გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-5 შვიდეული · სამშაბათი 1 / 30ზეცისა განწესებულთა

აღდგომიდან მე-5 შვიდეული · სამშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 11 წთ

ზეცისა განწესებულთა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი განზოგებისა მუხლი გ. ხმა ა. მსგავსი.

ზეცისა განწესებულთა.

შემოქმედო ყოველთაო, და ცხოვრების-მომცემელო, ღმრთისა მამისა თანასწორო სიტყუაო, რომელი ქალწულისაგან ხორციელ იქმენ, ვითარცა სახიერ ხარ, აურაცხელითა კაცთ-მოყუარებითა შენითა, მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა, ვითარცა მოწყალე ხარ.

დღესასწაულისა განზოგებასა, ებრაელთასა, დასდეგ ქრისტე ტაძარსა შინა, ასწავებდი და ამხილებდი, მწიგნობართა და ფარისეველთა, მცნებისაებრ შენისა ვითარცა წერილ არს, სიბრძნითა სიტყუათა შენთათა, და სასწაულთა გამოცხადებითა.

მომცემელო სიბრძნისაო, და კეთილთა მომნიჭებელო, გარდამოგუივლინე საღმრთო მდინარე, წყაროსაგან შენისა, დაუწყუედელისა მეუფეო, და ესრეთ გვიწოდ და გვიბრძანებ ჩუენ, რომელთა გწყურისთ, სუთ წყალი ცხოველი, რათა აღივსნეთ კეთილითა, და მუცლისა თქუენისაგან დიოდენ წყალნი ცხოველნი, რომელ არს სიბრძნე და ძალი ჩემი.

ოდეს მოხუედ ტაძრად ქრისტე ღმერთო, განზოგებასა მას…

და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა გ.

ოდეს მოხუედ ტაძრად ქრისტე ღმერთო, განზოგებასა მას დღესასწაულისასა, მაშინ ასწავებდი მათ, და იტყოდი ერთა მიმართ, ვითარმედ, რომელსა ვრწმენე მე არა მოკვდეს, არამედ ცხოველ იქმნეს, ხოლო ჰურიანი განიხერხებოდეს, ეგრეთუე ფარისეველნი, სადუკეველნი და მწიგნობარნი იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყვის გმობასა, რამეთუ ვერ გულის-ხმა-ყუეს, ვითარმედ შენ ხარ პირველ ყოველთა საუკუნეთა მამისა, და სულისა თანა დიდებული, ღმერთი ჩუენი დიდება შენდა.

ძელისა მის ურჩებისა, პატიჟნი დახსნენ მაცხოვარ, ძელსა…

სტიქარონსა ზედა დასდებელი რუა-ხმათა. ხმა დ.

ძელისა მის ურჩებისა, პატიჟნი დახსნენ მაცხოვარ, ძელსა რა ჯუარისასა ნებსით თჳსით დაემსჭუალე, და ჯოჯოხეთად შთახედ ძლიერო, და სიკუდილისა საკრუელნი ვითარცა ღმერთმან განხეთქენ, ამისთჳს თაყუანის-ვცემთ მკუდრეთით აღდგომასა შენსა, და სიხარულით ვღაღადებთ: ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება შენდა.

ვინ ღელუა-გვემული მოივლტინ ამას ნავთსაყუდელსა, და არა…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.

ვინ ღელუა-გვემული მოივლტინ ამას ნავთსაყუდელსა, და არა განერის, ანუ რომელი უძლური მოუხდის ამას სამკურნალოსა, და არა განიკურნის. დამბადებელო ყოველთაო, და მკურნალო განწირულთაო უფალო, პირველ სდ̅ წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე.

რომელმან წმიდათა მოწამეთა მოთმინება შეიწირე, შეიწირე ჩუენიცა…

მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ.

რომელმან წმიდათა მოწამეთა მოთმინება შეიწირე, შეიწირე ჩუენიცა გალობა,შეიწირე კაცთ-მოყუარე, და მათითა მეოხებითა მოგუანიჭე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

შუაზატიკისა ამის საგალობელსა ვადიდებდეთ მას, რომელმან შორის…

დიდება, აწ და. ხმა გ. გერმანესი.

შუაზატიკისა ამის საგალობელსა ვადიდებდეთ მას, რომელმან შორის ქუეყანისა ქმნა ცხოვრებაჲ სოფლისა, რომელი შორის ორთა ავაზაკთასა ძელსა ზედა დაემსჭუალა და მგმობრისა მისთჳს დუმნა სულგრძელებით, ხოლო მორწმუნესა მას ეტყოდა მოწყალებით: დღეს ჩემთანა ღირს იქმნე სამოთხესა, რომელი საფლავად შთახდა და შემუსრა მძლავრი ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა, და სულთა ჩუენთა მოსცა დიდი წყალობაჲ.

