გულანი
საცდელი · 1.37.0
სამარიტელის კვირა 1 / 140ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა

სამარიტელის კვირა

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 58 წთ

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი. მუხლი დ. ხმა დ.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა.

ძელისა მის ურჩებისა.

ბჭენი ჯოჯოხეთისანი.

მოვედით უგალობდეთ.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა პოვა

დიდება. ხმა ვ.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა პოვა.

უთესლოდ მუცლად-იღე და ჰშევ გამოუთქმელად დამამხობელი იგი…

ესე ყოველი იძიე წინათ დიდ მწუხრსა ზედა, და აწ და, ღმრთის-მშობლისა დოგმატიკა. ხმა დ.

უთესლოდ მუცლად-იღე და ჰშევ გამოუთქმელად დამამხობელი იგი, ძლიერთა საყდართაგან, და აღმამაღლებელი მდაბალთა, რომელმან აღადგინა რქაჲ მორწმუნეთა მისთა, მადიდებელთა ჯუარისა მისისა, დაფლვისა და დიდებულისა აღდგომისათა, რომელისათჳს შენ ღმრთის-მშობელო, შუამდგომელსა ესე ვითარცა კეთილთასა გნატრით გალობითა დაუდუმებელითა, ვითარცა მეოხსა მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთასა.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა და მამული წყევა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა და მამული წყევა ჩუენი აღხოცე, შთახედ ჯოჯოხეთად და საუკუნითგანნი პყრობილნი განათავისუფლენ და კაცთა ნათესავსა უხრწნელება მოანიჭე, ამისთჳს უგალობთ და ვადიდებთ ცხოველს-მყოფელსა და მაცხოვარსა აღდგომასა შენსა.

რომელი იწოდე

იძიე დიდსა მწუხრსა. ესრეთ მდგომარენი დასდებელნი მსგავსნი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა. ხმა დ. მსგავსი.

რომელი იწოდე.

სიტყუა დაუსაბამო მამისა ცხოვრებისათჳს კაცთასა, ნებსით განკაცნა…

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

სიტყუა დაუსაბამო მამისა ცხოვრებისათჳს კაცთასა, ნებსით განკაცნა, უსაზღუროთა მით სიმდაბლითა, რათა მისცეს ადამს სამოთხე, და ადამიანნი იხსნნეს საცთურისაგან მაცთურისა გუელისა და განაღმრთოს ხატი თჳსი დაცემული, ღმერთმან წყალობის-მოყუარემან, რომელისათჳს დედად გამოგარჩია ყოვლად-წმიდა და შეუგინებელი, რომელი ყოველთა სიმტკიცედ და ნავთსადგურად ცხოვრებისად გიცით.

მუცლად-იღე დამბადებელი ყოველთა საშოსა შენსა ქალწულო, მიმადლებულო…

ისმინე ასულო და იხილე, და მოყჰავ ყური შენი.

მუცლად-იღე დამბადებელი ყოველთა საშოსა შენსა ქალწულო, მიმადლებულო, რომელმან განაახლა კაცი, დაძუელებული ცოდვითა, ზაკვითა გუელისათა, და ჰშევ ღმერთი განუხრწნელად უბიწოო, რომელმან ხრწნილებისაგან გამოიხსნა, ადამიანთა ბუნებაჲ, ამისთჳს ვაქებ და ვადიდებ მადლთა მათ შენთა, უსძლოო დედაო ვედრებად ნუ დასცხრები, მისა მიმართ ცხოვრებად და განათლებად სულთა ჩუენთათჳს.

რათა აურაცხელი აუწყო ყოველთავე, წყალობაჲ და სახიერებაჲ…

პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.

რათა აურაცხელი აუწყო ყოველთავე, წყალობაჲ და სახიერებაჲ შენი მიუწდომელი, უფსკრული ბრალთა და ცოდუათა მიუწდომელი, მონათა შენთა განახმენ სძალო, რამეთუ ვითარცა დედასა ღმრთისასა გაქუს შენ ხელმწიფებაჲ, და იქმ ყოველსა რაცა გენებოს, ვინაჲთგან მადლი სულისა-წმიდისა, გაქუს შენთანა-შემწედ ყოველსა შინა, რომელი პირველითგან დაემკჳდრა შენთანა, და განაგებ დაბადებულთა, ძალითა საღმრთოთა ყოვლად-დიდებულო.

ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა

დიდება. ხმა 8.

ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა.

განზოგებასა დღესასწაულისასა ასწავებდი შენ მაცხოვარ ჰურიათა მათ…

იძიე დიდი მწუხრის სტიქარონის დიდებად. აწ და. ხმა იგივე.

განზოგებასა დღესასწაულისასა ასწავებდი შენ მაცხოვარ ჰურიათა მათ, ხოლო იგინი იტყოდეს: ვითარ იცნის ამან წიგნნი უსწავლელად, რამეთუ არა უწყოდენ, ვითარმედ შენ ხარ სიბრძნე ღმრთისა, რომელმან შეამკვენ ყოველი სოფელი შუენიერებითა შენითა, უფალო დიდება შენდა.

ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ

განსატევებელნი ტროპარნი. ხმა დ.

ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი

იძიე ცისკრად. დიდება, აწ და.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი.

იძიე ოთხშაბათსა განზოგებისასა. და განტევება

იძიე ოთხშაბათსა განზოგებისასა. და განტევება.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვცემთ ქრისტე და…

უქცევთ მუხლთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა გ. და ანატოლისანი ა. განზოგებისასა მსგავსადვე გ. და სამარიტელისა თჳთ-ხმოვანთა გ. დასდებელნი აღდგომისანი მუხლი გ. ხმა დ.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვცემთ ქრისტე და მესამისა დღისა აღდგომასა შენსა ვადიდებთ, რამეთუ მის მიერ განაახლე კაცთა ბუნებაჲ განხრწნილი ყოვლად-ძლიერო, და გზა აღმყვანებელი ზეცად განმიახლენ ჩუენ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.

ძელისა მის ურჩებისა პატიჟნი დახსნენ მაცხოვარ, ძელსა რა ჯუარისასა ნებსით თჳსით დაემსჭუალე, და ჯოჯოხეთად შთახედ ძლიერო, და სიკუდილისა საკრუელნი ვითარცა ღმერთმან განხეთქენ, ამისთჳს თაყუანის-ვცემთ, მკუდრეთით აღდგომასა შენსა და სიხარულით ვღაღადებთ: ყოვლად-ძლიერო უფალო დიდება შენდა.

ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უფალო და სიკუდილითა შენითა სიკუდილისა მეუფება მოაკუდინე და კაცთა ნათესავი ხრწნილებისაგან განათავისუფლე, ცხოვრება და უხრწნელება სოფელსა მოანიჭე.

მოვედით უგალობდით ერნო მაცხოვრისა ჩუენისა მესამისა დღისა…

სხუა დასდებელი ანატოლისანი მუხი ა.

მოვედით უგალობდით ერნო მაცხოვრისა ჩუენისა მესამისა დღისა აღდგომასა, რომელისა მიერ ვიხსნენით ჯოჯოხეთისა განუხსნელთა საკვრელთაგან, და უხრწნელება და ცხოვრება ყოველთა მოვიღეთ და ვღაღადებთ: რომელი ჯუარს-ეცუ, დაეფალ და აღდეგ, გვაცხოვნენ ჩუენ აღდგომითა შენითა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა და მამული წყევა…

დასდებელნი განზოგებისანი მუხლი გ. ხმა იგივე. მსგავსი.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა და მამული წყევა ჩუენი აღხოცე, შთახედ ჯოჯოხეთად და საუკუნითგანნი პყრობილნი განათავისუფლენ და კაცთა ნათესავსა უხრწნელება მოანიჭე, ამისთჳს უგალობთ და ვადიდებთ, ცხოველს-მყოფელსა და მაცხოვარსა აღდგომასა შენსა.

იწყების დღე შუა ზატიკისა, ცხოვრება შემოსილისა წმიდისა აღდგომითაგან, ხოლო მეერგასესა მას საღმრთოსა დაგვიმტკიცებს და ბრწყინავს ბრწყინუალებითა აღდგომისა მიერ, მქონებელი მის შორის მადლთა, შეერთებულნი ამიერ იმიერ და ამიერ ორნივე ერთად, და მომავალსა დიდებასა გამოგუიცხადებს, სამეუფოსა მას დიდსა ამაღლებასა, და წინასწარვე პატივ-იცემების.

ისმენდ, და იხარებდ სიონ, და უღაღადე ქრისტეს აღდგომა მორწმუნეთა, ხოლო მორწმუნენი აღივსნედ სიხარულითა სიონს შინა, რაჟამს იხილოთ მეუფე დიდებით განმაქარვებელად ურჩთა მათ მკვლელთა მისთა, და მზა იქმნენით დღესასწაულობად განზოგებასა მისსა.

მოახლებულ არს საღმრთო დღესასწაული და აღმოცენებულ მადლი გარდამომდინარე ყოველთა ზედა, ვითარცა წერილ არს სულითა პირველ ქადაგებულთა მიერ, რომელ არს განზოგება ესე შემდგომად ქრისტეს სიკუდვილისა, დაფლვისა და აღდგომისა, რომელმან აღუთქუა ჭეშმარიტად მოწაფეთა თჳსთა ნუგეშინის-მცემელი სული, რომელი ღმრთივ-ბრწყინუალედ გამოეცხადა მას.

მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა…

სამარიტელისა. თჳთ-ხმოვანნი მუხლი გ. ხმა ა.

მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა, მოხუედ წყაროსა ზედა, რათა განკურნო ცთომაჲ ევა პირველ-ქმნულისა, რამეთუ ევა ჟამსა მას განვიდა სამოთხისაგან და ფუფუნებისა, გუელისა ცთუნებითა, და ამასვე ჟამსა შინა მოიწია სამარიტელი ვსებად წყლისა, რომელიცა იხილე რა არქუ მას, მაცხოვარ მასვი მე წყალი სასმელად და მიგცე შენ წყალი ცხოველი, ხოლო იგი მსწრაფლ მირბიოდა ქალაქად გონიერად, და მეყუსეულად მიუთხრა ერსა, მოვედით და იხილეთ ქრისტე მხსნელი კაცთ-მოყუარე, მაცხოვარი სოფლისა რომელი მოწყალებით აცხოვნებს სულთა ჩუენთა.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა მორავიდა უფალი, სამარიტელი ევედრებოდა…

ხმა ბ.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა მორავიდა უფალი, სამარიტელი ევედრებოდა სახიერსა, მომეც მე წყალი სარწმუნოებისა, რათა მოვიღო სიხარულისა წყალი, და ხსნა შეცოდებათა ჩემთა, ცხოვრების-მომცემელო, უფალო, დიდება შენდა.

