გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-3 შვიდეული · პარასკევი 1 / 37ჵ ყოვლად-დიდებული, საკჳრუელი

აღდგომიდან მე-3 შვიდეული · პარასკევი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 12 წთ

ჵ ყოვლად-დიდებული, საკჳრუელი

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა დღესასწაულისათა გ. და თუენისაგან გ. დასდებელი დღესასწაულისა. ხმა 8. მსგავსი.

ჵ ყოვლად-დიდებული, საკჳრუელი.

ქრისტე გამოჩნდა და კვალსა მისსა მოსწრაფედ შეუდგეთ, და მას ვმსახურებდეთ, მსგავსად მოციქულთა და მენელსაცხებლეთა, სიმართლით მივსდევდეთ, ნუცა მკუდარსა დაუტეობთ, არამედ წარვიდეთ ჩუენცა და მირონი ცრემლითა განვაზაოთ, და მოწყალე ვიქმნეთ, და მათ თანა საღმრთოთა სიხარულითა ვიხარებდეთ.

დედათა საღმრთოთა ენებათ ხილუად და სმენად, ცხოვრების-მომცემელისა, რომელი მოკუდავად საფლავსა დაიდვა, რაჟამს მირავიდეს საფლავად, ესმათ ხმაჲ ანგელოზისა, ვითარმედ აღდგა ქრისტე, აუწყეთ მოწაფეთა მისთა, რათა განდევნონ მწუხარებანი სულთა მათთაგან, და მწუხარებისა წილ აურაცხელი სიხარული მიიღონ.

დღეს მორწმუნენი ვიხარებდეთ, და ხსენებასა მენელსაცხებლეთასა სიხარულით ვყოფდეთ, და ვადიდებდეთ, რომელთა ადიდეს მათ ყოვლად-სახიერი უფალი, და აწ ჩუენთჳს დაუცხრომელად ევედრებიან, რათა ღირს მყვნეს ჩუენ საუკუნესა ნათელსა წმიდათასა, რამეთუ აქუსთ მათ კადნიერებაჲ დიდი.

მენელსაცხებლეთა დედათა აღიმსთუეს, და საფლავსა შენსა მოსწრაფედ…

და თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ბ.

მენელსაცხებლეთა დედათა აღიმსთუეს, და საფლავსა შენსა მოსწრაფედ მოიწივნეს, რათამცა შემურნეს ხორცნი შენნი უხრწნელნი ქრისტე მაცხოვარ, ხოლო ანგელოზისა მიერ უწყებულნი, სიხარულისა სასწაულთა უთხრობდეს მოციქულთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით, წინამძღუარი ცხოვრებისა ჩუენისა, და მოკლა სიკუდილი, მძლავრი და უძღები ჯოჯოხეთი წარმოტყუენა, და იხსნა ადამი, და მოსცა ცხოვრება საუკუნო ადამიანთა, და აცხოვნნა სულნი ჩუენნი.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ჯუარცმასა ღაღადებდეს, რომელნი შენთა კეთილთაგან მარადის იშუებდეს…

სტიქარონსა ზედა დასდებელი. ხმა ბ. ჯუარისა.

ჯუარცმასა ღაღადებდეს, რომელნი შენთა კეთილთაგან მარადის იშუებდეს, და ძუირის მოქმედსა, კეთილის მოქმედისა წილ გამოითხოვდეს, მკვლელნი იგი მართალთანი, ხოლო შენ სდუმენ ქრისტე, და თავს იდებდ მათსა მას წარმდებებასა, რათამცა ივნე და გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილსა ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. აღდგომისა

პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილსა ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა ქალწულისა მარიამისაგან, მოვედით თაყუანი-ვსცეთ, რამეთუ ჯუარისა თავსმდებელი საფლავად მიეცა ვითარცა თჳთ ინება, და აღდგა რა მკუდრეთით, მაცხოვნა მე შეცთომილი კაცი.

