გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-3 შვიდეული · შაბათი 1 / 41მენელსაცხებლეთა დედათა დანიად განთიად, ნელსაცხებელი მოაქუნდათ საფლავსა…

აღდგომიდან მე-3 შვიდეული · შაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 15 წთ

მენელსაცხებლეთა დედათა დანიად განთიად, ნელსაცხებელი მოაქუნდათ საფლავსა…

ჩვეულებისაებრ კანონი, უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი თჳთ-ხმოვანნი მენელსაცხებლეთანი. ხმა ბ.

მენელსაცხებლეთა დედათა დანიად განთიად, ნელსაცხებელი მოაქუნდათ საფლავსა უფლისასა, ხოლო რაჟამს მიიწივნენ, არა გონებდენ რათამცა ჰპოვონ იგი, განიზრახჳდენ გარდაგორვებასა ლოდისასა, და ურთიერთ-არს იტყოდენ: სადა არიან ბეჭედნი საფლავისანი, სადა არს დასი პილატესი. ანუ დაცუა მათი. ხოლო ამისა შემდგომად ხმა ჰყო ანგელოზმან, და ჰრქუა მათ: რად ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღდგა ქრისტე ღმერთი ჩუენი მკუდრეთით, ვითარცა ყოვლად-ძლიერი, რომელმან განაცხოველა კაცთა ნათესავი, და ჩუენ ყოველთა ცხოვრება და უხრწნელება მოგუანიჭა.

რაჲსათჳს ნელსაცხებელსა ტირილითა განზავებთ ღირსნო, დედანო მოწაფენო უფლისანო, ლოდი გარდაგორებულ არს, და საფლავი დაცალიერებულ, იხილეთ ხრწნილება ცხოვრებისა დახსნილი, და ბრწყინუალედ ბეჭედნი აღუტეხელნი, და მცუელნი მძჳნვარედ დაძინებულნი, და დადგინებულნი ურჩთა მათგან და სახედ მკუდართა დაცემულნი, მოკუდავნი უკუდავ-ჰყუნა ღმერთმან, და აცხოვნა სიკუდილითა თჳსითა ნათესავი კაცთა, ხოლო ჯოჯოხეთი გოდებს წარტყუენისა მისისათჳს, მიჰგვალეთ მსწრაფლ და ახარეთ მოციქულთა, ვითარმედ მოკლა ქრისტემან სიკუდილი, და პირმშო ექმნა მკუდართა, წარუედით და იხილეთ, წინაგიძღვის თქუენ გალილეას.

მენელსაცხებლეთა დედათა აღიმსთუეს, და საფლავსა შენსა მოსწრაფედ მოიწივნეს, რათამცა შემურნეს უხრწნელნი ხორცნი შენნი ქრისტე მაცხოვარ, ხოლო ანგელოზისა მიერ უწყებულნი, სიხარულისა სასწაულთა მოციქულთა უთხრობდეს, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით წინამძღუარი ცხოვრებისა ჩუენისა, და მოკლა სიკუდილი მძლავრი, და უძღები ჯოჯოხეთი, და თანა აღადგინა ადამი, და მოანიჭა სოფელსა ცხოვრება საუკუნო, და დიდი წყალობაჲ.

მენელსაცხებლენი დედანი, საფლავსა შენსა მოიწივნეს, და იხილნეს…

და თუენისა გ. დიდება, ხმა ვ.

მენელსაცხებლენი დედანი, საფლავსა შენსა მოიწივნეს, და იხილნეს ბეჭედნი აღუტეხელად, და ვითარ არა ჰპოვეს ხორცნი შენნი უხრწნელნი, მსწრაფლ მოიქცეს და ხმობდეს ესრეთ ცრემლით. ვინ წარიპარა სასოებაჲ ჩუენი, ვინმე აღიღო მკუდარი შიშუელი და შეპყრობილი მხოლო სიხარული დედისა, ეჰა ვითარ რომელმანცა იგი მკუდარნი ცხოველ ჰყუნა, მოკუდა, და რომელმან ჯოჯოხეთი შემჭამელი შემუსრა, ვითარ დაეფლა სამარესა, არამედ აღდეგ მაცხოვარ თჳთ ხელმწიფებით ვითარცა სთქუა, და აცხოვნე სოფელი მიმძლავრებული მტერისაგან, და იხსენ მორწმუნენი, ყოველისა შემძლებელო უფალო, დიდება შენდა.

