გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-6 შვიდეული · სამშაბათი 1 / 30გიხაროდენ მმარხველთა

აღდგომიდან მე-6 შვიდეული · სამშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 12 წთ

გიხაროდენ მმარხველთა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა დღესასწაულისათა გ. და თუენისათა გ. დასდებელი დღესასწაულისა, ხმა ე. მსგავსი.

გიხაროდენ მმარხველთა.

პირითა, სულითა და გონებითა, და ხილულითა თუალითა გუამისათა, და ნერწყვითა პირისა შენისათა, ორ-კერძოვე განაბრწყინვე შობითგან ბრმა იგი, რომელსაცა ბრმად უწოდდენ დაბადებულნი შენნი, ყოვლად-მოწყალეო უფალო, ჵ ყოვლად-საკჳრუელო ხმა იგი რომელითა ღაღად-ჰყო, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი ყოველისა სოფლისა, და ეტყოდა მწიგნობართა მხურუალითა გულითა, რამეთუ იგი არს რომელისა თქუენ ვერ შემძლებელ ხართ სიტყუის მიცემად, და ვერცა ხილუად რამეთუ ბრმანი ხართ და წინამძღუარნი ბრმათანი, ხოლო მათ განაძეს კრებულისაგან, და დასაჯეს იგი.

შეძლება სრული მიიღო ბრმამან, რომელნი ჰხედვიდეს მას, რამეთუ სცნა შემოქმედი და დამბადებელი ყოველთა, ვითარმედ ბრმა იყო და იხილა დიდება მისი თავსა ზედა თჳსსა, აღხილუა თუალითა რომელმან აღუხილნა ნერწყვითა თჳსითა, და ბრმა იგი სარწმუნოებით განათლდა, და ძედ ღმრთისა და მეუფედ ყოველთა აღიარა, ხოლო ჰურიათა იხილეს რა, შურითა სიბოროტისათა დაბრმობილ იქმნნეს, და არა ენებათ ხილუაჲ ნათლისა, მრავალთა სასწაულთა ჰხედვიდეს, და არა რწმენათ მხოლოჲსა მის საკჳრუელთ-მოქმედისა სიტყუისა.

დაბრკოლდენ რა მწიგნობარნი, ბრმისა მისთჳს, რომელიცა პირველად ბრმა იშვა, რომელსა არა ოდეს ეხილუა ნათელი, არამედ შურითა შეპყრობილ იქმნნეს მაცხოვრისათჳს, რათა არა იხილონ დიდებაჲ მისი, რამეთუ დაბრმობილ იყვნენ თუალითა, და გონებითა და არა იცოდეს წერილისა, ვითარმედ იგი არს ნათელი და მზე ბრწყინუალე, რომელიცა განანათლებდა აჩრდილთა შინა მსხდომარეთა, და ბუნებასა მოკუდავსა განაახლებდა, რომელმან ბნელსა მას მისცა ნათელი, და აწ ხედავს ნათელსა, და ნათლისა მომცემელსა სოფელსა უქადაგებს.

მზეო სიმართლისაო ქრისტე ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

მზეო სიმართლისაო ქრისტე ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ ნათლისა არა მქონებელი, პატიოსნითა შეხებითა შენითა ზოგად განანათლე იგი, ეგრეთუე სულიერნიცა თუალნი ჩუენნი განაბრწყინვენ, და ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ, რათა სარწმუნოებით ვღაღადებდეთ რომელ არს მადლი შენი ჩუენ ზედა, სახიერო და კაცთ-მოყუარეო უფალო დიდება შენდა.

რომელმან აღდგომა მოსცა კაცთა ნათესავსა, ვითარცა ცხოვარი…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ე.

რომელმან აღდგომა მოსცა კაცთა ნათესავსა, ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა, შეძრწუნდეს მისგან მთავრობანი ჯოჯოხეთისანი, და აღეხვნეს ბჭენი სალმობისანი, რამეთუ შევიდა მეუფე დიდებისა ქრისტე, და ეტყოდა კრულთა გამოვედით, და ბნელსა შინა მყოფნი გამოჩნდით.

უფალო შიშისა შენისაგან მეშინის, და ბოროტთა საქმედ…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.