სიტყუა თანასწორი მამისა, და ძე თანადაუსაბამო, წყარო ნიშთა დაჯდა წყაროსა ზედა, დედაკაცი სამარიათ მოვიდა აღუსებად წყლისა, რომელიცა იხილა რა მაცხოვარმან რქუა მას, მომეც მე წყალი სასმელად, და წარუედ და მოხადე ქმარსა შენსა, ხოლო იგი ვითარცა კაცსა, და არა ღმერთსა ზრახვიდა მას, და დაფარუად ჰგონებდა და ეტყოდა, ვითარმედ ქმარი არა მივის, ხოლო უფალმან რქუა მას, ვითარმედ ხუთ ქმარ გესხნეს შენ, ხოლო იგი განკჳრდა, და წარვიდა ქალაქად და უთხრა, მოვედით და იხილეთ ქრისტე მხსნელი სოფლისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა, ჰპოვა იესო დედაკაცი სამარიტელი…

დიდება, ხმა ვ.

ჯურღმულსა ზედა იაკობისსა, ჰპოვა იესო დედაკაცი სამარიტელი, და თხოვდა მას წყალსა, რომელმან იგი ცაჲ დაჰფარის ღრუბლითა, და წვიმითა დაათრვის ქუეყანაჲ, ქერუბიმთაგან თუალთ-შეუდგამი, ეჰა საკჳრუელება მეძავსა დედაკაცსა ზრახავს, და წყალსა ითხოვს მისგან სასმელად, რომელმან იგი წყარონი და ზღუანი სიტყჳთ აღმოაცენნა, და ქუეყანა წყალთა ზედა წამის-ყოფით დაჰკიდა, რათა აცხოვნოს ცთუნებული მტერისა პირველი დედა, და ასვას წყალი ძჳრთა მიერ შემწვარსა, და ბოროტთა დამონებულსა, ვითარცა მოწყალე არს მხოლო და კაცთ-მოყუარე, უფალო დიდება შენდა.

რომელი იგი შენ მიერ, მამად ღმრთისა იწოდა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა. ხმა დ.

რომელი იგი შენ მიერ, მამად ღმრთისა იწოდა წინასწარ-მეტყველი დავით, გალობით შენთჳს წინასწარ ეტყოდა მას, რომელმან იგი ჰყო შენთანა დიდებული, დადგა დედუფალი მარჯუენით შენსა, რამეთუ შენ ღმრთის-მშობელო წინამძღურად ცხოვრებისად გამოგაჩინა, რომელმან იგი სათნო იყო შენგან უმამოდ განკაცება ღმერთმან, რათა ხატი თჳსი განაახლოს განხრწნილი ვნებათაგან, და ცთომილი იგი მხეცთა მიერ წარტაცებული ცხოვარი პოვოს, და ბეჭთა იტვირთოს და მამასა მიჰგვაროს, და თჳსსა ნებასა და ზეცისა ძალთა შეაერთოს იგი, და აცხოვნოს სოფელი ღმრთის-მშობელო, ქრისტემან რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

იხარებდით ბრწყინუალედ ცანი და ქუეყანა, რამეთუ ქრისტე…

შესლვად წარდგომა დღისა. ლიტანიასა ზედა დასდებელი ტაძრისა. დიდება, აწ და. ხმა გ.

იხარებდით ბრწყინუალედ ცანი და ქუეყანა, რამეთუ ქრისტე ღმერთი ხორცითა გამოჩნდა, რათა ადამი შვილითურთ გამოიხსნნეს წყევისაგან და სასწაულთა და ნიშთა განსაკრთომელთა აღსრულებად მოვალს იგი სამარიად, ეჰა საკჳრუელება დედაკაცსა ზრახვიდა, და ითხოვდა მისგან წყალსა, რომელი ღრუბელთა აღავსებს წვიმითა, და მორწყავს ყოველსა სოფელსა, ყოველნი მორწმუნენი ვმონებდეთ შიშით და ძრწოლით, მდიდარსა მას გლახაკსა.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი, აღდგომისა. ხმა დ.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევა ჩუენი აღხოცე, შთახედ ჯოჯოხეთად, და საუკუნითგანნი პყრობილნი განათავისუფლენ, და კაცთა ნათესავსა უხრწნელება მოანიჭე, ამისთჳს უგალობთ და ვადიდებთ ცხოველს-მყოფელსა და მაცხოვარსა აღდგომასა შენსა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

ესრეთ სხუანი დასდებელნი პასექისანი ჩასართავითა მათითა. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ, გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით არქუთ მოწაფეთა მისთა, აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა, და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა, გამოუთქმელითა განგებულებითა შენითა…

დიდება. ხმა 8.

ოდეს განეცხადე ხორცითა სოფელსა, გამოუთქმელითა განგებულებითა შენითა ქრისტე ღმერთო, ესმნეს სიტყუანი შენნი სამარიტელსა კაცთ-მოყუარე, მაშინ მყის დაუტევა სარწყული იგი ჯურღმულსა ზედა და მირბიოდა ქალაქად და ეტყოდა მუნ მხდომთა: მოვედით, იხილეთ გულთა მხილუელი, უკუეთუ ესე არს მომავალი ქრისტე, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი, მცნებათა შენთა…

და სხუა შემდგომი, ვითარცა ზემო წერილ არს სხუათა შინა კჳრიაკეთა განსატევებელნი. ტროპარნი. ხმა დ. ბრწყინუალე იგი აღდგომისა. დიდება, აწ და დღესასწაულისა. ხმა 8.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი, მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე ქრისტე, რამეთუ ყოველთა უღაღადე მაცხოვარო ჩუენო, რომელსა წყუროდეს მოვედინ ჩემდა და სვემდინ, წყაროო ცხოვრებისა ჩუენისაო, ქრისტე, ღმერთო, დიდება შენდა.

უკუეთუ არა იყოს ღამისთევა

უკუეთუ არა იყოს ღამისთევა კჳრიაკესა შუაღამესა ზედა კანონი წმიდისა და ცხოველთ-მთავრისა სამებისა. რუა-ხმათაგან დ. ხმისა. ესრეთ ღირს-არსი.

ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ ანგელოზისაგან ეუწყათ, უფლისა…

ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი აღდგომისა. ხმა დ.

ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ ანგელოზისაგან ეუწყათ, უფლისა მოწაფეთა დედათა, და პირველი იგი წყევა განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს, დაიხსნა სიკუდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკუდრეთით, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა…

ბ-გზის. დიდება, აწ და.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე ქრისტე, რამეთუ ყოველთა უღაღადე მაცხოვარო ჩუენო, რომელსა წყუროდეს მოვედინ ჩემდა და სვემდინ, წყაროო ცხოვრებისა ჩუენისაო, ქრისტე, ღმერთო, დიდება შენდა.

მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელვარებასა…

შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა ხმა დ.

მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელვარებასა ანგელოზისასა, მენელსაცხებლენი და იტყოდეს, ვითარცამცა წარიპარა, რომელმან ავაზაკსა განუღო სამოთხე, არამედ აღდგა რომელმან პირველ ვნებისა ქადაგა აღდგომა, და ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, და ჯოჯოხეთისა მყოფთა მიანიჭა აღდგომა და ცხოვრება საუკუნო.

აღდეგ ვითარცა უკუდავი, საფლავისაგან მაცხოვარ და თანა…

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅. მსგავსი, მსწრაფლ მეწიე.

აღდეგ ვითარცა უკუდავი, საფლავისაგან მაცხოვარ და თანა აღადგინე სოფელი ძლიერებითა შენითა ქრისტე, ღმერთო, ჩუენო და სიმტკიცე სიკუდილისა ძლიერებით შემუსრე და ყოველთა აღდგომა მიანიჭე, ამისთჳს გადიდებთ მხოლოო კაცთ-მოყუარეო.

რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და ანგელოზთაგან უცნაურ…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთის-მშობელო შენ მიერ კაცთა გამოეცხადა ღმერთი შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმა ნებსით თავს-იდუა, რომელისათჳსცა აღადგინნა პირველ დაძინებულნი და იხსნნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

დაუკვირდა იოსებს

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა დ. მსგავსი.

დაუკვირდა იოსებს.

მაღლით გარდამოხდა გაბრიილ ლოდსა მას ზედა სადა იგი მდებარე იყო ლოდი იგი ცხოვრებისა და სპეტაკითა მოსილი ეტყოდა მგლოვარეთა მათ დედათა, ნუ სტირთ თქუენ, არამედ დასცხერით გლოვისაგან, და გაქუნდინ გულთა შინა თქუენთა მოწყალებანი მისნი, რომელსა იგი ეძიებთ ტირილითა და გლოვითა, აწ უკუე კადნიერ იქმნენით, რამეთუ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

ნებსით განზრახვით ჯუარცმა დაითმინე მაცხოვარ და კაცთა…

აღგიარო შენ უფალო ყოველითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელება შენი.

ნებსით განზრახვით ჯუარცმა დაითმინე მაცხოვარ და კაცთა მოკუდავთა საფლავსა ახალსა დაგდუეს შენ, სიტყჳთ დამბადებელი ცისკიდეთა, რომელისათჳსცა შეიკრა მტერი და სიკუდილი შერისხვით წარმოიტყუენა და ჯოჯოხეთისა მყოფნი უღაღადებდეს ცხოველს-მყოფელსა აღდგომასა შენსა, ქრისტე აღდგა ცხოვრების-მომცემელი, და ჰგიეს იგი უკუნითი-უკუნისამდე.

დაუკვირდა იოსებს ხედვიდა რა სასწაულთა გონებათა უაღრესთა…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა. თჳთ-ხმოვანი.

დაუკვირდა იოსებს ხედვიდა რა სასწაულთა გონებათა უაღრესთა, და მოიღებდა გონებად ცუარსა მას საწმისისასა, სახედ უთესლოდ მუცლად-ღებისა შენისა ღმრთის-მშობელო, და მაყუალსა ცეცხლითა შეუწუელსა, და კუერთხსა აარონისსა განედლებულსა, და წამებდა მართალი იგი მცუელი შენი, და მღუდელთა ესრეთ უღაღადებდა, ქალწული შობს და შემდგომად შობისა კუალად ჰგიეს ქალწულად.

გუნდნი ანგელოზთანი

ესრეთ კითხვა იოანეს სახარების თარგმნისა, სიტყუა ლა. ლბ. ლგ. და ლდ. შემდგომად ნეტარარიანისა, ვიტყვით ტროპართა აღდგომისათა კურთხეულ-ხარ შენ უფალო. ხმასა ზედა ე.

გუნდნი ანგელოზთანი.

დიდებულისა და საკჳრუელისა აღდგომისა შენისა წინამსრბოლად წარივლინნეს…

და სხუანი და მეყუსეულად იპაკო. ხმა დ.

