გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-6 შვიდეული · შაბათი 1 / 28მოგიცემიეს ღმერთო

აღდგომიდან მე-6 შვიდეული · შაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 9 წთ

მოგიცემიეს ღმერთო

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. დღესასწაულისა გ. და თუენისა გ. დასდებელი დღესასწაულისა მუხლი გ. ხმა ვ. მსგავსი.

მოგიცემიეს ღმერთო.

ივნე ვითარცა კაცმან, უკუდავმან ღმრთაებითა, და აღდეგ მესამესა დღესა, რომელმან წარმოსტყუენე ჯოჯოხეთი, და აღადგინენ შენთანა განხრწნილნი, და ამაღლდი, ქრისტე მამისა თანა, და აღუთქუ სოფელსა ნუგეშინის-მცემელი, საღმრთოთა შენთა მოციქულთა, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

რასა სდგათ და ჰხედავთ ზეცად მიმართ, ანგელოზნი ეტყოდეს, კაცნო გალილეველნო, დიდება მესაიდუმლოეთა ესე არს, რომელსა ხედავთ, ღრუბლითა ნათლისათა ამაღლებულად, ეგრეთუე მოვიდეს, განსჯად სოფლისა ვითარცა თქუა, წარუედით სრულ-ყუენით ბრძანებული თქუენდა მიმართ.

შემდგომად აღდგომისა შენისა საფლავით, ყოვლად-ძლიერო უფალო, მიითვალენ, რომელნი შეიყუარენ, და ვიდრე ბეთანიადმდე წარიყვანენ, და აღხუედ მთასა ზეთის-ხილთასა, და აკურთხენ იგინი, და ესრეთ ამაღლდი, და გმონებდენ ანგელოზნი შენნი, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

დღეს ძალნი ცათანი, ცათა შინა ხედვიდეს ბუნებისა…

და თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ვ.

დღეს ძალნი ცათანი, ცათა შინა ხედვიდეს ბუნებისა ჩუენისა წინდსა ზეცად აღყვანებულად, და უცხოჲსა მისთჳს აღსვლისა განკჳრვებულნი იტყოდეს, ვინმე არს ესე ჩუენდა მომავალი, ხოლო თჳსი რა მეუფე იხილეს, უბრძანებდეს ბჭეთა ზესკნელთა ახუმად უაღრესთა ძალთა და მთავრობათა, ჩუენცა მორწმუნენო მათ თანა ვაქებდეთ მიერ ხორცითა კუალად მომავალსა მსაჯულსა ყოველთასა, და მეუფესა ყოვლად-ძლიერსა, ყოველისა შემძლებელსა, და მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა.

სახლო ევფრათასო

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

აღასრულე უფალო მამობრივი განგებულება, ხოლო შეაერთენ ქუეყანისანი ზეცისათა თანა, და ამაღლდი დიდებით ზეცისა ძალთა თანა.

ამაღლდი შენ მამისა თანა, ვინაჲთგან განუშორებელ იყავ…

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი ღაღადებითა ხმითა სიხარულისათა.

ამაღლდი შენ მამისა თანა, ვინაჲთგან განუშორებელ იყავ სახიერ, და აღამაღლე დაცემული ბუნება კაცთა მეუფეო ყოვლად-ძლიერო

ღრუბელმან შენ აღგიტაცა თუალთაგან მოწაფეთასა, და ანგელოზნი…

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.

ღრუბელმან შენ აღგიტაცა თუალთაგან მოწაფეთასა, და ანგელოზნი შიშით და ძრწოლით მსახურებდეს, საღმრთოსა ამაღლებასა შენსა.

მორახვედ იესო მთასა მას ზეთის-ხილთასა, და შეიწყალე…

დიდება, აწ და. ხმა ზ.

მორახვედ იესო მთასა მას ზეთის-ხილთასა, და შეიწყალე ნათესავი კაცთა მაშინ აღგიტაცა ღრუბელმან თუალთაგან მოწაფეთასა, და შეძრწუნებულ იყუნეს ხილვისა მისთჳს, ხოლო იხარებდენ მოლოდებისათჳს სულისა-წმიდისა, რომელითა დაგუამტკიცენ მაცხოვარ და შეგვიწყალენ ჩუენ.

ოთხსაგალობელი ხმა. ვ

ოთხსაგალობელი ხმა ვ.

ოთხსაგალობელი ხმა. ვ.

სოფლისა ზღუა აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა საშინელად…

გალობა ვ. ძლისპირი

სოფლისა ზღუა აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა საშინელად დამნთქამს მე, და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელისა და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე.

აღავსენ დიდებითა ცა და ქუეყანა მხსნელო, ამაღლდი რა დიდებით და ხორცნი რომელნი ჩუენთჳს მიიხუენ აღიყვანენ მამისა ძალთაგან დიდებულნი კაცთ-მოყუარე.