უფალო შიშისა შენისაგან მეშინის, და ბოროტთა საქმედ არა დავცხრები, ვისმე სამსჯავროსა შინა მსაჯულისაგან არა ეშინის, ანუ ვისმე ნებავს განკურნება, და მკურნალსა განარისხებს, ვითარმე სულგრძელო უფალო უძლურებასა ჩემსა ზედა ლმობიერ იქმენ, და შემიწყალე მე.

ფარი სარწმუნოებისა შეიმოსეს, და ნიში ჯუარისა აღიღეს…

მიწყალენ ჩუენ უფალო შემიწყალენ ჩუენ. მოწამეთა

ფარი სარწმუნოებისა შეიმოსეს, და ნიში ჯუარისა აღიღეს, და ტანჯუათა მიმართ ახოვნად განეწყვნენ, და ეშმაკისა საცთური და ზახება დაამხუეს წმიდათა შენთა უფალო, მათითა მეოხებითა ვითარცა ყოვლად-ძლიერმან ღმერთმან, სოფელსა მშჳდობა გარდამოუვლინე, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

რომელი წყალობით განკაცენ ქრისტე ღმერთო, საშოჲთგან დედისათ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

რომელი წყალობით განკაცენ ქრისტე ღმერთო, საშოჲთგან დედისათ დაკლებული ნათლისა, მოწყალებათა შენთა წყალობითა უსაზღუროჲთა, ბრწყინუალებისა საღმრთოსა ღირს ჰყავ მიღებად, შეხებითა საუფლოთა თითთა შენთათა, თუალნი მისნი დაბადენ მიწით ვითარცა ადამ, მომცემელო ნათლისაო, შენ აწცა საცნობელნი სულთა და ხორცთა ჩუენთანი მდიდრად განაბრწყინვენ, რათა კეთილად განვიცდიდეთ, და გულსმოდგინედ ვიქმოდეთ მცნებათა შენთა.

გალობით გალობა ესე იოსებისი

სამსაგალობელი ხმა ე.

გალობით გალობა ესე იოსებისი.

იხარებდით წარმართნი ერთა თანა ზეცისათა, რომელი მომიგნა…

ხმა 8. გალობა ბ. ძლისპირი

იხარებდით წარმართნი ერთა თანა ზეცისათა, რომელი მომიგნა ჩუენ, უბიწოთა მით სისხლითა, ქუეყანით ზე აღმიყვანა და დამხსნა ცათა შინა მეუფემან, ქრისტემან კაცთ-მოყუარემან.

ვითარცა აღამაღლა მოსე გუელი, ეგრეთუე შენ ამაღლდი უფალო სიმაღლესა ჯუარისასა, რათა ზვავისა მტერისა გესლი მაკვდინებელი კაცთაგან განხადო ვითარ იგი მან გველთა მათ.

დიდება დიდებასა შენსა დიდებულო ღმერთო, რამეთუ დაიდევ საფლავსა, ვითარცა მკუდარი, ხოლო აღდეგ ხელმწიფებით და ყოველი სოფელი მკუდრეთით აღადგინე ვითარცა ყოვლად-ძლიერმან.

ცხოვრების-მომცემელი აღდგა მკუდრეთით ვითარცა სთქუა, ხმობდა ანგელოზი…

დიდება

ცხოვრების-მომცემელი აღდგა მკუდრეთით ვითარცა სთქუა, ხმობდა ანგელოზი მენელსაცხებლეთა მიმართ. დააცხვრეთ გოდება თქუენი და უთხართ მოციქულთა აღდგომა მხსნელისა და ერთბამად იხარებდით.

წმიდაო მეუფეო, ღმერთო ყოველისა-მპყრობელო, რომელი განკაცენ ჩუენთჳს…

აწ და ღმრთის-მშობლისა

წმიდაო მეუფეო, ღმერთო ყოველისა-მპყრობელო, რომელი განკაცენ ჩუენთჳს ქალწულისაგან, ჯუარს-ეცუ, დაეფალ და აღდეგ ვედრებითა მისითა, წყალობანი შენნი მდიდრად გარდამოგუივლინე.

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს…

გალობა 8. ძლისპირი

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

უგალობთ ქრისტე შენსა მესამისა დღისა აღდგომასა და ბრწყინუალესა ამაღლებასა, და სარწმუნოებით დიდების-ვმეტყველებთ მხსნელო და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.