დიდებულისა და საკჳრუელისა აღდგომისა შენისა წინამსრბოლად წარივლინნეს დედანი, და მოციქულთა უქადაგეს: ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

სიყრმით ჩემითგან, ფრიად მბრძვანან მე არა წმიდანი…

და მეყუსეულად აღსავალი. ხმა დ. ანტიფონი ა.

სიყრმით ჩემითგან, ფრიად მბრძვანან მე არა წმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები, შემწე მეყავ და მიხსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განხმელი თივა, შეგჭამნესთ გეენიამან.

სულისა მიერ წმიდისა, ყოველი სული ცხოველ იქმნების…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა, ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების, და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივ-შუენიერად და საიდუმლოდ.

ღაღად-ვყავ შენდამი უფალო, სიღრმით სულისა ჩემისათა მხურუალედ…

აწ და. იგივე, ანტიფონი ბ.

ღაღად-ვყავ შენდამი უფალო, სიღრმით სულისა ჩემისათა მხურუალედ, და მექმნენ მორჩილ, ყურნი შენნი საუფლონი, და ვნებათა მათ ჩემთა, მძლავრება დახსენ ჵ, კაცთ-მოყუარე.

ყოველმან რომელმან მოიგოს, უფლისა ღმრთისა მიმართ სასოება მხურუალე, უმაღლეს იქმნეს იგი შემაწუხებელთა ყოველთა და ყოველნი ჭირნი მადლობით მიითვალნეს.

სულისა მიერ წმიდისა აღმოეცენებიან მდინარენი მადლთანი, და…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა აღმოეცენებიან მდინარენი მადლთანი, და მორწყუენ მდიდრად, ყოველთა დაბადებულთა და განაცხოველებენ, მომწყდართა ბრალთა სიმრავლისაგან.

სული, გული, და გონება ჩემი, შენდა მომართ…

აწ და. იგივე, ანტიფონი გ.

სული, გული, და გონება ჩემი, შენდა მომართ აღამაღლენ მეუფეო და საშუებელნი და გემონი სოფლისანი არა რად შევრაცხენ მე, ქუესკნელად შთამხდელნი ამაონი.

უკუეთუ სიყუარულსა დიდსა მოიგებენ ვიეთნიმე დედისა მიმართ თჳსისა, რაოდენ თანაგვაძს ფრიად უმხურუალესისა სიყუარულისა ძალსა ჩუენებად შემოქმედისა მიმართ.

სულისა მიერ წმიდისა არს სიმდიდრე ღმრთის-მეცნიერებისა და…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა არს სიმდიდრე ღმრთის-მეცნიერებისა და ხედვისა და სიბრძნისა, და რამეთუ ყოველთავე მამულთა ბრძანებათა სიტყუა მის მიერ გამოცხადნების.

აღსდეგ ღმერთო, შეგვეწიენ ჩუენ და გვიხსენ ჩუენ…

აწ და. იგივე წარდგომა ხმა დ.

აღსდეგ ღმერთო, შეგვეწიენ ჩუენ და გვიხსენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.

ღმერთო ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა…

მუხლი

ღმერთო ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

სახარება ზ. საცისკრო, აღდგომისა, იოანე დასაწყისი ჲგ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

აღდგომისა დღე არს

გ-გზის ფსალმუნი ნ. და შემდგომი. კანონი პასექისა. ძლისპირითა, და ღმრთის-მშობლის მუხლებითა, მუხლი ვ. განზოგებისა, მუხლი დ. და სამარიტელისა, მუხლი დ. კატავასია

აღდგომისა დღე არს.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

გალობა ა. ძლისპირი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა, განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყუაჲ ცხადად ვისმინოთ, ძლევისა მგალობეთა დღეს.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა იშუებდინ, დღესასწაულობდ ყოველი სოფელი, ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ ესრეთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა ქრისტეს საფლავით აღმობრყინვებულისათა დღეს ქალწულო უბიწოო, რომელმან ნათელ-ჰყო სოფელი

აღდგომილისა მხილუელი ძისა და ღმრთისა შენისა იხარებდ მოციქულთა თანა ღმრთივ-მიმადლებულო და გიხაროდენი ვითარ სიხარულისა მიზეზმან შეიწყნარე, ღმრთისა დედაო უბიწოო.

აღაღე პირი ჩემი

მეორე, კანონი განზოგებისა, ქმნილი ანდრეა კრიტელისა. გალობა ა. ხმა დ. ძლისპირი.

აღაღე პირი ჩემი.

წარმართნი იხარებდით, ხოლო ჰურიანი გოდებდით, რამეთუ მხსნელმან ჩუენმან ჯოჯოხეთი შემუსრა, სენნი განდევნნა და მკუდარნი აღადგინნა, და აცხოვნნა მორწმუნენი სახელისა მისისანი.

რომელმან ეგვიპტისა წყალნი სისხლად გარდააქციენ, წყალნი ღვინოდ შესცუალენ და ნიშნი აღასრულენ განსაკრთომელნი, დიდება შენდა ქრისტე, დიდთა მათ სიმდაბლეთა შენთათჳს რომელ გვაცხოვნენ.

წყარო ხარ ცხოვრებისა ჭეშმარიტი სამარადისო, და ძალი დამაშვრალთა მხსნელო, არამედ დაშვერ და მოგეწყურა ბუნებითა ხორცთათა და წყალსა ითხოვდ სასმელად სამარიტელისაგან.

მხოლომან დაიტიე დამბადებელი შენი სძალო, და უხრწნელად…

ღმრთის-მშობლისა.

მხოლომან დაიტიე დამბადებელი შენი სძალო, და უხრწნელად გვიშევ ჩუენ, და ქალწულადვე ეგე, მას ევედრე წმიდაო, რათა აცხოვნნეს სამწყსონი შენნი და მგალობელნი.

გიგალობთ შენ, უფალო, ღმერთო, ჩუენო, რომელი წარუძეღუ…

მესამე კანონი სამარიტელისა, ქმნილი იოსებისა, გალობა ა. ხმა დ. ძლისპირი.

გიგალობთ შენ, უფალო, ღმერთო, ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა, და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოსი და ძალი მისი;

მშჳდობისა ცუარსა სცროდეთ ღრუბელნო და ყოველი სოფელი იხარებდით დღეს, რამეთუ აღდგა ქრისტე საფლავით და თანა აღადგინა ბუნებაჲ კაცთა.

რომელმან ჯუარცმა ნებსით დაითმინე ხორცითა ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, და აღდეგ საფლავით და ჯოჯოხეთისა ძლიერება წარმოსტყუენე, დიდება შენდა.

ხატითა რა ელვარითა იხილეს ანგელოზი დედათა და ესმა აღდგომა ღმრთისა მოწაფეთა, ხარებად წარვიდეს მიერ შეძრწუნებულნი.

რომელმან დართნა წყალთა ზედა ზესკნელი და იგი მხოლო არს, წყარო ცხოვრებისა ქრისტე, ღმერთი, სამარიტელსა მისცა წყალი ცხოვრებისა და აცხოვნა.

სამებაო წმიდაო რომელნიცა მართლ-მადიდებლობით გადიდებთ, შეგვიწყალენ ჩუენ…

დიდება, სამებისა.

სამებაო წმიდაო რომელნიცა მართლ-მადიდებლობით გადიდებთ, შეგვიწყალენ ჩუენ და მოგუეც შენდობა ჵ, მხოლოო მრავალ-მოწყალეო.

გიხაროდენ საყდარო ცეცხლისფერო, გიხაროდენ სასანთლეო ოქროსაო, გიხაროდენ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

გიხაროდენ საყდარო ცეცხლისფერო, გიხაროდენ სასანთლეო ოქროსაო, გიხაროდენ ღრუბელო ნათლისაო, გიხაროდენ დედაო ქრისტეს ღმრთისაო.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

კატავასია

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

გალობა გ. ძლისპირი

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან-ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა, ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომელითა განვსძლიერდით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა კუალად ვეგები სახიერებითა შენგან…

კანონი ღმრთის-მშობლისა

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა კუალად ვეგები სახიერებითა შენგან შობილისათა სძალო, და ნათლითა კიდეთა ნათელ-მყოფელისათა.

ღმერთი რომელი ჰშევ ხორცითა, მკუდრეთით ვითარცა სთქუა აღდგომილისა მხილუელი უბიწოო იხარებდ და ვითარცა ღმერთსა ამას, უხრწნელო ადიდებდი.

მგალობელნი შენნი

სხუა. ძლისპირი.

მგალობელნი შენნი.

ნუ სჯით თუალთღებით ჵ ჰურიანო, მოძღურიდ და ასწავებდი მხსნელო, რაჟამს იგი აღხუედ ტაძრად სჯულიერისა კრებისა განზოგებასა, ვითარცა გუასწავებს ჩუენ საღმრთო წერილი.

ნუ სცთებით უღმრთონო ჰურიანო, რამეთუ მოვიდა უფალი, რომელისათჳს გუასწავებდეს სიონით მოსლუასა ღირსნი, წინასწარ-მეტყველთა გუნდნი, და ცხოვნდა ყოველი სოფელი.

დაღაცათუ სიტყუათა არა გრწამთ, საქმეთა ირწმუნეთ უღმრთონო ჰურიანო, და ნუ სცთებით და შეურაცხ-ჰყოფთ წმიდასა და მართალსა მეუფესა, რომელისათჳს დაწერა მოსე.

დაღაცათუ კაც-იქმენ მხსნელო, არამედ ერთად სამებისად იცნობე…

ღმრთის-მშობლისა.

დაღაცათუ კაც-იქმენ მხსნელო, არამედ ერთად სამებისად იცნობე, არა შეცუალე ბუნება არცა შეწვი ქალწულება, წმიდა დედისა შენისა, ცეცხლმან შემწუელმან უნივთომან.

უფლისა მიერ ღმრთისა ძალთასა განძლიერდა გული ჩემი…

სხუა. ძლისპირი.

უფლისა მიერ ღმრთისა ძალთასა განძლიერდა გული ჩემი, რაჟამს უძლურებამან შეიმოსა ძალი ძლიერი.

რაჟამს ჯუარს-ეცუ მაცხოვარ, კლდენი განსქდეს და ქუეყანა იძვროდა, და ყოველივე ძრწოდეს განკჳრვებითა შეპყრობილნი.

გიხილეს რა შენ სულთა ჯოჯოხეთს შეწყვდეულთა, მუნ მიწევნული საკრუელთაგან განიხსნნეს და გადიდებდეს შენ, მაცხოვარ.

რასა განკჳრვებულ ხართ, ხმობდა ანგელოზი დედათა მიმართ, აღდგა მკუდრეთით უფალი, და თანა აღადგინნა კაცნი.

ცხოვრებისა წყაროო, დასჯედ შუადღე წყაროსა მას თანა და ასუ წყალი ცხოველი, სამარიტელსა დედაკაცსა.

მამა, ძე, და სული-წმიდა, ერთ-ღმრთაება არს განუყოფელი…

დიდება, სამებისა.

