გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-6 შვიდეული · ოთხშაბათი 1 / 131ქრისტე აღდგასა

აღდგომიდან მე-6 შვიდეული · ოთხშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 36 წთ

ქრისტე აღდგასა

წარგზავნა პასექის დღესასწაულისა. შემდგომად თ. ჟამნობისა, ჰყოფს მღუდელი დაწყებასა საკმევლითა და სანთლითა და სამეუფოჲსა კარისა განღებითა და გალობს:

ქრისტე აღდგასა.

უფალო შობითგან ბრმა იგი, ესრეთ ეტყოდა მწუხარებით…

მუხლებითურთ მათით, და შემდგომად მუხლებისა, ფსალმუნი აკურთხევს სული ჩემი უფალსა. და კუერექსი, ესრეთ კანონი რიგისა ჩვეულებისაებრ. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა ვგალობთ დასდებელთა თჳთ ხმოვანთა ბრმისათა. მუხლთა ვ. ხმა ბ.

უფალო შობითგან ბრმა იგი, ესრეთ ეტყოდა მწუხარებით თავსა თჳსსა, ნუ-უკუე ცოდუათათჳს მშობელთა ჩემთასა ვიშევ ვერას მხედველი, და ნუ-უკუემცა ტომთა ჩემთა ურწმუნოებისათჳს ვიქმენ დაკლებულ ნათელსა მას შუენიერსა და სასურველსა, და ნუ-უკუემცა არა კმა არს ესე ჩემდა, რამეთუ ღამე არიან გინა დღე არა უწყი, არამედ უფროს შემაურვებს შემუსრვა ფერხთა ჩემთა ქვათაგან, ხოლო გევედრები შენ, მზეო სიმართლისაო, ქრისტე, მომხედენ და განმანათლე.

წარრავიდოდა იესო გზასა, ჰპოვა კაცი შობითგან ბრმაჲ და შეეწყალა იგი, და დადვა თიხაჲ თუალთა ზედა მისთა და უბრძანა მას, წარუედ სილოამად და დაიბანე შენ, და მან ვითარცა დაიბანა აღიხილნა, და დიდებასა შესწირვიდა ღმრთისა, ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილუა იგი, ჰკითხჳდეს მას და ეტყოდეს. ვინ არს რომელმან იგი აღგიხილნა თუალნი შენნი, რომელსა ვერვის ეძლო ყოვლადვე განკურნებაჲ ხოლო იგი ესრეთ ჰხმობდა მათდა მიმართ. კაცმან რომელსა რქჳან იესო მან მრქუა მე, ვითარმედ დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, და დავიბანე და აღვიხილენ ვითარცა ესე მხედავთ. და უქადაგებდა მათ, იგი არს ჭეშმარიტად, რომელისათჳს რქუა მოსე სჯულსა შინა ქრისტედ და მეუფედ, ესე არს ნათელი ყოველთა დაბნელებულთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ მორწმუნენო, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა.

ყოველივე ცხოვრებაჲ თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა…

ხმა დ.

ყოველივე ცხოვრებაჲ თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა და სატანჯუელად, და ჰხმობდა შენდა მომართ: ქრისტე მაცხოვარ ძეო დავითისო, განახუენ თუალნი ჩემნი დაბნელებულნი, რათა ყოველთა თანა მეცა ვაქებდე და უგალობდე ძლიერსა ძალსა შენსა, და წყალობათა შენთა აურაცხელთა კაცთმოყუარე.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე…

ხმა ე.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე კაცი ბრმაჲ შობითგან, და განკჳრდეს მოწაფენი შენნი, გკითხჳდეს და გეტყოდეს. ვინ ცოდა უფალო, ამან ანუ-თუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ესრეთ ბრმა იშვა. ხოლო შენ მაცხოვარ ასწავებდი მათ და ეტყოდი: ვითარმედ არცა ამან სცოდა არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა ამას ზედა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა, და ჩემდა ჯერ არს მომავლინებელისა ჩემისა საქმეთა ქმნად, რომელისა ვერვის ძალ უძს ქმნად და ვითარცა ესე სთქუა, ნერწყვე და შეჰქმენ თიხაჲ იგი, და სცხე იგი თუალთა მისთა, და არქუ მას ესრეთ: ვითარმედ წარუედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე, და ვითარცა დაიბანა მყის განიკურნა იგი, და ხმობდა შენდა მომართ: მრწამს მე უფალო, და შეგივრდა შენ ძრწოლით და თაყუანის-გცა, ჩუენცა გიღაღადებთ მისთანა ყოვლად-ძლიერო, თუალნი სულთა და ხორცთა ჩუენთანი განგვინათლენ და შეგვიწყალენ ჩუენ.

მზეო სიმართლისაო, ქრისტე, ღმერთო, რომელმან საშოთგანვე მუცლისათ…

ხმა 8.

მზეო სიმართლისაო, ქრისტე, ღმერთო, რომელმან საშოთგანვე მუცლისათ ნათლისა არა მქონებელი, პატიოსნითა შეხებითა შენითა ზოგად განანათლე იგი, ეგრეთუე სულიერნიცა თუალნი ჩუენნი განანათლენ, და ძედ ნათლისად გამოაჩინენ, რათა სარწმუნოებით ვღაღადებდეთ: რომელ არს მადლი შენი ჩუენ ზედა, სახიერო და კაცთ-მოყუარეო, უფალო, დიდება შენდა.

რომელი წყალობით განკაცენ ქრისტე ღმერთო, საშოჲთგან დედისათ…

ხმა იგივე.

