათა მორწყეთ მართლ-მადიდებელთა ეკლესია, ამისთჳს განშვენებისა წყალთა ზედა, სუფევთ საუკუნესა მას, ჵ, ღმერთი-შემოსილნო.

სასანთლედ ყოვლად-ღმრთივ-ბრწყინუალედ მზისა მის ქრისტეს აღმომაბრწყინვებელად, გიცნობთ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

სასანთლედ ყოვლად-ღმრთივ-ბრწყინუალედ მზისა მის ქრისტეს აღმომაბრწყინვებელად, გიცნობთ ქალწულო ღმრთის-მშობელო ყოვლად-უბიწოო, და გევედრებით შეწევნასა შენსა ნუ განგუაშორებ მონათა შენთა.

მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო და განათლდით თქუენ…

კატავასია

მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო და განათლდით თქუენ მადლითა სულისათა, რომელ არს მსგავს ცეცხლისა, შემწუელ ცოდვისა, რომელისა მიერ სიონით ვიცანთ სჯული ცეცხლისა ვნებათაგან დამტკიცებული.

სოფლისა ზღუა აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა, საშინელად…

გალობა ვ. ძლისპირი

სოფლისა ზღუა აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა, საშინელად დამნთქამს მე, და მოვივლტი შენდა ნავთ საყუდლისა, და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე.

რაჟამს ჯუარს-ეცვი მაცხოვარ ნებსით თჳსით ხორცითა, სამსჭუალითა აღხოცე წყევა პირველი, რომელი იყო ჩუენ ზედა და ლახვრითა განხეთქე ადამის თანამდები და გვაცხოვნენ ჩუენ.

ადამ მყოფი ქუესკნელთა შეწყდომილი ჯოჯოხეთს, საცთურითა პირველითა ჭეშმარიტო ღმერთო, სახიერებით ბეჭთა თჳსთა იტვირთე და მამასა მიჰგვარე განახლებული.

ყოვლად-წმიდაო ქალწულო, რომელმან გვიშევ ჩუენ კაცთა გამომზრდელი…

ღმრთის-მშობლისა

ყოვლად-წმიდაო ქალწულო, რომელმან გვიშევ ჩუენ კაცთა გამომზრდელი უფალი, აწ განსდევნე ჩემგან, ბოროტი მხურუალება და შფოთი სულისა ჩემისაგან, და მოანიჭე სულსა ჩემსა მშჳდობაჲ შენი.

გარე-მომიცვეს

სხუა. ძლისპირი

გარე-მომიცვეს.

განსცხრებოდეს მოციქულნი, ვინაჲთგან გიხილეს შემოქმედი ზეცად ამაღლებული, და მოელოდეს სულსა აღთქმულსა მაღლით შენ მიერ ყოველთა ღმრთისა.

ანგელოზნი მოწაფითურთ იხილვნეს ურთიერთ-არს მზრახუელად, ამაღლებასა შენსა, რომელნი ღაღადებდეს, კუალად მოსლუად არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა.

გიხილეს რა შენ მაცხოვარ ზეცისა ძალთა ამაღლებული სიმაღლესა ხორცითა ღაღად-ჰყუეს განკჳრვებითა, დიდ არს წყალობაჲ შენი სახიერო ღმერთო.

შეუწუელო მაყუალო, სულიერო მთაო და კიბეო, კარაო…

ღმრთის-მშობლისა

შეუწუელო მაყუალო, სულიერო მთაო და კიბეო, კარაო ზეცისაო, ღირსად გაქებთ მარიამ, და გადიდებთ ქრისტიანეთა სიქადულო.

სოფლისა ზღუა

სხუა. ძლისპირი

სოფლისა ზღუა.

რისხუასა მას ღმრთისა ვერ განერა მთესვარი ღვარძლისა მის მწარისა არიოზ უსჯულო, შეჩუენებული მსგავს იქმნა იუდასსა და განსქდა მსგავსად მისსა, ქრისტეს ძალითა.

წმიდამან მან კრებამან ნეტართა მამათამან გქადაგა შენ…

ბ-გზის.

