გულანი
საცდელი · 1.37.0
განრღვეულის კვირა 1 / 129ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ

განრღვეულის კვირა

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 47 წთ

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი დ. ხმა გ.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ.

განათლდა ყოველივე აღდგომითა.

ვადიდებ მამისა და ძისა.

პატიოსანსა ჯუარსა შენსა.

აღვიდა იესუ იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა

დიდება, ხმა ე.

აღვიდა იესუ იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა.

ჵ დიდებული საკჳრუელი, რამეთუ ქალწულმან შვა, და…

ყოველნი ესე დასდებელნი იძიე დიდს მწუხრსა ზედა. აწ და. ღმრთის-მშობლისა. დოგმატიკა. ხმა გ.

ჵ დიდებული საკჳრუელი, რამეთუ ქალწულმან შვა, და შობილი იგი ღმერთი-არს პირველ საუკუნეთა, ბრწყინუალე არს შობა, და ძალი შობისა ზესთა ბუნებისა. ჵ საიდუმლო საშინელი, რომელი გონებათაგან მოუგონებელ არს, და ბუნებათა მიერ მიუწდომელ, ნეტარ ხარ შენ უსძლოო სძალო მიწისაგანისა ადამის ასულო, და ღმრთისა მაღლისა დედაო, რომელსა ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

ქრისტე რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა.

ქრისტე რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე.

დიდ არს ძალი ჯუარისა

ესრეთ ღმრთის-მშობლისა. ხმა გ. მსგავსი.

დიდ არს ძალი ჯუარისა.

დიდთა ქუელის-მოქმედებათა შენთა მცნობელნი უბიწოო, ძესა შენსა…

ისმინე ასულო და იხილე, და მოჰყავ ყური შენი.

დიდთა ქუელის-მოქმედებათა შენთა მცნობელნი უბიწოო, ძესა შენსა ვადიდებთ ანგელოზთა თანა, რომელმან ჯერ იჩინა შობა საშოჲთ შენით ხორცითა უმწუერვალესისათჳს სახიერებისა, და აღადგინა ნათესავი კაცთა.

შენ შესავედრებელად, და საღმრთოდ საფარველად უბიწოო, მოგუიგიე…

მოვიხსენო სახელი შენი, ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

შენ შესავედრებელად, და საღმრთოდ საფარველად უბიწოო, მოგუიგიე ყოველთა ცოდვილთა ცხოვრებასა ამას შინა ქალწულო, და ვევედრებით შენსა სახიერებასა, ნუ განგვეშორები ჩუენგან გევედრებით, არამედ შეგვიწყალენ, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

გიხაროდენსა შევსწირავთ შენდა ჯერისაებრ, მიწიერნი ესე მონანი…

პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.

გიხაროდენსა შევსწირავთ შენდა ჯერისაებრ, მიწიერნი ესე მონანი შენნი, ღმრთის-მშობელო დედაო მარადის ქალწულო, საღმრთოსა წესთმთავრისა გაბრიილის თანა. რამეთუ სიხარულისა შუამდგომელ და სოფლისა სიხარულ იქმენ შენ.

სტოვასა მას სოლომონისსა, ისხა სიმრავლე ერისა

დიდება, აწ და. ხმა 8.

სტოვასა მას სოლომონისსა, ისხა სიმრავლე ერისა.

ეძიე დიდს მწუხრსა ზედა სტიქარონის დიდებად

ეძიე დიდს მწუხრსა ზედა სტიქარონის დიდებად. ტროპარი ხმისა, და განტევებაჲ.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, დახსნდა ძალი სიკუდილისა…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა გ. და ანატოლისანი დ. და განრღვეულისა თჳთ-ხმოვანთა გ. განმაორებელი პირველისა მუხლისანი. დასდებელნი აღდგომისანი. ხმა გ.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, დახსნდა ძალი სიკუდილისა და ეშმაკისა საცთური განქარდა, ხოლო კაცთა ნათესავნი სარწმუნოებითა ხსნილნი გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.

განათლდა ყოველივე აღდგომითა შენითა უფალო და სამოთხე კუალად განეღო, ხოლო ყოველი დაბადებული შეგასხამს შენ და გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.

ვადიდებ მამისა და ძისა ძლიერებასა, და სულისა-წმიდისა უგალობ ხელმწიფებასა, დაუბადებელსა ღმრთაებასა, სამებასა ერთ-არსებასა, რომელი სუფევს უკუნითი-უკუნისამდე.

პატიოსანსა ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და აღდგომასა…

სხუანი დასდებელნი ანატოლისანი.

პატიოსანსა ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ წყლულებითა შენითა, ჩუენ ყოველნი განვიკურნენით.

უგალობთ მაცხოვარსა ქრისტე ქალწულისაგან ხორცთ-შესხმულსა, რამეთუ ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა, და მესამესა დღესა აღდგა, და მოგუანიჭა ჩუენ დიდი წყალობაჲ.

ჯოჯოხეთად რა შთახდა უფალი მას შინა მყოფთა ახარა და ჰრქუა, ნუ გეშინინ აწ რამეთუ მიძლევიეს სიკუდილსა, მე ვარ აღდგომა და მე აღმოგიყვანნე თქუენ, და დავხსნნე სიკუდილისა ბჭენი.

უღირსად მდგომარენი ყოვლად-უბიწოსა სახლსა შინა შენსა, აღუავლენთ მწუხრისა გალობასა, სიღრმით გულისათ მხმობელნი ქრისტე, ღმერთო, რომელმან განანათლე სოფელი სამისა დღისა აღდგომითა შენითა, განარინე ერი შენი ხელთაგან მტერთა შენთასა კაცთ-მოყუარე.

მკლავითა მტკიცითა შექმნენ კაცნი, ხოლო მოხუედ რა…

სხუანი დასდებელნი თჳთ ხმოვანნი განრღვეულისანი, ხმა ა.

მკლავითა მტკიცითა შექმნენ კაცნი, ხოლო მოხუედ რა ქუეყანად სახიერო, განრღვეული ცხოვართა საბანელსა სიტყჳთა შენითა აღადგინე, და სისხლმდინარე განკურნე, და ასული იგი ქანანელისა მწარისა სენისაგან განათავისუფლე, და ვედრება იგი ასისთავისა არა უგულებელს-ჰყავ, ამისთჳს გიღაღადებთ, ყოვლად-ძლიერო უფალო დიდება შენდა.

მკუდარი იყო დაუფლველი, უღონო განრღვეული სახიერ, და…

ბ-გზის.

მკუდარი იყო დაუფლველი, უღონო განრღვეული სახიერ, და გიხილა რა ღაღად-ჰყო: შემიწყალე მხსნელო, რამეთუ სამარე ჩემდა იქმნა ცხედარი, და რად სახმარ არს ჩემდა ცხოვრება ესე, და არცაღა პროვატიკისა საბანელი რას მარგებს მე, რამეთუ არავინ არს რომელმანცა შთამაგდო მე აღმღვრევასა წყლისასა, ამისთჳს შენდა მოვივლტი უფსკრულისა საკჳრუელებათასა, რათა მეცა ხმა-ვჰყო ყოველთა თანა, ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება შენდა.

აღვიდა იესო იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას, რომელსა…

დიდება ხმა ე.

აღვიდა იესო იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას, რომელსა ერქუა ებრაელებრ ბითეზდა, ხუთ სტოვასა რომელსა შინა ისხა სიმრავლე უძლურთა, რამეთუ წლითი-წლად, გარდამოვიდოდა ანგელოზი და აღამღვრევდა მას, და რომელნი სარწმუნოებით შთახდიან განკურნებდა, და იხილა უფალმან მრავალ ჟამისა უძლური და ჰრქუა მას: გნებავს შენ განკურნება? ხოლო უძლურმან მან რქუა მას: უფალო, კაცი არა მაქუს რათა რაჟამს აღიმღვრეს წყალი ესე, შთამაგდოს მე საბანელსა ამას შინა. მკურნალთა ზედა განვლიე ყოველივე ცხოვრება ჩემი, და მოწყალებისა, და ლხინებისა მიმთხუევად არა რას ვიქმენ, მას ჟამსა მყის რქუა მას მკურნალმან სულთა და ხორცთამან სიტკბოებით, ვითარმედ აღიღე ცხედარი შენი, და ვიდოდე, და ქადაგებდ ჩემსა ძლიერებასა, და განსთქვი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, აურაცხელი წყალობაჲ ჩემი, რათა ყოველნი მადიდებდენ მე.

