გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-4 შვიდეული · ხუთშაბათი 1 / 31მსგავსი. რომელი იწოდე

აღდგომიდან მე-4 შვიდეული · ხუთშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 11 წთ

მსგავსი. რომელი იწოდე

ჩვეულებისაებრ, კანონი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი დღესასწაულისანი გ. ხმა დ.

მსგავსი. რომელი იწოდე.

პირველვე დახსენ სიმტკიცე სიკუდილისა სიკუდილითა შენითა ქრისტე, და ცხოვრება შემოსილითა აღდგომითა შენითა აღადგინე ნათესავი კაცთა, და ქუესკნელს შთასლვითა შენითა ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, ამისთჳს მადლობით ქებასა შენდა შევსწირავთ, და დღესასწაულსა ამას ვდღესასწაულობთ, პატივად სამისა დღისა აღდგომისა შენისა, რომელმან ღირს-მყუენ ჩუენ მოწევნად შუაზატიკისა ამის დღესასწაულსა, რათა ყოველნი განვბრწყინდეთ, იესო ყოვლად-სახიერო, მაცხოვარო სულთა ჩუენთაო.

პირველ პატიოსნისა ჯუარისა და ვნებისა შენისა, სასწაულსა აღასრულდებდი ერთა შორის, ვითარცა წერილ არს დღესასწაულსა შუა ზატიკისასა, და ეტყოდი ქრისტე ყოვლად-ძლიერო ყოველთა და ესრეთ უღაღადებდ, რომელსა სწყუროდეს ნებსით თჳსით ჩემდა მოვიდეს სამღთოჲსა წყლისა ვსებად, რომელ-არს წყალი ცხოვრებისა, და ძალსა სიბრძნისასა, ყოველთა მივსცემ მე, ვითარცა კაცთ-მოყუარე ვარ.

ვითარცა განრღვეული იგი ცხედარსა ზედა მდებარე, აღმადგინე ქრისტე მრავალ-მოწყალე, აურაცხელითა კაცთ-მოყუარებითა შენითა, ნებსით რა კაც-იქმენ ჩუენთჳს, რათა ვიდოდე საღმრთოთა მცნებათა შენთა კეთილთა მიერ მოსწრაფებით, რომელმან ვნებანი პირველ თავს ისხენ, მაცხოვარო ჩუენო ერთა მათ ჰურიათაგან, და უჩუენებდი მათ სასწაულთა მრავალთა, ვითარცა ღმერთი.

ოდეს მოხუედ ტაძრად ქრისტე ღმერთო, განზოგებასა დღესასწაულისასა…

და თუენისა გ. დიდება წმიდისა, უკუეთუ არს, ხოლო უკუეთუ არა. დიდება, აწ და. დღესასწაულისა. ხმა ბ.

ოდეს მოხუედ ტაძრად ქრისტე ღმერთო, განზოგებასა დღესასწაულისასა, მაშინ ასწავებდი ერთა მათ და ესრეთ უღაღადებდ, რომელსა რწმენეს ჩემი არა მოკვდეს, არამედ ცხოველ იქმნეს, ხოლო ერნი ჰურიათანი განიხერხებოდეს, და მწიგნობარნი და ფარისეველნი ესრეთ იტყოდეს, ვინ არს ესე რომელი იტყვის გმობასა, რამეთუ არა გულის-ხმა-ყუეს, შენ ხარ პირველ საუკუნეთა მამისა და სულისა თანა ქებული, ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ დახსნდა ძალი სიკუდილისა…

წარდგომა დღისა. სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა. ხმა გ.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ დახსნდა ძალი სიკუდილისა, და ეშმაკისა საცთური განქარდა, ხოლო კაცთა ნათესავნი სარწმუნოებითა ხსნილნი, გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა თქუენი წმიდანო მოციქულნო…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. დასდებელი მოციქულთა

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა თქუენი წმიდანო მოციქულნო, კერპთა საცთური დახსენით, ღმრთის-მეცნიერებაჲ ქადაგეთ, ესრეთ კეთილ არს ღუაწლნი თქუენნი სანატრელნო, ამისთჳს უგალობთ, და დიდების ვმეტყველებთ ხსენებასა თქუენსა.