წარხდა სახე სჯულთა მათ პირველთა, და გამოჩნდა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა ბ.

წარხდა სახე სჯულთა მათ პირველთა, და გამოჩნდა მადლი დღეს, და ვითარცა მაყუალი, არა შესწვა ცეცხლმან აღგზებულმან, ეგრეთუე ქალწული ეგო ქალწულად, უვნებელად შემდგომად შობისა, სვეტისა მის წილ ცეცხლისა, მზე სიმართლისა, მოსეს წილ ქრისტე გამოჩნდა, მაცხოვრად სულთა ჩუენთათჳს.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი. ხმა ბ.

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა, ქალწულისა მარიამისაგან მოვედით თაყუანის-ვსცეთ, რამეთუ ჯუარისა თავს-მდებელი საფლავად მიეცა, ვითარცა თჳთ ინება, და აღდგა რა მკუდრეთით, მაცხოვნა მე შეცთომილი კაცი.

ქრისტემან მაცხოვარმან ჩუენმან, ჩუენძლითი ხელით-წერილი შესმსჭუალვითა ჯუარსა…

უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი, და გარე-შეირტყა.

ქრისტემან მაცხოვარმან ჩუენმან, ჩუენძლითი ხელით-წერილი შესმსჭუალვითა ჯუარსა აღხოცა, და სიმტკიცე სიკუდილისა განაქარუა, თაყუანის-ვსცემთ მისსა მესამისა დღისა აღდგომასა.

მთავარ-ანგელოზთა თანა უგალობდეთ ქრისტეს აღდგომასა, რამეთუ ესე…

და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

მთავარ-ანგელოზთა თანა უგალობდეთ ქრისტეს აღდგომასა, რამეთუ ესე არს მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და დიდებითა საშინელითა, ხელმწიფებითა და ძლიერებითა, კუალად მომავალ არს განკითხვად სოფლისა, რომელი დაბადა.

აღდგომამან შენმან ქრისტე მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა…

სახლსა შენსა შუენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

აღდგომამან შენმან ქრისტე მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა, და აღმოუწოდა თჳსსა დაბადებულსა, ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება შენდა.

შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი…

დიდება, აწ და. ხმა ე.

შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდამოგხსნა დღეს იოსებ, ძელისაგან ნიკოდიმოსის თანა, და გიხილა რა შენ მკუდრად შიშუელი უსულო დაუფლველად, გულითა ლმობიერითა მოწლედ გოდებდა, და ესრეთ იტყოდა, ჵ ჩემდა იესო ტკბილო ყოველთა მეუფეო, რომელი ეგე მზის თუალმან გიხილა რა ჯუარსა ზედა ვნებულად, წყუდიადი შეიმოსა. ხოლო ქუეყანა შიშით ქოთებდა, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისა ორად, და აჰა ესერა აწ გხედავ შენ ჩემთჳს მომკუდარსა, და ვითარ დაგფლა შენ ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ შეგმურო შენ, და ანუ რომელითა ხელითა შევეხო ყოვლად-უხრწნელთა ხორცთა შენთა, ანუ ვითარ სიდონითა წარგგრაგნო შენ, და ანუ ვითარითა პირითა უგალობდე განსვლასა შენსა მოწყალე, ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, დიდების ვმეტყველებ დაფლუასა შენსა, თაყუანის-ვსცემ აღდგომასა შენსა, უფალო დიდება შენდა.

აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ტროპარნი. შუენიერმან იოსებ…

აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ტროპარნი. შუენიერმან იოსებ. დიდება. რაჟამს შთახედ. აწ და. მენელსაცხებლეთა დედათა. კუერექსი. და განტევება. ესრეთ უკუე იქმნების აკოლოთია, ყოველსა პარასკევსა ამის ერგასისასა.

ღელუამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა…

ოთხსაგალობელი ხმა ბ. გალობა ვ. ძლისპირი

ღელუამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვილტვი, აღმომიყვანე სახიერ დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

მენელსაცხებლენი საფლავად შენდა მოიწივნეს მტირალნი, არამედ ანგელოზმან აუწყა მათ სიხარული და ეტყოდა, ქრისტე აღდგა, უქადაგეთ სოფელსა აღდგომა მისი.

ჯუარსა ზედა რა ამაღლდი მაცხოვარ, დაფარა მზემან შარავანდედი თჳსი, არამედ ისრაელმან ვერ გიცნა შენ ღმერთი დამბადებელი თჳსი, რომელმან ყოველთათჳს ნებსით დასდევ სული შენი.

იხარებდით ყოველნი, რამეთუ აღდგა ქრისტე საფლავით და…

დიდება

იხარებდით ყოველნი, რამეთუ აღდგა ქრისტე საფლავით და წარმოსტყუენა საუნჯენი ჯოჯოხეთისანი, და აღასრულებდით სიხარულით ზოგადსა ამას დღესასწაულსა.

დაღაცათუ ყრმა შევ შენ, არამედ დაადგერ ქალწულად…

აწ და ღმრთის-მშობლისა

დაღაცათუ ყრმა შევ შენ, არამედ დაადგერ ქალწულად, ვითარ იგი პირველ შობისა უბიწოო ქალწულო ღმრთის-მშობელო, რამეთუ შობილმან მან განაახლა ბუნებაჲ, ვითარცა ღმერთმან.

ბაბილონს შინანი ყრმანი ცეცხლისა ალმან ვერ შეაცთუნნა…

გალობა ზ. ძლისპირი

ბაბილონს შინანი ყრმანი ცეცხლისა ალმან ვერ შეაცთუნნა, არამედ სახმილსა შეთხეულნი ცვარ-სხურებითა ღაღადებდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

უგულისხმომან ერმან კრებულმან ჰურიათამან, ნაცვლად კეთილთა საქმეთა რომელნიცა უყუენ მათ, ჯუარსა ზედა შეგმსჭუალეს შენ, ქრისტე ჩემო.

დაიდევ ყოველთათჳს წყაროდ მოწყალებისა ქრისტე, რათა დახსნე ყოველითურთ თანამდები სიკუდილისა, ამისთჳს გიგალობთ შენ კაცთ-მოყუარე.

სამდღე სიკუდილითა და დაფლვითა შენითა ცხოველითა უფალო…

დიდება

სამდღე სიკუდილითა და დაფლვითა შენითა ცხოველითა უფალო, საფლავსა შინა მდებარეთა ცხოვრება საუკუნო მიანიჭე ქუელის-მოქმედ ამისთჳს გიღაღადებთ ღმერთო საუკუნეთაო კურთხეულ ხარ შენ.

შენ მხოლოსა შუამდგომელსა სიხარულისა ჩუენისასა გშუენის გიხაროდენი…

აწ და ღმრთის-მშობლისა

შენ მხოლოსა შუამდგომელსა სიხარულისა ჩუენისასა გშუენის გიხაროდენი, რომელიცა ვისწავეთ ანგელოზისაგან და გიღაღადებთ შენ მორწმუნენი მარადის ქალწულო მარიამ.

განაკრთო ყრმათა საღმრთოთა ერთ ნებისა სულისა უბიწომან…

გალობა 8. ძლისპირი

განაკრთო ყრმათა საღმრთოთა ერთ ნებისა სულისა უბიწომან გუამმან და ერჩდა უზომოთა ნივთთა ძლიერად მოზარდი ცეცხლი, დაჭნა რა მარადის მოძრავი ალი, საუკუნოდ ცხოველსა მიერთმოდა გალობა, საქმენი უფლისანი უფალსა უფროსად უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

დაიხსნა ზრახუა უღმრთოთა და ამაო იქმნა ბეჭედი ჰურიათა, რამეთუ აღდგა დაფლული, რცხუენოდენ ყოველთა, რამეთუ ღმერთმან ნებსით ვნებაჲ თავსიდვა, რომელი ხელმწიფებით განაგებს ყოველთა, ვითარცა ნებავს, რომელსა ვითარცა უფალსა უგალობს დაუცხრომელად, და უფროსად აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

