მკლავითა მტკიცითა შექმენ კაცნი, ხოლო მოხუედ რა…
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ მდგომარეთა ორთა თჳთ-ხმოვანთა, განმაორებელნი პირველისანი და თუენისათა გ. ხმა ა.
მკლავითა მტკიცითა შექმენ კაცნი, ხოლო მოხუედ რა ქუეყანად სახიერო, განრღვეული ცხოვართა, საბანელსა სიტყჳთა შენითა აღადგინე, და სისხლმდინარე განკურნე, და ასული იგი ქანანელისა მწარისა სენისაგან განათავისუფლე, და ვედრება იგი ასისთავისა არა უგულებელ-ჰყავ, ამისთჳს გიღაღადებთ: ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება შენდა.
მკუდარი იყო დაუფლველი, უღონო განრღვეული სახიერ, და…
ბ-გზის.
მკუდარი იყო დაუფლველი, უღონო განრღვეული სახიერ, და გიხილა რა ღაღად-ჰყო: შემიწყალე მხსნელო, რამეთუ სამარე ჩემდა იქმნა ცხედარი, და რად სახმარ არს ჩემდა ცხოვრება ესე, და არცაღა პროვატიკისა საბანელი რას მარგებს მე, რამეთუ არავინ არს რომელმანცა შთამაგდო მე, აღმღვრევასა წყლისასა, ამისთჳს შენდა მოვივლტი უფსკრულისა მაგის საკჳრუელებათასა, რათა მეცა ხმავყო ყოველთა თანა ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება შენდა.
აღვიდა იესო იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას, რომელსა…
დიდება, აწ და. ხმა ე.
აღვიდა იესო იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას, რომელსა ერქუა ებრაელებრ ბითეზდა, ხუთ სტოვასა რომელსა შინა ისხა სიმრავლე უძლურთა, რამეთუ წლითი წლად, გარდამოვიდოდა, ანგელოზი და აღამღვრევდა მას და რომელნი სარწმუნოებით შთახდიან განკურნებდა, და იხილა უფალმან მრავალჟამისა უძლური და ჰრქუა მას, გნებავს შენ განკურნება? ხოლო უძლურმან მან რქუა მას: უფალო კაცი არა მაქუს, რათა რაჟამს აღიმღურეს წყალი ესე, შთამაგდოს მე საბანელსა ამას შინა, მკურნალთა ზედა განვლიე ყოველივე ცხოვრება ჩემი და მოწყალებისა და ლხინებისა მიმთხუევად არა რას ვიქმენ, მას ჟამსა მყის რქუა მას მკურნალმან სულთა და ხორცთამან სიტკბოებით, ვითარმედ აღიღე ცხედარი შენი, და ვიდოდე, და ჰქადაგებდ ჩემსა ძლიერებასა, და განსთქვი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, აურაცხელი წყალობაჲ ჩემი, რათა ყოველნი მადიდებდენ მე.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
განათლდა ყოველივე აღდგომითა შენითა უფალო, და სამოთხე…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი რუა-ხმათა. ხმა გ.
განათლდა ყოველივე აღდგომითა შენითა უფალო, და სამოთხე კუალად განეღო, ხოლო ყოველი დაბადებული შეგასხამს შენ, და გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.
მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ ხარ…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ ხარ მაცხოვარი ყოველთა, რამეთუ ვნებათა ღელუა აღმაშფოთებს, და სიმძიმე უსჯულოებათა დამნთქამს მე, მომეც ხელი შეწევნისა, და ნათელსა აღმომიყვანე მე სინანულისასა, ვითარცა მხოლო მოწყალე ხარ და კაცთ-მოყუარე.
დიდ არს ძალი მოწამეთა შენთა ქრისტე, რამეთუ…
მიწყალენ ჩუენ უფალო მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა
დიდ არს ძალი მოწამეთა შენთა ქრისტე, რამეთუ საფლავსა შინა მდებარე არიან და სულთა უკუეთურთა განდევნიან, და დათრგუნეს მტერისა ხელმწიფაბაჲ, სარწმუნოებითა სამებისათა, და მხნედ მოღუაწე იქმნნეს ღმრთის მსახურებისათჳს.
სტოვასა მას სოლომონისსა, ისხა სიმრავლე ერისა უძლურთა…
დიდება, აწ და. ხმა 8.