ვინ არა განკჳრდეს, ღმრთივ-შუენიერისა შობისა შენისათჳს ყოვლად-ქებულო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა გ.

ვინ არა განკჳრდეს, ღმრთივ-შუენიერისა შობისა შენისათჳს ყოვლად-ქებულო, რამეთუ ზესთა ხრწნილებისა ყოვლად-უბიწოო, ჰშევ ძე უჟამო ხორცითა, წინა საუკუნეთა უდედოდ შობილი მამისაგან, რომელმან არა შეიწყნარა ყოვლადვე ქცეულება, გინა შერწყმა გინა განყოფაჲ, არამედ ორთავე ბუნებათა თჳთებანი უვნებელად დამარხნა, ამისთჳსცა დედაო და ქალწულო მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათჳს რომელნი მართლ-მადიდებლობით ღმრთის-მშობლად აღგიარებთ შენ.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ცხოვართა მათ საბანელსა იდვა განრღვეული იგი, და…

ლიტანიასა ზედა, დასდებელი ტაძრისა. დიდება. ხმა ე.

ცხოვართა მათ საბანელსა იდვა განრღვეული იგი, და გიხილა რა შენ უფალი ღაღად-ჰყო შენდამი: უფალო კაცი არა მივის რათა ოდეს წყალი ესე აღიმღვრეს შთამცამაგდოს მას შინა, ხოლო ოდეს მივიდოდი, სხუა უწინარეს ჩემსა მივიდის და მიიღის კურნებაჲ, და მე უძლური მდებარე ვარ, მეყუსეულად მოწყალე ექმენ უფალო და ეტყოდი მას: ვითარმედ შენთჳს კაც-ვიქმენ და ხორცნი შევისხენ, და შენ იტყვი ვითარმედ კაცი არა მივის, აღდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე, რამეთუ ყოველივე ჩემ მიერ შესაძლებელ არს, ყოველივე მმორჩილებს მე, ვითარცა კაცთ-მოყუარე ვარ.

ტაძარი ხარ, ბჭე და პალატი, და საყდარი…

აწ და, ღმრთის-მშობლისა. ხმა იგივე.

ტაძარი ხარ, ბჭე და პალატი, და საყდარი მეუფისა ქალწულო უბიწოო, რომელისა მიერ მხსნელი ჩუენი ქრისტე უფალი, ბნელსა შინა მსხდომარეთა გამოუჩნდა მზედ სიმართლისად, განათლებად რომელნი დაბადნა ხატად თჳსად ხელითა თჳსითა, ვინაჲცა ყოვლად-საგალობელო ვითარცა გაქუს მისა მიმართ კადნიერება დედობრივი, დაუცხრომელად მეოხ გვეყავ, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

ქრისტე რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა. ხმა გ.

ქრისტე რომელმან ვნებითა შენითა დააბნელე მზე, და ნათლითა აღდგომისა შენისათა განაბრწყინვე ყოველი სოფელი, შეიწირე ჩუენიცა ესე სამწუხრო გალობა, კაცთ-მოყუარე.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

ესრეთ შეკრბებიან ორნივე გუნდნი, და გალობენ დასდებელთა პასექისათა, ხმა ე. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ, გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით არქუთ მოწაფეთა მისთა, აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა, და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

სტოვასა მას სოლომონისსა, ისხა სიმრავლე ერისა უძლურთა…

დიდება. ხმა 8.

სტოვასა მას სოლომონისსა, ისხა სიმრავლე ერისა უძლურთა, და განზოგებასა დღესასწაულისასა ჰპოვა ქრისტემან განრღვეული მდებარე ოცდა-ათრვამეტისა წლისა, და საუფლოსა ხმითა რქუა ხელმწიფებით, გნებავს შენ განკურნება? ხოლო უძლურმან მიუგო, უფალო კაცი არა მაქუს მე, რათა რაჟამს წყალი ესე აღიმღვრეს შთამაგდოს მას შინა, ხოლო თავადმან უბრძანა, აღდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე, აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ამიერითგან ნურღარა სცოდავ. ჩუენიცა ესე უძლურება განკურნე ქრისტე სახიერ ოხითა უბიწოჲსა დედისა შენისათა, და მოგუეც ჩუენ დიდი წყალობაჲ.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და…

აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთ-არს შევიტკბოთ და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ჰყო…

და შემდგომი ვითარცა ზემო წერილ არს წარსრულსა კჳრიაკესა. განსატევებელი. ხმა გ.

იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა უფალმან, დათრგუნა სიკუდილითა სიკუდილი და პირმშო ექმნა შესვენებულთა, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიხსნა ჩუენ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

შენ შუამდგომელსა ცხოვრებისა ჩუენისასა გიგალობთ ღმრთის-მშობელო ქალწულო…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

შენ შუამდგომელსა ცხოვრებისა ჩუენისასა გიგალობთ ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ ხორცითა მით, რომელ შენგან მიიხვნა ძემან შენმან და ღმერთმან ჩუენმან, ჯუარითა ვნება თავს-იდუა, და მიხსნნა ჩუენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე არს.

უკუეთუ არა იყოს ღამისთევა

უკუეთუ არა იყოს ღამისთევა, კჳრიაკესა შუაღამესა ზედა ვგალობთ კანონსა სამებისასა რუა-ხმათაგან, ხმისა მესამისასა. და ღირს არსისა, და შემდგომთა ვითარცა არს ჩვეულებაჲ და განტევება.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, პირველი იგი შესვენებულთა, პირმშო…

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი აღდგომისა, ხმა გ. ბ-გზის. დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა. შემდგომად ა. სტიქოლოგიისა. წარდგომა, ხმა გ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, პირველი იგი შესვენებულთა, პირმშო დაბადებულთა, და შემოქმედი ყოველთა შექმნულთა, განხრწნილი იგი ბუნება ნათესავისა ჩუენისა მისთანა განაახლა, არღარა სუფევ სიკუდილო, რამეთუ ყოველთა მეუფემან დახსნა სიმტკიცე შენი.

ხორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქრისტე, და სიმტკიცე…

აღდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.

ხორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქრისტე, და სიმტკიცე სიკუდილისა განკუეთე აღდგომითა შენითა, და კაცი მას ზედა განაძლიერე, და პირველისა წყევისა ძლეულება განაქარუე, სასოო ჩუენო უფალო დიდება შენდა.

შუენიერებასა ქალწულებისა შენისასა და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

შუენიერებასა ქალწულებისა შენისასა და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა, გაბრიილ განკჳრდა და გიღაღადებდა შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი შესხმა მოგართვა შენ ღირსი, ანუ რა სახელ გდვა შენ, უღონო ვარ და განვკრთები, ამისთჳს ვითარცა მებრძანა გიღაღადებ, გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა.

შუენიერებასა ქალწულებისა

შემდგომად ბ. სტიქოლოგიისა, წარდგომა. ხმა გ. მსგავსი.

შუენიერებასა ქალწულებისა.

ყოველივე კაცობრივი მიიღე, ყოველივე კეთილად შენ განითჳსე, ჯუარსა ზედა რა დაემსჭუალე, შემოქმედო ჩემო, და სიკუდილი ნებსით მიითვალე ვითარცა კაცმან, რათა იხსნნე კაცნი სიკუდილისაგან ვითარცა ღმერთმან, ამისთჳსცა ცხოვრების-მომცემელო გიღაღადებთ შენ, დიდება სახიერებასა შენსა ქრისტე.

მიუწდომელი ჯუარცმა შენი, და გამოუთქმელი აღდგომა შენი…

აღგიარო შენ უფალო ყოველითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელება შენი.

მიუწდომელი ჯუარცმა შენი, და გამოუთქმელი აღდგომა შენი, ღმრთის-მეტყველეს ქადაგთა შენთა ქრისტე, რამეთუ სიკუდილი დაითმინე და ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, ხოლო კაცთა ნათესავსა უხრწნელება შემოსე, ამისთჳსცა მადლობით გიღაღადებთ: დიდება აღდგომასა შენსა ქრისტე.

