გულანი
საცდელი · 1.37.0
შობიდან ბრმის კვირა 1 / 120პატიოსნისა ჯუარისა შენისა მიერ

შობიდან ბრმის კვირა

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 49 წთ

პატიოსნისა ჯუარისა შენისა მიერ

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი. ხმა ე.

პატიოსნისა ჯუარისა შენისა მიერ.

რომელმან აღდგომაჲ მოსცა კაცთა.

დიდი საკჳრუელი უხილავთა.

სამწუხროსა თაყუანის-ცემა.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა

დიდება. ხმა ე.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა.

ღმრთივ-შუენიერსა და პატიოსანსა, ყრმაასა პატივს-ვსცემდეთ, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა…

ესე ყოველი იხილე დიდსა მწუხრსა ზედა, აწ და. ღმრთის-მშობლისა, მდგომარე. დოგმატიკა. ხმა ე.

ღმრთივ-შუენიერსა და პატიოსანსა, ყრმაასა პატივს-ვსცემდეთ, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, რამეთუ შემოქმედი ყოველთა, რომელმან იგი სათნო იყო განკაცებაჲ, დაემკჳდრა მას შინა გამოუთქმელად, ჵ ნივთთა უცხოთა და ყოვლად-დიდებულთა საიდუმლოთა, ვინმე არა განკჳრდეს მსმენელი, რამეთუ ღმერთი განკაცნა უქცეველად, და თჳნიერ დამცირებისა რაჲსამე, განვლნა ბჭენი ქალწულებისანი, ვითარცა თქუა წინასწარ-მეტყველმან, არავინ კაცთაგანმან განვლოს ესე ოდესმე, გარნა მხოლომან ღმერთმან ისრაელისამან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

გიხაროდენისა

სტიქარონსა ზედა, დასდებელი, აღდგომისა, ერთი. ესრეთ მდგომარენი დასდებელნი. მსგავსი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისანი. ხმა ე. მსგავსი.

გიხაროდენისა.

გიხაროდენ წინასწარ-მეტყველთა ბეჭედო და მოციქულთა ქადაგებაო, რომელმან…

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

გიხაროდენ წინასწარ-მეტყველთა ბეჭედო და მოციქულთა ქადაგებაო, რომელმან ღმერთი ჭეშმარიტი ჩუენთჳს ხორციელ ქმნილი შევ, ზესთა სიტყუისა და გონებისა, რომელთა მის მიერ მოვიღეთ მადლი და წყალობაჲ, და შენ ვითარცა შუამდგომელსა დედასა ნათლისა პატივს-გცემთ, რამეთუ შენ მიერ ყოვლად-წმიდაო, ღირს ვიქმნენით ცხოვრებასა ძისა შენისასა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ შენ მიერ დიდსა წყალობასა.

გიხაროდენ ცაო სიტყჳერო, რამეთუ შენ მიერ ღმერთი…

ისმინე ასულო და იხილე, და მოჰყავ ყური შენი.

გიხაროდენ ცაო სიტყჳერო, რამეთუ შენ მიერ ღმერთი ხორციელ იქმნა, და დაემკჳდრა წმიდასა შინა საშოსა შენსა, გიხაროდენ ტაკუკო სავსეო მანანაჲთა, გიხაროდენ სასანთლეო ბრწყინუალეო მზისა მის სიმართლისაო, გიხაროდენ მთაო წმიდაო ღმრთისა სამკჳდრებელო, გიხაროდენ საღმრთო ტრაპეზო ქრისტეს მეუფისაო, გიხაროდენ პურისა მის ცხოვრებისა მშობელო, გიხაროდენ მაყუალო შეუწუელო, გიხაროდენ ღრუბელო ნათლისაო ქალწულო, ქრისტესსა ევედრე რათა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

გიხაროდენ, რომელმან ძე ღმრთისა გამოუთქმელად მუცლად-იღე უბიწოო…

პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.

გიხაროდენ, რომელმან ძე ღმრთისა გამოუთქმელად მუცლად-იღე უბიწოო, და ესე ყოვლად-წმიდათა მათ სისხლთა შენთაგან ჴორციელ-ქმნილი ჰშევ უბიწოო სძალო, სულითა საცნაურითა და თჳთმფლობელითა, რომელმანცა ყოველითურთ ადამი შეიმოსა და მოწყალებით განაახლა სახიერმან, ამისთჳსცა ვქადაგებთ მას ორითა ბუნებითა, რომელითა ორკერძოვე იქმოდა ძალთა და სასწაულთა ქრისტე, რომელსა ევედრე მადიდებელთა შენთათჳს ქალწულო პოვნად დიდი წყალობაჲ.

მზეო სიმართლისაო, ქრისტე, ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ…

დიდება. ხმა 8

მზეო სიმართლისაო, ქრისტე, ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ ნათლისა არა მქონებელი პატიოსნითა შეხებითა შენითა ზოგად განანათლე იგი, ეგრეთუე სულიერნიცა თუალნი ჩუენნი განაბრწყინვენ და ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ ჩუენ, რათა სარწმუნოებით ვღაღადებდეთ: რომელ არს მადლი შენი ჩუენ ზედა სახიერო და კაცთ-მოყუარეო, უფალო დიდება შენდა.

ტაძარი ხარ ბჭე და პალატი, და საყდარი…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა ე.

ტაძარი ხარ ბჭე და პალატი, და საყდარი მეუფისა, ქალწულო უხრწნელო, რომელისა მიერ მხსნელი ჩუენი ქრისტე, უფალი, ბნელსა შინა მსხდომარეთა გამოუჩნდა მზედ სიმართლისა განათლებად, რომელნი დაჰბადნა ხატად თჳსად ხელითა თჳსითა, ვინაჲცა ყოვლად-საგალობელო, ვითარცა გაქუს კადნიერება დედობრივი მისა მიმართ დაუცხრომელად მეოხ გვეყავ, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

და შემდგომი ჩვეულებისაებრ

და შემდგომი ჩვეულებისაებრ.

პატიოსნისა ჯვრისა შენისა მიერ ქრისტე, ეშმაკი სირცხვილეულ…

უქცევთ მუხლთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა გ. ანატოლისანი დ. და ორთა თჳთ-ხმოვანთა ბრმისათა, განმაორებელნი პირველისანი, დასდებელნი აღდგომისანი. ხმა ე.

პატიოსნისა ჯვრისა შენისა მიერ ქრისტე, ეშმაკი სირცხვილეულ ჰყავ, და აღდგომისა შენისა მიერ საწერტელი ცოდვისა მოაუძლურე, და მიხსენ ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა, და გადიდებთ შენ მხოლოდ-შობილო.

რომელმან აღდგომა მოსცა კაცთა ნათესავსა, ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა, შეძრწუნდეს მისგან მთავრობანი ჯოჯოხეთისანი, და აღეხვნეს ბჭენი სალმობისანი, რამეთუ შევიდა მეუფე დიდებისა ქრისტე, და ეტყოდა კრულთა: გამოვედით და ბნელსა შინა მყოფნი გამოსჩნდით.

დიდი საკჳრუელი უხილავთა დამბადებელმან კაცთ-მოყუარებისათჳს ხორცითა ივნო, და აღდგა უკუდავი, მოვედით ტომნო წარმართთანო ამას თაყუანის-ვსცემდეთ, რამეთუ მოწყალებითა მისითა საცთურისაგან ვიხსნენით, და სამთა გუამთა შინა ერთ-ღმრთაებისა გალობაჲ ვისწავეთ.

სამწუხროსა თაყუანის-ცემასა შევსწირავთ შენდა დაუღამებელისა ნათლისა, რომელი…

სხუანი, დასდებელნი ანატოლისანი. ხმა იგივე.

სამწუხროსა თაყუანის-ცემასა შევსწირავთ შენდა დაუღამებელისა ნათლისა, რომელი დასასრულსა საუკუნეთასა, ვითარცა სარკესა შინა ხორცთა მიერ გამოუბრწყინდი სოფელსა, და ვიდრე ჯოჯოხეთამდე შთახედ, და მუნ იგი წყუდიადი დახსენ, და ნათელი აღდგომისა ნათესავთა უჩუენე, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

წინამძღუარსა ცხოვრებისა ჩუენისასა, ქრისტესა დიდების ვმეტყველებდეთ, რამეთუ მკუდრეთით აღდგომითა მისითა საცთურისაგან იხსნა სოფელი. იხარებს გუნდი ანგელოზთა, ივლტის ეშმაკთა საცთური, ადამ დაცემული აღემართა, და ეშმაკი დაითრგუნა.

დასისაგანთა ეტყოდეს უსჯულონი, მიიღეთ ვერცხლი და დაჰფარეთ ქრისტეს აღდგომაჲ, და სთქუათ ვ̅ეღა გვეძინა საფლავისაგან წარიპარა მკუდარი, ვის ესმა ესე, ანუ ვინ იხილა მკუდარი წარპარუად ოდესმე, უფროსღა შემურვილი და შიშუელი დატევებად საფლავსა შინა, და საფლავნი ცალიერნი, ნუ სცთებით, ჵ ჰურიანო, ისწავენით თქმულნი წინასწარ-მეტყველთანი და სცანთ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად მხსნელი სოფლისა და ყოვლად-ძლიერი.

