ზეცისა განწესებულთა
ჩვეულებისაებრ კანონი, უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი დღესასწაულისა გ. ხმა ა. მსგავსი.
ზეცისა განწესებულთა.
შემოქმედი ყოველთა, და ცხოვრების-მომცემელი ღმრთისა მამისა სიბრძნე, და თანასწორი სიტყუა, ნებსით ქალწულისაგან ხორციელ იქმნა, აურაცხელითა კაცთ-მოყუარებითა, ვითარცა სახიერი, და მოსცა სულთა ჩუენთა აურაცხელი დიდი წყალობაჲ.
დღესასწაულისა განზოგებასა წარმოუდეგ მცნებისაებრ, ქრისტე მეუფეო, და ასწავებდი ხელმწიფებით ჰურიათა, და მწიგნობართა, და ამხილებდი, ვითარცა წერილ არს საშინელითა მით სიბრძნითა სიტყუისა შენისათა, და სასწაულთა გამოცხადებითა.
სიბრძნისა მომცემელო, და კეთილთა აღმომაცენებელო, ზეგარდამო გარდამოავლინენ, საღმრთონი წყარონი, წყაროსაგან ცხოვრებისა რომელი მარადის მდინარე არს, და გვიწოდ, მოვედით ჩემდა ცხოველისა წყლისა მაშვრალნი და აღმოივსეთ, რათა მუცლისა თქუენისაგან სდიოდენ წყალნი ცხოველნი, და ნიჭნი საღმრთოსა მადლისა აღმოეცენოს, თქუენ შორის.
წარმოდგა ერგასისთა დღეთა განზოგება, რომელსა შინა ქრისტემან…
და თუენისა გ. დიდება. ხმა ა. იოანე მონაზონისა.
წარმოდგა ერგასისთა დღეთა განზოგება, რომელსა შინა ქრისტემან კნინ-ოდენ განაცხადა ღმრთაებისა ძლიერებაჲ, რამეთუ განრღვეულისა მის ასონი იგი დახსნილნი შეაერთნა, და ბრწყინუალე სასწაული აქუნდა, კეცის ჭურჭლითა, და კაცთა მოანიჭა საუკუნო ცხოვრებაჲ, და დიდი წყალობაჲ, ამას ვდღესასწაულობდეთ, და უფალსა ღმერთსა ვადიდებდეთ.
ვინ არა განკჳრდეს ღმრთივ-შუენიერისა შობისა შენისათჳს, ყოვლად-ქებულო…
აწ და, ღმრთის-მშობლისა. ხმა გ.
ვინ არა განკჳრდეს ღმრთივ-შუენიერისა შობისა შენისათჳს, ყოვლად-ქებულო, რამეთუ ზესთა ხრწნილებისა ყოვლად-უბიწოო, ჰშევ ძე უჟამო ხორცითა, წინასაუკუნეთა უდედოდ შობილი მამისაგან, რომელმან არა შეიწყნარა ყოვლადვე ქცეულება, გინა შერწყმა გინა განყოფაჲ, არამედ ორთავე ბუნებათა თჳთებანი უვნებელად დამარხნა, ამისთჳსცა დედაო და ქალწულო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათჳს, რომელნი მართალ-მადიდებლობით ღმრთის-მშობლად აღგიარებთ შენ.
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ დახსნდა ძალი სიკუდილისა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი რუა-ხმათა. ხმა გ.
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ დახსნდა ძალი სიკუდილისა, და ეშმაკისა საცთური განქარდა, ხოლო კაცთა ნათესავნი სარწმუნოებითა ხსნილნი გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.
განათლდა ყოველივე აღდგომითა შენითა უფალო, და სამოთხე…
უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა. შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა.
განათლდა ყოველივე აღდგომითა შენითა უფალო, და სამოთხე კუალად განეღო, ხოლო ყოველი დაბადებული შეგასხამს შენ, და გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.
