გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-4 შვიდეული · ოთხშაბათი 1 / 74განზოგება

აღდგომიდან მე-4 შვიდეული · ოთხშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 32 წთ

განზოგება

განზოგება

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა

დაწყება ჩვეულებისაებრ, და კანონი რიგისა, უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა მდგომარეთა გ. განმაორებელნი მათნი, ხმა დ. მსგავსი.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა.

იწყების დღე შუა ზატიკისა, ცხოვრება შემოსილისა წმიდისა აღდგომითაგან, ხოლო მეერგასესა მას საღმრთოსა დაგვიმტკიცებს, და ბრწყინავს ბრწყინუალებითა აღდგომისა მიერ, მქონებელი მის შორის მადლთა, შეერთებულნი იმიერ და ამიერ ორნივე ერთად, და მომავალსა დიდებასა გამოგუიცხადებს, სამეუფოსა მას დიდსა ამაღლებასა, და წინასწარვე პატივ იცემების.

ისმენდ, და იხარებდ სიონ, და უღაღადე ქრსიტეს აღდგომა მორწმუნეთა, ხოლო მორწმუნენი აღივსნედ სიხარულითა სიონს შინა რაჟამს იხილოთ მეუფე დიდებით განმაქარვებელად ურჩთა მათ მკვლელთა მისთა, და მზა იქმნენით დღესასწაულობად განზოგებასა მისსა.

მოახლებულ არს საღმრთო დღესასწაული და აღმოცენებულ მადლი გარდამომდინარე ყოველთა ზედა, ვითარცა წერილ არს სულითა პირველ ქადაგებულთა მიერ, რომელ არს განზოგება ესე შემდგომად ქრისტეს სიკუდვილისა, დაფლვისა და აღდგომისა, რომელმან აღუთქუა ჭეშმარიტად მოწაფეთა თჳსთა ნუგეშინის-მცემელი სული, რომელი ღმრთივ-ბრწყინუალედ გამოეცხადა მას.

განზოგებასა დღესასწაულისა აღდგომისა შენისასა ქრისტე, და საღმრთოსა…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

განზოგებასა დღესასწაულისა აღდგომისა შენისასა ქრისტე, და საღმრთოსა მოსლჳსა სულისა შენისასა, ერთობით შემოკრებულნი ერნი, საიდუმლოსა ამას დღესასწაულსა ვღაღადებთ, რათა გარდამოგუივლინოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

ესრეთ იტყვის უფალი, ვითარმედ სიონით გამოვიდეს სჯული…

შესლვად. წარდგომა დღისა, და საკითხავი გ. წინასწარ-მეტყველება მიქიასი საკითხავი, თავი დ.

ესრეთ იტყვის უფალი, ვითარმედ სიონით გამოვიდეს სჯული, და სიტყუა უფლისა იერუსალიმით, და სჯიდეს შორის ერთა მრავალთა, და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდენ თჳთოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდეთ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ. ესრეთ იტყვის უფალი ყოველისა მპყრობელი, ისმინეთ ბორცვთა მსჯავრი უფლისა, და ღელეთა საფუძუელთა ქუეყანისათა, რამეთუ სასჯელი არს უფლისა ერისა მიმართ მისისა, და ისრაელისა მიმართ პაექრობაჲ ჰყოს, ერო ჩემო რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ, მომიგე მე, მით რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგვიპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე, აარონი და მარიამი. ერო ჩემო მოიხსენე რაჲ იზრახეს შენთჳს წინააღმდგომთა შენთა, მიგითხრა შენ ჵ, კაცო რაჲ კეთილი, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა, და შეყვარებასა წყალობისასა, და მზა ყოფასა სვლად უფლისადმი ღმრთისა შენისა, რამეთუ ძლიერ და დიდებულ არს უფალი, და დამწყსის სამწყსოსა თჳსსა ძლიერებით, ვიდრე კიდეთამდე ქუეყანისათა.

ესრეთ იტყვის უფალი, წყურიელნი წარუედით წყლისა მიმართ…

წინასწარ-მეტყველება ისაიასი საკითხავი. თავი ნე.

ესრეთ იტყვის უფალი, წყურიელნი წარუედით წყლისა მიმართ, და რავდენთა არა გაქუსთ ვერცხლი მოარულთა იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ, და იყიდეთ თჳნიერ ვერცხლისა, და ფასისა ღვინო და ცმელი. რაჲსათჳს პატივს-სცემთ ვეცხლსა შრომა თქუენი არა პურთათჳს, არს და რუდუნებაჲ თქუენი, არა სიმაძღრედ, ისმინეთ ჩემი, და სჭამენით კეთილნი, და განიშუას კეთილთა შინა სულმან თქუენმან, ეკრძალენით ყურითა თქუენითა შეუდეგით გზათა ჩემთა, შეისმინეთ ჩემი, და ცხოვნდეს კეთილთა შინა სული თქუენი, და აღგითქუა თქუენ აღთქმა, საუკუნო ღირსნი დავითისნი საიდუმლონი. აჰა საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავარად და მბრძანებელად წარმართთა. აჰა წარმართნი რომელთა არა გეწოდდენ შენ, და ერნი რომელნი არა გიცნობდენ შენ, შენდამი მოივლტოდენ, უფლისათჳს ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა ისრაელისა რამეთუ გადიდა შენ, იძიეთ უფალი, და პოვოთ რა მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქუენ, დაუტევენ უთნომან გზანი თჳსნი, და კაცმან უსჯულომან განზრახუანი თჳსნი, და მოიქეცით უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგეტევნეს ცოდუანი თქუენნი, რამეთუ არა არიან განზრახუანნი ჩემნი, ვითარცა განზრახუანი თქუენნი, არცა ვითარცა გზანი თქუენნი გზანი ჩემნი, იტყვის უფალი. არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ თქუენნი გზათაგან ჩემთა, და გაგონებანი თქუენნი, გაგონებისაგან ჩემისა. რამეთუ ვითარ იგი უკუეთუ გარდამოვიდეს წვიმაჲ, ანუ თოვლი ცისაგან, და არა მიიქცეს ვიდრემდის არა დაათროს ქუეყანაჲ, და გამოშვას და გამოამორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა, და პური ჭამად. ეგრეთ იყოს სიტყუაჲ ჩემი, რომელი უკუეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა, არა მოიქცეს ჩემდამო ცალიერი, ვიდრემდის არა აღესრულნენ ყოველნი რაოდენი ვინებენ, და წარვმართნე გზანი შენნი, და ბრძანებანი ჩემნი დაიცუნე, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა. რამეთუ ტვივისა წილ აღმოსცენდეს კვიპაროსი, და ღვივისა წილ მურტი, და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს.

სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე…

იგავთა საკითხავი. თავი თ.

სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შვიდნი სვეტნი. და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა შორის თჳსი იგი ღვინოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ, და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა ზედა და ჰრქუა: რომელი არს უგუნურთაგანი მოაქციენ ჩემდა, და ნაკლულევანთა გონებითა რქუა, მოვედით ჭამეთ პური ჩემი, და სუთ ღვინოჲ რომელი განგიზავე თქუენ დაუტევეთ უგუნურებაჲ და ცხონდეთ. მოიძიეთ გონიერებაჲ, რათა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულის-ხმისყოფაჲ, რომელი ასწავებდეს უკეთურსა, მოიღოს თავისა თჳსისა გინებაჲ, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა შეიბილწოს თავი და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა წყლავს მას. ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ, ამხილე ბრძენსა, და შეგიყუაროს შენ. ეც ბრძენსა მიზეზ, და უბრძნეს იყოს. აუწყე მართალსა, და შესძინოს შეწყნარებად. დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა, და ზრახუა წმიდა გონიერება. ხოლო ცნობა რჯულისა, გონებისაგან არს კეთილისა რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ ცხოვნდე, და შეგეძინენ წელნი ცხოვრებისა შენისანი.

ღირს მყუენ ჩუენ უფალო

ესრეთ კუერექსი. ვთქუათ ყოველთა. და ასამაღლებელი. ესრეთ.

ღირს მყუენ ჩუენ უფალო.

იწყებიან მეერგასისა განზოგებისა დღენი, რომელსა შინა ქრისტემან…

შემდგომად ამისა. აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ. სტიქარონსა ზედა დასდებელნი თჳთ-ხმოვანნი. ხმა ა. იოანე მონაზონისა.

იწყებიან მეერგასისა განზოგებისა დღენი, რომელსა შინა ქრისტემან კნინ-ოდენ ღმრთაებაჲ თჳსი გამოაცხადა, და საღმრთოთა ძალითა თჳსითა განრღვეული სიტყჳთა აღადგინა, და უბრძანა აღება ცხედრისა, რომელ ყოფდა სასწაულთა მრავალთა, და ყოველსა ხორციელსა საუკუნო ცხოვრება მიმადლა, და დიდი წყალობაჲ.

ტაძარსა რა აღხედ განზოგებასა მას დღესასწაულისასა სიბრძნეო…

მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

ტაძარსა რა აღხედ განზოგებასა მას დღესასწაულისასა სიბრძნეო ღმრთისაო, ასწავებდ და ამხილებდ ურჩთა მათ ჰურიათა ფარისეველთა და მწიგნობართა კადნიერებით, რომელსა წყუროდეს მოვიდეს ჩემდა და სვას წყალი ცხოველი, რათა არღარა წყუროდეს უკუნისამდე, და რომელსა რწმენეს ჩემი, წყალნი ცხოვრებისა საუკუნოსანი დიოდენ მუცლისა მისისაგან, ჵ კეთილ-სახიერება შენი, ქრისტე ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.

ოდეს განზოგება დღესასწაულთა იყო, აღვიდა იესო ტაძრად…

ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა.

ოდეს განზოგება დღესასწაულთა იყო, აღვიდა იესო ტაძრად, ასწავებდა ურჩთა მათ ჰურიათა და ეტყოდა, რომელსა წყუროდეს მოვედინ ჩემდა და სვან წყალი ცხოველი, რათა არღარა საუკუნოდ წყუროდეს მათ, და რომელსა რწმენეს ჩემი, მუცლისა მისისაგან დიოდენ წყალნი ცხოველნი, რომელ ექმნების მათ ნათელი ჭეშმარიტებისა.

განზოგებასა დღესასწაულისასა, ასწავებდი შენ მაცხოვარ, ჰურიათა მათ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

განზოგებასა დღესასწაულისასა, ასწავებდი შენ მაცხოვარ, ჰურიათა მათ, ხოლო იგინი იტყოდენ, ვითარ იცის ამან წიგნი უსწავლელად, რამეთუ არა უწყოდენ, ვითარმედ შენ ხარ სიბრძნე ღმრთისა, რომელმან შეამკვენ ყოველი სოფელი შუენიერებითა შენითა, უფალო დიდება შენდა.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა…

შემდგომად აწ განუტევესა, და შემდგომად მამაო ჩუენოსა. ტროპარი. ხმა 8.

განზოგებასა დღესასწაულისასა, წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე, რამეთუ ყოველთა უღაღადე მაცხოვარო ჩუენო, რომელსა წყუროდეს მოვედინ ჩემდა და სვემდინ, წყაროო ცხოვრებისა ჩუენისაო, ქრისტე, ღმერთო, დიდება შენდა.

ესრეთ. მღუდელმან. სიბრძნით და განტევება ჩვეულებისაებრ

ესრეთ. მღუდელმან. სიბრძნით და განტევება ჩვეულებისაებრ. სერობასა ზედა, ვგალობთ რიგის წმიდისა დასდებელთა და კანონსა, კონდაკი დღესასწაულისა. ხოლო შუაღამისად, შემდგომად ა. წმიდაო ღმერთოსა, ტროპარი დღესასწაულისა, შემდგომად ბ. წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი დღესასწაულისა. ესრეთ უფალო შეგვიწყალენ იბ. და განტევება ხოლო ლოცვა მიცუალებულთა. მოიხსენენ უფალო სასოებითა. არა ითქმის.

მსწრაფლ მეწიე

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა გ-გზის, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომა, ხმა დ. მსგავსი.

მსწრაფლ მეწიე.

ყოველთა გული და გონება შენ უწყი მეუფეო, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი, რომელი სდეგ რა ტაძარსა შინა და ეტყოდი ცრუთა მათ ჰურიათა, რასათჳს მეძიებთ მე მოკვლად, ცხოვრების-მომცემელსა თქუენსა, დღესასწაულსა განზოგებისასა, ესრეთ ამხილებდი კადნიერებით, ნუ თუალთღებით სჯით ურწმუნონო, და მცნებათა გარდამავალნო.

თანა დაუსაბამოსა

დიდება, აწ და იგივე. და კითხვა იოანეს სახარების თარგმნისა. შემდგომად ბ. სტიქოლოგიისა წარდგომა ხმა ე. მსგავსი.

თანა დაუსაბამოსა.