უფალო რომელმან ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე და სიკუდილი დათრგუნე მხსნელო ჩუენო, რომელმან განანათლე სოფელი პატიოსნითა ჯუარითა შენითა, შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალო შობითგან ბრმა იგი ესრეთ ეტყოდა მწუხარებით…

სხუანი, დასდებელნი თჳთ ხმოვანნი ბრმისანი. ხმა ე.

უფალო შობითგან ბრმა იგი ესრეთ ეტყოდა მწუხარებით თავსა თჳსსა, ნუ-უკუე ცოდუათათჳს მშობელთა ჩემთასა ვიშევ ვერას მხედველი, და ნუ-უკუემცა ტომთა ჩემთა ურწმუნოებისათჳს ვიქმენ დაკლებულ, ნათელსა მას შუენიერსა და სასურველსა, და ნუ-უკუემცა არა კმა არს ჩემდა, რამეთუ ღამე არიან გინა დღე არა უწყი, არამედ უფროს შემაურვებს შემუსრვა ფერხთა ჩემთა ქვათაგან, ხოლო გევედრები შენ მზეო სიმართლისაო, ქრისტე, მომხედენ და განმანათლენ.

წარრავიდოდა იესო გზასა, ჰპოვა კაცი შობითგან ბრმა…

ბ-გზის

წარრავიდოდა იესო გზასა, ჰპოვა კაცი შობითგან ბრმა, და შეეწყალა იგი, და დასდვა თიხაჲ თუალთა ზედა მისთა, და უბრძანა მას: წარუედ სილოამად და დაიბანე შენ, და მან ვითარცა დაიბანა აღიხილნა და დიდებასა შეწირვიდა ღმრთისა, ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილუა იგი, კითხჳდეს მას და ეტყოდეს, ვინ არს რომელმან იგი აღგიხილნა თუალნი შენნი, რომელსა ვერვის ეძლო ყოვლადვე განკურნებაჲ? ხოლო იგი ესრეთ ხმობდა მათდა მიმართ. კაცმან რომელსა რქჳან იესო, მან მრქუა მე, ვითარმედ დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, და დავიბანე და აღვიხილენ ვითარცა ესე მხედავთ, და უქადაგებდა მათ, იგი არს ჭეშმარიტად რომელისათჳს თქუა მოსე რჯულსა შინა ქრისტედ და მესიად, ესე არს ნათელი ყოველთა დაბნელებულთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ მორწმუნენო, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე…

დიდება. ხმა ვ.

უფალო წარრახვიდოდი შენ გზასა მას, მეყუსეულად ჰპოვე კაცი ბრმაჲ შობითგან, და განკჳრდეს მოწაფენი შენნი, გკითხჳდეს და გეტყოდეს, ვინ ცოდა უფალო ამან, ანუ-თუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ესრეთ ბრმა იშვა, ხოლო შენ მაცხოვარ ასწავებდი მათ და ეტყოდი: ვითარმედ არცა ამან ცოდა არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა მის ზედა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა, და ჩემდა ჯერ არს მომავლინებელისა ჩემისა საქმეთა ქმნაჲ, რომელთა ვერვის ძალუძს ქმნაჲ, და ვითარცა ესე სთქუ, ჰნერწყვე ქუეყანასა და შეჰქმენ თიხაჲ, და სცხე იგი თუალთა მისთა და არქუ მას ესრეთ, ვითარმედ წარუედ საბანელსა მას სილოამისასა, და დაიბანე, და ვითარცა დაიბანა მყის განიკურნა იგი, და ხმობდა შენდა მომართ, მრწამს მე უფალო, და შეგივრდა შენ ძრწოლით და თაყუანის-გცა. ჩუენცა გიღაღადებთ მისთანა ყოვლად-ძლიერო, თუალნი სულთა და ხორცთა ჩუენთანი განგვინათლენ და შეგვიწყალენ ჩუენ.

ზღუასა მას ზედა მეწამულსა უქორწინებელისა სძლისა სახე…

აწ და, ღმრთის-მშობლისა. ხმა ე.

ზღუასა მას ზედა მეწამულსა უქორწინებელისა სძლისა სახე გამოისახა ოდესმე, მუნ იყო მოსე განმპებელი წყალთა, ხოლო აქა გაბრიილ მსახური საკჳრუელებისა, მაშინ ისრაილი წიაღხდა უფსკრულსა დაულტოლველად, ხოლო აქა ქალწულმან გვიშუა ქრისტე უთესლოდ, ზღუა შემდგომად წიაღსვლისა ისრაელთასა დაადგრა უვალად, და უბიწო, შემდგომად შობისა ემმანუილისსა დაადგრა უხრწნელად, რომელი იყავ და პირველითგან იყავ, და გამოჩნდი, ვითარცა კაცი შეგვიწყალენ ჩუენ.

ყოველივე ცხოვრება თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა…

შესლვად. წარდგომა დღისა. ლიტანიასა ზედა, დასდებელი ტაძრისა. დიდება. ხმა დ.

ყოველივე ცხოვრება თჳსი ბრმასა მას წყუდიადად შეერაცხა, და სატანჯუელად, და ხმობდა შენდა მომართ ქრისტე მაცხოვარ: ძეო დავითისო, განახუენ თუალნი ჩემნი დაბნელებულნი, რათა ყოველთა თანა მეცა ვაქებდე და უგალობდე ძლიერსა ძალსა შენსა, და წყალობათა შენთა აურაცხელთა კაცთ-მოყუარეო.

მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა ყოვლად-უბიწოო, და დააცხვრე…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა დ.

მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა ყოვლად-უბიწოო, და დააცხვრე ძჳრთა ჩუენ ზედა აღდგომაჲ, და ყოველისა მწუხარებისაგან გვიხსენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლო გუაქუ მტკიცედ და შეურყეველად სიმტკიცედ, და შენსა შეწევნასა შევევედრებით, ნუმცა სირცხვილეულ ვიქმნებით დედუფალო შენნი მვედრებელნი, არამედ ისწრაფე მეოხებად ჩუენდა, რომელნი სარწმუნოებით ვხმობთ შენდამი, გიხაროდენ დედუფალო ყოველთა შემწეო, სიხარულო და მცუელო სულთა ჩუენთაო.

შენ ქრისტესსა განხორციელებულსა და ცათაგან არა განშორებულსა…

სტიქარონსა ზედა დასდებელი აღდგომისა. ხმა ე.

შენ ქრისტესსა განხორციელებულსა და ცათაგან არა განშორებულსა, ხმითა გალობისათა გადიდებთ, რამეთუ ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ნათესავისათჳს ჩუენისა, ვითარცა კაცთ-მოყუარემან ღმერთმან წარმოსტყუენე ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მესამესა დღესა აღდეგ, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

ესრეთ დასდებელნი პასექისანი ჩასართავითა მათითა. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე, მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით არქუთ მოწაფეთა მისთა, აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა, და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა, და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

მზეო სიმართლისაო, ქრისტე, ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ…

დიდება

მზეო სიმართლისაო, ქრისტე, ღმერთო, რომელმან საშოჲთგანვე მუცლისათ ნათლისა არა მქონებელი პატიოსნითა შეხებითა შენითა ზოგად განანათლე იგი, ეგრეთუე სულიერნიცა თუალნი ჩუენნი განაბრწყინვენ და ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ ჩუენ, რათა სარწმუნოებით ვღაღადებდეთ: რომელ არს მადლი შენი ჩუენ ზედა სახიერო და კაცთ-მოყუარეო, უფალო დიდება შენდა.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა

თანა დაუსაბამოსა მას სიტყუასა, მამისა და ყოვლად-წმიდისა…

ესრეთ განსატევებელი ტროპარი. ხმა ე.

თანა დაუსაბამოსა მას სიტყუასა, მამისა და ყოვლად-წმიდისა სულისასა, რომელი იშუა ქალწულისაგან ცხოვრებად ჩუენდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვსცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსვლაჲ ხორცითა ჯუარსა ზედა, სიკუდილი დათრგუნა და აღადგინნა მკუდარნი, დიდებულითა მით აღდგომითა თჳსითა.

გიხაროდენ ბჭეო განუღებელო, გიხაროდენ ზღუდეო და მფარველო…

დიდება, აწ და ღმრთის-მშობლისა

გიხაროდენ ბჭეო განუღებელო, გიხაროდენ ზღუდეო და მფარველო, რომელნი მოივლტიან შენდა სარწმუნოებით, გიხაროდენ მყუდროო ნავთსაყუდელო ცხოვრებისა ჩუენისაო, რომელმან ჰშევ დამბადებელი შენი და ღმერთი ჩუენი, მეოხებად ნუ დასცხრები მათთჳს, რომელნი ადიდებენ და თაყუანის-სცემენ შობილსა შენგან.