ზეცისანი ძრწოლით განკჳრდეს და ქუეყანისანი სიხარულით იხარებდეს…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ზეცისანი ძრწოლით განკჳრდეს და ქუეყანისანი სიხარულით იხარებდეს, რაჟამს ხმა იგი უხრწნელი მოიწია შენ ზედა ღმრთის-მშობელო, რამეთუ ერთი კრება გამოუბრწყინდა ორთავე, რათა პირველ-ქმნილი ხრწნილებისაგან განთავისუფლდეს, ამისთჳს ანგელოზისა თანა გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლად-წმიდაო დედაო და ქალწულო.

გუნდნი ანგელოზთანი

შემდგომად ნეტარარიანისა.

გუნდნი ანგელოზთანი.

განაკრთობდა ხილვითა და შეაცურევდა სიტყჳთა ელვარე იგი…

ესრეთ იპაკო. ხმა გ.

განაკრთობდა ხილვითა და შეაცურევდა სიტყჳთა ელვარე იგი ანგელოზი, რომელი მენელსაცხებლეთა ეტყოდა, საფლავსა შინა რად ეძიებთ ცხოველსა მას ხრწნილებისა შემცვალებელსა, და ღმრთაებით უცუალებელსა უწყოდეთ, რამეთუ აღდგა და დააცალიერნა საფლავნი, არქუთ ღმერთსა, ვითარ საშინელ არიან საქმენი შენნი, რომელთა მიერ აცხოვნენ ნათესავნი კაცთა.

შენ ქრისტე იხსენ ბაბილონით ტყუე იგი სიონისა…

აღსავალი ა. ხმა გ. ანტიფონი ა.

შენ ქრისტე იხსენ ბაბილონით ტყუე იგი სიონისა და მეცა ვნებათა ჩემთაგან ცხოვრებად მიმზიდე მხსნელო.

რომელთა სთესონ მოღუაწება ცრემლითა საღმრთოთა მოიმკონ, მათ საუკუნოსა მის ცხოვრებისა სიხარული ნაყოფად.

ყოველი ნიჭი კეთილთა ვითარცა მამისა, და ძისა…

დიდება,

ყოველი ნიჭი კეთილთა ვითარცა მამისა, და ძისა თანა ბრწყინავს წმიდისა სულისა, რომელითა ყოველი იძვრისი ცხოვნდების.

არათუ უფალმან აღაშენოს სახლი სათნოებათა ცუდ არს…

აწ და. იგივე, ანტიფონი ბ.

არათუ უფალმან აღაშენოს სახლი სათნოებათა ცუდ არს შრომა ჩუენი, ხოლო თუ იგი სცვიდეს სულსა ჩუენსა, ვერვინ წარტყუევნოს ქალაქი ჩუენი.

ნაყოფისაგან მუცლისა სულითა შვილქმნილნი, ქრისტეს თანა ვითარცა რა მამისა, სასძლოსა მას ზეცათასა წმიდანი მარადის იყოფებიან.

სულისა-წმიდისა მიერ იხილვების ყოველი სიწმიდე, და სიბრძნე…

დიდება.

სულისა-წმიდისა მიერ იხილვების ყოველი სიწმიდე, და სიბრძნე, რამეთუ არს იქმს ყოველთა დაბადებულთა, ამისთჳს, ვმონებთ, რამეთუ ღმერთი-არს ვითარცა მამა და ძე.

რომელთა ეშინის უფლისა, სანატრელნი ალაგთა მათ ვლენან…

აწ და. იგივე, ანტიფონი გ.

რომელთა ეშინის უფლისა, სანატრელნი ალაგთა მათ ვლენან მცნებათასა, და სჭამენ ცხოველთა მათ საშუებელთა, და უოხჭნოთა კეთილთა სამარადისოდ.

გარემოს ტაბლისა შენისა რა ხედვიდე შვილთა შენთა შემკულთა რტოებითა კეთილთა საქმეთათა მწყემსთ-მთავარო, იხარებდ და იშუებდ და მადლობდ ღმერთსა.

წმიდისა სულისა ყოველი სიმდიდრე დიდებისა, რომელისა მიერ…

დიდება.

წმიდისა სულისა ყოველი სიმდიდრე დიდებისა, რომელისა მიერ მიეცემის მადლი, და ცხოვრება ყოველთა არსთა, და მამით და ძითურთ იდიდების.

თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს და…

აწ და. იგივე, წარდგომა ხმა გ.

თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს და რამეთუ წარჰმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას.

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი…

მუხლი

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

სახარება გ. საცისკრო, აღდგომისა, ლუკასი დ. დასაწყისი რიბ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

აღდგომისა დღე არს

გ-გზის შემდგომად ნ. ფსალმუნებისა, ჩვეულებისაებრ. ესრეთ კანონი პასექისა, ძლისპირითა, და ეგრეთუე მათის ღმრთის-მშობლის მუხლებითა მუხლი 8. და განრღვეულისა მუხლი ვ. კატავასია.

აღდგომისა დღე არს.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

გალობა ა. ძლისპირი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა, განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყუაჲ ცხადად ვისმინოთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმენინ დღეს, და ქუეყანა იშუებდინ, დღესასწაულობდ ყოველი სოფელი, ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ ესრეთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა ქრისტეს საფლავით აღმობრყინვებულისათა დღეს ქალწულო უბიწოო, რომელმან ნათელ-ჰყო.

აღდგომილისა მხილუელი ძისა და ღვთისა შენისა იხარებდ მოციქულთა თანა ღმრთივ-მიმადლებულო და გიხაროდენი ვითარცა სიხარულისა მიზეზმან შეიწყნარე, ღმრთისა დედაო უბიწოო.

რომელმან წამის-ყოფით შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა, მან…

განრღვეულისა ძლისპირი

რომელმან წამის-ყოფით შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა, მან განუპო მეწამული ზღუა ერსა ისრაელისასა, ესე არს ღმერთი ჩუენი დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

სასწაულთა მოქმედო ძლიერებითა და ნიშთა აღმასრულებელო უფალო, ჯუარცმა ნებსით ჩუენთჳს თავს-იდევ და სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე, და ჩუენ ყოველნი გვაცხოვნენ, შენ მხოლოსა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.

აღდგომასა ქრისტესსა დღეს მორწმუნენო განვეწყვნეთ გალობად სიხარულით რამეთუ ჯოჯოხეთი მწარეჲ წარმოტყუენა მეუფემან და რომელნიცა იყუნეს მას პყრობილნი განათავისუფლნა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

რომელმან ხელმწიფებით განრღვეულსა მას უბრძანე აღება ცხედრისა და სვლა და მრავალთა წელთა უძლურება მყის განკურნე, ულხინე სულისაცა ჩემისა სენთა მწარეთა, და ღირს-მყავ სვლად გზათა მათ სინანულისათა სახიერ.

საბანელსა მას პირველ გარდამოხდის რა ანგელოზი ერთი ვინმე განიკურნის, ხოლო ემბაზსა მას ნათლის-ღებისასა ქრისტე აურაცხელთა განკურნებს, და წმიდა-ყოფს დღითი-დღე, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

ანგელოზთა მთავარო, ზეცისა ძალთა წინამძღუარო დიდებულო მიქაელ…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა.

ანგელოზთა მთავარო, ზეცისა ძალთა წინამძღუარო დიდებულო მიქაელ, შემოკრებულნი ტაძარსა შენსა წმიდასა დაიცუენ, რათა მარადის უღაღადებდენ ქრისტესა: შენ მხოლოსა გიგალობთ რომელიცა დიდებულ ხარ.

სამებასა წმიდასა სამგუამოვანსა ერთითა ბუნებითა დიდებულსა, მამასა…

დიდება, სამებისა.

სამებასა წმიდასა სამგუამოვანსა ერთითა ბუნებითა დიდებულსა, მამასა, ძესა და ყოვლად-წმიდასა სულსა, თაყუანის-ვსცემთ და ანგელოზთა თანა უღაღადებთ: შენ მხოლოსა გიგალობთ რომელიცა დიდებულ ხარ.

ქალწულო დიდებულო, ქრისტეს დედაო, ქალაქი ესე მადიდებელი…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ქალწულო დიდებულო, ქრისტეს დედაო, ქალაქი ესე მადიდებელი შენი იხსენ, ყოველთა განსაცდელთა მტერისათა, ბარბაროზთა ცეცხლისა, და მახვილისა, რათა მარადის გადიდებდეს ყოვლად-დიდებულო.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

კატავასია

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

გალობა გ. ძლისპირი

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა, და ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს, აღდგომასა ქრისტესსა, რომელითა განვსძლიერდით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა-აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა, კუალად ვეგები სახიერებითა, შენგან…

კანონი ღმრთის-მშობლისა

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა, კუალად ვეგები სახიერებითა, შენგან შობილისათა სძალო, და ნათლითა კიდეთა ნათელ-მყოფელისათა.

