გიხაროდენისა
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი მსგავსნი დღესასწაულისანი გ. და თუენისა გ. დღესასწაულისა. ხმა ე. მსგავსნი.
გიხაროდენისა.
გამობრწყინდა ბრწყინუალე და შუენიერი დღე, აღდგომა ქრისტეს მაცხოვრისა, და განზოგება ყოვლად-პატიოსანი, ვითარ შუადღე ნათლითა აღვსილი, და განაბრწყინვებს სოფელსა საღმრთოთა მადლითა, და ნათობს სასწაულთა საკჳრუელებითა, და გვიჩუენებს ზეცად ამაღლებასა, ეგრეთუე გამოგუიცხადებს ჩუენ, მრავალთა კეთილთა აღმომაცენებელისა სულისა-წმიდისა მოსლუასა, ყოვლად-პატიოსანსა ბრწყინუალესა სიხარულსა, რომელი მოსცემს სულთა ჩუენთა დიდსა წყალობასა.
ვითარცა საღმრთოსა სიტყუისა წყარონი, დღესასწაულსა განზოგებისასა, აწცა უფალო მდინარე სახიერებისა შენისა ყოველთა მიმადლე, და ესრეთ ეტყოდი, რომელსა წყუროდეს მოვედინ ჩემდა, და სუნ მხურუალედ წყარონი ღმრთაებისა ჩემისანი, რამეთუ მოწყალებისა და წყალობისა უფსკრული თჳთ შენ ხარ, და აღმოგვიცენებ მოტევებასა ცოდუათასა, და განბან ბიწისაგან, და იხსნი უძლურებისაგან, და აცხოვნებ რომელნი დღესასწაულობენ, აღდგომასა შენსა, რომელი მოანიჭებს სულთა ჩუენთა დიდსა წყალობასა.
სდეგ რა ტაძარსა შინა, განზოგებასა დღესასწაულისასა გარეშემოუწერელო უფალო, რომელი ღმერთი ხარ ბუნებით, დაღაცათუ ხორცნი შეისხენ ჩუენთჳს, და ყოველთა აღმოუცენებ ცხოვრებისა სიტყუათა, და უბრძანებ ყოველთა, ვითარმედ სულნი განიწმიდენით, და ზამთარი უღმრთოებისა განსდევნეთ, რათა არა დამაშვრალ იქმნეთ სასმელისა მისგან საღმრთოსა მადლისა, და რათა ღირს იქმნეთ ნიჭსა პატიოსანსა ზეცისა სუფევისასა, და თანაზიარ მექმნეთ შემოქმედსა თქუენსა, და ჩემთანა იდიდნეთ.
განზოგებასა დღესასწაულისა აღდგომისა შენისასა ქრისტე, და საღმრთოსა…
და წმიდისა გ. დიდება, აწ და. ხმა ვ.
განზოგებასა დღესასწაულისა აღდგომისა შენისასა ქრისტე, და საღმრთოსა მოსლჳსა წმიდისა სულისა შენისასა, ერთობით შემოკრებულნი ერნი, საიდუმლოსა ამას დღესასწაულსა ვღაღადებთ, რათა გარდამოგუივლინო ჩუენ დიდი წყალობაჲ.
ძელმან ურჩებისამან, სოფელსა სიკუდილი აღმოუცენა, ხოლო ძელმან…
სტიქარონსა ზედა დასდებელი რუა-ხმათა. ხმა გ.
ძელმან ურჩებისამან, სოფელსა სიკუდილი აღმოუცენა, ხოლო ძელმან ჯუარისამან ცხოვრებაჲ და უხრწნელება, ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ, ჯუარცმულსა უფალსა, გამოჩნდინ ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო.
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, დახსნდა ძალი სიკუდილისა…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, დახსნდა ძალი სიკუდილისა, და ეშმაკისა საცთური განქარდა, ხოლო კაცთა ნათესავნი სარწმუნოებითა ხსნილნი გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.
დიდ არს ძალი ძლიერისა ჯუარისა შენისა უფალო…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა
დიდ არს ძალი ძლიერისა ჯუარისა შენისა უფალო, რომელი აღემართა ზედა გოლგოთას, და სასწაულთა იქმს ყოველსა სოფელსა შინა, და გამოირჩინა მეთევზურთაგან მოციქულნი, და წარმართთაგან მოწამენი, რათა მეოხ იყვნენ სულთა ჩუენთათჳს.
განზოგებასა დღესასწაულისასა, პირველ ვნებისა და აღდგომისა შენისა…
დიდება, აწ და. ხმა 8. იოანე მონაზონისა.