ნათლით-შემოსილი ანგელოზი ეტყოდა დედათა: წარუედით უქადაგეთ ყოველსა სოფელსა აღდგომაჲ, რამეთუ აღდგა ქრისტე, ნურღარა ჰგოდებთ, არა არს ჟამი გოდებისა, არღარა სუფევს სიკუდილი, არღარა ფლობს ჯოჯოხეთი, არღარა არს დასჯაჲ, ძლევითა ცოდვისათა.

ცხოვრება ჩუენი დაფლულ არს შენთანა, ჩუენთჳს ვნებულისა…

დიდება

ცხოვრება ჩუენი დაფლულ არს შენთანა, ჩუენთჳს ვნებულისა ხორცისა და მკუდრეთით აღდგომილისა, რომელსა ვესავთ ქრისტიანენი ზიარებად საშინელსა კუალად მოსლუასა შენსა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და ძრწოლით გაკურთხევთ.

მიიღო განხსნა ძუელისაგან დასჯისა, პირველმან მან დედამან…

აწ და ღმრთის-მშობლისა

მიიღო განხსნა ძუელისაგან დასჯისა, პირველმან მან დედამან, და არღარა შობს ესე მწუხარებათა შინა, რამეთუ შევ შენ ქრისტე ღმერთი ღმრთის-მშობელო, ამისთჳს ღირსად გნატრით შენ, და უგალობთ უთესლოდ შობილსა შენგან და უფროსად აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

განადიდე შენ ქრისტე მშობელი შენი ღმრთის-მშობელი, რომელისა…

გალობა თ.

განადიდე შენ ქრისტე მშობელი შენი ღმრთის-მშობელი, რომელისა მიერ ქმნისა ჩუენისა თჳთმოქმედმან მსგავსნი ვნებანი შეისხენ, ხორცნი დამხსნელნი უმეცრებათანი, ამას უკუე ნატრიან ყოველნი ტომნი და შენ გადიდებენ.

ისმინე ხმაჲ სიძისა შენისა ეკლესიაო ღაღადებს საღმრთო დავით, რამეთუ მოგმადლა შენ გვერდისაგან თჳსისა წყალი სისხლით საღმრთოჲთ წმიდა-მყოფელი შეცოდებათა, რამეთუ იგი არს მხსნელი შენი კერპთა საცთურისაგან ვითარცა კაცთ-მოყუარე არს.

აღმობრწყინდი საფლავით უბრწყინუალეს მზისთვალისა ქრისტე და წარმართნი, რომელნი არა გეძიებდეს, არცა გიკითხჳდეს, თავით თჳსით განეცხადე მათ, და ერ საზეპურო ყუენ იგინი წყალობით, ხოლო ჰურიანი განსთხიენ.

ძელისა მის ედემს შინაჲსა საცთურით აღმოცენებული იგი…

დიდება

ძელისა მის ედემს შინაჲსა საცთურით აღმოცენებული იგი წყევაჲ, დახსენ ჯუარსა ზედა სმენადმდე ხმათა მამობრივთა სიტყუაო თჳთხელმწიფებით. ამისთჳს გამოუთქმელსა მას წარმოცალიერებასა შენსა უგალობ და ვადიდებ.

განშორებულნი შორად წარმართნი მახლობელ ყუენ შენდა წმიდაო…

აწ და ღმრთის-მშობლისა

განშორებულნი შორად წარმართნი მახლობელ ყუენ შენდა წმიდაო, განხორციელდი რა ქალწულისაგან მაცხოვარ, და არა ერთა შენთა უწოდე საღმრთოდ ერად შენდა, ამისთჳს აწ ყოველნი თაყუანის-გცემთ შენ ყოვლად-ძლიერო.

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე…

ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი დღესასწაულისა, ვითარცა პირველ განცხადებულ არს. შემდგომად ა. სტიქოლოგიისა. წარდგომა. ხმა ბ.