სტოვასა მას სოლომონისსა, ისხა სიმრავლე ერისა უძლურთა, და განზოგებასა დღესასწაულისასა, ჰპოვა ქრისტემან განრღვეული, მდებარე ოცდა-ათრვამეტისა წლისა, და საუფლოსა ხმითა რქუა ხელმწიფებით, გნებავს შენ განკურნება? ხოლო უძლურმან მიუგო: უფალო კაცი არა მაქუს მე, რათა რაჟამს წყალი ესე აღიმღვრეს შთამაგდოს მას შინა, ხოლო თავადმან უბრძანა, აღდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე, აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ამიერითგან ნურღარა სცოდავ, ჩუენიცა ესე უძლურება, განკურნე ქრისტე სახიერ, ოხითა უბიწოჲსა დედისა შენისათა, და მოგუეც ჩუენ დიდი წყალობაჲ.
ესრეთ. აწ განუტევე
ესრეთ. აწ განუტევე. შემდგომად მამაო ჩუენოსა ტროპარი და განტევებაჲ.
გალობა იოსებისა
სამსაგალობელი ჴმა გ.
გალობა იოსებისა.
მოიხილე დღეს ცაო და ვიტყოდე, და უგალობდე…
გალობა ბ. ძლისპირი
მოიხილე დღეს ცაო და ვიტყოდე, და უგალობდე ქრისტესა მაცხოვარსა ჩემსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა.
ხმა-ვჰყოთ გალობით და აღვიტყუელნეთ ხელნი ჩუენნი სიხარულით ერნო, რამეთუ ცხოვრების-მომცემელი ღმერთი მკუდრეთით აღდგა.
აღხედ მაცხოვარ ჯუარსა ზედა შემოსილი ძლიერებითა, და აღდეგ საფლავით ვითარცა სთქუა პირველვე მხსნელო.
მჯდომარე ლოდსა ანგელოზი ელვარე ხმობდა დედათა მიმართ, აღდგა მორწმუნეთა აღდგომა და ცხოვრება ქრისტე.
შემურუად შენდა მოისწრაფდეს დედანი მენელსაცხებლენი მხსნელო და…
დიდება
შემურუად შენდა მოისწრაფდეს დედანი მენელსაცხებლენი მხსნელო და აღდგომილი რა გიხილეს შეგივრდეს და თაყუანიგცეს.
ვითარცა ცისკარმან მზე სიმართლისა წიაღთა შენთა ტვირთული…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ვითარცა ცისკარმან მზე სიმართლისა წიაღთა შენთა ტვირთული სძალო აღმოგვიბრწყინვე ჩუენ მსხდომარეთა ბნელსა და აჩრდილთა.
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა…
გალობა 8. ძლისპირი
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა და ალისაგან არა ევნო და გალობით იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი, უფალსა.
ძელსა ზედა ჯუარს გაცუეს მხსნელო უღმრთოთა, რათა დახსნე ცთომაჲ ხისა მიერი, ამისთჳს ხმითა მადლობისათა მარადის გიღაღადებთ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
სწორმან მამისა და სულისამან ჯუარცმაჲ თავსიდევ მხსნელო და შეირაცხე მკუდართა თანა და ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, და თანა აღადგინენ მეუფეო საუკუნითგან დასჯილნი სულნი, და სუფევასა შენთანა იზიარენ.
სადა არს უძღებო ჯოჯოხეთო ძლევა შენი, სადა…
დიდება
სადა არს უძღებო ჯოჯოხეთო ძლევა შენი, სადა არს სიკუდილო საწერტელი შენი, ქრისტეს მიერ მოკლულ იქმნენით ღმრთისა უძლეველისა, რომელსაცა მამისა და სულისა თანა სარწმუნოებით ვაკურთხევთ მარადის.
რათა ღმერთი-ყოს კაცებაჲ შენგან ღმერთი განკაცნა ყოვლად-უბიწოო…
აწ და ღმრთის-მშობლისა
რათა ღმერთი-ყოს კაცებაჲ შენგან ღმერთი განკაცნა ყოვლად-უბიწოო ქალწულო, რომელი საფლავით-გამოსრული შუენიერად იხილე და საღმრთოჲთა სიხარულითა აღუსებულმან მადლობა და გალობა მიუძღუანე.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა ვ̅დ…
გალობა თ. ძლისპირი
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა ვ̅დ ყოველი წული პირველ საშოსა გამღებელი წმიდა უფლისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.
კლვად მიიგვარე შენ მეუფეო ნებსით თჳსით, ვითარცა ცხოვარი არა ხმობდ, არცა ღაღადებდ, ვითარცა წერილ არს, არამედ სიკუდილითა მით შენითა უკუდავ-გუყუენ ჩუენ, რომელნი უხრწნელთა ვნებათა შენთა და აღდგომასა ძრწოლით ვადიდებთ.