განზოგებასა დღესასწაულისასა, პირველ ვნებისა და აღდგომისა შენისა უფალო, იყავ რა ტაძარსა შინა, და ასწავებდი ერთა ურჩთა ფარისეველთა და მწიგნობართა, და ეტყოდი მათ: რომელსა ვრწმენე მე, დიოდენ მუცლისა მისისაგან, მადლთა მიერ სულისა-წმიდისათა, წყალნი ცხოველნი, ჵ საკჳრუელებანი სიბრძნისა და დიდებისა შენისანი, რომელმან ყოველივე აღავსენ მადლითა, ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
დიდება შენდა ღმერთო, ჩუენნო
სამსაგალობელი ჴმა გ.
დიდება შენდა ღმერთო, ჩუენნო.
ჩუენებით ისაია იხილა რა უფალი საყდართა ზედა…
გალობა ე. ძლისპირი
ჩუენებით ისაია იხილა რა უფალი საყდართა ზედა მჯდომარე და გარეშეცული ანგელოზთა მიერ, ღაღად-ჰყო: ჵ უბადრუკსა, რამეთუ ვიხილე ღმერთი ხორცითა, ნათელი ბრწყინუალე, და მთავარი მშჳდობისა.
შეკრულმან ნებსით თჳსით ქრისტე მრავალ-მოწყალე და ჯუარსა დამსჭუალულმან შეკრულნი საკრუელთაგან ურჩებისათა განხსნენ და რაჟამს დაიდევ საფლავსა, საფლავთაგან აღადგინენ მკუდარნი და აქებდეს საშინელსა აღდგომასა შენსა.
უფალი აღდგა მკუდრეთით, ვითარცა თქუა პირველად მესამესა დღესა და მოწაფეთა თანა იქცეოდა და ეტყოდა ყოველსა შინა სოფელსა, განეფინენით და მიუთხრენით მათ ნიშნი და სასწაულნი, რომელნი იხილენით.
უცხო უჩნს გონებასა და სასმენელსა მხსნელო მოწყალება…
დიდება
უცხო უჩნს გონებასა და სასმენელსა მხსნელო მოწყალება შენი, და დიდი სიმდაბლე და განგებულება, რამეთუ ჩუენთჳს ხორცითა მაშვრალმან სამარიტელსა დედაკაცსა წყალი ცხოველი საღმრთოსა ცნობისა მიჰმადლა.
წმიდაო წმიდათაო ქალწულო, რომელმან ჰშევ წმიდათა განმწმედელი…
აწ და ღმრთის-მშობლისა
წმიდაო წმიდათაო ქალწულო, რომელმან ჰშევ წმიდათა განმწმედელი სიტყუა მამისაგან გამობრწყინვებული, ევედრე მას დაუცხრომელად წმიდა ყოფად და განათლებად გულთა და სულთა და გონებათა მგალობელთა შენთასა.
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი, შეითხინეს ცეხლსა მიუახლებელსა…
გალობა 8. ძლისპირი
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი, შეითხინეს ცეხლსა მიუახლებელსა და ალისაგან არა ევნო, და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა.
ნებსით ჯუარცმითა შენითა მხსნელო ბუნება კაცთა შენთანა ზეცად აღამაღლე, ხოლო მკუდართა თანა შერაცხვითა მოკუდავნი განაცხოველენ, მგალობლად შენისა განგებულებისა და წმიდისა აღდგომისა მოწყალე.
წმიდასა აღდგომასა შენსა უხარის სოფელსა და ზატიკობს, ქრისტე ღმერთო, რომელისა მიერ ყოველი ძალი ჯოჯოხეთისა დახსნდა, სიკუდილისა საწერტელი მძჳნვარე შემუსრე და უხრწნელება აღმოუცენე კაცთა.
სამარიტელმან დედაკაცმან გიხილა რა დამაშვრალი მრავალ-მოწყალე, და…
დიდება
სამარიტელმან დედაკაცმან გიხილა რა დამაშვრალი მრავალ-მოწყალე, და მეძიებელი წყალსა სმად უკუდავებისა წყალი მიიღო მან და ხმობდა, ვსუ მე წყალი ცხოველი და არღარა მეუფლების მე წყურილი.