მამა, ძე, და სული-წმიდა, ერთ-ღმრთაება არს განუყოფელი, რომელსა ზეცისა მხედრობანი წმიდა არსობით ადიდებენ.

ღმერთი დაბადებულთა გამოუთქმელად მუცლად-იღე ქალწულო, და შემდგომად…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ღმერთი დაბადებულთა გამოუთქმელად მუცლად-იღე ქალწულო, და შემდგომად შობისა, კუალად ქალწულადვე დაადგერ.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

კატავასია

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან-ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

რომელი ამაღლდი

კონდაკი. ხმა დ. მსგავსი.

რომელი ამაღლდი.

განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა, ყოველთა დამბადებელო, და მეუფეო, ქრისტე, ღმერთო, ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა: მოვედით და აღმოივსეთ წყალი უკუდავებისა, ვინაცა გევედრებით და ვხმობთ სარწმუნოებით, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა

ოხერ ქმნილი ცოდვითა სული ჩემი, სისხლთა შენთა…

იკოსი

ოხერ ქმნილი ცოდვითა სული ჩემი, სისხლთა შენთა წყაროთა მორწყე სახიერ, და სათნოებათა მიერ ნაყოფიერ ყავ იგი მეუფეო, რამეთუ შენ არქუ ყოველთა, რათა მოვიდენ შენდა ღმრთისა სიტყუაო, და ცხოველი და უხრწნელებისა წყალი აღმოივსონ, განმწმედელი ბრალთა აღდგომისა შენისა მგალობელთა, და მოგუანიჭენ ჩუენ, მოწაფეთა შენთა ზედა გარდამოსრული მადლი, ძალი სულისა საღმრთო, რომელნი ღმერთად აღგიარებთ მხსნელო, რამეთუ შენ მხოლო ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა.

რომელი ამაღლდი

წარდგომა, სამარიტელისა, ხმა დ. მსგავსი.

რომელი ამაღლდი.

იხარებდინ ცანი, და გალობდინ კიდენი სოფლისანი, რამეთუ ქალწულისაგან გამოგუიჩნდა ჩუენ, ქრისტე ვითარცა კაცი, და ვნებითა და სიკუდილითა თჳსითა იხსნა ხრწნილებისაგან ნათესავი კაცთა, რამეთუ სასწაული უჩუენა დედაკაცსა მას სამარიტელსა, რომელი ითხოვდა მის მიერ წყალსა კურნებისასა, რამეთუ იგი არს მხოლო უკუდავი, რომელმან მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

სიბრძნისა მომცემელო და მეუფეო, რომელი სჯულისაებრ დღესასწაულისა…

დიდება, აწ და. ხმა დ. მსგავსივე.

სიბრძნისა მომცემელო და მეუფეო, რომელი სჯულისაებრ დღესასწაულისა აღხუედ ტაძარსა შინა, დასჯედ და სიტყჳთა საღმრთოთა ესრეთ ასწავებდ ყოველთა, მოვედით ჩემდა რომელთა გწყურით, და სუთ წყალი, რომელი მე მიგცე თქუენ, რომელისა მიერ მოგენიჭოთ საზრდელი სულიერი, და ყოველნი განსძღეთ მის მიერ.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ ჰსდეგინ…

გალობა დ. ძლისპირი.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ ჰსდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო ვითარცა უცხოსა ბრალთაგან პასექსა ჩუენთჳს, და ვითარცა ჭეშმარიტსა უფალსა სრულ სახელედვა.

ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა, პასექად წმიდა-მყოფელად, და კუალად შუენიერად საფლავით, სიმართლისა იგი მზე აღმოგვიბრწყინდა ჩუენ.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებითა ხედვითა, საღმრთოდ ვიშუებთ, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის…

კანონი ღმრთის-მშობლისა

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის აღეგო უბიწოო, და მის ძლითი სიკუდილი, სიკუდილითა თჳსითა დღეს დახსნა და განაბრწყინვნა ყოველნი, საღმრთოთა მით ბრწყინუალებითა აღდგომისათა.

ქრისტესა, რომელი ჰშევ საფლავით შუენიერად აღმობრწყინვებულისა მხილუელი, ყოველთათჳს იხარებდ უბიწოო და უხრწნელო, უმეტეს უშუენიერესო დედათა შორის, ადიდებდ მოციქულთა თანა დღეს.

განზარხვა

სხუა. ძლისპირი.

განზარხვა.

ჭეშმარიტად მოვიდა ქრისტე, ღმერთი, და წამებენ სასწაულნი მისნი, წყალი ღვინო ჰქმნა, განრღვეული განკურნა, და მკუდარნი ბრძანებით აღადგინნა, რასაღა სცთებით ჵ, ჰურიანო.

წიგნთა უმეცრებითა დაბრმობილ ხართ, რამეთუ ჭეშმარიტად მოვიდა ქრისტე უღმრთონო, და სოფელი აცხოვნა, და ნიშნი ურიცხუნი აღასრულნა, და ვითარ უარყოფთ ცხოვრებასა.

ეტყოდა ჰურიათა შემოქმედი, თქუენ შაბათსა კაცსა წინადაცუეთთ, ხოლო მე ყოვლად-დახსნილსა აღუადგინებ სიტყჳთ და ვითარ მაბრალებთ მე, და ურწმუნო ხართ ჵ, ბორგვნეულნო.

საქმენი საკჳრუელნი გიჩუენენ თქუენ, ეტყოდა ჰურიათა უფალი, და მათგანისა რომელისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე, უსჯულონო, გარნა რამეთუ განვკურნე კაცი.

ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანა აღივსო…

სხუა. ძლისპირი.

ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანა აღივსო დიდებითა შენითა ქრისტე, ამისთჳს სარწმუნოებით ვიტყვით: დიდება ძალსა შენსა უფალო.

ცანი იხარებდინ, და ქუეყანა იშუებდინ, და მორწმუნენი დღესასწაულობდინ, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, რომელსა უღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

დაინთქა სიკუდილო ყოველი ძალი შენი, ვინაჲთგან ქრისტემან გემო სიკუდილისა იხილა ჩუენთჳს, და აღდგომითა მისითა წმიდითა, სულნი ჯოჯოხეთით გამოიხსნა.

რასა ჰგოდებთ და ნელსაცხებლითა ეძიებთ უკუდავსა მეუფესა, ეტყოდა ანგელოზი დედათა, აღდგა ვითარცა იგი თქუა პირველ, და აცხოვნა ყოველი სოფელი.

რაჟამს სამარიტელმან გთხოვა წყალი ქრისტე, ასუ მას გულის-ხმის-ყოფაჲ ღმრთაებისა შენისა ჭეშმარიტად, ამისთჳს რწმენა და თაყუანის-გცა, დიდება ძალსა შენსა უფალო.

სამებაო ერთ-არსებაო ერთ-ღმრთაებაო, მამაო, ძეო, და სულო…

დიდება, სამებისა.

სამებაო ერთ-არსებაო ერთ-ღმრთაებაო, მამაო, ძეო, და სულო წმიდაო შეგვიწყალენ ჩუენ, რომელნი მართლ-მადიდებლობით ვიყვით: დიდება ძალსა შენსა უფალო.

მაყვლად შეუწუელად გიხილა სჯულის-მდებელმან, ხოლო დანიილ მთად…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

მაყვლად შეუწუელად გიხილა სჯულის-მდებელმან, ხოლო დანიილ მთად წმიდად გიცნა დედაო და ქალწულო, და განკჳრვებულნი ღაღადებდეს: დიდება ძესა შენსა ქალწულო.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ ჰსდეგინ…

კატავასია

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ ჰსდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

გალობა ე. ძლისპირი.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

უზომო იგი მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყუელვიდეს პასქად საუკუნოდ.

ლამპარ-შემოსით მივეგებნეთ უფალსა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.

განათლდების საღმრთოსა შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

განათლდების საღმრთოსა შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა აღდგომისათა სძალო და მხიარულებითა მორწმუნენი აღივსებიან.

არა განახუენ ბჭენი ქალწულებისანი განხორციელებასა, და ეგრეთუე საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ, ვინაცა აღდეგ რა მხილუელი იხარებდა.

საღმრთოსა დიდებისა

სხუა. ძლისპირი.

საღმრთოსა დიდებისა.

ნიშებითა შეამკვენ მოციქულნი შენნი მეუფეო, და სასწაულთა მიერ განაბრწყინვენ მოწაფენი შენნი, ყოველსა სოფელსა შინა და ადიდენ წმიდანი შენნი, და მიანიჭე მათ სასუფეველი.

ყოველნივე კიდენი ქუეყანისანი განაბრწყინვენ საკჳრუელებითა, და სწავლითა და ნიშთა სიმრავლითა მოწაფეთა შენთა მხსნელო და ღმრთივ-შუენიერად ქადაგეს, სიტყუა და სახარება სასუფეველისა შენისა.

სუფევისა შენისა და მეუფებისა უსაზღუროსა ქებასა და გალობასა შევსწირავთ, რომელი ჩუენთჳს გამოჩნდი ქუეყანასა ზედა, და განანათლე ყოველი სოფელი, და ადამი განაახლე ნათესავითურთ კაცთ-მოყუარე.

იქმნა მუცელი შენი ტაბლა წმიდა სძალო, რომელსა…

ღმრთის-მშობლისა.

იქმნა მუცელი შენი ტაბლა წმიდა სძალო, რომელსა დაეგო პური იგი ზეცათა, რომელისა მჭამელნი არა მოკვდებიან, ვითარცა თქუა მზრდელმან ყოველისა სოფლისამან, ქრისტემან ღმერთმან, ღმრთისა დედაო, ყოვლად-წმიდაო.

განმანათლებელო ჩუენ მყოფთა ბნელისათაო, განგუანათლენ და ვიტყოდეთ…

სხუა. ძლისპირი.

განმანათლებელო ჩუენ მყოფთა ბნელისათაო, განგუანათლენ და ვიტყოდეთ: დიდება, დიდება შენდა, იესო ძეო ღმრთისაო.

მენელსაცხებლენი რა მოიწივნეს საფლავად, ცნეს აღდგომა და იტყოდეს: დიდება, დიდება შენდა, იესო, ძეო ღმრთისაო.

სიკუდილი შეიმუსრა, ჯოჯოხეთი ტყუე იქმნა, და მორწმუნენი ვღაღადებთ დიდება, დიდება შენდა, იესო, ძეო ღმრთისაო.

მოციქულნი იშუებდით, ანგელოზნი გალობდით, მორწმუნენი იხარებდით, ქრისტე ღმერთი აღდგა მკუდრეთით, და ხრწნილება უჩინო ჰყო.

სამარიტელსა რაჟამს ასუ წყალი ცხოვრებისა, განათლებული იტყოდა: დიდება, დიდება შენდა, იესო, ძეო ღმრთისაო.

