ამაღლება
ამაღლება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი.
უფალი ამაღლდა ზეცად, რათა
ჟამნობა ითქმის თ. სამი იგი ფსალმუნი. პირველად იწყებს მკითხველი. წმიდაო ღმერთოსა, და ვიდრე კჳრიაკედმდე ნ. ყოველთა ეკლესიათა შინა. მცირესა ზედა მწუხრსა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. ხმა ვ.
უფალი ამაღლდა ზეცად, რათა.
უფალო ამაღლებასა შენსა განკჳრდეს.
მთათა შინა წმიდათასა განვიცდით.
უფალო სრულ-ჰყავ რა განგებულებისა.
უფალო, ვითარცა გიხილეს შენ მოციქულთა
დიდება, აწ და. ხმა იგივე.
უფალო, ვითარცა გიხილეს შენ მოციქულთა.
ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოჰხედ
ესე ყოველი იძიე ქვემო, დიდს მწუხრსა ზედა. წარდგომა დღისა, სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ხმა ა.
ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოჰხედ.
აღხედ ქრისტე მამისა დაუსაბამოსა
მუხლი ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი.
აღხედ ქრისტე მამისა დაუსაბამოსა.
ანგელოზნი ეტყოდეს ქადაგთა
მუხლი ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა.
ანგელოზნი ეტყოდეს ქადაგთა.
იშევ ვითარცა ჯერ გვიჩნდა
დიდება, აწ და. ხმა ბ.
იშევ ვითარცა ჯერ გვიჩნდა.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ…
ესე ყოველი იძიე ხუთშაბათსა მწუხრად უფალო ღაღადვყავსა ზედა. აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო, შემდგომად მამაო ჩუენოსა. ტროპარი განსატევებელი. ხმა დ.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ესრეთ კუერექსი მცირე. და განტევება
ესრეთ კუერექსი მცირე. და განტევება.
უფალი ამაღლდა ზეცად, რათა მოგუივლინოს ნუგეშინის-მცემელი, ცათა…
შემდგომად პირველ დაწყებულისა ფსალმუნისა არა ვფსალმუნებთ კანონსა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ი. და ვგალობთ დასდებელთა თჳთ-ხმოვანთა ე. განმაორებელნი მათნი. ხმა ვ.
უფალი ამაღლდა ზეცად, რათა მოგუივლინოს ნუგეშინის-მცემელი, ცათა განმზადეს საყდარი, და ღრუბელმან აღსავალი, ანგელოზთა დაუკვირდა კაცთა რა ჰხედვიდეს უზესთაეს ქერუბიმთა, რომელი იგი მამასა მიჰგვარა აწ ძემან ღმრთისამან, და იზიარა დიდებასა თჳსსა.
უფალო ამაღლებასა შენსა განკჳრდეს დღეს ქერუბიმნი, რამეთუ…
ბ-გზის.
უფალო ამაღლებასა შენსა განკჳრდეს დღეს ქერუბიმნი, რამეთუ გხედვიდეს შენ ხორციელად ღრუბლითა აღმავალსა, რომელი მჯდომარე ხარ მარჯუენით მამისა, და სიხარულით ხმა ჰყუეს. წმიდა არს მამა ძით და სულით-წმიდითურთ მარადის, რომელი წმიდა ჰყოფს ყოველთა, რომელნი ადიდებენ მას.
მთათა შინა წმიდათასა განვიცდით ჩუენ ამაღლებასა შენსა…
ბ-გზის.
მთათა შინა წმიდათასა განვიცდით ჩუენ ამაღლებასა შენსა ქრისტე ღმერთო ნათელო და ბრწყინუალებაო დიდებისა მამულისაო, მივხედავთ ჩუენ ხატსა შენსა საკჳრუელსა ელვარესა, და განუცდელსა თუალთა მიერ, თაყუანის-ვსცემთ შენთა ცხოველს-მყოფელთა ვნებათა, და ვადიდებთ საფლავით აღდგომასა შენსა დიდებულსა, და პატივს-ვსცემთ ყოვლად-დიდებულსა და ღმრთივ-ბრწყინუალესა დიდებით ამაღლებასა შენსა, შეგვიწყალენ ჩუენ, ყოვლად-ძლიერო მეუფეო შენნი მადიდებელნი.
უფალო, ვითარცა გიხილეს შენ მოციქულთა ღრუბლითა ამაღლებული…
ბ-გზის.
უფალო, ვითარცა გიხილეს შენ მოციქულთა ღრუბლითა ამაღლებული ცათა სიმაღლესა, მწუხარებითა აღუსებულნი ცრემლითა და გოდებითა და ტირილითა ესრეთ გიღაღადებდეს. ქრისტე მაცხოვარ მეუფეო ტკბილო და სახიერო, მონათა ამათ შენთა, რომელნი ესე წყალობით შეგვიმოსენ, ნუ დაგვიტეობ აწ ობლად მრავალთა მათ მოწყალებათა შენთათჳს. არამედ ვითარცა იგი აღმითქუ, მომივლინენ ჩუენ ყოვლად-წმიდა სული სახიერი თანამფლობელი შენი, განმანათლებელად სულთა ჩუენთჳს.
უფალო სრულ-ჰყავ რა განგებულებისა საღმრთო საიდუმლო ყოვლად-დიდებული…
ბ-გზის.
უფალო სრულ-ჰყავ რა განგებულებისა საღმრთო საიდუმლო ყოვლად-დიდებული, წაიყვანენ შენთანა კრებული მოწაფეთანი, და აღხედ მთასა წმიდასა ზეთის-ხილთასა და აკურთხენ იგინი და წინაშე მათსა ამაღლდი ზეცად მხსნელო, და განვლენ მეყუსეულად სამყარონი ცათანი წამის-ყოფით, რომელი მსგავს ჩუენდა დაგლახაკენ ჩუენთჳს და აღხედ სადათ იგი არა განეშორე, სული შენი წმიდა მოგუმადლე, მაცხოვრად სულთა ჩუენთა.
მამულთა წიაღთაგან არა განეშორე ტკბილო იესო ყოველისა…
ბ-გზის. დიდება, აწ და, ხმა იგივე.
მამულთა წიაღთაგან არა განეშორე ტკბილო იესო ყოველისა მპყრობელო, და ვითარცა რა კაცი იქცეოდი ქუეყანასა ზედა, ხოლო დღეს მთისაგან ზეთის ხილთასა ამაღლდი ზეცად დიდებით, და დაცემული ბუნებაჲ ჩუენი წყალობით აღამაღლე და დასვი მამისა თანა, ამისთჳს ძალნი ზეცათანი განკჳრვებულნი და შეძრწუნებულნი, კაცთ-მოყუარებასა შენსა შიშით აქებდეს, რომელთა თანა ჩუენცა ქუეყანისანი სიმდაბლესა შენსა ვადიდებთ, და ჩუენდა მომართ გარდამოსლუასა შენსა და კუალად ჩუენგან ზეცად ამაღლებასა შენსა უგალობთ და მადლობით გევედრებით და ვიტყვით: რომელმან მშობელი შენი ღმრთის-მშობელი და მოწაფენი შენნი ამაღლებითა შენითა სიხარულითა გამოუთქმელითა აღავსენ, ჩუენცა მოგუეც სიხარული მეოხებითა მათითა და ღირს მყუენ რჩეულთა მათ შენთა თანა დიდითა წყალობითა შენითა.
ამას იტყვის უფალი, იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო…
შესლვად. წარდგომა დღისა და საკითხავი. წინასწარ-მეტყველება ისაიასი საკითხავი. თავი ბ.
ამას იტყვის უფალი, იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთა უფლისა და სახლი ღმრთისა მწვერვალთა ზედა მთათასა. და ამაღლდეს ზესთა ზედაჲთ ბორცვთასა და მოვიდოდინ მისდამი ყოველნი წარმართნი. და მოუხდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან, მოვედით აღვიდეთ მთად უფლისა და სახით ღმრთისა იაკობისსა, და მომითხრას ჩუენ გზაჲ თჳსი და ვიდოდეთ მას ზედა.
ამას იტყვის უფალი, განვედით ბჭეთა მიერ ჩემთა…
წინასწარ-მეტყველება ისაიასი საკითხავი. თავი ჲბ.
