ჵ ყოვლად-დიდებული, საკჳრუელი
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი დღესასწაულისა გ. და თუენისა გ. დასდებელი დღესასწეაულისა ხმა 8. მსგავსი.
ჵ ყოვლად-დიდებული, საკჳრუელი.
ჵ სასწაული საკჳრუელი, რამეთუ შემოქმედმან, ყოველთამან ხორცნი შეისხნა, და სიგლახაკე ჩუენი არა უღირს იჩინა, რათა ჩუენ დაგლახაკებულნი განმამდიდრნეს, სახიერებითა თჳსითა და კაცთა ინება ცხოვრებაჲ, და ნიშნი მრავალნი უჩუენა ჰურიათა მკურნალმან, და განრღვეულსა უბრძანა აღებად ცხედრისა თჳსისა.
მაცხოვარო ჩემო და უფალო, რომელმან დაცემული, ბუნება კაცთა ღმრთაებრ აღადგინე, და ქუეყანასა ზედა ვითარცა კაცი იქცეოდი და კურნებდი უძლურთა მრავალთა, აურაცხელითა მოწყალებითა შენითა, რომელი მოხუედ ცხოვართა საბანელსა, და აღადგინე განრღვეული იგი სიტყჳთა შენითა, რომელი ოცდა-ათრვამეტ წელ მდებარე იყო.
უფალო შურითა შეპყრობილთა ჰურიათა, ვერ უძლეს ხილუად კეთილთა მათ შენთა მოწყალებათა, ამისთჳს ბოროტად აღბორგდენ შენ ზედა, უსჯულონი და უმეცარნი მცნებისა შენისა და გეძიებდენ შენ ქვისა დაკრებად, რომელმან შაბათსა შინა განაცხოველენ, რომელიცა პირველ განრღვეულ იყო.
ემბაზსა პროვატიკისასა მდებარე იყო კაცი, უძლურებითა შეპყრობილი…
დიდება, აწ და. ხმა ე.
ემბაზსა პროვატიკისასა მდებარე იყო კაცი, უძლურებითა შეპყრობილი, და გიხილა რა ღაღად-ჰყო შენდა მომართ უფალო. კაცი არა მაქუს, რათა ოდეს აღიმღვრეს წყალი ესე, შთამცამაგდოს საბანელსა მას, ხოლო შენ წყალობით მაცხოვარო, მისა მიმართ იტყოდი: შენთჳს განვკაცენ, და ხორცნი შენთჳს შევისხენ, და შენ იტყვი კაცი არა მაქუს, აღდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე, რამეთუ ყოველივე ჩემ მიერ შესაძლებელ არს, და ყოველივე მმორჩილებს მე, ვითარცა კაცთ-მოყუარე ვარ.
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, დახსნდა ძალი სიკუდილისა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა გ.
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, დახსნდა ძალი სიკუდილისა და ეშმაკისა საცთური განქარდა, ხოლო კაცთა ნათესავნი, სარწმუნოებით ხსნილნი, გალობასა მარადის შენდა შესწირვენ.
მწუხრისა გალობასა შევსწირავთ შენდა ქრისტე, საკმეველითა და…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
მწუხრისა გალობასა შევსწირავთ შენდა ქრისტე, საკმეველითა და შესხმითა სულიერითა გიღაღადებთ შენ, შეიწყალენ მაცხოვარ სულნი ჩუენნი.
დიდ არს ძალი ძლიერისა ჯუარისა შენისა უფალო…
მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა
დიდ არს ძალი ძლიერისა ჯუარისა შენისა უფალო, რომელი აღემართა ზედა გოლგოთას, და სასწაულთა იქმს ყოველსა სოფელსა შინა, და გამოირჩივნა მეთევზურთთაგან მოციქულნი, და წარმართთაგან მოწამენი, რათა მეოხ იყვნენ სულთა ჩუენთათჳს.
რომელმან უხრწნელითა ხელითა დაბადე კაცი არა რასაგან…
დიდება, აწ და. ხმა ა.