წმიდამან მან კრებამან ნეტართა მამათამან გქადაგა შენ ბრწინვალედ, და მხოლოდ-შობილად, არსებისა მისგან მამისა გამოსრულად, და ძედ საუკუნეთა პირველ შობილად.

განსქდა ღირსად სამართლად მუცელი, რომელისაგან აღმოეცენა წყარო…

ბ-გზის. დიდება

განსქდა ღირსად სამართლად მუცელი, რომელისაგან აღმოეცენა წყარო მრღვიე და მწარე დაბნელებული წუალებისა ბოროტი და განიკუეთა იგი მამათა მიერ.

კიდობნისა მის მიერ და ტრაპეზისა სძალო, და…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

კიდობნისა მის მიერ და ტრაპეზისა სძალო, და კუალად სასანთლისა და ტაკუკისა გამოგსახა მოსე, და ქრისტეს განკაცება მოასწავა შენ მიერ ზესთა სიტყუისა.

შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა…

კატავასია

შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა ხორცითა ქალწულისაგან, რათა დანთქმული ადამ აღმოიყუანო იონას სახედ, ნათესავითურთ მისით, მუცლისა მისგან მხეცისა მომსრველისა.

სოფლისა შემოქმედისა

კონდაკი მამათა. ხმა 8. მსგავსი

სოფლისა შემოქმედისა.

მოციქულთა ქადაგება, და მღუდელთ-მთავართა მოძღურება, სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა, და კვართად საღმრთოდ ღმრთის-მსახურებისა, ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინუალედ ჰმოსიეს, და მართლ-მადიდებლობით ადიდებს, დიდსა და უბიწოსა ღმრთის-მსახურებისა საიდუმლოსა.

მაღლისა ქადაგებითა ღაღადება ღმრთისა ეკლესიისა ვისმინოთ ერნო…

იკოსი

მაღლისა ქადაგებითა ღაღადება ღმრთისა ეკლესიისა ვისმინოთ ერნო, რამეთუ გვეტყვის ჩუენ, რომელსა სწყურის მოვედინ ჩემდა, რამეთუ ტაკუკი ჩემი, ჭეშმარიტთაგან მოძღურებათა განვაზავე, და წყალსა ცილობათასა არა შთავასხამ მას შინა, არამედ მართლ-მადიდებლობისა რომელსა სუამს ახალი ისრაელი, და ღმერთსა ჰხედავს და ესმის, ვითარმედ იხილეთ რამეთუ მე ვარ ღმერთი პირველი, და შემდგომი და სხუა ჩემსა გარეშე არა ვინ არს, და არცა იყოს, რომელისათჳს მართლ-მადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთის-მსახურებისა საიდუმლოსა.

ყრმათა მათ წმიდათა სახმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან…

გალობა ზ. ძლისპირი.

ყრმათა მათ წმიდათა სახმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან, და ქალდეველნი შესწვნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობა და რქუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

მწუხარე იქმნა მზე ბრწყინუალებასა მას და ბნელი შეიმოსა ექუს ჟამ და იქმნა ღამე შუასამხრის ქუეყანასა ზედა და მორწმუნენი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

შემმოსე მე ქრისტე ნათელი შთასლვითა შენითა ქუესკნელს, ხოლო მამათ-მთავარნი სიხარულითა აღავსენ, და გამოუჩნდი მათ ნათელი, ღაღადებდენ და იტყოდენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მეუფეო მეუფეთაო, ღმერთო ყოველისა მპყრობელო, ბუნებაო, სამგუამოვანო…

სამებისა

მეუფეო მეუფეთაო, ღმერთო ყოველისა მპყრობელო, ბუნებაო, სამგუამოვანო სახიერო მიუწდომელო, და განუზომელო ნათელო გალობით გიგალობთ მორწმუნენი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

რომელმან იხსნენ

სხუა. ძლისპირი

რომელმან იხსნენ.