ღმერთი, რომელი ჰშევ ხორცითა მკუდრეთით, ვითარცა სთქუა, აღდგომილისა მხილუელი უბიწოო იხარებდ და ვითარცა ღმერთსა ამას, უხრწნელო ადიდებდი.

ეჰა ბერწო სულო ჩემო და ნაყოფთაგან ცუდო…

განრღვეულისა. ძლისპირი

ეჰა ბერწო სულო ჩემო და ნაყოფთაგან ცუდო, აღყვავენ ღმრთისა მიერ, და ნაყოფიერი ესრეთ ჰღაღადებდ, არავინ არს წმიდა, არავინ არს მართალ, შენებრ უფალო.

გიხილა რა მზემან ქრისტე, ძელსა ამაღლებული, ნათელი დაფარა და ქუეყანა ძრწოდა, ძრვითა დიდითა, მკუდარნი აღდგებოდეს, რაჟამს მკუდარ-იქმენ შენ, ყოვლად-ძლიერო.

რაჟამს საფლავსა დაგდუეს შენ და სულითა შთახედ შენ, სიღრმედ ჯოჯოხეთისად, სულნი შეწყვდეულნი ქუესკნელსა ბნელსა მყის აღმოიყუანენ ქრისტე, მეუფეო და გადიდებდეს.

ვითარცა იგი განკურნე განრღვეული სახიერ, ეგრეთუე სული ჩემი დახსნილი მრავლითა ცოდვითა მწარედ, წყალობით განკურნე, და ღირს-მყავ გზათა მათ, შენთა სვლად ქრისტე.

ძალთა თანა ზეცისათა, მეოხ გვეყავ მარადის, წინაშე…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა.

ძალთა თანა ზეცისათა, მეოხ გვეყავ მარადის, წინაშე მეუფისა მთავარ-ანგელოზო, ყოვლად-ქებულო, რათა მოტევება ცოდუათა მოგუმადლოს კაცთ-მოყუარემან.

დიდება მამასა, ძითურთ, და სულსა სახიერსა ერთ-ღმრთაებასა…

დიდება, სამებისა.

დიდება მამასა, ძითურთ, და სულსა სახიერსა ერთ-ღმრთაებასა სრულსა, ერთსა ბუნებასა, განუყოფელსა, რომელსა მონებენ წესნი ზეცათანი, შიშით და ძრწოლით.

მუცლად-იღე შენ უთესლოდ და განუხრწნელად გვიშევ, უაღრეს…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

მუცლად-იღე შენ უთესლოდ და განუხრწნელად გვიშევ, უაღრეს ბუნებათა, ქალწულო მარიამ, დამბადებელი, ამისთჳს ერთობით, ანგელოზთა, თანა გაქებთ ყოველნი.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

კატავასია

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ…

კონდაკი

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე, და აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე, ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა…

იკოსი.

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს, ვითარცა დღისი მენელსაცხებლენი დედანი და ურთიერთ-არს ეტყოდეს: მოვედით ჵ, მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ხორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა, გუამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოთ ვითარცა მოგუნი და თაყუანის-ვსცეთ და მიუძღუანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღუენი არა სახუევლითა, არამედ სუდარითა, წარგრაგნილსა და ტირილით ღაღად-ვჰყოთ: აღდეგ, ჵ მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

სიტყუამან შენმან უფალო, აღადგინა განრღვეული იგი, რამეთუ…

წარდგომა. ხმა გ.

სიტყუამან შენმან უფალო, აღადგინა განრღვეული იგი, რამეთუ ყოველისა სოფლისა ცხოვრება შენ ხარ, რომელი ჩუენთჳს ქუეყანასა ზედა გამოჩინებულ იქმენ, სახიერებით, ხოლო იხილეს რა მწიგნობართა განრღვეული იგი, რომელსა ეტვირთა ცხედარი თჳსი, შურითა შეპყრობილნი აღიძრნეს მოკვლად შენდა ბოროტნი იგი, რომელნი სულითა განრღვეულ იყუნეს და დაბრმობილ ყოველითურთ.

შუენიერებასა ქალწულებისა შენისასა, და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

შუენიერებასა ქალწულებისა შენისასა, და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა, გაბრიილ განკჳრდა და გიღაღადებდა შენ ღმრთის-მშობელო, რომელი შესხმა მოგართვა შენ ღირსი, ანუ რა სახელ გდვა შენ, უღონო ვარ და განვკრთები, ამისთჳს ვითარცა მებრძანა გიღაღადებ, გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

გალობა დ. ძლისპირი

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან პასექსა ჩუენთჳს, და ვითარცა ჭეშმარიტსა უფალსა სრულ სახელ-ედვა.

ვითარცა ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა, პასექად წმიდა-მყოფელად, და კუალად შუენიერად საფლავით, სიმართლისა იგი მზე აღმოგვიბრწყინდა ჩუენ.

წე̅ აჩრდილებრივისა, კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, ხედვითა, საღმრთოდ ვიშუებთ რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის…

კანონი ღმრთის-მშობლისა

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის აღეგო უბიწოო, და მის ძლითი სიკუდილი, სიკუდილითა თჳსითა დღეს დაიხსნა, და განაბრწყინვნა ყოველნი, საღმრთოთა მით ბრწყინუალებითა აღდგომისათა.

ქრისტესა, რომელი ჰშევ საფლავით შუენიერად აღმობრწყინვებულისა მხილუელი, ყოველთათჳს იხარებდ უბიწოო და უხრწნელო, უმეტეს უშუენიერესო, დედათა შორის, ადიდებდ მოციქულთა თანა დღეს.

მოსლჳსა შენისა საიდუმლო მესმა დიდებული, შემეშინა, და…

განრღვეულისა. ძლისპირი

მოსლჳსა შენისა საიდუმლო მესმა დიდებული, შემეშინა, და დამიკვირდა, და სიხარულით ვღაღადებ: ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე.

ერმან უსჯულომან, ჰურიათამან ჯუარს გაცუეს ქრისტე, არამედ შენ სასჯელი იგი სიკუდილისა განაქარუე და ადამ ჯოჯოხეთით აღმოიყუანე.

მენელსაცხებლენო, რად ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღდგა მკუდრეთით მხსნელი ყოველთა, ელვარე იგი ანგელოზი, დედათა მათ სიხარულით ეტყოდა.

მონისა ხატითა ხვიდოდი რა ქუეყანასა ზედა ქრისტე, ჰპოვე მრავალთა ჟამთა, განრღვეული იგი კაცი, და მეყუსეულად განკურნე, ჵ, სახიერო.

ანგელოზი ღმრთისა, წლითი-წლად გარდამოხდის, და წყალი საბანელისა აღამღვრივის, და ერთი ხოლო განკურნის, ხოლო ქრისტეს მადლი ურიცხუთა კურნებს.

ზეცისა მთავარო უხორცოთა წმიდათა ძალთაო, მადლი შენი…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა.

ზეცისა მთავარო უხორცოთა წმიდათა ძალთაო, მადლი შენი მოგუფინე ჩუენდა, და ლოცვანი ჩუენნი შეწირენ უფლისა, და მითხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

მამასა და ძესა, და სულსა-წმიდასა ვადიდებდეთ, სამებასა…

დიდება, სამებისა.

მამასა და ძესა, და სულსა-წმიდასა ვადიდებდეთ, სამებასა სამგუამოვანსა, ერთ-ღმრთაებით უგალობდეთ, და სიხარულით ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე.

ვითარ ჰშევ ქალწულო ყრმა ადამის უპირატესი, ვითარ…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ვითარ ჰშევ ქალწულო ყრმა ადამის უპირატესი, ვითარ იტვირთე შენ წიაღთა, მჯდომარე ქერუბიმთა ზედა, ვითარ იგი თჳთ უწყის დამბადებელმან.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

კატავასია

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

გალობა ე. ძლისპირი.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

უზომო იგი მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა, რაჟამს იხილეს ნათლად ისწრაფეს ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყუელვიდეს პასქად საუკუნოდ.

ლამპარ-შემოსით მივეგებნეთ უფალსა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.