უკუეთუ არა იყოს ღამისთევა

უკუეთუ არა იყოს ღამისთევა კჳრიაკესა შუაღამისად ვგალობთ კანონსა სამებისასა რუა-ხმათაგან ე. ხმისასა. ესრეთ ღირს არსსა, და შემდგომი ვითარცა არს ჩვეულება. და განტევება.

ჯუარსა უფლისასა შევასხმიდეთ და საფლავსა წმიდასა გალობით…

შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომანი აღდგომისანი. ხმა ე.

ჯუარსა უფლისასა შევასხმიდეთ და საფლავსა წმიდასა გალობით პატივს-ვსცემდეთ, და აღდგომასა მისსა აღუამაღლებდეთ, რამეთუ აღმადგინნა მკუდარნი საფლავთაგან ვითარცა ღმერთი-არს, და დახსნა სიმტკიცე სიკუდილისა, და ძალი მტერისა, და ჯოჯოხეთისა მყოფთა ნათელი გამოუბრწყინუა.

უფალო, მკუდრად შეირაცხე, რომელმან მოჰკალ სიკუდილი და…

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.

უფალო, მკუდრად შეირაცხე, რომელმან მოჰკალ სიკუდილი და საფლავსა დაიდევ, რომელმან დააცალიერენ საფლავნი, საფლავსა ზედა მხედარნი გცვიდეს, და ქუესკნელს შინა საუკუნითგანი მკუდარნი განათავისუფლენ. ყოვლად-ძლიერო და მოუკლებელო უფალო, დიდება შენდა.

გიხაროდენ მთაო წმიდაო ღმრთისა სამკჳდრებელო. გიხაროდენ სულიერო…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

გიხაროდენ მთაო წმიდაო ღმრთისა სამკჳდრებელო. გიხაროდენ სულიერო მაყუალო შეუწუელო, გიხაროდენ ხიდო წმიდაო ღმრთისა მიმართ კაცთა წიაღმყვანებელო, და მოკუდავთა საუკუნოდ ცხოვრებად მიმყვანებელო, გიხაროდენ უბიწოო ქალწულო, რომელმან უთესლოდ შევ მაცხოვარი და ცხოვრება სულთა ჩუენთა.

უფალო შორის ორთა ავაზაკთა ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ…

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა ე.

უფალო შორის ორთა ავაზაკთა ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ უსჯულოთა მათ ჰურიათა, და საღმრთო გვერდი შენი ლახურითა განაღეს, ჵ მოწყალება შენი, რომელმან უკუე დაფლუა თავს-იდევ და ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ და აღდეგ მესამესა დღესა, ხოლო მორაიწივნეს დედანი და გიხილეს შენ, და აუწყეს მოციქულთა აღდგომა შენი. ამაღლებულო მხსნელო ჩუენო, რომელსა თაყუანის-გცემენ ანგელოზნი დიდება შენდა.

უცხო საიდუმლო შენი მხსნელო ჩემო, ცხოვრება ექმნა…

აღგიარო შენ, უფალო, ყოველითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელება შენი.

უცხო საიდუმლო შენი მხსნელო ჩემო, ცხოვრება ექმნა ყოველსა სოფელსა, რამეთუ აღდეგ საფლავით ღმრთივ-შუენიერად და განხრწნილი ბუნება ჩუენი განაახლე, ვითარცა ღმერთმან, ცხოვრების-მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

უქორწინებელო დედაო ღმრთის-მშობელო, მწუხარება ევასი სიხარულად შეცუალე…

დიდება, აწ და ღმრთის-მშობლისა.

უქორწინებელო დედაო ღმრთის-მშობელო, მწუხარება ევასი სიხარულად შეცუალე, ამისთჳს მორწმუნენი თაყუანის-გცემთ შენ, რამეთუ შენ მიერ ავმაღლდით ჩუენ, და ვიხსნენით პირველისა მის წყევისაგან, და აწცა დაუცხრომელად ევედრე ყოვლად-საგალობელო დედუფალო, რათა გვაცხოვნეს ჩუენ მონანი შენნი.

გუნდნი ანგელოზთანი

და კითხვა სახარების თარგმანისა რომელ არს იოანესგან, სიტყუა ნვ, ნზ და 58. შემდგომად ნეტარარიანისა.

გუნდნი ანგელოზთანი.

ანგელოზისა ხილვითა გონებითა განკჳრვებულნი, და ღმრთისა აღდგომისათჳს…

იპაკო. ხმა ე.

ანგელოზისა ხილვითა გონებითა განკჳრვებულნი, და ღმრთისა აღდგომისათჳს სულითა განათლებულნი, მენელსაცხებლენი დედანი მოციქულთა ახარებდეს. უქადაგეთ წარმართთა აღდგომაჲ უფლისა თანაშეწევნითა უფლისათა სასწაულთა მიერ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა.

ჭირსა შინა ჩემსა მსგავსად დავითისსა გიგალობ შენ…

აღსავალი. ხმა ე. ანტიფონი ა.

ჭირსა შინა ჩემსა მსგავსად დავითისსა გიგალობ შენ მაცხოვარო ჩემო, და ვედრებით გიღაღადებ: ენისა მზაკუარისაგან განარინე სული ჩემი.

უდაბნოს მყოფთა ცხოვრება ფრიად-სანატრელ არს, რამეთუ მარადის ფრთოვან იქმნების, საღმრთოთა ტრფიალებითა და ძალითი ძალად სლვითა, ღმერთსა მიეახლების.

წმიდითა სულითა დამტკიცნების ყოველივე, ხილულთა და უხილავთა…

დიდება.

წმიდითა სულითა დამტკიცნების ყოველივე, ხილულთა და უხილავთა წესი, რამეთუ თჳთმპყრობელ არს, და ერთი არს განუშორებელი წმიდისა სამებისა.

მთათა მიმართ სათნოებისათა ავმაღლდეთ ღმრთისა ხედვითა ჵ…

აწ და. იგივე, ანტიფონი ბ.

მთათა მიმართ სათნოებისათა ავმაღლდეთ ღმრთისა ხედვითა ჵ სულო ჩემო, ვინა იგი მოგუეცემის შეწევნა, და ხელის-აღპყრობა, და ცხოვრება საუკუნო.

მარჯუენე შენი ყოვლად-ძლიერი და მაღალი მფარველ მეყავნ მე ჵ სახიერო, და ყოველთაგან საფრთხეთა მტერისათა, თანაწარმხადე, უღირსი მონაჲ შენი.

წმიდისა სულისა მიმართ ღმრთის-ვმეტყველებდეთ და ვხმობდეთ: შენ…

დიდება.

წმიდისა სულისა მიმართ ღმრთის-ვმეტყველებდეთ და ვხმობდეთ: შენ ხარ ღმერთი, ცხოველს-მყოფელი, და ნათელი ბუნებითი, და სიტკბოება და შენ სუფევ უკუნითი-უკუნისამდე.

რომელთა იგი მრქუეს მე, ვითარმედ ეზოთა უფლისათა…

აწ და. იგივე, ანტიფონი გ.

რომელთა იგი მრქუეს მე, ვითარმედ ეზოთა უფლისათა შევიდეთ, მრავლითა სიხარულითა აღვივსე, და ვერჩდი მათ, და გალობათა, და ლოცვათა შევწირევდ.

სახლსა დავითისსა საშინელი სამსჯავრო დაჯდების, და ცეცხლი შეწვიდეს მაშინ, გულის თქმითა შებღალულთა, და ყოველთა ბილწთა გონებითა და მწიკულევანთა სულითა.

წმიდისა სულისა უფლება და ხელმწიფება, რომელისა მიერ…

დიდება.

წმიდისა სულისა უფლება და ხელმწიფება, რომელისა მიერ ცხოველ-იქმნების ყოველი დაბადებული, და განახლდების და ორძის, ვითარცა მამისა მიერ და ძისა.

აღდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი…

აწ და. იგივე, წარდგომა ხმა ე.

აღდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე.

აღგიარო შენ უფალო ყოველითა გულითა ჩემითა, და…

მუხლი

აღგიარო შენ უფალო ყოველითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

სახარება 8. საცისკრო, აღდგომისა, იოანესი დასაწყისი ჲდ. ესრეთ

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

მხსნელსა ჩუენსა

გ-გზის ფსალმუნი ნ. და შემდგომი. კანონი პასექისა. ძლისპირითა და ღმრთის-მშობლისა მუხლებითა. მუხლი 8. და ბრმისა მუხლი ვ. კატავასია,

მხსნელსა ჩუენსა.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

გალობა ა. ხმა ა. ძლისპირი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა, განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყუაჲ ცხადად ვისმინოთ, ძლევისა მგალობეთა დღეს.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა იშუებდინ, დღესასწაულობდ ყოველი სოფელი, ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ ესრეთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა ქრისტეს საფლავით აღმობრყინვებულისათა დღეს ქალწულო უბიწოო, რომელმან ნათელ-ჰყო სოფელი

აღდგომილისა მხილუელი ძისა და ღმრთისა შენისა იხარებდ მოციქულთა თანა ღმრთივ-მიმადლებულო და გიხაროდენი ვითარ სიხარულისა მიზეზმან შეიწყნარე, ღმრთისა დედაო უბიწოო.