რომელი წყალობით განკაცენ ქრისტე ღმერთო, საშოჲთგან დედისათ დაკლებული ნათლისა, მოწყალებათა შენთა წყალობითა უსაზღუროთა ბრწყინუალებისა საღმრთოჲსა ღირს-ყავ მიღებად, შეხებითა საუფლოთა თითთა შენთათა, თუალნი მისნი დაბადენ მიწით ვითარცა ადამ, მომცემელო ნათლისაო. შენ აწცა საცნობელნი სულთა და ხორცთა ჩუენთანი მდიდრად განაბრწყინვენ, რათა კეთილად განვიცდიდეთ და გულსმოდგინედ ვიქმოდეთ მცნებათა შენთა.

ვინმე იტყოდეს ძლიერებათა შენთა ქრისტე. ანუ ვინმე…

დიდება, აწ და. ხმა 8.

ვინმე იტყოდეს ძლიერებათა შენთა ქრისტე. ანუ ვინმე აღრაცხნეს სიმრავლე ნიშთა შენთა, რამეთუ ვითარცა რა მოწყალებათა შენთათჳს სოფელსა შინა მრჩობლ გამოჩნდი, ეგრეთუე სენთა კურნებასა მრჩობლ მიანიჭებდი სნეულთა. რამეთუ არა ხოლო თუალნი ხორცთანი მისცენ ნათლისაგან დაკლებულსა ბრმასა მას, არამედ სულისა, თუალნიცა მიჰმადლენ, ვინაცა ბრწყინუალედ აღგიარა ღმერთად და მეუფედ, რომელმან მოეც სოფელსა დიდი წყალობაჲ.

შენ ქრისტესა განხორციელებულსა, და ცათაგან არა განშორებულსა…

წარდგომა დღისა. სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ე.

შენ ქრისტესა განხორციელებულსა, და ცათაგან არა განშორებულსა, ხმითა გალობისათა გადიდებთ, რამეთუ ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ნათესავისათჳს ჩუენისა, ვითარცა კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, წარმოსტყუენენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, და მესამესა დღესა აღდეგ და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

დასდებელნი პასექისანი აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე, მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით არქუთ მოწაფეთა მისთა აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა, და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

დიდება, აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ, და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

თანადაუსაბამოსა მას სიტყუასა

აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. შემდგომად მამაო ჩუენოსა. ტროპარი აღდგომისა. ხმა ე.

თანადაუსაბამოსა მას სიტყუასა.

შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო

დიდება, აწ და ღმრთის-მშობლისა, მისივე, და კუერექსი.

შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო.

მკუდრეთით აღდგომილმან

და ჩვეულებისაებრ ჰყოფს მღუდელი განტევებასა, თჳნიერ ჯუარისა.

მკუდრეთით აღდგომილმან.

დაღაცათუ ნებსით თჳსით

მის დღისა რიგის წმიდის მოხსენებითა და მრავალ ჟამიერ. სერობასა ზედა შემდგომად ღირს-არსისა, და შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი ბრმისა. დიდება, აწ და. პასექისა.

დაღაცათუ ნებსით თჳსით.

აჰა ესერა სიძე მოვალს

ხოლო შუაღამისად, ვგალობთ ჟამნობასა ჩვეულებისაებრ კანონითა. შემდგომად ა. წმიდაო ღმერთოსა, ნაცვლად

აჰა ესერა სიძე მოვალს,

თანადაუსაბამოსა მას

ვიტყვით ტროპარსა აღდგომისასა.

თანადაუსაბამოსა მას,

მოიხსენენ უფალო ვითარცა სახიერ ხარ

დიდება, აწ და, ღმრთის-მშობლისა, მისივე. შემდგომად ბ. წმიდაო ღმერთოსა, ნაცვლად.

მოიხსენენ უფალო ვითარცა სახიერ ხარ.

დაღაცათუ ნებსით თჳსით

ვიტყვით კონდაკსა პასექისასა.

დაღაცათუ ნებსით თჳსით.

შემდგომად ამისა, უფალო შეგვიწყალენ იბ. და განტევება…

შემდგომად ამისა, უფალო შეგვიწყალენ იბ. და განტევება ხოლო ლოცვა მოიხსენე უფალო სასოებითა. არა ითქმის.

დიდება წმიდასა და თანა არსსა

ჰყოფს მღუდელი დაწყებასა.

დიდება წმიდასა და თანა არსსა.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა

ჩვეულებისაებრ, სასაკმევლითა, და მუხლების ჩართჳთა, ვითარცა წერილ არს მწუხრად. და შემდგომად მუხლებისა, იტყვის წინამძღუარი, ანუ მკითხველი.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა.

თანადაუსაბამოსა მას სიტყუასა

და ექვსფსალმუნი, ჩვეულებისაებრ, ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი აღდგომისა. ხმა ე.

თანადაუსაბამოსა მას სიტყუასა.

ჯუარსა უფლისასა შევასხმიდეთ და საფლავსა წმიდასა გალობით…

ბ-გზის. დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა მისივე. შემდგომად ა. ფსალმუნებისა წარდგომა აღდგომისა.

ჯუარსა უფლისასა შევასხმიდეთ და საფლავსა წმიდასა გალობით პატივს-ვსცემდეთ, და აღდგომასა მისსა აღუამაღლებდეთ, რამეთუ აღმადგინნა მკუდარნი საფლავთაგან ვითარცა ღმერთი-არს, და დახსნა სიმტკიცე სიკუდილისა, და ძალი მტერისა, და ჯოჯოხეთისა მყოფთა ნათელი გამოუბრწყინუა.

უფალო, მკუდრად შეირაცხე, რომელმან მოჰკალ სიკუდილი და…

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.

უფალო, მკუდრად შეირაცხე, რომელმან მოჰკალ სიკუდილი და საფლავსა დაიდევ, რომელმან დააცალიერენ საფლავნი, საფლავსა ზედა მხედარნი გცვიდეს, და ქუესკნელს შინა საუკუნითგანი მკუდარნი განათავისუფლენ. ყოვლად-ძლიერო და მოუკლებელო უფალო, დიდება შენდა.

