გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-5 შვიდეული · ორშაბათი 1 / 31გამობრწყინდა ბრწყინუალე და შუენიერი დღე, აღდგომა ქრისტეს…

აღდგომიდან მე-5 შვიდეული · ორშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 11 წთ

გამობრწყინდა ბრწყინუალე და შუენიერი დღე, აღდგომა ქრისტეს…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა განზოგებისათა გ. ხმა ე. მსგავსი. გიხაროდენისა.

გამობრწყინდა ბრწყინუალე და შუენიერი დღე, აღდგომა ქრისტეს მაცხოვრისა და განზოგება ყოვლად-პატიოსანი, ვითარცა შუადღე ნათლითა აღვსილი და განაბრწყინვებს სოფელსა საღმრთოსა მადლითა, და ნათობს სასწაულთა საკჳრუელებითა, და გვიჩუენებს ზეცად ამაღლებასა, ეგრეთუე გამოგუიცხადებს ჩუენ მრავალთა კეთილთა აღმომაცენებელისა სულისა-წმიდისა მოსლუასა, ყოვლად-პატიოსანსა ბრწყინუალესა სიხარულსა, რომელი მოსცემს სულთა ჩუენთა დიდსა წყალობასა.

ვითარცა საღმრთოსა სიტყუისა წყარონი დღესასწაულსა განზოგებისასა, აწცა უფალო მდინარენი სახიერებისა შენისანი ყოველთა მიმადლენ, და ესრეთ ეტყოდი: რომელსა წყუროდეს მოვედინ ჩემდა და სუნ მხურუალედ წყარონი ღმრთაებისა ჩემისანი, რამეთუ მოწყალებისა და წყალობისა უფსკრული თჳთ შენ ხარ, და აღმოგვიცენებ მოტევებასა ცოდუათასა და განბან ბიწისაგან, და იხსნი უძლურებისაგან, და აცხოვნებ, რომელნი დღესასწაულობენ აღდგომასა შენსა, რომელი მოანიჭებს სულთა ჩუენთა დიდსა წყალობასა.

სდეგ რა ტაძარსა შინა, განზოგებასა დღესასწაულისასა გარეშემოუწერელო უფალო, რომელი ღმერთი ხარ ბუნებით, დაღათუ ხორცნი შეისხენ ჩუენთჳს, და აღმოუცენებ ყოველთა ცხოვრებისა სიტყუათა, და უბრძანებ, ვითარმედ სულნი განიწმიდენით, და ზამთარი უღმრთოებისა განდევნეთ, რათა არა დამაშვრალ იქმნნეთ სასმელისა მისგან საღმრთოჲსა მადლისა, და რათა ღირს იქმნეთ ნიჭსა პატიოსანსა ზეცისა სუფევისასა და თანა ზიარ-მექმნეთ შემოქმედსა თქუენსა და ჩემთანა იდიდნეთ.

დღესასწაულისა განზოგებასა უპირატეს ვნებისა და დიდებულისა აღდგომისა…

და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა 8.

დღესასწაულისა განზოგებასა უპირატეს ვნებისა და დიდებულისა აღდგომისა შენისა უფალო, ასწავებდი ურჩთა მათ ჰურიათა, და მწიგნობართა და ფარისეველთა ტაძარსა შინა მდგომარე, და ერისა მის მიმართ ღაღადებდი და ესრეთ იტყოდი: რომელსა წყურის თქუენ შორის, მოვედინ ჩემდა და სვემდინ, და რომელსა ვრწმენე, წყალნი ცხოველნი სულისა წმიდისანი სდიოდენ მუცლისა მისისაგან, ჵ გამოუთქმელი სიბრძნე შენი, ქრისტე, ღმერთო, დიდება შენდა.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსადაუცხრომელად თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და მესამისა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი რუა-ხმათა. ხმა დ.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსადაუცხრომელად თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და მესამისა დღისა აღდგომასა შენსა ვადიდებთ, რამეთუ მის მიერ განაახლე კაცთა ბუნება განხრწნილი ყოვლად-ძლიერო და გზა აღმყვანებელი ზეცად განმიახლენ ჩუენ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.

მინდა ცრემლთა მიერ აღხოცა შეცოდებათა ჩემთა ხელით…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.

