გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-5 შვიდეული · შაბათი 1 / 34მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა…

აღდგომიდან მე-5 შვიდეული · შაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 13 წთ

მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა სამარიტელისათა გ. და თუენისათა გ. ხმა ა.

მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა, მოხუედ იესო წყაროსა ზედა, რათა განკურნო ცთომაჲ ევა პირველ-ქმნილისა, რამეთუ ევა ჟამსა მას განვიდა სამოთხისაგან და ფუფუნებისა, გუელისა ცთუნებითა, და მასვე ჟამსა შინა მოიწია სამარიტელი ვსებად წყლისა, რომელიცა იხილე რა არქუ მას მაცხოვარ მასუ მე წყალი სასმელად და მიგცე შენ წყალი ცხოველი, ხოლო იგი მსწრაფლ მირბიოდა ქალაქად გონიერად, და მიუთხრა ერთა, მოვედით და იხილეთ ქრისტე მხსნელი კაცთ-მოყუარე მაცხოვარი სოფლისა, რომელი მოწყალებით აცხოვნებს სულთა ჩუენთა.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა მორავიდა უფალი სამარიტელი ევედრებოდა…

ხმა ბ.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა მორავიდა უფალი სამარიტელი ევედრებოდა სახიერსა, მომეც მე წყალი სარწმუნოებისა რათა მოვიღო სიხარულისა წყალი, და ხსნაჲ შეცოდებათა ჩემთა, ცხოვრების-მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

სიტყუა თანასწორი მამისა და ძე თანა-დაუსაბამო წყარო ნიშთა დაჯდა წყაროსა ზედა, დედაკაცი სამარიაჲთ მოვიდა აღუსებად წყლისა რომელიცა იხილა რა მაცხოვარმან რქუა მას მომეც მე წყალი სასმელად და წარუედ და მოჰხადე ქმარსა შენსა, ხოლო იგი ვითარცა კაცსა, და არა ღმერთსა ზრახვიდა, და დაფარუად გონებდა და ეტყოდა ვითარმედ ქმარი არა მივის, ხოლო უფალმან მიუგო ვითარმედ ხუთ ქმარ გესხნეს შენ, ხოლო იგი განკჳრდა და წარვიდა ქალაქად და უთხრა ერსა: მოვედით და იხილეთ ქრისტე მხსნელი სოფლისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა, ჰპოვა იესო დედაკაცი სამარიტელი…

დიდება, ხმა ვ.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა, ჰპოვა იესო დედაკაცი სამარიტელი და თხოვდა მას წყალსა, რომელმან იგი ცაჲ დაჰფარის ღრუბლითა, და წვიმითა დაათვრის ქუეყანაჲ ქერუბიმთაგან თუალთ-შეუდგამი, ეჰა საკჳრუელება, მეძავსა დედაკაცსა ზრახავს, და წყალსა ითხოვს მისგან სასმელად, რომელმან იგი წყარონი და ზღუანი სიტყჳთ აღმოაცენნა, და ქუეყანა წყალთა ზედა წამის ყოფით დაჰკიდა, რათა აცხოვნოს ცთუნებული მტერისა პირველი დედაჲ და ასვას წყალი ძჳრთა მიმართ შემწვარსა, და ბოროტთა დამონებულსა, ვითარცა მოწყალე არს მხოლო და კაცთ-მოყუარე.

რომელი იგი შენ მიერ მამად ღმრთისა იწოდა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა დ.

რომელი იგი შენ მიერ მამად ღმრთისა იწოდა წინასწარ-მეტყველი დავით, გალობით შენთჳს წინასწარ ეტყოდა მას, რომელმან იგი ჰყო შენთანა დიდებული, დადგა დედუფალი მარჯუენით შენსა, რამეთუ შენ ღმრთის-მშობელო წინამძღურად ცხოვრებისად გამოგაჩინა, რომელმან იგი სათნო იყო შენგან უმამოდ განკაცება ღმერთმან, რათა ხატი თჳსი განაახლოს განხრწნილი ვნებათაგან, და ცთომილი იგი მხეცთა მიერ წარტაცებული ცხოვარი ჰპოვოს, და ბეჭთა იტვირთოს და მამასა მიჰგვაროს, და თჳსსა ნებასა და ზეცისა ძალთა შეაერთოს იგი, და აცხოვნოს სოფელი ღმრთის-მშობელო ქრისტემან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. აღდგომისანი, რუა-ხმათანი. ხმა დ.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და მესამისა დღისა აღდგომასა შენსა ვადიდებთ, რამეთუ მის მიერ განაახლე კაცთა ბუნებაჲ განხრწნილი ყოვლად-ძლიერო და გზაჲ აღმყვანებელი ზეცად განმიახლენ ჩუენ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.