გიხაროდენ მთაო წმიდაო ღმრთისა სამკჳდრებელო. გიხაროდენ სულიერო…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

გიხაროდენ მთაო წმიდაო ღმრთისა სამკჳდრებელო. გიხაროდენ სულიერო მაყუალო შეუწუელო, გიხაროდენ ხიდო წმიდაო ღმრთისა მიმართ კაცთა წიაღმყვანებელო, და მოკუდავთა საუკუნოდ ცხოვრებად მიმყვანებელო, გიხაროდენ უბიწოო ქალწულო, რომელმან უთესლოდ შევ მაცხოვარი და ცხოვრება სულთა ჩუენთა.

თანა-დაუსაბამოსა

და საკითხავი იოანესი. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა წარდგომა ხმა ე. მსგავსი.

თანა-დაუსაბამოსა.

მამისა დაუსაბამოსა, და სულისა-წმიდისა თანასწორო სიტყუაო, რომელმან ნათელი ვითარცა სამოსელი გარდაართხენ, და კაცთ-მოყუარებითა კაცებაჲ ჩუენი შეიმოსე, და უძლურებანი კაცთანი ვითარცა ღმერთმან განკურნენ, და ეგრეთუე თუალნი შობითგან ბრმისანი მხედველ-ჰყუენ მსგავსად მისა ჩუენცა განგუანათლენ და შეგვიწყალენ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

დიდება აწ და, იგივე

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

ფსალმუნი ნ. კანონი სამი, პასექისა, ძლისპირითა მუხლი ვ. ბრმისა, მუხლი დ. და წინადღესასწაულისა ამაღლებისა, მუხლი დ. გალობა ა. ხმა ა. ძლისპირი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა, განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყუაჲ ცხადად ვისმინოთ, ძლევისა მგალობეთა დღეს.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა…

გ-გზის.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა იშუებდინ, დღესასწაულობდ ყოველი სოფელი, ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ ესრეთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.

მხსნელსა ჩუენსა

ბ-გზის. სხუა გალობა ა. ბრმისა, ძლისპირი

მხსნელსა ჩუენსა.

ჯუარცმა ნებსით თჳსით თავს-იდევ ხორცითა მაცხოვარ, და კურთხევა საღმრთო მოეც სოფელსა, შენ მხოლო კურთხეულო, ამისთჳს გაკურთხევთ, თაყუანის-გცემთ, გაქებთ და გიგალობთ ძლევისა გალობითა.

სამარესა დაგდუა, მკუდარ იქმენ რა იოსებ, ჵ…

ბ-გზის.

სამარესა დაგდუა, მკუდარ იქმენ რა იოსებ, ჵ სულგრძელო, და ლოდითა დაგფარა, არამედ აღდეგ დიდებით და აღმადგინენ ჩუენ, შენ მხოლოსა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.

ეტყვის ანგელოზი წმიდათა მათ დედათა, ნელსაცხებელი რასა მოგაქუს თქუენ, რამეთუ აღდგა უფალი, ხოლო თქუენ წარუედით და ახარეთ მოციქულთა, რათა აღივსნენ სიხარულითა.

წამის ყოფითა ღმერთო

კანონი წინადღესასწაულისა ამაღლებისა, ხოლო მისი იგი კიდურწერილობა ალფავიტა. ხმა ზ. სხუა გალობა ა. წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

წამის ყოფითა ღმერთო.

აღუალს ქრისტე მამისა და შეწირავს მისსა ხორცთა განმღრთობილთა, რომელნი იგი ჩუენგან მიიხვნა, ქებით უგალობდეთ მას ერნო, წადიერებით, ძლევისა გალობითა დღეს.

წერილთა აღწერილნი, და ბრძენთა მათ ღმრთის-მეტყველთა, ქადაგებანი…

ბ-გზის.

წერილთა აღწერილნი, და ბრძენთა მათ ღმრთის-მეტყველთა, ქადაგებანი სრულ-იქმნნეს დღეს ჭეშმარიტებით, რაჟამს შემდგომად დაფლვისა, და აღდგომისა, ამაღლდა ზეცად უფალი.

ცაჲ და ქუეყანაჲ იშუებს, აღავსეს სიხარულითა, ამაღლებასა…

დიდება

ცაჲ და ქუეყანაჲ იშუებს, აღავსეს სიხარულითა, ამაღლებასა მხსნელისასა, რომელმან პირველ მათი განწუალება ერთად შეაერთა და ზღუდე მტერობისა დახსნა.

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი…

აწ და კატავასია

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი თჳსი ზღუასა და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

გალობა გ. ძლისპირი

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა, ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომელითა განვსძლიერდით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები…

გ-გზის.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

ძალითა ჯუარისათა

ბ-გზის. სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

ძალითა ჯუარისათა.

შერყეულნი გულნი განამტკიცენ, რაჟამს ჯუარცმასა შეძარ ქუეყანა, რომელი ჩუენთჳს დაითმინე, სულგრძელებით მრავალ-მოწყალე.

ახალსა საფლავსა დაგდუა შენ, იოსებ შუენიერმან სახიერ…

ბ-გზის.

ახალსა საფლავსა დაგდუა შენ, იოსებ შუენიერმან სახიერ, ხოლო შენ მესამესა დღესა ღმრთაებრ აღსდეგ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ეტყოდა მენელსაცხებლეთა ანგელოზი ბრწყინუალე ხატითა, რად ეძიებთ ვ̅ა მკუდარსა, ღმერთსა საფლავით აღდგომილსა.

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო

სხუა კანონი წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო.

შეჰკარ მხსნელო სიკუდილითა შენითა მტერი, და მოჰკალ, და აღდეგ მესამესა დღესა, ზეცად ამაღლდი დიდებით და ძალნი ზეცისა უხორცოთანი უგალობდეს ღმრთივ-ბრწყინუალედ, გამოუთქმელთა განგებულებათა შენთა.