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი…

გალობა ა. ძლისპირი.

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი თჳსი ზღუასა, და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

ჯუარცმა ნებსით თჳსით თავს-იდევ ხორცითა მაცხოვარ და კურთხევა საღმრთო მოეც სოფელსა, შენ მხოლო კურთხეულო, ამისთჳს გაკურთხევთ, თაყუანის-გცემთ, გაქებთ და გიგალობთ ძლევისა გალობითა.

სამარესა დაგდუა მკუდარ იქმენ რა იოსებ ჵ სულგრძელო, და ლოდითა დაგფარა, არამედ აღდეგ დიდებით და აღმადგინენ ჩუენ, შენ მხოლოსა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.

ეტყვის ანგელოზი წმიდათა მათ დედათა, ნელსაცხებელი რასა მოგაქუს თქუენ, რამეთუ აღდგა უფალი, ხოლო თქუენ წარუედით და ახარეთ მოციქულთა, რათა აღივსნენ სიხარულითა.

სასწაულთა დიდთა აღასრულებდ მაცხოვარ, ვინაცა მიეც შობითგან ბრმასა მას ნათელი, რაჟამს თიხაჲ სცხე თითითა საღმრთოთა, ამისთჳს გიგალობთ შენ, რომელიცა დიდებულ ხარ.

ერთ არსებით ვმონებთ სამგუამოვანსა ღმერთსა მამასა, ძესა…

დიდება, სამებისა.

ერთ არსებით ვმონებთ სამგუამოვანსა ღმერთსა მამასა, ძესა, და სულსა წმიდასა შემოქმედსა, და უფალსა დაუბადებელსა, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო წმიდაო.

დაიმკჳდრა საშოჲ შენი ღმერთმან ქალწულო მოწყალებითა, რათა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

დაიმკჳდრა საშოჲ შენი ღმერთმან ქალწულო მოწყალებითა, რათა იხსნეს კაცი განხრწნილი მზაკუარებითა მტერისათა, და აწ მას ევედრე ხსნად ჩუენდა, ყოველთა განსაცდელთაგან.

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი…

კატავასია

მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი თჳსი ზღუასა, და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

გალობა გ. ძლისპირი

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა, ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომელითა განვსძლიერდით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა კუალად ვეგები სახიერებითა შენგან…

კანონი ღმრთის-მშობლისა

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა კუალად ვეგები სახიერებითა შენგან შობილისათა სძალო, და ნათლითა კიდეთა ნათელ-მყოფელისათა.

ღმერთი რომელი ჰშევ ჴორცითა მკუდრეთით ვ̅ა ჰსთქუა აღდგომილისა მხილუელი უბიწოო იხარებდ, და ვ̅ა ღმერთსა ამას, უხრწნელო ადიდებდი.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე, განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა…

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე, განმაძლიერე დიდებად შენდა, რათა უგალობდე მარადის ღვთაებასა შენსა მოწყალე.

შერყეულნი გულნი განამტკიცენ, რაჟამს ჯუარცმასა შესძარ ქუეყანა, რომელი ჩუენთჳს დაითმინე სულგრძელებით მრავალ-მოწყალე.

ახალსა საფლავსა დაგდუა შენ იოსებ შუენიერმან სახიერ, ხოლო შენ მესამესა დღესა ღმრთაებრ აღსდეგ და გვაცხოვნენ ჩუენ.

ეტყოდა მენელსაცხებლეთა ანგელოზი ბრწყინუალე ხატითა, რად ეძიებთ ვ̅ა მკუდარსა, ღმერთსა საფლავით აღდგომილსა.

შობითგან ბრმა იგი ოდესმე განკურნე მოწყალებით სახიერ, და ადიდებდა ძალსა შენსა ძლიერსა, ყოველისა მპყრობელო.

მამასა დაუსაბამოსა, ძესა და სულსა ყოვლად-წმიდასა სამმნათობსა…

დიდება, სამებისა.

მამასა დაუსაბამოსა, ძესა და სულსა ყოვლად-წმიდასა სამმნათობსა, სამგუამოვანსა ერთ-ღმრთაებით ვადიდებდეთ, და თაყუანის-ვსცემდეთ.

ქალწულებრივით საშოთ გვიშევ ღმერთი, განკაცებული სძალო, რომელისაგან…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ქალწულებრივით საშოთ გვიშევ ღმერთი, განკაცებული სძალო, რომელისაგან ითხოვე ჩუენთჳს წყალობა სახარულევანო.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე, განმაძლიერე დიდებად ჩუენდა, რათა…

კატავასია.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე, განმაძლიერე დიდებად ჩუენდა, რათა უგალობდე მარადის, ღვთაებასა შენსა მოწყალე.

არა დააკლდი

კონდაკი. ხმა 8

არა დააკლდი.

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღდეგ, ვითარცა მძლე ქრისტე, ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე, და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა…

იკოსი

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს, ვითარცა დღისი მენელსაცხებლენი დედანი და ურთიერთ-არს ეტყოდეს: მოვედით ჵ, მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ხორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა, გუამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოთ ვითარცა მოგუნი და თაყუანის-ვსცეთ და მიუძღუანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღუენი არა სახუევლითა, არამედ სუდარითა, წარგრაგნილსა და ტირილით ღაღად-ვჰყოთ: აღდეგ, ჵ მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

ყოველთა მეუფე და შემოქმედი ვიდოდა რა გზასა…

წარდგომა. ხმა 8. სიბრძნე.

ყოველთა მეუფე და შემოქმედი ვიდოდა რა გზასა ზედა, ჰპოვა შობითგან ბრმაჲ მჯდომარე, იგლოვდა და ტიროდა, და იტყოდა: არა მიხილავს ცხოვრებასა ჩემსა ბრწყინუალებაჲ მზისა და არცა შუენიერებაჲ მთოვარისა, არამედ შენდა მომართ ვღაღადებთ, რომელი იშევ ქალწულისაგან და ყოველი სოფელი განანათლე, აწ მეცა განმანათლე ვითარცა სახიერმან, რათა შენდა შევრდომილმან ღაღად-ვყო, მეუფეო ქრისტე, ღმერთო, ცოდუათა მოტევება მოგუმადლე, მრავლითა წყალობითა შენითა კაცთ-მოყუარე.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

დიდება, აწ და იგივე. და საკითხავი. გალობა დ. ძლისპირი.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან პასექსა ჩუენთჳს და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელედვა.

ვითარ ტარიგი უბიწო მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა, პასექად წმიდა-მყოფელად, და კუალად შუენიერად საფლავით, სიმართლისა იგი მზე აღმოგვიბრწყინდა ჩუენ.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებითა ხედვითა, საღმრთოდ ვიშუებთ, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის…

კანონი ღმრთის-მშობლისა

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის აღეგო უბიწოო, და მის ძლითი სიკუდილი, სიკუდილითა თჳსითა დღეს დახსნა და განაბრწყინა ყოველნი, საღმრთოთა მით ბრწყინუალებითა აღდგომისათა.

ქრისტესა, რომელი ჰშევ საფლავით შუენიერად აღმობრწყინვებულისა მხილუელი, ყოველთათჳს იხარებდ უბიწოო და უხრწნელო, უმეტეს უშუენიერესო, დედათა შორის, ადიდებდ მოციქულთა თანა დღეს.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა…

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა მიერ სამოთხე განეღო და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

მომკუდარი ესე ძელისა მიერ განმაცხოველე, რაჟამს ძელსა ზედა განიპყრენ ხელნი მხსნელო, კაცთმოყუარეო, ამისთჳს მადლობით გადიდებთ შენ.

მოწაფეთა თანა საკჳრველებით იქცეოდი მხსნელო და ამცნებდ წარსულად ყოველსა სოფელსა, რათა ჰქადაგონ აღდგომა შენი ცხოველს-მყოფელი.

რაჲთამცა სარწმუნო ჰყავ აღდგომა შენი ცხოველს-მყოფელი, მეგობართა შენთა მრავლითა სახითა ეჩუენებოდი და თანა ექცეოდი და ზრახევდ.

განუნათლენ თუალნი შობითგან ბნელსა შინა მავალსა მხსნელო, არქუ რა წარუედ სილოამად, და დაიბანენ და აღიხილენ და ადიდებდ აღდგომასა ჩემსა.

სწორ პატივითა სამებაო ბუნებით განუყოფელო, ხოლო გუამოვნებით…

დიდება, სამებისა.

სწორ პატივითა სამებაო ბუნებით განუყოფელო, ხოლო გუამოვნებით განყოფილო, ყოვლადძლიერო, გვაცხოვნენ მადიდებელნი შენნი.