განათლდების საღმრთოსა შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

განათლდების საღმრთოსა შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა აღდგომისათა სძალო და მხიარულებითა მორწმუნენი აღივსებიან.

არა განახუენ ბჭენი ქალწულებისანი განხორციელებასა, და ეგრეთუე საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ, ვინაცა აღდეგ რა მხილუელი იხარებდა.

ქუეყანასა ზედა, უხილავო იხილვე შენ, და კაცთა…

განრღვეულისა. ძლისპირი

ქუეყანასა ზედა, უხილავო იხილვე შენ, და კაცთა შორის იქცეოდი ნებსით თჳსით მხსნელო, შენდა მომართ მოვივლტით, და შენ გიღაღადებთ კაცთ-მოყუარე.

რაჟამს იგი ამაღლდი ჯუარსა მაცხოვარ, თანა აღამაღლე ბუნება ჩუენი დაცემული. საფლავსა რა დაიდევ, დასაბამითგანნი მკუდარნი აღადგინენ.

ქრისტე ღმერთი, აღდგა ვითარცა იტყოდა, და საუნჯენი ჯოჯოხეთისანი წარმოტყუენა, ეჩუენა მოციქულთა და სიხარული მიანიჭა მათ.

შემოსილი ნათლითა ანგელოზი ეტყოდა დედათა მათ: ნუ სტირთ, უფალი მკუდრეთით აღდგომილ არს და მკუდარნი საფლავთაგან ძლიერებითა აღუდგინებიან.

ვითარ იგი განრღვეული ბრძანებით აღადგინე, ეგრეთუე დაღონებული სული ესე ჩემი აღადგინე სახიერ, და წარმიმართე სვლად გზათა შენთა.

მხედრობათა ზეცისათა მთავარო მიქაელ, შემოკრებულნი ესე ტაძარსა…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა.

მხედრობათა ზეცისათა მთავარო მიქაელ, შემოკრებულნი ესე ტაძარსა შენსა წმიდასა დიდებად მეუფისა დაიცუენ, ყოველთა განსაცდელთაგან.

ბუნებითა სწორი, ღმრთაებით განუყოფელი, განიყოფის გუამითა მამა…

დიდება, სამებისა.

ბუნებითა სწორი, ღმრთაებით განუყოფელი, განიყოფის გუამითა მამა, ძე, და სული-წმიდა, ერთი ნება, ერთი ძალი, ერთი უფლება, ერთი მეუფება.

მუცლად-ღება უთესლო, და შობა განუხრწნელი, შენ შორის…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

მუცლად-ღება უთესლო, და შობა განუხრწნელი, შენ შორის აღესრულა მიმადლებულო ქალწულო, ამისთჳსცა გადიდებთ, დედაო ყოველთა მეუფისაო.

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

კატავასია

აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

გალობა ვ. ძლისპირი.

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამ-დღე მკუდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხუენ ბჭენი სამოთხისანი.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი მსხუერპლი, ვითარცა ქრისტემან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ, ყოველით ნათესავითურთ, რაჟამს აღდეგ საფლავით.

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა, და სამარადისოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა, და სამარადისოსა შუებისა, რომელი დაყენებულ იქმნა პირველ სიკუდილისაგან, კაც იქმნა რამეთუ შენ შორის, ქრისტე ყოვლად-უხრწნელო.

შთავიდა ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, რომელიცა შენ შორის შევიდა, და დაემკჳდრა ყოვლად-უხრწნელო კაც-ქმნილი ნებსით, და აღადგინა ადამ აღდგომილმან საფლავით.

დამკჳდრება იონასი სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა…

განრღვეულისა. ძლისპირი

დამკჳდრება იონასი სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა ჩუენისა, მოისწავებოდა ჯოჯოხეთს შინა, რომელისაგან მიხსენ ჩუენ მრავალ-მოწყალე.

ნებსით ჯუარსა დაემსჭუალე და ვითარცა მკუდარი საფლავსა დაიდევ უფალო, და შეყენებულნი ჯოჯოხეთს შინა, ხელმწიფებითა საღმრთოთა გამოიხსნენ.

ჯოჯოხეთი შეგემთხვია ქუესკნელსა და განმწარდა, რაჟამს შეყენებულნი იგი, მას შინა პყრობილნი გამოიყუანენ, და აქებდეს აღდგომასა შენსა ქრისტე.

ღირსთა მოწაფეთა შენთა გიხილეს რა ქრისტე, ღმერთო, საფლავით აღდგომილი, ფრიად სურვიელად, თაყუანის-გცეს შენ, და აქებდეს ძლიერებასა შენსა.

ცხედარსა ზედა მდებარე, ოცდა-ათრვამეტ წელ, განრღვეული იგი განწირული, მყის განკურნებული ხლდომით ვიდოდა, ბრძანებითა შენითა დამბადებელო.

ყოვლად-ქებულო მთავარო, ზეცისა ძალთაო მიქაელ, ნათლით შემოსილო…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა

ყოვლად-ქებულო მთავარო, ზეცისა ძალთაო მიქაელ, ნათლით შემოსილო, ოხითა შენითა წარგვიმართე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, ცხოვრებად საუკუნოდ.

სამებასა ხატოვნებითა და ერთსა არსებითა, მამასა ძით…

დიდება, სამებისა.

სამებასა ხატოვნებითა და ერთსა არსებითა, მამასა ძით, და სულით-წმიდითურთ, ზეცისა წესთა თანა ღმრთივ-ბრწყინუალეთა ძრწოლით უგალობდეთ.

რომელსა წამის-ყოფით, ყოველნი უპყრიან, იგი წიაღთა შენთა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

რომელსა წამის-ყოფით, ყოველნი უპყრიან, იგი წიაღთა შენთა იტვირთე ქალწულო განკაცებული, ცხოვრებისათჳს ჩუენ განწირულთასა.

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

კატავასია

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამ-დღე მკუდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

ქალწული დღეს

კონდაკი. ხმა გ. მსგავსი.

ქალწული დღეს.

სული ჩემი მეუფეო, ყოველთა ცოდუათა მიერ, და უჯეროთა ვნებათაგან განრღვეული აღადგინე საღმრთოთა შუამდგომელობითა შენითა, ვითარცა ოდესმე განრღვეული იგი, რათა მეცა ღაღად-ვჰყო ცხოვნებულმან, ქრისტე მრავალ-მოწყალე, დიდება სიმტკიცესა შენსა.

მამისა თანა დაუსაბამო, ქრისტე ღმერთო, რომელი იპყრობ…

იკოსი.

მამისა თანა დაუსაბამო, ქრისტე ღმერთო, რომელი იპყრობ ხელითა, ყოველთა ცისკიდეთა და სულისა თანა მეუფებ, ხორცნი შეისხენ და სენნი ჩუენნი განკურნენ, და ვნებანი განწმიდენ, მწუხარებანი, განდევნენ და განრღვეულნი აღადგინენ, ბრძანებითა შენითა საღმრთოთა და მეყუსეულად მავალ-ჰყავ, და რომელსა იგი, ეტვირთა ცხედარი მხართა ზედა აღება უბრძანე, ამისთჳსცა ყოველნი, მისთანა გალობით გიღაღადებთ, ქრისტე მრავალ-მოწყალე დიდება სიმტკიცესა შენსა.