ჯუარცმულსა ჩუენთჳს და საფლავსა მიცემულსა და აღდგომითა თჳსითა ყოვლად-წმიდითა განმანათლებელსა ჩუენსა ღმერთსა უგალობდეთ და აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

ჵ დაუვალო მზეო, ქრისტე მეუფეო, რომელი ჯუარს-ეცვი…

დიდება

ჵ დაუვალო მზეო, ქრისტე მეუფეო, რომელი ჯუარს-ეცვი, დაეფალ და აღდეგ მკუდრეთით, და განანათლენ გულნი და გონებანი ჩუენნი მარადის გადიდებთ ყოვლად-ძლიერო.

ვედრება ჩუენთჳს შესწირე ჵ ღმრთის-მშობელო შენგან შობილისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ვედრება ჩუენთჳს შესწირე ჵ ღმრთის-მშობელო შენგან შობილისა ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რათა მოწყალე გუექმნეს უბადრუკთა ამათ მიმძლავრებულთა მტერისა მიერ.

ისაია მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე…

გალობა თ. ძლისპირი

ისაია მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე დაუსაბამო ემმანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი ვნატრიდეთ.

ვითარცა რა კრავი უმანკო დაკლვად მიიგვარე მხსნელო და წყლულებათა მათ მიერ რომელნი ნებსით თავს-ისხენ ჩუენთჳს მოსრენ ეშმაკნი და შემუსრენ და ჩუენ მოწყლულნი ესე მათ მიერ განმაცხოველენ.

შემუსრენ ქრისტე მოქლონი ქუესკნელისანი, რაჟამს შთახედ ჩუენთჳს მას შინა, ხოლო მკუდარნი საუკუნითგან დასჯილნი მისგან იხსენ მხსნელო და გიგალობდეს ვითარცა მძლესა და უძლეველსა.

აღდგომა შენი ცხოვრება არს საუკუნო უფალო და…

დიდება

აღდგომა შენი ცხოვრება არს საუკუნო უფალო და კუალად ამაღლება შენი წმიდა სახარულევან და მომნიჭებელ უხრწნელებისა, რომელსა წინა-ვდღესასწაულობთ და გალობით გადიდებთ შენ.

ნათელი ნათლისაგან შევ ქალწულო დიდებულო და უღმრთოებისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ნათელი ნათლისაგან შევ ქალწულო დიდებულო და უღმრთოებისა ბნელი უჩინო ჰყავ ქუეყანისაგან, ამისთჳს მორწმუნეთა ერი შესხმით გიგალობს სასოსა ჩუენსა და თაყუანის-გცემთ.

თანა დაუსაბამოსა

შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ე. მსგავსი.

თანა დაუსაბამოსა.

უფალო მკუდრად შეირაცხე, რომელმან მოჰკალ სიკუდილი, და საფლავსა დაიდევ, რომელმან დააცალიერენ საფლავნი, საფლავსა ზედა მხედარნი გცვიდეს, და ქუესკნელს შინა საუკუნითგანნი კრულნი განათავისუფლენ. ყოვლად-ძლიერო და მოუკლებელო უფალო დიდება შენდა.

რაჟამს მსაჯული იგი სიმართლისა დაჯდეს, და ბევრეულნი…

უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

რაჟამს მსაჯული იგი სიმართლისა დაჯდეს, და ბევრეულნი ანგელოზნი წინაშე სდგენ, საყვირი იგი ხმობდეს და სახმილი ცეცხლისა ეგზებოდეს, რაჲმე ჰყო შენ სულო, ჩემო, მიგიყვანებდენ რა განკითხვად, რამეთუ მაშინ ბოროტნი შენნი წარმოგიდგებიან, და დაფარულნი ცოდუანი გემხილებიან, აწ უკუე პირველ აღსასრულისა ლმობიერად ღაღადებდი. ვცოდე ღმერთო ჩემო შემიწყალე მე.