ვადიდებ მამისა და ძისა ძლიერებასა, და სულისა-წმიდისა…
და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
ვადიდებ მამისა და ძისა ძლიერებასა, და სულისა-წმიდისა უგალობ ხელმწიფებასა, განუყოფელსა, დაუბადებელსა ღმრთაებასა, სამებასა ერთ-არსებასა, რომელი სუფევს უკუნითი-უკუნისამდე.
ქრისტე რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე, და…
სახლსა შენსა შუენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
ქრისტე რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე, და ნათლითა აღდგომისა შენისათა, განაბრწყინვე ყოველი სოფელი, შეიწირე ჩუენიცა ესე სამწუხრო გალობა კაცთ-მოყუარე.
დასდეგ შენ ტაძარსა მას შინა, შუა ზატიკსა…
დიდება, აწ და. ხმა ა.
დასდეგ შენ ტაძარსა მას შინა, შუა ზატიკსა ამას სიბრძნეო ღმრთისაო, და ასწავებდ და ამხილებდ ჰურიათა ღმრთისმბრძოლთა და ესრეთ ეტყოდი ხმამაღლად: რომელსა სწყუროდეს მოვედინ ჩემდა და სვემდინ იგი წყალსა ცხოვრებისასა, და რომელსა რწმენეს ჩემი, მას არღარა სწყუროდეს, და წყალნი ცხოველნი დიოდეს მუცლით მისით, ეჰა წყალობათა შენთა, ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.
ტროპარი. დღესასწაულისა. და განტევებაჲ
ტროპარი. დღესასწაულისა. და განტევებაჲ.
გამოჩნდა
ოთხსაგალობელი ჴმა გ.
გამოჩნდა.
სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს მე განმხრწნელთა სულისათა, არამედ…
გალობა ვ. ძლისპირი
სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს მე განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ კაცთ-მოყუარე მოყავ მარჯუენე შენი და მსგავსად იონასა მიხსენ და ვითარცა პეტრე დანთქმისაგან აღმომიყვანე.
განეღო ლახურითა საღმრთო გვერდი შენი ცხოვრების-მომცემელო და განიკურნა ურჩებისა მიერ მოწყლული კაცი საღმრთოთა ვნებითა შენითა, ამისთჳს მეუფეო უგალობთ სიმტკიცესა შენსა.
გვემა დაითმინე მაცხოვარ რომელითა დახსენ მეუფებჲ ჯოჯოხეთის და შემუსრენ მოქლონნი მისნი და აცხოვნენ ყოველნი ყოველისა მპყრობელითა ხელითა შენითა და აღდეგ მესამესა დღესა.
სდეგ წინაშე სამსჯავროსა პილატესსა, ვითარცა დასჯილი ყოველისა…
დიდება
სდეგ წინაშე სამსჯავროსა პილატესსა, ვითარცა დასჯილი ყოველისა სოფლისა მსაჯული უფალი, მნებებელი ხსნად ჯოჯოხეთით, რომელი დაბადე შთახედ მისდამი მრავალ-მოწყალე.
თჳნიერ ლმობისა ჰშევ შენ ძე პირველ საუკუნეთა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
თჳნიერ ლმობისა ჰშევ შენ ძე პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილი უბიწოო, რომელისათჳს გელმოდა ხედევდ რა ხორცითა ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა, ხოლო აღდგა რა ვითარცა ღმერთი, იხარებდი ბრწყინუალედ.
ხატსა ოქროჲსასა პირველ არა უგეს სამთა ყრმათა…
გალობა ზ. ძლისპირი
ხატსა ოქროჲსასა პირველ არა უგეს სამთა ყრმათა უბიწოთა, ამისთჳსცა ღირს იქმნნეს ხატსა ღმრთისასა ხილუად სახმილსა შინა, და იტყოდეს: ყოველნი არსნი აკურთხევდით უფალსა.
ქერუბიმთა და სერაფიმთა შეუხებელმან ხორცითა ჯუარცმა დაითმინე მრავლისათჳს მოწყალებისა შენისა, რათა აცხოვნო ადამი განხრწნილი ურჩებითა.
შთახედ შენ სულითა ჯოჯოხეთად და დახსენ სიმტკიცე მისი მეუფეო და აღადგინენ მყოფნი კრულნი მას შინა მგალობელნი სიმტკიცისა შენისანი ცხოვრების-მომცემელო.