რომელმან უხრწნელითა ხელითა დაბადე კაცი არა რასაგან, მოხუედ ქრისტე კაცთ-მოყუარე, განკურნებად დაღონებულთა, და განრღვეული საბანელსა მას პროვატიკისასა სიტყჳთ აღადგინე, წიდოვანი იგი განკურნე, და ქანანელისა იგი ასული გვემული ეშმაკისაგან განარინე, და კუალად ასისთავისა მის ვედრებაჲ, არა უგულებელს-ჰყავ მოწყალებით სახიერ, ამისთჳს გიგალობთ და ვიტყვით: ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება შენდა.
ესრეთ ტროპარი აღდგომისა და განტევებაჲ
ესრეთ ტროპარი აღდგომისა და განტევებაჲ.
აღდგა მაცხოვარი
სამსაგალობელი ჴმა გ.
აღდგა მაცხოვარი.
რომელმან წამის-ყოფითა შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა, მან…
გალობა ა. ძლისპირი
რომელმან წამის-ყოფითა შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა, მან განუპო მეწამული ზღუა ერსა ისრაილისასა, ესე არს ღმერთი ჩუენი დიდებული და ქებული მას, მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
აღხედ რა სიმაღლესა წარმოსტყუენე ტყუეჲ ჯოჯოხეთს შეყენებულთა უფალო ყოვლად-ძლიერო, და თანა აღადგინენ აღდგომითა საფლავით ღმრთაებრ მესამესა დღესა, შენ მხოლოსა გიგალობთ რომელიცა დიდეულ ხარ.
საფლავსა დადებულად მკუდრად გიხილა რა ჯოჯოხეთმა მხსნელო, მოკუდა და აღოხრდა, ხოლო რაჟამს აღდეგ მკუდარნი იხარებდეს ცხოველს-მყოფელითა მით აღდგომითა შენითა ხსნილი საკრუელთა მათგან და სიკუდილისა მწარისა.
ეტყოდა ანგელოზი ნათლისა ღირსთა მენელსაცხებლეთა საფლავსა თანა…
დიდება
ეტყოდა ანგელოზი ნათლისა ღირსთა მენელსაცხებლეთა საფლავსა თანა, რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა წარუედით მსწრაფლ და უთხართ მოციქულთა ხარებაჲ აღდგომისა, ვითარმედ ცხოველი იგი აღდგა მკუდრეთით.
განკაცებული ღმერთი გამოუთქმელად წმიდათა სისხლთა შენთაგან ქალწულო…
აწ და ღმრთის-მშობლისა
განკაცებული ღმერთი გამოუთქმელად წმიდათა სისხლთა შენთაგან ქალწულო, რომელმან ჩუენთჳს ხორცითა სიკუდილი თავს-იდუა, აღდგომილი იხილე საფლავით, და სიხარულით ადიდებდ და უგალობდ მოციქულთა თანა.
ცეცხლი იგი შემწუელი უსხეულომან შეაცვრია, და ღმერთი-შემოსილნი…
გალობა 8. ძლისპირი
ცეცხლი იგი შემწუელი უსხეულომან შეაცვრია, და ღმერთი-შემოსილნი ყრმანი ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ჯუაცმული რა გიხილა მზემან მხსნელო დაჰფარა ნათელი, კლდენი განსქდეს და მთანი შეირყინეს და ქუეყანა ძრწოდა და საუკუნითგანი პყრობილნი სულნი, და დასჯილნი საკრუელთაგან განთავისუფლდეს.
გიხილა რა მაცხოვარ წყუდიად-შემოსილმან ჯოჯოხეთმან ხელმწიფებით მისა მიმართ მიმავალი, შეძრწუნდა და განუტევნა ყოველნი მკუდარნი და აქებდეს სიმტკიცესა და წყალობასა შენსა.