ამას იტყვის უფალი, განვედით ბჭეთა მიერ ჩემთა, და გზა უყავთ ერსა ჩემსა, და ქვანი გზისაგან განაძლიერენით, აღიღეთ სასწაული წარმართთა მიმართ, რამეთუ აჰა უფალმან ჰყო სასმენელ, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა, არქუთ ასულსა სიონისასა, აჰა მაცხოვარი მოვიდა შენდა, მქონებელი სასყიდელსა თჳსსა, და საქმეჲ მისი წინაშე პირსა მისსა. და უწოდოს მას ერი წმიდა. გამოხსნილ უფლისა მიერ. ხოლო შენ გეწოდოს გამოძიებულ ქალაქი, და არ დატევებულ. ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა, ბოსორით გამო. ესე შუენიერ სამოსლისა თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ. მე სიტყუის ვმგებლობ სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი, და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან საწნეხელისა, სავსედ დათრგუნვილისა, საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს მამაკაცი ჩემთანა. წყალობა უფლისა მოვიხსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა შინა, რომელ მომაგეს ჩუენ. უფალი მსაჯულ სახიერ სახლსა ზედა ისრაელისასა, მოაწევს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა, და სიმრავლისაებრ სიმართლისა მისისა. და სთქუა არა ერი ჩემი არსა შვილებ, არა უარ იქმნენ, და ექმნა მათ მაცხოვარება, ყოველისაგან ჭირისა მათისა, არცა მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არამედ თჳთ უფალმან აცხოვნნა იგინი, სიყუარულისათჳს მათისა, და რიდებისათჳს მათისა, თჳთ მან იხსნნა იგინი, და აღიხუნა იგინი, და აღამაღლნა იგინი ყოველთა დღეთა საუკუნოჲსათა.
ამას იტყვის უფალი, აჰა დღენი მოვლენ უფლისანი…
წინასწარ-მეტყველება ზაქარიასი საკითხავი. თავი იდ.
ამას იტყვის უფალი, აჰა დღენი მოვლენ უფლისანი, და დადგენ ფერხნი მისნი მას დღესა შინა მთასა მას ზეთის-ხილთასა პირის-პირ, იერუსალიმსა აღმოსავლით კერძო, და მას დღესა შინა გამოვიდეს წყალი მცოცხლი იერუსალიმით, ნახევარი მისი ზღუასა ზედა პირველსა, და ნახევარი ზღუასა ზედა უკანასკნელსა ზაფხულსა შორის, და არესა შორის იყოს ესრეთ და იყოს უფალი მეფედ ყოველსა ზედა ქუეყანასა, მას დღესა შინა იყოს უფალი ერთ, და სახელი უფლისა ერთ. მომცუელი ყოველსა ქუეყანასა, და უდაბნოსა, ღაველითგან ვიდრე რემონადმდე სამხრით კერძო იერუსალიმისა, ხოლო რამაჲ ადგილსა ზედა ეგოს ბჭითგან ბენიამენისით, ვიდრე ბჭედმდე პირველად ვიდრე ბჭისამდე მებოძირთასა, და ვიდრე გოდლამდე ანამეილისსა, ვიდრე საწნეხლისა წელამდე მეფისათა. დაემკჳდრნენ მის შორის, და არა იყოს შენაჩუენები მერმე, და დაემკჳდროს იერუსალიმი სასოებით.
ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოხედ ჩუენდა, ნუ დამიტეობ…
ლიტანიასა ზედა, დასდებელნი თჳთ-ხმოვანნი, ხმა ა.
ამაღლდი ზეცად ვინა გარდამოხედ ჩუენდა, ნუ დამიტეობ ობლად ქრისტე მაცხოვარ, მოვედინ სული-წმიდა მდიდრად ჩუენ ზედა და სოფელსა შენსა მოანიჭე მშჳდობა, უჩუენე ძეთა კაცთა სახიერ, საქმე ძლიერებისა და წყალობისა, მხოლოო კაცთ-მოყუარე ყოვლად-ძლიერო, რათა ეგოს ჩუენთანა და გვფარვიდეს ჩუენ.
აღხედ ქრისტე მამისა დაუსაბამოსა თანა, რომელი წიაღთაგან მისთა საღმრთოთა განუშორებელ იყავ სამარადისოდ, და ძალთა ზესკნელთა სამ-წმიდისა შესხმასა არა შემატეს შესხმად, ერთად მხოლოდ ძედ გიცნეს ხორცთ-შესხმისაცა, შემდგომად თანა სწორად მამისა, მოწყალებათა შენთა ურიცხუთა მიერ, შეგვიწყალენ ჩუენ.
ანგელოზნი ეტყოდეს ქადაგთა შენთა, კაცნო გალილეველნო რასა ხედავთ თქუენ ზეცად მიმართ და გიკვირთ, ესე იესო ამაღლდა თქუენგან ზეცად, ხოლო თქუენ ჰმონებდით მას სიწმიდით და კრძალულებით, რამეთუ ესე არს ქრისტე ღმერთი დაუსაბამო, და მცნებათა მათ მისთა აღასრულებდით.
რაჟამს მოხუედ მთასა მას ზეთის-ხილთასა ქრისტე, აღსრულებად…
ხმა დ.
რაჟამს მოხუედ მთასა მას ზეთის-ხილთასა ქრისტე, აღსრულებად სათნოებასა მამისასა, განკჳრდეს ზეცისა ანგელოზნი, და შეძრწუნდეს ქუესკნელისა ძალნი და მოწაფენი წინაშე შენსა, შიშით და მხიარულებით მდგომარე იყუნეს, რაჟამს იგი ასწავებდ მათ, და სახედ საყდრისა შემზადებული ღრუბელი, წამის-ყოფასა შენსა აღვიდოდა, ხოლო ზესკნელს ცათა ბჭენი განგეხუნეს და შუენიერებასა შენსა ძრწოლით განიცდიდეს და ქუეყანამან აღახვნა საფლავნი, ხოლო ადამ გიხილა რა გარდამოსრული, შენი დიდება ჰქადაგა, და კუალად-დიდებით ამაღლება გაკურთხევდა შენ, აღპყრობითა ხელთათა სახიერ და პირითა და ბაგითა, რაჟამს იგი ესმოდა საღმრთო კურთხევაჲ შენი, რომელითა იგი აკურთხენ დიდებულნი მოწაფენი შენნი, და ღრუბელი საყდარ გექმნა, და ზეცათა შიშით შეგიწყნარეს, ეჰა საქმე საკჳრუელი და დიდებული, რომელი ჰქმენ ცხოვრებად სულთა ჩუენთა ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
შეაერთენ რა თავსა თჳსსა ადამიანნი, ბუნებაჲ პირველ შთასრული სიღრმეთა შინა ქუეყანისათა, ზესთა ჰყავ იგი ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და უფლებათა ზესკნელისათა დღეს თანა ამაღლებითა შენითა, რამეთუ ვითარცა შეიყუარე შეიტკბე, და ვითარცა შეიტკბე შეაერთე თავსა თჳსსა, და ვითარცა შეუხებელმან და უვნებელმან შეიერთე შეიყუარე, და ვნებითა შენითა შენთანა ადიდე იგი, ხოლო უხორცონი ჰხმობდეს, ვინმე არს ესე ვითარცა კაცი შუენიერ, არამედ არა კაც, ხოლო არამედ ღმერთი და კაც მრჩობლ იხილვების, ვინაცა სამოსლითა ელვარითა, ზედა მოადგეს მოწაფეთა და ეტყოდეს: კაცნო გალილეველნო, ვითარცა თქუენგან ამაღლდა ესე იესო, ღმერთი, და კაცი, ეგრეთუე ღმერთი, და კაცი მოვიდეს განკითხვად კუალად ცხოველთა და მკუდართა, ხოლო მორწმუნეთა მოჰმადლოს, შენდობა ცოდუათა და დიდი წყალობაჲ.
რაჟამს წინაშე მოწაფეთა ამაღლდი დიდებით უფალო ხორცითა, ღრუბელმან შეგიწყნარა შენ, ბჭენი ზეცათანი განგეხუნეს, და გუნდნი ანგელოზთა განსცხრებოდა და ხმობდეს უზესთაესნი ძალნი, აღახუენით მთავარნო ბჭენი თქუენნი, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა და ღმერთი, და მოწაფენი განკრთომილნი გევედრებოდეს სახიერ, ნუ განგვეშორები ჩუენგან, ნუცა დამიტეობ ობლად მწყემსო კეთილო, ვითარცა თქუ, არამედ მოგუივლინე ჩუენ ყოვლად-წმიდა სული შენი, რათა განგუანათლებდეს, გვიძღოდეს და განგუამტკიცებდეს და წმიდა ჰყოფდეს სულთა ჩუენთა და გონებათა, უფალო დიდება შენდა.