მოხუედ ქუეყანად უხორცო, და ხორცნი მიიხუენ მხსნელო…

ბ-გზის.

მოხუედ ქუეყანად უხორცო, და ხორცნი მიიხუენ მხსნელო, და ჯუარცმა და სიკუდილი თავს-იდევ, და აღდეგ მკუდრეთით, და ცაჲ და ქუეყანაჲ მშჳდობითა შეაერთენ, და აღხუედ მამისა ნათლისა, დიდება წყალობათა შენთა უფსკრულსა.

მოიძიე ქრისტე ქუეყანასა ზედა შეცთომილი ცხოვარი, და…

დიდება

მოიძიე ქრისტე ქუეყანასა ზედა შეცთომილი ცხოვარი, და შერთე უცთომელთა სიტყჳერთა თანა, ამაღლდი ზეცად, და დასჯედ მარჯუენით მამისა, დიდება მრავალ-მოწყალებასა შენსა.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა…

აწ და კატავასია

ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა უგალობდე მარადის ღმრთაებასა შენსა მოწყალე.

არა დააკლდი

კონდაკი ბრმისა ხმა დ.

არა დააკლდი.

თვალითა სულიერითა დაბრმობილი, შენდა მოვივლტი ქრისტე, ვითარცა შობითგან ბრმა იგი, და სინანულით გიღაღადებ: შენ ხარ ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლად-ბრწყინუალე.

საღმრთოჲსა გულის-ხმის-ყოფისა წყაროჲ დაუწყუედელი მომმადლე ქრისტე, და…

იკოსი

საღმრთოჲსა გულის-ხმის-ყოფისა წყაროჲ დაუწყუედელი მომმადლე ქრისტე, და სიბრძნეჲ ზეგარდამოჲ, ნათელო დაბნელებულთაო, და შეცთომილთა წინამძღუარო, რათა მიუთხრნე საკჳრველებანი შენნი, ვ̅ა გუასწავებს ჩუენ სახარება, რამეთუ რომელი იგი შობითგან ბრმა იყო, ჴორციელნი თუალნი აღუხილენ, და კუალად სულისა სახედველნი განუნათლენ, ამისთჳს, მეცა გევედრები და სარწმუნოებით გიღაღადებ, განმინათლენ თუალნი სულისანი მხსნელო, რომელი ეგე ხარ ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლად-ბრწყინუალე.

მხედარნი რომელნი

ესრეთ, წარდგომა ხმა ა. მსგავსი

მხედარნი რომელნი.

თვალთა ნათელი მიჰმადლე ქრისტე შობითგან ბრმასა მას, რომელი იყო უთვალო, და გამოუცხადე ჰურიათა მაცხოვარო ჩემო დიდება შენი გამოუთქმელი, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ნათელი, ხოლო შურითა დაბრმობილ იყვნენ გონებითა, და შეურაცხ გყოფდენ ცხოვრების-მომცემელსა, და სიკუდილსა განიზრახჳდენ.

იშევ ვითარცა ჯერ გიჩნდა მაცხოვარო ჩემო, გამოჩნდი…

დიდება, აწ და. მსგავსივე.

იშევ ვითარცა ჯერ გიჩნდა მაცხოვარო ჩემო, გამოჩნდი ვითარცა ინებე, და ვნებანი თავს ისხენ, ვითარცა კაცმან, და აღდეგ ვითარცა ღმერთი, და აღხუედ დიდებით ზეცად, და შენთანა აღამაღლე ბუნებაჲ კაცთა, და დიდებით შეამკვენ.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

გალობა დ. ძლისპირი.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან პასექსა ჩუენთჳს, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელედვა.

ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე…

ბ-გზის.

ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა, პასექად წმიდა-მყოფელად, და კუალად შუენიერად საფლავით, სიმართლისა იგი მზე აღმოგვიბრწყინდა ჩუენ.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა…

ბ-გზის.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებითა ხედვითა საღმრთოდ ვიშუებთ, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

სმენა მესმა ძლიერისა

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

სმენა მესმა ძლიერისა.

მომკუდარი ესე ძელისა მიერ განმაცხოველე რაჟამს, ძელსა ზედა განიპყრენ ხელნი მხსნელო, კაცთმოყუარეო, ამისთჳს მადლობით გადიდებთ შენ.

მოწაფეთა თანა საკჳრველებით იქცეოდი მხსნელო, და ამცნებდ…

ბ-გზის.

მოწაფეთა თანა საკჳრველებით იქცეოდი მხსნელო, და ამცნებდ წარსულად ყოველსა სოფელსა, რათა ჰქადაგონ, აღდგომა შენი ცხოველს-მყოფელი.

რაჲთამცა სარწმუნო ჰყავ აღდგომა შენი ცხოველს-მყოფელი, მეგობართა შენთა მრავლითა სახითა, ეჩუენებოდი, და თანა ექცეოდი და ზრახევდ.

რაჟამს ესმა მოსლუა შენი

სხუა კანონი წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

რაჟამს ესმა მოსლუა შენი.

პირველ ცოდვითა დასჯილი, ბუნება ჩუენი უფალო, შენ მიერ მიღებითა შეიწყალა, და უგალობთ ძრწოლით აღდგომასა შენსა წმიდასა, და ვაქებთ საღმრთოსა ამაღლებასა შენსა.

განკჳრდეს წესნი ზესკნელნი, იხილეს რა მეუფეო, მიწისა ხორცთა მიერ, შემოსვა შენი, რაჟამს იგი მჯდომარე, ღრუბელთა ზედა აღხვიდოდი კამარათა ცისათა.

იხილა რა მეწამულად სამოსელი შენი მხსნელო ანგელოზთა…

დიდება

იხილა რა მეწამულად სამოსელი შენი მხსნელო ანგელოზთა კრებულმან, ზეცად აღსვლასა შენსა დიდებით, შიშითა, და სიხარულითა, აღუსებულთა თაყუანის-გცეს და გადიდებდეს.