ძელისა მის ურჩებისა, პატიჟნი დახსნენ მაცხოვარ, ძელსა…

უფალი სუფევს შუენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა.

ძელისა მის ურჩებისა, პატიჟნი დახსნენ მაცხოვარ, ძელსა რა ჯუარისასა ნებსით თჳსით დაემსჭუალე, და ჯოჯოხეთად შთახედ ძლიერო, და სიკუდილისა საკვრელნი ვითარცა ღმერთმან განხეთქენ, ამისთჳს თაყუანის-ვცემთ მკუდრეთით აღდგომასა შენსა და სიხარულით ვღაღადებთ: ყოვლად-ძლიერო უფალო დიდება შენდა.

ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უფალო, და სიკუდილისა მეუფებაჲ…

და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უფალო, და სიკუდილისა მეუფებაჲ მოაკუდინე, და კაცთა ნათესავი ხრწნილებისაგან განათავისუფლე, ცხოვრება და უხრწნელება სოფელსა მოანიჭე.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა და მამული წყევაჲ…

სახლსა შენსა შუენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა და მამული წყევაჲ ჩუენი აღხოცე, შთახედ ჯოჯოხეთად, და საუკუნითგანნი პყრობილნი განათავისუფლენ და კაცთა ნათესავსა უხრწნელება მოანიჭე, ამისთჳს უგალობთ და ვადიდებთ ცხოველს-მყოფელსა და მაცხოვარსა აღდგომასა შენსა.

ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა, გამოუთქმელითა განგებულებითა შენითა…

დიდება, აწ და. ხმა 8.

ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა, გამოუთქმელითა განგებულებითა შენითა ქრისტე ღმერთო, ესმნეს სიტყუანი შენნი სამარიტელსა კაცთ-მოყუარეო, მაშინ მყის დაუტევა სარწყული იგი ჯურღმულსა ზედა, და მირბიოდა ქალაქად და ეტყოდა მუნ მყოფთა, მოვედით იხილეთ გულთა მხილუელი, უკუეთუ ესე არს მომავალი ქრისტე, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ვგალობ გალობასა მეოთხესა

ოთხსაგალობელი ხმა დ.

ვგალობ გალობასა მეოთხესა.

გალობით ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესია შენი ქრისტე…

გალობა ვ. ძლისპირი

გალობით ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესია შენი ქრისტე განსწმდა რა იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.

განიპყრენ რა ჯუარსა ზედა, უხრწნელნი ნებნი შენნი, ჯუარს-აცუ გონიერი ამალეკი საღმრთოთა ძალითა შენითა და სოფელი იხსენ მონებისაგან მისისა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ამისთჳს გადიდებთ შენ.

საშინელითა შთასლჳთა შენითა ქრისტე შემუსრე ჯოჯოხეთი და პყრობილნი მოსტაცენ საღმრთოჲთა ძალითა შენითა და ვითარცა ღმერთი, აღდეგ საფლავით მესამესა დღესა, ცხოვრების-მომცემელო.

ვითარცა მოვიდეს საფლავად დედანი ცხებად მირონისა შენ…

დიდება

ვითარცა მოვიდეს საფლავად დედანი ცხებად მირონისა შენ უფასოჲსა ეტყოდა ანგელოზი: ნუ ჰგოდებთ, აღდგა უფალი, რომელსაცა ეძიებთ.