ერთ ღმრთაებად აღვიარებთ სამებასა წმიდასა, და სარწმუნოებით…

დიდება, სამებისა.

ერთ ღმრთაებად აღვიარებთ სამებასა წმიდასა, და სარწმუნოებით ვიტყვით: დიდება, დიდება შენდა, მეუფეო ყოველთაო.

შენ ხარ ბჭე განუვლელი და ტაკუკი ოქროჲსა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა

შენ ხარ ბჭე განუვლელი და ტაკუკი ოქროჲსა, და კუერთხი და კიდობანი წმიდა და ყოვლად-უბიწო, ამისთჳს გიგალობთ სძალო.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

კატავასია

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

გალობა ვ. ძლისპირი.

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამ დღე მკუდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხუენ ბჭენი სამოთხისანი.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ქრისტემან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ, ყოველით ნათესავითურთ რაჟამს აღდეგ საფლავით.

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა და სამარადისოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა და სამარადისოსა შუებისა, რომელი დაყენებულ იქმნა პირველ სიკუდილისაგან, კაც იქმნა რამეთუ შენ შორის, ქრისტე, ყოვლად-უხრწნელო.

შთავიდა ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, რომელიცა შენ შორის შევიდა და დაემკჳდრა ყოვლად-უხრწნელო, კაც-ქმნილი ნებსით, და აღადგინა ადამ, აღდგომილმან საფლავით.

შთავვარდი

სხუა. ძლისპირი.

შთავვარდი.

ყოველთა არსთა ღმრთაებრ შემცუელო, აღხუედ ტაძრად და ერსა მოძღურიდ, სიტყჳთა ჭეშმარიტებისათა, ვითარ იგი გუასწავებს იოანე, დღესასწაულთა განზოგებასა.

საქმე მამისა სრულყავ ქრისტე, ღმერთო, და სიტყუანი საქმეთა მიერ სარწმუნო ჰყუენ, და კურნებანი აღასრულენ, სენთა მრავალ ფერთანი, და მკუდარნი ბრძანებით აღადგინენ.

ძე დაუსაბამო განკაცნა ჩუენთჳს, დასაბამიერ იქმნა, და დღესასწაულთა განზოგებასა ასწავებდა, მოვედით და სუთ ჩემგან წყალი საღმრთო უკუდავებისა.

ქალწულად გიცნობთ შემდგომად შობისა ქალწულო, და დედაო…

ღმრთის-მშობლისა.

ქალწულად გიცნობთ შემდგომად შობისა ქალწულო, და დედაო მხოლოო წმიდაო სძალო ღმრთისაო, და რამეთუ შენგან ხორცნი შეისხნა ქრისტემან, ღმერთმან და გუაცხოვნნა ჩუენ.

რომელმან დასცევ ზღუასა მას შინა წინასწარ-მეტყველნი იგი…

სხუა. ძლისპირი. ამ გალობის მუხლები რუსულში დიდრონია, და ჩუენში ასე დაუმოკლებიათ.

რომელმან დასცევ ზღუასა მას შინა წინასწარ-მეტყველნი იგი, უფალო, უფალო შემეწიე მე.

რომელი ჯუარსა დაემსჭუალე ნებსით, და სოფელი აცხოვნე, უფალო, უფალო, შემეწიე მე.

რომელმან შეფქუენ ჯოჯოხეთისა მოქლონნი და ადამი იხსენ, უფალო, უფალო, შემეწიე მე.

რომელმან გლოვა დედათა აღდგომითა სახარულევან-ჰყავ, უფალო, უფალო, შემეწიე მე.

რომელი მიხვედ შუადღე ჯურღმულსა მას იაკობისსა ხორცითა, უფალო, უფალო, შემეწიე მე.

ერთ-ღმრთაებაო, სრულო სამგუამოვნებით დიდებულო სამებაო, ღმერთო ყოველთაო…

დიდება, სამებისა.

ერთ-ღმრთაებაო, სრულო სამგუამოვნებით დიდებულო სამებაო, ღმერთო ყოველთაო შეგვიწყალენ ჩუენ.

ბჭედ და მთად ღმრთისად და სასძლოდ ნათლისად…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ბჭედ და მთად ღმრთისად და სასძლოდ ნათლისად გიცნობთ დედუფალო, და მარადის გიგალობთ, შეგვიწყალენ ჩუენ.

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

კატავასია

შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამ დღე მკუდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

სოფლისა შემოქმედისა

კონდაკი. ხმა 8. მსგავსი.

სოფლისა შემოქმედისა.

სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან, გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომელისა მსმელმან უხუებით, დაიმკჳდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაჲ, მარადის დიდებულმან.

საიდუმლო დიდებული ვისმინოთ ერნო, ვითარცა გუასწავებს ღმრთის-მეტყველი…

იკოსი.

საიდუმლო დიდებული ვისმინოთ ერნო, ვითარცა გუასწავებს ღმრთის-მეტყველი, იოანე, რომელი იგი იქმნა სამარიას და განვკვირდეთ, ვითარ უფალი სიმდაბლით დედაკაცსა ზრახვიდა და ითხოვდა მისგან წყალსა, რომელმან იგი ზღუანი და მდინარენი არა რასაგან შექმნა, და შეკრიბნა შესაკრებელსა მათსა, რომელი მამისა, და სულისა თანასწორ არს და მოსაყდრე, რომელი მოვიდა ხატისა თჳსისა ძიებად ზეცით, ვითარცა მოწყალე, და პოვა რა მისცა მას საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაჲ, მარადის დიდებული.