განაგდეს გლოვაჲ მწუხარებისა მენელსაცხებლეთა და მოსწრაფედ მიიწივნეს…
დიდება
განაგდეს გლოვაჲ მწუხარებისა მენელსაცხებლეთა და მოსწრაფედ მიიწივნეს საფლავად და იხილეს ქრისტე აღდგომილი საფლავით და ქადაგეს სოფელსა შინა.
ქრისტე ღმერთი შევ უბიწოო, რომელისა აღდგომისა მხილუელი…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ქრისტე ღმერთი შევ უბიწოო, რომელისა აღდგომისა მხილუელი იხარებდ დიდებით სამისა დღისა მკუდრეთით, რომელსა ვითარცა დედა ევედრე ყოველისა სოფლისათჳს.
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა…
გალობა 8. ძლისპირი
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა და ალისაგან არა ევნო და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
ყოველისა სულისა სიტყჳთ დამბადებელი ჰურიათაგან ხორცითა ძელსა ზედა დამოეკიდე და ნაღუელი ჰსუ, და გიხილეს რა ყოველთა დაბადებულთა, შეშფოთნეს და იგლოვდეს უმადლოებასა მას უგუნურთასა.
შენ წინამძღუარი და მაცხოვარი სოფლისა შეგიწყნარა ვითარცა კაცი ყოველთა შემჭამელმან ჯოჯოხეთმან, რომელიცა შეკარ, ვითარცა უფალმან და გამოიხსნენ პყრობილნი მისგან ძუელად და აღადგინენ საფლავით მესამესა დღესა.
მამულთა წიაღთაგან განუშორებელო იესო მიიხუენ ხორცნი ქალწულისაგან…
დიდება
მამულთა წიაღთაგან განუშორებელო იესო მიიხუენ ხორცნი ქალწულისაგან ჩუენთჳს და ნებსით თავსიდევ სიკუდილი და დაიდევ საფლავსა და აღდეგ სამისა დღისა ღმრთისა სიტყუაო, ამისთჳს გიგალობთ შენ მხოლოსა ცხოვრების-მომცემელსა.
შევ შენ თჳნიერ სალმობისა ღმერთი და კაცი…
აწ და ღმრთის-მშობლისა
შევ შენ თჳნიერ სალმობისა ღმერთი და კაცი უბიწოო, პირველ საუკუნეთა მყოფი მამისა თანა და სულისა-წმიდისა, რომელიცა იხილე ჯუარსა ზედა გელმოდა მისთჳს, ხოლო მხილუელი საფლავით აღდგომილისა იხარებდ საუკუნოდ.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ…
გალობა თ. ძლისპირი.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოსა განმღებელი წმიდა უფლისა იწოდოს. აჰა დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.
მნათობთა დაფარეს ნათელი, გიხილეს რა ქრისტე ხორცითა ჯუარსა ზედა დამოკიდებული, ხოლო ავაზაკმან ღმრთის-გმეტყველა და ყოველი ქუეყანა შეირყია და კრეტსაბმელი განიპო და იტყოდეს, დიდება სულგრძელებასა შენსა მეუფეო.
შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა და შემუსრენ ბჭენი და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი და ყოველნი მყოფნი მას შინანი წარმოსტყუენენ, და იტყოდეს დიდება აღდგომასა შენსა.
გარდამოგხსნა შენ სარწმუნოდ იოსებ ძელისაგან, ვითარცა მკუდარი…
დიდება
გარდამოგხსნა შენ სარწმუნოდ იოსებ ძელისაგან, ვითარცა მკუდარი ქრისტე, და შეგმურა შენ სუნნელებით სურვილით და სიხარულით და ცრემლთა სიმრავლისა დამსხმელმან დაგდუა საფლავსა მოკუდავთასა, რომელისა თანა გადიდებთ შენ.