უფალო საუკუნითგან დაფარული საიდუმლო და უცნაური პირველთა…
დიდება, აწ და. ხმა იგივე.
უფალო საუკუნითგან დაფარული საიდუმლო და უცნაური პირველთა ტომთა და ნათესავთაგან სრულ-ჰყავ ვითარცა სახიერ ხარ, და მოხუედ მოწაფითურთ შენით მთასა მას ზედა ზეთის-ხილთასა, და შენ შემოქმედისა ყოველთასა წმიდა იგი მშობელი შენი თანა-გყვა ვითარცა ჯერ იყო, რათა რომელმან იგი ვნებასა მას შენსა უფროს ყოველთასა აჩუენა დედობრივი ტკივილი, არა დააკლდა ხილუასაცა დიდებისა მის შენისასა, და სიხარულითა აღივსო, რომელისა ჩუენცა ზიარ-გუყუენ, რომელნი თაყუანის-ვსცემთ ზეცად ამაღლებასა შენსა, და მოგუფინე წყალობაჲ შენი მეუფეო, და მადლი სულისა-წმიდისა.
იშევ ვითარცა ჯერ გიჩნდა, გამოჩნდი ვითარცა ინებე…
სტიქარონსა ზედა დასდებელნი. თჳთ-ხმოვანნი. ხმა ბ.
იშევ ვითარცა ჯერ გიჩნდა, გამოჩნდი ვითარცა ინებე, ივნე ხორცითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, აღდეგ მკუდრეთით და დათრგუნე სიკუდილი, ამაღლდი დიდებით და მოგუივლინე ჩუენ სული-წმიდა ნუგეშინის მცემელი, გალობა და დიდება შენდა, რომელმან ყოველივე დაბადე ჩემთჳს.
ამაღლებასა შენსა ქრისტე, ზეცად მთისაგან ზეთის-ხილთასა, ძალნი…
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.
ამაღლებასა შენსა ქრისტე, ზეცად მთისაგან ზეთის-ხილთასა, ძალნი ცათანი ურთიერთ-არს იტყოდეს განკჳრვებით, ვინმე არს ესე და სხუათა მიუგეს, ვითარმედ ესე არს ძლიერი და მტკიცე ბრძოლასა შინა, ესე არს უძლეველი მეუფე და ღმერთი დიდებისა, რაჲსათჳსმე მეწამულ არს სამოსელი მისი ესრეთ, რამეთუ მოვალს ბოსორით, რომელ არს ხორცთ-შესხმა მისი და ვნებაჲ ჯუარითა, ხოლო შენ ღმრთაებრ დასჯედ ქრისტე თავადი მარჯუენით მამისა უსაზღუროჲსა დიდებისა, და სული ყოვლად-წმიდა მომივლინენ ჩუენ სახიერ ნუგეშინის-მცემელად, და მაცხოვრად სულთა ჩუენთა.
მთასა მას ზეთის-ხილთასა ამაღლდი ზეცად დიდებით ქრისტე…
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა.
მთასა მას ზეთის-ხილთასა ამაღლდი ზეცად დიდებით ქრისტე, ღმერთო, წინაშე შენთა წმიდათა მოწაფეთა ღმრთივ-შუენიერად და დასჯედ მარჯუენით მამისა ბუნებითა კაცობრივითა მხსნელო, რომელი ყოველსავე აღავსებ ღმრთაებრ მოწყალე და სული-წმიდა მოუვლინე მათ, რომელი იგი აღავსებს სულთა ჩუენთა ბრწყინუალებითა.
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა…
დიდება, აწ და. ხმა ვ.
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა, რომელმან აღამაღლა სახიერებით დაცემული სახე ადამისი და აღგვითქუა სული ნუგეშინის-მცემელი მოვლინებად, რათა განგვინათლნეს სულნი ჩუენნი.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ…
ესრეთ. აწ განუტევე და წმიდაო ღმერთო. კურთხევასა ზედა პურისასა ტროპარი დღესასწაულისა. ხმა დ.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
აჰა სიძე მოვალს
გ-გზის. და კითხვა დიდისა საქმეთა წმიდათა მოციქულთასა. ხოლო სადაცა არა იყოს ღამისთევა. შემდგომად აწ განუტევესა, ტროპარი დღესასწაულისა ა-გზის. სერობასა ზედა, შემდგომად ღირს არსისა და შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი დღესასწაულისა. შუაღამესა ზედა ჟამნობასა ვგალობთ ჩვეულებისაებრითა კანონითა, შემდგომად ა. წმიდაო ღმერთოსა, ნაცვლად.
აჰა სიძე მოვალს.
მოიხსენენ უფალო ვითარცა სახიერ ხარ
ვიტყვით ტროპარსა დღესასწაულისასა. შემდგომად ბ. წმიდაო ღმერთოსა, ნაცვლად,
მოიხსენენ უფალო ვითარცა სახიერ ხარ.
უფალო შეგვიწყალენ იბ
ვიტყვით კონდაკსა, დღესასწაულისასა. ესრეთ.
უფალო შეგვიწყალენ იბ.
მოიხსენენ უფალო სასოებითა
და განტევება. ხოლო ლოცვა
მოიხსენენ უფალო სასოებითა.
არა ითქმის
არა ითქმის.
მოვედით თაყუანი-ვსცეთ
დაწყება ჩვეულებისაებრ, და მეყუსეულად იტყვის მკითხველი.
მოვედით თაყუანი-ვსცეთ
ამაღლდი დიდებით
გ-გზის. და ითქმის ჩვეულებრნი ორნი იგი ფსალმუნნი ით. და კ. და ექვსფსალმუნი. ხუთშაბათსა ცისკრად ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა
ამაღლდი დიდებით.
რაჟამს ლოდი იგი
გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.
რაჟამს ლოდი იგი.
ანგელოზნი განკრთეს, ხოლო მოწაფენი იგი ზარ-განხდილ იქმნნეს, უცხოჲსა მის ამაღლებისა შენისათჳს, რაჟამს ამაღლდი დიდებით და ბჭენი ზეცათანი განგეხუნეს მხსნელო, ამისთჳსცა ძალნი ცათანი გიღაღადებდეს შენ ცხოვრების-მომცემელო, დიდება აღდგომასა შენსა ქრისტე, დიდება ამაღლებასა შენსა, დიდება სიმდაბლესა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
შუენიერებასა ქალწულებისა
დიდება, აწ და. იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა გ. მსგავსი.
შუენიერებასა ქალწულებისა.
ღმერთმან დაუსაბამომან, ბუნება რომელი მიიღო კაცობრივი, განაღმრთო იგი საცნაურად, ხოლო დღეს ამაღლდა დიდებით და ძალნი ზეცათანი მოციქულთა ეტყოდეს, ვითარმედ მითვე ხორცითა კუალად მოვიდეს მსაჯულად თუალ-უხვავად, ვითარცა რა მეუფე დაბადებულთა და ღმერთი ყოველისა სოფლისა, რომელსა ჩუენცა თაყუანის-ვსცემდეთ მორწმუნენო და ვიტყოდეთ, დიდება ღმერთსა ამაღლებულსა.
თანა დაუსაბამოსა
დიდება აწ და, იგივე შემდგომად სადიდებელისა. წარდგომა. ხმა დ. მსგავსი.
თანა დაუსაბამოსა.
ზეცით ქუეყანად მოვიდა ქუეყანისათა მფლობელი, და ქუესკნელს შინა ჯოჯოხეთისა სიღრმეთა დასჯილი კაცთა ნათესავი ღმრთაებით აღადგინა და დღეს ამაღლებითა აღამაღლა ზეცად მიმართ, და მამულთა მათ საყდართა დასვა იგი, ვითარცა არს ტკბილ და მრავალ-მოწყალე და კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთი ჩუენი.
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა
დიდება აწ და, იგივე და საკითხავი დღესასწაულისა. შესხმათა სიტყუა, ქმნილი უფლისა ანდრეასი, ანუ სხუათა. აღსავალი ა. მეოთხეს ხმისა, წარდგომა. ხმა დ.