აღვიტყუელნეთ ხელნი ჩუენნი, რამეთუ აღდგა უფალი, და…

აწ და

აღვიტყუელნეთ ხელნი ჩუენნი, რამეთუ აღდგა უფალი, და ამაღლდა დიდებით, ხორცითა ზეცად, და დაემორჩილნეს ამას, ვითარცა შემოქმედსა, ანგელოზნი ხელმწიფებანი და ძალნი.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა…

კატავასია

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა მიერ სამოთხე განეღო, და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

გალობა ე. ძლისპირი.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

უზომო იგი, მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყუელვიდეს პასქად საუკუნოდ.

ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ…

გ-გზის.

ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.

აღმსთობილნი შენ

ბ-გზის. სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

აღმსთობილნი შენ.

დაიდევ საფლავსა და მძლავრება ჯოჯოხეთისა განხეთქენ სახიერო, და პყრობილნი განათავისუფლენ.

ბევრეულნი ნიშნი სიტყჳთ აღასრულენ უფალო და მკუდრეთით…

ბ-გზის.

ბევრეულნი ნიშნი სიტყჳთ აღასრულენ უფალო და მკუდრეთით აღდგომითა ჰქმენ ცხოვრება შორის ქუეყანისა.

შობითგან ბრმისა მის, თუალნი წყუდიადნი განკურნენ მხსნელო, და მრჩობლი ბრწყინუალება მიჰმადლე მადიდებელსა შენსა.

ღამე ბნელი

სხუა კანონი წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

ღამე ბნელი.

დახსნა პატიჟნი კაცთანი მხსნელმან, და აღდგა და ამაღლდა, და მამისა მოსაყდრე ჰყუნა, რომელნი იგი ჩუენგან მიიხვნა ხორცნი და ადიდნა საყუარელნი თჳსნი.

აღდეგ საფლავით და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი მხსნელო და…

ბ-გზის. დიდება.

აღდეგ საფლავით და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი მხსნელო და ამაღლდი შენ დიდებით მამისა თანა, რომელი წიაღთაგან მისთა ყოვლადვე განუშორებელ იყავ.

სჯულისა წესნი და ღმრთის-მეტყველთა ქადაგებანი სრულ ჰყუენ…

აწ და

სჯულისა წესნი და ღმრთის-მეტყველთა ქადაგებანი სრულ ჰყუენ და ამაღლდი ზეცად მხსნელო, და შეგიწყნარა ღრუბელმან ნათლისამან, და ძრწოლით განგეხუნეს სამყარონი.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვ̅ა…

კატავასია

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვ̅ა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით, აღხედ ჯუარსა ზედა, და აღამაღლე ბუნებაჲ კაცთა, და მტერი მოაკუდინე ვ̅ა ღმერთი ხარ, ყოვლად-ძლიერო.

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

გალობა ვ. ძლისპირი.

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამდღე მკუდარი, ვითარცა იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხუენ ბჭენი სამოთხისანი.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან…

გ-გზის.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ, ყოველით ნათესავითურთ, რაჟამს აღდეგ საფლავით.

გარე-მომიცვეს

ბ-გზის. სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

გარე-მომიცვეს.

ავაზაკთა შორის ჯუარს-ეცვი კაცთმოყუარეო, და ბოროტთა ავაზაკთაგან გვიხსენ ჩუენ, ქებით მადიდებელნი და მგალობელნი აღდგომისა შენისანი.

მკუდრად უსულოდ შეირაცხე, რომელმან ეგე მიჰმადლე ცხოვრება…

ბ-გზის.

მკუდრად უსულოდ შეირაცხე, რომელმან ეგე მიჰმადლე ცხოვრება მკუდართა ქრისტე სახიერ, ხოლო აღსდეგ ღვთაებით და უხრწნელება აღმოუცენე ადამიანთა.

ეტყოდი შენ მოციქულთა შემდგომად აღდგომისა შენისა, დასხედით თქუენ იერუსალიმს ვიდრემდის შეიმოსოთ, მადლი სულისა-წმიდისა მაღლით გარდამო.

ვითარცა იგი იონა

სხუა კანონი წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

ვითარცა იგი იონა.

უცხოჲთა მით რა სახითა, გიხილეს რა აღსრული, ზეცისა ძალთა მაცხოვარ, კაცობრივთა მათ ხორცთათჳს განკჳრვებულნი, გიგალობდეს და გადიდებდეს შენ.

ყოველთა დამბადებელი დიდებით აღუალს ბრწყინუალედ მამისა თჳსისა…

ბ-გზის. დიდება

ყოველთა დამბადებელი დიდებით აღუალს ბრწყინუალედ მამისა თჳსისა თანა, ყოველი დაბადებული განსცხრებოდეთ თქუენ, და ბრწყინუალედ დღესასწაულობდით.

ყოველი ენა გალობდინ, ამაღლდა ზეცად უფალი, ხმითა…

აწ და

ყოველი ენა გალობდინ, ამაღლდა ზეცად უფალი, ხმითა ღაღადებისაჲთა და საყვირისა ოხრითა, რომელითა იგი არაოდეს დაკლებულ იქმნა.

გარე-მომიცვეს ღელუათა და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა…

კატავასია

გარე-მომიცვეს ღელუათა და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა და გიღაღადებ: მიხსენ მე კაცთმოყუარე და მაცხოვნე მე მრავალ-მოწყალეო უფალო.

არა დააკლდი

ესრეთ, კონდაკი. ხმა 8.

არა დააკლდი.

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე, და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა…

იკოსი.