იხარებდ უბიწოო მხილუელი მკუდრეთით დიდებითა აღდგომილისა ძისა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
იხარებდ უბიწოო მხილუელი მკუდრეთით დიდებითა აღდგომილისა ძისა და ღმრთისა შენისა, მენელსაცხებლეთა დედათა თანა, სამღუდელოთა მოციქულთა ერთბამად, და იოსებ დიდებულისა და ნიკოდიმოსისა, რომელთა თანა ჩუენცა გადიდებთ ყოვლად-წმიდაო სძალო ღმრთისაო.
ქრისტე აღდგა მკუდრეთით, პირველი იგი შესვენებულთა, პირმშო…
შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომანი აღდგომისანი. ხმა გ.
ქრისტე აღდგა მკუდრეთით, პირველი იგი შესვენებულთა, პირმშო დაბადებულთა, და შემოქმედი ყოველთა შექმნულთა, განხრწნილი იგი ბუნება ნათესავისა ჩუენისა მის თანა განაახლა, არღარა სუფევ სიკუდილო, რამეთუ ყოველთა მეუფემან დახსნა სიმტკიცე შენი.
ხორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქრისტე, და სიმწარე…
აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.
ხორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქრისტე, და სიმწარე სიკუდილისა განკურნე აღდგომითა შენითა, და კაცი მის ზედა განაძლიერე, და პირველისა წყევისა ძლეულება განაქარუე, სასოო ჩუენო, უფალო დიდება შენდა.
შენ შუამდგომელსა ცხოვრებისა ჩუენისასა, გიგალობთ ღმრთის-მშობელო ქალწულო…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.
შენ შუამდგომელსა ცხოვრებისა ჩუენისასა, გიგალობთ ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ ხორცითა მით რომელ შენგან მიიხვნა, ძემან შენმან და ღმერთმან ჩუენმან ჯუარითა ვნებაჲ თავს-იდუა, და მიხსნა ჩუენ ვითარცა კაცთ-მოყუარე არს.
სიბრძნე
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.
სიბრძნე.
განზოგებასა დღესასწაულისასა სჯულისაებრ იყავ ტაძარსა შინა, და ასწავებდი მაცხოვარო ჩუენო, და ამხილებდი უგუნურებასა ურწმუნოთა ჰურიათა, და ეტყოდი საღმრთოჲთა ხმითა ერთა მათ, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ, რომელსა წყუროდეს მოვიდეს ჩემდა, და სვას წყალი ცხოვრებისა, რომელი აღუთქუ მორწმუნეთა, მოცემად წყალი სიხარულისა და უხრწნელებისა, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, გარდამოგუივლინე სული შენი წმიდა, და გვაცხოვნენ ჩუენ ვითარცა მრავალ-მოწყალე ხარ.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება, აწ და იგივე
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის…
სრულად. ფსალმუნი ნ. წმიდის ტაძარში:
კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის, კანონი ტაძრისა მუხლი დ. წმიდისა მუხლი დ.
კატავასია - აღდგომისა დღე არს.
კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის…
მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძარში:
კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის, წმიდისა მუხლი დ.
კატავასია - აღდგომისა დღე არს.
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ხმა-ჰყავთ ძალი საშინელისა…
მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძრის კანონი სრულიად ერგასისა ამის შაბათთა შინა არა იგალობების თჳნიერ ბაბათისა მეერგასისა მიცვალებულთასა (ზატიკი, 1868: 481; Тϋпікон сіестъ оуставъ, т. 2, 1997: 971). კონდაკი და განმანათლებელი, დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა. ხმა გ.
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ხმა-ჰყავთ ძალი საშინელისა საიდუმლოჲსა, რამეთუ ქრისტე, მხსნელი ჩუენი, დაუსაბამო სიტყუა ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს, და ნებსით დაეფლა და აღდგა მკუდრეთით ცხოვრებად ყოველთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ.
მიუთხრეს ყოველი საკჳრუელებაჲ მცუელთა შენთა უფალო, არამედ კრებულმან ამაოებისამან, აღავსო ქრთამითა მარჯუენეჲ მათი, დაფარუად გონებდეს აღდგომასა შენსა, რომელსა ყოველი სოფელი გადიდებს, შეგვიწყალენ ჩუენ.