ყოველთა მეუფე სდეგ რა ტაძარსა შინა, მეერგასისა დღესასწაულისა განზოგებასა და დაჯედ ურჩთა მათ ჰურიათა თანა და ამხილებდი განცხადებულად კადნიერებით ურწმუნოებასა მათსა, ვითარცა მეუფე და ღმერთი, ხოლო ჩუენ მორწმუნეთა შენთა, მოგუანიჭენ სახიერებით დიდი წყალობაჲ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და იგივე. ესრეთ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

ზღვისა მის მეწამულისა ღელუათა ვიდოდა პირველად, ოდესმე…

სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა. ორი. ძლისპირითა მუხლი იდ. პირველი ძლისპირითა მუხლი 8. და მეორე მუხლი ვ. ხოლო უკანასკნელ კატავასიად ძლისპირი მეორისა კანონისა, ორთავე გუნდთა ერთად კანონი უფლისა თეოფანესი, რომელისა კიდურ წერილობა ესრეთ. ვაქებ განზოგებასა ყოვლად-დიდთა დღესასწაულთასა. ხმა დ. გალობა ა. ძლისპირი.

ზღვისა მის მეწამულისა ღელუათა ვიდოდა პირველად, ოდესმე ერი ისრაელისა, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯუარისა სახედ, ძალი იგი ამალეკისა უდაბნოს დასცა.

დიდნი ქუელის-მოქმედებანი, ქრისტე მოგუეცნეს საღმრთოჲთა მით განხორციელებითა შენითა, და მადლი და ბრწყინუალება სულიერი მოგუენიჭა ყოველთა, ამისთჳს გიგალობთ სახიერო.

დღესასწაულისა ამის განზოგებასა დასდეგ შორის და ბრწყინუალებასა მას საღმრთოსა მიანიჭებდ ყოველთა, ქრისტე რამეთუ დღესასწაული მორწმუნეთა შენ ხარ, და ცხოვრება.

სიბრძნე, სიმართლე, გამოხსნა, ქრისტე მამისა მიერ მოხუედ ჩუენდა მომართ, და ქუეყანით ზეცად აღგვიყვანენ მაცხოვარ, და სული შენი წმიდა მოგუმადლე ჩუენ, წარტყუენილთა მტერისა მიერ.

ხორცთა შენთა სამარესა შინა ხრწნილება ვერ ეუფლა, არამედ ვითარცა უხრწნელად იშუნეს, ეგრეთუე აწ ხრწნილება, არა შეიწყნარეს მეუფეო არცა მონეს მათ, წესთა საზღუარსა.

ზღვაუვალი

მეორე კანონი, ქმნილი უფლისა, ანდრია კრიტელისა. ხმა დ. გალობა ა. სხუა. ძლისპირი.

ზღვაუვალი.

წარმართნი იხარებდით, ხოლო ჰურიანი გოდებდით, რამეთუ მხსნელმან ჩუენმან ჯოჯოხეთი შემუსრა, სენნი განდევნნა, და მკუდარნი აღადგინნა, და აცხოვნნა მორწმუნენი სახელისა მისისანი.

რომელმან ეგვიპტისა, წყალნი სისხლად გარდააქციენ, წყალნი ღვინოდ შეცუალენ, და ნიშნი აღასრულენ განსაკრთომელნი, დიდება შენდა ქრისტე, დიდთა მათ სიმდაბლეთა შენთათჳს, რომელითა გვაცხოვნენ.

წყარო ხარ ცხოვრებისა, ჭეშმარიტი სამარადისო, და ძალი დამაშვრალთა მხსნელო, არამედ დაშვერ, და მოგეწყურა ბუნებითა ხორცთათა, და წყალსა ითხოვდ სასმელად სამარიტელისაგან.

პურნი აკურთხენ მხსნელო თევზთა თანა, და განამრავლენ და ერნი გამოზარდენ, და წყურიელთა წყარო სიბრძნისა აღუთქუ, შენ ხარ მეუფე ჩუენი, და მაცხოვარი მორწმუნეთა შენთა სახიერ.

სამებასა ვადიდებ, უხილავად თანა მოსაყდრედ, ძით, და…

დიდება, სამებისა.

სამებასა ვადიდებ, უხილავად თანა მოსაყდრედ, ძით, და სულით. მამასა, ერთ-არსებად ვქადაგებ, დაუსაბამოდ არსთა დამბადებელად, და ერთმთავრობად, და ერთ-ღმრთაებად აღვიარებთ მას.

მხოლომან დაიტიე დამბადებელი შენი სძალო, და უხრწნელად…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

მხოლომან დაიტიე დამბადებელი შენი სძალო, და უხრწნელად გვიშევ ჩუენ, და ქალწულადვე ეგე, სამარადისოდ, მას ევედრე წმიდაო, რათა აცხოვნნეს სამწყსონი შენნი და მგალობელნი.

ზღვაუვალი, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა…

კატავასია.

ზღვაუვალი, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა გამოუთქმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელთა და რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობა.

იხარებს ეკლესია შენდამი ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს…

გალობა გ. ძლისპირი.

იხარებს ეკლესია შენდამი ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასო ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე დამბადებელო.

ცხოვრებისა წყარონი განახუენ ქრისტე და ესრეთ ღაღადებდ: რომელსა წყუროდეს, ჩემდა მოვედინ და სვემდინ მადლსა.

მპყრობელი ყოველთავე არსთა ტაძრად ახვედ და ასწავებდი ერთა, ვითარცა იტყვის ღმრთის-მეტყველი დიდი იოანე.

ქუეყანით ზეცად ამაღლებასა განცხადებულად იტყოდი, და ზეცით მოვლინება, აღგვითქუ სულისა-წმიდისა.

ცხოვრების-მომცემელმან, უფალმან ქალწულისაგან შობილმან, ყოველთა მორწმუნეთა, უკუდავებისა ნიჭი მიმადლა.

ბუნებით ლმობიერ

სხუა. ძლისპირი.

ბუნებით ლმობიერ.

ნუ სჯით თუალთ-ღებით ჵ, ჰურიანო, მოძღურიდი და ასწავებდი მხსნელო, რაჟამს იგი აღხედ ტაძრად, სჯულიერისა კრებისა, განზოგებასა, ვითარცა გუასწავებს ჩუენ საღმრთო წერილი.

ნუ ცთებით უღმრთონო ჰურიანო, რამეთუ მოვიდა უფალი, რომელისათჳს გუასწავებდეს, სიონით მოსლუასა ღირსნი, წინასწარ-მეტყველთა გუნდნი, და ცხოვნდა ყოველი სოფელი.