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს, ვითარცა დღისი მენელსაცხებლენი დედანი და ურთიერთ-არს ეტყოდეს: მოვედით ჵ, მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ხორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა, გუამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოთ ვითარცა მოგუნი და თაყუანის-ვსცეთ და მიუძღუანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღუენი არა სახუევლითა, არამედ სუდარითა, წარგრაგნილსა და ტირილით ღაღად-ვჰყოთ: აღდეგ, ჵ მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

და სვინაქსარი თუენისა. გალობა ზ. ძლისპირი.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო, ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს აღდგომილსა და ცხოველსა თაყუანის-გცეს და პასქა ესე საიდუმლო მოწაფეთა ახარეს.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა…

ბ-გზის.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ, მხოლოსა კურთხეულსა ღმერთსა მამათასა და ზესთა აღმატებულსა.

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა…

ბ-გზის.

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა, ესე ღამე და ყოვლად-ნათლითშემოსილ დღე აღდგომისა წინა მახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა.

რომელმან იხსენ

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

რომელმან იხსენ.

ჯუარცმული რა გიხილა მზემან ბნელი შეიმოსა ქრისტე და ქუეყანა შეიძრა და მკუდარნი აღსდგეს საფლავით.

გამორახვედ საფლავით აღადგინენ მკუდარნი შენთანა, რომელნი ადიდებდეს…

ბ-გზის.

გამორახვედ საფლავით აღადგინენ მკუდარნი შენთანა, რომელნი ადიდებდეს საღმრთოსა მას ძალსა შენსა.

განთიად მსთუად მოსრულთა დედათა ესმა რა აღდგომაჲ მხსნელისა მოციქულთა თანა, სიხარულით აღივსნეს.

ყრმათა ბაბილონს

სხუა გალობა წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

ყრმათა ბაბილონს.

განხეთქე მხსნელო შუაკედელი მტერობისა ჯუარცმითა და ვნებითა, და ღრუბელთა მჯდომარე აღხედ დიდებით, დაუსაბამოსა მის მამისა შენისა და დასჯედ მარჯუენით მისა.

ხმობდეს ბრწყინუალედ ძალნი ზესკნელისანი ძალთა მიმართ, აღახუენით ბჭენი, რამეთუ მოვიდა მხსნელი განკაცებული, რომელმანცა ვნებითა დახსნა ჯოჯოხეთი და მოაკუდინა ეშმაკი.

კაცთ-მოყუარეო რასა ესრეთ მეწამულ არს სამოსელი შენი…

დიდება

კაცთ-მოყუარეო რასა ესრეთ მეწამულ არს სამოსელი შენი, ჰკითხჳდეს ძალნი მხსნელსა ზეცად რა აღვიდოდა, ხოლო მხსნელმან მიუგო კაცთა, ცხოვრებისა საწნეხელი დავწნიხე.

ჯუარცმასა შენსა და დაფლუასა და აღდგომასა გალობით…

აწ და

ჯუარცმასა შენსა და დაფლუასა და აღდგომასა გალობით ვადიდებთ მხსნელო, და ამაღლებასა შენსა დიდებულსა ქებით ვდღესასწაულობთ, შენნი მორწმუნენი და ბრწყინუალედ ვიხარებთ.

რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ…

კატავასია

რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გალობა 8. ძლისპირი.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა ვაქებდეთ, ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ და იხილენ რამეთუ…

ბ-გზის.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ და იხილენ რამეთუ აჰა მოვიდეს შენდა, ვითარცა მნათობნი, დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით, შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო…

ბ-გზის. სამებისა

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო, და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათელღებულ ვართ, და შენ გაკურთხევთ მარადის.

მამისაგან შობილსა

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

მამისაგან შობილსა.

ანგელოზნი უკუე განცვიფრდეს, გიხილეს რა ჯუარითა ვნებად ქრისტე, ყოველთა მეუფეო, და მნათობთა წესნი იცვალნეს, და ქუეყანა შეიძრა, და ძრწოლით აქებდეს სულგრძელებასა შენსა.

ჯოჯოხეთმან გიხილა რა სულთ-ითქუნა და განუტევნა შეყენებულნი…

ბ-გზის.

ჯოჯოხეთმან გიხილა რა სულთ-ითქუნა და განუტევნა შეყენებულნი მკუდარნი, რომელნი შთაენთქნეს საუკუნითგან ქრისტე, და იტყოდეს: ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ამაღლდი რა ყოვლად-ძლიერო, ჯუარსა ზედა ნებსით აღასრულენ სასწაულნი საკჳრველნი და მკუდართა თანა რა შთახედ მოაკუდინე სიკუდილი ქუესკნელს კრულნი სიმხნით გამოიყუანენ.

რომელი მხოლო არს

სხუა გალობა წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

რომელი მხოლო არს.

ნათელო ნათლისა, მამისაგან შობილო, ნათლისა ღრუბლითა ამაღლდი მთით ზეთის-ხილთათ, გხედდვიდეს რა მოწაფენი მაცხოვარ, და გიგალობდეს შენ, და გაკურთხევდეს და აღგამაღლებდეს უკუნისამდე.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით და დღეს ზეცად ამაღლდა, ვინა იგი მოვიდა ჩუენდა წყალობით, და განყოფილთა შორის მშჳდობა ჰყო, და ერთად შეაერთნა, აღვიპყრნეთ ერნო ხელნი და ვმადლობდეთ ფსალმუნთაებრ.

გალობდა პირველ დავით, და ღაღადებდა ესრეთ აღხდა…

ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.

გალობდა პირველ დავით, და ღაღადებდა ესრეთ აღხდა ქერუბიმთა ზედა, და აფრინდა ქრისტე, ფრთეთა ზედა ქართა სულიერთასა, რომელ არიან გუნდნი ანგელოზთანი, რომელნი ძრწოლით ადიდებენ მას.

თანა-ექცეოდი, აღრასდეგ მკუდრეთით შენთა მოწაფეთა და დღეს…

აწ და.

