რაჟამს ძელისაგან
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელნი დღესასწაულისანი გ. ხმა ბ. მსგავსი.
რაჟამს ძელისაგან.
იხარებდით მოწაფენო ქრისტესნო, რომელთა გესმათ ანგელოზისაგან აღდგომა უფლისა, რომელი ჩუენთჳს მკუდართა თანა შერაცხილ იქმნა, სულგრძელებითა, დაღაცათუ მენელსაცხებლენი საფლავად მიიწივნეს, და გოდებდენ ქრისტესა და იხილეს მსწრაფლ ლოდი გარდაგორებული, და არა უწყოდეს, გარდაგორვება თუ ვითარ იქმნა.
დაუცხრომელი სიხარული მიეცემოდა საღმრთოთა მათ მოწაფეთა, რაჟამს ესმათ მენელსაცხებლეთაგან, ვითარმედ აღდგა უფალი ოდეს იხილეს ანგელოზი, რომელსა ემოსა ნათლისა სამოსელი, და ესრეთ ეტყოდა მათ: ჯოჯოხეთი წარმოტყუენა ყოველთა ცხოვრებამან, აღდგომითა თჳსითა, რომელი ჩუენთჳს მკუდარ იქმნა.
წყარონი ცრემლთანი დიოდეს, თუალთა ქრისტეს მოწაფეთასა, და აწ სიტყჳთა სიხარულისათა აღივსნეს, ვინაჲთგან თუალით მხილუელნი მადლისანი, აუწყებდენ სიტყუათა აღდგომისათა. საფლავით-გამო, სიხარულსა, ამისთჳსცა მწუხარებისა წილ ესმათ ხმაჲ დიდებული სიხარულისა.
მენელსაცხებლენი დედანი საფლავსა შენსა მოიწივნეს, და იხილნეს…
და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ვ.
მენელსაცხებლენი დედანი საფლავსა შენსა მოიწივნეს, და იხილნეს ბეჭედნი აღუტეხელად, და ვითარ არა ჰპოვეს გუამი შენი უხრწნელი, მსწრაფლ მოიქცეს და ხმობდეს ესრეთ ცრემლით. ვინ წარიპარა სასოება ჩუენი, ვინმე აღიღო მკუდარი შიშუელი და შემურვილი, მხოლო სიხარული დედისა, ეჰა ვითარ რომელმანცა მკუდარნი ცხოველ ჰყუნა მოკუდა, და რომელმან ჯოჯოხეთი შემჭმელი შემუსრა, ვითარ დაეფლა სამარესა, არამედ აღდეგ მაცხოვარ, ხელმწიფებით ვითარცა თქუა, და აცხოვნე სოფელი მიმძლავრებული მტერისაგან, და იხსენ მორწმუნენი ყოველისა შემძლებელო, უფალო, დიდება შენდა.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
მაცხოვნე მე ქრისტე მაცხოვარ, ძალითა ჯუარისათა, ვითარცა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა. ხმა ბ.
მაცხოვნე მე ქრისტე მაცხოვარ, ძალითა ჯუარისათა, ვითარცა იხსენ პეტრე ზღუასა შინა, და შემიწყალე მე ღმერთო.
მთავარ ანგელოზთა თანა უგალობდეთ ქრისტეს აღდგომასა, რამეთუ…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
მთავარ ანგელოზთა თანა უგალობდეთ ქრისტეს აღდგომასა, რამეთუ ესე არს მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და დიდებითა საშინელითა ხელმწიფებითა და ძლიერებითა, კუალად მომავალ არს განკითხვად სოფლისა რომელი დაბადა.
გუნდი მარტჳლთა წინა აღუდგა მძლავრთა და ეტყოდა…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა
გუნდი მარტჳლთა წინა აღუდგა მძლავრთა და ეტყოდა: ჩუენ ძალთა მეუფისა მხედარნი ვართ, და არა მეშინის ცეცხლისა და მახვილისაგან, არცა უარვყოფთ ჩუენ ძალსა მას სამებისასა უკუნისამდე.
მოითხოვა იოსებ ხორცი უფლისა, და თჳსსა მას…
დიდება, აწ და. ხმა ვ.
მოითხოვა იოსებ ხორცი უფლისა, და თჳსსა მას ახალსა საფლავსა შინა დადვა შეძრწუნებულმან, და ზარ-განხდილმან, რამეთუ ჯერ იყო რათა ვითარცა სასძლოთ გამოვიდეს საფლავით, რომელმან შემუსრნეს სიკუდილისა მძლავრებაჲ, და ბჭენი სამოთხისანი განუხვნეს კაცთა. ქრისტე ყოვლად-ძლიერო დიდება შენდა.
