გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-6 შვიდეული · ორშაბათი 1 / 30ნათელი ხარ ყოველთა კაცთა, და ბრწყინუალება უხილავისა…

აღდგომიდან მე-6 შვიდეული · ორშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 13 წთ

ნათელი ხარ ყოველთა კაცთა, და ბრწყინუალება უხილავისა…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. დღესასწაულისა გ. და თუენისა გ. დღესასწაულისა. ხმა ე. მსგავსი გიხაროდენისა.

ნათელი ხარ ყოველთა კაცთა, და ბრწყინუალება უხილავისა მამისა, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, განმანათლებელო და შემოქმედო ყოველთაო, რომელნი გიცნობთ ღმერთად და მეუფედ, რომელმან განხრწნილი მიწიერი ბუნებაჲ ჩუენი განაახლე, და ნერწყვითა პირსა შენისათა, და შეხებითა უხრწნელისა თითისა შენისათა, და ძალისა ღმრთაებისათა ნათელი მიჰმადლე შობითგან ბრმასა მას, რომელიცა პირველ შობითგან ბრმა იყო, და არა ეხილუა ბრწყინუალებაჲ მზისა, ხოლო ოდეს გიხილა მზე ეგე სიმართლისა, რომელმანცა ხატად შენდა შეჰქმენ კაცნი, და შეიმოსე ბუნებაჲ მოკუდავი, გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა, შემოქმედო ყოველთაო, უფალო დიდება შენდა.

ნათლისაგან განშორებული, და თუალთა მიერ კაცობრივისა ბუნებისათა პირველ დაბნელებული, და სიმდიდრისა ამის სოფლისაგან დაკლებული, შობილი დედის მუცლითგან ბრმა იგი ჰგონებდა, ვითარმედ იგი არა არს შემოქმედი, რომელმან აღუხილა თუალნი მისნი, რამეთუ მრავალ-გზის წარცემდა ქვათა ფერხსა, ხოლო რაჟამს მიენიჭა შენ მიერ მეუფეო ნათელი მშჳდობისა, მაშინ სცნა რამეთუ შენ ხარ დამბადებელი ნათლისა, და მეუფე ყოველთა დაბადებულთა, და ღმერთად, და კაცად აღგიარა, შემოქმედი ყოველისა სოფლისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა.

პირითა სულითა და გონებითა, და ხილულითა თუალითა გუამისათა, ორკერძოვე განაბრწყინვე, ნერწყვითა პირისა შენისათა, შობითგან ბრმა იგი, რომელსაცა ბრმად უწოდდენ, დაბადებულნი შენნი ყოვლად-მოწყალეო უფალო, ჵ ყოვლად-საკჳრუელო ხმა რომელითა ღაღადჰყო, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი ყოველისა სოფლისა, და ეტყოდა მწიგნობართა მხურუალითა გულითა, რამეთუ იგი არს რომელისად თქუენ ვერ შემძლებელ ხართ სიტყუის მიცემად, და ვერცა ხილუად, რამეთუ ბრმანი ხართ და წინამძღუარნი ბრმათანი, ხოლო მათ განაძეს გარე კრებულისაგან, და დასაჯეს იგი.

უფალო შობითგან ბრმა იგი, ესრეთ ეტყოდა მწუხარებით…

და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ბ.

უფალო შობითგან ბრმა იგი, ესრეთ ეტყოდა მწუხარებით თავსა თჳსსა ნუ-უკუე ცოდუათათჳს მშობელთა ჩემთასა ვიშევ ვერას მხედველი, და ნუ-უკუემცა ტომთა ჩემთა, ურწმუნოებისათჳს ვიქმენ დაკლებულ, ნათელსა მას შუენიერსა და სასურველსა, და ნუ-უკუემცა არა კმა არს ესე ჩემდა, რამეთუ ღამე არიან გინა დღე არა უწყი, არამედ უფროს შემაურვებს, შემუსრვა ფერჴთა ჩემთა ქვათაგან, ხოლო გევედრები შენ მზეო სიმართლისაო ქრისტე, მომხედენ და განმანათლე.

პატიოსნისა ჯუარისა შენისა მიერ ქრისტე, ეშმაკი სირცხვილეულ…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. აღდგომისა. ხმა ე.