ღრუბლითა ნათლისათა ამაღლდი შენ მაცხოვარ ზეცად და აცხოვნე სოფელი ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აღამაღლე მაცხოვარ ბუნება ჩუენი შეცთომილი, და წარუდგინე ღმერთსა დამბადებელსა ჩუენსა.

მამისა უხორცოსა ხორცითა აღიმაღლე ქრისტე, და იდიდები თანა სულით შენით წმიდითურთ.

მომწყდარი ცოდვითა ბუნება ჩუენი აღამაღლე შენთანა მაცხოვარ…

ღმრთის-მშობლისა

მომწყდარი ცოდვითა ბუნება ჩუენი აღამაღლე შენთანა მაცხოვარ, და წარუდგინე მამასა შენსა.

ყრმათა მათ

სხუა. ძლისპირი

ყრმათა მათ.

ჰსძლეთ არიოზს დაწყეულსა განცოფებულსა მამანო, რომელი იტყოდა უღმრთოებასა მაღლად, რამეთუ უარჰყო მან ძე ღმრთისა, რომელსა უღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ძესა მას ქუხილისასა მიემსგავსენით ღმერთი-შემოსილნო და ჰქადაგეთ…

ბ-გზის

ძესა მას ქუხილისასა მიემსგავსენით ღმერთი-შემოსილნო და ჰქადაგეთ სიტყუა მამისა, თანადაუსაბამოდ მისსა და თანა-არსად და ღაღადებდით. კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ვითარცა ფრთითა შემწედ მართლ-მადიდებლობისა მიხვედით თქუენ სანატრელნო…

ბ-გზის. დიდება.

ვითარცა ფრთითა შემწედ მართლ-მადიდებლობისა მიხვედით თქუენ სანატრელნო, რამეთუ კიდით სოფლისათ შეკრიბნა სულმან წმიდამან, რომელსა უღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

სახედ შობისა შენისა, სამნი ყრმანი არა შეწვნა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

სახედ შობისა შენისა, სამნი ყრმანი არა შეწვნა სახმილმან ქალწულო, რამეთუ საღმრთოჲ ცეცხლი რა მკჳდრ იქმნა შენ შორის შეუწუელად დაგიცვა, და ყოველნი განგუანათლნა და ვხმობთ, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მძლავრმან მიმძლავრებულმან ხმა ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა…

კატავასია

მძლავრმან მიმძლავრებულმან ხმა ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროჲსასა, ხოლო მადლი სულისა მიმიძღვების ჩუენ მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რათა უღაღადოთ მას, ღმერთო შენ, კურთხეულ ხარ.

სახმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყალთაგან…

გალობა 8. ძლისპირი.

სახმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყალთაგან დაწვენ ილიას საკუერთხნი, რამეთუ ნება შენი ქრისტე მსწრაფლ აღასრულე, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

ერი უსჯულო მკვლელი წინასწარ-მეტყველთა გამოჩნდა აწ მკვლელად შენდა ქრისტე ღმერთო, და ჯუარსა შეგმსჭუალეს ხორცითა სიტყუა მამისა, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

ცისა სივრცე არა დაცალიერდა შენგან, შთარაჰხედ ჯოჯოხეთად ღმერთი ყოველთა და აღადგინე დაცემულნი აღდგომითა დღეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

ნათლისა მომცემელი სიტყუა ღმრთისა იტვირთე, და გვიშევ…

ღმრთის-მშობლისა

ნათლისა მომცემელი სიტყუა ღმრთისა იტვირთე, და გვიშევ გამოუთქმელად, რამეთუ საღმრთომან სულმან შენ ზედა განისვენა ქალწულო, ამისთჳსცა ყოველნი გიგალობთ შენ უკუნისამდე.

მამისაგან შობილსა

სხუა. ძლისპირი

მამისაგან შობილსა.