რომელთა ქუეყანისა საშუებელი არა ინებეს. ღუაწლისა მძლენი…

მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.

რომელთა ქუეყანისა საშუებელი არა ინებეს. ღუაწლისა მძლენი ზეცისა კეთილთა ღირს იქმნნეს, და ანგელოზთა თანა მოქალაქე იქმნნეს. უფალო ოხითა მათითა შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოითხოვა იოსებ, ხორცი უფლისა, და თჳსსა მას…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

მოითხოვა იოსებ, ხორცი უფლისა, და თჳსსა მას ახალსა საფლავსა შინა, დადვა შეძრწუნებულმან, და ზარ-განხდილმან, რამეთუ ჯერ იყო, რათა ვითარცა სასძლოთ გამოვიდეს, რომელმან შემუსრნეს სიკუდილისა იგი მწარე მძლავრებაჲ, და ბჭენი სამოთხისანი განუხვნეს კაცთა, ქრისტე ყოვლად-ძლიერო დიდება შენდა.

ესრეთ

ესრეთ. აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ტროპარი. განტევება.

ქმნილი იოსებისა

სამსაგალობელი ჴმა ბ.

ქმნილი იოსებისა.

იესო მთავარი მშჳდობისა მოვიდა დღეს დახსნად პატიჟთა…

გალობა ე. ძლისპირი

იესო მთავარი მშჳდობისა მოვიდა დღეს დახსნად პატიჟთა ადამ პირველ-ქმნილისა და ხელნი რომელითა შექმნა შემსჭუალა ჯუარსა და მით მოკლა მტერი ნათესავისა ჩუენისა და თჳსთა მორწმუნეთა აჩუენა ძლევა და მშჳდობა მოგუმადლა.

უსჯულოთა ჰურიათა კრებულმან ოდესმე ძელსა შეგმსჭუალეს მხსნელო და მოგაკუდინეს, არამედ სიკუდილითა შენითა მოკალ სიკუდილი და ჯოჯოხეთისა ყოველნივე სალმობანი დახსენ და შეწყდომილნი საუკუნითგან მიუხუენ და მკუდრეთით აღადგინენ.

რაჟამს იგი ხრწნილებისა გემო იხილე, მხოლოო განხრწნილთა უხრწნელმყოფელო ქრისტე მაშინ კრულნი ყოველნი სიმხნით გამოიყუანენ და აღდეგ დიდებით და მოაკუდინე სიკუდილი და შენნი მორწმუნენი განაბრწყინვენ აღდგომითა შენითა ღმრთივ-ბრწყინუალითა.

ანგელოზისა იგი უცხო სამოსელი იხილეს რა ღირსთა…

დიდება

ანგელოზისა იგი უცხო სამოსელი იხილეს რა ღირსთა დედათა დაუკჳრდათ, ხოლო მან ღაღად-ჰყო მათდა მიმართ და ჰრქუა მათ: ნუ განკრთებით ღირსნო, ქრისტე აღდგა, გიხაროდენ, არამედ მსწრაფლ წარუედით და ახარეთ მოციქულთა და მეგობართა მისთა.

აღმოსავალ მზისა სიმართლისა იქმენ შენ ჵ ღმრთისა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა

აღმოსავალ მზისა სიმართლისა იქმენ შენ ჵ ღმრთისა დედაო, რომელიცა იხილე აღდგომილი დიდებით, ვითარცა სთქუა პირველ, და ცაჲ და ქუეყანა სავსებითურთ განანათლა, ამისთჳს იხარებდ და უგალობდ და ადიდებდ მოწყალებათა მისთა.

