რაჟამს ძელისაგან
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა აღვიღებთ მუხლთა ვ. და ვგალობთ მდგომარეთა დასდებელთა დღესასწაულისათა გ. ხმა ბ. მსგავსი.
რაჟამს ძელისაგან.
რაჟამს ნელსაცხებელი მოაქუნდათ შენდამი ქრისტე, დანიად განთიად, და გეძიებდენ შენ დედანი ყოველთა ცხოვრებაო, ნელსაცხებელი სუნნელებისა აქუნდათ, და სიყუარულით მოვიდენ და გონებდენ, ხოლო ესმათ ხმა საფლავით, რომელი იყო მჯდომარე ჭაბუკი, ნუ სტირთ, არამედ გიხაროდენ, და უღაღადეთ ყოველთა, ვითარმედ აღდგა უფალი, ცხოვრებისა თქუენისათჳს.
ჵ შუენიერო იოსებ, რომელმან ქერუბიმთა საყდართა ზედა მჯდომარე ქრისტე მეუფე, მხართა ზედა იტვირთე, და ჯუარისა მიერ გარდამოხსენ, ვნატრით ხელთა შენთა და თუალთა საღმრთოთა, და პატივს-ვცემთ ვნებათა შენთა, რომელმან მზე სიტყუა ღმრთისა საფლავად მიიღე და დასდევ იგი და ვადიდებთ სახსენებელსა შენსა.
გამოგუიჩნდა ჩუენ სიხარული, ყოვლად-შუენიერთა მენელსაცხებლეთა მიერ, და იოსებ შუენიერისაგან, ვითარცა პატიოსანი სამოთხე, და წყარო ცხოვრებისა საღმრთოჲსა მადლისა, რომელი მოგუენიჭა ჩუენ ქრისტეს აღდგომა, რომელნიცა სიხარულით უღაღადებდენ მორწმუნეთა, დიდება რომელმან მოგუცა აღდგომითა თჳსითა მშჳდობაჲ.
მენელსაცხებლეთა დედათა აღიმსთუეს, და საფლავსა შენსა მოსწრაფედ…
და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ა.
მენელსაცხებლეთა დედათა აღიმსთუეს, და საფლავსა შენსა მოსწრაფედ მოიწივნეს, რათამცა შემურნეს ხორცნი შენნი უხრწნელნი ქრისტე მაცხოვარ, ხოლო ანგელოზისა მიერ უწყებულნი სიხარულისა სასწაულთა უთხრობდეს მოციქულთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით წინამძღუარი ცხოვრებისა ჩუენისა, და მოკლა სიკუდილი მძლავრი და უძღები ჯოჯოხეთი, და იხსნა ადამი, და მოსცა ცხოვრება საუკუნო, და აცხოვნა სულნი ჩუენნი.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
ქრისტემან მაცხოვარმან ჩუენმან ჩუენ ძლით ხელით წერილი…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. აღდგომისა.
ქრისტემან მაცხოვარმან ჩუენმან ჩუენ ძლით ხელით წერილი შესმსჭუალვითა ჯუარსა აღხოცა, და სიმტკიცე სიკუდილისა განაქარუა, თაყუანის-ვსცემთ მისსა მესამისა დღისა აღდგომასა.
ვხმობ შენდამი სახიერ, მეზვერისა მის ხმასა, მილხინე…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. სინანულისა.
ვხმობ შენდამი სახიერ, მეზვერისა მის ხმასა, მილხინე ვითარცა იგი მას, და შემიწყალე მე ღმერთო.
წმიდათა მოწამეთა მეოხებითა ჩუენთჳს, და ქრისტეს გალობითა…
მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა
წმიდათა მოწამეთა მეოხებითა ჩუენთჳს, და ქრისტეს გალობითა, ყოველი საცთური კერპთა დადუმნა, და კაცთა ნათესავი სარწმუნოებით ცხოვნდების.