ქრისტე ცხოვრების-მომცემელი, რომელი ორითა ბუნებითა ზეცად ამაღლდა დიდებით, და დაჯდა მარჯუენით მამისა დღეს, მღუდელნი აკურთხევდით ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

რომელმან დაბადებულნი იხსნნა კერპთა მონებისაგან და წარუდგინა მამასა განთავისუფლებულნი ბრალთაგან, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად, აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

მხსნელმან სიმდაბლით მოსლჳთა დაამხუა მძლავრი მტერი და ამაღლებითა თჳსითა ადიდა დღეს ნათესავი კაცთა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

უზესთაეს ქერუბიმთა გამოჩნდი შენ ღმრთის-მშობელო, და წმიდასა…

ღმრთის-მშობლისა

უზესთაეს ქერუბიმთა გამოჩნდი შენ ღმრთის-მშობელო, და წმიდასა მუცელსა შენსა განხორციელდა, რომელსა უხორცოთა თანა ყოველნი კაცნი ადიდებენ მას უკუნისამდე.

სახმილით სამთა

სხუა. ძლისპირი

სახმილით სამთა.

განბრწყინდეს ნათლითა ღმრთაებისა შენისათა წმიდანი მღუდელთ-მთავარნი შენნი უფალო და გქადაგეს, დამბადებელად ყოველთა, და გიღაღადებდეს შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

კრება სამას ათრვამეტთა შეკრბა ნეტართა, და ჰქადაგეს…

ბ-გზის.

კრება სამას ათრვამეტთა შეკრბა ნეტართა, და ჰქადაგეს სამებაჲ დამბადებელი დაუბადებელად, და ესრეთ უღაღადებდეს: შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

ღმერთი-შემოსილთა მწყემსთა და მოძღუართა ღირსთა, ეკლესიანი ქრისტესნი…

ბ-გზის. ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.

ღმერთი-შემოსილთა მწყემსთა და მოძღუართა ღირსთა, ეკლესიანი ქრისტესნი განანათლნეს, რამეთუ ჰქადაგეს ერთ-არსება, და იტყოდეს შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

საიდუმლოდ სულითა იგავით გიხილეს წინასწარ-მეტყველთა მშობელად სიტყუისა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

საიდუმლოდ სულითა იგავით გიხილეს წინასწარ-მეტყველთა მშობელად სიტყუისა, რომელი ხორცითა იშუა შენგან ქალწულო ორითა ბუნებითა გამოჩნდა ჩუენთჳს.

სამსახეობა სამებისა სამთა მათ, ალსა შეაცურევს, და…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ, უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია.

სამსახეობა სამებისა სამთა მათ, ალსა შეაცურევს, და კრულებასა განხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ღაღადებენ დამბადებელო, და მხსნელო ყოველთაო აღგამაღლებთ შენ.

ღმრთისა ხილუა შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი…

ვგალობთ უპატიოსნესსა. გალობა თ. ძლისპირი.

ღმრთისა ხილუა შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუა ჴორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

იყავ უვნებელ სიტყუაო ღმრთისაო, ღმრთაებითა, ხოლო ივნე ხორცითა ძეთა კაცთათჳს, ჯუარსა ზედა და მოსპენ ვნებანი და ავნე მავნებელსა და შენ მხოლო ჰგიე ყოვლად-ძლიერი უვნებელი ყოველთა მეუფე.

შეიწყნარე ხრწნილებაჲ სიკუდილისა ხორცითა მით, რომელ მიიხუენ ჩუენგან უფალო, და დამარხე გუამი შენი განუხრწნელად, ხოლო ღმრთაება შენი შთახდა ჯოჯოხეთად და შეყენებულნი მას შინა განათავისუფლნა.

ღმერთსა მამასა, და ღმერთსა ძესა დაუსაბამოსა, ყოველნი…

სამებისა

ღმერთსა მამასა, და ღმერთსა ძესა დაუსაბამოსა, ყოველნი კაცნი ბაგითა წმიდითა, ვაქებდეთ, და ყოვლად-პატიოსანსა სულსა ნუგეშინის-მცემელსა ვადიდებდეთ, რამეთუ ერთ-არს ყოვლად-ძლიერი წმიდა სამება განუყოფელი.

ჰშევ ქალწულო

სხუა. ძლისპირი

ჰშევ ქალწულო.