აღდგომითა შენითა ქრისტე ჩუენ შემუსრვილნი განგუაახლენ და მოწაფეთა ეჩუენე, და მშჳდობაჲ მიანიჭე მათ, რომელისათჳს გევედრებით, რათა ჩუენცა მოგუმადლო, რომელნი აღდგომასა შენსა, საღმრთოსა დიდების-ვმეტყველებთ და ვადიდებთ.
უბიწო მენელსაცხებლეთა მწყობრი მოიწია მეუფეო წმიდასა საფლავსა…
დიდება
უბიწო მენელსაცხებლეთა მწყობრი მოიწია მეუფეო წმიდასა საფლავსა შენსა შემურუად შენდა, და ესმა მათ ანგელოზისაგან ხარება, ვითარმედ აღდგა ქრისტე, რად ეძიებთ მკუდართა თანა ცხოველსა მას ყოვლად-სანატრელნო.
ვითარცა ბჭემან ცხოვრებისამან გვიშევ ნათლისა მომცემელი, რომელი…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ვითარცა ბჭემან ცხოვრებისამან გვიშევ ნათლისა მომცემელი, რომელი იგი იხილე რა საფლავით აღდგომილი სძალო, მიუძღუანე მას გალობა საღმრთო ღმრთივ-შუენიერი, მას ევედრე, რათა მომცეს გლოვაჲ ცოდუათა შემნდობელი.
ხორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქრისტე, და სიმწარე…
ღმერთი უფალსა ზედა ტროპარი აღდგომისა, ბ-გზის. დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა გ.
ხორცითა გემო სიკუდილისა იხილე ქრისტე, და სიმწარე სიკუდილისა განკურნე აღდგომითა შენითა, და კაცი მის ზედა განაძლიერე, და პირველისა წყევისა ძლეულება განაქარუე სასოო ჩუენო უფალო, დიდება შენდა.
ვიდრემდის დაადგრები სულო ჩემო ცოდუათა შინა, ვიდრემდის…
უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
ვიდრემდის დაადგრები სულო ჩემო ცოდუათა შინა, ვიდრემდის ადროებ სინანულისა მოგებასა, მოიხსენე გონებითა შენითა მერმისა იგი სასჯელი, და ღაღად-ყავ უფლისა მიმართ, შეგცოდე უცოდველო უფალო შემიწყალე მე.
ბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად-ბრწყინუალენო მნათობნო ღმრთის-მსახურებისანო, მკურნალნო…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
ბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად-ბრწყინუალენო მნათობნო ღმრთის-მსახურებისანო, მკურნალნო მორწმუნეთანო, ღუაწლით-შემოსილნო, ყოვლად-ქებულნო, რამეთუ მძლავრთა ხვეტისაგან არა შეშინდით და კერპთა სიცბილი დააკუეთეთ, ვინაჲცა გაქუნდათ საჭურველად უძლეველად ჯუარი ყოვლად-ძლიერი, სიმტკიცე სარწმუნოებისა.
შესავედრებელო და ძალო ჩუენო ღმრთის-მშობელო, მტკიცეო შემწეო…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.
შესავედრებელო და ძალო ჩუენო ღმრთის-მშობელო, მტკიცეო შემწეო სოფლისაო, მეოხებითა შენითა გვიხსენ მონანი შენნი ყოველისაგან ჭირისა, მხოლოო კურთხეულო.
შუენიერებასა ქალწულებისა
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა გ. მსგავსი.
შუენიერებასა ქალწულებისა.
განრღვეულმან პოვა, ხორცთა ხრწნილებისა კურნებაჲ, და შურითა აღივსნეს ჰურიანი, რამეთუ შაბათსა შინა მიმადლე კურნებაჲ, და აღადგინენ სალმობათაგან, ხოლო ესრეთ განიზრახჳდენ და იტყოდენ: ვითარმედ არა ჯერ არს დახსნაჲ შაბათისა მამათაგან მოცემულისა, რამეთუ არა უწყოდენ, ვითარმედ შენ ხარ მომცემელი შჯულისა, მეუფეო მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება, აწ და იგივე.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
მიუთხრეს ყოველი საკჳრუელება, მცუელთა შენთა უფალო, არამედ…
სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი. დღესასწაულისა, ძლისპირით. მუხლი 8. და თუენისა. მუხლი დ. კონდაკი, განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. განმაორებელნი პირველისანი. ხმა გ.
მიუთხრეს ყოველი საკჳრუელება, მცუელთა შენთა უფალო, არამედ კრებულმან ამაოებისამან, ქრთამითა აღავსო მარჯუენეჲ მათი, დაფარუად გონებდეს აღდგომასა შენსა, რომელსა ყოველი სოფელი გადიდებს, შეგვიწყალენ ჩუენ.
