გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-3 შვიდეული · ორშაბათი 1 / 54გიხაროდენ მმარხველთა

აღდგომიდან მე-3 შვიდეული · ორშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 13 წთ

გიხაროდენ მმარხველთა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა დღესასწაულისათა მუხლთა გ. დასდებელი დღესასწაულისა. ხმა ე. მსგავსი.

გიხაროდენ მმარხველთა.

ძელსა რა ჯუარისასა, დამსჭუალულ იქმენ, და პირველი იგი წყევა ძელისა მიერ აღმოცენებული განაქარუე, დარაჲდევ საფლავსა პირველ დაძინებულნი მკუდარნი საღმრთოჲთა ძალითა შენითა აღადგინე, ვადიდებთ ძალსა შენსა საღმრთოსა, ცხოვრებაო ჩუენო იესო ყოვლად-ძლიერო, ამისთჳსცა ზეცისა ძალნი ქუეყანისა თანა იხარებენ, და ჩუენცა ქუეყანისანი ძლევისა გალობასა შევსწირავთ შენდა მომართ, ქრისტე ყოველისა მპყრობელო, მოგუანიჭე მშჳდობა და დიდი წყალობაჲ.

მკუდართა თანა შერაცხილ-იქმენ ყოველთა ცხოვრებაო, და ქუესკნელისა ბნელი განანათლე, და მენალსაცხებლენი გოდებდენ, მოვედით და წარვიდეთ და ვიხილოთ საფლავი იგი წმიდა, ხოლო იხილეს მჯდომარე საფლავსა ზედა ელვარე ანგელოზი, შიშით განკრთეს, ხოლო მან დააცხრო გლოვაჲ მათი, და ეტყოდა: ნუ გეშინინ, აღდგა ცხოვრების-მომცემელი, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა.

განთიად დედანი უპირატეს მზისა ეძიებდეს ჭეშმარიტსა მზესა, რომელი შთახდა საფლავად, ხოლო ნათლისა იგი ანგელოზი აუწყებდა, ვითარმედ აღმობრწყინდა ნათელი, და განანათლნა ბნელისა მყოფნი, წარუედით და აუწყეთ ნათლით შემოსილთა მოწაფეთა, რათა გლოვანი მათნი სიხარულად შეცუალნეს, და პასექი სიხარულისა და ცხოვრების-მომცემელი შეუორგულებელითა გულითა აღიარონ, რამეთუ ქრისტე აღდგა, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

მენელსაცხებლენო დედანო, რად მოისწრაფით საფლავად, ანუ რად…

და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ა.

მენელსაცხებლენო დედანო, რად მოისწრაფით საფლავად, ანუ რად ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღდგა უფალი ცხადად, ანგელოზი ეტყოდა მათ.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა. ხმა ბ.

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა ქალწულისა მარიამისაგან, მოვედით თაყუანის-ვსცეთ, რამეთუ ჯუარისა თავს-მდებელი საფლავად მიეცა ვითარცა თჳთ ინება, და აღდგა რა მკუდრეთით, მაცხოვნა მე შეცთომილი კაცი.

ვცოდე შენდა მაცხოვარ, ვითარცა უძღებმან შვილმან, შემიწყნარე…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. სინანულისა.

ვცოდე შენდა მაცხოვარ, ვითარცა უძღებმან შვილმან, შემიწყნარე მე მამაო, მონანული ესე და შემიწყალე მე ღმერთო.

რომელთა ქუეყანისა საშუებელი არა ინებეს, ღუაწლისა მძლენი…

მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა

რომელთა ქუეყანისა საშუებელი არა ინებეს, ღუაწლისა მძლენი ზეცისა კეთილთა ღირს იქმნეს, და ანგელოზთა თანა მოქალაქე იქმნეს. უფალო ოხითა მათითა შეგვიწყალენ, და გვაცხოვნენ ჩუენ.

შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა…

დიდება, აწ და. ხმა ა.

შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა შემურუად სუნნელებითა ქრისტე დამბადებელო ღირსნი დედანი, და ვითარ არა პოვეს განკჳრვებულ იყუნეს, და გეძიებდეს შენ მხსნელო, რამეთუ აღდგომისა შენისა უმეცარ იყუნეს, არამედ ანგელოზმან ახარა აღდგომა, ვითარმედ აღდგა ქრისტე, და მოგუცა დიდი წყალობაჲ.