ნურღარა ხარ მწუხარე ქალწულო ღმრთისა დედაო, რამეთუ…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ნურღარა ხარ მწუხარე ქალწულო ღმრთისა დედაო, რამეთუ ძე შენი აღდგა სამისა დღისა საფლავით, არამედ გიხაროდენ და ევედრე მას ცხოვრებად ჩუენდა

რომელმან სჩუენ ცეცხლსა შინა აბრამიანნი ყრმანი შენნი…

გალობა ზ. ძლისპირი

რომელმან სჩუენ ცეცხლსა შინა აბრამიანნი ყრმანი შენნი, და მოსრენ ქალდეველნი იგი ცრუნი, ხოლო შეაცვრიენ მართალნი, უფროსად ამაღლებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

გოლგოთას ზედა ჯუარსა დამოეკიდე ჩუენთჳს შორის ორთა ავაზაკთა და განაქარუე ხელმწიფებაჲ ბნელისა ყოვლად-ძლიერო, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

ლახურითა განიგმირე და აღმოგვიცენე ჩუენ წყარო მარადის მომდინარე, საღმრთოსა სისხლისა შენისა ქრისტე ცხოვრების-მომცემელო და ვიტყვით მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

ელვარითა სამოსლითა მოსილი ეტყოდა ანგელოზი დედათა, რად…

დიდება

ელვარითა სამოსლითა მოსილი ეტყოდა ანგელოზი დედათა, რად ეძიებთ ვითარცა მკუდარსა რომელსა აქუს ხელმწიფებაჲ ცხოვრებისა აღდგა ვითარცა სთქუა პირველ ვნებისა.

ხორცნი მიიხვნა შენგან უბიწოო, მპყრობელმან ყოველთა დაბადებულთა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ხორცნი მიიხვნა შენგან უბიწოო, მპყრობელმან ყოველთა დაბადებულთა და ქუეყანისა კიდეთამან და სიკუდილი ჩუენთჳს თავსიდვა რომელისა საფლავით აღდგომილისა დიდებით მხილუელი იხარებდ.

ხელთა განპყრობითა დანიილ მღვიმესა მას შინა მხეცნი…

გალობა 8. ძლისპირი

ხელთა განპყრობითა დანიილ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ, და განბძნობილნი უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

წყლულებითა შენითა განკურნე ყოველნი კაცება მაცხოვარ ხოლო სიკუდილი რა თავსიდევ განგუათავისუფლენ ხრწნილებისაგან მეუფეო და ვნებითა შენითა უკუდავ-მყუენ სახიერ მხმობელნი, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

იხარებდით აწ და იშუებდით ყოველნი დაბადებულნი ზეცისა და ქუეყანისანი, რამეთუ ცხოვრების-მომცემელი უფალი აღდგა საფლავისაგან და თანა აღადგინა ბუნებაჲ ჩუენი, რომელნი ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

შთასლჳთა შენითა შეიკრა მძლავრი, და საფლავსა დარაჲდევ…

დიდება

შთასლჳთა შენითა შეიკრა მძლავრი, და საფლავსა დარაჲდევ ქრისტე, ყოველნი მკუდარნი შენთანა აღადგინენ, რომელნი მადლობით გიგალობდეს ქუელის-მოქმედ ყოველისა-მპყრობელო და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

ადამ დაცემულისა ედემს შინა ხელითწერილისა განხეთქად მნებებელი…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ადამ დაცემულისა ედემს შინა ხელითწერილისა განხეთქად მნებებელი უბიწოო ყოვლად-ძლიერი იგი უფალი შენგან განხორციელდა ყოვლად-წმიდაო, ჯუარს-ეცუა და დაეფლა და აღდგა ცხოვრებად ჩუენდა, რომელნი სურვილით გიგალობთ შენ, მარიამ სძალო ღმრთისაო.

ევა ოდესმე ურჩებითა წყევა სოფლად შემოიღო, ხოლო…

გალობა თ. ძლისპირი

ევა ოდესმე ურჩებითა წყევა სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო წმიდაო ქალწულო, ღმრთის-მშობელო მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევა, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.

ჯუარსა ზედა ამაღლებითა შენითა სულგრძელო ქრისტე, განიპო კრეტსაბმელი ტაძრისა და მზემან დაფარა შარავანდედი თჳსი და კლდენი განსქდეს მჩუენებელნი უბრალოდ მოკვლისა შენისანი, რომელი ნებსით თავსიდევ მაცხოვარ კაცთა ნათესავისათჳს.