მინდა ცრემლთა მიერ აღხოცა შეცოდებათა ჩემთა ხელით წერილისა უფალო, და ნეშტსა ცხოვრებისა ჩემისასა სინანულით სათნოყოფად შენდა, არამედ მტერი მაცთუნებს და ბრძავს სულსა ჩემსა, უფალო პირველ სდ̅ წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე.

რომელი დიდებულ ხარ, ხსენებასა წმიდათა შენთასა ქრისტე…

მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა

რომელი დიდებულ ხარ, ხსენებასა წმიდათა შენთასა ქრისტე, ღმერთო, მათითა მეოხებითა, გარდამოგუივლინე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

განზოგებასა დღესასწაულისა აღდგომისა შენისასა ქრისტე, და საღმრთოსა…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

განზოგებასა დღესასწაულისა აღდგომისა შენისასა ქრისტე, და საღმრთოსა მოსლჳსა სულისა შენისასა, ერთობით შემოკრებულნი ერნი, საიდუმლოსა ამას დღესასწაულსა ვღაღადებთ, რათა გარდამოგუივლინოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

ტროპარი დღესასწაულისასა

ტროპარი დღესასწაულისასა. და განტევებაჲ.

დიდება ღმერთსა ჩუენსა

სამსაგალობელი ხმა დ.

დიდება ღმერთსა ჩუენსა.

დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისათა…

გალობა ა. ძლისპირი

დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისათა უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერება აღჭურვილთა სპარაზენთა და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.

საკრუელთა მათ მიერ, რომელითა შეიკარ შენ შეკარ ძალი მტერისა კაცთ-მოყუარე და ჯუარითა მშჳდობა ჰყავ განყოფილთა შორის მხსნელო და შუაკედელი იგი მტერობისა დახსენ, ამისთჳს გიგალობთ.

ვითარცა იტყოდა პირველ ვნებისა მხსნელი აღდგა ძლიერებით და წარმოსტყუენა მეუფება ჯოჯოხეთისა ღმრთაებრ, ხოლო დასჯილნი მას შინა თჳსთანა აღმოიყუანნა და დასაჯა დამსჯელი კაცთა სიკუდილი.

საღმთოთა მსახურთა უცხოსა მას სახესა და ხატსა…

დიდება

საღმთოთა მსახურთა უცხოსა მას სახესა და ხატსა განკჳრვებით მიხედნა რა კრებულმან, ღირსთა მენელსაცხებლეთამან, მეყსეულად ესმა მათგან, ვითარმედ აღდგა უფალი, წარუედით და ახარეთ მოწაფეთა მისთა.

რომელი განკაცნა საშოთ შენით ქალწულო უფროს ცნობისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

რომელი განკაცნა საშოთ შენით ქალწულო უფროს ცნობისა, ვითარცა რა სიძე სასძლოო, მკუდრეთით აღდგა შუენიერად, რომელი იგი იხილე, და მოციქულთა თანა დღეს უგალობ სიხარულით აღდგომასა მისსა.

მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი…

გალობა 8. ძლისპირი

მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენინ, რაჟამს იგი შეაცვრიე, სახმილით ღაღადებდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

ჯუარსა ზედა ნებსით განიპყრენ მხსნელო ბუნებით უხრწნელმან უხრწნელნი ხელნი და განბნეულნი შეკრიბენ და ხელთაგან მტერისათა იხსნენ, ამისთჳს მადლობით გადიდებთ შენ.

შეირაცხე მკუდართა თანა განზრახვით და ნებსით მტერისა დამონებულნი, სუდარითა შეხვეულმან გამოიხსნენ, რამეთუ უძლურითა ხორცითა ქმენ საქმეჲ ძლიერებისა.

ხედვიდეს რა ნებსით განსაკრთომელთა, ბრმათა აღხილუასა, და განრღვეულთა კურნებასა ებრაელნი, კუალად სიკუდიდ დაგსაჯეს მრავალ-მოწყალე ვინაჲცა წარმართნი იჩინენ მათ წილ.

თანა-ექცეოდი ქადაგთა შენთა ორმეოცთა ამათ დღეთა უფალო…

დიდება

თანა-ექცეოდი ქადაგთა შენთა ორმეოცთა ამათ დღეთა უფალო, რათა სარწმუნო ჰყო საღმრთო განგება, რომელითა იხსენ სოფელი და აცხოვნე ადამი ნათესავითურთ.