სიხარულითა აღივსო ყოველი სოფელი აღდგომისა ძალისა ცნობითა, რამეთუ მარიამ მაგდალინელი საფლავად რა მოვიდა, პოვა ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, სამოსლითა ელვარითა და ჰრქუა მას: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, არა არს აქა, არამედ აღდგა ვითარცა თქუა, წინა გიძღვის თქუენ გალილეას.
ნათლითა შენითა უფალო, ვიხილეთ ნათელი კაცთ-მოყუარე, აღრასდეგ მკუდრეთით ცხოვრებაჲ ნათესავსა კაცთასა მოანიჭე, რათა ყოველნი დაბადებულნი გიგალობდენ, მხოლოო შეუცოდებელო შეგვიწყალენ ჩუენ.
განვსწმდეთ ძმანო აღდგომითა ქრისტეს მაცხოვრისათა, რომელნიცა მოწევნულ…
დიდება. აწ და. ხმა დ. ანატოლისა.
განვსწმდეთ ძმანო აღდგომითა ქრისტეს მაცხოვრისათა, რომელნიცა მოწევნულ ვართ დღესასწაულსა ამას სამეუფოსა განზოგებისასა, და ჭეშმარიტად დავიმარხნეთ მცნებანი ღმრთისანი, რათა მივიწივნეთ დღესასწაულსაცა წმიდისა ამაღლებისასა, და მოსლუასა სულისა-წმიდისასა, და მოგუენიჭოს მის მიერ მადლი და ნიჭი სულთა ჩუენთა.
სახლო ევფრათასო
აღვივსენითსა ზედა, დასდებელი, მსგავსი. ხმა გ.
სახლო ევფრათასო.
მდინარე სიბრძნისა, და წყარონი წყლისა ცხოველისანი აღმოგვიცენენ მონათა შენთა, რომელთაცა ვსვით, და მადლითა საღმრთოთა აღვივსენით.
წყლულებითა ბოროტითა დახსნდებოდეს ერნი ჰურიათანი, ოდეს ისმენდეს…
მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან.
წყლულებითა ბოროტითა დახსნდებოდეს ერნი ჰურიათანი, ოდეს ისმენდეს ჭეშმარიტებასა სიტყუათა სწავლისათა, საცხოვრებელითა მით სიტყჳთა შენითა.
მორახვედ რა შემოქმედო ჩუენო, და დასდეგ სიონად…
ხოლო ღმერთმან ჩუენმან, წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა.
მორახვედ რა შემოქმედო ჩუენო, და დასდეგ სიონად შორის ერთა შენთა, მაშინ მიეც მადლი, მონათა შენთა, საცხოვრებელითა მით სწავლითა შენითა.
უფალო პირველ პატიოსნისა ჯუარისა და ვნებისა შენისა…
დიდება, აწ და. ხმა დ.
უფალო პირველ პატიოსნისა ჯუარისა და ვნებისა შენისა, განზოგებასა დღესასწაულისასა აღხუედ ტაძრად, და ჰურიათა ასწავებდ კადნიერად, სჯულსა შინა მოსესსა შენთჳს სჯულდებულსა, ხოლო იგინი მოწყლულნი გამოუთქმელთა მათ სიბრძნეთა შენთა მახვილითა, თავთა შორის თჳსთა შურითა აღგზებულნი იტყოდეს, ვითარ ამან წიგნნი იცნის თჳნიერ სწავლისა, ვითარცა რა მეუფემან, ხოლო შენ ხმა ყავ ღმრთივ-ბრწყინუალედ ვითარმედ, რომელსა რწმენეს ჩემი ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდენ წყლისა ცხოველისანი, მხსნელო სულთა ჩუენთაო დიდება შენდა.
მომიხსენენი გალობა ე. ესრეთ წარდგომა დღესასწაულისა
მომიხსენენი გალობა ე. ესრეთ წარდგომა დღესასწაულისა. სამოციქულო საქმე მოციქულთა დასაწყისი კთ. სახარება იოანესი დასაწყისი ლა. განიცადე დღესასწაულისა.