პატიოსნისა ჯუარისა შენისა მიერ ქრისტე, ეშმაკი სირცხვილეულ ჰყავ, და აღდგომისა შენისა მიერ საწერტელი ცოდვისა მოაუძლურე, და მიხსენ ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა, და გადიდებთ შენ მხოლოდ-შობილო.

უფალო ცოდუასა არა დავცხრები, და კაცთ-მოყუარებისა შენისა…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. სინანულისა

უფალო ცოდუასა არა დავცხრები, და კაცთ-მოყუარებისა შენისა ღირს ყოფასა, ვერ გულის-ხმა-ვყოფ, მძლე ექმენ სიბრმესა ჩემსა, მხოლოო სახიერო და შემიწყალე მე.

რომელთა ქუეყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავთ, და სატანჯუელთა ახოვნად…

მიწყალენ ჩუენ უფალო მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა

რომელთა ქუეყანისა ყოველივე შეურაცხ-ჰყავთ, და სატანჯუელთა ახოვნად შებმა უყავთ, ნეტარისა მის სასოებისაგან არა განსცრუენით, არამედ ზეცათა სასუფეველისა მკჳდრად გამოჩნდით, ყოვლად-ქებულნო მარტჳლნო, და კადნიერება გაქუთ ღმრთისა მიმართ კაცთ-მოყვარისა, ითხოვეთ სოფლისათჳს მშჳდობაჲ, და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.

წარრავიდოდა იესო გზასა, ჰპოვა კაცი ბრმაჲ შობითგან…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

წარრავიდოდა იესო გზასა, ჰპოვა კაცი ბრმაჲ შობითგან, და შეეწყალა იგი, და დასდვა თიხაჲ თუალთა მისთა და უბრძანა მას, წარუედ სილოამად და დაიბანე შენ, და მან ვითარცა დაიბანა აღიხილნა, და დიდებასა შესწირვიდა ღმრთისა, ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილუა იგი კითხჳდეს მას, და ეტყოდეს, ვინ არს რომელმან იგი აღგიხილნა თუალნი შენნი, რომელთა ვერ ვის ეძლო ყოვლადვე განკურნება, ხოლო იგი ესრეთ ხმობდა მათდა მიმართ. კაცმან რომელსა რქჳან იესო, მან მრქუა მე, ვითარმედ დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა და დავიბანე და აღვიხილენ ვითარცა ესე ხედავთ, და უქადაგებდა მათ: იგი არს ჭეშმარიტად, რომელისათჳს თქუა მოსე სჯულსა შინა ქრისტედ და მესიად, ესე არს ნათელი ყოველთა დაბნელებულთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ მორწმუნენო, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა.

დიდება შუენის ღმერთსა

სამსაგალობელი ხმა ე.

დიდება შუენის ღმერთსა.

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი…

გალობა ა. ძლისპირი

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი თჳსი ზღუასა და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

ჯუარითა შენითა ცხოველითა უფალო წყევისა მისგან ძელისა ვიხსნენით შენ მიერ, ამისთჳს ვაქებთ წყალობათა შენთა და შენ მხოლოსა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.

რომელი ჯუარს-ეცუა ნებსით ჩუენთჳს და აღდგა მკუდრეთით, და წარმოსტყუენა ჯოჯოხეთისა და სიკუდილისა მძლავრება, ქრისტემან მხსნელმან ჩუენმან მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

იხილეს დედათა ელვარე ანგელოზი, რომელი იგი დამბადებელისა…

დიდება

იხილეს დედათა ელვარე ანგელოზი, რომელი იგი დამბადებელისა აღდგომასა ახარებდა, სიხარულითა აღუსებულნი, მას მხოლოსა გალობით უგალობდეს.

აღმოსავალ მზისა იწოდე ღმრთის-მშობელო, რომელმან იგი გვიხსნა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

აღმოსავალ მზისა იწოდე ღმრთის-მშობელო, რომელმან იგი გვიხსნა ბნელისაგან უმეცრებისა და კერპთა წყუდიადი განსდევნა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ არს.

მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა და აღსასრულსა…

გალობა 8. ძლისპირი

მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ხირციელქმნილსა მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღმერთი რა ხორცითა ჯუარცმული მზემან გიხილა, დაშრტა იგი და კლდენი განსქდეს მაცხოვარ და ქუეყანა ძრწოდა და გალობდა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

აღდგა მკუდრეთით მესამესა დღესა მხსნელი და თანა აღადგინა ბნელსა შინა მსხდომარენი დასაბამითგან დასჯილნი და ხმობენ მღუდელნი აკურთხევდით ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ეჩუენე შემდგომად აღდგომისა მოციქულთა შენთა უფალო და აღავსენ სიხარულითა მიუწდომელითა და ხმა-ჰყუეს მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

მამასა მიზეზსა ყოველისასა და ძესა თანასამარადისოსა სულით-წმიდითურთ…

დიდება

მამასა მიზეზსა ყოველისასა და ძესა თანასამარადისოსა სულით-წმიდითურთ სამებასა დაუბადებელსა მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

საუკუნოსა დასჯისაგან და სატანჯუელთაგან გვიხსენ ქალწულო ჩუენ…

აწ და ღმრთის-მშობლისა

საუკუნოსა დასჯისაგან და სატანჯუელთაგან გვიხსენ ქალწულო ჩუენ მადიდებელნი შენნი და ქრისტეს მგალობელნი, რომელნი ვხმობთ მღუდელნი აკურთხევდით,ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

შევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამო გამოუთქმელი, ამისთჳს…

გალობა თ. ძლისპირი

შევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამო გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

განიპყრენ მკლავნი ჯუარსა ზედა ქრისტე და მიმძლავრებულნი ესე მრავალთა ღონეთაგან მაცთურისათა მიხსენ მრავალ-მოწყალე.

ბჭენი და მოქლონნი სიკუდილისანი შემუსრენ აღდგომაო სოფლისაო და მესამესა დღესა აღდეგ მკუდრეთით მაცხოვარ და მაცხოვნე მე.

აღმოუცენე კაცთა ცხოვრება საუკუნო, აღდეგ რა მკუდრეთით…

დიდება

აღმოუცენე კაცთა ცხოვრება საუკუნო, აღდეგ რა მკუდრეთით ქრისტე და ამაღლდი დიდებით წინაშე წმიდათა მოწაფეთა შენთა.

მოწყალე ჰყავ ჩუენთჳს ძე შენი ღმრთის-მშობელო, რომელნი…

აწ და ღმრთის-მშობლისა

მოწყალე ჰყავ ჩუენთჳს ძე შენი ღმრთის-მშობელო, რომელნი სარწმუნოებით გალობით გადიდებთ შენ, და გვიხსენ საცთურთაგან ეშმაკისათა.

თანა დაუსაბამოსა

შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომაჲ. ხმა ე. მსგავსი.

თანა დაუსაბამოსა.

ჯუარსა უფლისასა შევასხმიდეთ, და საფლავსა წმიდასა გალობით პატივს-ვსცემდეთ, და აღდგომასა მისსა აღუამაღლებდეთ, რამეთუ აღმადგინნა მკუდარნი საფლავთაგან ვითარცა ღმერთი-არს, და დახსნა სიმტკიცე სიკუდილისა და ძალი მტერისა, და ჯოჯოხეთისა მყოფთა ნათელი გამოუბრწყინდა.

ყოველნი ვიღვიძებდეთ, და ქრისტესსა მივეგებოდეთ მორწმუნენო სიმრავლითა…

უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

ყოველნი ვიღვიძებდეთ, და ქრისტესსა მივეგებოდეთ მორწმუნენო სიმრავლითა ზეთისათა და ლამპრითა ბრწყინუალითა, რათა სასძლოსა მას შინაგან ღირს ვიქმნეთ, რამეთუ რომელი კარსა გარეგან დაშთეს, ურგებად ხმობდეს ღმრთისა მიმართ, შემიწყალე მე უფალო.

უფალო სასმელსა ვნებისა შენისასა, ღუაწლით-შემოსილნი შენნი მოშურნე…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა

უფალო სასმელსა ვნებისა შენისასა, ღუაწლით-შემოსილნი შენნი მოშურნე გექმნნეს, დაუტევეს სოფლისა ამის სიხარული, იქმნეს თანამოდასე ანგელოზთა, მათითა მეოხებითა მომადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ანგელოზთა თანა ზეცისათა, კაცნი ქუეყანისანი ხმითა სიხარულისათა…

დიდება, აწ და.