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე სარწმუნოებისა, აღდგომითა ყოველთა მოგუმადლე, უფალო დიდება შენდა.

წიაღნი მამულნი ცათა შინა არა დააცალიერენ, და…

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.

წიაღნი მამულნი ცათა შინა არა დააცალიერენ, და დაფლუა და აღდგომა ყოველთათჳს თავს-იდევ, უფალო დიდება შენდა.

ყოველივე საიდუმლო შენი ღმრთის-მშობელო, ზესთა გონებისა არს…

დიდება, აწა ღმრთის-მშობლისა.

ყოველივე საიდუმლო შენი ღმრთის-მშობელო, ზესთა გონებისა არს და ზესთა დიდებისა, სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებით დაცული, დედად იცნობე უტყუელად, რამეთუ ღმერთი ჰშევ უცუალებელად, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათჳს.

მენელსაცხებლეთა დედათა

შემდგომად ბ. სტიქოლოგიისა, წარდგომა, ხმა ბ. მსგავსი.

მენელსაცხებლეთა დედათა.

მოწაფეთა შენთა გუნდნი, და მენელსაცხებლენი დედანი, ერთბამად იხარებენ, და ზოგად დღესასწაულობენ საქებელად და სადიდებელად შენისა მკუდრეთით აღდგომისა, ამისთჳსცა გიღაღადებთ შენ კაცთ-მოყუარეო უფალო, ერთა შენთა მოანიჭე დიდი წყალობაჲ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის…

სრულად. ფსალმუნი ნ. წმიდის ტაძარში:

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის, კანონი ტაძრისა მუხლი დ. წმიდისა მუხლი დ.

კატავასია - აღდგომისა დღე არს.

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის…

მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძარში:

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის, წმიდისა მუხლი დ.

კატავასია - აღდგომისა დღე არს.

ყოველი სული და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს…

მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძრის კანონი სრულიად ერგასისა ამის შაბათთა შინა არა იგალობების თჳნიერ ბაბათისა მეერგასისა მიცვალებულთასა (ზატიკი, 1868: 481; Тϋпікон сіестъ оуставъ, т. 2, 1997: 971). კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, აღვიღებთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა მდგომარეთა. ხმა ბ.

ყოველი სული და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს უფალო, რომელმან ჯუარისა მიერ სიკუდილი მოაკუდინე, რათა უჩუენო ერთა მკუდრეთით აღდგომა შენი, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე ხარ.

სთქუთღა უკუე ჵ ჰურიანო, ვითარ მხედართა წარწყმიდეს მეუფე, რომელსა სცვიდეს, ანუ რასა ლოდმან არა დამარხა კლდე ცხოვრებისა, ანუ დაფლული მოგუეცით, ანუ აღდგომილსა თაყუანის-ეცით, და სთქუათ ჩუენთანა: დიდება სიმრავლესა წყალობათასა შენთასა, მაცხოვარო ჩუენო, უფალო დიდება შენდა.

გიხაროდენ ერნო და მხიარულ-იყუენით ანგელოზი ჯდა ლოდსა ზედა საფლავისასა, და მან გუახარა ჩუენ და თქუა: ვითარმედ აღდგა ქრისტე მკუდრეთით, მაცხოვარი სოფლისა, და აღავსო ყოველივე სუნნელებითა, გიხაროდენ ერნო და მხიარულ-იყუენით.

ანგელოზმან პირველ მუცლად-ღებისა შენისა უფალო, გიხაროდენი სახარულევანსა მოართუა ანგელოზმანვე ლოდი დიდებულსა საფლავსა შენსა აღდგომასა გარდააგორა, მან მწუხარებისა წილ, სიხარულისა სასწაული გუაუწყა, ხოლო ამან სიკუდილისა წილ, ცხოვრების-მომცემელი ღმერთი გვიქადაგა ჩუენ, ამისთჳს გიღაღადებთ შენ: ქუელის-მოქმედო ყოველთაო უფალო დიდება შენდა.

მოვიდენ საფლავად მარიამ, და სხუანი იგი მენელსაცხებლენი…

დიდება, აწ და. ხმა ა.