აღახუენით ზესკნელნო ბჭენი და შეიწყნარეთ ღმერთი განკაცებული, ხმობდეს ღმრთივ-ბრწყინუალედ ძალნი ცათანი წინაშე მეუფისა ცათასა და აქებდეს მას ხმითა ტკბილითა.

ხმობდეს ქრისტეს ქადაგნი, მომივლინე ჩუენ სული-წმიდა ყოვლად-ძლიერი…

დიდება

ხმობდეს ქრისტეს ქადაგნი, მომივლინე ჩუენ სული-წმიდა ყოვლად-ძლიერი და ნუ დამიტეობ ჩუენ ობლად სახიერ მონათა ამათ შენთა, ხედვიდეს რა ამაღლებულად დიდებით.

ღმერთი ჰყავ კაცება მხსნელო ხორციელა შობითა ქალწულისაგან…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ღმერთი ჰყავ კაცება მხსნელო ხორციელა შობითა ქალწულისაგან სძლისა მამისა, და სულისა თანასწორო, და რაჟამს ამაღლდი შენ მშჳდობით, მაშინ წყალობითა აღგუავსენ.

ყრმათა მათ წმიდათა სახმილი შეაცურია ანგელზმან მაცხოვრისამან…

გალობა ზ. ძლისპირი

ყრმათა მათ წმიდათა სახმილი შეაცურია ანგელზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შესწვნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობა და სთქუეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ვნება და სიკუდილი დაითმინე და მესამესა დღესა აღდეგ ვითარცა სთქუა ქრისტე მაცხოვარ და ამაღლდი ზეცას დიდებით, ხოლო მოწაფენი შენნი გალობდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ვითარცა იგი აღგვითქუა ჩუენ სული შენი წმიდა მოგუივლინე სახიერო, ხმობდეს წმიდანი მოციქულნი შენნი ვედრებით განმაბრძნობელად და გონიერ-მყოფელად დაბადებულთა და მოქცევად საცთურისაგან.

აღიპყრენით ხელნი თქუენი წარმართა და ღაღადებდით ღმრთისა…

დიდება

აღიპყრენით ხელნი თქუენი წარმართა და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ სიხარულით, ამაღლდა ღმერთი დიდებით და დაჯდა მარჯუენით მამისა, ვითარცა თანამოსაყდრე და თანამფლობელი უკუნითი-უკუნისამდე.

წიაღნი მამულნი არა დაუტევნა და წიაღთა შენთა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

წიაღნი მამულნი არა დაუტევნა და წიაღთა შენთა აღიზარდა სიტყუა მამისა დამხსნელი პირუტყუებისა მის კაცთასა, კურთხეულო ქალწულო, რომელსა უღაღადებთ: მამათა ჩუენთო ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

სახმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან…

გალობა 8. ძლისპირი

სახმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან დასწვენ ილიას საკუერთხნი, რამეთუ ნება შენი ქრისტე მსწრაფლ აღასრულე, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

კაცება მიიღო და ხორცნი უკუდავ-ყუნა ვნებითა თჳსითა ქრისტემან, ხოლო დღეს აღვიდა პირისა თჳსისა ჩუენებად ღმრთისა და იდიდა ყოველთა ზეცისა მხედრობათა და ძალთაგან.

განკჳრვებულთა მოციქულთა ეტყოდეს ძალნი, რასა განკრთომილ ხართ და ჰხედავთ ცად მიმართ ესე იესოს, რომელი აწ ამაღლდა თქუენგან, გარდამოხდეს ესრეთვე განსჯად ადამიანთა.

ყოველივე სრულყავ და აღხედ ზეცად მხსნელო და…

დიდება

ყოველივე სრულყავ და აღხედ ზეცად მხსნელო და დაგემორჩილნეს შენ ანგელოზნი და ძალნი ხოლო მოციქულნი მადლობით გიღაღადებდეს და უფროსად აღგამაღლებდეს უკუნისამდე.

წყლულებანი და ნაბრძვილნი ცოდუათა ჩუენთანი განწმიდენ სისხლითა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

წყლულებანი და ნაბრძვილნი ცოდუათა ჩუენთანი განწმიდენ სისხლითა ძისა შენისათა, რამეთუ შენ გიგალობ და შენდა მოვივლტი ღმრთის-მშობელო მარიამ სასოო განწირულთაო.

ღმრთისა ხილუა შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი…

გალობა თ. ძლისპირი

ღმრთისა ხილუა შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუა ხორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

აღახუენით ბჭენი საცნაურნი ძალნო ზეცისანო, რამეთუ ესერა მოვალს ღმერთი ჩუენი და უტვირთავს ბეჭთა კაცობრივი ბუნება, რომელმან ქმნნა ნათელნი მაღალნი და განსაკრთომელნი ძალნი, რომელნი აღვიდეს მამისა, და სულისა თანა.

უგალობდეთ მეცნიერებით და უღაღადებდეთ ღმერთსა, რომელი ამაღლდა ზეცად ღმრთივ-ბრწყინუალედ, და მოუვლინა მოციქულთა სული-წმიდა, აღმხოცელი ცოდუათა და განმაბრძნობელი, და მამისა თანა ვადიდებთ და თაყუანის-ვცემთ.