ანგელოზთა თანა ზეცისათა, კაცნი ქუეყანისანი ხმითა სიხარულისათა ღმრთის-მშობელო გიღაღადებთ შენ გიხაროდენ ბჭეო ცათა უვრცელესო, გიხაროდენ, რომელი იქმენ შუამდგომელ ზეცისა და ქუეყანისა, გიხაროდენ პატიოსანო ნიჭო სულთა ჩუენთაო, გიხაროდენ, მიმადლებულო, რომელმან გვიშევ ღმერთი ხორცითა, ცხოვრებად სულთა ჩუენთა.

თანა დაუსაბამოსა

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ე. მსგავსი.

თანა დაუსაბამოსა.

პირველ ჯუარ-ცმისა შენისა და აღდგომისა, წარრახვიდოდი შენ სახიერ, გიხილა შობითგან ბრმამან, და მხურუალედ გიღაღადა, ძეო დავითისო შემიწყალე მე, და მოეც თუალთა ჩემთა ნათელი, რათა მეცა გიხილო შენ, მეყუსეულად ჰსცხე თიხაჲ ნერწყვითა, და ნათელი ნათლისა მიანიჭე მადლითა შენითა უფალო დიდება შენდა.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და. იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

უფალო დაბეჭდულით საფლავით, უსჯულოთა მიერ გამოხუედ, ხელმწიფებით…

სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი. დღესასწაულისა ძლისპირითა მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, აღვიღებთ, მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა რუა-ხმათასა. ხმა ე.

უფალო დაბეჭდულით საფლავით, უსჯულოთა მიერ გამოხუედ, ხელმწიფებით, ვითარცა იშევ ღმრთის-მშობლისაგან, არა ცნეს ვითარ ხორცნი შეისხენ, უხორცოთა შენთა ანგელოზთა, და ვერ აგრძნეს ოდეს აღდეგ მცუელთა შენთა მხედართა, რამეთუ ორკერძოვე დაბეჭდულ არს გამომეძიებელთათჳს, რამეთუ ცხად არიან საკჳრუელებანი საიდუმლოსანი, სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა, რომელსა უგალობთ, მომეც ჩუენ სიხარული და დიდი წყალობაჲ.

ჵ მე რასა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღვსა…

ბ-გზის.

ჵ მე რასა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღვსა, და მეშინის წყევისა მისგან და მოკუეთისა, არამედ შენ ზეცათა მუშაკო ქრისტე ღმერთო, უნაყოფო სული ჩემი ნაყოფიერად გამოაჩინე, და ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა შემიწყალე და შემიწყნარე.

კურთხეულ არს მხედრობა მეუფისა ცათასა, რამეთუ დაღაცათუ…

მოწამეთა

კურთხეულ არს მხედრობა მეუფისა ცათასა, რამეთუ დაღაცათუ ქუეყანისა ნაშობნი იყუნეს ღუაწლით-შემოსილნი, არამედ ანგელოზთა დიდებასა მიწევნად მოსწრაფე იქმნნეს, ხორცნი უგულებელს-ყვნეს, და ვნებათა მიერ უხორცოთა ღირს იქმნნეს, ლოცვითა მათითა გარდამოგუივლინენ ჩუენ უფალო დიდი წყალობაჲ.

ყოველივე ცხოვრება თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

ყოველივე ცხოვრება თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა და სატანჯუელად, და ხმობდა შენდა მომართ, ქრისტე მაცხოვარ ძეო დავითისო, განახუენ თუალნი ჩემნი დაბნელებულნი, რათა ყოველთა თანა, მეცა ვაქებდე, და უგალობდე ძალსა შენსა ძლიერსა, და წყალობათა შენთა აურაცხელთა კაცთ-მოყუარეო.

ღირსო მამაო

აღვივსენითსა ზედა, დასდებელი დღესასწაულისა. ხმა ე. მსგავსი.

ღირსო მამაო.