შენ ქრისტე, ღმერთო ყოველთა დამბადებელო, გიხილეს რა მოციქულთა, დიდებით ამაღლებულად, განკჳრვებულნი შიშით, გადიდებდეს შენ.

შენ განაცხოველე ქრისტე გუამი კაცობრივი, ოდეს ამაღლდი ზეცად, მაშინ ანგელოზთა ძალნი ურთიერთ-არს იტყოდეს: ჭეშმარიტად ესე არს ღმერთი ჩუენი.

შენ ქრისტე, ღმერთო ოდეს უხორცოთა ძალთა აღსრული, ღრუბლითა გიხილეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ესე არს მეუფე დიდებისა, აღახუენით ბჭენი.

გიხაროდენ ღმრთის-მშობელო ქრისტეს დედაო, შენგან უბიწოდ შობილი…

ღმრთის-მშობლისა

გიხაროდენ ღმრთის-მშობელო ქრისტეს დედაო, შენგან უბიწოდ შობილი, ამაღლდა მამისა დღეს, რომელსა ანგელოზნი თაყუანის-სცემენ.

ღმრთისა ხილუა

სხუა. ძლისპირი

ღმრთისა ხილუა.

გპოვნა მართლ-მადიდებლობისა თანა შემწედ, და ძალითა სულისა-წმიდისათა შეგჭურნა თქუენ, და ესრეთ შეგკრიბნა სიტყუამან მამისა დაუსაბამოსამან, თანამოსაყდრემან, რომელსა მხედრობათა თანა და ძალთა ვადიდებთ.

სივრცე დრკუსა არიოზის წუალებისა, ვითარცა მკურნალთა სულიერთა…

ბ-გზის.

სივრცე დრკუსა არიოზის წუალებისა, ვითარცა მკურნალთა სულიერთა უჩინო-ჰყავთ მამანო, და მართალი სარწმუნოება განავრცეთ, რომელიცა გვიპყრიეს, ზღუდედ და სიმტკიცედ და ხარისხად შეუძვრელად და გალობით გადიდებთ.

ქრისტე ნათელო მიუაჩრდილებელო, ვნებათა ბნელისაგან სული ჩემი…

ბ-გზის. დიდება

ქრისტე ნათელო მიუაჩრდილებელო, ვნებათა ბნელისაგან სული ჩემი განსწმიდე ოხითა ღირსთა მღუდელთ-მთავართა შენთათა, რომელთა გქადაგეს შენ დაუსაბამოდ ძედ დაუბადებელად, და შემოქმედად ყოველთავე არსთა.

გამოუთქმელისა მის შობისა შენისა მიერ, მკუდართა აღდგომა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

გამოუთქმელისა მის შობისა შენისა მიერ, მკუდართა აღდგომა მიენიჭა სძალო, რამეთუ ცხოვრება ხორცითა შემოსილი, შენგან ხორცითა გამოგუიბრწყინდა და მჭმუნვარე იგი და განუღიმებელი პირი, სიკუდილისა შეფქვნა.

გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…

კატავასია

გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ, ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა, იყუნეს რა ერთად…

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი. გ-გზის. განმანათლებელი აღდგომისა.

ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა, იყუნეს რა ერთად პეტრე, და ძენი ზებედესნი, და ნათანაილ, და თომა მარჩბივი, და სხუანი ორნი მოწაფენი ნადირობად, ბრძანებითა ქრისტესითა მარჯუენით კერძო ნავისა სდვეს ბადეჲ, და თევზთა სიმრავლე შეიწყვდიეს, და იცნეს რა მხსნელი, პეტრე წყალთა ზედა, იწყო სვლად, და ჰპოვეს ნაკვერცხალი თევზითურთ და პური რაჟამს სამგზის გამოეცხადა მათ.

დედანო ყურად იღეთ

დიდება, მამათა. მსგავსი.

დედანო ყურად იღეთ.