მოწამეთა შენთა უფალო, სარწმუნოებითა დამყარებულთა, სასოებითა დამტკიცებულთა…

მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.

მოწამეთა შენთა უფალო, სარწმუნოებითა დამყარებულთა, სასოებითა დამტკიცებულთა, სიყუარულითა ჯუარისა შენისათა სულიერად შეყოფილთა, მძლავრება მტერისა შემუსრეს, და მიემთხვივნეს გჳრგჳნთა, და უხორცოთა თანა მეოხ არიან სულთა ჩუენთათჳს.

შუა ზატიკისა ამის დღესასწაულსა, ვადიდებთ მას რომელმან…

დიდება, აწ და. ხმა გ. გერმანესი.

შუა ზატიკისა ამის დღესასწაულსა, ვადიდებთ მას რომელმან შორის ქუეყანისა, ქმნა ცხოვრებაჲ სოფლისა, რომელი შორის ორთა ავაზაკთასა ძელსა ზედა დაემსჭუალა, და მგმობრისა მისთჳს დუმნა სულგრძელებით, ხოლო მორწმუნესა მას, ეტყოდა მოწყალებით დღეს ჩემთანა, ღირს იქმენ სამოთხესა, რომელი საფლავად შთახდა, და შემუსრა მძლავრი ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა, და სულთა ჩუენთა, მოსცა დიდი წყალობაჲ.

ტროპარი წმიდისა, უკუეთუ არს, ხოლო უკუეთუ არა…

ტროპარი წმიდისა, უკუეთუ არს, ხოლო უკუეთუ არა, მხოლოდ დღესასწაულისა, კუერექსი, და განტევება.

ქება უფლისა

სამსაგალობელი ჴმა გ.

ქება უფლისა.

ქრისტე ღმერთო, ცანი კეთილთა შენთა დაფარნეს, რაჟამს…

გალობა დ. ძლისპირი

ქრისტე ღმერთო, ცანი კეთილთა შენთა დაფარნეს, რაჟამს კიდობნისა მისგან სიწმიდისად მოხუედი სოფლად სიმდაბლით ჩუენთჳს, და ვითარცა ჩჩვილი გიხილეს შენ, ღმერთი ყოველთა დაბადებულთა, აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.

ემსგავსე შენ მხოლო უაღრესი არსებათა გამოუთქმელითა შეერთებითა კაცთა, და ჯუარცმა ხორციელად დაითმინე ჩუენთჳს, შეირაცხე მკუდართა თანა და მესამესა დღესა ბრწყინუალედ აღდეგ მკუდრეთით და გვაცხოვნენ ჩუენ.

ქრისტე, ღმერთო, წყარო ცხოვრებისაო იქცეოდი რა ხორცითა ქუეყანასა ზედა ცხოვრებად განწირულთა დასჯედ ჯურღმულსა ზედა დამაშვრალი და სამარიტელსა მას დედაკაცსა სიბრძნისა შენისა წყალი საიდუმლო მიჰფინე სახიერ.

სენთა ჩემთა სიმრავლე სიტყჳთ განკურნე მხსნელო და…

დიდება

სენთა ჩემთა სიმრავლე სიტყჳთ განკურნე მხსნელო და ბრალთა და ცოდუათა ჩემთა აღსახოცელად ჯუარცმა დაითმინე, და საფლავსა შინა დადებითა, აღადგინე ბუნებაჲ ჩუენი განხრწნილი აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.