რაჲსათჳს ნელსაცხებელსა ტირილითა განაზავებთ ღირსნო, დედანო მოწაფენო…
დიდება, აწ და. ხმა ე.
რაჲსათჳს ნელსაცხებელსა ტირილითა განაზავებთ ღირსნო, დედანო მოწაფენო უფლისანო, ლოდი გარდაგორებულ არს და საფლავი დაცალიერებულ, იხილეთ ხრწნილება ცხოვრებისა დახსნილი, და ბრწყინუალედ მოწამედ ბეჭედნი აღუტეხელად, და მცუელნი მძჳნვარედ დაძინებულნი, და დადგინებულნი ურჩთა მათგან, და სახედ მკუდართა დაცემულნი, მოკუდავნი უკუდავ ჰყუნა ღმერთმან, და იხსნნა კაცნი სიკუდილისაგან, და ჯოჯოხეთი გოდებს წარტყუენვისა მისისათჳს, მიგვალეთ მსწრაფლ და ახარეთ მოციქულთა, ვითარმედ მოკლა ქრისტემან სიკუდილი, და პირმშო ექმნა მკუდართა, წარუედით და იხილეთ წინა გიძღვის თქუენ გალილეას.
ესრეთ
ესრეთ. აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ტროპარნი ჩვეულებისაებრ, და განტევება.
ქრისტე მაცხოვნე მე
სამსაგალობელი ჴმა ბ.
ქრისტე მაცხოვნე მე.
გიხილეთ ჩუენ ქრისტე ხატითა ჩუენითა, რომელ არს…
გალობა ბ. ძლისპირი
გიხილეთ ჩუენ ქრისტე ხატითა ჩუენითა, რომელ არს ხატი ღმრთისა უხილავისა და აღვიარებთ ორად ბუნებად, ღმერთად და კაცად სახიერებით საკჳრუელთ-მოქმედსა ღმერთსა ჩუენსა დამქსველსა ცათა და ქუეყანისასა.
რომელმან ხელითა შენითა დაბადე ადამ ხატად შენდა ყოვლად-ძლიერო, ხელნი განიპყრენ ჯუარსა ზედა, რათა ხელთაგან მტერისათა მიხსნა საკჳრუელთ-მოქმედო ღმერთო ჩუენო დამქსველო ცათა და ქუეყანისაო.
შემუსრენ კლიტენი ჯოჯოხეთისანი და წყუდიად-შემოსილნი საპყრობილენი მისნი დაარღვიენ სახიერ, და იხსენ მათგან დასჯილნი სულნი ღირს-ყუენ შენთანა აღდგომასა და სასუფეველსა შენსა იზიარენ.
გიხილა რა მხსნელო მესამესა დღესა აღდგომილი საფლავით თაყუანი-გცეს შენ წმიდათა მათ მოციქულთა შენთა და განთქუეს ყოველსა სოფელსა შენისა წმიდისა აღდგომისა ძალი და ბრწყინუალება გამოუთქმელი.
გლოვით და ტირილით ცრემლთა მდინარითა დაალტობდეს საფლავსა…
დიდება
გლოვით და ტირილით ცრემლთა მდინარითა დაალტობდეს საფლავსა მაცხოვრისასა, აღმსთობილნი მენელსაცხებლენი სურვილითა ქრისტეს ღმრთისათა და აჰა საღმრთომან სიხარულმან ქრისტეს აღდგომისამან ღმრთივ-ბრწყინუალე ყვნა.
ყოველისა მპყრობელი იტვირთე საშოსა დედუფალო წმიდაო საგალობელო…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ყოველისა მპყრობელი იტვირთე საშოსა დედუფალო წმიდაო საგალობელო, რომელმან იგი ჯოჯოხეთისა ბჭენი შემუსრნა ხელმწიფებით და აღდგა საფლავით ვითარცა სთქუა მესამესა დღესა და გუაცხოვნა ჩუენ.
სახმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი…
გალობა 8. ძლისპირი
სახმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ჯუარსა ზედა რა ამაღლდი შენთანა აღამაღლენ დაბადებულნი და საფლავსა რა დაიდევ, მყოფნი საფლავსა შინა აღადგინენ მხსნელო და აქებდეს წყალობათა შენთა მიუწდომელთა.
შთახედ რა შენ მკუდართა თანა ქრისტე ღმერთო, მოაკუდინე ჯოჯოხეთი და შემუსრენ ბჭენი და მოქლონნი რკინისანი და იხსენ სიკუდილისაგან დაბრკოლებულნი სულნი სიმხნითა შენითა ყოვლად-ძლიერო.
ეჩუენებოდი მაცხოვარ მოწაფეთა შენთა ორმეოცთა დღეთა მრავლითა…
დიდება
ეჩუენებოდი მაცხოვარ მოწაფეთა შენთა ორმეოცთა დღეთა მრავლითა ნიშებითა და სასწაულებითა, რათა სარწმუნო ჰყო აღდგომაჲ შენი და რათა გქადაგონ შენ ყოველსა სოფელსა.
შენ ხარ ყოველთა ცხოვრება და ნუგეშინის-მცემელი მკუდართა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
შენ ხარ ყოველთა ცხოვრება და ნუგეშინის-მცემელი მკუდართა და ცხოველთა და სიხარული და ნათელი გამობრწყინდი ქალწულისაგან და აღდეგ მკუდრეთით დიდებით მესამესა დღესა ქრისტე.
სიტყუასა ზეცისა მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით…
გალობა თ. ძლისპირი
სიტყუასა ზეცისა მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით განახლებად ადამისა ხორცთ-შესხმულსა ღმრთის-მშობლისაგან უზესთაეს ცნობისა, ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით მშობელსა მისსა თანა გალობით მას ვადიდებდეთ.
მკუდრეთით აღდეგ სახიერ ვითარცა იგი სთქუა პირველ და თანა აღადგინე სოფელი და დედათა მენელსაცხებლეთა პირველად გამოუჩნდი და სახარულევან ჰყუენ სიხარულო, შენთა მოსურნეთაო მრავალ-მოწყალეო ღმერთო.
ქრისტე ღმერთი აღდგა მკუდრეთით და ხრწნილება განქარდა, ხოლო უხრწნელება აღყუავილნა და უფალი მოციქულთა შორის განისვენებს და გვმოძღურის და განუმარტებს საიდუმლოთა და უბრძანებს და ეტყვის, სიონით ნუ განეშორებით.
ნელსაცხებლის მიმღებელთა მგლოვარეთა დედათა ანგელოზი ეტყოდა, ცხოველსა…
დიდება
ნელსაცხებლის მიმღებელთა მგლოვარეთა დედათა ანგელოზი ეტყოდა, ცხოველსა მას მკუდართა თანა რასათჳს ეძიებთ, აღდგა, არა არს აქა, დააცალიერნა საფლავნი და მკუდარნი აღადგინნა, ვითარცა კაცთ-მოყუარე არს.
ვითარცა ხარ შენ მიზეზი კაცთა სიხარულისა ღმრთის-მშობელო…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ვითარცა ხარ შენ მიზეზი კაცთა სიხარულისა ღმრთის-მშობელო, იხილე რა ძე შენი აღდგომილი საფლავით, აღივსე ყოვლადუსაზღუროჲთა მით ბრწყინუალითა სიხარულითა, ამისთჳს სარწმუნოებით გქადაგებს ყოველი სოფელი.
წიაღნი მამულნი ცათა შინა არა დააცალიერენ, და…
ტროპარნი დღესასწაულისანი, ჩვეულებისაებრ. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა ხმა ბ.
წიაღნი მამულნი ცათა შინა არა დააცალიერენ, და დაფლუა და აღდგომა ყოველთათჳს თავს-იდევ, უფალო დიდება შენდა.