საიდუმლო დიდებული ბაბილონს შინა სახმილმან, აჩუენა ცუარისა…

გალობა 8. ძლისპირი

საიდუმლო დიდებული ბაბილონს შინა სახმილმან, აჩუენა ცუარისა ცურევითა, რამეთუ ყრმანი იხსნა ალისაგან შემწუელისა და მოსწყვიდნა ქალდეველნი წამის-ყოფითა სულგრძელისათა, რომელსა ვაკურთხევთ ჩუენ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

ღმერთი ხარ დაუსაბამო, არამედ ჩუენთჳს თავს-იდევ სახიერ კაცებისა შემოსვა, რომელითა საკჳრუელად განაგე ცხოვრებაჲ ჩუენი და რომელითა მოვკუედით ჩუენთჳს ჯუარს-ეცვი რა მითვე გუაცხოვნნე მხსნელო, ამისთჳს გაკურთხევთ შენ.

მღვიმესა შინა დაგდუა შენ იოსებ მსხნელო ტილოთა მიერ და სუნნელებითა შეხვეული, არამედ აღდეგ და აცხოვნენ მორწმუნენი შენნი და შემუსრენ ძლიერებით მძლავრი სიკუდილი და ჯოჯოხეთი, ამისთჳს გაკურთხევთ შენ.

მოწაფეთა შენთა ეჩუენე აღრასდეგ მკუდრეთით მაცხოვარ დიდებით…

დიდება

მოწაფეთა შენთა ეჩუენე აღრასდეგ მკუდრეთით მაცხოვარ დიდებით მესამესა დღესა მითვე ხატითა, რომელი შეგემოსა და არქუ მათ წარუედით და უქადაგეთ ყოველთა ტომთა აღდგომა ჩემი, რათა მაკურთხევდენ მე.

წმიდა ყუენ ღმრთისა დედაო ყოვლად-წმიდაო გულნი და…

აწ და ღმრთის-მშობლისა

წმიდა ყუენ ღმრთისა დედაო ყოვლად-წმიდაო გულნი და ცნობანი და საცნობელნი ჩუენნი, რომელმან იხილე წმიდათა წმიდა-მყოფელი სიტყუაჲ აღდგომილი ღმრთივ-ბრწყინუალედ საფლავით და განათლებულ იქმენ და მადლობისა ხმითა აკურთხევთ მას, ღმრთივ-შუენიერად სძალო.

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი…

გალობა თ. ძლისპირი

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი და მოუძლურდებიან ზეცისანი ღმრთის-მშობელო, რამეთუ უზესთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოება ჩუენი, უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტეანობისასა გადიდებთ.

დაინერგა რა ცხოველს-მყოფელი ჯუარი შენი ზედა გოლგოთას, ყოველივე ძლიერება სიკუდილისა შეიმუსრა, და ბნელსა შინა მსხდომარენი განიხსნნეს საკრუელთაგან განუხსნელთა და ერთბამად გიგალობდეს დიდება სიმტკიცესა ძლიერებისა შენისასა ქრისტე.

ქუეყანა ძრწოდა და კლდენი განსქდეს მთანი და ბორცუნი შეირყინეს და მნათობნი დაშრტეს, გიხილეს რა ძელსა ზედა დამსჭუალული, ხოლო მოქლონნი და კლიტენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი შერახუედ საშინელებით და აღდგომითა შენითა აცხოვნე ყოველი სოფელი.

ჯუარსა ზედა რა მკუდრად გიხილა შენ იოსებ…

დიდება

ჯუარსა ზედა რა მკუდრად გიხილა შენ იოსებ არიმათიელმან გარდამოგხსნა მხსნელო და ტილოჲთა წმიდითა წარგგრაგნა და შიშით და წადიერებით დაგდუა ახალსა შინა საფლავსა, შენ აღდეგ დიდებით, დიდება წყალობათა და ქუელის-მოქმედებათა შენთა.