დაღაცათუ სიტყუათა არა გრწამთ, საქმეთა ირწმუნეთ უღმრთონო ჰურიანო, და ნუ ცთებით და შეურაცხ-ჰყოფთ წმიდასა და მართალსა მეუფესა, რომელისათჳს დაწერა მოსე.

უკუეთუ ჭეშმარიტად ჯერ არს მოსლუა, მესიასი ჵ ჰურიანო, აჰა ესერა მოვიდა მესია, რომელ არს ქრისტე, რასა სცდებით და არა გრწამთ, სჯულსა მოსესსა აღწერილი.

მამაო, ძეო, და სულო წმიდაო, ერთ-არსებაო, გიგალობთ…

დიდება, სამებისა.

მამაო, ძეო, და სულო წმიდაო, ერთ-არსებაო, გიგალობთ შენ სამებად დაუსაბამოდ, უსაზღუროდ, უცუალებელად, ერთ-ბუნებად აღგიარებთ და სამგუამოვნებით თაყვანს-გცემთ.

დაღაცათუ კაც-იქმენ მხსნელო, არამედ ერთად სამებისად იცნობე…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

დაღაცათუ კაც-იქმენ მხსნელო, არამედ ერთად სამებისად იცნობე, არა შეცუალე ბუნება, არა შეწვი ქალწულება, წმიდა დედისა შენისა, ცეცხლმან შემწუელმან უნივთომან.

ბუნებით ლმობიერ ექმენ მხსნელო ბუნებასა ჩუენსა უძლურსა…

კატავასია.

ბუნებით ლმობიერ ექმენ მხსნელო ბუნებასა ჩუენსა უძლურსა, რომელიცა შეიმოსე, ღმრთაებით განაძლიერე, და ვღაღადებთ: არავინ არს წმიდაი შენებრ უფალო.

განზოგებასა დღესასწაულისასა, დასდეგ შენ შორის ტაძრისა და…

წარდგომა, ხმა 8. მსგავსი. სიბრძნე.

განზოგებასა დღესასწაულისასა, დასდეგ შენ შორის ტაძრისა და ხმა-ყავ ესრეთ: რომელსა წყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ, და რომელმან სვას ჩემ მიერ, წყალთა მათ ჩემთა საღმრთოთა მდინარე, მდინარენი სწავლათა ჩემთანი დიოდენ მის მიერ, და რომელსა რწმენეს ჩემი და მომავლინებელი ჩემი, ჩემთანა იდიდოს, ვინაცა გიღაღადებთ დიდება შენდა რომელმან მოგუმალე განზოგება, ესე დღესასწაულისა ქრისტე, მის თანა მოგუანიჭე მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

სიბრძნისა და ცხოვრებისა წყალი აღმოუცენე ყოველსა სოფელსა…

დიდება, აწ და. მსგავსივე.

სიბრძნისა და ცხოვრებისა წყალი აღმოუცენე ყოველსა სოფელსა მაცხოვარ, და უწოდდი ყოველთა ვსებად წყალსა მას ცხოვრებისასა, და რომელთა მიიღეს მცნებაჲ შენი, დაშრიტეს მით აღტყინებული ნაკვერცხალი, წყურვილისა მათისა, რათა არღარა წყუროდეს უკუნისამდე, და მარადის გამოიზარდნენ მადლითა შენითა მეუფეო, ამისთჳსცა ვადიდებთ სიმტკიცესა ძლიერებისა შენისასა ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, რათა მოგუიტევნე შეცოდებანი ჩუენნი, და გარდამოგუივლინო მადლი მონათა შენთა.

სიყუარული წყალობისა, ძეთა კაცთათჳს ჯუარსა ზედა ამაღლდი…

გალობა დ. ძლისპირი.

სიყუარული წყალობისა, ძეთა კაცთათჳს ჯუარსა ზედა ამაღლდი, და დაბრმეს ჰურიანი, რამეთუ შენ ხარ ქრისტე სიბრძნე ღმრთისა და ძალი მისი.

ბჭენი ჯოჯოხეთისანი, შემუსრენ, და ბჭენი უკუდავებისანი, განუხუენ მორწმუნეთა, ამისთჳს გიღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

რომელსა ეგე გიპყრიეს, დაწყება და აღსასრული ყოველთავე, და განზოგება ქრისტე, დასდეგ და მოუწოდე ტვირთმიძიმეთა მაშვრალთა.

ვითარცა ღმერთმან მქონებელმან, ყოველთა ზედა ხელმწიფებისამან, ვითარცა ძლიერმან და მტკიცემან დაამხუ სიკუდილი, და აღგვითქვ მოვლინება ქრისტე სულისა-წმიდისა, მამისაგან გამოსრულისა.

განზრახუა საიდუმლო

სხუა ძლისპირი.

განზრახუა საიდუმლო.

ჭეშმარიტად მოვიდა ქრისტე ღმერთი და წამებენ სასწაულნი მისნი, წყალნი ღვინო ქმნა, განრღვეულნი განკურნა, და მკუდარნი ბრძანებით აღადგინნა, რასაღა სცთებით ჵ ჰურიანო.

წიგნთა უმეცრებითა დაბრმობილ ხართ, რამეთუ ჭეშმარიტად მოვიდა ქრისტე უღმრთონო, და სოფელი აცხოვნა, და ნიჭნი აღასრულნა, და ვითარ უარყოფთ ცხოვრებასა.

ეტყოდა ჰურიათა შემოქმედი, თქუენ შაბათსა კაცსა წინადასცვეთთ, ხოლო მე ყოვლად-დახსნილსა აღუადგინებ სიტყჳთ, და ვითარ მაბრალებთ მე, და ურწმუნო ხართ ჵ ბორგვნეულნო.

საქმენი საკჳრუელნი გიჩუენენ თქუენ, ეტყოდა ჰურიათა უფალი, და მათგანისა რომელისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე უსჯულონო, გარნა რამეთუ განვკურნე კაცი.

ქადაგთა შენთა შორის, ნიშთმოქმედებდ, და წმიდათა შორის განისვენებ, სულისა თანა, და მამისა მხოლოსა, ძეო დაუსაბამოო, და მათ მიერ მოაქციენ წარმართნი.

სამებაო მარტივო, შემოქმედო მამაო, ძით, და სულით-წმიდითურთ…

დიდება. სამებისა

სამებაო მარტივო, შემოქმედო მამაო, ძით, და სულით-წმიდითურთ, ცხოველს-მყოფელო, გვაცხოვნენ ქმნულნი შენნი, და გვიხსენ ჭირთაგან, და ურვათა, ძრწოლით თაყუანის-მცემელნი შენნი.