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი
მუხლი
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი.
მას ჟამსა შინა, აღრასდგა იესო განთიად პირველსა…
ყოველი სული აქებდით უფალსა. სახარება, მარკოზისი. დასაწყისი ოა.
მას ჟამსა შინა, აღრასდგა იესო განთიად პირველსა მას შაბათსა.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.
მოციქულთა ვედრებითა
ფსალმუნი ნ. დიდება. ხმა ბ.
მოციქულთა ვედრებითა.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა
აწ და.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა.
მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა
მუხლი
მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა.
დღეს ძალნი ცათანი, ცათა შინა ხედვიდეს ბუნებისა…
და ვგალობთ მდგომარესა თჳთ-ხმოვანსა. ხმა ვ.
დღეს ძალნი ცათანი, ცათა შინა ხედვიდეს ბუნებისა ჩუენისა წინდსა ზეცად აღყვანებულად, და უცხოჲსა მისთჳს აღსვლისა განკჳრვებულნი იტყოდეს: ვინმე არს ესე ჩუენდა მომავალი, ხოლო თჳსი რა მეუფეჲ იხილეს, უბრძანებდეს ბჭეთა ზესკნელთა აღხმად უაღრესთა ძალთა და მთავრობათა, ჩუენცა მორწმუნენო ვაქებდეთ მიერ ხორცითა კუალად მომავალსა მსაჯულსა ყოველთასა და მეუფესა ყოვლად-ძლიერსა, ყოველისა შემძლებელსა და მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა.
მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა ულტოლველად ერი…
კანონი ხმისა მეხუთისა ძლისპირითა. მუხლი 8. და მეოთხისა ხმისა, მუხლი ვ. პირველი კანონი ქმნილი იოანე მონაზონისა. ხმა ე. გალობა ა. ძლისპირი.
მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა ულტოლველად ერი თჳსი ზღუასა, და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ არს.
უგალობდეთ ერნო ქრისტესა რომელიცა ბეჭთა ზედა დღეს ქერუბიმთასა ამაღლდა ზეცას დიდებით, და დამსხნა მისთანა, მარჯუენით მისა რამეთუ დიდებულ არს.
რაჟამს იხილა დღეს კრებულმან ანგელოზთამან შუამდგომელი ღმრთისა და კაცთა, ამაღლებული ხორცითა განკჳრვებულ იქმნეს და ძლევისა გალობითა ამას უგალობდეს.
გამოჩინებული ღმერთი მთასა სინასა, რომელმან მოსეს სჯული მომადლა, ამაღლდა მთით ზეთის-ხილთათ ხორცითა, დღეს ზეცად, მოვედით მორწმუნენო ამას უგალობდეთ.
ყოვლად-პატიოსანო დედაო ღმრთისაო, მშობელო უფლისაო, რომელი წიაღთაგან…
ღმრთის-მშობლისა.
ყოვლად-პატიოსანო დედაო ღმრთისაო, მშობელო უფლისაო, რომელი წიაღთაგან მამისათა განუშორებელ არს, მას ევედრე დაუცხრომელად რათა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
აღაღე პირი ჩემი
მეორე კანონი, უფლისა იოსებისი, რომელისა კიდურწერილობა. ალფა ვიტა. ხოლო მერვისა და მეცხრის გალობისა. ოდი იოსებ, რომელ არს, გალობა იოსებისი. ხმა დ. გალობა ა. ძლისპირი
აღაღე პირი ჩემი.
აღდეგ საფლავისაგან ბუნებით უხილავი ღმერთი, ეჩუენე მოწაფეთა, ამაღლდი დიდებით ხორცითა ზეცას, მამისა ღმრთისა თანა, მჯდომარე ღრუბელთა, დამბადებელი ყოველთა.
ღაღადებს ღმრთივ-ბრწყინუალედ, დავით საღმრთო ღმრთივ-სულიერი, ამაღლდა ღაღადებით ხმითა საყვირისათა უფალი ზეცად, და აღვიდა დიდებით ნათელთა მფლობელისა მამისა მხოლოსა.
ცოდუათა ხრწნილებისა უხმარ-ქმნილი კაცთა ბუნება განაახლე მაცხოვარ…
დიდება
ცოდუათა ხრწნილებისა უხმარ-ქმნილი კაცთა ბუნება განაახლე მაცხოვარ ვნებითა და დაფლვითა, და აღდგომითა, და ნათლისა ღრუბლითა ზეცად აღსლვითა, დიდება დიდებასა შენსა.
დამბადებელი გვიშევ ყოველთა ყოვლად-უბიწოო, რომელმან დაითმინა ვნება…
აწ და. ღმრთის-მშობლისა.
დამბადებელი გვიშევ ყოველთა ყოვლად-უბიწოო, რომელმან დაითმინა ვნება ნებსით ხორცითა და ღმრთივ-ბრწყინუალედ აღვიდა მამისა, რომელსა იგი არა განეშორა ყოვლადვე.
საღმრთომან ნისლმან დაფარა ენამძიმე, და აღიყვანა იგი…
კატავასია
საღმრთომან ნისლმან დაფარა ენამძიმე, და აღიყვანა იგი სჯულსა ღმრთივ-წერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულისხმო გონებისა თუალთა, და მოიღო მან სულიერი გალობა პატივად ღმრთისა მიერ.
ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერე დიდებად შენდა რათა…
გალობა გ. ძლისპირი
ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერე დიდებად შენდა რათა უგალობდე მარადის ღმრთაებასა შენსა მოწყალე.
ამაღლდი მამისა შენ ქრისტე მაცხოვარო დღეს, და აღიყვანე ბუნება ჩუენი კაცობრივი მიუწდომელსა დიდებასა.
გუნდთა რა ზეცისათა იხილეს კაცთა ბუნება ამაღლებულად, შიშით განკჳრვებულ იქმნნეს და დაუცხრომელად აქებდეს.
შეძრწუნებულ იქმნნეს ანგელოზთა გუნდნი, ოდეს გიხილეს ხორცითა ამაღლებული ქრისტე, მაშინ აქებდენ წმიდასა ამაღლებასა შენსა.
ბუნება განხრწნილი შეცუალე ქრისტე მაცხოვარ, ამაღლებითა შენითა ზეცას დიდებით, და მადიდენ ჩუენ კაცთ-მოყუარე.
ევედრე დაუცხრომელად ყოვლად-წმიდაო, რომელი განხორციელდა შენ მიერ…
ღმრთის-მშობლისა.
ევედრე დაუცხრომელად ყოვლად-წმიდაო, რომელი განხორციელდა შენ მიერ, რათა გვიხსნნეს საცთურთაგან ეშმაკისათა, რომელნი გიგალობთ დედაო ღმრთისაო.
მგალობელნი შენნი
სხუა ძლისპირი.
მგალობელნი შენნი.
აღახუენით ბჭენი ზეცათანი, ესერა მოვიდა უფალი, მეუფე იგი დაბადებულთა, ხორცითა ქუეყანისათა უმაღლესთა ძალთა მიმართ, ღაღადებდენ უმდაბლესნი ძალნი.
აცხოვნე რა მხსნელო ადამ ცთომილი საცთურითა ვეშაპისათა, ბეჭთა აღიღე წყალობით და აღიყვანე ზესკნელს ცათა და დასვი მარჯუენით მამისა, უმაღლეს ძალთა და საყდართა.
ქუეყანა დღესასწაულობს და გალობს და ცანი მხიარულ…
დიდება
ქუეყანა დღესასწაულობს და გალობს და ცანი მხიარულ არიან ამაღლებასა ქრისტესსა, რამეთუ ჰხედვენ განყოფილთა, მის მიერ შეერთებულთა და შუაკედელსა დახსნილად.
რომელმან გვიშევ ღმერთი უკუდავი დამხსნელი სიკუდილისა, სძალო…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
რომელმან გვიშევ ღმერთი უკუდავი დამხსნელი სიკუდილისა, სძალო უბიწოო, მას ევედრე, რათა მომკვლელნი ვნებანი ჩემნი რისხვით მოაკვდინნეს და მე წყალობით განმაცხოველოს.
ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე…
კატავასია
ლოცვამან ანნა წინასწარ-მეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე ღმრთისა, განხსნნა საკრუელნი ბერწისა მის მუცლისა, და მოსპო ყვედრება სულისა თჳსისა მუცლად-ღებითა, კაცისა მის ღმრთისათა.
