გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-6 შვიდეული · პარასკევი 1 / 30ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოხედ ჩუენდა, ნუ დამიტეობ…

აღდგომიდან მე-6 შვიდეული · პარასკევი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 9 წთ

ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოხედ ჩუენდა, ნუ დამიტეობ…

არა წავიკითხავთ ფსალმუნთა. ხოლო სადაცა არა ყოფილ არს ღამისთევაჲ, მუნ წაიკითხვის კანონი რიგისა, უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა თჳთ-ხმოვანთა დღესასწაულისათა გ. და თუენისათა გ. დღესასწაულისა. ხმა ა.

ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოხედ ჩუენდა, ნუ დამიტეობ ობლად ქრისტე მაცხოვარ, მოვედინ სული-წმიდა მდიდრად ჩუენ ზედა და სოფელსა შენსა მოანიჭე მშჳდობაჲ, უჩუენე ძეთა კაცთა სახიერ, საქმეჲ ძლიერებისა და წყალობისა მხოლოო კაცთ-მოყუარეო, ყოვლად-ძლიერო, რათა ეგოს ჩუენთანა და გუფარვიდეს ჩუენ.

აღხედ ქრისტე მამისა მხოლოსა თანა, რომელი წიაღთაგან მისთა საღმრთოთა განუშორებელ იყავ სამარადისოდ, და ძალთა ზესკნელთა სამ წმიდასა შესხმასა არა შემატეს შესხმად, ერთად მხოლოდ ძედ გიცნეს ხორცთ-შესხმისაცა შემდგომად, თანასწორად მამისა, მოწყალებათა შენთა ურიცხუთა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

ანგელოზნი ეტყოდეს ქადაგთა შენთა, კაცნო გალილეველნო რასა ჰხედავთ თქუენ ზეცად მიმართ და გიკვირთ, ესე იესო ამაღლდა თქუენგან ზეცად, ხოლო თქუენ ჰმონებდით მას სიწმიდით და კრძალულებით, რამეთუ ესე არს ქრისტე ღმერთი დაუსაბამო, და მცნებათა მათ მისთა აღასრულებდით.

იშევ ვითარცა ჯერ გიჩნდა, გამოჩნდი ვითარცა ინებე…

დიდება წმიდისა უკუეთუ აქუნდეს უკუეთუ არა დიდება, აწ და. ხმა ბ.

იშევ ვითარცა ჯერ გიჩნდა, გამოჩნდი ვითარცა ინებე, ივნე ხორცითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, აღდეგ მკუდრეთით, და დათრგუნე სიკუდილი, ამაღლდი დიდებით, და მოგუივლინე ჩუენ სული-წმიდა ნუგეშინის-მცემელი, გალობა და დიდება შენდა, რომელმან ყოველივე დაბადე ჩემთჳს.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა…

წარდგომა დიდი. ხმა ზ.

ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ყოველივე რაჲცა უნდა ქმნა.

გამოსლუასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლისაგან იაკობისა

მუხლი

გამოსლუასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლისაგან იაკობისა.

ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნ…

მუხლი

ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნ იქცა მართლუკუნ.

რაჲ არს შენდა ზღაო რამეთუ ივლტოდი, და…

მუხლი

რაჲ არს შენდა ზღაო რამეთუ ივლტოდი, და შენ იორდანე რამეთუ უკუნ იქეც მართლუკუნ.

ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა

და კუალად.

ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.

რაჟამს ძელისაგან

კუერექსი. ვთქუათ ყოველთა და აღუსრულოთ სამწუხრო. სტიქარონსა ზედა, დასდებელი ხმა ბ. მსგავსი.

რაჟამს ძელისაგან.

რაჟამს აღვიდა მთასა ზეთის-ხილთასა ყოველთა აღმავსებელი, მაშინ ჰრქუა მოწაფეთა: მოიწია ჟამი ამაღლებისა ჩემისა, წარუედით და ასწავეთ წარმართთა, რაოდენი რა გესმათ პირისაგან ჩემისა, და ესრეთ ამაღლდა დიდებით ღრუბლითა ნათლისათა ზეცად, ხოლო მოციქულნი ძრწოლით თაყუანის-ცემდენ.

რაჟამს განხვედ ვიდრე ბეთანიადმდე დედისა თანა, და…

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.

რაჟამს განხვედ ვიდრე ბეთანიადმდე დედისა თანა, და მოწაფეთა შენთა უფალო, მაშინ აღიპყრენ ხელნი შენნი და აკურთხენ იგინი, და მყის ღრუბელმან ნათლისამან თუალთაგან მათთა შეგიწყნარა, და ამაღლდი და დასჯედ მარჯუენით მამისა, რომელი მისთანა თაყუანის-იცემები სულით-წმიდითურთ და მარადის იდიდები.

მოვედით და აღვიდეთ გონებითა, მთასა ზეთის-ხილთასა ძმანო…

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.