განიგმირე რა ლახურითა ძელსა ზედა იესო კაცთ-მოყუარე, განკურნე ადამი სამოთხეს შინა გარდასლჳთა მოწყლული სულგრძელო, ხოლო დაიდევ რა მკუდართა თანა ვითარცა უკუდავი აღმოიყუანენ ყოველნი მგალობელნი შენნი.

მპყრობელი ყოველთა ბრჭალითა და წამის-ყოფით მმართებელი მზისა…

დიდება

მპყრობელი ყოველთა ბრჭალითა და წამის-ყოფით მმართებელი მზისა ქუეშეთა, ვითარ შერაცხილ იქმენ მკუდართა თანა უკუდავო, რამეთუ გენება ხსნად მოწყლულნი კბენითა გუელისათა, შენ გიგალობთ ვითარცა კაცთ-მოყუარესა.

ხედევდი რა ძელსა ზედა დამოკიდებულსა მკუდრად შიშუელად…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ხედევდი რა ძელსა ზედა დამოკიდებულსა მკუდრად შიშუელად ძესა შენსა, მწუხარე იყავ სძალო, ხოლო იხილე რა აღდგომილი სამისა დღისა, მეყსეულად განიხარე ყოვლად-უბიწოო, რომელსა ვითარცა დედა ევედრე სარწმუნოებით პატივის-მცემელთა შენთათჳს.

მიხედეს რა კარსა საფლავისასა, და განკრთეს ელვარებასა…

შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა აღდგომისა. ხმა დ.

მიხედეს რა კარსა საფლავისასა, და განკრთეს ელვარებასა ანგელოზისასა, მენელსაცხებლენი და იტყოდეს: ვითარცა წარიპარა, რომელმან ავაზაკსა განუღო სამოთხეჲ, არამედ აღდგა, რომელმან პირველ ვნებისა ჰქადაგა აღდგომა და ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, და ჯოჯოხეთისა მყოფთა მიანიჭა, აღდგომა და ცხოვრება საუკუნო.

რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთის-მშობელო შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმა ნებსით თავს-იდუა, რომელისათჳსცა აღადგინნა პირველ დაძინებულნი, და იხსნნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

რომელი ამაღლდი

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა დ. მსგავსი

რომელი ამაღლდი.

იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ქრისტე ქალწულისაგან გამოჩნდა ვითარცა კაცი, და იხსნა ხრწნილებისაგან ბუნებაჲ კაცობრივი, სახიერებითა თჳსითა, ხოლო დედაკაცი სამარიტელი წყალსა ითხოვდა მისგან, რათა მისცეს მას წყაროჲ და კურნება მიანიჭოს, ვითარცა მხოლო მრავალ-მოწყალე არს.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება აწ და, იგივე

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის…

სრულად. ფსალმუნი ნ. წმიდის ტაძარში:

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის, კანონი ტაძრისა მუხლი დ. წმიდისა მუხლი დ.

კატავასია - აღდგომისა დღე არს.

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის…

მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძარში:

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის, წმიდისა მუხლი დ.

კატავასია - აღდგომისა დღე არს.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე, და აღდეგ…

მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძრის კანონი სრულიად ერგასისა ამის შაბათთა შინა არა იგალობების თჳნიერ ბაბათისა მეერგასისა მიცვალებულთასა (ზატიკი, 1868: 481; Тϋпікон сіестъ оуставъ, т. 2, 1997: 971). კონდაკი, და განმანათლებელი, დღესასწაულისა, აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ მდგომარეთა დასდებელთა აღდგომისათა. ხმა დ.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე, და აღდეგ მკუდრეთით ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება აღდგომასა შენსა.

ჯუარითა შენითა ქრისტე პირველისა მის წყევისაგან განმათავისფლენ ჩუენ, და სიკუდილითა შენითა, რომელმან იგი მძლავრა ბუნებასა ჩუენსა ეშმაკი დათრგუნე, ხოლო აღდგომითა შენითა, ყოველივე სიხარულითა აღავსე, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, რომელი აღდეგ მკუდრეთით უფალო დიდება შენდა.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ წარმიძეღუ ჩუენ ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ, და მიხსენ ჩუენ მახეთაგან ეშმაკისათა, რომელი აღდეგ მკუდრეთით, აღმადგინენ ჩუენ ცოდვითა დაცემული ესე, მოჰყავ ჩუენდა ხელი შენი კაცთ-მოყუარეო უფალო, ოხითა წმიდათა შენთათა.