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი…

ესრეთ. აწ განუტევე. ტროპარი

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღდეგ უფალო, მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა.

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ…

დიდება

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა. ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ ცხოვრების-მომცემელო ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…

აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

შუენიერმან იოსებ

უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდასა, ვიტყვით პირველად ტროპარსა.

შუენიერმან იოსებ.

მენელსაცხებლეთა დედათა

დიდება, წმიდისა. აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა.

შუენიერმან იოსებ

ხოლო ტროპარსა

შუენიერმან იოსებ

რაჟამს შთახედ საფლავად

და ტროპარსა აღდგომისასა

რაჟამს შთახედ საფლავად...

მწუხრად ვიტყვით მათ შეცვლით, სდ̅ შვიდეულსა ამას…

მწუხრად ვიტყვით მათ შეცვლით, სდ̅ შვიდეულსა ამას შინა, ვითარ იგი პირველვე ცხად არს ამათთჳს, ესრეთ, კუერექსი და განტევება. ხოლო აკოლოთია წმიდისა, რომელიცა დაემთხვევის კჳრიაკესა ამას, იგალობების სერობასა ზედა, შემდგომად-წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი მხოლოდ ერთი, ზატიკის დღესასწაულისა. ესრეთ ვიტყვით, და ვიდრე კჳრიაკემდე ყოველთა წმიდათასა.

გალობს ამას იოსებ

სამსაგალობელი ჴმა ბ.

გალობს ამას იოსებ.

მოვედით ერნო უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა…

გალობა ა. ძლისპირი

მოვედით ერნო უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა ერი თჳსი იხსნა ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა რამეთუ დიდებულ არს.

ამაღლდი ქრისტე ნებსით ძელსა ზედა და ძლიერებით მთავრობა ჯოჯოხეთისა სიკუდილითურთ დაეც და მრავალჟამისა კრულნი სიმხნით გამოიყუანენ, დიდება ძალსა შენსა უფალო.

რქუა ანგელოზმან მენელსაცხებლეთა: მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა ყოველთა უფალი, და ახარეთ მოწაფეთა აღდგომა მისი, რათა უქადაგონ სოფელსა.

საფლავსა შინა ახალსა დაგდუა მართალმან იოსებ, რომელმანცა…

დიდება

საფლავსა შინა ახალსა დაგდუა მართალმან იოსებ, რომელმანცა განაახლე ბუნება ჩემი განხრწნილი, ცხოვრებისა თავო ქრისტე ღმერთო ჩუენო, დღეს აღდგომითა შენითა.

იხილე ქრისტეს მკუდრეთით აღმობრწყინება სძალო, ღირსო ღმრთივ-მიმადლებულო…

აწ და ღმრთის-მშობლისა

იხილე ქრისტეს მკუდრეთით აღმობრწყინება სძალო, ღირსო ღმრთივ-მიმადლებულო მზისა მის სიმართლისა, მას ევედრე განათლებად გულსა მადიდებელთა შენთასა უბიწოო.

სახმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი…

გალობა 8. ძლისპირი

სახმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ჯუარცმულსა ჩუენთჳს ხორცითა ქრისტესა და ნებსით საფლავად შთასრულსა შემმუსრველსა ბჭეთა და მოქლონთა რკინისათა ჯოჯოხეთისათა ვადიდებდეთ, რომელი მესამესა დღესა აღდგა დიდებით.

იხარებდით დღეს ცანი და მხიარულ-იყავნ ქუეყანა კაცთა თანა, რამეთუ ქრისტე აღდგა და მოწაფეთა თჳსთა ეჩუენა და მათ თანა ქცევითა სიხარულითა აღივსნეს გულნი მათნი.

მდუღარედ მტირალთა დედათა სიხარული უღაღადა მაცხოვარმან, ხოლო იგინი შეუვრდეს საღმრთოთა ფერხთა მისთა, რომელისა ხმა ესმა პირველ დედასა სამოთხესა შინა.