სიბრძნე ღმრთისა დაუსაბამო ღმრთისა დედაო, ვითარცა წვიმა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

სიბრძნე ღმრთისა დაუსაბამო ღმრთისა დედაო, ვითარცა წვიმა საწმისსა ზედა გარდამოხდა შენ ზედა და განკაცდა თჳნიერ ქცეულებისა და გზანი ცხოვრებისანი გვიჩუენნა ჩუენ, რომელნი შემდგომად შობისა, დედად ქალწულად აღგიარებთ შენ.

მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა…

გალობა 8. ძლისპირი

მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა, და ალისაგან არა ევნო, და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

ჯუარსა ზედა რა ამაღლდი კაცთა ბუნება შენთანა აღამაღლე მხსნელო, ხოლო საფლავსა რა დაიდევ საფლავსა დადებულნი მძინარენი აღადგინენ მრავალ-მოწყალე საღმრთოთა მით აღდგომითა შენითა.

და იერიქო და სალიმი სავსე წყალთა მიერ მრავალთა დაუტევენ მხსნელო და მიხვედ ჯურღმულსა იაკობისსა წყარო ეგე სიბრძნისა, რათა მისცე სამარიტელსა მას დედაკაცსა ცხოვრებისა და უკუდავებისა წყალი.

შენ რომელმან განანათლენ ყრმანი და განრღვეულნი სიტყჳთ…

დიდება

შენ რომელმან განანათლენ ყრმანი და განრღვეულნი სიტყჳთ აღადგინენ უფალო, და მზეებრ აღმობრყინდი საფლავით, მომკუდარი სული ჩემი აღადგინე სამარეთაგან უდებებისათა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.

დაბადებულთა დედუფალო მსოფლიოთა ამათ განსაცდელთაგან მიხსენ მე…

აწ და ღმრთის-მშობლისა

დაბადებულთა დედუფალო მსოფლიოთა ამათ განსაცდელთაგან მიხსენ მე, და ვნებათაგან ცოდვისათა, და საუკუნოჲსა მის ცეცხლისაგან განმარინე, რათა გიგალობდე და ვაქებდე მოწყალებათა შენთა.

წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ…

გალობა თ. ძლისპირი

წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოსა განმღებელი წმიდა უფლისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ.

აღამაღლენ შენ ძელსა ზედა ხელნი ქრისტე მრავალ-მოწყალე, რათა ბოროტად განმარტებულთა მათ ხელთა ადამისთა, ხისა მიმართ ცნობადისა შეცოდებაჲ განკურნო, და ადამიანნი იხსნნე პატიჟთაგან ურჩებისათა.

განრღვეულნი შეანაწევრნე დაღრეკილნი სიტყჳთ აღმართენ ქრისტე მეუფეო და ჯუარცმა თავსიდევ და აღდეგ მკუდრეთით და მრავალდღე ეჩუენებოდი მოწაფეთა მათ შენთა, ამისთჳს ვადიდებთ მხსნელო წყალობათა შენთა უფსკრულსა კაცთ-მოყუარე.

მორავიდა აღუსებად წყლისა სამარიტელი დედაკაცი, გიხილა შენ…

დიდება

მორავიდა აღუსებად წყლისა სამარიტელი დედაკაცი, გიხილა შენ, ქრისტე, ღმერთო, და წყალი ცხოვრებისა შენგან აღმოივსო და აღივსო და მადლობით გაქებდა, და სამარიტელთა ერსა ექმნა მოციქულ ღმრთივ-განბრყინვებულ.

ეჰა უაღრეს ბუნებათა საკჳრუელებანი შენნი ქალწულო, რამეთუ…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ეჰა უაღრეს ბუნებათა საკჳრუელებანი შენნი ქალწულო, რამეთუ შენგან იშუა ღმერთი განხორციელებული და ჯუარცმითა და ვნებითა და ნებსით სიკუდილითა, და აღდგომითა თჳსითა აცხოვნა ყოველი სოფელი.

შუენიერებასა

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა ხმა გ. მსგავსი.

შუენიერებასა.

