უფალო აღხედ ჯუარს ზედა
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი სამარიტელისანი. ხმა დ. მუხლი გ. და თუენის გ.
უფალო აღხედ ჯუარს ზედა.
იხილეთ რომელი პირველ დაწერა მოსე სჯულსა შინა იესო მესია, მოვიდა ქუეყანასა ზედა, და გამოჩნდა სახიერებით, და მეტყოდა მე ვითარცა კაცი, ჯურღმულსა ზედა მჯდომარე, ჭეშმარიტად იგი არს ქრისტე, რომელი მოვიდა სოფლად სუქარისა საყოფელსა, განეცხადა სამარიტელსა.
ჵ ტკბილნი ბაგენი დედაკაცისანი, ვითარ მიიღო რა წყალი იგი ტკბილი, და აღმოუცენა გონიერება, ეგრეთუე ასვა თჳთ მყოფთა ქალაქისათა, რომელი უხვად აღმოაცენებდა ჯურღმული წყალსა, მსწრაფლ მიისწრაფდენ, რათა იხილონ წყარო იგი მარადის მომდინარე, რომელი დამაშვრალთა სულთა განაგრილებდა საუკუნოდ.
სახიერებისა იხილეს წყარო იგი, მხოლო ხილვითა შეზავებული, კაცთა ბუნებაჲ, ხოლო დედაკაცი იგი იტყოდა ქალაქისა მყოფთა მიმართ, მოვედით და იხილეთ უფალი, რომელი ვიხილე თუალითა, და მრწამს იგი ჭეშმარიტად, რამეთუ იგი არს მხსნელი და ცხოვრება საუკუნო.
ჯურღმულსა ზედა იაკობისსა, ჰპოვა იესო დედაკაცი სამარიტელი…
და თვენის გ. დიდება, აწ და. ხმა ვ.
ჯურღმულსა ზედა იაკობისსა, ჰპოვა იესო დედაკაცი სამარიტელი, და თხოვდა მას წყალსა, რომელმან იგი ცაჲ დაჰფარა ღრუბლითა, და წვიმითა დაათვრის ქუეყანაჲ, ქერუბიმთაგან თუალთ-შეუდგამი, ეჰა საკჳრუელება, მეძავსა დედაკაცსა ზრახავს, და წყალსა ითხოვს მისგან სასმელად, რომელმან იგი წყარონი და ზღუანი სიტყჳთ, აღმოაცენნა, და ქუეყანა წყალთა ზედა დაჰკიდა, რათა აცხოვნოს ცთუნებული, მტერისა პირველი დედაჲ, და ასვას მას წყალი ცხოველი, ძჳრთა მიერ შემწვარსა და ბოროტთა დამონებულსა, ვითარცა მოწყალე არს, მხოლო და კაცთ-მოყუარე, უფალო დიდება შენდა.
რომელთა გუაქუს შეწევნაჲ ქრისტე მარადის ჯუარისა შენისა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი ჯუარისა.
რომელთა გუაქუს შეწევნაჲ ქრისტე მარადის ჯუარისა შენისა, დავთრგუნავთ მახეთა მტერისათა.
უფალო აღხედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევა…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
უფალო აღხედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევა ჩუენი აღხოცე, შთახედ ჯოჯოხეთად და საუკუნითგანნი პყრობილნი განათავისუფლენ, და კაცთა ნათესავსა უხრწნელება მოანიჭე, ამისთჳს უგალობთ და ვადიდებთ, ცხოველს-მყოფელსა და მაცხოვარსა აღდგომასა შენსა.
მოწამენო უფლისანო მსხუერპლნო სულიერნო, ყოვლად-დასაწველნო სიტყჳერნო, ღმრთის-მცნობელნო…
მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.
მოწამენო უფლისანო მსხუერპლნო სულიერნო, ყოვლად-დასაწველნო სიტყჳერნო, ღმრთის-მცნობელნო მარტჳლნო, და ღმრთისა მიერ ცნობილნო ცხოვარნო, რომელთაცა ბაკი მგელთაგან შეუვალ არს, ღმერთსა ევედრენით ჩუენთჳს დამწყსად თქუენ თანა წყალთა ზედა განსასვენებელთასა, და მდინარეთა სამოთხისათა.
ესრეთ ეტყჳს უფალი სამარიტელსა, უკუეთუმცა იცოდე შენ…
დიდება, აწ და. ხმა ვ.
ესრეთ ეტყჳს უფალი სამარიტელსა, უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისა, და თუ ვინ არს რომელი გეტყჳს მასვი მე წყალი, შენმცა ითხოვე მისგან და გცამცა წყალი ცხოველი, რათა უკუნისამდე არღარა გწყუროდეს, და არცაღა მოხუედმცა აქა აღუსებად წყალსა ჯურღმულისაგან იაკობისა, იგი წყალი მომეც ჩუენ კაცთ-მოყუარე.