მოვედით და აღვიდეთ გონებითა, მთასა ზეთის-ხილთასა ძმანო მსგავსად მოციქულთა, და აღვიპყრნეთ სიმაღლედ გულნი და გონებანი, და ვიხილოთ უფალი მჯდომარედ ფრთეთა ზედა ქართასა, და აღმავალი ზეცად, და მადლობით და სიხარულით და ძრწოლით თაყუანი-ვსცეთ და ვთქუათ: დიდება ამაღლებასა შენსა მოწყალე.

მთათა შინა წმიდათასა, განვიცდით ჩუენ ამაღლებასა შენსა…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

მთათა შინა წმიდათასა, განვიცდით ჩუენ ამაღლებასა შენსა, ქრისტე ღმერთო ნათელო და ბრწყინუალებაო დიდებისა მამულისაო, მივხედავთ ჩუენ ხატსა შენსა ელვარესა საკჳრუელსა, და განუცდელსა თუალთა მიერ, თაყუანის-ვსცემთ შენთა ცხოველს-მყოფელთა ვნებათა, და ვადიდებთ აღდგომასა დიდებულსა, და პატივს-ვცემთ შენსა ამაღლებასა ყოვლად-დიდებულსა და ღმრთივ-ბრწყინუალესა. შეგვიწყალენ ჩუენ ყოვლად-ძლიერო მეუფეო შენნი მადიდებელნი.

ამაღლდი დიდებით ქრისტე

ტროპარი დღესასწაულისა

ამაღლდი დიდებით ქრისტე.

და განტევება, აკოლოთია თუენისა რიგის წმიდისა, რომელიცა…

და განტევება, აკოლოთია თუენისა რიგის წმიდისა, რომელიცა დაემთხვიოს ამაღლებისა დღესასწაულსა, იგალობების სერობასა ზედა.

უღმრთოთა ვერ იხილონ დიდება შენი ქრისტე, ხოლო…

სამსაგალობელი. ხმა დ. გალობა ე. ძლისპირი.

უღმრთოთა ვერ იხილონ დიდება შენი ქრისტე, ხოლო ჩუენ მონანი შენნი ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ, ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი კაცთ-მოყუარე.

ამაღლდი ზეცად ქრისტე, ცათა დაუკლებელო, და ღმრთისა მამისა თანა და სულისა-წმიდისა მარადის მოსაყდრეო და მგალობელნი შენნი მოციქულნი აცხოვნენ კაცთ-მოყუარე.

უხორცოთა წესმან გიხილეს რა უფალო ხორცითა ცად აღმავალი, განიხარეს და განკჳრდეს და უგალობდეს შენსა აურაცხელსა კაცთა მომართ სიტკბოებასა.

მიღებული ბუნება ჩუენგან ქრისტე სახიერ განაშვენე და…

დიდება

მიღებული ბუნება ჩუენგან ქრისტე სახიერ განაშვენე და საყდართა მამისათა დასვი, რომელითა გეგულვების მოსლუა ყოვლად-ძლიერო განსჯად ყოველთა დაბადებულთა.

გონებითა წმიდითა ვადიდებდეთ წმიდასა ქრისტეს მხსნელისა დედასა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

გონებითა წმიდითა ვადიდებდეთ წმიდასა ქრისტეს მხსნელისა დედასა საღმრთოთა საქმეთა მიერ განშუენებულნი, მადლობით უგალობდეთ შემამკობელსა იაკობისსა.

მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი…

გალობა 8. ძლისპირი

მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი რაჟამს იგი შეაცვრიე, სახმილით ღაღადებდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

ქერუბიმთა ზედა მჯომარე ღმერთი ამაღლდი დიდებით ვ̅ეღა იგი გხედვიდეს ქადაგნი შენნი და მადლობით ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

ზღუდე მტერობისა დახსენ მაცხოვარ და დააგენ კაცნი ღმერთსა მამასა, და ამაღლდი რა აღამაღლენ ხორცნი იგი რომელ ჩუენგან მიიხუენ, უმაღლეს ძალთა და მთავრობათა.

აკურთხნა რა მხსნელმან ქადაგნი თჳსნი, განვლნა სამყარონი…

დიდება

აკურთხნა რა მხსნელმან ქადაგნი თჳსნი, განვლნა სამყარონი და მოუვლინა სული-წმიდა მოციქულთა და ღმრთივ-ბრწყინუალედ ხმობდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

ზოგადსა სოფლისა სალხინებელსა, მსწრაფლსა შეწევნასა მორწმუნეთასა, მიზეზსა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ზოგადსა სოფლისა სალხინებელსა, მსწრაფლსა შეწევნასა მორწმუნეთასა, მიზეზსა ცხოვრებისასა და კიბესა ცად აღმყვანებელსა, დედასა ღმრთისასა ვადიდებდეთ.

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით…

გალობა თ. ძლისპირი

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ ღმრთის-მშობელო მარადის ყოველნი გადიდებთ.

მთით ზეთის-ხილთათ ქრისტე ღრუბელმან, ვითარცა საყდარმან შეგიწყნარა თუალთაგან მოწაფეთა, რომელნი ხმობდეს, ნუ დამიტეობ ჩუენ ობლად მრავალ-მოწყალე, რომელნი ესე შემიყვარენ.