სიბრძნე
წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.
სიბრძნე.
აღხედ ღრუბელთა ზედა ცისათა, და დაუტევე მშჳდობა ქუეყანასა ზედა, აღხედ და დასჯედ მარჯუენით მამისა მხოლოდ-შობილი, და სულისა-წმიდისა თანასწორი ღმერთი, რომელი ხორცითა გამოჩინებულ იქმენ, არამედ არა იცვალე, ამისთჳს მოველით აღსასრულსა განკითხვად სოფლისა, მართლმსაჯულო უფალო შეიწყალენ სულნი ჩუენნი, და ცოდუათა შენდობა მოგუანიჭე, რომელნი ძრწოლით თაყუანის-ვსცემთ დიდებულსა ამაღლებასა შენსა.
სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა…
დიდება, აწ და იგივე. და საკითხავი დღესასწაულისა. გალობა დ. ძლისპირი.
სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა მიერ სამოთხე განეღო და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.
ამაღლდი ზეცად დიდებით მეუფეო ანგელოზთაო, რათა მოგუივლინო ნუგეშინის-მცემელი მამისა მიერ, დიდება ამაღლებასა შენსა.
რაჟამს ამაღლდა მაცხოვარი ზეცას მამისა ხორცითა, განკჳრდეს კრებულნი ანგელოზთანი და ღაღადებდეს: დიდება ამაღლებასა შენსა.
ძალნი ცათანი ესრეთ უღაღადებდეს ზესკნელთა ძალთა, აღახუენით ბჭენი თქუენნი მთავარნო, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა და ღმერთი.
ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ…
ღმრთის-მშობლისა
ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ და ქალწულადვე ეგე, რომელისათჳსცა გიგალობთ: გიხაროდენ, ღმრთის-მშობელო.
იესო მჯდომარე
სხუა. ძლისპირი.
იესო მჯდომარე.
იესო მხსნელმან ყოველთამან აღიყვანნა საყუარელნი თჳსნი ზეთის-ხილთა მთასა და აკურთხნა იგინი, და აღხდა მამულთა წიაღთა, რომელნი არაოდეს დაუტევნა, ღრუბელთა ზედა მჯდომარედ.
სოფელი ყოველი დღესასწაულობს დღეს ხილული და უხილავი, და მხიარულებით ანგელოზნი კაცთა თანა იშუებენ და დიდებისმეტყველებენ ამაღლებასა ქრისტესსა, რომელი შეგვერთო სახიერებით.
დახსენ სიკუდილისა მძლავრება ვითარცა ღმერთმან უკუდავმან, ხოლო…
დიდება
დახსენ სიკუდილისა მძლავრება ვითარცა ღმერთმან უკუდავმან, ხოლო უკუდავება ყოველთა მოგუმადლე კაცთ-მოყუარე და ამაღლდი დღეს დიდებით, ვ̅ეღა გხედვიდეს დიდებულნი მოწაფენი შენნი, ყოვლად-ძლიერო.
ნეტარ იქმნა მუცელი შენი ყოვლად-უბიწოო სძალო, რამეთუ…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
ნეტარ იქმნა მუცელი შენი ყოვლად-უბიწოო სძალო, რამეთუ ღირს იქმნენ დატევნად ქრისტეს ღმრთისა გამოუთქმელად, რომელმან უძღები იგი მძლავრი მუცელი ჯოჯოხეთისა წარმოტყუენა, და გუაცხოვნნა ჩუენ.
შენ მეუფეო მეუფეთაო, ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან…
კატავასია
შენ მეუფეო მეუფეთაო, ღმერთო სიტყუაო, რომელი მამისაგან იშევ მხოლო მხოლოსა მიერ, ვითარცა ღმერთი-ხარ სული შენი სახიერი თანასწორი მოეც მონათა, ძალსა შენსა დიდება.
აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა…
გალობა ე. ძლისპირი
აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.
აღავსენ მოწყალე, ყოველნი დღეს სიხარულითა, რამეთუ ზესკნელს ცათა ხორცითა ამაღლდი დიდებით.
ანგელოზთა რაჟამს გიხილეს ამაღლებული, დღეს ღაღად-ჰყუეს: აღახუენით ბჭენი მეუფისათჳს ცათასა.
მოიქცეს მოციქულნი მოხარულნი მთით ზეთის-ხილთათ, ვითარცა გიხილეს შენ ზესკნელს ცათა ამაღლებული.
ქალწულო, პირველ შემდგომად შობისა კუალად ქალწულო, გიგალობთ…
ღმრთის-მშობლისა
ქალწულო, პირველ შემდგომად შობისა კუალად ქალწულო, გიგალობთ შენ ღმრთის-მშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუა ღმრთისა ხორცითა სოფლისა მაცხოვარი.
საღმრთო დიდებისა
სხუა. ძლისპირი
საღმრთო დიდებისა.
მოაკუდინე სიკუდილი სიკუდილითა შენითა უფალო, და შემდგომად აღდგომისა შენისა აღიყვანენ მოწაფენი მთასა ზეთის-ხილთასა, ვინაცა იგი ამაღლდი ზეცად წინაშე მათსა მამისა დაუსაბამოსა.
უცხო არს შობა შენი, და უცხო არს მკუდრეთით აღდგომა შენი, და უცხო არს საშინელი ამაღლება შენი, ღრუბლითა ნათლისათა ზეცას მაცხოვარ, რაჟამს ვითარცა მზისთვალმან, ეტლთა მიერ საღმრთოთა განვლენ სამყარონი ცათანი.
ზეცად მიმართ მხედველთა ქადაგთა ეტყოდეს ანგელოზნი, კაცნო…
დიდება
ზეცად მიმართ მხედველთა ქადაგთა ეტყოდეს ანგელოზნი, კაცნო გალილეველნო, რასა ჰხედავთ თქუენ დაკვირვებულნი ამაღლებასა ქრისტეს ღმრთისასა, ესრეთვე მოვიდეს განკითხვად ყოველისა სოფლისა, ვითარცა იხილეთ ამაღლებული.
ქალწულად დაგმარხა შენ, უხრწნელად შემდგომად შობისა მხსნელმან…
აწ და, ღმრთის-მშობლისა
ქალწულად დაგმარხა შენ, უხრწნელად შემდგომად შობისა მხსნელმან, და დღეს აღვიდა მამისა, რომელისაგან არა განეშორა, დაღათუ ხორცნი გონიერნი და სულიერნი შენგან მიიხვნა ჩუენთჳს, უსაზღუროჲთა მოწყალებითა.
მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო და განათლდით თქუენ…
კატავასია
მოვედით დღეს შვილნო ეკლესიისანო და განათლდით თქუენ მადლითა სულისათა, რომელ არს მსგავს ცეცხლისა, შემწუელ ცოდვისა, რომელისა მიერ სიონით ვიცანთ სჯული ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული.
გარე-მომიცვეს ღელუათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა…
გალობა ვ. ძლისპირი
გარე-მომიცვეს ღელუათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა, და გიღაღადებ მიხსენ მე კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე მრავალ მოყწალეო უფალო.
განსცხრებოდეს მოციქულნი ვინაჲთგან გიხილეს შემოქმედი ზეცად ამაღლებული და მოელოდეს სულსა აღთქმულსა მაღლით შენ მიერ ყოველთა ღმერთსა.
ანგელოზნი მოწაფითურთ იხილვნეს ურთიერთ-არს მზრახუელად ამაღლებასა შენსა, რომელნი ღაღადებდეს: კუალად მოსლუად არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა.
გიხილეს რა შენ მაცხოვარ ზეცისა ძალთა ამაღლებული სიმაღლესა ხორცითა ღაღად-ჰყუეს განკჳრვებით, დიდ არს წყალობა შენი სახიერო ღმერთო.
შეუწუელო მაყუალო, სულიერო, მთაო და კიბეო, კარავო…
ღმრთის-მშობლისა
შეუწუელო მაყუალო, სულიერო, მთაო და კიბეო, კარავო ცისაო, ღირსად გაქებთ და გადიდებთ მარიამ, ქრისტეანეთა სიქადულო.
საღმრთოსა ამას
სხუა. ძლისპირი
საღმრთოსა ამას.