დღესა ამას მეოთხესა კჳრიაკესა შემდგომად პასექისა, ხსენებასა…

სვინაქსარი

დღესა ამას მეოთხესა კჳრიაკესა შემდგომად პასექისა, ხსენებასა ვყოფთ განრღვეულისასა, და ვდღესასწაულობთ სასწაულსა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსა. ხოლო განეწესა უკუე ესე აქა, რამეთუ ოდეს ებრაელთა ერგასისა დღეთა შინა. ეგრეთუე აქა ქრისტემან ჰყო ესრეთ, აღვიდა რა იერუსალიმად დღესასწაულსა, მუნ იყო ხუთ-სტოა, რომელი აღაშენა სოლომონ რომელსა ეწოდა ცხოვართა საბანელი. რამეთუ რომელი საცხოვარი შესაწირავად მოიყუანებოდა პირველად განბანდენ მას შინა და მერმე შესწირვიდენ მას. გინა ამისთჳს ვინაჲთგან ერთგზის წელიწადსა შინა ანგელოზი გარდამოვიდოდა და აღამღვრევდა წყალსა მას, და რომელიცა პირველად შთავარდის აღმღვრევასა მას წყლისასა განიკურნის. და იყო მუნ კაცი ერთი მდებარე, რომელსა ოცდა-ათვრამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა და ვერ ჰპოვა კაცი ჟამსა მას, რათა შთამცა-ეგდო წყალსა მას შინა და განეკურნა. რომელისა მიერ გვეუწყების ვ̅დ კეთილის-მოლოდებისათჳს რაოდენი მოთმინება ჰყო. და ეგრეთ ყოველთა ცოდუათა განწმედელსა ნათლისღებასა მიემთხვივა და განიზრახა ღმერთმან ძუელისა მის წყლისა სასწაულისა ქმნა რათა მსგავს იქმნეს მიმღებელთათჳს. ხოლო განრღვეულსა მას ეწოდა იაიროს, რომელისა მიერ მივიდა იესო და კითხვიდა, და მან მიუგო, რომელსა არა ჰყვანდა კაცი, რათა შთამცაეგდო მას შინა. ხოლო ყოველთა მათ მხედველმან ქრისტემან ღმერთმან უწყოდა რა იგი ვნებოდა მრავალჟამ სნეულებითა მას, და ჰრქუა აღიღე ცხედარი შენი და წარუედ და მეყსეულად განიკურნა იგი და აღიღო ცხედარი მხართა ზედა, რათა არა საოცრად საგონებელ იქმნეს და წარვიდა სახიდ თჳსად. ხოლო ჰურიათა მიერ დაყენებულ იყო სვლა შაბათსა შინა, და განკურნებულმან ჰყო ესრეთ, ვითარცა უბრძანა მას აღება ცხედრისა და წარსვლა, და არა უწყოდა მან თუ ვინმე არს იგი, ხოლო შეკრებულ იყუნეს მუნ ჰურიანი, და შემდგომად მისა იხილა იესო ტაძარსა შინა, და ჰრქუა აჰა ცოცხალიქმენ და ნურღარა სცოდავ რათა არა უძჳრეს შეგემთხვიოს შენ, და მან მიუგო რომელნიმე სიტყუანი არა ჭეშმარიტნი ქრისტესა, ვითარმედ უკანასკნელ მის მიერ იქმნა ყურიმლის-ცემა იესოსი, რაჟამს წარიდგინა წინაშე კაიაფა მღუდელთ-მთავრისა და დაიმკჳდრა უმწარესი განრღვეულებისა თჳსისა საუკუნო ცეცხლი, არა თუ ოცდა-ათვრამეტ წელ, არამედ სამარადისო იგი სატანჯუელი. ხოლო უფროჲსად უჩუენა მას ქრისტემან ცოდვისა მიერ განრღვეულება და შეკრვა უძლურებითა. არამედ არა მხოლო თუ ყოველი სენი ცოდვისა მიერ იქმნების, არამედ შუებისაგანცა და ნაყროვანებისა და სხუათა მრავალთაგან. უწყოდა რა უკუე განრღვეულმან რამეთუ იყო განმკურნებელი მისი იესო ეტყოდა და აუწყებდა ურიათა მისთჳს და აღძრავდა მათ რისხუად და გულის-წყრომად მოკვლად ქრისტესა, რამეთუ შაბათსა დახსნის და ეტყოდა მათ მრავალსა და ტყუვილად შეასმენდა, და ვითარცა ჭეშმარიტად დაარწმუნებდა მათ იგი, და შაბათსა შინა კეთილისმოქმედებასა მისსა, რამეთუ თჳთ იგი იყო, რომელმან ამცნო დამარხვა შაბათისა თანასწორმან მამისამან, ვითარცა მაშინ იგი კუალად ეგრეთუე ესე უწყოდეთ უკუე ვითარმედ სხუა არს განრღვეული ესე და სხუა განრღვეული იგი მატათა, რომელსა ყვანდა კაცი და მსახურებდა მას. ხოლო ვდღესასწაულობთ ამას ერგასისა დღეთა შინა სამარიტელისასა და ბრმისასა. ხოლო თომას და მენელსაცხებლეთა მათ სარწმუნოებად ქრისტეს აღდგომისათჳს, და სხუათაცა ვდღესასწაულობთ ვიდრე ამაღლებადმდე. ვინაჲთგან ერგასთა შინა ებრაელთა სხუა და სხუა რიგად ჰყუეს ვითარცა შემოკლებით იტყვის იოანე ამისთჳს. გამოუთქმელითა მოწყალებითა შენითა ღმერთო ჩუენო შეგვიწყალენ ჩუენ ამინ.

რომელმან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

გალობა ზ. ძლისპირი.

რომელმან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო, ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს უფალსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს აღდგომილსა და ცხოველსა თაყუანის-გცეს, და პასქა ესე საიდუმლოსა მოწაფეთა ახარეს.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ, მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა.

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა, და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა, ესე ღამე და ყოვლად-ნათლით შემოსილ დღე აღდგომისა წინა მახარებელი, ვინა საფლავისაგან, ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა.

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო…

კანონი ღმრთის-მშობლისა

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო, და მიანიჭა ყოველთა მოკუდავთა ღირსო, მხოლომან კურთხეულმან ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

ყოველთა დაბადებულთა შემოქმედმან, დაიმკჳდრა შენ შორის, კაც-ქმნილმან ნებსით, და ჯუარი დაითმინა, და სიკუდილი, და აღდგა ღმრთივ-შუენიერად და თანა აღმადგინნა ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

ვითარცა სამთა ყრმათა, პირველად განუქარვე, ალი იგი…

განრღვეულისა. ძლისპირი

ვითარცა სამთა ყრმათა, პირველად განუქარვე, ალი იგი სახმილისა მის, ჩუენცა განგუანათლენ ღმრთაებისა ნათლითა, და ღირს-მყუენ ღაღადებად, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

მზემან რა გიხილა შენ, ჯუარსა ზედა სახიერ, შეძრწუნდა, და ბნელი შეიმოსა, და დაბნელებულნი მკუდარნი ქუესკნელს განათლდეს, და ესრეთ ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აღდეგ ყოვლად-ძლიერო, დღესა მესამესა, და ჯოჯოხეთი წარმოსტყუნე შენ და ჩუენ განგუანათლენ დაბნელებულნი ესე, და ღირს-მყუენ ღაღადებად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

ანგელოზი ბრწყინუალე ლოდსა ზედა მჯდომარე ეტყოდა მენელსაცხებლეთა ცხოველსა მას მკუდართა თანა, რასა ეძიებთ, არამედ ღაღადებდით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

ხელმწიფებით უფალო უბრძანე რა განრღვეულსა, აღდეგ აღიღე ცხედარი და წარუედ, მყის განიკურნა და აღდგა განათლებული და ესრეთ ღაღადებდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

მიქაელ მდგომარეო წინაშე საყდარსა მას საშინელსა მეუფისასა…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა.

მიქაელ მდგომარეო წინაშე საყდარსა მას საშინელსა მეუფისასა, მვედრებელთა შენთათჳს მეოხ გვეყავ მარადის, და ღირს-მყუენ ღაღადებად, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

სამებაო წმიდაო, ჰყავ ჩუენთანა წყალობა, რომელნი მარადის…

დიდება, სამებისა.

სამებაო წმიდაო, ჰყავ ჩუენთანა წყალობა, რომელნი მარადის გიგალობთ, მართლ-მადიდებლობით და გმონებთ და გევედრებით სახიერ, და ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილი ძე და სიტყუა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილი ძე და სიტყუა დაუსაბამო, საშოსა იტვირთე, განხორციელებული უაღრეს ბუნებათა, ქალწულო მარიამ, კურთხეულ ხარ შენ შორის დედათა.

რომელმან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

კატავასია

რომელმან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო, ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გალობა 8. ძლისპირი

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთ შაბათი და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა, აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ აჰა მოვიდეს შენდა, ვითარცა მნათობნი, დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით, შვილნი შენნი კურთხევად უფალსა საუკუნოდ.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო…

სამებისა

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო, და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათელღებულ ვართ, და შენ გაკურთხევთ მარადის.