განბნეული გონებაჲ ჩემი შემოკრიბე უფალო, და დაკორდებული…
ბ-გზის.
განბნეული გონებაჲ ჩემი შემოკრიბე უფალო, და დაკორდებული გული ჩემი განწმიდე, ვითარცა პეტრეს, მომეც სინანული, ვითარცა მეზვერესა სულთქმა, და ვითარცა მეძავსა ცრემლნი, რათა ხმამაღლად გიღაღადებდე შენ: ღმერთო მაცხოვნე მე, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.
მეფეთა და მძლავრთა შიში განიშორეს ქრისტეს მხედართა…
მოწამეთა
მეფეთა და მძლავრთა შიში განიშორეს ქრისტეს მხედართა, და კადნიერებით და ახოვნებით იგი თავადი აღიარეს, ყოველთა უფალი ღმერთი და მეუფე, და მეოხ არიან სულთა ჩუენთათჳს.
უფალო განრღვეული იგი, არა თუ საბანელმან განკურნა…
დიდება, აწ და. ხმა 8.
უფალო განრღვეული იგი, არა თუ საბანელმან განკურნა, არამედ სიტყუამან შენმან განაცხოველა, და სენმან მან განგრძობილმან, ყოვლად-ვერ უძლო დაყენებაჲ მისი, რამეთუ ბრძანებისა შენისა ძალი უძლიერეს სალმობისა გამოჩნდა, და ძნიად სატვირთავნი სიმძიმენი მყისსა შინა განთხივნა, და სიმძიმე იგი ცხედრისა იტვირთა, წყალობათა შენთა საწამებელად მოწყალეო, და სახიერო უფალო დიდება შენდა.
დიდ არს ძალი ჯუარისა
აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა გ. მსგავსი.
დიდ არს ძალი ჯუარისა.
ესმნეს განრღვეულსა სიტყუანი შენნი განმაცხოველებელნი, ცხოვრების-მომცემელო სიტყუაო ღმრთისაო, რომელსა უმეტეს სასოებისა მისისა უბრძანე აღება ცხედრისა, და ბრძანებითა შენითა მიაქუნდა ცხედარი თჳსი, რომელსა ზედა იდვა განრღვეული იგი.
სიხარულით აღასრულებს ბრძანებულსა განრღვეული იგი, და აქებს…
წყალობათა შენთა უფალო, უკუნისამდე უგალობდე.
სიხარულით აღასრულებს ბრძანებულსა განრღვეული იგი, და აქებს სიმტკიცესა ძლიერსა მეუფებისა შენისასა, და იტვირთავს ცხედარსა თჳსსა, წარუალს სახიდ თჳსად, და მადლობით ღაღადებს და იტყვის: რომელმან განმკურნა, მან მრქუა აღებაჲ ცხედრისა.
ჟამთა და წელთა მრავალთა იდვა განრღვეული იგი…
რამეთუ სთქუა უკუნისამდე წყალობა აღეშენოს.
ჟამთა და წელთა მრავალთა იდვა განრღვეული იგი, და იტყოდა: შემიწყალე მე უფალო, ძეო დავითისო მწარედ განრღვეული ესე, და შეპყრობილი უგნურებისაგან ჩემისა, ხოლო მაცხოვარმან უბრძანა აღებაჲ ცხედრისა და მეყსეულად წარმოსდგა მსწრაფლ და ადიდებდა ღმრთაებასა შენსა.
ცხოვართა მათ საბანელსა, იდვა განრღვეული იგი, და…
დიდება, აწ და. ხმა ე.
ცხოვართა მათ საბანელსა, იდვა განრღვეული იგი, და გიხილა რა შენ უფალი ღაღად-ჰყო შენდამი: უფალო, კაცი არა მივის რათა ოდეს წყალი ესე აღიმღვრეს შთამცამაგდოს მას შინა, ხოლო ოდეს მივიდოდი, სხუა უწინარეს ჩემსა მივიდის და მიიღის კურნებაჲ, და მე უძლური მდებარე ვარ, მეყუსეულად მოწყალე ექმენ უფალო, და ეტყოდი მას: ვითარმედ შენთჳს კაც ვიქმენ და ხორცნი შევისხენ, და შენ იტყვი ვითარმედ კაცი არა მივის, აღდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე, რამეთუ ყოველივე ჩემ მიერ შესაძლებელ არს, ყოველივე მმორჩილებს მე, ვითარცა კაცთ-მოყუარე ვარ.
ესრეთ. კეთილ არს აღსარებად უფლისა
ესრეთ. კეთილ არს აღსარებად უფლისა. ტროპარი აღდგომისა, და ღმრთის-მშობლისა მისივე. და განტევებაჲ.