მე ვარ ხე იგი უნაყოფო, რომელსა არა…
უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
მე ვარ ხე იგი უნაყოფო, რომელსა არა მაქუს ყოვლადვე ლმობიერებისა ნაყოფი, მოკუეთისაგან მეშინის, და ცეცხლისა მისგან ვძრწი უშრეტისა, ამისთჳს გევედრები, უწინარეს აღსრულებისა, და სასჯელად მიცემისა, მომაქციე მაცხოვარ და მაცხოვნე მე.
რომელმან განაბრწყვინვე წმიდანი შენნი უფროს ოქროჲსა, და…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
რომელმან განაბრწყვინვე წმიდანი შენნი უფროს ოქროჲსა, და ადიდენ ღირსნი შენნი სახიერ, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, მშჳდობა ყავ ცხოვრებისათჳს ჩუენისა, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ, და ლოცვაჲ ჩუენი წარმართე ვითარცა საკმეველი, მხოლოო რომელი დიდებულ ხარ წმიდათა შორის.
საღმრთოსა ბუნებისა ზიარ ვიქმნენით, შენ მიერ ღმრთის-მშობელო…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.
საღმრთოსა ბუნებისა ზიარ ვიქმნენით, შენ მიერ ღმრთის-მშობელო მარადის ქალწულო, რამეთუ ღმერთი გვიშევ ჩუენ ხორცთ-შესხმული, ამისთჳს ჯერისაებრ ღირსად გადიდებთ.
ზენათა ძიებითა
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა ბ. დღესასწაულისა მსგავსი.
ზენათა ძიებითა.
მენელსაცხებლენი განთიად მოვიდეს, და იხილეს საფლავი ცალიერი, და ეტყოდეს მოციქულთა, ხრწნილება დახსნა მპყრობელმან ყოველთამან, და მყოფნი ჯოჯოხეთისანი აღმოიყუანნა, ქადაგეთ კადნიერად, რამეთუ აღდგა ქრისტე ღმერთი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება, აწ და. იგივე.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
სთქუთღა უკუე ჵ ჰურიანო, ვითარ მხედართა წარწყმიდეს…
სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა. ძლისპირით მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ მდგომარეთა დასდებელთა რუა-ხმათასა. ხმა ბ.
სთქუთღა უკუე ჵ ჰურიანო, ვითარ მხედართა წარწყმიდეს მეფე, რომელსა სცვიდეს, ანუ რასა ლოდმან არა დამარხა კლდე ცხოვრებისა, ანუ დაფლული მოგუეცით, ანუ აღდგომილსა თაყუანის-ეცით, და სთქუათ ჩუენთანა: დიდება სიმრავლესა წყალობათა შენთასა, მაცხოვარო უფალო, დიდება შენდა.
უსჯულოებანი ჩემნი უგულებელს-ყუენ უფალო, რამელი იშევ ქალწულისაგან…
ბ-გზის.
უსჯულოებანი ჩემნი უგულებელს-ყუენ უფალო, რამელი იშევ ქალწულისაგან, და გული ჩემი განწმიდე, და ყავ იგი ტაძარ სულისა შენისა წმიდისა, და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, რომელსა გაქუს აურაცხელი დიდი წყალობაჲ.
ჯუარი ქრისტესი აღიღეს წმიდათა მოწამეთა, საჭურველად უძლეველად…
მოწამეთა.
ჯუარი ქრისტესი აღიღეს წმიდათა მოწამეთა, საჭურველად უძლეველად, და ყოველი ძალი ეშმაკისა დაამხუეს, და გჳრგჳნი ზეცით მოიგეს, ზღუდე და მფარველ იქმნნეს ჩუენთჳს მეოხებითა.
მენელსაცხებლენი დედანი, მოიწივნეს რა საფლავად, განთიად აქუნდათ…
დიდება, აწ და. ხმა ბ.