უსაზღუროსა სიტყუისა დამტევნელო, ქალწულო სძალო მიმადლებულო, ნუ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

უსაზღუროსა სიტყუისა დამტევნელო, ქალწულო სძალო მიმადლებულო, ნუ დააცადებ მისსა მიმართ ოხასა ჩუენთჳს, რომელნი გადიდებთ შენ, რათა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.

განზრახუა საიდუმლო შობა შენი ქალწულისაგან დამბადებელო, რაჟამს…

კატავასია.

განზრახუა საიდუმლო შობა შენი ქალწულისაგან დამბადებელო, რაჟამს იხილა, დაუკვირდა ამბაკომს ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: დიდება ძალსა შენსა უფალო.

შენ უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი…

გალობა ე. ძლისპირი

შენ უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა, მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემენ.

საღმრთოთა მათ დღესასწაულთა განზოგებასა, მოწევნულთა ვისწრაფოთ აწ, მიწევნად სრულებასა, სათნოებათასა ერნო.

ვითარ დიდ არს დღე ესე რომელი განზოგება არს, დიდთა დღესასწაულთა, და ბრწყინავს ორკერძოვე, მადლითა სამებისათა.

გონება ანგელოზთაცა ვერ მისწვთების საიდუმლოსა მას დიდსა…

ღმრთის-მშობლისა

გონება ანგელოზთაცა ვერ მისწვთების საიდუმლოსა მას დიდსა შობისა შენისასა, ქალწულისაგან უთესლოდ ქრისტე მაცხოვარ, სახიერ მრავალ-მოწყალე.

საღმრთოსა დიდებისა

სხუა. ძლისპირი.

საღმრთოსა დიდებისა.

ნიშებითა შეამკვენ მოციქულნი შენნი მეუფეო, და სასწაულთა მიერ განაბრწყინვენ მოწაფენი შენნი, და მიანიჭე მათ სასუფეველი.

ყოველნივე კიდენი ქუეყანისანი განაბრწყინვნეს საკჳრუელებითა და სწავლითა, და ნიშთა სიმრავლითა მოწაფეთა შენთა მხსნელო, და ღმრთივ-შუენიერად ქადაგეს, სიტყუა და სახარებაჲ სასუფეველისა შენისა.

სუფევისა შენისა და მეუფებისა უსაზღუროსა, ქებასა და გალობასა შევსწირავთ, რომელი ჩუენთჳს გამოჩნდი ქუეყანასა ზედა, და განანათლე ყოველი სოფელი, და ადამი განაახლე ნათესავითურთ კაცთ-მოყუარე.

დიდება შენდა მამაო, წმიდაო ღმერთო უშობელო, დიდება…

დიდება, სამებისა

დიდება შენდა მამაო, წმიდაო ღმერთო უშობელო, დიდება შენდა ძეო უხრწნელო, ღმერთო სიტყუაო შობილო ღმრთისა მამისაგან, დიდება შენდა სულო წმიდაო, ღმერთო თანა-არსო მამისა და ძისაო.

იქმნა მუცელი შენი ტაბლა წმიდა სძალო, რომელსა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

იქმნა მუცელი შენი ტაბლა წმიდა სძალო, რომელსა დაეგო პური იგი ზეცათა, რომელისა მჭამებელნი არა მოკვდებიან, ვითარცა თქუა, მზრდელმან ყოველისა სოფლისამან, ქრისტემან ღმერთმან ღმრთისა დედაო ყოვლად-წმიდაო.

საღმრთოსა დიდებისა შენისათჳს განსცვიფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ…

კატავასია.

საღმრთოსა დიდებისა შენისათჳს განსცვიფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ უქორწინებელო ქალწულო მუცლად-იღე საშოსა ღმერთი, ყოველთა ზედა და ჰშევ ყოველთა მღაღადებელთა, შენთა მომცემელო მშჳდობისაო.

გალობით ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესია შენი ქრისტე…

გალობა ვ. ძლისპირი

გალობით ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესია შენი ქრისტე, განწმდა რა იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.

ზატიკთა განზოგება საღმრთო მოიწია დღეს და ერთკერძო აღდგომისა დიდებითა ნათობს, ხოლო ერთკერძო ნუგეშინის-მცემელისა სულისა მადლითა ბრწყინავს.

ეტყოდი ტაძარსა შინა ქრისტე ჰურიათა, და განუცხადებდი შენსა თანა-არსებასა მამისა თანა, დიდებასა ბუნებითსა სულით-წმიდითურთ ფლობასა.

მექმენ მტკიცე ზღუდე შესავედრებელ ღირსო ღმრთის-მშობელო უბიწოო…

ღმრთის-მშობლისა

მექმენ მტკიცე ზღუდე შესავედრებელ ღირსო ღმრთის-მშობელო უბიწოო, და მიხსენ ეშმაკისა მახეთაგან ბოროტთა.

შთავვარდი მე სიღრმესა

სხუა. ძლისპირი

შთავვარდი მე სიღრმესა.

ყოველთა არსთა ღმრთაებრ შემცუელო, აღხუედ ტაძრად და ერსა მოძღურიდი სიტყჳთა ჭეშმარიტებისათა, ვითარ იგი გუასწავებს იოანე დღესასწაულთა განზოგებასა.

აღახუენ ბაგენი შენნი მხსნელო და ქადაგენ ბრწყინუალედ მამა შენი მხოლო, და სული-წმიდა, და თჳსებისა ზოგადისა ერთობა და სცევ შემდგომად ხორცთ შესხმისაცა.

საქმე მამისა სრულყავ ქრისტე ღმერთო და სიტყუანი საქმეთა მიერ სარწმუნო ყუენ, და კურნებანი აღასრულენ სენთა მრავალთფერთანი, და მკუდარნი ბრძანებით აღადგინენ.

ძე დაუსაბამო განკაცნა ჩუენთჳს დასაბამიერ იქმნა და დღესასწაულისა განზოგებასა ასწავედბა, მოვედით და სუთ ჩემგან წყალი საღმრთო უკუდავებისა

ერთსა ღმრთაებასა, ერთ-არსებასა, სამგუამოვნად ცნობილსა, დაუბადებელსა და…

დიდება, სამებისა

ერთსა ღმრთაებასა, ერთ-არსებასა, სამგუამოვნად ცნობილსა, დაუბადებელსა და განუყოფელსა და შეურწყმელსა, ერთობით ვადიდებდეთ მამასა, ძით და სულით წმიდით.