ბრწყინუალითა ხმითა დედასა ღმრთისასა დიდების-ვმეტყველებდეთ ვითარცა ზეცისა…

დიდება

ბრწყინუალითა ხმითა დედასა ღმრთისასა დიდების-ვმეტყველებდეთ ვითარცა ზეცისა განწყობილთა უწმიდესსა, რომელმან მიწისაგანნი ესე შეგვაერთა ზეცისა უსხეულოთა.

ერთსა ღმერთსა ღმრთის-ვმეტყველებთ და სამგუამოვნად და ერთ-ბუნებად…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ერთსა ღმერთსა ღმრთის-ვმეტყველებთ და სამგუამოვნად და ერთ-ბუნებად ვქადაგებთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, და ვიტყვით, ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდით დღეს ღმერთსა ჩუენსა უკუნისამდე.

სიტყუასა ზეცით მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით…

გალობა თ. ძლისპირი

სიტყუასა ზეცით მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით განახლებად ადამისა, ხორცთ-შესხმულსა ღმრთის-მშობლისაგან უზესთაეს ცნობისა ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით მშობელსა მისსა თანა გალობით მას ვადიდებდეთ.

წყალობისათჳს კაცთასა მოხუედ ქუეყანად მხსნელო. ჵ ჰურიათა უგნურება, ღმრთისა სიტყუა ხორცითა ჯუარს-ეცუა, სიკუდილისა მომკვლელი და განმაცხოველებელი მომწყდართა, რომელისა აღდგომასა ხმითა მაღლითა ვადიდებდეთ.

აღდეგ დაბეჭდულით საფლავით ყოველთა აღდგომა ქრისტე და მოწაფეთა ეჩუენე და ასწავენ მათ საიდუმლონი გამოუთქმელნი და არქუ, წარუედით თქუენ ყოველსა სოფელსა და განსთქვით და ჰქადაგეთ უსაზღურო დიდება ჩემი.

აღდგომისა ესე საღმრთო და ყოვლად-ბრწყინუალე დღე სიხარული…

დიდება

აღდგომისა ესე საღმრთო და ყოვლად-ბრწყინუალე დღე სიხარული და მხიარულება არს, ცისკიდეთა განმაშვენებელ და ნუგეშინის-მცემელ და კრება და დღესასწაულ, რათა ხმობდენ მამაო, ძეო და სულო წმიდაო, დიდება შენდა.

ნათლისა მშობელო სძალო, საღმრთოთა მით ნათლითა შენითა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ნათლისა მშობელო სძალო, საღმრთოთა მით ნათლითა შენითა განანათლენ სულნი ჩუენნი და გულნი და ვნებათა წყუდიადი შორს განიოტენ ჩუენგან და ყოველნივე შემსხმელნი შენნი დაუღამებელისა დღისა ზიარ გვყუენ ქალწულო.

შუენიერმან იოსებ

ვიწყებთ ჩვეულებისაებრ, ვითარცა წერილ არს ორშაბათსა მეორესა შვიდეულისასა შემდგომად პასექისა. ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი, ხმა ბ.

შუენიერმან იოსებ.

რაჟამს შთახედ საფლავად

ბ-გზის. დიდება

რაჟამს შთახედ საფლავად.

მენელსაცხებლეთა დედათა

აწ და

მენელსაცხებლეთა დედათა.

შუენიერმან იოსებ

ხოლო ესრეთ ითქმიან ტროპარნი ესე შორის შვიდეულისა ამის. და უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდისა, მაშინ ვიტყვით ესრეთ, პირველად.

შუენიერმან იოსებ.

რაჟამს შთახედ საფლავად

ა-გზის ტროპარი

რაჟამს შთახედ საფლავად.

მენელსაცხებლეთა დედათა

ა-გზის. დიდება. წმიდისა. აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა.

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე…

შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ბ.

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე სარწმუნოებისა, აღდგომითა ყოველთა მოგუმადლე უფალო დიდება შენდა.

ვითარცა წყალნი ზღვისანი, აღდგეს ჩემ ზედა უსჯულოებანი…

უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

ვითარცა წყალნი ზღვისანი, აღდგეს ჩემ ზედა უსჯულოებანი ჩემნი, და ვითარცა ნავი ღელუა-გვემული ვიგვემები მრავალთაგან ცოდუათა, არამედ ნავთსაყუდელად მყუდროდ მიმიძეღუ სინანულისად, ქრისტე ღმერთო და შემიწყალე მე.