თჳნიერ სჯულთა ბუნებისათა გამოუთქმელად შევ სიტყუაჲ ღმრთისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

თჳნიერ სჯულთა ბუნებისათა გამოუთქმელად შევ სიტყუაჲ ღმრთისა, რომელმან უსჯულოთაგან ნებსით ჯუარცმა თავსიდვა ყოვლად-წმიდაო დედუფალო და საფლავსა დაიდვა და აღდგა მკუდრეთით და აღგავსო სიხარულითა. მას ევედრე ჩუენ მგალობელთა შენთათჳს, რათა გუაცხოვნნეს.

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანის-ვსცემთ ქუელის-მოქმედ, და ვითხოვთ…

ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი დღესასწაულისა. შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა ხმა ბ.

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანის-ვსცემთ ქუელის-მოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდუათა ჩუენთასა. ქრისტე, ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლაჲ ჯუარსა ზედა, რათა იხსნნე რომელნი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაჲცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულითა აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოველისა სოფლისა.

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე…

აღგიარო შენ, უფალო, ყოველითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა ყოველი საკჳრუელებაჲ შენი.

ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე სარწმუნოებისა აღდგომითა ყოველთა მოგუმადლე, უფალო დიდება შენდა.

ოდეს ღუაწლსა შინა იქცეოდით მოწამენო უფლისანო, მაშინ…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა.

ოდეს ღუაწლსა შინა იქცეოდით მოწამენო უფლისანო, მაშინ უსჯულოთა კადნიერებაჲ დააბნელეთ სარწმუნოებითა თქუენითა, ხოლო რაჟამს იგი კერპთა საცთური საღმრთოთა ძალითა დაარღვიეთ, მაშინ ძლევისა გჳრგჳნი ზეგარდამო მოიხუენით, მას ევედრენით ცხოვრებად სულთა ჩუენთათჳს.

ქალწული დედა შენი გხედვიდა რა ქრისტე, ჯუარსა…

დიდება, აწ და. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

ქალწული დედა შენი გხედვიდა რა ქრისტე, ჯუარსა ზედა დამოკიდებულად განრთხმულსა, მწარედ გოდებდა და იტყოდა: ძეო ჩემო, რა არს უკუე საშინელი ესე საიდუმლო, რომელი ყოველთა მიანიჭებ ცხოვრებასა საუკუნესა, ვითარ ჯუარითა სიკუდილსა თავს იდებ შეურაცხებით.

ზენათა ძიებითა

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ბ. მსგავსი.

ზენათა ძიებითა.

მირონი სუნნელებისა, მოაქუნდათ დედათა საფლავად, მაცხოვარო ჩუენო, და ანგელოზმან ნათლისამან მხიარულ-ჰყუნა, და ღმრთაებაჲ შენი აუწყა, ხოლო მათ მოციქულთა შენთა უღაღადეს: ჭეშმარიტად აღდგა საფლავისაგან ყოველთა ცხოვრება.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

ჯუარისა შენისა ძელსა თაყუანის-ვსცემთ ქრისტე ღმერთო, რამეთუ…

სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა, ძლისპირითა მუხლი 8. და თუენისა, მუხლი დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ მდგომარეთა დასდებელთა. ხმა ბ.

ჯუარისა შენისა ძელსა თაყუანის-ვსცემთ ქრისტე ღმერთო, რამეთუ ცხოვრებისა ძალი მოგუენიჭა ჩუენ მორწმუნეთა, და მით წარმოსტყუენე სიმტკიცე სიკუდილისა, და განაცხოველენ ცოდვითა მომკუდარნი, და აწ შენდა მომართ ვღაღადებთ: სახიერო უფალო დიდება შენდა.

ყოველი სული და ყოველი დაბადებული შენ გადიდებს…

ბ-გზის.

ყოველი სული და ყოველი დაბადებული შენ გადიდებს უფალო, რამეთუ ჯუარისა მიერ სიკუდილი მოაკუდინე, რათა უჩუენო ერთა მკუდრეთით აღდგომა შენი, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე ხარ.

ქრისტესთჳს ივნეთ, ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო…

მოწამეთა.