მოვიდა მიღებად წყლისა განხრწნადისა დედაკაცისა თანა. აღმოივსე…

სვინაქსარი

მოვიდა მიღებად წყლისა განხრწნადისა დედაკაცისა თანა. აღმოივსე ცხოველისა სულისა მწიკულთა განბანა. პასექისა შემდგომად ვდღესასწაულობთ მეხუთესა კჳრიაკესა დღესა სამარიტელისასა, ვინაჲთგან დღესა ამას გამოუჩნდა მას მუნ ქრისტე და აღიარა მესიად, რომელი ითარგმანების ცხებულად უფლისა. ხოლო განეწესა შორის მეერგასისა შვიდეულისასა, რამეთუ პირველ უკუე ამას კჳრიაკესა ჰყოფდენ სასწაულსა წყლითა, ხოლო დღესა ამას ჯურღმულსა ზედა იაკობისსა, თანამზრახუელ ექმნა დედაკაცსა ქრისტე. ესე ჯურღმული აღმოკუეთა თჳთ იაკობ და მისცა იოსებს ძესა თჳსსა, კეთილ იყო უკუე ადგილი იგი და მახლობელ მთისა სამარიისა, სადა დაეშენენ სამარიტელნი ქალაქ-მრავლად. მოვიდა სუქარს შინა ქრისტე სადა მკჳდრ იყო ძუელად და იყოფებოდა მუნ იაკობ და ძენი მისნი, ესვა ასული რომელსა ეწოდა დინა, ხოლო სიქემ, ძემან ემორისამან შეიპყრა დინა ასული იაკობისა და ისიძვა ძალითა მის თანა. აღივსნენ ძმანი დინასნი შურითა ფრიადითა და შევიდნენ მყის ქალაქსა მას შინა და მოსრნეს მუნ მყოფნი ყოველნივე ერთბამად, სიქემ და მამაცა მისი ემორა, და დაემკჳდრა მუნ იაკობ და აღმოკუეთა ჯურღმული იგი. რამეთუ არა მკჳდრობდნენ მთათა მათ შინა პირველ სამარიტელნი არამედ ისრაელნი. ხოლო განრისხნა მათ ზედა ღმერთი. მეფობასა ფაკესსა და წარტყუენით იქმნენ ორგზის სირიანელთაგან და პყრობითა ხელქუეშე მათთა, შემდგომად მეფობისა მცირისა ოსიასთა შეერთდნენ ეთიოპიელთა, ესმა რა ესე ასირისა მეფესა ვითარმედ წარვიდენ იგინი ბაბილოანად დამკჳდრებად მუნ, უბრძანა ადგილისა მის დაპყრობა პირად-პირადთა წარმართთა, რომელთა ზედან მიუშვა ღმერთმან ლომნი მძჳნვარენი და მათ მიერ განიბრძეროდენ უცხოთესლნი იგი. სცნა ესე ასირისა მეფემან, კუალად წარუვლინა მათ მღუდელი ჰურიათანი, რათა მიიღონ სჯული ღმრთისა და განეშორნენ მსწრაფლ იგინი კერპთთაგან და შეიწყნარონ ხუთი წიგნი მოსესი, რომელი უარეყოთ ტყუეობასა მას შინა და სხუანიცა წიგნი წინასწარ-მეტყველთანი. ამისთჳს იწოდებოდენ იგინი სამარიტელად, ვინაჲთგან იყუნეს მთისა მისგან სამარიისა, და ძულობდენ მათ ებრაელნი შემოქცეულთა ტყუეობისაგან, რამეთუ იყვნენ კერძო ჰურიანი და არა ჭამდენ მათ თანა, რამეთუ საძაგელ უჩნდათ დახსნილობისათჳს განწესებისა, რომელისათჳსცა თჳთ ქრისტემან მრავალგზის სახელ-სდვა სამარიტელად, რამეთუ იყუნეს სჯულისა უარისმყოფელ და დამარღუეველ. ხოლო მივიდა სუქარსა რა უფალი დამაშვრალი გზისაგან დაჯდა მუნ ჟამსა მეექუსესა დღისასა და წარავლინა მოწაფენი თჳსნი საზრდელისა მოსყიდვად, მოვიდა დედაკაცი ვინმე ქალაქისა მისგან აღმოვსებად წყლისა, სთხოვა უკუე მას წყალი იესო, ხოლო მან მიუგო მას, რათა არა შეეხოს. იცნა იგი რა იესო ხმითა და სამოსლითა, ამცნებდა მას სულიერისა წყლისა მიღებასა, რომელისაცა უჩუენებს განსაწმედელად სულისა, წყლისა და ცეცხლისა მსგავსად მარადის. ხოლო დედაკაცი იგი ეტყოდა მას გულსმოდგინედ, არა გაქუს შენ წყალი ეგეთი, არცა ჭურჭელი აქა რათა აღმოივსო, რამეთუ ჯურღმული ესე ღრმა არს და შესძინა ესეცა ხმა აღმატებით მამისა მართლისა იაკობისათჳს ვითარმედ, მან აღმოსთხარა ჯურღმული ესე, იგი და საცხოვარნი მისნი სმიდენ ამისაგან, და სიმდიდრესა წყაროსა ამის გამო იტყოდა და სხუად კეთილ-სახმარად და ცივად აქებდა. ხოლო ქრისტე არა გამოუცხადებდა თავსა თჳსსა უფროს ყოფად იაკობისა, რათა არა შეორგულდეს დედაკაცი იგი, არამედ ეტყოდა წყლისა მისთჳს, რათა მიიღოს ამიერითგან ყოვლადვე, რომელმან სვას კეთილისა მისგან წყაროსა, არღარა წყუროდეს უკუნისამდე. თხოვა წყალი იგი მას დედაკაცმან მან, რქუა მან წარუედ და მოუწოდე ქმარსა შენსა, რათა გულის-ხმა-ჰყო და მტკიცედ დაიმარხნე სიტყუანი ესე. ხოლო მან იჯმნა არა მივის ქმარი. რომელი მეცნიერ იყო ყოველისავე, ეტყოდა მას კეთილად თქუა ვითარცა ბრძანებს სჯული, რამეთუ გესხნეს შენ ხუთ ქმარ და რომელი აწ გივის მეექუსე არს და ცხოვრებ მისთანა უსჯულოებითა, არა არს შენდა ქმარ. ხუთთა უკუე ქმართა სამარიტელისათა იტყვიან ხუთთა მათ წიგნთა მოსესთა, ხოლო მეექუსე იგი სიტყუისაებრ ქრისტესსა ვიდრე ყოფადმდე ამისა ფრიად არა მიეფინოს მადლი. და სხუანი იტყვიან ხუთთა მათ სჯულთა ღმრთისა მიერ მოცემულთა პირველ, რომელი იგი მოსცა ადამს სამოთხესა შინა და შემდგომად განდევნისა სხუაჲ ამცნო მოსეს. ხოლო მეექუსე სახარება ესე, რომელი არა აქუნდათ მათ ჯერეთ. და იტყვიან სხუანიცა ხუთთა მათ საგრძნობელთა, მიუგო დედაკაცმან მან უწოდა წინასწარ-მეტყველად, და ჰკითხვიდა ესრეთ მას. მთისა მისთჳს სადა ჯერ არს თაყუანის-ცემად მთასა ამას ანუ იერუსალიმს, რამეთუ არა გონებდენ სამარიტელნი ჭეშმარიტებით ღმრთისა ყოველგან ყოფასა, არამედ იტყოდენ მუნ ყოფასა სადაცა თაყუანის-სცემდიან მთასა მას ღარიზისასა ცხადად, ვინაჲთგან მუნით მიიღებდენ კურთხევასა ღმრთისა მიერ, გინა ამისთჳს რამეთუ პირველ მუნ აღუშენა აბრაამ მსხუერპლთა შესაწირავი ღმრთისა. ხოლო ჰურიანი იტყოდენ თაყუანის-ცემასა მხოლოსა ღმრთისა ჯეროვნად იერუსალიმსა შინა, რამეთუ ყოველნივე ყოვლითგან მუნ შეკრბებოდენ თაყუანის-ცემად დღესასწაულსა. მიუგო ქრისტემან: ჰურიათაგან არს ცხოვრება სოფლისა, გარნა კუალად ეტყოდა, ღმერთი არს უნივთო და ჯერ არს თაყუანის-ცემა ღმრთისა, არა მსხუერპლითა თაყუანის-იცემების, არამედ სულითა ჭეშმარიტებისათა, გინათუ ესრეთ იცნობების ღმერთი არა მხოლოდ, არამედ სულითაცა წმიდითა და ძითურთ, ესე უკუე არს ჭეშმარიტება. კუალად ეტყვის დედაკაცი იგი გვესმის წერილთაგან რამეთუ მოვალს მესია, რომელ არს ქრისტე, ეტყვის მას იესო მე ვარ, გულის-ხმა-ჰყო კეთილგონიერმან დედაკაცმან, რამეთუ იცოდენ სამარიტელთა მოსლუა მესიასი მოსეს წერილთა მიერ და უმეტეს ამის გამო ვითარმედ აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან წინასწარ-მეტყველი და სხუანიცა მოწმობანი მრავალნი წერილთაგან უწყოდე. ხოლო სრულ-იქმნა რა მეტყველებანი მათნი მორავიდენ მოწაფენი მისნი, განკჳრდენ ფრიად და იტყოდენ ვითარ იტყვის დედაკაცისა თანა, არამედ ევედრენ რათა ჭამოს მათ თანა, რამეთუ იყუნეს იგინი დამაშვრალ დღისა სიცხისაგან, ხოლო იგი ეტყოდა მათ საუკუნოსა საზრდელსა გამოცხადებით კაცთა ცხოვრებისათჳს, ვითარ შუენის მათ წინასწარ-მეტყველთა ნამუშაკევისა მომკა. შევიდა დედაკაცი იგი ქალაქსა მას შინა და რაოდენი რა შეემთხვეოდა ყოველივე აუწყა მათ კეთილად. აღიძრენ იგინი ყოველნივე და მირბიოდენ ქრისტეს მიმართ სარწმუნოებით. ხოლო უკუეთუმცა არა აღიარა თავით თჳსით დედაკაცსა მას არცამცა გულის-ხმა-ეყო ერსა მას, გარნა ევედრენ ერნი იგი ვედრებითა დიდითა, რათა დაადგრეს მათ თანა ორ-დღე. დაადგრა მუნ და ჰყო სასწაული ეგეოდენი, რამეთუ სიმრავლეთა მიერ არა აღწერილ არიან სახარებასა შინა. ხოლო ესე არს სამარიტელი და შემდგომად ეწოდა ქრისტეს მიერ ფოტინე, რომელმან მიიღო მოწამებისა გჳრგჳნი ნერონ კეისრისა ზე შვიდთა ძეთა თჳსთა თანა მრავალფერნი ტანჯუანი თავსისხნა, ხვეტანი, დაჭრანი ძუძუთანი, შემუსრვანი ხელთანი და წულილთა ლერწამთა ფრჩხილთა დაყრანი, ტყვიათა შთასხმა სხუა და სხუა სატანჯუელნი ფრიადნი, და შემდგომად ორთა ფინიკთა ზედან განძაბეს და ესრეთ დაგლიჯეს და აღესრულა ღმრთისა მიერ.

ხოლო მეფემან იუსტინიანემ წარიყვანა დიდითა პატივითა და სიტყუისა ღმრთისა დედისა ეკლესიასა წმიდასა სოფიასსა დასდვა და ლოდიცა იგი, რომელსა ზედა ჯდა ქრისტე და ეტყოდა სამარიტელსა იგიცა წარიღო, და ჰგიან აქამომდე დაბადებულნი ორნივე წინაშე ესე პაპარტისა აღმოსავლეთით კერძო ეკლესიად შესავალსა, მარცხენასა კერძოსა, და კურნებს ყოველთა უძლურებათა და უმეტეს რომელიცა მხურუალედ შეეხებიან განაქარუებს ცხროთა და განდევნის მისნობათა. მოწამისა შენისა ფოტინეს მეოხებითა ქრისტე ღმერთო ჩუენო შეგვიწყალენ ჩუენ ამინ.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო…

გალობა ზ. ძლისპირი.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო, ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

დედანი ღმრთივ-განმრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს უფალსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს აღდგომილსა და ცხოველსა თაყუანი-გცეს და პასქა ესე საიდუმლოსა მოწაფეთა ახარეს.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ, მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა.

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა, ესე ღამე და ყოვლად-ნათლით შემოსილ, დღე აღდგომისა წინა მახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა.

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო…

კანონი ღმრთის-მშობლისა

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო, და საუკუნო დადგრომადი ცხოვრება მიანიჭა ყოველთა მოკუდავთა ღირსო, მხოლომან კურთხეულმან ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

ყოველთა დაბადებულთა შემოქმედმან, დაიმკჳდრა შენ შორის კაც-ქმნილმან ნებსით, და ჯუარი დაითმინა, და სიკუდილი, და აღდგა ღმრთივ-შუენიერად და თანა აღმადგინნა ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

არა მსახურეს

სხუა. ძლისპირი.

არა მსახურეს.

ხორციელად დაშვერ მეუფეო განმსვენებელო ყოველთა მაშვრალთაო, და მოგეწყურა ნებსით წყაროო ნიშთა და საკჳრუელებათაო, რომელმან აღმითქუ ჩუენ, წყალი ცხოვრებისა მოცემად, მამათა ღმერთო.

სამარიტელსა ზრახევდ უფალო და ჰურიათა სიბორგილესა ამხილებდ, ხოლო მას რწმენა და ძედ ღმრთისა ცხოველისად აღგიარა შენ, ხოლო მათ უღმრთოთა უარგყუეს, ეჰა სიბრმე უგუნურთა მათ და სიბოროტე.

რომელნიცა ხორცთა უფლისათა პურსა მივიღებდეთ და ვჭამდეთ მორწმუნენო, და ვსმიდეთ სისხლსა გვერდისა მისისასა, განახლებულითა სულითა ვცხონდებოდეთ მარადის, რათა არა დასასჯელ გუექმნეს იუდას სახედ.

საშოსა დაიტიე ქალწულო დაუტევნელი სიტყუა, და ძუძუთაგან…

ღმრთის-მშობლისა.

საშოსა დაიტიე ქალწულო დაუტევნელი სიტყუა, და ძუძუთაგან შენთა აწოებდ მზრდელსა სოფლისასა, და წიაღთა იტვირთე მტვირთველი ცათა და ქუეყანისა, ამისთჳს გაკურთხევთ წმიდაო ღმრთისა დედაო.

მამათა ჩუენთა ღმერთო ნუ მიმცემ ჩუენ სდ̅…

სხუა. ძლისპირი.

მამათა ჩუენთა ღმერთო ნუ მიმცემ ჩუენ სდ̅, არამედ კადნიერ მყუენ ღაღადებად შენდა მომართ, კურთხეულ ხარ შენ უფალო.

შეირაცხე შენ ნებსით მკუდართა თანა სახიერ და მკუდარნი აღადგინენ და ესრეთ ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო.

სულითა შთახედ ქუესკნელს და კრულნი გამოიხსნენ ჯოჯოხეთით სახიერ, და მადლობით გიგალობდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო.

მკუდართა თანა დედანო ნუ ეძიებთ ცხოველსა, ანგელოზი ეტყოდა, არამედ სიხარულით ხმა-ჰყავთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო.

სამარიტელი ხმობდა, მასვი მე წყალი ცხოველი, ცხოვრების-მომცემელო, რათა ესრეთ ვღაღადებდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო.

მამასა და სიტყუასა და სულსა სახიერსა ერთ-არსებით…

დიდება, სამებისა.

მამასა და სიტყუასა და სულსა სახიერსა ერთ-არსებით ქებულსა უგალობდეთ, და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო.

შემდგომად შობისა მის ყოვლად-საშინელისა ქალწულად ეგე წმიდად…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

შემდგომად შობისა მის ყოვლად-საშინელისა ქალწულად ეგე წმიდად, რამეთუ ღმერთი გვიშევ ჩუენ, კურთხეულ ხარ შენ, მარიამ.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო…

კატავასია

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო, ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გალობა 8. ძლისპირი

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა ვაქებდეთ, ვითარცა ღმერთსა, უკუნისამდე.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ აჰა მოვიდეს შენდა, ვითარცა მნათობნი დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით, შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო…

სამებისა

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო, და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათელღებულ ვართ, და შენ გაკურთხევთ მარადის.