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო…

კანონი ღმრთის-მშობლისა

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო ქალწულო, და განხეთქა მუცელი ჯოჯოხეთისა, და აღდგომა მოგუანიჭა მოკუდავთა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

ყოველითურთ დაამხუა სიმტკიცე სიკუდილისა, ძემან შენმან ქალწულო აღდგომითა თჳსითა, და ვითარცა ღმერთმან ძლიერმან თანა აღმადგინნა ჩუენ და განმამღურთნა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

ცეცხლი იგი შემწუელი, უსხეულომან შეაცურია და ღმერთი-შემოსილნი…

განრღვეულისა. ძლისპირი

ცეცხლი იგი შემწუელი, უსხეულომან შეაცურია და ღმერთი-შემოსილნი ყრმანი ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

კრეტსაბმელი განიპო ტაძრისა მის ჯუარცმასა შენსა, ქუეყანა ძრწოდა, მკუდარნი აღდგებოდეს, და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

სადა არს აწ სიკუდილო საწერტელი შენი, ანუ სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი, აჰა შემუსრა ჯუარცმულმან მან, იესო ქრისტემან, რომელსა ვაკურთხევთ ჩუენ მორწმუნენი, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

სპეტაკითა მოსილი, ანგელოზი ეტყოდა დედათა მათ, ქრისტე აღდგა, გიხაროდენ, და იტყოდეთ: აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

შემიწყალე უფალო, იტყოდა განრღვეული იგი, განმკურნე სახიერ რათა ვღაღადებდე, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

უხორცოთა მთავარო ევედრე ჩუენთჳს მეუფესა, რათა შეგვიწყალნეს…

მთავარ-ანგელოზისა.

უხორცოთა მთავარო ევედრე ჩუენთჳს მეუფესა, რათა შეგვიწყალნეს რომელნი უღაღადებთ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

სამებასა წმიდა, მამასა ძით, და სულით-წმიდითურთ, თაყუანის-ვსცემთ…

ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, უფალსა.

სამებასა წმიდა, მამასა ძით, და სულით-წმიდითურთ, თაყუანის-ვსცემთ, ვადიდებთ და უღაღადებთ, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

გრაგნილად საღმრთოდ გიხილა, შენ ოდესმე ისაია მარადის…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

გრაგნილად საღმრთოდ გიხილა, შენ ოდესმე ისაია მარადის ქალწულო, რომელსა ზედა დაიწერა უჟამო იგი სიტყუა მამისა თითითა მამისათა, ყოველისაგან უსიტყუებისა მხსნელი ჩუენი, სიტყჳთა საღმრთოთა მადიდებელთა შენთა.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნუსამდე. კატავასია

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთ შაბათი და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

უპატიოსნესსა არა ვგალობთ. გალობა თ. ძლისპირი

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო აღდგომასა ძისა შენისასა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

გნატრით შენ ქალწულო, ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ…

კანონი ღმრთის-მშობლისა

გნატრით შენ ქალწულო, ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ უფლისა ბჭეო, გიხაროდენ შენ, ქალაქო სულიერო, რომელისა მიერ ჩუენცა გამოგუიჩნდა ნათელი, შენგან შობილისა აღდგომითა.

იშუებდ, და იხარებდ საღმრთოო ნათლისა ბჭეო, რამეთუ რომელი იგი, დაჰხდა საფლავსა მზისა უბრწყინუალესი, და ყოველნი, მორწმუნენი ნათელ-ჰყუნა იესო, დედუფალო უსძლოო.

სიტყუა ღმრთისა უხილავი უთესლოდ გვიშევ ჩუენ ქალწულო…

განრღვეულისა. ძლისპირი

სიტყუა ღმრთისა უხილავი უთესლოდ გვიშევ ჩუენ ქალწულო უბიწოო, რომელი ზეცას უდედოდ და ქუეყანასა ზედა უმამოდ, რომელსა თაყუანის-ვსცემთ, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

ჯუარცმითა შენითა ქრისტე, დაცემული ბუნება ჩუენი აღამაღლე, და საფლავსა რა დაიდევ, ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე მხსნელო, და ადამი აღადგინე, დაუცხრომელად გადიდებდა შენ.

ვითარცა სიძე შუენიერი საფლავით აღმობრწყინდი შენ სიტყუაო ღმრთისაო, და სიკუდილისა საკვრელნი განხეთქენ შენ ყოვლად-ძლიერო, და პყრობილნი გამოიყუანენ და დაუცხრომელად გადიდებდეს შენ.

დღეს აღდგომასა ქრისტესსა, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ჩუენ მორწმუნენო, განვმზადოთ დღესასწაული, შემკობილი გალობითა და ტკბილსა მას მეუფესა, დაუცხრომელად ვადიდებდეთ.

სიტყუასა მას შენსა თანა, რომელ არქუ განრღვეულსა ქრისტე მეყუსეულად მსწრაფლ შეუდგა კურნება ყოველთა ურვათა მისთა, და ვიდოდა ცოცხლებით, და დაუცხრომელად გადიდებდა.

ნათელი საღმრთოჲ მოჰფინე, ჩუენ ზედა ბრწყინუალეო მთავარ-ანგელოზო…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა.

ნათელი საღმრთოჲ მოჰფინე, ჩუენ ზედა ბრწყინუალეო მთავარ-ანგელოზო, და დაგვიცუენ საბრთხეთაგან მტერისა ბოროტისათა, რათა გიგალობდეთ შენ, და დაუცხრომელად გადიდებთ.

ცხოვრება ხარ ყოველთავე დაბადებულთა შენთა წმიდაო სამებაო…

დიდება. სამებისა.

ცხოვრება ხარ ყოველთავე დაბადებულთა შენთა წმიდაო სამებაო, მამაო, ძეო, და სულო, ბუნებით ერთო განუყოფელო, თაყუანის-გცემთ ყოველნი, და დაუცხრომელად გადიდებთ შენ.

უბიწოსა მის საშოჲსა შენისაგან, მზე ბრწყინუალე აღმოგვიბრწყინდა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა,

უბიწოსა მის საშოჲსა შენისაგან, მზე ბრწყინუალე აღმოგვიბრწყინდა, ყოვლად-ქებულო ქალწულო, და ყოველი სოფელი განანათლა, რომელსა თაყუანის-ვსცემთ, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

კატავასია

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო აღდგომასა ძისა შენისასა.

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი

ესრეთ

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან მეუფემან და უფალმან…

გ-გზის. ხმასა ზედა გ. განმანათლებელი.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან მეუფემან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა-აღადგინე ხრწნილებისაგან და სიკუდილი დახსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.

დედანო ყურად-იღეთ

დიდება, მსგავსი.

დედანო ყურად-იღეთ.

მოვიდა დღეს მრავალ-მოწყალე ღმერთი, პროვატიკისა საბანელსა, განკურნებად სენთა, და ჰპოვა განრღვეული, მრავალთა წელთა მდებარე, და ჰრქუა მას: აღიღე ცხედარი ამიერ, და განკურნებული ვიდოდე გზათა მშჳდობისათა.

მოვედით ყოველნი მორწმუნენი და გულის-ხმა-ვყოთ ძალი საშინელისა…

აწ და. იგივე. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა 8. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა. ხმა გ.

მოვედით ყოველნი მორწმუნენი და გულის-ხმა-ვყოთ ძალი საშინელისა ამის საიდუმლოჲსა, რამეთუ ქრისტე მხსნელი ჩუენი, დაუსაბამო სიტყუა, ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს და ნებსით დაეფლა, და აღდგა, მკუდრეთით ცხოვრებად ყოველთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ.

მიუთხრეს ყოველი საკჳრუელება მცუელთა შენთა უფალო, არამედ კრებულმან ამაოებისამან აღავსო ქრთამითა მარჯუენე მათი, დაფარუად გონებდეს აღდგომასა შენსა, რომელსა ყოველი სოფელი გადიდებს შეგვიწყალენ ჩუენ.

სიხარულითა აღივსო ყოველი სოფელი, აღდგომისა ძალისა ცნობითა, რამეთუ მარიამ მაგდალინელი საფლავად რა მოვიდა, ჰპოვა ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე სამოსლითა ელვარითა და ჰრქუა მას: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, არა არს აქა, არამედ აღდგა ვითარცა ჰსთქუა, წინა გიძღვის თქუენ გალილეას.

ნათლითა შენითა უფალო, ვიხილეთ ნათელი კაცთ-მოყუარე, აღრასდეგ მკუდრეთით, ცხოვრება ნათესავსა კაცთასა მოანიჭე, რათა ყოველნი დაბადებულნი გიგალობდენ, მხოლოო შეუცოდებელო შეგვიწყალენ ჩუენ.