თანა-ექცეოდი, აღრასდეგ მკუდრეთით შენთა მოწაფეთა და დღეს აღიყვანენ იგინი მთასა ზედა ზეთის-ხილთასა, და რაჟამს აკურთხენ წინაშე მათსა, ღრუბლითა ნათლისათა ამაღლდი ზეცად.

მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ჴორციელ-ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

უპატიოსნესსა არა ვგალობთ. ადიდებს სული ჩემი სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. გალობა თ. ძლისპირი.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

ადიდებს სული ჩემი სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

ქრისტე ახალი პასექი, მსხვერპლი ცხოვრებისა, კრავი ღმრთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

ანგელოზი ღაღადებს მიმადლებულო წმიდაო ქალქულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ, ძე შენი აღდგა მესამე დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო გიხაროდენ.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

ანგელოზი ნათლისა დედათა უღაღადებდა, დასცხერით გოდებისაგან, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილი წარმოსტყუენა და მკუდარნი აღადგინა, ერნო გიხაროდენ.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჰშევ ქალწულო

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

ჰშევ ქალწულო.

შენ ქრისტე, ღმერთო, ჯუარცმა დაითმინე ჩუენთჳს, და მთავარნი ბნელისანი და წყევაჲ უჩინო ჰყავ, ყოველნი მორწმუნენი თაყუანის-გცემთ შენ.

გიხილა რა ქუესკნელს ჯოჯოხეთმან, განმწარდა და პყრობილნი…

ბ-გზის.

გიხილა რა ქუესკნელს ჯოჯოხეთმან, განმწარდა და პყრობილნი განუტევნა ძრწოლით ზარ-განხდილმან, და ქებით უგალობდეს ხელმწიფებასა შენსა.

სასწაულთა მათ და ნიშთა მიუწდომელთა ჰხედვიდეს რა ჰურიანი, ჯუარს აცუეს მხსნელი ჩუენი, ხოლო მან სიკუდილი მოკლა და გუაცხოვნნა ჩუენ.

მტვირთველმან

სხუა კანონი წინადღესასწაულისა. ძლისპირი.

მტვირთველმან.

ყოველი სოფელი ბრწყინუალედ დღესასწაულობს ამაღლებასა შენსა ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელსა შინა ესე აღიყვანე ბუნებაჲ ჩუენი ზეცად მამისა შენისა, რომელიცა მიიღე უცუალებელად ზესთა სიტყუისა.

ბჭენი და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ მხსნელო და აღდეგ მკუდრეთით, და ზეცას დიდებით ამაღლდი, რაჟამს ძალნი ცათანი ხმობდეს წინაშე შენსა აღებასა ბჭეთასა, ზესკნელთა ძალთა მიმართ, განკჳრვებით ხმითა სასმენელითა.

განკრთომილ რა იყუნეს ამაღლებისა შენისათჳს მოწაფენი შენნი მხსნელო, ცხადად წარმოუდგეს დღეს ანგელოზნი და რქუეს მას, რომელსა ესე ჰხედავთ ზეცად ამაღლებულსა, ეგრეთუე გარდამოხდეს დიდებით განსჯად, ყოველისა სოფლისა.

მშჳდობა რომელი მიეც მოწაფეთა შენთა, ამაღლდებოდი რა…

დიდება

მშჳდობა რომელი მიეც მოწაფეთა შენთა, ამაღლდებოდი რა ზეცად ქრისტე, მეუფეო, იგივე სახიერ ჩუენ მგალობელთა შენთა მდიდრად მოგუანიჭე, და დაჰმარხე სიყუარულით ერთობა ესე ჩუენი, რათა ერთბამად გალობით გადიდებდეთ.

ეტლ ნათლისა იქმენ მზისა მის სიმართლისა ქალწულო…

აწ და

ეტლ ნათლისა იქმენ მზისა მის სიმართლისა ქალწულო, რომელისაგან განათლდეს ბნელსა შინა მსხდომარენი სულნი და კუალად ცისკიდენი აღივსნეს ბრწყინუალებითა ღმრთაებისა მისისა ცნობითა უბიწოო, და მისთანა გალობით გადიდებენ შენ.

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს…

კატავასია

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და მეუფემან და…

განმანათლებელი დღესასწაულისა.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და მეუფემან და უფალმან და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა აღადგინე ხრწნილებისაგან და სიკუდილი დახსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.

დაბნელებულნი თუალნი სულისა ჩუენისანი განანათლენ მეუფეო და…

ბ-გზის. დიდება, აწ და ბრმისა

დაბნელებულნი თუალნი სულისა ჩუენისანი განანათლენ მეუფეო და ცოდუათაგან შემწიკულებულსა ნუ განმაგდებ, არამედ განამტკიცე გული ჩემი, რათა ცრემლითა სინანულისათა განვიბანნე ცოდუანი ჩემნი.

უფალო შობითგან ბრმა იგი, ესრეთ ეტყოდა მწუხარებით…

აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა 8. და ვგალობთ დასდებელთა. თჳთ-ხმოვანთა ბრმისათა დ. ხმა ბ.

უფალო შობითგან ბრმა იგი, ესრეთ ეტყოდა მწუხარებით თავსა თჳსსა, ნუ-უკუე ცოდუათათჳს მშობელთა ჩემთასა ვიშევ ვერას მხედველი, და ნუ-უკუემცა ტომთა ჩემთა ურწმუნოებისათჳს ვიქმენ დაკლებულ ნათელსა მას შუენიერსა და სასურველსა, და ნუ-უკუემცა არა კმა არს ესე ჩემდა, რამეთუ ღამე არიან გინა დღე არა უწყი, არამედ უფროს შემაურვებს შემუსრვა ფერხთა ჩემთა ქვათაგან, ხოლო გევედრები შენ, მზეო სიმართლისაო, ქრისტე, მომხედენ და განმანათლე.