საღმრთოთა მამათა დღეს ხსენებასა ვდღესასწაულობდეთ, და ვედრებასა მათდა მიმართ შევწირვიდეთ, რათა ვიხსნნეთ ჩუენ ყოვლად-ბოროტთა მწუალებელთაგან, მართლ-მადიდებელნი ერნი, და ღირს ვიქმნეთ ქებად და თაყუანის-ცემად, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა.

მოწაფენი რა გხედვიდეს, ამაღლდი ქრისტე ღმერთო, მამისა…

აწ და, ამაღლებისა

მოწაფენი რა გხედვიდეს, ამაღლდი ქრისტე ღმერთო, მამისა თანა მჯდომელად ანგელოზთა რა გიხილეს შენ ღაღადჰყუეს: აღახუენით ბჭენი, რამეთუ მოვალს მეუფე ჩუენი, პირველსავე დიდებასა.

ჯუარი შენი უფალო, ცხოვრება არს და აღდგომა…

ყოველი სული. აქებდითსა ზედა. უქცევთ მუხლთა 8. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა დ. და წმიდათა მამათასა დ. დასდებელი აღდგომისა. ხმა ვ.

ჯუარი შენი უფალო, ცხოვრება არს და აღდგომა ერისა შენისა, და მისა მიმართ მოსავნი შენ მკუდრეთით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა გიგალობთ, შეგვიწყალენ ჩუენ.

დაფლუამან შენმან მაცხოვარ, სამოთხე განუღო ნათესავსა კაცთასა, და ხრწნილებისაგან ხსნილნი, შენ მკუდრეთით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა გიგალობთ, შეგვიწყალენ ჩუენ.

მამისა თანა და სულისა, ქრისტესა უგალობდეთ მკუდრეთით აღდგომილსა, და მისა მიმართ ვიტყოდეთ: შენ ხარ ცხოვრება და ღმერთი ჩუენი, და აღდგომა, შეგვიწყალენ ჩუენ.

მესამესა დღესა აღდეგ ქრისტე საფლავით, ვითარცა წერილ არს, და შენთანა აღადგინე პირველი მამაჲ ჩუენი, ამისთჳს გადიდებს შენ კაცთა ნათესავი, და უგალობს აღდგომასა შენსა.

ყოველი სასოება

სხუანი, დასდებელნი წმიდათა მამათანი. ხმა ვ. მსგავსი.

ყოველი სასოება.

ყოველივე სულისა გონიერება შეკრიბეს, და სულითა-წმიდითა განათლებულთა წმიდა სარწმუნოება, მართალი აღმოთქუეს, ნეტართა მამათა და დაწერეს და დაამტკიცეს, და მამისა თანა დაუსაბამოდ, სიტყუა ჰქადაგეს, მოციქულთა სწავლისაებრ, და განანათლნეს, ყოველნი კაცნი, ჭეშმარიტად ღმერთი-შემოსილთა მათ წმიდათა და რჩეულთა, რომელთა განიოტნეს ბოროტნი, წუალებისა მოძღუარნი.

ყოველი ბრწყინუალება ნუგეშინის-მცემელისა, შეიწყნარეს ნეტართა, და ყოვლად-წმიდა იგი სარწმუნოება, მოკლითა სიტყჳთა, დიდითა სიბრძნითა ღმრთის-მეტყველეს ღირსთა მამათა, ვითარცა ქადაგთა მამისა, ძისა, და სულისა-წმიდისათა, რამეთუ ზეცით მოიღეს მადლი და სიბრძნე, ყოვლად-ქებულთა და არიოზ მტერი ერთ-არსებისა განიოტნეს მათ, და შთახადეს იგი გარესკნელსა, ბნელსა საუკუნესა.

ყოველი სიბრძნე საღმრთო, მოიგეს სანატრელთა მათ, და…

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოველი სიბრძნე საღმრთო, მოიგეს სანატრელთა მათ, და ბუნებითი იგი, მართალი გულის-წყრომა, სამართლად აღძრეს, და ბოროტნი იგი მგელნი განიოტნეს, მავნებელნი იგი, სამწყსოსა მათისა, უფლისა ძალითა, ეკლესიისაგან უჩინო ჰყუნეს, ვითარცა უკურნებელად, მოწყლულნი მწარედ წუალებისაგან, განკუეთეს იგინი, წმიდათა მათ მწყემსთა მონათა ერთგულთა ქრისტესთა, რომელთა თანა-არსად მამისა, ჰქადაგეს მაცხოვარი.