ყოველივე კაცობრივი მიიღე, ყოველივე კეთილად შენ განითჳსე, ჯუარსა ზედა რა დაემსჭუალე შემოქმედო ჩემო, და სიკუდილი ნებსით მიითვალე ვითარცა კაცმან, რათა იხსნნე კაცნი სიკუდილისაგან, ვითარცა ღმერთმან, ამისთჳსცა ცხოვრების-მომცემელო გიღაღადებთ შენ, დიდება სახიერებასა შენსა ქრისტე.

ხსენება მოციქულთა შენთა უფალო, უფროსად განაბრწყინვე ვითარცა…

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

ხსენება მოციქულთა შენთა უფალო, უფროსად განაბრწყინვე ვითარცა ყოვლად-ძლიერმან, რამეთუ განაძლიერენ იგინი მიბაძვად ვნებათა შენთა, სძლეს ახოვნებით ძალსა ბელიარისსა, ვინაჲცა მიიხვნეს მადლნი კურნებათანი, მათითა მეოხებითა მშჳდობა მომადლე ერთა შენთა.

შეიჭურვეთ საჭურველი ჯუარისა, და შთაიცუთ ჯაჭვი სარწმუნოებისა…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა

შეიჭურვეთ საჭურველი ჯუარისა, და შთაიცუთ ჯაჭვი სარწმუნოებისა, და წყობანი მტერთანი მოღუაწებითა დაამხუენით, რამეთუ სასოებითა ცხოვრებისათა წადიერებით დაუთმეთ, ყოველსა შინებასა და გვემასა მძლავრთასა, ამისთჳს გჳრგჳნი მოიხუენით ქრისტეს მოწამენო, მხნენო სულითა ყოვლად-ქებულნო.

წინასწარ-მეტყველთა ქადაგეს, მოციქულთა ასწავეს, მოწამეთა აღიარეს, და…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

წინასწარ-მეტყველთა ქადაგეს, მოციქულთა ასწავეს, მოწამეთა აღიარეს, და ჩუენ გვრწმენა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ღმრთის-მშობელი, ამისთჳს ვადიდებთ შობასა შენსა ქალწულო.

სიბრძნე

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა 8. მსგავსი.

სიბრძნე.

სდეგ შენ, შორის ტაძრისა, განზოგებასა დღესასწაულისასა, და ესრეთ ხმა ყავ, რომელსა წყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ, და რომელმან სვას ჩემ მიერ, წყალთა მათ ჩემთა საღმრთოთა მდინარე, მდინარენი სწავლათათა ჩემთანი დიოდენ მის მიერ და რომელსა, რწმენეს ჩემი, და მომავლინებელი ჩემი, ჩემთანა იდიდოს, ვინაჲცა გიღაღადებთ: დიდება შენდა რომელმან, მოგუმადლე განზოგება, ესე დღესასწაულისა, ქრისტე, მისთანა მოგუანიჭე, მშჳდობა და დიდი წყალობაჲ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და. იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

ნათლითა შენითა უფალო, ვიხილეთ ნათელი კაცთ-მოყუარე, აღრასდეგ…

სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა პირველი, ძლისპირით მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა, აქებდითსა ზედა, დასდებელი რუა-ხმათა. მუხლი დ. ხმა გ.

ნათლითა შენითა უფალო, ვიხილეთ ნათელი კაცთ-მოყუარე, აღრასდეგ მკუდრეთით ცხოვრება ნათესავსა კაცთასა მოანიჭე, რათა ყოველნი დაბადებულნი გიგალობდენ, მხოლო შეუცოდებელო შეგვიწყალენ ჩუენ.

ქრისტეს ღმრთისა მცნებანი, უბრალოდ დაიმარხენით წმიდანო მოციქულნო…

ბ-გზის.