უფალი აღდგომილ არს, უგალობდეთ და აღვიპყრნეთ ხელნი…
დიდება
უფალი აღდგომილ არს, უგალობდეთ და აღვიპყრნეთ ხელნი, და ხორო განვაწყოთ და ძლიერებათა მათ საღმრთოთა ვაქებდეთ და ვაკურთხევდეთ წადიერად და უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე.
მუცლად-იღე ქალწულო ყოველთა დამბადებელი ღმერთი, და გვიშევ…
აწ და ღმრთის-მშობლისა
მუცლად-იღე ქალწულო ყოველთა დამბადებელი ღმერთი, და გვიშევ ხორცითა გამოუთქმელად, რომელმანცა წარმოსტყუენა სიკუდილი და აღდგა საფლავით, მას ევედრე, რათა მოაკვდინნეს ვნებანი ჩუენნი.
სიტყუა ღმრთისა უხილავი უთესლოდ გვიშევ ჩუენ ქალწულო…
გალობა თ. ძლისპირი
სიტყუა ღმრთისა უხილავი უთესლოდ გვიშევ ჩუენ ქალწულო უბიწოო, რომელი ზეცას უდედოდ და ქუეყანასა ზედა უმამოდ, რომელსა თაყუანის-ვცემთ და შენ დუცხრომელად გადიდებთ.
ვითარ დახდა ჯუარსა ზედა შუენიერება შენი უსაზღურო ქრისტე ღმერთო, ვითარ თავსიდვა ქუეყანამან უბრალოდ მოკვლა შენი სახიერ, უგალობთ სიმდაბლეთა შენთა გამოუთქმელთა უფალო.
სამდღე დაფლვითა შენითა მოკუდა მტერი და სიკუდილი და ჯოჯოხეთი და წარიტყუენა სუფევა მათი და განთავისუფლდეს მკუდარნი, ამისთჳს სახიერ შესხმით და გალობით გადიდებთ შენ.
ჵ უკუდავო ცხოვრებაო, ვითარ იხილე გემო სიკუდილისა…
დიდება
ჵ უკუდავო ცხოვრებაო, ვითარ იხილე გემო სიკუდილისა ჩუენთჳს, ვითარ შთახედ მკუდართა თანა შემმუსრველი ეგე ჯოჯოხეთისა და ყოველთა აღდგომა, ამისთჳსცა მადლობით გადიდებთ შენ.
იხსენ ერი და ქალაქი შენდა მოლტოლვილნი ქალწულო…
აწ და ღმრთის-მშობლისა
იხსენ ერი და ქალაქი შენდა მოლტოლვილნი ქალწულო უბიწოო, ყოველისავე რისხვისაგან წარტყუენვისა და მტერთა და მბრძოლთა, რათა გიგალობდეთ და სარწმუნოებით გადიდებდეთ შენ.
ქრისტე აღდგა მკუდრეთით, პირველი იგი შესვენებულთა პირმშო…
ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი აღდგომისა, ბ-გზის. დიდება, წმიდისა უკუეთუ არს, და აწ და ღმრთის-მშობლისა, წმიდის ტროპრის ხმისა. ხოლო უკუეთუ არა არს ტროპარი წმიდისა, დიდება აწ და. ღმრთის-მშობლისა გ. ხმისა. შემდგომად ა. ფსალმუნებისა წარდგომა ხმა გ.
ქრისტე აღდგა მკუდრეთით, პირველი იგი შესვენებულთა პირმშო დაბადებულთა, და შემოქმედი ყოველთა შექმნულთა, განხრწნილი იგი ბუნება ნათესავისა ჩუენისა, მისთანა განაახლა, არღარა სუფევ სიკუდილო, რამეთუ ყოველთა მეუფემან დახსნა სიმტკიცე შენი.
ვიდრე ესე მწირ ხარ ქუეყანასა ზედა, შეინანე…
უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
ვიდრე ესე მწირ ხარ ქუეყანასა ზედა, შეინანე სულო ჩემო, რამეთუ მიწა საფლავსა შინა ვერ ინანის, და ცოდუათაგან ვერ განერების, უღაღადებდი ქრისტესა ღმერთსა, ვცოდე გულთ-მეცნიერო, პირველ დასჯად ჩემდამდე შემიწყალე მე.