მენელსაცხებლენი დედანი, მოიწივნეს რა საფლავად, განთიად აქუნდათ ნელსაცხებელი, რათა შემურონ გუამი იესოსი, ხოლო რაჟამს მიიწივნეს საფლავად უფლისა, ურთიერთ-არს იტყოდეს ვინ გარდაგვიგოროს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა, ანუ სადა არიან ბეჭედნი საფლავისანი და დასი პილატესი, გინა განკრძალვით დაცუა მათი ხოლო ანგელოზისა მიერ უწყებულნი, მსწრაფლ წარვიდეს მოციქულთა მიმართ და ეტყოდეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე ღმერთი ჩუენი, ვითარცა კაცთ-მოყუარე არს, და მოგუანიჭა უხრწნელებაჲ და ცხოვრება დიდითა წყალობითა თჳსითა.
რაჟამს ძელისაგან
აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი დღესასწაულისანი. ხმა ბ. მსგავსი.
რაჟამს ძელისაგან.
ნათელი სამგზის ბრწყინავს დღეს ქუეყანასა ზედა, ბრწყინუალედ, და შიში ბნელისა განიდევნების, და გამოჩნდების აღდგომა ქრისტესი, და დაცულ იქმნებიან მორწმუნენი, და მოციქულთა გუნდთა წესნი, იოსების მიმართ სიხარულით იხარებენ, და პატიოსანთა მენელსაცხებლეთა, ხსენებასა ბრწყინუალედ გჳრგჳნოსან ყოფს, და სარწმუნოებით იდიდებიან იგინი, და ქრისტეს აღდგომასა ადიდებენ.
აღიღო მხართა თჳსთა ზედა იოსებ, წიაღთა მამისათა…
გთნდა უფალო ქუეყანაჲ შენი, მოაქციე ტყუეჲ იაკობისი.
აღიღო მხართა თჳსთა ზედა იოსებ, წიაღთა მამისათა მჯდომარე და წარგრაგნა იგი ტილოჲთა, და შემოსა, რომელმან შემოსა სოფელი ნათლითა ვითარცა სამოსელი, და მიაწვინა საფლავსა, და ლოდითა დაფარა მშჳდობისა აღდგომაჲ, ამისთჳსცა ნათლით შემოსილსა ვნებასა და აღდგომასა მისსა გალობით უგალობდეთ და ვადიდებდეთ.
განკჳრვებულ იქმნენ ანგელოზთა გუნდნი, რაჟამს იოსებ მიგზიდვიდა…
წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს უყუეს.
განკჳრვებულ იქმნენ ანგელოზთა გუნდნი, რაჟამს იოსებ მიგზიდვიდა ქრისტესა დაფლუად, რომელსა ყოველი სოფელი გადიდებს, ხოლო მორწმუნენი განსცხრებიან, პატიოსანსა აღდგომასა შენსა, და მენელსაცხებლეთა თანა ჩუენცა მხურუალედ პატივს-გცემთ, და ესრეთ მათ თანავე ვღაღადებთ და გევედრებით, რათა ჩუენცა ცხოვრება მოგუანიჭო, და გვიხსნე განსაცდელთაგან.
შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა…
დიდება, აწ და. ხმა ა.
შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა შემურუად, სუნნელებითა ქრისტე დამბადებელო ღირსნი დედანი, და ვითარ არა გპოვეს განკჳრვებულ იქმნნეს და გეძიებდეს შენ მხსნელო, რამეთუ აღდგომისა შენისა უმეცარ იყუნეს, არამედ ანგელოზმან ახარა აღდგომა, ვითარმედ აღდგა ქრისტე, და მოგუცა დიდი წყალობაჲ.
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი…
კეთილ არსი. და ტროპარნი
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღდეგ უფალო, მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა.
რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ…
დიდება
რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა. ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ ცხოვრების-მომცემელო ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.
მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…
აწ და.
მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.
რაჟამს შთახედ საფლავად
უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდასა, ვიტყვით პირველად ტროპარსა.
რაჟამს შთახედ საფლავად.
დიდება, წმიდისა
დიდება, წმიდისა. აწ და. ესრეთ ჟამი პირველი. და განტევება.