გულანი
საცდელი · 1.37.0

დღეს ეკლესიაშიორშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

3 ნოემბერი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

მოწამეთა აკეფსიმა ეპისკოპოსის, იოსებ ხუცისა და აითალე დიაკონის

კონდაკი

საღმრთოსა საიდუმლოსა უბიწოდ მომღებელ-იქმენ, ბრძენო, და მსხვერპლ შემწყნარებელ-იქმენ, ღმრთივსანატრელო, რამეთუ ქრისტეს სასუმელი დიდებულად სუ, წმიდაო აკეფსიმა, თანა ვნებულთა შენთა თანა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მეტი
წმიდათა მოწამეთა აკეფსიმა ეპისკოპოსისა · და სატფურება ტაძრისა წმიდისა და დიდისა მოწამისა გიორგისი ლუდიას შინა

ტროპარი

მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს, უხრწნელებისა შენ მიერ ღვთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, ქრისტეს დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

ზესთა მბრძოლისა და მსწრაფლ შემწისა ჩუენისა, სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი ყოველნი გევედრებით, ღვაწლით შემოსილო ქრისტესო, საცთურისაგან მტერთასა მაქებელნი შენნი განგვათავისუფლენ, და ყოვლისა განსაცდელისა და სიბოროტისაგან გვიხსნენ ჩუენ, რათა ვღაღადებდეთ: გიხაროდენ მოწამეთა მთავარო დიდო გიორგი.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

მსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 15 ნოემბერი

დილით

დღისით