ტაძრად საღმრთოდ იქმენ ქალწულო და ხორცნი სულიერნი…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ტაძრად საღმრთოდ იქმენ ქალწულო და ხორცნი სულიერნი შენთა საღმრთოთა სისხლთაგან ავასხენ მას ჭეშმარიტებით, ამისთჳს პატივს-გცემთ შენ უბიწოო და უგალობთ შენგან განკაცებულსა, მეუფესა, აწ და უკუნისამდე.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა ვითარმედ…
გალობა თ. ძლისპირი
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოსა განმღებელი წმიდა უფლისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.
განკრთა მზე და შთაიცვა ბნელი, გიხილა რა მხსნელო ვნებულად შეშფოთნეს ნივთნი და ყოველი ქუეყანა და კლდენი განსქდეს შიშით ზარტეხილნი და ქუესკნელს ჯოჯოხეთმან საუკუნითგანნი პყრობილნი განუტევნა და გიგალობდეს შენ აწ და უკუნისამდე.
ცხოვრება ეგე და აღდგომა მხსნელო დაიდევ სამარესა და აღრადეგ დიდებით თანაექცეოდი მოწაფეთა, დღეთა მრავალთა, და ესე წარუვლინენ ქადაგებად კიდეთა ქუეყანისათა წმიდისა აღდგომისა შენისა.
გზანი საღმრთონი მიჩუენენ ჩუენ წყალობითა შენითა ქრისტე…
დიდება
გზანი საღმრთონი მიჩუენენ ჩუენ წყალობითა შენითა ქრისტე, სლვითა და შრომითა შენითა და განსვენებითა მით, რაჟამს იგი დედაკაცსა ასუ წყალი უკუდავებისა და წარავლინე ხარებად სიმდაბლეთა შენთა უფსკრულისა.
პირველ საუკუნეთა სიტყუა მამისა უაღრეს ბუნებათა განკაცნა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
პირველ საუკუნეთა სიტყუა მამისა უაღრეს ბუნებათა განკაცნა შენგან ქალწულო უფროს ცნობისა და ჯუარითა და აღდგომითა თჳსითა კიდენი სოფლისანი განანათლნა, რომელისა თანა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
შუენიერებასა
შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომა. ხმა გ. მსგავსი.
შუენიერებასა.
ინებე რა ვნება და სიკუდილი ჯუარითა, გულსა ქუეყანისასა დამარხე იგი, ხოლო რაჟამს ხორცითა დაემსჭუალე მას ზედა მაცხოვარო, მაშინ მზემან შარავანდედი თჳსი დაიფარა, და ავაზაკმან გიხილა რა ჯუარსა ზედა, აღგიარა და ღაღადებდა, მომიხსენე მე სახიერ, და სარწმუნოებით სამოთხე დაიმკჳდრა.
მიუწდომელი ჯუარცმა შენი, და გამოუთქმელი აღდგომა შენი…
აღამაღლებდით, უფალსა ღმერთსა ჩუენსა...
მიუწდომელი ჯუარცმა შენი, და გამოუთქმელი აღდგომა შენი, ღმრთის-მეტყველეს ქადაგთა, შენთა ქრისტე, რამეთუ სიკუდილი დაითმინე, და ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, ხოლო კაცთა ნათესავსა უხრწნელება შემოსე, ამისთჳსცა მადლობით გიღაღადებთ, დიდება აღდგომასა შენსა ქრისტე.
სიმხნე მოთმინებისა თქუენისა, მძლე ექმნა მანქანებათა ბოროტთ-დასაბამისა…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
სიმხნე მოთმინებისა თქუენისა, მძლე ექმნა მანქანებათა ბოროტთ-დასაბამისა მტერისათა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად-ქებულნო, ამისთჳსცა საუკუნოსა მას ნეტარებასა ღირს იქმნენით, არამედ ევედრენით ღმერთსა, რათა აცხოვნოს სამწყსო ქრისტეს მოყვარისა ერისა, ვითარცა ხართ მოწამენი ჭეშმარიტებისანი.
კუერთხად ძლიერებისად მოგუიგიეს ჯუარი ძისა შენისა ღმრთის-მშობელო…
დიდება, აწ და. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
კუერთხად ძლიერებისად მოგუიგიეს ჯუარი ძისა შენისა ღმრთის-მშობელო, და მის მიერ დავცემთ ზახებასა მტერთასა, და დაუცხრომელად გადიდებთ შენ.
სიბრძნე
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.
სიბრძნე.