სიმხნე მოთმინებისა თქუენისა, მძლე ექმნა მანქანებათა, ბოროტთ-დასაბამისა…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
სიმხნე მოთმინებისა თქუენისა, მძლე ექმნა მანქანებათა, ბოროტთ-დასაბამისა მტერისათა ღუაწლით-შემოსილნო, ყოვლად-ქებულნო, ამისთჳსცა საუკუნოსა მას ნეტარებასა ღირს იქმნენით, არამედ ევედრენით ღმერთსა, რათა აცხოვნოს სამწყსოჲ, ქრისტეს მოყვარისა ერისა, ვითარცა ხართ მოწამენი ჭეშმარიტებისანი.
შუენიერებასა ქალწულებისა შენისასა, და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა…
დიდება, აწ და.
შუენიერებასა ქალწულებისა შენისასა, და ბრწყინუალებასა სიწმიდისა შენისასა, გაბრიილ განკჳრდა და გიღაღადებდა შენ ღმრთის-მშობელო, რომელი შესხმა მოგართვა შენ ღირსი, ანუ რა სახელ გდვა შენ, უღონო ვარ და განვკრთები, ამისთჳს ვითარცა მებრძანა გიღაღადებ: გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა.
შუენიერებასა ქალწულებისა
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა გ. მსგავსი.
შუენიერებასა ქალწულებისა.
განრღვეულმან პოვა ხორცთა ხრწნილებისა კურნებაჲ, და შურითა აღივსნეს ჰურიანი, რამეთუ შაბათსა შინა მიმადლე კურნებაჲ, და აღადგინე სალმობათაგან, ხოლო ესრეთ განიზრახჳდენ და იტყოდენ, ფრიად არა ჯერ არს დახსნა შაბათისა მამათაგან მოცემულისა, რამეთუ არა უწყოდენ, ვითარმედ შენ ხარ მომცემელი შჯულისა, მეუფეო მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო.
ესრეთ
დიდება, აწ და. იგივე.
ესრეთ.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ხმა-ვყოთ ძალი საშინელისა…
სრულად. ფსალმუნი ნ. ესრეთ კანონი დღესასწაულისა, ძლისპირითა მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა მდგომარეთა რუა-ხმათასა, ხმა გ.
მოვედით ყოველნი მორწმუნენი, და გულის-ხმა-ვყოთ ძალი საშინელისა საიდუმლოჲსა, რამეთუ ქრისტე მხსნელი ჩუენი, დაუსაბამო სიტყუა ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს, და ნებსით დაეფლა, და აღდგა მკუდრეთით ცხოვრებად ყოველთა, მას თაყუანის-ვსცემდეთ.
მრავალგზის რა ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდვის მოქმედად…
ბ-გზის.
მრავალგზის რა ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდვის მოქმედად გონებითა, რამეთუ ენითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძჳრთა ვიგემოვნებდი, არამედ ორკერძოვე განმკურნე ქრისტე ღმერთო, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე.
წმიდათა მოწამეთა ღუაწლით-შემოსილთა სახსენებელსა ერნო, მოვედით ყოველნი…
მოწამეთა.
წმიდათა მოწამეთა ღუაწლით-შემოსილთა სახსენებელსა ერნო, მოვედით ყოველნი გალობით პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ სახილველ იქმნნეს ანგელოზთა და კაცთა, და ძლევისა გჳრგჳნი ქრისტეს მიერ მოიხვნეს, და მეოხ არიან სულთა ჩუენთათჳს.
მკუდარი იყო დაუფლველი, უღონო განრღვეული სახიერ, და…
დიდება, აწ და. ხმა ა.