მოვიდენ საფლავად მარიამ, და სხუანი იგი მენელსაცხებლენი დედანი ძიებად მაცხოვრისა, და ჰპოვეს ანგელოზი ვითარცა ელვა ლოდსა ზედა მჯდომარე საფლავისასა, რომელმან რქუა მათ ღმრთივ-ბრწყინუალედ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ აღდგა იგი, ვითარცა თქუა წინასწარ, წარუედით, ახარეთ მოციქულთა მისთა, რათა წარვიდენ გალილეას და იხილონ და ჴმა-ჰყონ, რომელი აღდეგ მკუდრეთით, უფალო დიდება შენდა.

რაჟამს ძელისაგან გარდამოგხსნა არიმათიელმან, ვითარცა მკუდარი ყოველთა…

აღვივსენითსა ზედა. დასდებელნი დღესასწაულისა. ხმა ბ. თჳთსამსგავსო.

რაჟამს ძელისაგან გარდამოგხსნა არიმათიელმან, ვითარცა მკუდარი ყოველთა ცხოვრებაო, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, და სურვილით გიღვწიდა, მაშინ პირითა და გულითა ამბორს გიყოფდა, და შიშით შეპყრობილი პატიოსანთა ხორცთა შენთა მსახურებდა, და დაუცხრომელითა ხმითა გიღაღადებდა შენ და ესრეთ იტყოდა: დიდება გარდამოსლუასა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

რაჟამს დაიდევ საფლავსა ახალსა მხსნელო ყოველთაო, მაშინ…

გთნდა უფალო ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუე იაკობისი.

რაჟამს დაიდევ საფლავსა ახალსა მხსნელო ყოველთაო, მაშინ ჯოჯოხეთმან გიხილა და შეძრწუნდა, და მოქლონნი რკინისანი შეიმუსრნეს, და მკუდარნი აღდგეს, ხოლო ადამ მადლობით გიღაღადებდა შენ და სიხარულით იტყოდა, დიდება გარდამოსლუასა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

რაჟამს ძალნი ცათანი გხედვიდეს შენ ქრისტე, ხელთაგან…

წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს უყუეს.

რაჟამს ძალნი ცათანი გხედვიდეს შენ ქრისტე, ხელთაგან უშჯულოთასა განკიცხულსა, მაშინ შეძრწუნდეს აურაცხელისა მოთმინებისა შენისათჳს, და ლოდი იგი საფლავსა დაბეჭდულ იქმნა ხელთა მიერ უღმრთოთასა, რომელთაგან ლახურითა განიპო უხრწნელი გვერდი შენი, ხოლო შენ სულგრძელებით ყოველივე თავს ისხენ ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ამისთჳს მადლობით გიღაღადებთ: დიდება გარდამოსლუასა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

მოითხოვა იოსებ ხორცი უფლისა და თჳსსა მას…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

მოითხოვა იოსებ ხორცი უფლისა და თჳსსა მას ახალსა საფლავსა შინა დადვა შეძრწუნებულმან, და ზარ განხდილმან, რამეთუ ჯერ იყო რათა ვითარცა სასძლოთ გამოვიდეს, რომელმან შემუსრნეს სიკუდილისა მწარე მძლავრება, ბჭენი სამოთხისანი განეხუნეს კაცთა, ქრისტე ყოვლად-ძლიერო, დიდება შენდა.

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი…

კეთილ არსი. და ტროპარნი

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღდეგ უფალო, მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა.

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ…

დიდება

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა. ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ ცხოვრების-მომცემელო ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…

აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

რაჟამს შთახედ საფლავად

უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდასა, ვიტყვით პირველად ტროპარსა.

რაჟამს შთახედ საფლავად.

დიდება, წმიდისა

დიდება, წმიდისა. აწ და. ესრეთ. ჟამი ა. და განტევება.

მომიხსენენი

მომიხსენენი გალობა თ. მუხლი ვ. წარდგომა, და ალილუია, დღესასწაულისა. სამოციქულო, საქმე მოციქულთა, დასაწყისი კბ. სახარება იოანესი. დასაწყისი ნბ.