აცურიელ ღრუბელთა ზეგარდამო ცუარი საუკუნოდ სიხარულისა, რამეთუ ღრუბელთა ზედა ვითარცა ქერუბიმთა აღმხედრდა უფალი და აღვიდა მამისა დაუსაბამოსა.
არსება რა კაცობრივი მიიღე, პირველ განყოფილნი შეაერთენ ერთად კაცთ-მოყუარე, და ამაღლდი ზეცას წინაშე მოწაფეთა, და აღავსენ სიხარულითა ცაჲ და ქუეყანა.
იტყოდეს ძალნი ზეცათანი ხორცთა შეერთებისათჳს, მეწამულ არს…
დიდება
იტყოდეს ძალნი ზეცათანი ხორცთა შეერთებისათჳს, მეწამულ არს სამოსელი მეუფისა ხედვიდეს რა ამაღლებულად, და სასწაულთა მათ ვნებისათა, განიცდიდეს და ჰმადლობდეს.
უგალობთ შობასა შენსა სძალო და შენგან შობილისა…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
უგალობთ შობასა შენსა სძალო და შენგან შობილისა ძლიერებასა, რომელისა მიერ ვიხსნენით ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, და ჯოჯოხეთისა მწარისაგან საპყრობილისა.
შენ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა…
კატავასია
შენ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგუიბრწყინდი სიტყუა ღმრთისა ხორცითა ქალწულისაგან, რათა დანთქმული ადამ აღმოიყუანო იონას სახედ ნათესავითურთ მისით, მუცლისა მისგან მხეცისა მომსრველისა.
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ…
კონდაკი. თჳთ-ხმოვანი. ხმა ვ.
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ, ქუეყანისანი ამაღლდი დიდებით, რომელი არა სადა განეშორები მხსნელო, არამედ ჰგიე, განუშორებელად, და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა, მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
ქუეყანისა ქუე დაუტევოთ, და მიწისა მივსცეთ მიწად…
იკოსი
ქუეყანისა ქუე დაუტევოთ, და მიწისა მივსცეთ მიწად, და აღვიხილნეთ თუალნი ზეცად მიმართ, მოკუდავთა ამათ, ზეთის-ხილთა მთად აღვიდეთ და ვიხილოთ ღრუბელთა ზედა აღმხედრებული მხსნელი, რამეთუ მიერ აღვიდა იგი ზეცათა სიმაღლესა, და მიერვე განუყუნა ნიჭნი უხვად მიმნიჭებელმან ნიჭთამან, თჳსთა მოციქულთა, და მსგავსად მამისა ნუგეშინის-ჰცა მათ და ეზრახა, არა დაგიტეობ თქუენ შვილნო, არამედ მე მხოლო ვარ თქუენთანა, ნუ გეშინინ და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
დასჯედ შენ სიტყუა ღმრთისა მარჯუენით და უჩუენე…
სვინაქსარი ამაღლებისა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი.
დასჯედ შენ სიტყუა ღმრთისა მარჯუენით და უჩუენე სარწმუნოება მოწაფეთა, რომელ მეცნიერ იქმნნეს მისა.
მეექვსისა კჳრიაკისა ხუთშაბათსა შემდგომად აღდგომისა ვდღესასწაულობთ ამაღლებისათჳს უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესა, ვინაჲთგან უკუე იქცეოდა რა იგი პირველ ვნებისა მისისა ქუეყანასა ზედა, და აღუთქმიდა მოწაფეთა თჳსთა ყოვლად-წმიდისა სულისა მოსლუასა, და ეტყოდა მათ: უმჯობეს არს რათა წარვიდე მე, ხოლო უკუეთუ მე არა წარვიდე არა მოვიდეს ნუგეშის-მცემელი, და რაჟამს მოვიდეს იგი მან გასწაოს თქუენ, ყოველი ჭეშმარიტი. ხოლო შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა ორმეოცთა ამათ გამოეცხადებოდა მათ ყოველთავე, არა ერთბამად ყოველთა, არამედ ოდესცა განკერძოებით ვიდოდიან, ჭამდა მათ თანა სმიდა და ცხადად წინა უყოფდა აღდგომასა მისსა ხორცითა, სრულსა დიდებასა სასუფეველსა შინა ღმრთისასა აღუთქმიდა, და ამცნებდა მათ, რათა არა განეშორნენ იერუსალიმისაგან, არამედ ეგნენ მუნ, და მოელოდენ მოსლუასა ყოვლად-წმიდისა სულისასა და მით ნათელიღონ, ხოლო წყლითა მით იყო ნათლის-ღება პირველ მხოლოსა მის იოანეს მიერ. უკუეთუ შემდგომსაცა გუაუწყებს ეპიფანე კვიპრელი, ნათლის-ცემასა ღმრთის-მშობლისასა იოანე ღმრთის-მეტყველისა მიერ და პეტრესა და სხუათა მათ მოწაფეთასა, ამცნო მათ იერუსალიმსა შინა დადგრომა რათა მუნ განისმას პირველად ქადაგება სახარებისა, და არა უცხოთა ადგილთა რათამცა ჰყონ იგი ნაცთით და არა ჭეშმარიტ, რამეთუ ესრეთ ჯერ იყო რათა განემზადნენ ვ̅ა მხედარნი საჭურველითა სულიერითა და ეგრეთ განვიდენ ბრძოლად მტერთა ზედა ქრისტესთა. და მოიწია ჟამი ამაღლებისა, აღიყვანა იგინი მთასა ზედა ზეთის-ხილთასა, რომელსა უწოდდენ ესრეთ ვინაჲთგან არიან მუნ მრავალ ზეთის-ხილნი. აუწყა მათ უკანასკნელად სწავლა მერმისა მის კუალად მოსლჳსა თჳსისა სუფევისათჳს. და უჩუენა ესე მუნ მყოფთა ყოველთავე და ყოვლად-წმიდასა დედასა თჳსსა. და უბრძანა ერთსა ანგელოზსა მათგანსა, რათა უჩუენოს მათ აღსვლა მისი ზეცად. ხედვიდენ რა ესრეთ მყის აღიტაცა ღრუბლით და ეტყოდენ ანგელოზნი ცათა ბჭეთა განხმასა, ხოლო ძალნი ცათანი განცვიფრებულნი ხედვიდენ ხორცსა სისხლითა შებღალულსა მის ზედა, აღვიდა და დაჯდა მარჯუენით მამისა განმღრთობილისა ხორცითა მეტყველი ესრეთ. აჰა ესერა ჩუენ ვართ ერთ შეურევნელად შეერთებულნი ღმრთაებითა და შეიმუსრა ძუელი იგი მტერობა შორის ცისა და ქუეყანისა. ხოლო მოციქულთა მათ იხილეს ანგელოზი წინაშე კაცთა მდგომარე, რომელი ეტყოდა მათ კაცნო გალილეველნო რასა სდგათ განკჳრვებულნი და ხედავთ ზეცად მიმართ აჰა ესერა, რომელსა ჰხედავთ იესოს ღმერთსა მოვალს ესე კუალად ცხადად ხორცითა, არამედ არა ეგრეთ ვითარ პირველ გლახაკ და დუმილით, არამედ დიდისა დიდებითა და ძალითა ვითარცა ხედავთ აწ დიდებულსა ანგელოზთაგან. მაშინ მოიქცნენ მოციქულნი იგი ხედვისაგან და გარდამოვიდენ მიერ მთით ზეთის-ხილთაგან. ხოლო არს მთა ესე მახლობელ იერუსალიმისა ვიდრე ორიათას-ორმოც ტერფი, ფერხთა განშორებულ ესე იგი არს შაბათისა გზა, ვინაჲთგან ესრეთ იყო სჯული მოსესგან განწესებულ რიცხუითა ტერფისათა გზა შაბათსა სავალად. და კარავიცა საწამებელი ამავე რიცხუითა იდგა ბანაკისა მის ჰურიათასა განშორებული, რათამცა შემძლებელ იყვნენ შაბათსა მისვლად და თაყუანის-ცემად მუნ და არა უგრძედ სვლა, ამისთჳს უწოდენ გზად შაბათისა, ხოლო გონებდენ ვიეთნიმე ვითარმედ ამაღლებაცა ქრისტესი იქმნამცა შაბათსა შინა, არამედ ცთებოდენ, და მიიქცენ მოციქულნი შევიდნენ ქორსა მას სადა შეკრბენ მენელსაცხებლეთა დედათა თანა სიტყუისა მის დედისა წინაშე იმყოფებოდნენ მარხვითა, ლოცვითა და ვედრებითა და მოელოდნენ მოსლუასა ყოვლად-წმიდისა სულისასა, ვითარცა ჰრქუა მათ უფალმან. რომელი ამაღლდი ქრისტე ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ…
გალობა ზ. ძლისპირი
რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.