დაბრმობილსა მას შობითგან ბრმასა ვერას მხედველსა, სულითა და გონებითა დაბნელებულნი, და ხორცისა თუალითა ურგებად მხედველი ბილწნი ჰურიანი, მოუწოდეს და კითხჳდეს მრისხანებით, აწ, ვითარ ხედავ, რომელი პირველ შობითგან იყავ დაკლებულ ნათლისა ბრმა ეგე, და გზასა ზედა სჯედ მთხოველად, ხოლო მან, უჩუენა ნათლისა მომცემელი, რომელმან შექმნა ბრწყინუალედ სოფელი, ძეღმრთისა დაუსაბამო, რომელიცა პირველ საუკუნეთა იყო, და უკანასკნელსა ჟამსა იშუა ქალწულისაგან, და კაცთა შორის გამოჩნდა წყალობით, და მოსცა სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ვითარცა მძიმისა ტვირთისა მიწიერისა მზიდავი ბრმა იგი…

მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე.

ვითარცა მძიმისა ტვირთისა მიწიერისა მზიდავი ბრმა იგი, მავალი სოფელსა ამას შინა, წარსცემდა ფერხსა თჳსსა ქვათა, ეგრეთუე დაკლებული სოფლისა ამის დიდებისაგან გონიერად გულის-ხმა-ჰყოფდა, და მსწრაფლ მირბიოდა ნათლისა მხსნელისა მიმართ სასოებით, რათა მიემთხვიოს ნათელსა, და იხილა დამბადებელი მსგავსად სახისა თჳსისა, რომელმან ხატად თჳსად დაჰბადა ბუნებაჲ კაცობრივი მიწისაგან პირველად, და აწ თითითა თჳსითა ნერწყვისაგან შექმნა მიწაჲ, და სცხო თუალთა მისთა, და მიანიჭა ნათელი მხედველობისა, რათა იხილოს მან მზე იგი ბრწყინუალე.

კაცობრივითა სახითა მოსრული სიტყუაჲ მამისა, ნათელი იგი…

სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა.

კაცობრივითა სახითა მოსრული სიტყუაჲ მამისა, ნათელი იგი ყოვლად-ბრწყინუალე, იცნა უკუე ბრმამან მან ოდეს განბრწყინდა ნათლითა მით საღმრთოთა, და იხარებდა იგი აღხილვისათჳს თუალთასა, რომელითა ჰხედვიდა ბრწინვალედ კეთილად მავალი, და არღარა ვიდოდა დამაშვრალად ვითარცა პირველ, ხოლო აღიარა იესო ძედ ღმრთისა, რომელმანცა კაცობრივი სახე მიიღო დამაშვრალთათჳს, და დაცემულნი ესე აღგუადგინა სახიერებით, რომელ არს ღმერთი პირველ საუკუნეთა, და აწ კაც იქმნა ჩუენთჳს, და მიიღო მან რომელი არა აქუნდა, და გვიხსნა ცოდუათაგან მოწყალებითა თჳსითა.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე…

დიდება, აწ და. ხმა ე.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე კაცი ბრმაჲ შობითგან, და განკჳრდეს მოწაფენი შენნი, გკითხჳდეს და გეტყოდეს, ვინ ცოდა უფალო, ამან ანუ-თუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ესრეთ ბრმა იშვა, ხოლო შენ მაცხოვარ ასწავებდი მათ და ეტყოდი, ვითარმედ არცა ამან ცოდა არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა ამას ზედა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა, და ჩემდა ჯერ არს მომავლინებელისა ჩემისა საქმეთა ქმნაჲ რომელთა ვერვის ძალუძს ქმნაჲ, და ვითარცა ესე სთქუ, ჰნერწყვე ქუეყანასა, და შეჰქმენ თიხაჲ და სცხე იგი თუალთა მისთა, და არქუ მას ესრეთ: ვითარმედ წარუედ საბანელსა მას სილოამისასა, და დაიბანე, და ვითარცა დაიბანა მყის განიკურნა იგი, და ხმობდა შენდა მომართ, მრწამს უფალო და შეგივრდა შენ ძრწოლით და თაყუანის-გცა, ჩუენცა გიღაღადებთ მის თანა ყოვლად-ძლიერო, თუალნი სულთა და ხორცთა ჩუენთანი განგვინათლენ და შეგვიწყალენ ჩუენ.