ქალწულად გიცნობთ შემდგომად შობისა ქალწულო, და დედაო…

აწ და, ღმრთის-მშობლისა

ქალწულად გიცნობთ შემდგომად შობისა ქალწულო, და დედაო მხოლოო წმიდაო სძალო ღმრთისაო, და რამეთუ შენგან ხორცნი შეისხნა ქრისტემან ღმერთმან და გუაცხოვნნა ჩუენ.

შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა, და ცოდვისა უფსკრულთა…

კატავასია.

შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა, და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს, არამედ ვითარცა ღმერთი ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყუანე ცხოვრებაცა ჩემი მოწყალე.

რომელი ამაღლდი

კონდაკი. ხმა დ. მსგავსი

რომელი ამაღლდი.

განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა, ყოველთა დამბადებელო და მეუფეო, ქრისტე, ღმერთო, ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა, მოვედით და აღმოივსეთ წყალი უკუდავებისა, ვინაცა გევედრებით და ვხმობთ სარწმუნოებით, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა.

ოხერ ქმნილი ცოდვითა სული ჩემი, სისხლთა შენთა…

იკოსი

ოხერ ქმნილი ცოდვითა სული ჩემი, სისხლთა შენთა წყაროთა, მორწყე სახიერ, და სათნოებათა მიერ ნაყოფიერ ყავ იგი მეუფეო, რამეთუ შენ არქუ ყოველთა, რათა მოვიდენ შენდა ღმრთისა სიტყუაო, და ცხოველი, და უხრწნელებისა წყალი აღმოივსონ, განმწმედელი ბრალთა აღდგომისა შენისა მგალობელთა, და მოგუანიჭენ ჩუენ, მოწაფეთა შენთა ზედა გარდამოსრული მაღლით, ძალი სულისა საღმრთო, რომელნი ღმერთად აღგიარებთ მხსნელო, რამეთუ შენ მხოლო ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა.

სახმილსა შინა აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი…

გალობა ზ. ძლისპირი

სახმილსა შინა აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი, საღმრთოთა სჯულთათჳს შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.

ხელმწიფებითა ძალი სიკუდილისა დახსენ მაცხოვარ და გზა ცხოვრებისა კაცთა უჩუენე შენ რომელნიცა გიღაღადებენ: კურთხეულ ხარ ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.

ხორცთ-შესხმული რა გიხილეს ჰურიათა ვერ გიცნეს ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, არამედ ჩუენ თაყუანის-გცემთ და გიღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.

ზეგარდამო განწმედილ იქმენ, ღმრთისა სამკჳდრებელო, გიხაროდენ რამეთუ…

ღმრთის-მშობლისა

ზეგარდამო განწმედილ იქმენ, ღმრთისა სამკჳდრებელო, გიხაროდენ რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა ღმრთის-მშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლად-წმიდაო დედუფალო.

არა მსახურეს

სხუა. ძლისპირი

არა მსახურეს.

ხორციელად დაშვერ მეუფეო განმსვენებელო ყოველთა მაშრვალთაო, და მოგეწყურა ნებსით წყაროო ნიშთა და საკჳრუელებათაო, რომელნიცა აღმითქუ ჩუენ, წყალი ცხოვრებისა მოცემად, მამათა ღმერთო.

სამარიტელსა ზრახევდ უფალო, და ჰურიათა სიბორგილესა ამხილებდ, ხოლო მას რწმენა, და ძედ ღმრთისა ცხოველისად აღგიარა შენ, ხოლო მათ უღმრთოთა უარგყუეს, ეჰა სიბრმე უგუნურთა მათ, და სიბოროტე.

წყალი ცხოველი დაუწყუედელი უკუდავებისა, და წყარო სამარადისო აღუთქუ მაცხოვარ მიცემად სულისა-წმიდისა მომლოდებელთა, რომელი მამისაგან გამოვალს და შენ ძისა თანა, იქმს სასწაულთა.

ხუთთა პურთა მიერ გამოზარდენ შენ ბევრეულნი ერნი შიმშილითა მომყმარნი, და ნეშტითა მით სხუათა უმრავლესთა გამოზრდაჲ ძალ-გედვა მეუფეო, და ესრეთ საცნაურ ყავ დიდება შენი განუცდელი, დაბადებულთა.

რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, ცხოვნდეს უკუნისამდე და ეგოს იგი ჩემ თანა და მე მისთანა მარადის, თქუა უფალმან, და აღუადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა, აღდგომისასა.

განაკჳრუენ მეუფეო განგებულება შენი, არწმუნებდ რა სასწაულთა მრავალთა ხელმწიფებით, სენნი განსდევნენ, მკუდარნი აღადგინენ, და ბრმანი განანათლენ ვითარცა ღმერთმან.

კეთროვანნი განსწმიდენ მკელობელნი განმართენ, განრღვეულნი აღადგინენ, წიდოვანნი განკურნენ, და ხვიდოდი წყალთა ზედა, უჩუენებდ რა მოწაფეთა შენთა სამღუდელოთა, დიდებასა შენსა.

თაყვანის-ვსცემთ ქრისტე მეუფეო დაუსაბამოსა მამასა, და სულსა…

დიდება. სამებისა

თაყვანის-ვსცემთ ქრისტე მეუფეო დაუსაბამოსა მამასა, და სულსა ცხოველს-მყოფელსა, რომელი იგი მიჰფინე მოციქულთა შენთა ზედა, და ყოველსა სოფელსა უბრძანე წარსვლა ქადაგებად, სახარებისა.

საშოსა დაიტიე ქალწულო დაუტევნელი სიტყუა, და ძუძუთაგან…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

საშოსა დაიტიე ქალწულო დაუტევნელი სიტყუა, და ძუძუთაგან შენთა აწოებდ მზრდელსა სოფლისასა, და წიაღთა იტვირთე მტვირთველი ცათა და ქუეყანისა, ამისთჳს გაკურთხევთ წმიდაო, ღმრთისა დედაო.

არა მსახურეს დაბადებულთა ღმერთი-შემოსილთა დამბადებელისა წილ და…

კატავასია.

არა მსახურეს დაბადებულთა ღმერთი-შემოსილთა დამბადებელისა წილ და შეურაცხ-ჰყუეს ცეცხლი შემწუელი სატანჯუელნი, და ესრეთ იტყოდეს: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროსად კურთხეულ ხარ შენ.

ხელთა განპყრობითა დანიილ, მღვიმესა მას შინა მხეცნი…

გალობა 8. ძლისპირი.