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო…

კანონი ღმრთის-მშობლისა

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო ქალწულო, და განხეთქა მუცელი ჯოჯოხეთისა, და აღდგომა მოგუანიჭა მოკუდავთა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ ქრისტესა, საუკუნოდ.

ყოველითურთ დაამხუა სიმტკიცე სიკუდილისა ძემან შენმან ქალწულო აღდგომითა თჳსითა, და ვითარცა ღმერთმან ძლიერმან თანა აღმადგინნა ჩუენ, და განმამღურთნა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

მხსნელო ყოველთაო

სხუა. ძლისპირი.

მხსნელო ყოველთაო.

განიცადეთ ერნო ანგელოზთაგან, თაყუანის-ცემული და უსჯულოთა მიერ გმობილი უფალი, და იხილოთ რა, ხმა-ჰყავთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა, ცხოვრება სოფლისა და შემნდობელი ცოდუათა, და ბრალთა ჩუენთა და შენ ხარ ცხოვრება მორწმუნეთა შენთა მოსრული მხსნელად ადამიანთა.

მამისა მხოლოსა სიბრძნე და ძალი მდგომარე ტაძარსა შინა მოძღურიდა, ვითარმედ მე ვარ ნათელი სოფლისა და წყარო ცხოვრებისა, და რომელსა ვრწმენე ცხოვნდეს ჩემ მიერ.

ვითარ ჰშევ უჟამოდ ღმრთისა მამისა შობილი ქალწულო…

ღმრთის-მშობლისა.

ვითარ ჰშევ უჟამოდ ღმრთისა მამისა შობილი ქალწულო, და დიდებული სულისა-წმიდისა თანა ვითარ იგი უწყის შენგან შობილმან ზესთა ბუნებისა და სიტყუისა.

მეუფესა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელსა ღირს იქმნნეს…

სხუა. ძლისპირი.

მეუფესა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელსა ღირს იქმნნეს აღსარებად ყრმანი, სახმილსა შინა და იტყოდეს დაუდუმებელად: ყოველნი დაბადებულნი დამბადებელსა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.

მეუფესა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომელმან სიკუდილი დაითმინა ჩუენთჳს, და გვიხსნა ქუესკნელით, უგალობდეთ დაუდუმებელად, ყოველნი დაბადებულნი დამბადებელსა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.

მეუფესა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, რომელი ნებსით ჯუარსა დაემსჭუალა და ყოველნი გუაცხოვნნა, უგალობდეთ დაუდუმებელად, ყოველნი დაბადებულნი დამბადებელსა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.

გიხილეს რა სულებმან მართალთამან, შთასრული მათდა უფალო, განიხარეს და ღაღადებდეს, ხსნისა ჩუენისათჳს მოხუედ ჩუენდა, რათა გვიხსნნე ჩუენ დასჯილნი, ამისთჳს ვაკურთხევთ ძლიერებათა შენთა მხსნელო.

მეუფესა, ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელმან სამარიტელსა მას ასვა წყალი ცხოველს-მყოფელი და ღმრთაება თჳსი გულის-ხმა-უყო, ყოველნი დაბადებულნი დამბადებელსა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.

მამასა და ძესა, სულით-წმიდითურთ, სამებასა წმიდასა განუყოფელსა…

ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა. სამებისა.

მამასა და ძესა, სულით-წმიდითურთ, სამებასა წმიდასა განუყოფელსა, და შეურწყმელსა, ერთ-ღმრთაებასა და ერთსა ძალსა, ყოველნი დაბადებულნი დამბადებელსა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.

ნაკვერცხლითა განწმედილმან ისაია წინათ ქადაგა გონიერად ნაკვერცხალი…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ნაკვერცხლითა განწმედილმან ისაია წინათ ქადაგა გონიერად ნაკვერცხალი შენგან განხორციელებული ქალწულო, უაღრეს გონებისა შემწუელი, ყოველისა ნივთისა კაცთა ცოდვისა და განმამღრთობელი, მოწყალებით ბუნებისა ჩუენისა ყოვლად-უბიწოო.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

უპატიოსნესსა არა ვგალობთ. გალობა თ. ძლისპირი

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

გნატრით შენ ქალწულო ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ…

კანონი ღმრთის-მშობლისა

გნატრით შენ ქალწულო ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ უფლისა ბჭეო, გიხაროდენ შენ ქალაქო სულიერო, რომელისა მიერ ჩუენცა გამოგუიჩნდა ნათელი, შენგან შობილისა აღდგომითა.

იშუებდ და იხარებდ საღმრთოო ნათლისა ბჭეო, რამეთუ რომელი იგი დაჰხდა საფლავსა შინა აღმობრწყინდა მზისა უბრწყინუალესი, და ყოველნი მორწმუნენი ნათელ-ჰყუნა იესო, დედუფალო უსძლოო.

შობა შენი

სხუა. ძლისპირი.

შობა შენი.

მოხუედ მაცხოვარ განზოგებასა დღესასწაულისასა ტაძრად შენდა, და ასწავებდ და მოძღურიდ, ხოლო ჰურიანი განკჳრვებულნი ხმობდეს: ვინა იცნის ამან წერილნი თჳნიერ სწავლისა.

ნიშთა და სასწაულთა იქმოდა მხსნელი და განასხმიდა სულთა ბოროტთა, და კურნებდა სნეულთა, და ყოველთა სენთა და სალმობათა იოტებდა, ხოლო უღმრთონი ჰურიანი ბორგდეს შურითა.

ხორციელი ისრაელი წერილთა ხორციელად გულის-ხმა-ჰყოფს და ცთების, ხოლო ჩუენ სულიერად გულის-ხმა-ვჰყოფთ, და გარე მივაქცევთ სიბრმესა მათსა, და მხსნელსა ჩუენსა ღმერთად და შემოქმედად ვქადაგებთ.

ერთი სამებისა ქრისტე გვიშევ ჩუენ, დედაო და…

ღმრთის-მშობლისა.

ერთი სამებისა ქრისტე გვიშევ ჩუენ, დედაო და ქალწულო წმიდაო, რომელსა უგალობენ დაბადებულნი და ძრწიან ძალნი და საყდარნი, მისგან გვითხოვე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

გიხაროდენ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულთა სიქადულო, დედათა…

სხუა. ძლისპირი.

გიხაროდენ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულთა სიქადულო, დედათა დიდებაო, შემწეო მამათაო, სძალო, მხევალო და დედაო მხსნელისაო.

ქრისტეს ღმრთისა ჯუარცმასა ქუეყანა შეირყია და საფლავნი აღეხვნეს და გუამნი წმიდათანი განცხადებულად აღდგეს, და ჯოჯოხეთი უძღები წარმოიტყუენა.

შუენიერი საფლავით-გამოხუედ ქრისტე, ღმერთო, ვითარცა სიძე სასძლოთ, და მოქლონნი მტკიცენი ჯოჯოხეთისანი დახსნენ და ნათლითა ყოველი სოფელი აღავსე.

გალობითა საღმრთოთა ვგალობდეთ, და ვიტყოდეთ: ქრისტე აღდგა საფლავით, იხარებდინ ქუეყანა, ცანი მხიარულ-იყუენით, და დღესასწაულობდ ყოველი დაბადებული.

ცხოვრება ჭეშმარიტი, წყარო უკუდავებისა, ქრისტე სამარიტელსა ეტყვის: მომეც მე წყალი, რათა მოგცე შენდობა ცოდუათა შენთა და უხვად დიდი წყალობაჲ.

ნათელ არს განუყოფელ სამგუამოვანი ღმრთაება, მამა, ძე…

დიდება, სამებისა.

ნათელ არს განუყოფელ სამგუამოვანი ღმრთაება, მამა, ძე, და სული-წმიდა, რომელსა უგალობენ მხედრობანი ზეცისანი, და ჩუენ მორწმუნენი დაუცხრომელად ვადიდებთ.

ნათლისა მის საღმრთოსა საუნჯეო ქალწულო, თუალნი დაბნელებულნი…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ნათლისა მის საღმრთოსა საუნჯეო ქალწულო, თუალნი დაბნელებულნი სულისა ჩემისანი ზაკუითა მტერისათა განმინათლენ მე, ნათლითა ქრისტეს ღმრთისათა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

კატავასია

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ხორცითა მიიძინე ვითარ მოკუდავმან და უფალმან, და…

განმანათლებელი აღდგომისა.

ხორცითა მიიძინე ვითარ მოკუდავმან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა აღადგინე ხრწნილებისაგან, და სიკუდილი დახსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.

დედანო ყურად-იღეთ

დიდება, სამარიტელისა. მსგავსი.

დედანო ყურად-იღეთ.

სამარიად რა მოხუედ მაცხოვარო ჩუენო ყოვლად-ძლიერო, დედაკაცსა მას ზრახევდ, და წყალსა ითხოვდ სასმელად, რომელმან კლდისაგან მყარისა წყალი აღმოაცენე, მეცა მასუ წყალი ცხოველი უფალო, რათა არღარა მწყუროდეს დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა.

რომელი ღმრთაებრ აღავსებს ყოველსავე, გარე შეუწერელი ღმერთი…

აწ და განზოგებისა. მსგავსივე.

რომელი ღმრთაებრ აღავსებს ყოველსავე, გარე შეუწერელი ღმერთი აღვიდა ტაძრად განზოგებასა დღესასწაულისასა და ეტყოდა: აღმოივსეთ ჩემგან წყალი ცხოველი და გრწმენინ რამეთუ მამამან მომავლინა მე, ცხოვრებისათჳს ყოველისა სოფლისა.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე და აღდეგ…

ყოველი სული. აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა 8. და ვგალობთ მდგომარეთა დასდებელთა აღდგომისათა. ხმა დ.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე და აღდეგ მკუდრეთით, ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება აღდგომასა შენსა.

ჯუარითა შენითა ქრისტე, პირველისა მის წყევისაგან განმათავისუფლენ ჩუენ, და სიკუდილითა შენითა, რომელმან იგი მძლავრა ბუნებასა ჩუენსა ეშმაკი დათრგუნე, ხოლო აღდგომითა შენითა, ყოველივე სიხარულითა აღავსე, ამისთჳს გიღაღადებთ შენ: რომელი აღდეგ მკუდრეთით, უფალო დიდება შენდა.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, წარმიძეღუ ჩუენ ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ, და მიხსენ ჩუენ მახეთაგან ეშმაკისათა, რომელი აღდეგ მკუდრეთით, აღმადგინენ ჩუენ ცოდვითა დაცემულნი ესე, მოყავ ჩუენდა ხელი შენი კაცთ-მოყუარეო უფალო, ოხითა წმიდათა შენთათა.