რაბამ საშინელ არს ღმრთისა დედაო შენგან შობა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

რაბამ საშინელ არს ღმრთისა დედაო შენგან შობა ღმრთისა, რომელისა მიერ საშინელისა დასჯისაგან ხსნილნი ვღაღადებთ: გიხაროდენ დაცემულთა აღმადგინებელო.

ევა ოდესმე ურჩებითა წყევა სოფლად შემოიღო, ხოლო…

გალობა თ. ძლისპირი

ევა ოდესმე ურჩებითა წყევა სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო წმიდაო ქალწულო ღმრთის-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევა, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.

რაჟამს გიხილა მზემან ნებსით თჳსით ჯუარსა ზედა განრთხმული სახიერ, შიშით დაფარა ბრწყინუალებაჲ თჳსი, ქუეყანა შეიძრა საფუძუელითურთ, კლდენი განსქდეს და ტაძრისა კრესტაბმელი განიპო, და მკუდარნი აღდგეს მკუდრეთით.

შეგმურა შენ შიშით იოსებ მხსნელო და არმენაკსა შინა წარგრაგნა და დაგდუა ახალსა საფლავლსა შინა, ხოლო შენ ვითარცა ცხოვრება ყოველთა აღდეგ მკუდრეთით და ჯოჯოხეთი შემუსრე საღმრთოჲთა ძალითა ყოვლად-ძლიერო.

საფლავით აღდგომილი ეჩუენე მოწაფეთა შენთა ქრისტე და…

დიდება

საფლავით აღდგომილი ეჩუენე მოწაფეთა შენთა ქრისტე და ესრეთ ეტყოდი, წარუედით თქუენ საყუარელნო ჩემნო და უქადაგეთ ყოველთა წარმართთა სასწაულნი ესე, რომელნი იხილენით უაღრესნი ძალსა სიტყუისასა.

მკუდართა ცხოველ-მყოფელი სიტყუაჲ იხილე რა საფლავით აღდგომილი…

აწ და ღმრთის-მშობლისა

მკუდართა ცხოველ-მყოფელი სიტყუაჲ იხილე რა საფლავით აღდგომილი სძალო დიდებითა აღივსე სიხარულით, და მადლობით უგალობდ და იტყოდი, ძეო და ღმერთო ჩემო ვადიდებ შენსა აღდგომასა უფროს ცნობისა.

მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელვარებასა…

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა, განზოგებისა, გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა დ.

მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელვარებასა ანგელოზისასა მენელსაცხებლენი და იტყოდეს: ვითარცამცა წარიპარა, რომელმან ავაზაკსა განუღო სამოთხე, არამედ აღდგა, რომელმან პირველ ვნებისა ქადაგა აღდგომაჲ, და ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე და ჯოჯოხეთისა მყოფთა მიანიჭა აღდგომა და ცხოვრება საუკუნო.

დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა…

უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა მოიხილე ღმერთო და შემიწყალე მე, რომელმანცა ცოდუასა შინა წარუაგე ცხოვრებაჲ ჩემი, მსგავსად მეძვისა მის შეგივრდები, შემიწყნარე მაცხოვარ და მაცხოვნე მე.

დღეს ანგელოზთა მხედრობანი სახსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა

დღეს ანგელოზთა მხედრობანი სახსენებელსა ღუაწლით-შემოსილთასა მოიწივნეს, მორწმუნეთა გონებისა განათლებად და სოფლისა მადლით განბრწყინვებად, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, მოანიჭე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ზღუდე ხარ შეურყეველი ჩუენ ქრისტიანეთა ღმრთის-მშობელო ქალწულო…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ზღუდე ხარ შეურყეველი ჩუენ ქრისტიანეთა ღმრთის-მშობელო ქალწულო, და რომელი შენდა მოვივლტით, უვნებელად ვგიეთ მარადის, და კუალად ცოდვილთა მეოხი ხარ მხურუალე, ამისთჳს მადლობით გიღაღადებთ, გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.

რომელი ამაღლდა

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა დ. მსგავსი.

რომელი ამაღლდა.