შობასა შენსა ზესთა ბუნებისა დიდების ვმეტყველებთ და…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

შობასა შენსა ზესთა ბუნებისა დიდების ვმეტყველებთ და გნატრით სარწმუნოებით უბიწოო, ღმრთისა დედაო, მეოხ გვეყავ მგალობელთა შენთა.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა…

კატავასია.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა მიერ სამოთხე განეღო, და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

გალობა ე. ძლისპირი.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

უზომო იგი მოწყალება რა შენი ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყუელვიდეს პასქად საუკუნოდ.

ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.

განათლდების საღმრთო შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

განათლდების საღმრთო შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა აღდგომისათა სძალო და მხიარულებითა მორწმუნენი აღივსებიან.

არა განახუენ ბჭენი ქალწულებისანი განხორციელებასა, და ეგრეთუე საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ, ვინაცა აღდეგ რა მხილუელი იხარებდა.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვ̅ა…

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვ̅ა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით, აღხედ ჯუარსა ზედა, და აღამაღლე ბუნებაჲ კაცთა, და მტერი მოაკუდინე ვ̅ა ღმერთი ხარ, ყოვლად-ძლიერო.

დაიდევ საფლავსა და მძლავრება ჯოჯოხეთისა განხეთქენ სახიერო, და პყრობილნი განათავისუფლენ.

ბევრეულნი ნიშნი სიტყჳთ აღასრულენ უფალო, და მკუდრეთით აღდგომითა ჰქმენ ცხოვრება შორის ქუეყანისა.

შობითგან ბრმისა მის თუალნი წყუდიადნი განკურნენ მხსნელო, და მრჩობლი ბრწყინუალება მიჰმადლე მადიდებელსა შენსა.

ერთ-არსებასა სამებისასა ვადიდებდეთ, და მამასა მხოლოსა ძით…

დიდება. სამებისა.

ერთ-არსებასა სამებისასა ვადიდებდეთ, და მამასა მხოლოსა ძით, და სულით-წმიდითურთ უგალობდეთ.

ვითარ ჰშევ ქალწულო, ძე თჳნიერ მამაკაცისა, ანუ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ვითარ ჰშევ ქალწულო, ძე თჳნიერ მამაკაცისა, ანუ ვითარ აწოე, ვ̅ა იგი მან მხოლომან უწყის.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვ̅ა…

კატავასია.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვ̅ა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით, აღხედ ჯუარსა ზედა, და აღამაღლე ბუნებაჲ კაცთა, და მტერი მოაკუდინე ვ̅ა ღმერთი ხარ, ყოვლად-ძლიერო.

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა და შემუსრენ…

გალობა ვ. ძლისპირი.

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა და შემუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამდღე მკუდარი, ვითარცა იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხუენ ბჭენი სამოთხისანი.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ, ყოველით ნათესავითურთ, რაჟამს აღდეგ საფლავით.

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა, და სამარადისოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა, და სამარადისოსა შუებისა, რომელი დაყენებულ იქმნა პირველ სიკუდილისაგან, კაც იქმნა რამეთუ შენ შორის, ქრისტე, ყოვლად-უხრწნელო.

შთავიდა ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, რომელიცა შენ შორის შევიდა და დაემკჳდრა ყოვლად-უხრწნელო, კაც-ქმნილი ნებსით და აღადგინა ადამ, აღდგომილმან საფლავით.

გარე-მომიცვეს ღელუათა და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა…

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

გარე-მომიცვეს ღელუათა და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე და მაცხოვნე მე მრავალ-მოწყალეო უფალო.

ავაზაკთა შორის ჯუარსეცუ კაცთმოყუარეო, და ბოროტთა ავაზაკთაგან გვიხსენ ჩუენ, ქებით მადიდებელნი და მგალობელნი აღდგომისა შენისანი.

მკუდრად უსულოდ შეირაცხე, რომელმან ეგე მიჰმადლე ცხოვრება მკუდართა ქრისტე სახიერ, ხოლო აღსდეგ ღვთაებით და უხრწნელება აღმოუცენე ადამიანთა.

ეტყოდი შენ მოციქულთა შემდგომად აღდგომისა შენისა, დასხედით თქუენ იერუსალიმს ვიდრემდის შეიმოსოთ, მადლი სულისა-წმიდისა მაღლით გარდამო.

ხელითა მით საუფლოჲთა, სცხე თიხაჲ თუალთა შობითგან ბრმისათა, და მიჰმადლე მას ხედვაჲ, რომელი უგალობდა მოწყალებათა შენთა, ყოველისა მპყრობელო კაცთ-მოყუარე.

დიდებულო სამებაო მამაო უშობელო, ძეო შობილო, და…

დიდება, სამებისა.

დიდებულო სამებაო მამაო უშობელო, ძეო შობილო, და სულო გამომავალო ერთძლიერებაო, და ერთ-ბუნებაო გვაცხოვნენ მონანი შენნი.

ვინმე მიუთხრნეს ქალწულო დიდებულებანი შენნი, რამეთუ ჰშევ…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ვინმე მიუთხრნეს ქალწულო დიდებულებანი შენნი, რამეთუ ჰშევ ჴორცითა სიტყუა ღმრთისა, რომელმანცა შენ მიერ აცხოვნნა კაცნი, და იხსნნა განსაცდელთაგან.

გარე-მომიცვეს ღელუათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა…

კატავასია.

გარე-მომიცვეს ღელუათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისა და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე და მაცხოვნე მე მრავალ-მოწყალეო უფალო.

განეცხადე

კონდაკი. ხმა 8.

განეცხადე.

თუალითა სულიერითა დაბრმობილი, შენდა მოვივლტი ქრისტე, ვ̅ა შობითგან ბრმა იგი, და სინანულით გიღაღადებ: შენ ხარ ბნელსა შინა მყოფთა ნათელი, ყოვლად-ბრწყინუალე.

საღმრთოჲსა გულის-ხმის-ყოფისა წყაროჲ დაუწყუედელი მომმადლე ქრისტე, და…

იკოსი

საღმრთოჲსა გულის-ხმის-ყოფისა წყაროჲ დაუწყუედელი მომმადლე ქრისტე, და სიბრძნეჲ ზეგარდამოჲ, ნათელო დაბნელებულთაო, და შეცთომილთა წინამძღუარო, რათა მიუთხრნე საკჳრველებანი შენნი, ვ̅ა გუასწავებს ჩუენ სახარება, რამეთუ რომელი იგი შობითგან ბრმა იყო, ჴორციელნი თუალნი აღუხილენ, და კუალად სულისა სახედველნი განუნათლენ, ამისთჳს, მეცა გევედრები და სარწმუნოებით გიღაღადებ, განმინათლენ თუალნი სულისანი მხსნელო, რომელი ეგე ხარ ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლად-ბრწყინუალე.