ხელთა განპყრობითა დანიილ, მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა, დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ, და განბრძნობილნი უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

შუენიერად საფლავით აღდეგ ღმრთაებისა ნათლითა შემოსილი ქრისტე და მოციქულთა შენთა ეჩუენე, და აღუთქუ მათ მადლი სულისა მოვლინებად მამისაგან, რათა ღაღადებდენ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

მოაკუდინე შენ ჯოჯოხეთი ქრისტე მეუფეო, ცხოვრებისა თავო, და აღმოუცენე ყოველთა ცხოვრება იგი საუკუნო, რომელსა გამოსახავს აწ დღეთა ამათ მადლი, და გაკურთხევთ ყოველნი ქმნილნი შენნი უკუნისამდე.

შარავანდედნი ვითარცა მზემან სიმართლისამან ქრისტე, გამოაჩინენ და წარავლინენ სოფლად მოციქულნი შენნი მქონებელნი, შენ ნათლისა მიუწდომელისა, და განსდევნეს ნისლი უმეცრებისა, და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

აჰა ესერა აწ მოაკლდა იუდას ტომისაგან მეუფე…

ღმრთის-მშობლისა.

აჰა ესერა აწ მოაკლდა იუდას ტომისაგან მეუფე, და მთავარი, ვინაჲთგან გვიშევ უბიწოო მაცხოვარ, საუკუნო რომელსაცა მოველოდით, და ამას უღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

მხსნელო ყოველთაო

სხუა. ძლისპირი.

მხსნელო ყოველთაო.

განიცადეთ ერნო, ანგელოზთაგან თაყუანის-ცემული და უსჯულოთა მიერ გმობილი უფალი, და იხილოთ რა ხმა ჰყავთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოვრება სოფლისა, და შემნდობელი ცოდუათა, და ბრალთა ჩუენთა, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება მორწმუნეთა შენთა, მოსრული მხსნელად ადამიანთა.

მამისა მხოლოსა სიბრძნე, და ძალი მდგომარე ტაძარსა შინა მოძღურიდა, ვითარმედ მე ვარ ნათელი სოფლისა, და წყარო ცხოვრებისა, და რომელსა ვრწმენე ცხოვნდეს ჩემ მიერ.

ყოველთავე დღეთა და შაბათთაცა ნიშთა საკჳრუელთა აღასრულებდა მხსნელი, და სენთა კურნებდა, ხოლო ჰურიანი განცოფებულნი შურითა განიხერხებოდეს.

ხმობდეს ჰურიანი ესრეთ, ვითარმედ განრღვეულნი ამან სიტყჳთ განკურნა შაბათსა, დაარღვია სჯული მოსესი, ეჰა უგუნურთა მათ სიცოფე და უბადრუკება.

ეტყოდა უფალი: არა თქუენ სთქუათ, მოსე მომცემელი სჯულისა ბრძანებს შაბათსა წინადაცუეთად და მე რომელმან განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა რასა მაბრალებთ.

მამათა ეგვიპტით გამოსრულთა ჭამეს უდაბნოსა ზედა მანანა, და მოწყდეს სახიერ, ხოლო ჩუენ მჭამელნი ხორცისა, და სისხლისა შენისანი არა მოვკვდებით მხსნელო, არამედ შენთანა ცხოველ ვართ ღმრთისა ჩუენისა.

არა სადა იცვალების მამა ძედ, და არცა…

ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა. სამებისა

არა სადა იცვალების მამა ძედ, და არცა ძე მამად, ანუ-თუ სულად, რამეთუ თჳთებანი უცუალებელ არიან, ვინაცა სამებად, აღვიარებ, და ვმონებ სამებასა წმიდასა.

ვითარ ჰშევ უჟამოდ ღმრთისა მამისა შობილი ქალწულო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ვითარ ჰშევ უჟამოდ ღმრთისა მამისა შობილი ქალწულო, და დიდებული სულისა-წმიდისა თანა, ვითარ იგი უწყის, შენგან შობილმან ზესთა ბუნებისა და სიტყუისა.

მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია.

მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენნი, რაჟამს იგი შეაცვრიენ, სახმილით ღაღადებდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

ლოდი საკიდური, უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო გამოუკუეთელო…

უპატიოსნესსა არა ვგალობთ. გალობა თ. ძლისპირი.

ლოდი საკიდური, უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო გამოუკუეთელო ქალწულო ქრისტე, შემაერთებელი ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით, ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

ახალი, და საღმრთო ცხოვრება, რომელი ვისწავეთ ქრისტესგან, აღსასრულამდე დამარხვად მისსა, ვისწრაფოთ ყოველთა, რათა მადლი, იგი, ყოვლად-წმიდისა სულისა, მოგუცეს ჩუენ და განგუანათლნეს.

ბუნებასა ჩუენსა მოკუდავსა, სამკაული იგი უკუდავებისა, შემოსე შენ მაცხოვარ, და შენთანავე აღადგინე, და მამასა მიჰგვარე განახლებული, რაჟამს ჯუარითა დახსენ მტერობა.

ჩინებულნი ესე ზეცისა მოქალაქობასა შუამდგომელობითა, ჩუენთჳს დამდაბლებულისა, მის ქრისტეს სიტყუისა ღმრთისათა, რომელმან ცად აღმიყვანნა, გალობით მას ვადიდებდეთ.

ვითარცა წყაროსა და ძირსა, უხრწნელებისასა ქალწულო, და…

ღმრთის-მშობლისა.

ვითარცა წყაროსა და ძირსა, უხრწნელებისასა ქალწულო, და მიზეზსა ცხოვრებისასა, გიგალობთ ქებით ყოველნი მორწმუნენი, რამეთუ შენ არსებითი უკუდავება შევ და გვაცხოვნენ ჩუენ.

შობა შენი

სხუა. ძლისპირი.

შობა შენი.

მოხუედ მაცხოვარ განზოგებასა, დღესასწაულისასა ტაძრად შენდა, და ასწავებდ და მოძღურიდ, ხოლო ჰურიანი განკჳრვებულნი ხმოდეს, ვინა იცნის ამან, წერილნი თჳნიერ სწავლისა.

ნიშთა და სასწაულთა იქმოდა მხსნელი, და განასხმიდა სულთა ბოროტთა, და კურნებდა სნეულთა, და ყოველთა სენთა, და სალმობათა იოტებდა, ხოლო უღმრთონი, ჰურიანი ბორგდეს შურითა.

ურჩთა ჰურიათა ეტყოდა მხსნელი, ნუ სჯით თუალთ-ღებით, არამედ საჯეთ სამართალი სასჯელი, რამეთუ სჯულიცა ბრძანებს შაბათსა შინა წინადაცუეთად, და მე ვითარ მგმობთ კურნებათათჳს.