ბრწყინავს დღეს სახსენებელი, ღუაწლით-შემოსილთა მოწამეთა, რამეთუ ბრწყინუალება…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა

ბრწყინავს დღეს სახსენებელი, ღუაწლით-შემოსილთა მოწამეთა, რამეთუ ბრწყინუალება საღმრთო ჰმოსიესთ ზეგარდამო, და გუნდნი ანგელოზთანი დღესასწაულობენ, და ძენი კაცთანი უგალობენ, ამისთჳსცა ევედრებიან იგინი მხურუალედ, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დედაო ღმრთისაო ყოვლად-წმიდაო, ზღუდეო ქრისტიანეთაო, იხსენ ერი…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

დედაო ღმრთისაო ყოვლად-წმიდაო, ზღუდეო ქრისტიანეთაო, იხსენ ერი შენი, რომელი ღაღადებს შენდამი ვედრებით, განაბნიენ და განსდევნენ ბილწნი და მწიკულევანნი გულის-სიტყუანი, რათა გიღაღადებდეთ შენ, გიხაროდენ მარადის ქალწულო დიდებულო.

თანა დაუსაბამოსა

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ე. მსგავსი.

თანა დაუსაბამოსა.

აღეხილნეს რა თუალნი შობითგან ბრმისანი, ოდეს იგი ქრისტემან შექმნა თიხაჲ ნერწყვისაგან, და სცხო თუალთა მისთა, ხოლო მან რა იხილა ბრწყინუალებაჲ მზისა, და ხატი ძლიერებისა მისისა, მეყუსეულად სულისა და გულისა მხურუალებითა ღაღად-ჰყო დამბადებელისა მიმართ, დიდება ძალსა შენსა უფალო.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და. იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

უფალო მოქლონნი საუკუნენი შემუსრენ, და საკრუელნი განხეთქენ…

სრულად. ფსალმუნი ნ. ვგალობთ კანონსა დღესასწაულისასა ძლისპირით, მუხლსა 8. და თუენისასა. მუხლსა დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა აქებდითსა ზედა, დასდებელი. რვა ხმათა. ხმა ე.

უფალო მოქლონნი საუკუნენი შემუსრენ, და საკრუელნი განხეთქენ, და საფლავით აღდეგ, დაუტევენ ტილონი იგი საწამებელად ჭეშმარიტად სამდღე დაფლვისა შენისა, და წინა წარუძეღუ გალილეას, რომელსა გცვიდეს ქვაბსა შინა, დიდ არს წყალობა შენი მოუკლებელო უფალო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

სიმრავლე ცოდუათა ჩემთა უგულებელს-ჰყავ უფალო, რომელი ეგე…

ბ-გზის.

სიმრავლე ცოდუათა ჩემთა უგულებელს-ჰყავ უფალო, რომელი ეგე იშევ ქალწულისაგან, და ყოველნი ბრალნი ჩემნი აღხოცენ, გულის-სიტყუა მოქცევისა მომმადლე, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე ხარ, გევედრები შემიწყალე მე.

ღუაწლით-შემოსილნი შენნი უფალო, ანგელოზთა წესსა მობაძავ იქმნნეს…

მოწამეთა

ღუაწლით-შემოსილნი შენნი უფალო, ანგელოზთა წესსა მობაძავ იქმნნეს, და ვითარცა უხორცოთა სატანჯუელნი დაითმინნეს, რამეთუ ერთი ხოლო სასოება შეეკრძალათ, აღთქმულთა მათ კეთილი საშუებელი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, მშჳდობა მოეც სოფელსა შენსა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ვინმე იტყოდეს ძლიერებათა შენთა ქრისტე, ანუ ვინმე…

დიდება, აწ და. ხმა 8.

ვინმე იტყოდეს ძლიერებათა შენთა ქრისტე, ანუ ვინმე აღრაცხნეს სიმრავლე ნიშთა შენთა, რამეთუ ვითარცა რა, მოწყალებათა შენთათჳს, სოფელსა შინა, მრჩობლ გამოჩნდი, ეგრეთუე სენთა კურნებასა, მრჩობლ მიანიჭებდი სნეულთა. რამეთუ არა ხოლო თუალნი ხორცთანი მისცენ, ნათლისაგან, დაკლებულსა ბრმასა მას, არამედ სულისა, თუალნიცა მიჰმადლენ, ვინაჲცა ბრწყინუალედ, აღგიარა ღმერთად და მეუფედ, რომელმან მოეც სოფელსა დიდი წყალობაჲ.