ღრუბლითა ნათლისათა ამაღლდი შენ მაცხოვარ ზეცად, და აცხოვნე სოფელი, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
აღამაღლე მაცხოვარ ბუნება ჩუენი შეცთომილი, და წარუდგინე ღმერთსა დამბადებელსა ჩუენსა.
მამისა უხორცოსა ხორცითა აღიმაღლე ქრისტე, და იდიდები თანა სულით შენით წმიდითურთ.
ცოდვითა მომწყდარი ბუნება ჩუენი აღამაღლე, შენთანა მაცხოვარ, და წარუდგინე მამასა შენსა.
ქალწულმან გვიშევ ყრმა იგი, ხოლო მან მშობლად…
ღმრთის-მშობლისა
ქალწულმან გვიშევ ყრმა იგი, ხოლო მან მშობლად თჳსად გიწოდა შენ, მამათა ჩუენთა ღმერთმან, მარადის კურთხეულმან.
არა მსახურეს
სხუა. ძლისპირი
არა მსახურეს.
ნათლისა ღრუბელმან შეგიწყნარა, ნათელი ეგე და ბრწყინუალება მამისა, და გიხილეს რა ქუეყანით ამაღლებულად, ანგელოზთა და მოციქულთა, ერთბამად გიგალობდეს: ღმერთო ყოველისა მპყრობელო, კურთხეულ ხარ შენ.
აღვიპყრნეთ ხელნი ზეცად მიმართ, და ამაღლებასა ქრისტესსა სიხარულით, ხმა-ვჰყოთ ბრწყინუალედ, ამაღლდა ღმერთი ხმითა საყვირისათა, და დაჯდა, ვითარცა თანასწორი მარჯუენით მამისა, უკუნისამდე.
გალობდა მოსე და იტყოდა, ამაღლებისათჳს მხსნელისა, ვითარმედ…
დიდება
გალობდა მოსე და იტყოდა, ამაღლებისათჳს მხსნელისა, ვითარმედ ცანი იშუებდით, და განაძლიერებდით მას ანგელოზნი ღმრთისანი, რამეთუ გალობასა მას, და მონებრ მსახურებასა მათსა, მოასწავებდა.
ჵ საკჳრუელი დიდებული, ვითარ დაიტიე ღმერთი დაუტევნელი…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
ჵ საკჳრუელი დიდებული, ვითარ დაიტიე ღმერთი დაუტევნელი მიმადლებულო, რომელი იგი დამდაბლდა ხატამდე მონებისა, ესე ღმრთაებრ დიდებით აღვიდა დღეს ზეცად, და განაღმრთო კაცთა ბუნებაჲ.
მძლავრმან მიმძლავრებულმან, ხმა ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა…
კატავასია
მძლავრმან მიმძლავრებულმან, ხმა ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროჲსასა, ხოლო მადლი სულისა, მიმიძღვების ჩუენ მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რათა უღაღადოთ მას: ღმერთო შენ, კურთხეულ ხარ.
მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა…
გალობა 8. ძლისპირი
მამისაგან შობილსა ძესა, უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ხორციელ-ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ქრისტე ცხოვრების-მომცემელი, რომელი ორითა ბუნებითა, ზეცად დიდებით ამაღლდა, და დაჯდა მარჯუენით მამისა დღეს, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად, აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
რომელმან დაბადებულნი იხსნნა კერპთა მონებისაგან, და წარუდგინნა მამასა, განთავისუფლებულნი ბრალთაგან, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
მხსნელმან სიმდაბლით მოსლჳთა, დაამხუა მძლავრი იგი მტერი, და ამაღლებითა თჳსითა ადიდა დღეს ნათესავი კაცთა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად, აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
უზესთაეს ქერუბიმთა, გამოჩნდი შენ ღმრთის-მშობელო, და წმიდასა…
ღმრთის-მშობლისა
უზესთაეს ქერუბიმთა, გამოჩნდი შენ ღმრთის-მშობელო, და წმიდასა მუცელსა შენსა განხორციელდა, რომელსა უხორცოთა თანა, ყოველნი ადიდებენ მას უკუნისამდე.
ყრმანი ბრწყინუალენი
სხუა ძლისპირი.
ყრმანი ბრწყინუალენი.
გამოუჩნდეს წმიდათა მოციქულთა, ძალნი ზეცათანი და ესრეთ ეტყოდეს, რასა დაკვირვებულნი, ჰხედავთ ღირსნო ზეცად მიმართ, ესე იესო, რომელი ამაღლდა ზეცად, ესრეთვე კუალად მოვიდეს განსჯად, რომელი იგი არს მსაჯული ცხოველთა და მკუდართა.
მივსცეთ ღმერთსა დიდება და ქება და ერთობით უგალობდეთ, და ვაქებდეთ, ხმითა სასმენელითა, და ღმრთივ-ბრწყინუალედ ვიტყოდეთ: ამაღლდი დიდებით ყოვლად-ძლიერო უფალო, და შუენიერებითა შენითა დაჰფარენ ცანი, და აღავსე ყოველი ქუეყანა.
უმაღლეს იქმნა ძალთა და ანგელოზთა ბუნება ჩუენი…
ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.
უმაღლეს იქმნა ძალთა და ანგელოზთა ბუნება ჩუენი მწარედ ქუესკნელად შთასრული, და საღმრთოთა საყდართა ზედა დაჯდომად ღირს იქმნა, ქრისტეს ამაღლებითა, ვიხარებდეთ, და ბრწინვალედ ვდღესასწაულობდეთ, და უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე.
აჰა ესერა ძემან შენმან ქალწულო, ჯუარითა თჳსითა…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
აჰა ესერა ძემან შენმან ქალწულო, ჯუარითა თჳსითა წარმოსტყუენა სიკუდილი, და დასცა ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა, და მოციქულთა ეჩუენა საკჳრუელად, და ამაღლდა ზეცად, რომელისა თანა თაყუანის-გცემთ და გიგალობთ, და დიდების გმეტყველებთ უკუნითი-უკუნისამდე.
სამსახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს, და…
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია
სამსახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს, და კრულებასა განხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ღაღადებენ: დამბადებელო, და მხსნელო ყოველთაო, აღგამაღლებთ შენ.
ადიდებს სული ჩემი, ქუეყანით ზეცად ამაღლებულსა, ქრისტესა…
უპატიოსნესსა არა ვგალობთ, არამედ ვგალობთ ჩასართავსა, ამას.
ადიდებს სული ჩემი, ქუეყანით ზეცად ამაღლებულსა, ქრისტესა ცხოვრების-მომცემელსა.
ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს…
გალობა თ. ძლისპირი.
ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.
შენ ქრისტე, ღმერთო ყოველთა დამბადებელო, გიხილეს რა მოციქულთა, დიდებით ამაღლებულად, განკჳრვებულნი შიშით გადიდებდეს შენ.
შენ განაცხოველე ქრისტე გუამი კაცობრივი, ოდეს ამაღლდი ზეცად, მაშინ ანგელოზთა ძალნი ურთიერთ-არს იტყოდეს, ესე არს ღმერთი ჩუენი.
შენ ქრისტე ღმერთო, ოდეს უხორცოთა ძალთა აღსრული, ღრუბლითა გიხილეს, ღაღადებდეს და იტყოდეს, ესე არს მეუფე დიდებისა, აღახუენით ბჭენი.
შენ რაჟამს შთახედ ქუესკნელთა ქუეყანისათა, მიანიჭე კაცთა ცხოვრება, და ამაღლებითა შენითა, აღამაღლე ბუნება ჩუენი ამისთჳსცა გადიდებთ.
გიხაროდენ ღმრთის-მშობელო, ქრისტეს ღმრთისა დედაო, რამეთუ შენგან…
ღმრთის-მშობლისა
გიხაროდენ ღმრთის-მშობელო, ქრისტეს ღმრთისა დედაო, რამეთუ შენგან უბიწოდ შობილი ამაღლდა მამისა დღეს, რომელსა ანგელოზნი თაყუანის-სცემენ.