დიდება ღმერთსა, ამინ
სამსაგალობელი ხმა დ.
დიდება ღმერთსა, ამინ.
საღმრთოსა დიდებისა შენისათჳს განსცვიფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ…
გალობა ე. ძლისპირი
საღმრთოსა დიდებისა შენისათჳს განსცვიფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ უქორწინებელო ქალწულო მუცლად-იღე საშოსა ღმერთი ყოველთა ზედა, და შევ ყოველთა მღაღადებელთა შენთა მომცემელო მშჳდობისაო.
შეკრულმან მეუფეო და სამსჭუალვითა ძელსა შესმსჭუალულმან განმხსენ საკრუელთაგან ცოდვისათა და სიყუარულსა შენსა შემსჭუალე მე სახიერ, ამისთჳს მადლობით უგალობთ უსაზღუროსა დიდებასა ძლიერებისა შენისასა.
პირველითგან დასჯილი ადამ შთახედ ჯოჯოხეთს მხსნელო განთავისუფლდა დასჯისა მისგან და საკრუელთაგან მრავალ-ჟამისათა განიხსნა და მადლობით გიღაღადებდა: დიდება აურაცხელთა სიმდაბლეთა შენთა.
უცხოჲ სახედ ეჩუენა შინაგან საფლავისა მჯდომარე დედათა…
დიდება
უცხოჲ სახედ ეჩუენა შინაგან საფლავისა მჯდომარე დედათა ანგელოზი და ჰრქუა მათ: ვისსა ძიებად მოხუედით დანიად ცისკარს ღირსნო, ქრისტე ღმერთი აღდგა საფლავით სიკუდილი მოაკუდინა და ყოველი სოფელი აცხოვნა.
წმიდაო უბიწოო, წმიდა წმიდათა შორის განშუენებული გვიშევ…
აწ და ღმრთის-მშობლისა
წმიდაო უბიწოო, წმიდა წმიდათა შორის განშუენებული გვიშევ ხორცითა ღმრთისა დედაო, რომელი იგი იხილე რა მკუდრეთით აღდგომილი, ვითარცა სიძე სასძლოთ გამოსრული, ბრწყინუალედ უგალობდ სიმდაბლეთა მისთა უფსკრულსა.
ყრმანი ბრწყინუალენი სახმილისაგან პირველად იხსნა შობილმან ქალწულისაგან…
გალობა 8. ძლისპირი
ყრმანი ბრწყინუალენი სახმილისაგან პირველად იხსნა შობილმან ქალწულისაგან, რომელითა მოასწავა ხსნა ჩუენი საცთურისაგან და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ადამის მიერ დაბნელებულისა ბუნებისა განათლებად მრავალ-მოწყალე ჯუარსა ზედა შემსჭუალენ საუფლონი ხელნი შენნი და უხრწნელისა გვერდისა განღებაჲ თავსიდევ, ამისთჳს მრავალთა წყალობათა შენთა ვაკურთხევთ უკუნითი-უკუნისამდე.
გიხილა რა შენ ქუესკნელს დასჯილი რისხვით და გულის-წყრომით წარტყუენვად მისსა მხსნელო სულნი იგი შთანთქმულნი მისგან მწარედ დასჯილნი ძრწოლით წარმოგიდგინნა, ხოლო იგინი ხმობდეს: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
მგლოვარეთა დედათა უღაღადებდა ლოდსა ზედა მჯდომარე მთავარ-ანგელოზი, მიისწრაფეთ ხარებად მოციქულთა აღდგომასა ცხოვრების-მომცემელისასა, რამეთუ აღდგა და ჯოჯოხეთისა დახსნა მძლავრება და სიბოროტე იგი ეშმაკისა შემუსრა.
ერთითა არსებითა გადიდებ შენ, ხოლო სამებით გქადაგებ…
დიდება, სამების
ერთითა არსებითა გადიდებ შენ, ხოლო სამებით გქადაგებ ხატოვნებით და ერთ ღმრთაებად გიგალობ მამაო დაუსაბამო ძით და სულით-წმიდითურთ და ძრწოლით გიღაღადებთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ეჰა რაჟამს იშუა შენგან სძალო ქრისტე მეუფე…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ეჰა რაჟამს იშუა შენგან სძალო ქრისტე მეუფე, ქალწულად წმიდად დაგიცვა, ეგრეთუე რაჟამს აღდგა ბეჭედნი საფლავისანი დაიცვნა შეურყეველად, რომელიცა იხილე რა აღივსე სიხარულითა, და აკურთხევდი საღმრთოსა მისსა ძლიერებასა ყოვლად-წმიდაო.
ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იხარებენ დღეს სულითა და…
გალობა თ. ძლისპირი.
ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იხარებენ დღეს სულითა და დღესასწაულობენ გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი დიდებით მუცლადღებასა ყოვლად-უბიწოსასა, და იტყვიან: გიხაროდენ მარადის ქალწულო მარიამ, სასუფეველსა.
სიმაღლესა რა ჯუარისასა დახედ ნებსით თჳსით სულგრძელო, აღმოიყუანენ კაცნი სიღრმით წარწყმედისათ ნათლად და საფლავსა რა დაიდევ, ცხოვრება ბუნებრივი, მდებარენი აღმართენ მკუდრეთით აღდგომითა ღმრთივ-ბრწყინუალითა.
ნელსაცხებელი მოიღეს შენდა მენელსაცხებლეთა დედათა თავო ცხოვრებისაო, და რაჟამს იხილეს აღდგომა შენი ახარეს მათ მოციქულთა ერთბამად შეკრებულთა და მგლოვარეთა, რომელთა იხილეს რა ნათლითა აღივსნეს და თაყუანი-გცეს.
შთახედ სულითა ჯოჯოხეთად მზეო სიმართლისაო, ქრისტე ღმერთო…
დიდება
შთახედ სულითა ჯოჯოხეთად მზეო სიმართლისაო, ქრისტე ღმერთო, და მას შინა პყრობილთა, ნათელი შენი ბრწყინუალე მიჰფინე, და აღდგომითა შენითა აღადგინენ იგინი ყოვლად-ძლიერო, ამისთჳსცა აქებდეს სახიერებათა შენთა უფსკრულსა.
რომელსა იგი წამის-ყოფით უპყრიან ყოველნი დაბადებულნი განკაცებული…
აწ და ღმრთის-მშობლისა.
რომელსა იგი წამის-ყოფით უპყრიან ყოველნი დაბადებულნი განკაცებული გვიშევ ქალწულო წმიდაო ღმრთისა დედაო, მას ევედრე ლმობიერად რათა განგვინათლნეს ჩუენ სულნი და ხორცნი და გონებანი ჩუენი, რომელნი გნატრით შენ სარწმუნოებით.
მსწრაფლ მეწიე
შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა რუა-ხმათა. ხმა დ. მსგავსი
მსწრაფლ მეწიე.
ჯუარსა შეგმსჭუალეს შენ მაცხოვარ ჰურიათა, ამისთჳს წარმართათაგან მომიწოდენ ჩუენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, განმარტენ განზრახვით ნებნი შენნი მას ზედა, და ლახურითა თავს-იდევ გვერდისა შენისა განღებაჲ, სიმრავლითა წყალობათა შენთათა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ჯუარსა ზედა ამაღლებული გიხილა რა ყოვლად-წმიდამან დედამან…
დიდება, აწ და. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა
ჯუარსა ზედა ამაღლებული გიხილა რა ყოვლად-წმიდამან დედამან შენმან სიტყუაო ღმრთისაო, დედობრივითა ბუნებითა იგლოვდა და იტყოდა: რაჲ არს ახალი ესე და საშინელი საკჳრუელება ძეო ჩემო, ვითარ ცხოვრება ყოველთა სიკუდილისა გემოსა იხილავ, რომელსა გნებავს მკუდართა განცხოველება, ვითარცა კეთილ ნაწლევსა.
მსწრაფლ მეწიე
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა დ. მსგავსი.
მსწრაფლ მეწიე.
ჯურღმულსა მას წყალსა, და ქუეყანასა განხრწნადსა, მორახვედ წესისაებრ სამარიად ვსებად წყლისა უფალო, ხოლო გპოვა დედაკაცმან მჯდომარე, სადა იყო ჯურღმული იაკობისი, აღმოკუეთილი და აღმოივსო წყალი ცხოველი, რომელსაცა ასუ მადლი შენი.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება აწ და, იგივე
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
მოგიცემიეს ღმერთო, სასწაულად მოშიშთა შენთა, ჯუარი შენი…
სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი, სამარიტელისა, ძლისპირითა მუხლი 8. და თუენისა, მუხლი დ. აქებდითსა ზედა. დასდებელი რუა-ხმათა მუხლი დ. ხმა დ.