დღესა ამას მეექუსესა კჳრიაკესა შემდგომად აღუსებისა ვდღესასწაულობთ…

სვინაქსარი

დღესა ამას მეექუსესა კჳრიაკესა შემდგომად აღუსებისა ვდღესასწაულობთ შობითგან ბრმისათჳს, სასწაულთა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტეს მიერ ქმნულთა, რომელი უკუე აქაცა ჰყო წყლითა, ვითარცა სამარიტელსა და განრღვეულსა ზედა. ასწავებდა ქრისტე ჰურიათა, გამოუცხადებდა თავსა თჳსსა სწორყოფად მამისა და იტყოდა აბრაამისა უწინარეს მე ვარო, იგინი ქვისა დაკრებასა ლამობენ განეშორა მათგან და წარვიდა, პოვა ყრმა ბრკოლებით მავალი, რომელსა არცაღა აჩნდა რეცად წამთა ადგილნი, რამეთუ ეგრეთ იყო შობილი დედისაგან იხილა რა ესე იესო, კითხვიდა მოწაფეთაგანი, რომელსა ეხილუა განრღვეული იგი, რომელისათჳს ებრძანა მაცხოვარსა, აჰა ესერა იყავ მშჳდობით ამიერითგან და ნუღარა ცოდავ, რათამცა ცნეს თუ ვითარ არს მშობელთა ცოდუა შვილთა ზედა და ეტყჳს მოძღუარ ვინ სცოდა მშობელთა ამისთა ანუ ამან ვინა იშუა ბრმა ესე, სხუად რადმე გონებდენ ეპიკურისასა სულისა მის უნივთოსა შეერთებით ხორცისა თანა შეცოდებასა, ხოლო ესე ყოველივე განდევნა მათგან ქრისტემან და არა სიტყუა უგო მისთჳს, არამედ თქუა რათა გამოჩნდეს საქმე ღმრთისა, ესე იგი არს რამეთუ მე ვარო არა უკუე მამისათჳს იყო სიტყუა ესე, რომელი ითქუა აქა არცა მიზეზთათჳს. ხოლო ესე რა თქუა ქრისტემან შენერწყუა მიწასა, შეზილა თიხა და სცხო თუალთა ადგილსა და უბრძანა წასვლა წყაროსა სილოამისასა და დაბანა მუნ, რათა ცნას რამეთუ იგი არს, რომელმან დასაბამსა აღიღო მტვერი მიწისაგან და შემზადა კაცი ყოველთა მტვირთველმან თუალმან უფლისამან არა არსისაგან ხორციელად შექმნა იგი. და უჩუენა აქაცა ვითარმედ საღმრთოთა ძალითა მოქმედებს რამეთუ იგი არს მიმცემი კეთილთა. ხოლო არა სცხო წყლითა, არამედ ნერწყვითა რათა უწყოდეთ რამეთუ იყო ყოველივე მადლი ბაგეთაგან მისთა და წარავლინა იგი სილოამს უბრძანა განბანა მუნ, რათა არა ვის ექმნას მუნებურისა თიხითა კურნება, წარვიდა იგი სილოამს ესმა მრავალთა მის ზედა ძალი ქრისტესი და მიეგებოდეს რა ვიდოდა თუალთცხებული თიხითა და ეტყოდენ მას: ნუ განაგდებ თიხასა მაგას დანერწყულსა, რამეთუ რომელნი მიიღებენ მაგას სველსა მოუძლურებულნი თუალთა და იცხებენ განიკურნებიან და მიღებენ მხედველობასა. წარგზავნა მისი სილოამს ესრეთ ითარგმანების, რამეთუ წყალი იგი საბანელი იყო შინაგან იერუსალიმს და ჟამსა მას ეზეკია მბრძოლისასა ოდეს გარე მოადგა ქალაქსა მას და მოიცვა სილოამი უკუნიქცა წყალი იგი პირველსავე ჯურღმულისა მიმართ და განხმა იგი, ხოლო სხუა აღმოკუეთეს ისრაელთა შინაგან აღმოვსებად წყლისა. და უკუეთუ მივიდის ვინმე ბრძანებითა ისაია წინასწარ-მეტყველისათა აღმოვსებად აღმოივსებდა, რამეთუ დიოდა და უკუეთუ მივიდის ბრძოლნი მისგან აღმოვსებად კუალად იქმნის ხმელ და არა მოსცის წყალი, რათა უჩუენოს მას ქრისტემან რამეთუ ღმრთისაგან არს ესე, ამისთჳს წარავლინა თჳთ ბრმა იგი მუნ და მიანიჭა მყის ნათელი რამეთუ ვიეთნიმე ზრახჳდენ მისთჳს ძჳრსა და გმობდენ მას. ხოლო ქრისტემან შობით გამო ბრმობისათჳს წარავლინა პირველ იგი სილოამს და მოეგო თუალნი განბანითა მუნ ეგრეთ გამოუთქმელისა ძალითა, რამეთუ ვერცაღა თჳთ მან ვნებულმან სცნა საიდუმლო იგი, იხილეს რა იგი. მოძმეთა მისთა კეთილად მხედველ განცვიფრებულნი კითხჳდენ მიზეზსა მხედველობისა მისისასა. და ეტყოდა მათ მეცნიერ ხართ ყოველნივე, რამეთუ ბრმა ვიშევ, ხოლო აწ ვხედავ ძალითა ქრისტესითა. ესმა ფარისეველთა ყოვლად-დიდებული სასწაული ესე, კუალად გმობდენ მაცხოვარსა მას რამეთუ არა იმარხავს შაბათსა, იყო შაბათი დიდ უქმობისათჳს ჩვეულებისაებრ მათისა და მან ქმნა კურნება ბრმასა მას ზედა. იქმნა ცილობა შორის მათსა და იტყოდენ ზოგნი ღმრთისა მიერ რომელიცა ქმნა ქრისტემან და სხუანი არა ღმრთისაგან ვინაჲთგან არა იმარხავს შაბათსა. ხოლო რომელნი კეთილ-მოქმედებდენ ბრმისა მისთჳს კითხჳდენ მას, შენ რასა იტყვი მისთჳს, მან მიუგო წინასწარ-მეტყველი არს იგი, რამეთუ დიდ იყო მისთჳს სახელი წინასწარ-მეტყველებისა, და არცა მისი რწმენა მათ, რამეთუ ბრმა იყო იგი და ქრისტეს მიერ აღიხილნეს, მოუწოდეს მშობელთა მისთა რამეთუ იყვნენ ურწმუნოდ მოძმენი მისნი და ენებათ დაფარუად, არამედ უფროს ცხადყოფდენ იგინი, ხოლო მშობელთა ყოველივე აღვუარეს გარნა კრებულისაგან განხდასა ეკრძალოდენ, და მიასწავეს კითხვად მოასაკესა ბრმასა ზედა კუალად ეტყოდენ მას მიეც დიდება ღმერთსა, რამეთუ მან განგკურნა შენ და არა ქრისტემან, ვინაჲთგან არს იგი ცოდვილ, რამეთუ დახსნის შაბათსა. ხოლო ბრმასა მას ენება საქმით ჩუენება მათი, და უკუეთუ ღმერთი არს იგი ესე არა უწყი, არამედ ერთი ესე უწყი რამეთუ ბრმა ვიყავ და აწ ვხედავ, რქუეს მას კუალად ვითარ აღგიხილნა თუალნი, შეწუხნა იგი და არა წვლილად ეტყოდა მათ, არამედ შემოკლებით, უკუეთუმცა არა ღმრთისა მიერ იყო არცამცა ექმნა ძალნი ესე ვითარნი, პირველ იქმნა მწუხარე იგი ამისთჳს, რამეთუ აღიარა და მოწაფე ექმნა მას და მეორედ თქუა არა ვინ სადა აღუხილნა თუალნი შობითგან ბრმასა, ხოლო ბრმანი და სხუანიცა უძლურნი განიკურნებოდიან, არამედ შობითგან ბრმათა აღხილუა არა სადა სმენილ არს არცა ერთი, განიკითხეს იგი შორის კრებულსა და განაძეს გარე. ამისა შემდგომად ვიდოდა რა იესო იხილა განკურნებული იგი და თქუა გრწმენედცა მე შენ ძედ ღმრთისა არა მეცნიერ იყო ჯერეთ ვითარცა პირველ ბრმა, ხოლო ასწავნა ვინა ეტყჳს მას იხილა თაყუანის-ცა და დაემოწაფა, და ქადაგებდა. კეთილმოქმედებათა მისთა ამისთჳს ეწოდა აღმყვანებელად. ბრმათა და ერთა მათ წარმართთა ქუეყანისა ამის ცხოვრებისა წარმართვად გამოჩნდა ქრისტე ანუ ებრაელთა ერთათჳს იპოვა ქუეყანასა ზედა და არა ზეცისათა, ხოლო ვიდოდა რა იგი მოვიდა წარმართა შორის და ნერწყუა ქუეყანასა შექმნა თიხა და სცხო თუალთა ადგილსა მისსა, რომელი პირველვე მეცნიერ იყო ვ̅დ გარდამოხდა ცუარი ქუეყანასა ზედა და განხორციელდა წმიდისაგან ქალწულისა, და ესრეთ მოსცა საღმრთო ნათლის-ღება, რომელ არს სილოამ, და მერმეღა ერნი წარმართთაგანი ქრისტიანე ქმნულნივე კადნიერ ყოველთა ექმნებოდენ ქადაგებდენ, სწამებდენ, იდევნებოდენ და მის მიერვე იდიდნეს. აურაცხელითა მოწყალებითა შენითა ნათლისა მომცემელო ქრისტე ღმერთო ჩუენო შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ ამინ.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

გალობა ზ. ძლისპირი.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო, ვითარცა მოკუდავმან და ვნებითა მოკუდავსა უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან ღმერთმან მამათამან, და ზესთა ამაღლებულმან.

დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს აღდგომილსა და ცხოველსა, თაყუანის-გცეს და პასქა ესე საიდუმლო მოწაფეთა ახარეს.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ, მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა აღმატებულსა.

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა, და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა, ესე ღამე და ყოვლად-ნათლითშემოსილ, დღე აღდგომისა წინა მახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა.

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო…

კანონი ღმრთის-მშობლისა

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო, და საუკუნო დადგრომადი ცხოვრება მიანიჭა ყოველთა მოკუდავთა ღირსო, მხოლომან კურთხეულმან ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

ყოველთა დაბადებულთა შემოქმედმან, დაიმკჳდრა შენ შორის, კაც-ქმნილმან ნებსით, და ჯუარი დაითმინა, და სიკუდილი, და აღდგა ღმრთივ-შუენიერად და თანა აღმადგინნა ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ…

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

ჯუაცმული რა გიხილა მზემან ბნელი შეიმოსა ქრისტე, და ქუეყანა შეიძრა, და მკუდარნი აღსდგეს საფლავით.

გამორახვედ საფლავით აღადგინენ მკუდარნი შენთანა, რომელნი ადიდებდეს საღმრთოსა მას ძალსა შენსა.

განთიად მსთუად მოსრულთა დედათა ესმა რა აღდგომაჲ მხსნელისა მოციქულთა თანა, სიხარულით აღივსნეს.