ქრისტესთჳს ივნეთ, ვიდრე სიკუდიდმდე, ჵ ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო, და სულნი თქუენნი არიან ხელთა შინა ღმრთისათა, ხოლო ნაწილნი თქუენნი პატივ-იცემებიან ყოველსა შინა სოფელსა, და მღუდელნი და მეფენი თაყუანის-სცემენ, და ყოველი ერი სიხარულით ვღაღადებთ: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მენელსაცხებლენო დედანო, რად მოისწრაფით საფლავად უფლისა, ანუ…

დიდება, აწ და. ხმა ა.

მენელსაცხებლენო დედანო, რად მოისწრაფით საფლავად უფლისა, ანუ რად ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღდგა უფალი ცხადად, ანგელოზი ეტყოდა მათ.

რაჟამს ძელისაგან

აღვივსენითსა ზედა, დასდებელი დღესასწაულისა. ხმა ბ. მსგავსი.

რაჟამს ძელისაგან.

იხარებდენ მოწაფენი ქრისტესნი, ოდეს ესმათ ხმაჲ ანგელოზისაგან, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით, მკუდართა თანა შერაცხილი ჩუენთჳს, ხოლო უწინარეს მენელსაცხებლენი წარდგეს საფლავად მგლოვარენი, გარდაგორვებისათჳს ლოდისა, და იხილეს რა ლოდი გარდაგორებული, სიხარულით ხმობდეს, უფალო დიდება შენდა.

არა დასცხრებოდენ საღმრთოჲთა სიხარულითა, დიდებულნი მოწაფენი და…

გთნდა უფალო ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუე იაკობისი.

არა დასცხრებოდენ საღმრთოჲთა სიხარულითა, დიდებულნი მოწაფენი და მენელსაცხებლენი დედანი, ოდეს იგი იხილეს ნათლით შემოსილი ანგელოზი, რომელისაგან შიშით შეპყრობილ იქმნნეს, გარნა მეყუსეულად აღივსნეს საღმრთოჲთა სიხარულითა, ანგელოზისა მიერ, და ეტყოდა მათ, წარტყუენილ იქმნა ჯოჯოხეთი, და აღდგა ქრისტე ცხოვრება ყოველისა სოფლისა.

წყაროსა ცრემლთასა დასთხევდეს ქადაგნი მოციქულნი ქრისტესნი, ოდეს…

წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს უყუეს.

წყაროსა ცრემლთასა დასთხევდეს ქადაგნი მოციქულნი ქრისტესნი, ოდეს იგლოვდენ და ცრემლეოდენ, ხოლო რაჟამს ესმათ ხმაჲ სიხარულისა, და თჳთ მხილუელნი აღდგომილისა საფლავისაგან, მწუხარებისა წილ სიხარულითა აღუსებულნი, აქებდეს ძლიერებათა მისთა.

შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა…

დიდება, აწ და. ხმა ა.

შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა შემურუად სუნნელებითა, ქრისტე დამბადებელო ღირსნი დედანი, და ვითარ არა გპოვეს განკჳრვებულ იყუნეს, და გეძიებდეს შენ მხსნელო, რამეთუ აღდგომისა შენისა უმეცარ იყუნეს, არამედ ანგელოზმან ახარა აღდგომაჲ, ვითარმედ აღდგა ქრისტე, და მოგუცა დიდი წყალობაჲ.

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი…

კეთილ არსი. და ტროპარნი

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღდეგ უფალო, მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა.

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ…

დიდება

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა. ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ ცხოვრების-მომცემელო ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…

აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

რაჟამს შთახედ საფლავად

უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდასა, ვიტყვით პირველად ტროპარსა.

რაჟამს შთახედ საფლავად.

დიდება, წმიდისა

დიდება, წმიდისა. აწ და. ესრეთ და განტევება. და ჟამი ა.