ქრისტეს ღმრთისა მცნებანი, უბრალოდ დაიმარხენით წმიდანო მოციქულნო, უსასყიდლოდ მიიღეთ და უსასყიდლოდ მისცემდით, და განკურნებთ ვნებასა სულთა და ხორცთა ჩუენთასა, ვინაჲცა კადნიერება გაქუთ, მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

ვითარცა მნათობნი ბრწყინავთ სოფელსა შინა, შემდგომად სიკუდილისაცა…

მოწამეთა

ვითარცა მნათობნი ბრწყინავთ სოფელსა შინა, შემდგომად სიკუდილისაცა წმიდანო მოწამენო, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ, და კადნიერება მოიგეთ ღმრთისა მიმართ, მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

უფალო პირველ პატიოსნისა ჯუარისა და ვნებისა შენისა…

დიდება, აწ და. ხმა დ.

უფალო პირველ პატიოსნისა ჯუარისა და ვნებისა შენისა, აღხუედ განზოგებასა დღესასწაულისასა, და ჰურიათა ასწავებდ კადნიერად, სჯულსა შინა მოსესსა შენთჳს სჯულდებულსა, ხოლო იგინი მოწყლული გამოუთქმელთა მათ სიბრძნეთა შენთა მახვილითა, თავთა შორის თჳსთა შურითა აღგზებულნი იტყოდეს, ვითარ ამან წიგნი იცნის თჳნიერ სწავლისა, ვითარცა რა მეუფემან, ხოლო შენ ხმა ყავ ღმრთივ-ბრწყინუალედ, ვითარმედ რომელსა რწმენეს ჩემი ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდენ წყლისა ცხოველისანი, მხსნელო სულთა ჩუენთაო, დიდება შენდა.

სახლო ევფრათასო

აღვივსენითსა ზედა დასდებელნი, რომელთა კიდურ წერილობა, საშუალ მეერგასისა, ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

დიდებულ არს უკუე მეუფეო დიდებულება და თჳთმპყრობელობა შენი, რამეთუ დაგლახაკენ ჩუენთჳს, დიდ არს წყალობა შენი, რომელმან დიდითა წყალობითა შენითა, ყოველი სოფელი მადლითა აღავსენ.

სდეგ რა ტაძარსა შინა, აღმოაცენენ საღმრთონი წყარონი…

მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

სდეგ რა ტაძარსა შინა, აღმოაცენენ საღმრთონი წყარონი განზოგებასა მას დღესასწაულისასა, და ასვი მათ რომელნი იყუნეს დამაშვრალ საღმრთოჲსა მადლისაგან, კეთილ-სახიერებითა შენითა.

ცხოვრება ჩემი ინებე რა, ხორცნი შეისხენ ყოვლად-პატიოსნისა…

ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩუენმან, წინასაუკუნეთამან შექმნა ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა.

ცხოვრება ჩემი ინებე რა, ხორცნი შეისხენ ყოვლად-პატიოსნისა ქალწულისა უქორწინებელისაგან, სდეგ რა ტაძარსა შინა, და აღმოგვიცენე ჩუენ უკუდავებაჲ მრავალ-მოწყალე.

დღესასწაულისა განზოგებასა, უპირატეს ვნებისა და აღდგომისა შენისა…

დიდება, აწ და. ხმა 8. იოანე მონაზონისა.

დღესასწაულისა განზოგებასა, უპირატეს ვნებისა და აღდგომისა შენისა უფალო, ასწავებდი ურჩთა მათ ჰურიათა, ტაძარსა შინა მდგომარე, და მწიგნობართა და ფარისეველთა, და ერისა მის მიმართ ღაღადებდი და ესრეთ იტყოდი, და რომელსა სწყურის თქუენ შორის მოვედინ ჩემდა და სვემდინ და რომელსა ვრწმენე მე, წყალნი ცხოველნი სულისა-წმიდისანი, სდიოდენ მუცლისა მისისაგან, ჵ გამოუთქმელი სიბრძნე შენი, რომელითა ყოველთავე აღავსებ, ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.