ყოველივე სულისა, გონიერება

შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი. და კუალად ა. დასდებელი.

ყოველივე სულისა, გონიერება.

მწყობრნი საღმრთონი ღმერთი-შემოსილთა მამათანი, მოიწივნეს კიდეთაგან სოფლისათა…

დიდება. ხმა 8.

მწყობრნი საღმრთონი ღმერთი-შემოსილთა მამათანი, მოიწივნეს კიდეთაგან სოფლისათა და მამისა, და ძისა, და სულისა ყოვლად-წმიდისა, ერთი არსება და ერთი ბუნება ღმრთის-მეტყველეს, და საიდუმლოსა ამის ძალი, ხმამაღლად დაუმტკიცეს ეკლესიასა, რომელთა შევასხმიდეთ, და სარწმუნოებით ვნატრიდეთ და ვიტყოდეთ, ეჰა საღმრთონო ბანაკნო ღმრთის-მეტყველთა ჭურვილნო, და ქრისტეს სპარაზენთა წინამბრძოლნო და თავნო, და ვარსკულავნო საცნაურისა სამყაროსანო, ბრწყინუალენო მნათობნო ცისკიდეთანო, და საიდუმლოსა სიონისა გოდოლნო დაურღუეველნო, და სუნნელნო ყუავილნო სამოთხისანო, სწავლათა საღმრთოთა პირნო ოქროჲსანო, ნიკიელთა ერისა გჳრგჳნნო და სიქადულნო ღმრთივ-შუენიერნო, და ყოველისა სოფლისა ბრწყინუალებანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს. ჵ ყოვლად-ქებულნო, რომელნი ესე პატივს-გცემთ თქუენ, რათა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ

აწ და.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ.

შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა, განყოფისა შენისათჳს, სურვიელნი…

დიდება მაღალი გრძლად, ტროპარი აღდგომისა მხოლოდ. კუერექსი, და განტევება, და განსვლა სტოვასა შინა. დიდება, აწ და. გერი სახარებისა. ხმა ვ.

შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა, განყოფისა შენისათჳს, სურვიელნი უფალო მოწაფენი შენნი წარვიდეს ნადირობად თევზისა, არამედ ვერა იპყრეს ვიდრემდის არა მიჰხვედ, და უბრძანე მარჯუენით დებაჲ ბადისაჲ, და სიტყუა შენი საქმე იქმნა, და სიმრავლე თევზისა ფრიადი შეაწყუდიეს ბრძანებითა შენითა, და სერი უცხო მზა იპოვა ქუეყანასა ზედა, რომელისა იგი ზიარჰყუენ მაშინ მოწაფენი შენნი, არამედ და ჩუენცა ღირს მყუენ საცნაურად შუებად კაცთ-მოყუარეო, უხრწნელსა მას ცხოვრებასა სასუფეველსა ცათასა.

და სწავლა სტოდიელისა, და ჟამი ა. ჟამნსა…

და სწავლა სტოდიელისა, და ჟამი ა. ჟამნსა ზედა ა. ტროპარი აღდგომისა. დიდება დღესასწაულისა. აწ და ღმრთის-მშობლისა, ჟამნობისა. შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი დღესასწაულისა. ჟამნსა ზედა გ. ტროპარი აღდგომისა, დიდება მამათა, და აწ და, ღმრთის-მშობლისა ჟამნობისა შემდგომად წმიდაო ღმერთოსა. კონდაკი მამათა. ესრეთვე და სხუათაცა ჟამნობათა ზედა, ტროპარი, და კონდაკი დღესასწაულისა, და მამათა ითქმის შეცვლით.

მომიხსენენ ქრისტე, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა…

მომიხსენენი ხმისა, ხმა ვ.