დახსნდა ჯოჯოხეთი დაფლვითა და აღდგომითა შენითა და…

დიდება

დახსნდა ჯოჯოხეთი დაფლვითა და აღდგომითა შენითა და მოკუდა სიკუდილი და სცხოვნდეს მოკუდავნი და ცა და ქუეყანა განათლდა, ამაღლებითა შენითა ღმერთო ყოვლად-ძლიერო მაცხოვარო ჩუენო, ამისთჳს უხორცოთა თანა, ძრწოლით თაყუანის-გცემთ.

ხმასა გაბრიილისასა ყოველთა თანა ძალთა გიღაღადებთ, გიხაროდენ…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ხმასა გაბრიილისასა ყოველთა თანა ძალთა გიღაღადებთ, გიხაროდენ პალატო ნათლისაო, გიხაროდენ ქუეყანისა ცა-მქმნელო, ქალწულო ქრისტეს ღმრთისა საყდარო, რომელისა ოხითა ვიხსნებით განსაცდელთაგან და გალობით გადიდებთ.

რაჟამს ლოდი იგი

შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.

რაჟამს ლოდი იგი.

ანგელოზნი განკრთეს, ხოლო მოწაფენი იგი ზარ განხდილ იქმნეს, უცხოჲსა მის ამაღლებისა შენისათჳს, რაჟამს იგი ამაღლდი დიდებით, და ბჭენი ცათანი განგეხუნეს მხსნელო, ამისთჳსცა ძალნი ცათანი გიღაღადებდეს შენ ცხოვრების-მომცემელო, დიდება აღდგომასა შენსა ქრისტე, დიდება ამაღლებასა შენსა, დიდება სიმდაბლესა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

რაჟამს ლოდი იგი

დიდება, აწ და იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.

რაჟამს ლოდი იგი.

ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა შენ მიერ ცხოველს-მყოფელო, და სოფელი ყოველი განათლდა აღდგომითა შენითა, ამაღლდი რა დიდებით მაცხოვარ, რომელსა ყოველივე გიპყრიეს ხელითა, ამისთჳსცა ანგელოზთა თანა გადიდებთ შენ ყოვლად-ძლიერო, დიდება ამაღლებასა შენსა ქრისტე, დიდება მეუფებასა შენსა, დიდება სახიერებასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

სახლო ევფრათასო

დიდება, აწ და იგივე. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა მეორე. ძლისპირითა მუხლი 8. და კუალად თუენისა. მუხლი დ. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

არა დაგიტევნე თქუენ ობლად, რომელნი მე შეგაერთენ თქუენ ერთად, ეტყოდა უფალი მეგობართა თჳსთა, არამედ მოგივლინო თქუენ სული-წმიდა.

რამეთუ ანგელოზნი ბრძენთა მოციქულთა ესრეთ უღაღადებდენ, ჵ…

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა.

რამეთუ ანგელოზნი ბრძენთა მოციქულთა ესრეთ უღაღადებდენ, ჵ კაცნო გალილეველნო, რომელითაცა აწ სახითა ხედავთ, კუალად მითვე სახითა მოვალს.

გარდამოვიდენ სიხარულით მთისა მისგან ზეთის-ხილთასა, მოწაფენი შენნი…

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.

გარდამოვიდენ სიხარულით მთისა მისგან ზეთის-ხილთასა, მოწაფენი შენნი სიტყუაო ღმრთისაო, და აქებდენ და ადიდებდენ ამაღლებასა შენსა.

ამაღლდი რა დიდებით ქუეყანით ზეცად, ყოველივე აღასრულე…

დიდება, აწ და. ხმა 8.

ამაღლდი რა დიდებით ქუეყანით ზეცად, ყოველივე აღასრულე საღმრთოთა განგებულებითა, და დასჯედ მარჯუენით მამისა, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, ვინაცა გიხილეს რა ზეცისა ძალთა საშინელად, ეტყოდეს მოციქულთა, ესე იესო რომელი იხილეთ აღმავალი ზეცად, ეგრეთუე მოვიდეს დიდებით განსჯად ყოველისა სოფლისა, და მიაგოს მისაგებელი საქმეთა მათთაებრ, ხოლო ჩუენ მისსა მიმართ ხმა-ვჰყოთ, უფალო დიდება შენდა.

ესრეთ შემდგომნი. და ჩვეულებისაებრ განტევება

ესრეთ შემდგომნი. და ჩვეულებისაებრ განტევება.

ამაღლდი ცათა შინა ღმერთო

მომიხსენენი. გალობა დღესასწაულისა გ. მუხლი ვ. წარდგომა დღესასწაულისა.

ამაღლდი ცათა შინა ღმერთო.

საქმე მოციქულთა. დასაწყისი მგ

საქმე მოციქულთა. დასაწყისი მგ. სახარება იოანესი. დასაწყისი 48. განიცადე დღესასწაულისა.