ანგელოზნი ჰხედვიდენ მეუფისა აღსვლასა, განცვიფრდეს ვითარ დიდებით…
მეორე ჩასართავი.
ანგელოზნი ჰხედვიდენ მეუფისა აღსვლასა, განცვიფრდეს ვითარ დიდებით ამაღლდი ქუეყანით ზეცად ყოვლად-ძლიერო.
ყოველი ტომნი
სხუა. ძლისპირი.
ყოველი ტომნი.
აჰა ნიჭთა მათ მიუწდომელთა, ჵ საღმრთოთა საიდუმლოთა, დიდება დიდებული, რამეთუ მხსნელი ყოველთა აღვიდა ზეცად ღმრთივ-ბრწყინუალედ, და წმიდათა მოციქულთა მოჰმადლა თანამფლობელი სული, ცხოველს-მყოფელი, ზეცისა მნათობთა უბრწყინუალესი.
გუნდსა წმიდათა მოციქულთასა უბრძანა უფალმან და ჰრქუა: ვითარმედ დასხედით თქუენ, იერუსალიმს, და მე მოგივლინო სცვა ნუგეშინის-მცემელი, თანამოსაყდრე ჩემი და მამისა, და მან გასწავოს თქუენ ყოველი, და მოგახსენნეს სიტყუანი ჩემნი.
განცხადებულად ამაღლდა ზესკნელს ცათა უმაღლეს შუენიერება, ქრისტეს…
დიდება
განცხადებულად ამაღლდა ზესკნელს ცათა უმაღლეს შუენიერება, ქრისტეს განკაცებისა, მამისა თანა ჯდომითა პატივ ეცა, დასჯილსა მას ბუნებასა ჩუენსა დაცემულსა, ამისთჳს ღირსად ვდღესასწაულობდეთ ჩუენ, და ვმადლობდეთ, მისთა მოწყალებათა.
ნათელი საღმრთო, გამოგუიბრწყინდა შენგან ყოვლად-უბიწოო, და ბნელი…
აწ და. ღმრთის-მშობლისა
ნათელი საღმრთო, გამოგუიბრწყინდა შენგან ყოვლად-უბიწოო, და ბნელი უღმრთოებისა წყვდიადი განაბნია და განხადა და ღამესა შინა უკუნსა დასჯილნი განანათლა, ამისთჳს გნატრით და ღირსად და ჯეროვნად გიგალობთ ქალწულო უკუნისამდე.
გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…
კატავასია
გიხაროდენ შენ წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყველებად ვერ შემძლებელ ვართ, ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
მოწაფენი რა გხედვიდეს, ამაღლდი ქრისტე ღმერთო, მამისა…
და მეტანია. განმანათლებელი. თჳთ სამსგავსო.
მოწაფენი რა გხედვიდეს, ამაღლდი ქრისტე ღმერთო, მამისა თანა მჯდომელად, ანგელოზთა რა გიხილეს შენ, ღაღად-ჰყუეს: აღახუენით ბჭენი რამეთუ მოვალს მეუფე ჩუენი პირველსავე დიდებასა.
ანგელოზებრ ვადიდებდეთ სოფელსა ამას შინა, რომელი საყდართა…
გ-გზის. ყოველი სული. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ, და ვგალობთ დასდებელთა. ხმა ა. მსგავსი. ზეცისა განწესებულთა.
ანგელოზებრ ვადიდებდეთ სოფელსა ამას შინა, რომელი საყდართა დიდებისათა მჯდომარე არს ქრისტე, ღმერთი ჩუენი, და გალობით უღაღადებდეთ: წმიდა ხარ მამაო ზეცათაო, და თანა სწორო სიტყუაო, ეგრეთუე წმიდა ხარ სულო სახიერო ჭეშმარიტო.
მთავარნი ანგელოზთანი, განკჳრვებულ-იყუნეს, უცხოსა მას აღსვლასა შენსა…
ბ-გზის.
მთავარნი ანგელოზთანი, განკჳრვებულ-იყუნეს, უცხოსა მას აღსვლასა შენსა ქრისტე ხორცითა, და ესრეთ იტყოდეს: რაჲ არს ხილუა ესე, რამეთუ ხატითა კაცი იხილვების, ხოლო ღმრთაებრ ზესკნელს ცათა ხორცითა აღუალს.
გალილეველნი ჰხედვიდეს ამაღლებასა შენსა ქრისტე, მთით ზეთის-ხილთათ ხორცითა, და ესმოდათ ხმაჲ ანგელოზთაგან, ეტყოდეს რა, რასა ჰხედავთ ზეცად მიმართ, ესრეთვე მოვიდეს, ვითარ იხილეთ თქუენ, ამაღლებული ზეცას დიდებით.
ივნე ვითარცა ჯერ გიჩნდა, გამოჩნდი ვითარცა ინებე…
დიდება, აწ და. ხმა ბ.
ივნე ვითარცა ჯერ გიჩნდა, გამოჩნდი ვითარცა ინებე, ივნე ხორცითა ქრისტე, ღმერთო ჩუენო, აღდეგ მკუდრეთით და დათრგუნე სიკუდილი, ამაღლდი დიდებით, და მოგუივლინე ჩუენ სული-წმიდა ნუგეშინის-მცემელი, გალობა და დიდება შენდა, რომელმან ყოველივე დაბადე ჩემთჳს.
დიდება მაღალი გრძლად
დიდება მაღალი გრძლად. ესრეთ იცხებენ ძმანი წმიდასა ზეთსა. და სწავლა სტოდიელისა, და ჟამი ა. სტოვასა შინა. და აღესრულების განტევება.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ
ვგალობთ ანტიფონსა. ფსალმუნი მვ. ხმა ბ. მუხლი ა. ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ
მუხლი ბ. რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ, და მეუფე დიდ, ყოველსა ქუეყანასა ზედა.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ
მუხლი გ. დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი, და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ
მუხლი დ. ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ.
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ
დიდება, აწ და
მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა, მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩუენ.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი…
ანტიფონი ბ. ფსალმუნი მზ. ხმა ბ. მუხლი ა. დიდ არს უფალი, და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი…
მუხლი ბ. მთანი სიონისანი, გვერდნი ჩრდილოჲსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი…
მუხლი გ. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი…
მუხლი დ. რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს, და მოვიდეს ერთბამად.
გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია.
მხოლოდ-შობილი ძე და სიტყუა ღმრთისა უკუდავი არსება…
დიდება, აწ და.
მხოლოდ-შობილი ძე და სიტყუა ღმრთისა უკუდავი არსება. თავს-იდვა: ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა უქცეველად განკაცნა, და ჯუარს ეცვა ქრისტე ღმერთი ჩუენი, სიკუდილითა სიკუდილი დასთრგუნა, და ერთი წმიდისა სამებისა თანა-დიდებულ არს მამისა და ყოვლად-წმიდისა, გვაცხოვნენ ჩუენ.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ…
ანტიფონი გ. ფსალმუნი 48. ხმა დ. მუხლი ა. ისმინეთ ესე, ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა. ტროპარი. ხმა დ.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი, აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ…
მუხლი ბ. ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი, აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ…
მუხლი გ. პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა, და ზრახუანი გულისა ჩემისანი, გულის-ხმის-ყოფასა.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი, აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ…
მუხლი დ. მივყო იგავსა ყური ჩემი, და აღუაღო საგალობელითა იგავი ჩემი.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი, აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ…
შესლვად ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყუენ მოწაფენი, აღთქმითა მით სულისა-წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ…
დიდება, აწ და. კონდაკი.
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, რომელი არა სადა განეშორები მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცად ამაღლებულსა
ესრეთ წმიდაო ღმერთო. სამოციქულო. საქმე მოციქულთა დასაწყისი ა. სახარება ლუკასი. დასაწყისი რიდ. ღირს არსის წილ ვგალობთ ჩასართავსა
ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცად ამაღლებულსა...
ჰშევ ქალწულო მიუწდომელი
და სძლისპირსა
ჰშევ ქალწულო მიუწდომელი...
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა…
ვიდრე წარგზავნადმდე. განიცადე.
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა. ალილუია
გ-გზის
გ-გზის. ტრაპეზსა ზედა იქმნების დიდი ნუგეშინის-ცემა ძმათა.