გარდამოხედ ზეცით თჳნიერ ხორცთასა, ხოლო აწ აღხვალ ზეცას ხორცითა, და ბჭენი ცათანი შიშით განეხმიან მხსნელო, და ანგელოზთა დაუკვირდების ჩუენთჳს დიდი წყალობა

რასა სდგათ და ხედავთ განსაკრთომელსა ამაღლებასა ქრისტესა…

დიდება

რასა სდგათ და ხედავთ განსაკრთომელსა ამაღლებასა ქრისტესა, ეტყოდეს უხორცონი ქადაგთა შენთა, ესრეთვე მოვიდეს კუალად დიდებით განკითხვად კაცთა, ვითარცა ხედავთ ამაღლებულსა.

ხედვიდა რა ქალწული უბიწო ძისა თჳსისა ამაღლებასა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ხედვიდა რა ქალწული უბიწო ძისა თჳსისა ამაღლებასა, ესრეთ უღაღადებდა, აღხვალ დაუსაბამოსა მამისა მხსნელო და ზესკნელთა და ქუესკნელთა დიდებით აღავსებ.

ბრძანებული საიდუმლო

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა. შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა ხმა 8. მსგავსი.

ბრძანებული საიდუმლო.

მთასა მას ზეთის-ხილთასა აღხუედ რა მოწყალეო იესო, და მუნით ზეცად ამაღლდი, მაშინ აღგიტაცა შენ ღრუბელმან ქუეყანით ზეცად მიმართ, რაჟამს მოწაფეთა იხილეს სასწაული საშინელი, ხოლო უხორცოთა ძალნი, ზეცისა მხედრობათა მიმართ იტყოდეს: აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, მათ თანა ჩუენცა გიგალობთ ყოველთა ღმერთსა.

სიბრძნე

დიდება აწ და, იგივე შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.

სიბრძნე.

აღხედ ღრუბელთა ზედა ცისათა და დაუტევე ქუეყანასა ზედა მშჳდობა, აღხუედ და დასჯედ მარჯუენით მამისა ძე მხოლოდ-შობილი, და სულისა-წმიდისა თანასწორი ღმერთი, რომელი ხორცითა გამოჩინებულ იქმენ, არამედ არა იცვალე, ამისთჳს მოველით აღსასრულსა განკითხვად სოფლისა, მართლმსაჯულო უფალო შეიწყალენ სულნი ჩუენნი, და ცოდუათა მოტევება გარდამოგუივლინე, რომელნი ძრწოლით თაყუანის-ვსცემთ დიდებულსა ამაღლებასა შენსა.

სახლო ევფრათასო

დიდება, აწ და. იგივე. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა. ძლისპირი ორ-ორგზის, და ტროპარი ვ. ხოლო კანონი დღითი დღე წაიკითხვის შეცვლით. და თუენისა მუხლი დ. შემდგომად გ. გალობისა, კონდაკი და იკოსი წმიდისა, და წარდგომა მისი. დიდება, აწ და. დღესასწაულისა. შემდგომად ვ. გალობისა, კონდაკი დღესასწაულისა, და იკოსი. შემდგომად თ. გალობისა. განმანათლებელი დღესასწაულისა. დიდება წმიდისა უკუეთუ არს, და უკუეთუ არა დიდება, აწ და დღესასწაულისა. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

ჵ საკჳრუელი ახალი შუენიერი, ვითარ კაცობრივითა ბუნებითა ზეცად ამაღლდა, და შეიერთა ბუნებაჲ ჩუენი ღმრთაებასა თჳსსა, და დასვა ზეცად მამისა თანა ყოველისა მპყრობელისა.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ ბრწყინუალე და ყოვლად-შუენიერი დღე მეუფისა…

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ ბრწყინუალე და ყოვლად-შუენიერი დღე მეუფისა საღმრთო ზეცად ამაღლება, რომელიცა განანათლებს ყოველთა.

ვითარცა მოწაფეთა შენთა გარდამოუვლინე მაღლით სული შენი…

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი, ხმითა საყვირისათა.

ვითარცა მოწაფეთა შენთა გარდამოუვლინე მაღლით სული შენი წმიდა, ეგრეთუე ერთაცა შენთა გარდამოუვლინე მადლი შენი, ქრისტე მაცხოვარო ჩუენო.

უფალო ოდეს იგი ამაღლდი ზეცად, ვინაჲთგან განუშორებელ…

დიდება, აწ და. ხმა ე.

უფალო ოდეს იგი ამაღლდი ზეცად, ვინაჲთგან განუშორებელ იყავ, მამისაგან, მაშინ ანგელოზთა, მხედრობანი და ძალნი უხორცოთანი, სიხარულით ღაღადებდენ ზეცისა ძალთა მიმართ, აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რამეთუ შემოვალს მეუფე დიდებისა, და მყის აღგიტაცეს ხორციელითა ხატითა ქერუბიმთა, და აღგამაღლეს ცათა შინა და სიხარულით იტყოდეს: უფალო დიდება შენდა.

და განტევება. და შემდგომად ცისკრისა

და განტევება. და შემდგომად ცისკრისა. ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი. კანონისაგან დღესასწაულისათა. გალობა ა. ძლისპირით. მუხლი ვ.