ბრმა იგი დავრდომილი თიხისა ცხებითა განჰკურნე ქრისტე, და ძრწოლით გაკურთხევდა: ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მამასა მოწყალესა, და ძესა ყოველისა მპყრობელსა, და…

დიდება, სამებისა.

მამასა მოწყალესა, და ძესა ყოველისა მპყრობელსა, და სულსა სახიერსა სამ წმიდა არსობით ვაქებდეთ.

ქალწულადვე დაადგერ შემდგომად შობისა ქალწულო, რამეთუ ღმერთი…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ქალწულადვე დაადგერ შემდგომად შობისა ქალწულო, რამეთუ ღმერთი გვიშევ ბუნებათა შემოქმედი უსძლოო.

რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ…

კატავასია.

რომელმან იხსენ ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გალობა 8. ძლისპირი.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა, საუკუნოდ.

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა ვაქებდეთ, ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ აჰა მოვიდეს შენდა, ვითარცა მნათობნი დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით, შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო…

სამებისა

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო, და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათელღებულ ვართ, და შენ გაკურთხევთ მარადის.

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო…

კანონი ღმრთის-მშობლისა

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო ქალწულო, და განხეთქა მუცელი ჯოჯოხეთისა, და აღდგომა მოგუანიჭა მოკუდავთა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ.

ყოველითურთ დაამხუა სიმტკიცე სიკუდილისა, ძემან შენმან ქალწულო აღდგომითა თჳსითა, და ვითარცა ღმერთმან ძლიერმან თანა აღმადგინნა ჩუენ და განმამღურთნა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა…

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ხორციელ-ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ანგელოზნი უკუე განცვიფრდეს გიხილეს რა ჯუარითა ვნებად ქრისტე, ყოველთა მეუფეო, და მნათობთა წესნი იცვალნეს და ქუეყანა შეიძრა, და ძრწოლით, აქებდეს სულგრძელებასა შენსა.

ჯოჯოხეთმან გიხილა რა სულთ-ითქუნა და განუტევნა შეყენებულნი მკუდარნი, რომელნი შთაენთქნეს საუკუნითგან ქრისტე, და იტყოდეს: ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ამაღლდი რა ყოვლად-ძლიერო ჯუარსა ზედა ნებსით აღასრულენ სასწაულნი საკჳრველნი და მკუდართა თანა რა შთახედ, მოაკუდინე სიკუდილი, ქუესკნელს კრულნი სიმხნით გამოიყუანენ.

რომელმან მიწით შეჰქმენ ადამი, თიხისაგან დაბადე, თუალნი იგი შობითგან ბრმისანი განანათლენ, ჩემნიცა თუალნი დაბრმობილნი სახიერ, რათა აღგამაღლებდე უკუნისამდე.

სამებაო განუყოფელო, და თჳთებაო შეურწყმელო, ყოველთა დამბადებელო…

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უფალსა. სამებისა.

სამებაო განუყოფელო, და თჳთებაო შეურწყმელო, ყოველთა დამბადებელო, სარწმუნოებით თაყუანის-მცემელნი შენნი დაგვიფარენ, რათა აღგამაღლებდეთ უკუნისამდე.

ქალწულო, ღმრთივ-მიმადლებულო, ძესა შენსა ევედრე ჩუენთჳს, რათა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ქალწულო, ღმრთივ-მიმადლებულო, ძესა შენსა ევედრე ჩუენთჳს, რათა არა დაგვსაჯნეს ჩუენ დღესა მას განსჯისასა, და თანა-აღრაცხილ-გვყვნეს რჩეულთა მისთა, მეოხებითა შენითა.

მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა, და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ჴორციელ-ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

უპატიოსნესსა არა ვგალობთ. გალობა თ. ძლისპირი.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

გნატრით შენ ქალწულო ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ…

კანონი ღმრთის-მშობლისა

გნატრით შენ ქალწულო ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ უფლისა ბჭეო, გიხაროდენ შენ ქალაქო სულიერო, რომელისა მიერ ჩუენცა გამოგუიჩნდა ნათელი, შენგან შობილისა აღდგომითა.

იშუებდ და იხარებდ საღმრთოო ნათლისა ბჭეო, რამეთუ რომელი იგი დაჰხდა საფლავსა შინა აღმობრწყინდა მზისა უბრწყინუალესი, და ყოველნი მორწმუნენი ნათელ-ჰყუნა იესო, დედუფალო უსძლოო.

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს…

სხუა გალობა ბრმისა. ძლისპირი.

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

შენ ქრისტე, ღმერთო, ჯუარცმა დაითმინე ჩუენთჳს, და მთავარნი ბნელისანი და წყევაჲ უჩინო ჰყავ, ყოველნი მორწმუნენი თაყუანის-გცემთ შენ.

გიხილა რა ქუესკნელს ჯოჯოხეთმან განმწარდა, და პყრობილნი განუტევნა ძრწოლით ზარ-განხდილმან, და ქებით უგალობდეს ხელმწიფებასა შენსა.

სასწაულთა მათ და ნიშთა მიუწდომელთა ჰხედვიდეს რა ჰურიანი, ჯუარს აცუეს მხსნელი ჩუენი, ხოლო მან სიკუდილი მოკლა და გუაცხოვნნა ჩუენ.

აღსდეგ ვ̅ა თქუ ცხოვრების-მომცემელო, და ეჩუენე მოწაფეთა და მიჰმადლე შობითგან ბრმასა მას საღმრთო ნათელი, ჩუენცა განგუანათლენ მხსნელო.

ნათელსა მამასა ვადიდებ, ნათელსა ძესა უგალობ, ნათელსა…

დიდება, სამებისა.

ნათელსა მამასა ვადიდებ, ნათელსა ძესა უგალობ, ნათელსა სულსა ყოვლად-წმიდასა, და სამებით, ერთ-არსებით თაყუანის-ვსცემ.

შენ, რომელი ცათა უვრცელეს იქმენ უსძლოო, რამეთუ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

შენ, რომელი ცათა უვრცელეს იქმენ უსძლოო, რამეთუ დაიტიე შენ, გარე-შეუწერელი ღმერთი, სარწმუნოებით გალობით გადიდებთ.

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს…

კატავასია.

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და მეუფემან და…

განმანათლებელი დღესასწაულისა.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და მეუფემან და უფალმან და მესამესა დღესა აღდეგ და ადამი თანა აღადგინე ხრწნილებისაგან, და სიკუდილი დახსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.

დაბნელებულნი თუალნი სულისა ჩუენისანი განანათლენ მეუფეო, და…

დიდება, ბრმისა. მსგავსივე.

დაბნელებულნი თუალნი სულისა ჩუენისანი განანათლენ მეუფეო, და ცოდუათაგან შემწიკულებულსა ნუ განმაგდებ, არამედ განამტკიცე გული ჩემი, რათა ცრემლითა სინანულისათა განვიბანნე ცოდუანი ჩემნი.

დედანო ყურად-იღეთ

აწ და. მსგავსი

დედანო ყურად-იღეთ.

ვიდოდა რა მაცხოვარი ჩუენი ჰპოვა შობითგან ბრმაჲ ვერა რას მხედველი, ჰნერწყუა ქუეყანასა ზედა, და შექმნა მიწისაგან თიხაჲ, და ჰსცხო და უბრძანა მას წარსლუა საბანელსა მას სილოამისასა, რათა დაიბანოს წყლისა მისგან, ხოლო მყის წარვიდა იგი და დაიბანა, მოვიდა და ჰხედვიდა ნათელსა შენსა ქრისტე ღმერთო ჩემო.

უფალო დაბეჭდულით საფლავით უსჯულოთა მიერ, გამოჰხვედ ხელმწიფებით…

აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა 8. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა. ხმა ე.

უფალო დაბეჭდულით საფლავით უსჯულოთა მიერ, გამოჰხვედ ხელმწიფებით, ვ̅ა იშევ ღმრთის-მშობლისაგან. არა სცნეს, ვითარ ჴორცნი შეისხენ, უჴორცოთა შენთა ანგელოზთა, და ვერ აგრძნნეს ოდეს აღსდეგ მცუელთა შენთა მხედართა, რამეთუ ორკერძოვე დაბეჭდულ არს გამომეძიებელთათჳს. რამეთუ ცხად არიან საკჳრველებანი საიდუმლოჲსანი, სარწმუნოებით თაყუანის-მცემელად, რომელსა უგალობთ, მომეც ჩუენ სიხარული და დიდი წყალობაჲ.

უფალო მოქლონნი საუკუნენი შემუსრენ და საკრუელნი განხეთქენ, და საფლავით აღსდეგ, დაუტევენ ტილონი იგი საწამებელად ჭეშმარიტად სამდღე დაფლვისა შენისა, და წინა წარუძეღუ გალილეას, რომელსა გცვიდეს ქვაბსა შინა. დიდ არს წყალობა შენი მოუკლებელო უფალო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

უფალო, დედანი მირბიოდეს საფლავსა შენსა, ხილუად შენდა ქრისტესა ჩუენთჳს ვნებულისა, და მირავიდეს იხილეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, შიშით გარდაგორვებულსა, და მათდა მიმართ ჴმა ჰყო და ეტყოდა: აღდგა უფალი, უთხართ მისთა მოწაფეთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით, რომელმან აცხოვნნა სულნი ჩუენნი.