შენ რომელმან შემოსენ ცანი ღრუბლითა, შეგმოსეს წმიდათა…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა.

შენ რომელმან შემოსენ ცანი ღრუბლითა, შეგმოსეს წმიდათა სოფელსა შინა, ვინაცა ტანჯუანი უსჯულოთანი მოითმინნეს, და საცთური კერპთა უჩინო ჰყუეს, მათითა მეოხებითა ჩუენცა განმათავისუფლენ უჩინოთა მტერთაგან, მაცხოვარ და გვაცხოვნენ ჩუენ.

სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს მყუენ ღმრთის-მშობელო, მოხედენ ერსა შეცოდებულსა ყოვლად-წმიდაო, და აჩუენე მარადის ძლიერება შენი, რამეთუ შენ გესავთ და გიხაროდენსა გიღაღადებთ, ვითარცა იგი ოდესმე უხორცოთა მთავარმან გაბრიილ გიღაღადა.

ზენათა ძიებითა

და საკითხავი. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ბ. მსგავსი.

ზენათა ძიებითა.

ნელსაცხებელი მოაქუნდათ მოსწრაფედ დედათა, და ანგელოზმან მაცხოვრისამან ბრწყინუალემან, სულნი მათნი აღავსნა სიხარულითა, და შენ ყოველთა ღმერთსა გქადაგებდეს, და მოწაფეთა მიმართ ღაღად-ყუეს: ჭეშმარიტად აღდგა საფლავისაგან ცხოვრება ყოველთა.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და. იგივე. და საკითხავი.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

ნელსაცხებლის მიმღებელთა, გიხაროდენი მიაგებე, და გოდება პირველისა…

სრულად. ესრეთ ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა ძლისპირითა, მუხლი 8. და თუენისა, მუხლი დ. შემდგომად გ. გალობისა, წარდგომა წმიდისა. შემდგომად ვ. გალობისა კონდაკი დღესასწაულისა.

ნელსაცხებლის მიმღებელთა, გიხაროდენი მიაგებე, და გოდება პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცუალე, აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაჲ უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს, მხსნელი ჩუენი აღდგა საფლავისაგან.

ყოველი სული და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს…

და იკოსი და ვიკითხავთ სვინაქსარსა. განმანათლებელი დღესასწაულისა. დიდება წმიდისა, აწ და, დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა დასდებელი, მუხლი დ. ხმა ბ.

ყოველი სული და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს უფალო, რამეთუ ჯუარისა მიერ სიკუდილი მოაკუდინე, რათა უჩუენო ერთა მკუდრეთით აღდგომაჲ შენი, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე ხარ.

ქმნილთა მათ ჩემთა მიერ ბოროტთა გულის-ხმას-ვყოფ, და…

ბ-გზის.

ქმნილთა მათ ჩემთა მიერ ბოროტთა გულის-ხმას-ვყოფ, და წყალობათა შენთა მომართ მოვივლტი, მბაძუელ-ქმნილი მეზვერისა, და მეძვისა მეცრემლოჲსა, და უძღებისა ძისა. ამისთჳს შეგივრდები შენ მოწყალეო, პირველ ვიდრე მსაჯო მე, მრიდე ღმერთო და შემიწყალე მე.

ქრისტესთჳს ივნეთ ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო…

მოწამეთა.

ქრისტესთჳს ივნეთ ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო, და სულნი თქუენნი არიან ხელთა შინა ღმრთისათა, ხოლო ნაწილნი თქუენნი პატივ იცემებიან ყოველსა შინა სოფელსა, და მღუდელნი და მეფენი თაყუანის-სცემენ, და ყოველი ერი სიხარულით ვღაღადებთ: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მოვიდენ საფლავად მარიამ მაგდალინელი, და სხუანი იგი…

დიდება, აწ და ხმა ზ.