გალობად ცისკრისა მენელსაცხებლეთა დედათა ცრემლნი მოაქუნდეს უფალო…

და აღმოსავლურნი. ხმა იგივე,

გალობად ცისკრისა მენელსაცხებლეთა დედათა ცრემლნი მოაქუნდეს უფალო, რომელთა იგი სუნნელებისა ნელსაცხებელი ეტვირთა, და საფლავად შენდა მოიწივნეს, უხრწნელთა ხორცთა შენთა შემურუად მოსწრაფენი, ხოლო ანგელოზმან მჯდომარემან ლოდსა ზედა ახარა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ სიკუდილი წარმოსტყუენა და აღდგა ვითარცა ღმერთი-არს, და მოანიჭა ყოველთა დიდი წყალობაჲ.

ელვარე ანგელოზი საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელსა ბრწყინუალითა ხმითა მენელსაცხებლეთა დედათა ეტყოდა: დააცალიერნა მხსნელმან საფლავი, წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა მხოლო სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.

საფლავსა შინა გეძიებდა მაცხოვარ, მორავიდა ერთსა მას…

აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.

საფლავსა შინა გეძიებდა მაცხოვარ, მორავიდა ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდალინელი, ხოლო ვითარ არა გპოვა, გოდებდა და ტირილით იტყოდა: ჵ მე მაცხოვარო ჩემო, წარპარულ იქმენ ყოველთა მეუფეო, ხოლო ორნი ცხოველნი ანგელოზნი, საფლავით-გამო უღაღადებდეს, რასა სტირ ჵ დედაკაცო, და მან რქუა მათ, ამისთჳს ვტირ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი სადა დადვეს იგი, და ვითარცა მოიქცა გიხილა შენ, და მეყუსეულად ხმა ჰყო, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო დიდება შენდა.

ჰურიათა დაკრძალეს, სამარესა შინა ცხოვრება, ხოლო ავაზაკმან…

აღგიარო შენ უფალო, ყოველთა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი.

ჰურიათა დაკრძალეს, სამარესა შინა ცხოვრება, ხოლო ავაზაკმან განაღო სიტყჳთა საშუებელი სამოთხისა, ხმობდა და იტყოდა: რომელი ჩემთჳს ჩემთანა ჯუარს-ეცუა, ჩემთანა დამოკიდებულ იყო ძელსა ზედა მამისა თანა მჯდომარე, რამეთუ იგი არს ქრისტე მაცხოვარი ჩუენი რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

უფალო განრღვეული იგი არათუ საბანელმან განკურნა, არამედ…

დიდება. ხმა 8.

უფალო განრღვეული იგი არათუ საბანელმან განკურნა, არამედ სიტყუამან შენმან განაცხოველა, და სენმან მან განგრძობილმან ყოვლადვე ვერ უძლო დაყენებაჲ მისი, რამეთუ ბრძანებისა შენისა ძალი უძლიერეს სალმობისა გამოჩნდა, და ძნიად სატვირთავნი სიმძიმენი მყისსა შინა განსთხივნნა, და სიმძიმე იგი ცხედრისა იტვირთა, წყალობათა შენთა საწამებელად, მოწყალეო და სახიერო უფალო დიდება შენდა.

მაგდალინელი რა მარიამ ახარებდა მკუდრეთით აღდგომასა ქრისტესსა…

აწ და. უმეტესად კურთხეულ ხარ შენ. დიდება მაღალი გრძლად. ტროპარი აღდგომისა. კუერექსი და განტევებაჲ. და განსვლა სტოასა შინა. დიდება, აწ და. გერი სახარებისა. ხმა გ.

მაგდალინელი რა მარიამ ახარებდა მკუდრეთით აღდგომასა ქრისტესსა, და ჩუენებასა მას მისსა, ურწმუნოებისათჳს, იყვედრნეს მოწაფენი, და გულფიცხელობისა, არამედ სასწაულთა მიერ და საკჳრუელებათა მათ, შეჭურვილნი ქადაგად რა წარივლინნეს, ხოლო შენ ყოვლად-ძლიერო. მამისა ნათლისა ამაღლდი, და იგინი ქადაგებდეს, და სიტყუასა მას ძალნი დაამტკიცებდეს, ამისთჳს უგალობთ აღდგომასა შენსა.

სული ჩემი მეუფეო

და სწავლანი სტოდიელისანი, და სდ̅ი განტევებაჲ, ჟამი ა. ჟამნობათა ზედა. ტროპარი აღდგომისა, შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი ზატიკისა.

სული ჩემი მეუფეო.

შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი ადამ, უფალო, სამოთხით…

მომიხსენენი. ხმისა. ხმა გ.

შეურაცხ-ჰყო რა მცნება შენი ადამ, უფალო, სამოთხით ექსორია-ჰყავ, ხოლო ავაზაკი მოწყალეო რომელმან აღგიარა ჯუარსა ზედა, მას შინა დაამკჳდრე და ღაღადებდა: მომიხსენე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

აღრასდეგ მკუდრეთით აღმადგინენ ვნებათა ჩემთაგან აღდგომითა შენითა ქრისტე, ხოლო ყოველი ძალი სიკუდილისა შემუსრე ძლიერებითა შენითა, და მორწმუნეთა ღაღად-ყუეს, მომიხსენენ მაცხოვარ სასუფეველსა შენსა.

სამისა დღისა დაფლვითა შენითა მკუდარნი ჯოჯოხეთს შინა ვითარცა ღმერთმან ცხოვრების მოქმედმან თანა აღადგინენ და ჩუენ ყოველთა უხრწნელებაჲ აღმოგვიცენე, ვითარცა სახიერმან, სარწმუნოებით მარადის მხმობელთა, მოგუიხსენენ ჩუენცა სასუფეველსა შენსა.

ცოდუათა ჩუენთათჳს წყევითა და სიკუდილითა დავისაჯენით, არამედ ცხოვრების-მომცემელო ღმერთო, ჩუენო, უცოდველმან რა ივნე ჩუენთჳს, მოკუდავნი განმაცხოველენ და ვღაღადებთ: მომიხსენენ მაცხოვარ სასუფეველსა შენსა.

ცხედარსა ზედა მდებარე, ოცდა-ათრვამეტ წელ, განრღვეული იგი…

და კანონისაგან განრღვეულისა, გალობა ვ. მუხლი დ.

ცხედარსა ზედა მდებარე, ოცდა-ათრვამეტ წელ, განრღვეული იგი განწირული, მყის განკურნებული ხლდომით ვიდოდა, ბრძანებითა შენითა დამბადებელო.

ყოვლად-ქებულო მთავარო, ზეცისა ძალთაო მიქაელ, ნათლით შემოსილო…

მთავარ-ანგელოზისა მიქაელისა

ყოვლად-ქებულო მთავარო, ზეცისა ძალთაო მიქაელ, ნათლით შემოსილო, ოხითა შენითა წარგვიმართე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, ცხოვრებად საუკუნოდ.

სამებასა ხატოვნებითა და ერთსა არსებითა, მამასა ძით…

დიდება, სამებისა.

სამებასა ხატოვნებითა და ერთსა არსებითა, მამასა ძით, და სულით-წმიდითურთ, ზეცისა წესთა თანა ღმრთივ-ბრწყინუალეთა ძრწოლით უგალობდეთ.

რომელსა წამის-ყოფით, ყოველნი უპყრიან, იგი წიაღთა შენთა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

რომელსა წამის-ყოფით, ყოველნი უპყრიან, იგი წიაღთა შენთა იტვირთე ქალწულო განკაცებული, ცხოვრებისათჳს ჩუენ განწირულთასა.

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ…

შემდგომად შესლვისა. ტროპარი აღდგომისა. დიდება, კონდაკი ზატიკისა. აწ და პასექისა.

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე, და აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე, ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე, და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკუდავებისა წყაროსა გემო…

ხოლო ქრისტეს ტაძრისა და ღმრთის-მშობლისა, და წმიდათასა. ტროპარსა და კონდაკსა არა ვიტყვით. სამოციქულო. საქმე მოციქულთა. დასაწყისი კგ. სახარება, იოანესი. დასაწყისი იდ. განიცადე.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკუდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ.

აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

შუენის უწყებად, რამეთუ შედეგი განრღვეულისა იგალობების კჳრიაკესა…

შუენის უწყებად, რამეთუ შედეგი განრღვეულისა იგალობების კჳრიაკესა, და ორშაბათსა. ხოლო სამშაბათსა წარიგზავნების.