ბრწყინუალებითა მით, ღმრთაებისათა განბრწყინდა ბრმა იგი, რაჟამს…

აღვივსენითსა ზედა დასდებელი. ხმა ე. მსგავსი.

ბრწყინუალებითა მით, ღმრთაებისათა განბრწყინდა ბრმა იგი, რაჟამს იხილა, ნათლისა მომცემელი, დამბადებელი შაბათისა, რომელი დაწერა მოსე სჯულსა შინა, რომელ აღიძრვოდენ მისთჳს გონებითა დაბრმობილნი ჰურიანი, რომელმან სახიერებით განანათლა ქუეყანაჲ, ვერ ხედვიდენ ნათელსა მას ბრწყინუალესა, და ამხილებდეს შაბათისათჳს, ვითარ შაბათსა შინა შექმნა ნერწყვისაგან თიხაჲ, და ცხო თუალთა და უბრძანა წარსვლა, და დაბანა სილოამს, ხოლო ჩუენ შეუდგეთ ბრმასა მას, რათა ვიხილოთ ჩუენცა ღმერთი იგი, რომელმანცა აღმიხილნა ჩუენ თუალნი სულისანი, თაყუანის-ვსცეთ მას და ვიტყოდეთ, დიდება შენდა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

აღმოუბრწყინდა დღე ნათლისა, რომელი იყო პირველ ბნელსა…

მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე.

აღმოუბრწყინდა დღე ნათლისა, რომელი იყო პირველ ბნელსა მას შინა ბრმა იგი, და იყო დამაშვრალ მრავალწელ, და აღმოეცენა კურნება სტოვასა მას საბანელსა სილოამისასა განბანითა, საღმრთოჲთა ბრძანებითა მიეცა მას ნათელი ბრწყინუალე, და აღეხილნეს თუალნი, ამისთჳს ნათლისა მქონებელმან განდევნა ბნელი ღამისა, საღმრთოთა სახიერებითა, და წმიდითა მცნებითა, ამხილა მწიგნობართა და ფარისეველთა უგუნურება მათი, ხოლო ჩუენ გამობრწყინვებითა თჳსითა განგუანათლნა, ნათლითა მით ღმრთაებისათა, და მორწმუნეთაგან განდევნის პირველსა მას სიბნელესა, და თჳსითა შარავანდედითა და საღმრთოთა წერილითა აღუხილებს თუალთა, რომელნი ესვენ მას, და მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

აღიყვანა მაღლად გონებაჲ აღსავალად, ხედვად ბრწყინუალედ და…

სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა.

აღიყვანა მაღლად გონებაჲ აღსავალად, ხედვად ბრწყინუალედ და ღმრთის-მეცნიერებად, და განათლდა ბრმა იგი, მოთმინებითა ხორციელისა სიბნელისათა, და მოუწოდა მას რომელიცა სიტყჳთა განანათლებს ყოველთა, რამეთუ ვინაჲთგან თუალითა ბრმა იყო, ხოლო გონებითა მხილუელ, და რწმენა ნათლისა მომცემელი, რომელმანცა აღმოუცენა სოფელსა ნათელი საფლავთაგან მესამესა დღესა, და განანათლა ყოველი ქუეყანა აღდგომითა თჳსითა, და აღმოუბრწყინა ნათელი, რომელნი მსხდომარე იყუნეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და იხსნა კაცთა ნათესავი სიკუდილისაგან, ამისთჳს ჩუენცა ღაღად-ვჰყოთ, უფალო დიდება შენდა.

მზეო სიმართლისაო ქრისტე ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

მზეო სიმართლისაო ქრისტე ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ ნათლისა არა მქონებელი პატიოსნითა შეხებითა შენითა ზოგად განანათლე იგი, ეგრეთუე სულიერნიცა თუალნი ჩუენნი განაბრწყინვენ, და ძედ ნათლისად გამომაჩინენ ჩუენ, რათა სარწმუნოებით ვღაღადებდეთ, რომელ არს მადლი შენი ჩუენ ზედა, სახიერო და კაცთ-მოყუარეო უფალო დიდება შენდა.