უფალო ვ̅ა გამოხუედ დაბეჭდულით საფლავით, ეგრეთუე შეხუედ ბჭეთა ჰხშულთა, მოწაფეთა შენთა თანა, და უჩუენე მათ ჴორცთა წყლულებაჲ, რომელი დაითმინე სულგრძელებით მაცხოვარ, ვ̅ა დავითის თესლისაგან გამოსრულმან წყლულებანი თავს ისხენ, ხოლო ვ̅ა ძემან ღმრთისამან სოფელი განათავისუფლე. დიდ არს წყალობა შენი მოუკლებელო ღმერთო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

უფალო მფლობელო საუკუნეთაო, და დამბადებელო ყოველთაო, რომელმან…

სხუანი დასდებელნი. ანატოლისანი.

უფალო მფლობელო საუკუნეთაო, და დამბადებელო ყოველთაო, რომელმან ჩუენთჳს ჯუარცმა და დაფლვა ჴორცითა შეიწყნარე, რათა განმათავისუფლნე ჯოჯოხეთით ყოველნი, შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენსა გარეშე სხუა არა ვიცით.

უფალო ბრწყინუალება საკჳრველებათა შენთა ვინმე მიუთხრნეს, ანუ ვინმე იტყოდეს საშინელებასა საიდუმლოთა შენთასა, რამეთუ განკაცენ ჩუენთჳს ვ̅ა თჳთ ინებე, და სიმტკიცე ძლიერებისა შენისა საცნაურ ჰყავ, რამეთუ ჯუარსა ზედა რა იყავ, ავაზაკი სამოთხეს დაამკჳდრე, და საფლავად რა შთაჰხედ, მოქლონნი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ და აღდგომასა შენსა ყოველი სოფელი განანათლე, მოწყალეო უფალო, დიდება შენდა.

უფალო მენელსაცხებლენი დედანი დანიად ცისკარს საფლავად მოიწივნეს…

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.

უფალო მენელსაცხებლენი დედანი დანიად ცისკარს საფლავად მოიწივნეს, და შენ უკუდავსა სიტყუასა და ღმერთსა შემურუად გეძიებდეს, ხოლო ანგელოზისა სიტყუათაგან ხარებულნი, მიიქცეს სიხარულით, მოციქულთა მითხრობად ბრწყინუალედ, ვითარმედ აღდგა ცხოვრება ყოველთა, და მიანიჭა სოფელსა ლხინება და დიდი წყალობაჲ.

რომელი წყალობით განკაცენ ქრისტე, ღმერთო, საშოთგან მოკლებული…

მოიხილე ჩემ ზედა, და შემიწყალე მე. თჳთხმოვანი ბრმისა. ჴმა 8.

რომელი წყალობით განკაცენ ქრისტე, ღმერთო, საშოთგან მოკლებული ნათლისა, მოწყალებითა შენითა და წყალობითა უსაზღუროჲთა, ბრწყინუალებისა საღმრთოსა ღირს-ჰყავ მიღებად, შეხებითა საუფლოთა თითთა შენთათა, თუალნი მისნი დაბადენ მიწით ვ̅ა ადამ, მომცემელო ნათლისაო, შენ აწცა საცნობელნი სულთა და ჴორცთა ჩუენთანი მდიდრად განაბრწყინვენ, რათა კეთილად განვიცდიდეთ და გულსმოდგინედ ვიქმოდეთ მცნებათა შენთა.

ვინმე იტყოდეს ძლიერებათა შენთა ქრისტე, ანუ ვინმე…

დიდება. ჴმა 8.

ვინმე იტყოდეს ძლიერებათა შენთა ქრისტე, ანუ ვინმე აღრაცხნეს სიმრავლე ნიშთა შენთა, რამეთუ ვ̅ა რა მოწყალებათა შენთათჳს, სოფელსა შინა მრჩობლ გამოჩნდი, ეგრეთუე სენთა კურნებასა მრჩობლ მიანიჭებდი სნეულთა, რამეთუ არა ხოლო თუალნი ჴორცთანი მისცენ, ნათლისაგან დაკლებულსა ბრმასა მას, არამედ სულისა თუალნიცა მიჰმადლენ, ვინაჲცა ბრწყინუალედ აღგიარა ღმერთად და მეუფედ, რომელმან მოეც სოფელსა დიდი წყალობაჲ.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ

აწ და.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...

ცრემლნი მხურუალენი მარიამისნი შეიწირენ უფალო, და ღირს-ჰყავ…

დიდება მაღალი გრძლად და განტევება, დიდება აწ და გერი საცისკრო. ჴმა 8.

ცრემლნი მხურუალენი მარიამისნი შეიწირენ უფალო, და ღირს-ჰყავ იგი ანგელოზთა ხილუასა და შენსა გამოცხადებასა, და რაჟამს იგი ენება, შეხებად ფერხთა შენთა არა აუფლე, არამედ შენთა მოწაფეთა ქადაგად წარავლინე, რომელთაცა ახარა მამისა და ღმრთისა აღსლვა შენი, ვ̅ა ამცენ მას, რომელთა თანა ჩუენცა გამოგუიცხადე უფალო მოწყალებით, და ღირს-მყუენ დაუსჯელად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, დღესა მას დიდსა განკითხვისასა.

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღმერთად გქადაგა, და რწმენა…

ლიტურგიასა ზედა მომიხსენენი ე. ხმისა.

ავაზაკმან ჯუარსა ზედა ღმერთად გქადაგა, და რწმენა შენდა მომართ ქრისტე, და აღგიარა შენ მხურუალითა გულითა, და ხმობდა წადიერებით: მომიხსენე მეუფეო სასუფეველსა შენსა.

რომელმანცა ძელითა მით ჯუარისათა ცხოვრება აღაყუავილა ნათესავისა ჩუენისა და განახმო წყევაჲ იგი ხისა მიერი, ვ̅ა მაცხოვარსა და შემოქმედსა ქრისტესა უგალობდეთ.

ჯუარს-ეცვი რა ქრისტე, ღმერთო, შორის ორთა მათ დასჯილთა ავაზაკთასა, ერთი იგი, რომელი გგმობდა დაისაჯა სამართლად, ხოლო მეორე იგი, რომელიცა ღმრთის-გმეტყველლებდა, სამოთხე დაიმკჳდრა.

მისრულთა გუნდისა მიმართ მოციქულთასა, ჴმა-ჰყუეს დედათა პატიოსანთა, აღდგა ქრისტე, რომელსა ვ̅ა მეუფესა და შემოქმედსა თაყუანის-ვსცემდეთ.

ეტყოდი შენ მოციქულთა შემდგომად აღდგომისა შენისა, დასხედით…

და კანონისაგან ბრმისა, გალობა ვ. მუხლი დ.

ეტყოდი შენ მოციქულთა შემდგომად აღდგომისა შენისა, დასხედით თქუენ იერუსალიმს ვიდრემდის შეიმოსოთ, მადლი სულისა-წმიდისა მაღლით გარდამო.

ხელითა მით საუფლოჲთა, სცხე თიხაჲ თუალთა შობითგან ბრმისათა, და მიჰმადლე მას ხედვაჲ, რომელი უგალობდა მოწყალებათა შენთა, ყოველისა მპყრობელო კაცთ-მოყუარე.

დიდებულო სამებაო მამაო უშობელო, ძეო შობილო, და…

დიდება, სამებისა.

დიდებულო სამებაო მამაო უშობელო, ძეო შობილო, და სულო გამომავალო ერთძლიერებაო, და ერთ-ბუნებაო გვაცხოვნენ მონანი შენნი.

ვინმე მიუთხრნეს ქალწულო დიდებულებანი შენნი, რამეთუ ჰშევ…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ვინმე მიუთხრნეს ქალწულო დიდებულებანი შენნი, რამეთუ ჰშევ ჴორცითა სიტყუა ღმრთისა, რომელმანცა შენ მიერ აცხოვნნა კაცნი, და იხსნნა განსაცდელთაგან.

თუალითა სულიერითა დაბრმობილი

შემდგომად შესლვისა ტროპარი აღდგომისა, დიდება. კონდაკი

თუალითა სულიერითა დაბრმობილი.

დაღაცათუ ნებსით თჳსით

აწ და პასექისა.

დაღაცათუ ნებსით თჳსით.

ჴორცი ქრისტესი

სამოციქულო. საქმე მოციქულთა, დასაწყისი 38. სახარება იოანესი. დასაწყისი ლდ. განიცადე

ჴორცი ქრისტესი.

აქებდით უფალსა ცათაგან

მეორე

აქებდით უფალსა ცათაგან.

აკოლოთია თუენის წმიდისა, რომელიცა დაემთხვევის კჳრიაკესა ამას…

აკოლოთია თუენის წმიდისა, რომელიცა დაემთხვევის კჳრიაკესა ამას, იგალობების სერობასა ზედა.