უმრავლესთა ნიშთა ქმნა მოციქულთა, ვითარ აღუთქუ მიეც სახიერ, და ყოველსა სოფელსა წარავლინენ მითხრობად დიდებისა შენისა და მადლთა შენთა, სიმრავლე წარმართთა ახარეს.

უკუეთუ კაცსა წინადაცუეთთ შაბათსა, რათა არა დაიხსნას სჯული მოსესი, რასათჳს განრისხნებით, რამეთუ მკუდარნი აღუადგინენ შაბათსა შინა, სცანთ ჭეშმარიტი, მე ვარ უფალი შაბათისა.

რომელმან განკურნე ხელი განხმელი, გულისა ჩემისა ქუეყანაჲ ხმელი, განკურნე მეუფეო და ნაყოფიერ მყავ, რათა მოგართუნე ნაყოფნი, სინანულისა კეთილისანი, და მაცხოვნე მე.

კეთროვანი გული ჩემი განწმიდე, და თუალნი სულისანი აღმიხილენ, და ცხედარსა სალმობისა, ჩემისასა ზედა მდებარე აღმადგინე, ქრისტე ვითარცა იგი განრღვეული, და მაცხოვნე მე.

უცხო არს კაცთაგან არა დიდება სამებისა დაუსაბამოსა…

დიდება, სამებისა.

უცხო არს კაცთაგან არა დიდება სამებისა დაუსაბამოსა მამისა, და ძისა, და სულისა-წმიდისა, აუგებელისა სიმტკიცისა, და ყოველისა მპყრობელისა ძლიერებისა, რომელისაგან ყოველი სოფელი დამტკიცებულ არს, და წამის ყოფითა მართებს ყოველთა.

ერთი სამებისა ქრისტე გვიშევ ჩუენ, დედაო და…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ერთი სამებისა ქრისტე გვიშევ ჩუენ, დედაო და ქალწულო წმიდაო, რომელსა უგალობენ დაბადებულნი და ძრწიან ძალნი და საყდარნი, მისგან გვითხოვე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით…

კატავასია.

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳს ჩუენ შენ ღმრთის-მშობელო მარადის ყოველნი გადიდებთ.

რომელმან ცისა სამყარო

განმანათლებელი. მსგავსი.

რომელმან ცისა სამყარო.

წყაროო ცხოვრებისაო, რომელსა გაქუს სასმელი მადლთა წარმოუცალიერებელი, მომეც მე სმად წყალი მომტევებელი ცოდუათა, რომელი ესე შეპყრობილ ვარ წყურვილითა, მხოლოო სახიერ მრავალ-მოწყალე.

სიბრძნეო და ძალო მამისაო, მარადის ჭეშმარიტო ძეო…

გ-გზის. ყოველი სული. აქებდითსა ზედა აღვიღებთ მუხლთა დ. და ვგალობთ მსგავსთა დღესასწაულისათა გ. განმაორებელი პირველისანი, ხმა დ. მსგავსი. მხნეონისანი.

სიბრძნეო და ძალო მამისაო, მარადის ჭეშმარიტო ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, რაჟამს მოხუედ ტაძრად ხორცითა ასწავებდი უგნურთა და უმადლოთა მათ ჰურიათა ხოლო იგინი განკჳრვებულ იყუნეს დიდად სიბრძნისა მის შენისათჳს, და იტყოდენ ესრეთ: ვითარ იცის ამან წერილი თჳნიერ სწავლისა.

მწიგნობარნი დაიყოფდენ ყურთა მათთა, რაჟამს ამხილებდა მათ…

ბ-გზის.

მწიგნობარნი დაიყოფდენ ყურთა მათთა, რაჟამს ამხილებდა მათ მესია უფალი და ეტყოდა: ნუ თუალთ-ღებით სჯით სჯულისა დამხსნელნო, მე შაბათსა შინა აღუადგინე განრღვეული იგი და აწცა მე ვარ უფალი შაბათისა და მცნებისა, რად მეძიებთ მე მოკვლად, რომელმან მკუდარნი თქუენნი აღუადგინენ.

ნაბოთეს ქვა დაკრიბეს ერთა უსჯულოთა, უმადლომან კრებულმან ჰურიათამან, ხოლო ისაია წინასწარ-მეტყველი ხერხითა ხისათა განხერხეს, და ბრძენი იერემია ჯურღმულსა სიმყრალისასა შთააგდეს, ხოლო უფალი ჯუარსა ზედა აღამაღლეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: რომელი ტაძარსა დაარღუევდ იცხოვნენ თავი თჳსი რათა გვრწმენეს ჩუენცა.

განვწმდეთ ძმანო აღდგომითა ქრისტე მაცხოვრისათა, რომელნი მოწევნულ…

დიდება, აწ და. ხმა დ. ანატოლისა.

განვწმდეთ ძმანო აღდგომითა ქრისტე მაცხოვრისათა, რომელნი მოწევნულ ვართ დღესასწაულსა ამას სამეუფოსა განზოგებისასა, და ჭეშმარიტად დავიმარხნეთ მცნებანი ღმრთისანი, რათა მივიწივნეთ დღესასწაულსაცა წმიდისა ამაღლებისასა, და მოსლუასა სულისა-წმიდისასა, და მოგუენიჭოს მის მიერ მადლი და ნიჭი სულთა ჩუენთა.

დიდება მაღალი გრძლად. შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, ტროპარი…

დიდება მაღალი გრძლად. შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, ტროპარი დღესასწაულისა, კუერექსი და განტევება, და ჟამი პირველი,

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო

მომიხსენენი კანონისაგან დღესასწაულისა პირველისა კანონისა გალობა გ. მუხლი დ. და მეორისა კანონისა გალობა ვ. მუხლი დ. შემდგომად შესლვისა, ტროპარი დღესასწაულისა, დიდება და აწ და. კონდაკი. სამოციქულო, საქმე მოციქულთა დასაწყისი ლდ. სახარება იოანესი. დასაწყისი კვ. ლიტურგიასა ზედა, ვგალობთ ნაცვლად ღირს არსისა. სძლისპირსა.

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო.

განათლდი, განათლდი

ხოლო სხუათა დღეთა შინა ვგალობთ.

განათლდი, განათლდი.

რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა, და სმიდეს სისხლსა…

ვიდრე წარგზავნადმდე. განიცადე.

რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა, და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა ჰგიეს, და მე მის თანა, თქუა უფალმან.

ალილუია გ-გზის

ალილუია გ-გზის. ტრაპეზსა ზედა, იქმნების დიდი ნუგეშინისცემა ძმათა, ხოლო იდღესასწაულების დღესასწაული ესე დღესა 8.