გალობით გალობა იოსებისი. ხმა დ

სამსაგალობელი ხმა დ.

გალობით გალობა იოსებისი. ხმა დ.

ისმენდინ ქუეყანა სიტყუათა პირისა ჩემისათა, იტყოდა მოსე…

გალობა ბ. ძლისპირი

ისმენდინ ქუეყანა სიტყუათა პირისა ჩემისათა, იტყოდა მოსე წინასწარ-მეტყველი, რაჟამს იგი შევიდა შეუვალსა მას და ესმა მას უსმენელი იგი უხილავისაგან, ხოლო პირი მისი ხილვითა ღმრთისათა ნათლითა ღმრთაებრ განბრწყინდა.

აღამაღლა მოსე, ქრისტე ღმერთო, ყოველთა მეუფეო, ოდესმე გუელი სახედ ჯუარცმისა შენისა, რომელი ჯუარს-ეცვი ჩუენთჳს, და ვეშაპისა მის მაკვდინებელი იგი გესლი და სიბოროტეჲ კაცთაგან აღიღე და შემუსრე თავი მისი სულთა წარმწყმედელი.

დანიად ცისკარს მოისწრაფდეს მენელსაცხებლენი საღმრთოდ საფლავად და მოაქუნდათ მათ მირონი ცრემლთა მიერ შეზავებული, ვითარცა დასწერს ღმრთის-მეტყველი და იხილეს ანგელოზი ელვარე ხატითა, რამეთუ ეტყოდა: გიხაროდენ აღდგა უფალი.

ჰკურნებდ რა სნეულთა, და განრღვეულთა სიტყჳთ აღმართებდ…

დიდება

ჰკურნებდ რა სნეულთა, და განრღვეულთა სიტყჳთ აღმართებდ, და მკუდართა ბრძანებით აღადგინებდ მხსნელო, ჰურიათა ერმან სიკუდილად დაგსაჯეს, არამედ აღდეგ, ვითარცა ღმერთი ყოვლად-ძლიერი და ჯოჯოხეთისა დახსენ მეუფება და დაარღვიე ქუესკნელი.

გამოჩნდა ხორცითა უბიწოთა მათ სისხლთა შენთაგან არსებათა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

გამოჩნდა ხორცითა უბიწოთა მათ სისხლთა შენთაგან არსებათა უზესთაესი ღმერთი ქალწულო და შეირაცხა მკუდართა თანა ყოველთა ცხოვრება, ხოლო აღდგა ძლიერებით, რომელი იხილე და სიხარულითა აღუსებულმან ქებით ადიდე.

ხელთა განპყრობითა დანიილ მღვიმესა მას შინა მხეცნი…

გალობა 8. ძლისპირი

ხელთა განპყრობითა დანიილ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ, და განბრძნობილნი უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

განხეთქე შენ ხელით-წერილი ადამისი მხსნელო ჯუარცმითა შენითა და იქმენ რა წყევასა ქუეშე კურთხევა საუკუნო მოგუეც, ამისთჳს მადლობით გადიდებთ და ესრეთ ვღაღადებთ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

გიხილა რა მოციქულთა გუნდმან მკუდრეთით აღდგომილი ქრისტე, ღმერთო ჩუენო, სიხარულით აღივსნეს საიდუმლოთა უსაზღუროთა, რომელთა იგი ეტყოდი: წარუედით ყოველსა სოფელსა და მქადაგეთ მეუფედ, ღმერთად, ცხოველთა და მკუდართა.

ვქადაგებთ ჯუარცმასა შენსა მხსნელო და დაფლუასა შენსა…

დიდება

ვქადაგებთ ჯუარცმასა შენსა მხსნელო და დაფლუასა შენსა დიდების-ვმეტყველებთ ყოვლად-შესაძრწუნებელსა, დიდებით აღდგომასა შენსა უგალობთ, რომელისა მიერ ვიხსნენით სახიერ განუხრწნელთა ჯოჯოხეთისა და სიკუდილისა საკრუელთაგან.

ღმერთი რომელი განკაცდა შენგან უაღრეს სიტყუისა ქალწულო…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ღმერთი რომელი განკაცდა შენგან უაღრეს სიტყუისა ქალწულო უსძლოო, იხილე მკუდრეთით აღდგომილი და ხმობდ მადლობით მისსა მიმართ, რაბამ შუენიერ არს სიკეთე შენი ძეო ჩემო, რომელმანცა პირველსა პატივსა კუალად აგე ადამი.

ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო გამოუკუეთელო…

გალობა თ. ძლისპირი

ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო გამოუკუეთელო ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით ჩუენ მორწუნენი ღირსად გადიდებთ.

რაჟამს გიხილეს ძელსა ზედა ჯვრისასა დამსჭუალულად მხსნელო დაფარეს მნათობთა ნათელი და ქუეყანა ძრწოდა და დღე დაბნელდა, ხოლო ჯოჯოხეთს დასჯილნი განთავისუფლდეს და გადიდებდეს.

შემუსრენ მხსნელო სიკუდილისა ბჭენი და მოქლონნი, მტკიცენი და აღდეგ დიდებით სახიერ და მიუხუენ, რომელნი ყუეს მას პყრობილნი, ვითარცა ღმერთმან ყოვლად-ძლიერმან და გქადაგებდეს შენ და გიგალობდეს.

ცანი ბრწყინუალედ იხარებენ და ქუეყანა დღესასწაულობს ქრისტეს…

დიდება

ცანი ბრწყინუალედ იხარებენ და ქუეყანა დღესასწაულობს ქრისტეს აღდგომასა, რომელთა მიერ მიხსნა ჩუენ საკრუელთაგან დამსჯელთა საუკუნეთა და ხრწნილებისა ხელბორკილთაგან.

ნათლითა შენითა ქალწულო დახსენ ცოდუათა ჩუენთა ბნელი…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ნათლითა შენითა ქალწულო დახსენ ცოდუათა ჩუენთა ბნელი და უმეცრებისა წყუდიადი, რათა ვაქებდე და ვადიდებდე უფსკრულსა საკჳრუელებათა შენთასა.

დაუკვირდა იოსებს

შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა ხმა დ. მსგავსი.

დაუკვირდა იოსებს.

ნებსით განზრახვით ჯუარცმა დაითმინე მაცხოვარ, და კაცთა მოკუდავთა საფლავსა ახალსა დაგდუეს შენ, სიტყჳთ დამბადებელი ცისკიდეთა, რომელისათჳსცა შეიკრა მტერი, და სიკუდილი შერისხვით წარმოიტყუენა, და ჯოჯოხეთისა მყოფნი უღაღადებდეს ცხოველს-მყოფელსა აღდგომასა შენსა, ქრისტე აღდგა ცხოვრების-მომცემელი, და ჰგიეს იგი უკუნითი-უკუნისამდე.

გულის-ხმა-ჰყავ სულო ჩემო, ვითარცა წარვდგეთ წინაშე მსაჯულისა…

უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

გულის-ხმა-ჰყავ სულო ჩემო, ვითარცა წარვდგეთ წინაშე მსაჯულისა, ჟამსა მას საშინელსა, რაჟამს დაიდგნეს საყდარნი შესაძრწუნებელნი, და თჳთოეულსა საქმენი თჳსნი ემხილნენ, რამეთუ მაშინ მსაჯული უვედრებელ არს და ცეცხლი უწყალოდ შემჭამელ, რაჟამს, ვითარცა განძვინებული ზღუა ოხრიდეს და აღატყდებოდეს დაფაღუად ყოველისავე, ესე ყოველნი განიცადენ სულო და პირველ სიკუდილისა სულთ ითქუემდ და ცრემლეოდე.

ყოველისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლნი, ვითარცა…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა

ყოველისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი მოსიან ეკლესიასა, მათ მიერ გევედრებით ქრისტე ღმერთო, მოწყალებანი შენნი გარდამოუვლინენ ერსა შენსა, და მშჳდობა სოფელსა მოანიჭე, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

საშინელი საიდუმლო და ყოვლად-დიდებული, ვითარ ქალწულმან დამბადებელი…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა

საშინელი საიდუმლო და ყოვლად-დიდებული, ვითარ ქალწულმან დამბადებელი ყოველთა გიტვირთა, და შემდგომად შობისა კუალად ქალწულადვე წმიდად დაადგრა, რომელი იშევ მის მიერ სარწმუნოება დაამტკიცე, და წარმართნი დააყუდენ, და სოფელსა მშჳდობა მომადლე, ღმერთო ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

სიბრძნე

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.

სიბრძნე.