წარრავიდოდა იესო გზასა, ჰპოვა კაცი შობითგან ბრმაჲ და შეეწყალა იგი, და დადვა თიხაჲ თუალთა ზედა მისთა და უბრძანა მას, წარუედ სილოამად და დაიბანე შენ, და მან ვითარცა დაიბანა აღიხილნა, და დიდებასა შესწირვიდა ღმრთისა, ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილუა იგი, ჰკითხჳდეს მას და ეტყოდეს. ვინ არს რომელმან იგი აღგიხილნა თუალნი შენნი, რომელსა ვერვის ეძლო ყოვლადვე განკურნებაჲ ხოლო იგი ესრეთ ჰხმობდა მათდა მიმართ. კაცმან რომელსა რქჳან იესო მან მრქუა მე, ვითარმედ დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, და დავიბანე და აღვიხილენ ვითარცა ესე მხედავთ. და უქადაგებდა მათ, იგი არს ჭეშმარიტად, რომელისათჳს რქუა მოსე სჯულსა შინა ქრისტედ და მეუფედ, ესე არს ნათელი ყოველთა დაბნელებულთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ მორწმუნენო, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა.

ყოველივე ცხოვრებაჲ თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა…

ხმა დ.

ყოველივე ცხოვრებაჲ თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა და სატანჯუელად, და ჰხმობდა შენდა მომართ.ქრისტე მაცხოვარ ძეო დავითისო, განახუენ თუალნი ჩემნი დაბნელებულნი, რათა ყოველთა თანა მეცა ვაქებდე და უგალობდე ძლიერსა ძალსა შენსა, და წყალობათა შენთა აურაცხელთა კაცთმოყუარე.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე…

ხმა ე.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე კაცი ბრმაჲ შობითგან, და განკჳრდეს მოწაფენი შენნი, გკითხჳდეს და გეტყოდეს. ვინ ცოდა უფალო, ამან ანუ-თუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ესრეთ ბრმა იშვა. ხოლო შენ მაცხოვარ ასწავებდი მათ და ეტყოდი: ვითარმედ არცა ამან სცოდა არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა ამას ზედა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა, და ჩემდა ჯერ არს მომავლინებელისა ჩემისა საქმეთა ქმნად, რომელისა ვერვის ძალ უძს ქმნად და ვითარცა ესე სთქუ, ნერწყვე და შეჰქმენ თიხაჲ იგი, და სცხე იგი თუალთა მისთა, და არქუ მას ესრეთ: ვითარმედ წარუედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე, და ვითარცა დაიბანა მყის განიკურნა იგი, და ხმობდა შენდა მომართ: მრწამს მე უფალო, და შეგივრდა შენ ძრწოლით და თაყუანის-გცა, ჩუენცა გიღაღადებთ მისთანა ყოვლად-ძლიერო, თუალნი სულთა და ხორცთა ჩუენთანი განგვინათლენ და შეგვიწყალენ ჩუენ.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

ესრეთ დასდებელნი პასექისანი ჩასართავითა მათითა. აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით, არქუთ მოწაფეთა მისთა, აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა, და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

დიდება, აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

თანადაუსაბამოსა მას

დიდება მაღალი, გრძლად. ტროპარი ხმა ე.

თანადაუსაბამოსა მას.

თანადაუსაბამოსა მას

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა, მისი. კუერექსი. და განტევებასა ზედა მოიხსენების წმიდა, რომელიცა დახვდების დღესა მას. და ჟამი ა. სტოვასა შინა. ჟამნსა ზედა, ა. ვიტყვით ფსალმუნთა ჩვეულებრთა. დიდებასა ზედა, ტროპარი.

თანადაუსაბამოსა მას.

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

რამე სახელ-გდვათ.

შემდგომად წმიდაო ღმერთოსა.

თვალითა სულიერითა

კონდაკი

თვალითა სულიერითა.

და სრული განტევება ჩვეულებისაებრ. და სხუათა მათ…

და სრული განტევება ჩვეულებისაებრ. და სხუათა მათ ჟამნობათაცა სამ ფსალმუნთა, ვიტყვით პირველ ლიტურგიისა. დაწყება ლიტურგიისა იქმნების, ვითარცა თჳთ პასექისა.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

მომიხსენენი კანონისაგან პასექისა, გალობა გ. მუხლი დ.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა, ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომელითა განვსძლიერდით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები…

ბ-გზის.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან…

გალობა ვ. მუხლი დ.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხუენ ბჭენი სამოთხისანი.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან…

ბ-გზის. დიდება

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ, ყოველით ნათესავითურთ, რაჟამს აღდეგ საფლავით.

თანადაუსაბამოსა მას

აწ და იგივე. შემდგომად შესლვისა, ტროპარი.

თანადაუსაბამოსა მას.

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკვდაო, არამედ…

დიდება. კონდაკი ბრმისა, აწ და. პასექისა.

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკვდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე, და აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა

და შემდგომი, წარდგომა პასექის სამოციქულოდან.

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ

ალილუია, პასექისა. ხოლო სამოციქულო და სახარება დღისა მხოლოდ, და სხუა ყოველი აკოლოთია აღდგომისა, განიცადე.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ.

ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა

ხოლო ვიტყვით ფსალმუნსაცა,

ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა.

ესრეთ ჰყოფს მღუდელი განტევებასა პასექისა, ჯუარითა

ესრეთ ჰყოფს მღუდელი განტევებასა პასექისა, ჯუარითა. და შემდგომი ყოველივე იგალობების ლიტურგიისა, ვითარცა უჩენს თჳთ დღესა მას პასექისა. და ესრეთ წარიგზავნების დღესასწაული წმიდისა, და ცხოვრება-შემოსილისა ქრისტეს აღდგომისა. ტრაპეზსა ზედა იქმნების დიდი ნუგეშინის-ცემა ძმათა მიერ, ესე იგი ზეთითა, თევზითა და ღვინითა.