მკუდარი იყო დაუფლველი, უღონო განრღვეული სახიერ, და გიხილა რა ღაღად-ჰყო: შემიწყალე მხსნელო, რამეთუ სამარე ჩემდა იქმნა ცხედარი, და რად სახმარ არს ჩემდა ცხოვრება ესე, და არცაღა პროვატიკისა საბანელი რას მარგებს მე, რამეთუ არა ვინ არს რომელმანცა შთამაგდო მე აღმრღუევასა წყლისასა, ამისთჳს შენდა მოვივლტი უფსკრულისა მაგის საკჳრუელებათასა, რათა მეცა ხმა-ვჰყო ყოველთა თანა, ყოვლად-ძლიერო უფალო დიდება შენდა.
დიდ არს ძალი ჯუარისა
აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა გ. მსგავსი.
დიდ არს ძალი ჯუარისა.
სასწაულნი და საკჳრუელებანი, რა იხილეს უფროს ძალისა მათისა მეუფეო, შურითა აღუსებულ იქმნეს ბოროტის მოქმედნი იგი ჰურიანი, არამედ არა რწმენათ, ვითარმედ შენ ხარ ძე ღმრთისა და შემოქმედი ყოველთა, და სიტყჳთა შენითა აღადგინე განრღვეული იგი.
იხილეს რა მცუელთა შაბათისათა, ვითარმედ განრღვეულსა მას…
წყალობათა შენთა უფალო, უკუნისამდე უგალობდე.
იხილეს რა მცუელთა შაბათისათა, ვითარმედ განრღვეულსა მას უბრძანე აღება ცხედრისა დღესა შაბათსა, ხოლო სულითა დაბნელებულნი ჰურიანი იტყოდეს: არა ჯერ არს შაბათსა შინა კურნებაჲ, რათა არა შეურაცხ-იქმნას შაბათი, ხოლო უმეტესად მწიგნობარნი მათნი შურითა აღუსებულ იქმნნეს.
არა უწყოდენ შაბათისა მმარხველთა, ფრიად თჳთ უფალი…
რამეთუ ვსთქუა უკუნისამდე წყალობა აღეშენოს.
არა უწყოდენ შაბათისა მმარხველთა, ფრიად თჳთ უფალი და შემოქმედი შაბათისა ხარ შენ, ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს ოდეს აღადგინე განრღვეული იგი, ცხედრისაგან დღესა შაბათსა, და იგინი იტყოდენ, არა ჯერ არს შაბათსა შინა აღება ცხედრისა.
აღვიდა იესო იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას, რომელსა…
დიდება, აწ და. ხმა ე.
აღვიდა იესო იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას, რომელსა ერქუა ებრაელებრ ბითეზდა, ხუთ სტოვასა რომელსა შინა ისხა სიმრავლე უძლურთა, რამეთუ წლითი-წლად, გარდამოვიდოდა, ანგელოზი და აღამღვრევდა მას და რომელნი სარწმუნოებით შთახდიან განკურნებდა, და იხილა უფალმან მრავალჟამისა უძლური და ჰრქუა მას, გნებავს შენ განკურნება, ხოლო უძლურმან მან რქუა მას: უფალო კაცი არა მაქუს, რათა რაჟამს აღიმღურეს წყალი ესე, შთამაგდოს მე საბანელსა ამას შინა, მკურნალთა ზედა განვლიე ყოველივე ცხოვრება ჩემი, და მოწყალებისა და ლხინებისა მიმთხუევად არა რას ვიქმენ. მას ჟამსა მყის რქუა მას მკურნალმან სულთა და ხორცთამან სიტკბოებით: ვითარმედ აღიღე ცხედარი შენი, და ვიდოდე, და ჰქადაგებდ ჩემსა ძლიერებასა, და განსთქვი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, აურაცხელი წყალობაჲ ჩემი, რათა ყოველნი მადიდებდენ მე.
კეთილ არსი
ესრეთ.
კეთილ არსი.
ტროპარი აღდგომისა, და ღმრთის-მშობლისა მისივე და განტევებაჲ
ტროპარი აღდგომისა, და ღმრთის-მშობლისა მისივე და განტევებაჲ. ჟამი ა. და განტევება.