წიაღნი მამულნი არა დაუტევენ, მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, დაღათუ მოხუედ ქუეყანად კაცთ-მოყუარებისათჳს, და კაც-იქმენ უქცეველად და ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ხორცითა, უვნებელმან ღმრთაებითა, არამედ აღდეგ მკუდრეთით და უკუდავება მომადლე კაცთა ნათესავსა, ვითარცა მხოლო ყოვლად-ძლიერ ხარ.

სიკუდილი დაითმინე ხორცითა, უკუდავებისა ჩუენდა მომატყუებელი მაცხოვარ…

სხუანი დასდებელნი ანატოლისანი, ხმა იგივე.

სიკუდილი დაითმინე ხორცითა, უკუდავებისა ჩუენდა მომატყუებელი მაცხოვარ, და საფლავსა შინა მკუდარ იქმენ, რათა მიხსნნე ჩუენ ჯოჯოხეთისაგან, და შენთანა აღმადგინნე, ივნე ვითარცა კაცმან, არამედ აღდეგ ვითარცა ღმერთი, ამისთჳს გიღაღადებთ: დიდება შენდა ცხოვრების-მომცემელო მხოლოო კაცთ-მოყუარე.

კლდენი განსქდეს ქრისტე, რაჟამს დაინერგა გოლგოთას ჯუარი შენი ცხოველი, შეძრწუნდეს ჯოჯოხეთისა მეკარენი, დარაჲდევ საფლავსა და მკუდრად შეირაცხე, ძალი სიკუდილისა დათრგუნე ძლიერებით, და მოკუდავთა მომადლე აღდგომითა შენითა უხრწნელება სახიერ, კაცთ-მოყუარეო უფალო დიდება შენდა.

იხარებდინ დღეს ბრწყინუალედ ცანი და ქუეყანა, რამეთუ…

სხუანი თჳთ-ხმოვანნი სამარიტელისანი, ხმა გ. და გარდააცუ, და წარემართე, და სუფევდ ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა.

იხარებდინ დღეს ბრწყინუალედ ცანი და ქუეყანა, რამეთუ ქრისტე ღმერთი ხორცითა გამოჩნდა, რათა ადამ შვილითურთ გამოიხსნას წყევისაგან და სასწაულთა და ნიშთა განსაკრთომელთა აღსრულებად მოვალს იგი აწ სამარიად, ეჰა საკჳრუელება, დედაკაცსა ზრახვიდა და ითხოვდა მისგან წყალსა, რომელი ღრუბელთა აღავსებს წვიმითა, და მორწყავს ყოველსა სოფელსა, ყოველნი მორწმუნენი ვმონებდეთ შიშით და ძრწოლით, მდიდარსა მას გლახაკსა.

ესრეთ ეტყვის უფალი სამარიტელსა, უკუეთუმცა იცოდე შენ…

შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება.

ესრეთ ეტყვის უფალი სამარიტელსა, უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისა, და თუ ვინ არს, რომელი გეტყვის მასუ მე წყალი, შენმცა ითხოვე მისგან და გცამცა წყალი ცხოველი, რათა უკუნისამდე არღარა გწყუროდის.

წყარო ცხოვრებისა იესო, ჯურღმულსა ზედა დიდისა მის…

დიდება, ხმა იგივე.

წყარო ცხოვრებისა იესო, ჯურღმულსა ზედა დიდისა მის მამათ-მთავრისა იაკობისსა, წყალსა თხოვდა სამარიტელსა, ხოლო მან არა შეხება წინა-უყო, ჰურიათა და სამარიტელთა, ხოლო მხსნელმან ვითარცა სახიერმან დამბადებელმან მოიზიდა ტკბილად ზრახვითა, და უმეტესად ცხოველისა წყლისა აღთქმითა მოდრიკნა და აღძრა იგი თხოვად მისა, რომელიცა მიიღო რა ყოველთა მიმართ ღაღადებდა: მოისწრაფეთ და იხილეთ დაფარულთა მცნობელი ღმერთი, ხორციელად მოსრული, ცხოვრებად ნათესავისა ჩუენისა მოწყალებით, დიდება და ქება წყალობათა შენთა ქრისტე.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ

აწ და.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ.

ვიდრე ბნელღა იყო საფლავად მოვიდა მარიამ და…

დიდება მაღალი გრძლად. და განტევება. დიდება, აწ და. გერი სახარებისა. ხმა ზ.

ვიდრე ბნელღა იყო საფლავად მოვიდა მარიამ და იხილა ლოდი აღებული და უთხრა მოწაფეთა: აღიღეს უფალი ჩემი, და არა უწყი სადა დასდვეს იგი, ხოლო პეტრე სხვისა მის მოწაფისა თანა მირავიდა რა, ტილოთა მიერ რწმენა აღდგომა და მოეხსენა, რამეთუ წერილთაებრ ჯერ იყო აღდგომა მკუდრეთით მაცხოვრისა, და კუალად წარვიდეს, რომელთა მიერ ჩუენცა გვრწმენა და გიგალობთ შენ, კაცთ-მოყუარეო უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

და სწავლანი სტოდიელისანი. ესრეთ ჟამი ა. და…

და სწავლანი სტოდიელისანი. ესრეთ ჟამი ა. და აღესრულების განტევებაჲ

ხისა მიერ ადამ შეცთომილი განვარდა სამოთხით, ხისა…

მომიხსენენი ხმისა. ხმა დ.

ხისა მიერ ადამ შეცთომილი განვარდა სამოთხით, ხისა მიერ ჯუარისა ავაზაკი შევიდა სამოთხედ, რამეთუ მან შეურაცხყო ბრძანებაჲ დამბადებელისა თჳსისა, ხოლო ესე მისთანა ჯუარცმული ღაღადებდა, აღსარებით: მომიხსენე, მხსნელო, სასუფეველსა შენსა.

რომელი ეგე ჯუარს-ეცვი და აღდეგ, ვითარცა ძლიერი საფლავით მესამესა დღესა, და პირველ-ქმნილი ადამი აღადგინე მხოლოო უკუდავო, მეცა მოქცევად სინანულითა ღირს-მყავ, უფალო ყოველითა გულითა ჩემითა, და სარწმუნოებითა მხურუალითა მარადის ხმობად შენდა, მომიხსენე მე უფალო სასუფეველსა შენსა.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, ვითარცა წამებს საფლავი, თქუენ სჯულისა დამხსნელნო, რამეთუ საფლავი დაუტევა და აღდგა მესამესა დღესა, ლოდი საფლავისა დაბეჭდულ არს, და მცუელნი დადგინებულ არიან, ადამ წარმოიტყუენა, სიკუდილი მოიკლა, არა წარპარულ იქმნა ქრისტე, გრწმენინ ჩუენ თანა, აღდგომილი.

აღდგომილსა მკუდრეთით ჯოჯოხეთისა წარმომტყუენელსა და მენელსაცხებლეთა დედათა გიხაროდენისა მეტყველსა ვევედრნეთ ჩუენ მორწმუნენო, ხრწნილებისაგან გამოხსნად სულთა ჩუენთა, და მარადის ვიტყოდეთ ავაზაკისა თანა გონიერისა: მომიხსენენ, მხსნელო, სასუფეველსა შენსა.

რაჟამს ჯუარს-ეცუ მაცხოვარ, კლდენი განსქდეს და ქუეყანა…

და კანონისაგან სამარიტელისა გალობა გ. მუხლი დ.

რაჟამს ჯუარს-ეცუ მაცხოვარ, კლდენი განსქდეს და ქუეყანა იძვროდა, და ყოველივე ძრწოდეს განკჳრვებითა შეპყრობილნი.

გიხილეს რა შენ სულთა ჯოჯოხეთს შეწყვდეულთა, მუნ მიწევნული საკრუელთაგან განიხსნნეს და გადიდებდეს შენ, მაცხოვარ.

რასა განკჳრვებულ ხართ, ხმობდა ანგელოზი დედათა მიმართ, აღდგა მკუდრეთით უფალი, და თანა აღადგინნა კაცნი.

ცხოვრებისა წყაროო, დასჯედ შუადღე წყაროსა მას თანა და ასუ წყალი ცხოველი, სამარიტელსა დედაკაცსა.

ყოველთა არსთა ღმრთაებრ შემცუელო, აღხუედ ტაძრად და…

დღესასწაულისა გალობა ვ. მუხლი დ.

ყოველთა არსთა ღმრთაებრ შემცუელო, აღხუედ ტაძრად და ერსა მოძღურიდ, სიტყჳთა ჭეშმარიტებისათა, ვითარ იგი გუასწავებს იოანე, დღესასწაულთა განზოგებასა.

საქმე მამისა სრულყავ ქრისტე, ღმერთო, და სიტყუანი საქმეთა მიერ სარწმუნო ჰყუენ, და კურნებანი აღასრულენ, სენთა მრავალ ფერთანი, და მკუდარნი ბრძანებით აღადგინენ.

ძე დაუსაბამო განკაცნა ჩუენთჳს, დასაბამიერ იქმნა, და…

დიდება

ძე დაუსაბამო განკაცნა ჩუენთჳს, დასაბამიერ იქმნა, და დღესასწაულთა განზოგებასა ასწავებდა, მოვედით და სუთ ჩემგან წყალი საღმრთო უკუდავებისა.

ქალწულად გიცნობთ შემდგომად შობისა ქალწულო, და დედაო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ქალწულად გიცნობთ შემდგომად შობისა ქალწულო, და დედაო მხოლოო წმიდაო სძალო ღმრთისაო, და რამეთუ შენგან ხორცნი შეისხნა ქრისტემან, ღმერთმან და გუაცხოვნნა ჩუენ.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ, და უკუდავებისა წყაროსა გემო…

შემდგომად შესლვისა, ტროპარი აღდგომისა და განზოგების დღესასწაულისა. დიდება, კონდაკი სამარიტელისა, აწ და განზოგებისა სამოციქულო, საქმე მოციქულთა. დასაწყისი 28. სახარება იოანესი. დასაწყისი იბ. ნაცვლად ღირს-არსისა, ვგალობთ სძლისპირსა, განათლდი, განათლდი. განიცადე.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ, და უკუდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ.

აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა

მეორე.

აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

აკოლოთია თუენის წმიდისა იგალობების სერობასა ზედა

აკოლოთია თუენის წმიდისა იგალობების სერობასა ზედა. შუენის უწყებად, რამეთუ აკოლოთია სამარიტელისა, იგალობების დ. დღესა კჳრიაკესა, ხუთშაბათსა, პარასკევსა და შაბათსა, ხოლო ორშაბათსა უკუე და სამშაბათსა იგალობების აკოლოთიაჲ განზოგებისავე, ოთხშაბათსა წარიგზავნების და ვგალობთ ვითარცა თჳთ მას დღესასწაულსა, თჳნიერ შესლვისა, და საკითხავთა.