წიაღნი მამულნი არა დაუტევენ, მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, დაღათუ მოხუედ ქუეყანად კაცთ-მოყუარებისათჳს, და კაც-იქმენ უქცეველად და ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ხორცითა უვნებელმან ღმრთაებითა, არამედ აღდეგ მკუდრეთით, და უკუდავება მომადლე კაცთა ნათესავსა, ვითარცა მხოლო ყოვლად-ძლიერ ხარ.

წყარო ცხოვრებისა იესო, ჯურღმულსა ზედა დიდისა მის…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

წყარო ცხოვრებისა იესო, ჯურღმულსა ზედა დიდისა მის მამათ-მთავრისა იაკობისსა, წყალსა თხოვდა სამარიტელსა, ხოლო მან არა შეხება წინა-უყო ჰურიათა და სამარიტელთა, ხოლო მხსნელმან ვითარცა სახიერმან დამბადებელმან მოიზიდა ტკბილად ზრახვითა, და უმეტესად ცხოველისა წყლისა აღთქმითა მოდრიკა იგი და აღძრა თხოვად მისა, რომელიცა მიიღო რა ყოველთა მიმართ ღაღადებდა, მოისწრაფეთ და იხილეთ დაფარულთა მცნობელი ღმერთი, ხორციელად მოსრული ცხოვრებად ნათესავისა ჩუენისა მოწყალებით, დიდება, და ქება წყალობათა შენთა ქრისტე.

მხნეონი

აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი. ხმა დ. მსგავსი.

მხნეონი.

წყარო მარადის მომდინარე, იჯდა რა წყაროსა ზედა, იხილა დედაკაცმან რამეთუ ითმენდა სიცხესა მრავალთა სენთა მკურნალი და თხოვდა მას წყალსა, და მან მიიღო მისგან წყალი ცხოველი, რომელი რწყავს ყოველსა სოფელსა და ეტყოდა: მომეც მე წყალი რათა არღარა მოვიდე აქა ვსებად, წყლისა ამის ქვეყნიერისა ხრწნადისა.

წესისაებრ ჰურიათასა, დევნიდა დედაკაცი, და აუწყებდა მას…

და გარდააცუ, და წარემართე, და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს, და სიმშჳდისა და სიმართლისა.

წესისაებრ ჰურიათასა, დევნიდა დედაკაცი, და აუწყებდა მას ვითარმედ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა, ხოლო ქრისტემან დამბადებელმან შეიტკბო ტკბილითა მით ქადაგებითა, კითხვიდა რა მას ცხოვრებისა მდინარე, და ოდეს აღუთქუა მას წყალი ცხოველი მაშინ მირბიოდა ქალაქად და აუწყა ყოველთა რაჲცა იხილა.

არა გაქუს სავსებელი, და ჯურღმული ესე ღრმა…

შეიყუარე სიმართლე, და მოიძულე უსჯულოება.

არა გაქუს სავსებელი, და ჯურღმული ესე ღრმა არს, ვინა უკუე მომცემ მე წყალსა ცხოველსა, ესრეთ იტყოდა სამარიტელი ქრისტეს მიმართ, და ჰგონებდა მას ვითარცა კაცსა, ხოლო ოდეს ღმერთად იცნა იგი განკჳრვებულ იქმნა, რაჟამს ეტყოდა მას სიტყჳთა საღმრთოჲთა, და მან აღიარა იგი ღმერთად ჭეშმარიტად, და ყოველთა დაბადებულთა უქადაგებდა.

ესრეთ ეტყვის უფალი სამარიტელს, უკუეთუმცა იცოდე შენ…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

ესრეთ ეტყვის უფალი სამარიტელს, უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისა, და თუ ვინ არს, რომელი გეტყვის შენ მასუ მე წყალი, შენმცა ითხოვე მისგან, და გცამცა წყალი ცხოველი, რათა უკუნისამდე არღარა გწყუროდა, და არცაღა მოხუედმცა აქა აღმოვსებად წყალსა ჯურღმულისაგან იაკობისსა, იგი წყალი მომეც ჩუენ კაცთ-მოყუარე.