სიბრძნე და სიტყუა მამისა, რომელმან მისცა მოციქულთა ძალი და სიტყუა საღმრთო და წარავლინნა ქადაგებად კიდეთა ქუეყანისათა, რომელი ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, რომელსა მაცთურით ხადოდენ ერნი ებრაელთანი, ხოლო შენ სულგრძელებით თავს-იდევ და ეტყოდი მათ: ნუ სჯით თუალ-ღებით, ხოლო ჩუენ შენდა მომართ ვღაღადებთ კაცთ-მოყუარეო ქრისტე, ღმერთო, მოტევება ცოდუათა გარდამოგუივლინე, რომელნი სარწმუნოებით ვხადით სახელსა შენსა.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

დიდება, აწ და იგივე

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე და აღდეგ…

ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა, პირველი ძლისპირითა, მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისასა. ხმა დ.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე და აღდეგ მკუდრეთით, ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება აღდგომასა შენსა.

ცხოვარი სიტყჳერი სამწყსოჲსა შენისა შენდა მოვივლტი კეთილისა…

ბ-გზის

ცხოვარი სიტყჳერი სამწყსოჲსა შენისა შენდა მოვივლტი კეთილისა მაგის მწყემსისა, მომიძიე შეცთომილი ღმერთო, და შემიწყალე მე.

ვინმე არა განკჳრდეს წმიდანო მოწამენო კეთილსა მას…

მოწამეთა.

ვინმე არა განკჳრდეს წმიდანო მოწამენო კეთილსა მას ღუაწლსა თქუენსა, რომელი მოიღუაწეთ, რამეთუ ხორცთა შინა მყოფთა მტერი უხორცო მოაშთვეთ, ჯუარითა აღჭურვილთა ქრისტე აღიარეთ, ვინაცა ღირს გამოჩნდით ეშმაკთა მაოტებელ და ბარბაროზთა შემმუსრველ, მეოხ გვეყუენით ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

პასექისა დღესასწაულისა შუაგანზოგებასა აღხედ ტაძრად მხსნელო ჩუენო…

დიდება, აწ და. ხმა 8.

პასექისა დღესასწაულისა შუაგანზოგებასა აღხედ ტაძრად მხსნელო ჩუენო, დასდეგ ერისა მის შორის და ასწავებდი მათ განცხადებულად და ესრეთ ეტყოდი: მე ვარ ნათელი სოფლისა, და რომელიცა იგი მე შემომიდგეს არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა მის საუკუნოსა.

სახლო ევფრათასო

აღვივსენითსა ზედა დასდებელნი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

რომელმან მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ ქუეყანად მაცხოვარო ჩუენო, ხორცნი მიიხუენ ქალწულისაგან თჳნიერ შერევნისა, და აღმოგვიცენე ჩუენ მოტევებაჲ ცოდუათა.

ყოველთა ღმერთო და უფალო, სიტყუაო მამისაო, შენ…

ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩუენმან, წინა საუკუნეთამან, შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა.

ყოველთა ღმერთო და უფალო, სიტყუაო მამისაო, შენ ხარ, რომელმანცა მიხილე რა წარწყმედული, მოხუედ და მომიძიე მე, და მიხსენ ცოდუათაგან, და მადიდე მე კაცთ-მოყუარე.

შენ ხარ მეუფეო ჩემო, ქრისტე, სიბრძნე და…

მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

შენ ხარ მეუფეო ჩემო, ქრისტე, სიბრძნე და ძალი მამისა, რომელმანცა სიბრძნითა შენითა დააარსე სოფელი ესე, და შეამკევ მადლითა სულისა-წმიდისათა.

განვიწმიდეთ ჩუენ სიღრმენი გულისანი, და განვაბრწყინვნეთ ლამპარნი…

დიდება, აწ და. ხმა 8.

განვიწმიდეთ ჩუენ სიღრმენი გულისანი, და განვაბრწყინვნეთ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, და ვიხილოთ ცხოვრება ჩუენი ქრისტე შემოქმედი ტაძრად აღსრული, გარდამატებულითა წყალობათა თჳსთა აურაცხელთათა, რათა დასცეს მოშურნე და განაქიქოს მტერი, და აცხოვნოს ადამის ნათესავი ჯუარცმითა თჳსითა, და ნებსით დაფლვითა და აღდგომითა, და მისსა მიმართ ღაღა-ვყოთ და ვსთქუათ: მიუწდომელო, ღმერთო, დიდება შენდა.