სიბრძნისა და ცხოვრებისა წყალი, აღმოუცენე ყოველსა სოფელსა, მაცხოვარ, და უწოდდი ყოველთა ვსებად წყალსა მას ცხოვრებისასა, და რომელთა მიიღეს მცნებაჲ შენი, დაშრიტეს მათ აღტყინებული ნაკვერცხალი წყურვილისა მათისა, რათა არღარა წყუროდეს უკუნისამდე, და მარადის გამოიზარდნენ მადლითა შენითა მეუფეო, ამისთჳსცა ვადიდებთ სიმტკიცესა ძლიერებისა შენისასა ქრისტე ღმერთო ჩუენო, რათა მოგუიტევნე შეცოდებანი ჩუენნი, და გარდამოგუივლინო მადლი მონათა შენთა.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება, აწ და იგივე.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
შურითა განხდილ ვიქმენ საშუებელისაგან, და დაცემითა ბოროტითა…
სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა მეორე. ძლისპირითა. მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, დასდებელი რუა-ხმათა მუხლი დ, ხოლო განვაორებთ პირველსა დასდებელსა. ხმა გ.
შურითა განხდილ ვიქმენ საშუებელისაგან, და დაცემითა ბოროტითა დავეცი, არამედ არა უგულებელს-მყავ მეუფეო, მიმღებელმან ჩემთჳს ჩემისა მსგავსებისამან, ხოლო ჯუარს-ეცვი და მაცხოვნე მე, და დიდებასა შინა შემიყვანე, მხსნელო ჩემო დიდება შენდა.
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ხმა-ჰყავთ ძალი საშინელისა…
ბ-გზის. აღდგომისა.
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ხმა-ჰყავთ ძალი საშინელისა საიდუმლოისა, რამეთუ ქრისტე მხსნელი ჩუენი დაუსაბამო სიტყუა ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს, და ნებსით დაეფლა და აღდგა მკუდრეთით ცხოვრებად ყოველთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ.
წმიდათა მოწამეთა ღუაწლით-შემოსილთა სახსენებელსა, მოვედით ერნო ყოველნი…
მოწამეთა.
წმიდათა მოწამეთა ღუაწლით-შემოსილთა სახსენებელსა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ სახილველ იქმნნეს ანგელოზთა და კაცთა, და ძლევისა გჳრგჳნი მოიხვნეს და მეოხ არიან სულთა ჩუენთათჳს.
პასექსა დღესასწაულისა შუა-განზოგებასა, აღხუედ ტაძრად მხსნელო ჩუენო…
დიდება, აწ და. ხმა 8.
პასექსა დღესასწაულისა შუა-განზოგებასა, აღხუედ ტაძრად მხსნელო ჩუენო, დასდეგ ერისა მის შორის, და ასწავებდი მათ განცხადებულად, და ესრეთ ეტყოდა: მე ვარ ნათელი სოფლისა და რომელიცა იგი მე შემომიგდეს, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი, ცხოვრებისა მის საუკუნოსა.
სახლო ევფრათასო
აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი. ხმა ბ. მსგავსი.
სახლო ევფრათასო.
ყოველთა ღმერთო, და სიტყუაო ღმრთისაო, შენ ხარ რომელმან მიხილე წარწყმედული, და ინებე გამოხსნაჲ ჩემი ცოდვისაგან, რათა განვიკუთნო სახიერებითა შენითა.
შარავანდედი მზისა მის სიმართლისა, რომელ არს მესია…
მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან.
შარავანდედი მზისა მის სიმართლისა, რომელ არს მესია წაღმოგვიდგა საშუალ დღესასწაულისა, მადლისა მოფენად ვითარცა კაცთ-მოყუარე არს.
მოვედით კეთილ მორწმუნენო ერნო, სმად წყლისა ცხოველისა…
ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა.
მოვედით კეთილ მორწმუნენო ერნო, სმად წყლისა ცხოველისა, რომელთაცა გსურთ, ესრეთ ღაღადებდა მაცხოვარი ჩუენი, და სუთ საღმრთო მადლი სიხარულისა.
განვიწმიდნეთ დაფარულნი ბოროტთა გულის თქმათანი, და სულიერითა…
დიდება, აწ და. ხმა ვ.
განვიწმიდნეთ დაფარულნი ბოროტთა გულის თქმათანი, და სულიერითა ნათლითა განვნათლდეთ და ცხოვრება იგი ვიხილოთ, რომელ არს ქრისტე უფალი, რომელი მოვიდა ტაძრად, აურაცხელითა მოწყალებითა თჳსითა, რათა დასცეს ბოროტი ეშმაკი, და აცხოვნოს ნათესავი ჩუენი, ვნებითა მით ჯუარცმითა და აღდგომითა თჳსითა და ღაღად-ვჰყოთ მისა მიმართ: მიუწდომელო ღმერთო, დიდება შენდა.