მოგიცემიეს ღმერთო, სასწაულად მოშიშთა შენთა, ჯუარი შენი უძლეველი, რომელითა განაქარუე მთავრობაჲ ბნელისა მის და ხელმწიფებაჲ, და აღმომიყვანენ ჩუენ სახიერ, პირველსავე მას ნეტარებასა, ამისთჳს შენისა ღმრთაებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, წარმიძეღუ ჩუენ ჭეშმარიტებისა…
ბ-გზის. მოწამეთა
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, წარმიძეღუ ჩუენ ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ, და მიხსენ ჩუენ მახეთაგან ეშმაკისათა, რომელი აღდეგ მკუდრეთით, აღმადგინენ ჩუენ ცოდვითა დაცემულნი ესე, მოჰყავ ჩუენდა ხელი შენი, კაცთ-მოყუარეო უფალო, ოხითა წმიდათა შენთათა.
პატიოსან არს სიკუდილი წმიდათა შენთა უფალო, რამეთუ ცეცხლითა და მახვილითა და ყინელითა შემუსვრილთა დასთხიეს სისხლი მათი, რამეთუ სასოება აქუნდა შენდამი, მიღებად სასყიდელი შრომისა მათისა, მოითმინეს და მოიღეს შენ მიერ მაცხოვარ დიდი წყალობაჲ.
წყარო ცხოვრებისა იესო, ჯურღმულსა ზედა დიდისა მის…
დიდება, აწ და. ხმა ვ.
წყარო ცხოვრებისა იესო, ჯურღმულსა ზედა დიდისა მის მამათ-მთავრისა იაკობისსა, წყალსა თხოვდა სამარიტელსა, ხოლო მან არა შეხება წინა-უყო ჰურიათა და სამარიტელთა, ხოლო მხსნელმან ვითარცა სახიერმან დამბადებელმან, მოიზიდა ტკბილად ზრახვითა, და უმეტესად ცხოველისა წყლისა აღთქმითა მოდრიკნა იგი, და აღძრა თხოვად მისა, რომელიცა მიიღო რა ყოველთა მიმართ ღაღადებდა, მოისწრაფეთ და იხილეთ დაფარულთა მცნობელი ღმერთი ხორციელად მოსრული, ცხოვრებად ნათესავისა ჩუენისა მოწყალებით, დიდება და ქება წყალობათა შენთა ქრისტე.
მხნეონისა
აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი. ხმა დ. მსგავსი.
მხნეონისა.
სარწყულითა მოიწია, სამარიტელი ვსებად ჯურღმულისა მის, ხოლო რაჟამს გიხილა მხსნელო დაუტევა სარწყული, და მირბიოდა ქალაქად, და ესრეთ ეტყოდა ვპოვე წყაროჲ ცხოვრებისა, უშურველად მომცემელი, ვინაჲთგან აღმოვივსე უშურველი ცხოვრებისა წყალი, და მან განმიგრილა გული ჩემი, რომელი იგი იყო ცოდვითა დამდნარ.
ჭეშმარიტი თქუა ესე, ესრეთ ეტყოდა მაცხოვარი სამარიტელსა…
და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა.
ჭეშმარიტი თქუა ესე, ესრეთ ეტყოდა მაცხოვარი სამარიტელსა, ვითარმედ არა გივის დღეს ქმარი სჯულისაებრ, ხოლო პირველ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის არა არს ქმარი შენი, რამეთუ უცხო არს მცნებისაგან, ხოლო იგი ეტყოდა ერთა: ვიხილე კაცი, რომელმან ყოველივე მაუწყა მე, რომელიცა დაფარულად მექმნა.
მდინარე ჭეშმარიტებისა, და წყარო ცხოვრებისა, ჯურღმულისა მიერ…
შეიყუარე სიმართლე, და მოიძულე უშჯულოება.
მდინარე ჭეშმარიტებისა, და წყარო ცხოვრებისა, ჯურღმულისა მიერ აღმოივსო სამარიტელმან, მოვიდა რა ჯურღმულად და ჰპოვა იესო, ხოლო რომელსა იგი აღმოივსებდა წყალსა წესისაებრ, აწ მის წილ აღმოივსო წყალი ცხოველი ჭეშმარიტი, რომელმან განსწმიდა გული მისი, და დააცხრო ბოროტნი მხურუალებანი მისნი.
ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა, გამოუთქმელითა განგებულებითა შენითა…
დიდება, აწ და. ხმა 8.
ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა, გამოუთქმელითა განგებულებითა შენითა ქრისტე ღმერთო, ესმეს სიტყუანი შენნი სამარიტელსა კაცთ-მოყუარე, მაშინ მყის დაუტევა სარწყული იგი ჯურღმულსა ზედა, და მირბიოდა ქალაქად და ეტყოდა მუნ მყოფთა მოვედით იხილეთ გულთა მხილუელი, უკუეთუ ესე არს მომავალი ქრისტე, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.