მომიხსენენ ქრისტე, მაცხოვარო ჩემო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა, და მაცხოვნე გევედრები, მსგავსად ავაზაკისა, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე ხარ.

შეცთომილი ადამ, პირველ ხისა მიერ, ძელისა მიერ ჯუარისა კუალად აცხოვნე ქრისტე, ავაზაკისა თანა, რომელი იგი ღაღადებდა: მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.

ქუესკნელისა იგი ბჭენი და მოქლონნი შემუსრენ მხსნელო, და ჯოჯოხეთისა, მყოფნი აღმოიყუანენ, რომელნი იტყოდეს, უფალო დიდება აღდგომასა შენსა.

მომიხსენენ მხსნელო, რომელმან სიკუდილი წარმოსტყუენე, და დაფლუითა და აღდგომითა შენითა, სიხარულითა ჩუენ ყოველნი აღგუავსენ, ვითარცა სახიერ ხარ.

ამაღლდი ზეცად დიდებით მეუფეო ანგელოზთაო, რათა მოგუივლინო…

და დღესასწაულისა. გალობა დ. მუხლი დ.

ამაღლდი ზეცად დიდებით მეუფეო ანგელოზთაო, რათა მოგუივლინო ნუგეშინის-მცემელი მამისა მიერ დიდება ამაღლებასა შენსა.

რაჟამს ამაღლდა მაცხოვარი ზეცას მამისა ხორცითა, განკჳრდეს…

ბ-გზის.

რაჟამს ამაღლდა მაცხოვარი ზეცას მამისა ხორცითა, განკჳრდეს კრებულნი ანგელოზთანი და ღაღადებდეს: დიდება ამაღლებასა შენსა

ძალნი ცათანი ესრეთ უღაღადებდეს ზესკნელთა ძალთა, აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა და ღმერთი.

რისხუასა მას ღმრთისასა ვერ განერა მთესვარი ღვარძლისა…

და მამათა, გალობა ვ. მუხლი დ.

რისხუასა მას ღმრთისასა ვერ განერა მთესვარი ღვარძლისა მის მწარისა არიოზ უსჯულო, შეჩუენებული მსგავს იქმნა იუდასსა და განსქდა მსგავსად მისსა, ქრისტეს ძალითა.

წმიდამან მან კრებამან ნეტართა მამათამან გქადაგა შენ ბრწინვალედ, და მხოლოდ-შობილად, არსებისა მისგან მამისა გამოსრულად, და ძედ საუკუნეთა პირველ შობილად.

განსქდა ღირსად სამართლად მუცელი, რომელისაგან აღმოეცენა წყარო…

დიდება.

განსქდა ღირსად სამართლად მუცელი, რომელისაგან აღმოეცენა წყარო მრღვიე და მწარე დაბნელებული წუალებისა ბოროტი და განიკუეთა იგი მამათა მიერ.

კიდობნისა მის მიერ და ტრაპეზისა სძალო, და…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

კიდობნისა მის მიერ და ტრაპეზისა სძალო, და კუალად სასანთლისა, და ტაკუკისა გამოგსახა მოსე, და ქრისტეს განკაცება მოასწავა შენ მიერ ზესთა სიტყუისა.

კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო…

შემდგომად შესლვისა ითქმის. ტროპარი აღდგომისა. ესრეთ ამაღლებისა, და მამათა. დიდება კონდაკი მამათა. აწ და. კონდაკი ამაღლებისა. ნაცვლად წარდგომისა. გალობა მამათა ხმა დ.

კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი უკუნისამდე.

რამეთუ მართალ ხარ შენ ყოველისავეთჳს, რომელი ესე…

მუხლი

რამეთუ მართალ ხარ შენ ყოველისავეთჳს, რომელი ესე მიყავ ჩუენ.

აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა

სამოციქულო, საქმე მოციქულთა. დასაწყისი მდ. სახარება იოანესი. დასაწყისი ნვ. განიცადე

აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება.

ალილუია.

გ-გზის

გ-გზის.