მოვიდენ საფლავად მარიამ მაგდალინელი, და სხუანი იგი მენელსაცხებლენი დედანი, ძიებად მაცხოვრისა და პოვეს ანგელოზი ვითარცა ელვა, ლოდსა ზედა საფლავისასა მჯდომარე, რომელმან რქუა მათ ღმრთივ-ბრწყინუალედ, რად ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ აღდგა იგი ვითარცა სთქუა წინასწარ, წარუედით და ახარეთ, მოციქულთა მისთა, რათა წარვიდენ გალილეას, და იხილონ და ხმა ყონ, რომელი აღდეგ მკუდრეთით, უფალო დიდება შენდა.

სამისა დღისა

აღვივსენითსა ზედა, დასდებელი დღესასწაულისა. ხმა ვ.

სამისა დღისა.

ვიწყოთ ერნო ფსალმუნთა მიერ გალობა, ქრისტეს მიმართ სიხარულით რამეთუ პასექი დიდი გამოგუიბრწყინდა ჩუენ, საფლავით რა აღდგა, ქრისტე ცხოვრების-მომცემელი მხსნელი ყოველთა, დაბადებულთა.

სიხარული რა მენელსაცხებლეთა არქუ მხსნელო, ევას წყევისა…

გთნდა უფალო ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუე იაკობისი.

სიხარული რა მენელსაცხებლეთა არქუ მხსნელო, ევას წყევისა პატიჟნი დახსენ, და მოციქულთა მშჳდობა მიანიჭე, აღდეგ რა მკუდრეთით, და ქადაგად შენდა წარავლინენ, რათა ქადაგონ მკუდრეთით სამისა დღისა აღდგომაჲ შენი.

პასექი წმიდა პატიოსანი, ქრისტემან გამოგუიბრწყინა ჩუენ, მოვედით…

წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს უყუეს.

პასექი წმიდა პატიოსანი, ქრისტემან გამოგუიბრწყინა ჩუენ, მოვედით ერნო, განვნათლდეთ სულითა, რამეთუ ესე არს აწ დღე იგი აღმობრწყინვებული, რათა ყოველნი სიხარულით ვიხარებდეთ.

დაგასხეს რა დედათა ნელსაცხებელი, ცრემლითა შეზავებული საფლავსა…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

დაგასხეს რა დედათა ნელსაცხებელი, ცრემლითა შეზავებული საფლავსა ზედა მხსნელო, აღივსნეს სიხარულითა, ხოლო ბაგენი მათნი გაქებდენ, რაჟამს იტყოდენ, აღდგა უფალი.

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი…

კეთილ არსი. და ტროპარნი

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღდეგ უფალო, მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა.

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ…

დიდება

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა. ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ ცხოვრების-მომცემელო ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…

აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

რაჟამს შთახედ საფლავად

უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდასა, ვიტყვით პირველად ტროპარსა.

რაჟამს შთახედ საფლავად.

მენელსაცხებლეთა დედათა

დიდება, წმიდისა. აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა.

შუენიერმან იოსებ

მომიხსენენი, გალობა ა. დღესასწაულისა. მუხლი ვ. შესლვად ტროპარი.

შუენიერმან იოსებ.

რაჟამს შთახედ საფლავად.

მენელსაცხებლეთა დედათა.

ნელსაცხებლის მიმღებელთა, გიხაროდენი მიაგებე, და გოდება პირველისა…

და ტაძრის წმიდისა. და ტროპარი დღის წმიდისა უკუეთუ აქუნდეს. ხოლო უკუეთუ იყოს მეორისაცა წმიდისა ტროპარი, თქუა მისიცა. ესრეთ კონდაკი ტაძრისა. დიდება წმიდისა უკუეთუ იყოს მეორისაცა წმიდისა კონდაკი, ეგრეთუე სთქუა მისიცა. აწ და კონდაკი დღესასწაულისა

ნელსაცხებლის მიმღებელთა, გიხაროდენი მიაგებე, და გოდება პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცუალე, აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაჲ უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს, მხსნელი ჩუენი აღდგა საფლავისაგან.

ესრეთ ვიტყვით ტროპართა, ყოველთა ამათ შინა დღეთა…

ესრეთ ვიტყვით ტროპართა, ყოველთა ამათ შინა დღეთა წმიდისა ამის შვიდეულისათა, თჳნიერ სადიდებელიანის წმიდისა. ესრეთ იქმნების აკოლოთია, მწუხრად, და ცისკრად, ყოველთა დღეთა ამის შვიდეულისათა.