სიბრძნისა და ცხოვრებისა წყალი, აღმოუცენე ყოველსა სოფელსა მაცხოვარ, და უწოდდი ყოველთა ვსებად წყალსა მას ცხოვრებისასა, და რომელთა მიიღეს მცნებაჲ შენი, დაშრიტეს მით აღტყინებული ნაკვერცხალი წყურვილისა მათისა, რათა არღარა წყუროდეს უკუნისამდე, და მარადის გამოიზარდნენ მადლითა შენითა მეუფეო, ამისთჳსცა ვადიდებთ სიმტკიცესა ძლიერებისა შენისასა ქრისტე ღმერთო ჩუენო, რათა მოგუიტევნე შეცოდებანი ჩუენნი, და გარდამოგუივლინო მადლი მონათა შენთა;

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

დიდება აწ და, იგივე

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

ჯუარითა შენითა ქრისტე, პირველისა მის წყევისაგან განმათავისუფლენ…

ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა მეორე. ძლისპირითა. მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი, და იკოსი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა რვა ხმათასა. ხმა დ.

ჯუარითა შენითა ქრისტე, პირველისა მის წყევისაგან განმათავისუფლენ ჩუენ, და სიკუდილითა შენითა, რომელმან იგი მძლავრა ბუნებასა ჩუენსა ეშმაკი დათრგუნე, ხოლო აღდგომითა შენითა, ყოველივე სიხარულითა აღავსე, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, რომელი აღდეგ მკუდრეთით, უფალო დიდება შენდა.

განმბანე მე ცრემლითა ჩემითა მაცხოვარ, რამეთუ შებღალულ…

ბ-გზის.

განმბანე მე ცრემლითა ჩემითა მაცხოვარ, რამეთუ შებღალულ ვარ მრავალთა მიერ ცოდუათა, ამისთჳს შეგივრდები შემიწყალე მე ღმერთო.

ანგელოზთა თანა მოდასე იქმნენით წმიდანო, და სტადიონსა…

მოწამეთა

ანგელოზთა თანა მოდასე იქმნენით წმიდანო, და სტადიონსა შინა ახოვნად ქადაგეთ ქრისტე, რამეთუ ყოველივე სიყუარული ამის სოფლისა, ვითარცა არა არსი დაუტევეთ, ხოლო სარწმუნოება ვითარცა ხარისხი მტკიცედ შეიკრძალეთ, ვინაცა საცდური განხადეთ და მორწმუნეთა აღმოუცენებთ მადლსა კურნებათასა, დაუცხრომელად მეოხ გუეყუენით სულთა ჩუენთათჳს.

უფალო პირველ ცხოველისა ჯუარცმისა და ვნებისა შენისა…

დიდება, აწ და. ხმა დ.

უფალო პირველ ცხოველისა ჯუარცმისა და ვნებისა შენისა, განზოგებასა დღესასწაულისასა აღხვედ, და ჰურიათა ასწავებდ კადნიერად სჯულსა შინა მოსესსა შენთჳს სჯულდებულსა, ხოლო იგინი მოწყლულნი, გამოუთქმელთა მათ სიბრძნეთა შენთა მახვილითა, თავთა შორის თჳსთა შურითა აღგზებულნი იტყოდეს, ვითარ ამან წიგნი იცის თჳნიერ სწავლისა, რამეთუ არა უწყოდენ, ვითარმედ შენ ხარ მაცხოვარი სულთა ჩუენთა.

სახლო ევფრათასო

აღვივსენითსა ზედა დასდებელნი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

დასასრული ეგე და დასაწყისი, განზოგებასა მას დღესასწაულისასა, დასდეგ რა შუა ტაძარსა ქრისტე ღმერთო ჩუენო, მაშინ მომეც ჩუენ მოტევება ცოდუათა.

ესმა რა სიონს საღმრთოჲ აღდგომა შენი, თჳთმპყრობელო…

მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

ესმა რა სიონს საღმრთოჲ აღდგომა შენი, თჳთმპყრობელო სიტყუაო, იხარებდენ შჳლნი მისნი, და გიგალობდენ შენ სახიერო.

ნათელი მამისაგან აღმობრწყინდი სიტყუაო, და უკანასკნელსა ჟამსა…

ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინასაუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა.

ნათელი მამისაგან აღმობრწყინდი სიტყუაო, და უკანასკნელსა ჟამსა გამოჩნდი ვითარცა კაცი, რათა მომანიჭო მე მოტევებაჲ ცოდუათა ჩემთა.

პასექისა დღესასწაულისა შუა განზოგებასა, აღხუედ ტაძრად მხსნელო…

დიდება, აწ და. ხმა 8.

პასექისა დღესასწაულისა შუა განზოგებასა, აღხუედ ტაძრად მხსნელო ჩუენო, დასდეგ ერისა მის შორის, და ასწავებდ მათ განცხადებულად, და ესრეთ ეტყოდი: ვითარმედ მე ვარ ნათელი სოფლისა, და რომელიცა იგი მე შემომიდგეს, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა მის საუკუნოჲსა.