აწ განუტევე
აწ განუტევე. ტროპარნი ჩვეულებისაებრ. და განტევებაჲ.
აღდგა მაცხოვარი
სამსაგალობელი
აღდგა მაცხოვარი.
აღყუავილნა შროშნის-სახედ მოსლჳთა შენითა ქრისტე, რომელ არს…
გალობა გ. ძლისპირი
აღყუავილნა შროშნის-სახედ მოსლჳთა შენითა ქრისტე, რომელ არს ბერწი წარმართთა ეკლესია და იქმნა იგი შვილმრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი.
გიხილეს რა ნებსით ვნებად დაბადებულთა ჯუარითა, შეძრწუნდეს და შეიცვალნეს და მკუდარნი აღდგეს სამარეთაგან და ძრწოლით გაქებდეს შენ, ქრისტე, მაცხოვარ.
შთარახედ შენ ჯოჯოხეთს სულითა ცხოვრების-მომცემელო, ყოველთა შემჭამელმან სიკუდილმან გიხილა რა შეძრწუნდა და განუტევნა პყრობილნი, რომელნი შთაენთქნეს მას.
ყოველნივე დაბადებულნი აღივსნეს სიხარულითა მრავალ-მოწყალეო ღმერთო, მკუდრეთით…
დიდება
ყოველნივე დაბადებულნი აღივსნეს სიხარულითა მრავალ-მოწყალეო ღმერთო, მკუდრეთით აღდგომითა შენითა რომელითა იხსენ კაცნი სიკუდილისაგან.
განვლო სული შენი მახვილმან, იხილე რა ჯუარცმული…
აწ და ღმრთის-მშობლისა
განვლო სული შენი მახვილმან, იხილე რა ჯუარცმული ძე შენი ღმრთისა დედაო, ხოლო აწ იშუებდ, რამეთუ ჰხედავ აღდგომილსა დიდებით ღმრთივ-შუენიერად.
სახმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა…
გალობა 8. ძლისპირი
სახმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწვნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
ჯუარითა მოკვედ ყოველთა ცხოვრება, ვითარცა მკუდარი საფლავად შეხუედ ნებსით თჳსით სულგრძელო და მესამესა დღესა მკუდრეთით აღდეგ და აღადგინე სოფელი, ამისთჳს გევედრებით შენ მადლობით ცხოვრების-მომცემელო.
ესმა სიონსა აღდგომა უფლისა და აღივსო სიხარულითა, ხოლო ასულნი მისნი ღმრთივ-შუენიერად იშუებენ და ხმობენ და ეტყვიან მოციქულთა, ნურღარა მწუხარე ხართ აღდგა მკუდრეთით ცხოვრების-მომცემელი.
ცისკარს მოსწრაფედ მოიწივნეს საფლავად მენელსაცხებლენი იგი დედანი…
დიდება
ცისკარს მოსწრაფედ მოიწივნეს საფლავად მენელსაცხებლენი იგი დედანი, და იხილეს ბრწყინუალედ შემოსილი ანგელოზი და ესმა უბრწყინუალესი ხმაჲ ქრისტეს აღდგომისა, გიხაროდენ აღდგა უფალი.
შენ ბრწყინუალესა ნათლისა ღრუბელსა მზისა სიმართლისასა დედუფალო…
აწ და ღმრთის-მშობლისა
შენ ბრწყინუალესა ნათლისა ღრუბელსა მზისა სიმართლისასა დედუფალო გიგალობთ და გადიდებთ, განანათლენ ბუნებანი ჩუენი და განსდევნე ჩუენგან ბნელი ყოველისა მედგრობისა აღდგომასა ძისა შენისასა.
დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან მხსნელად…
გალობა თ. ძლისპირი
დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.
ოდეს გიხილა შენ მზემან ჵ მზეო სიმართლისაო, ჯუარსა ზედა დამსჭუალული დაბნელებულ იქმნა, კლდენი განსქდეს და ჯოჯოხეთი შიშით მკუდართა მყის განუტეობდა მადიდებელად შენდა, ქრისტე ცხოვების-მომცემელო.
დააცალიერენ საფლავნი ჯოჯოხეთისანი უძღებნი ყოვლად-ძლიერო და აღდეგ ძლიერებით ღმრთივ-ბრყინვალედ და ეჩუენე მოწაფეთა შენთა და მიეც მშჳდობა, ამისთჳს თაყუანის-გცემთ თანა მამით და სულით-წმიდითურთ.
აღდგა უფალი, რქუა დედათა წმიდამან ანგელოზმან, წარუედით…
დიდება
აღდგა უფალი, რქუა დედათა წმიდამან ანგელოზმან, წარუედით და უთხართ მოციქულთა მისთა, ვითარმედ წინა გიძღვის გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ამიერითგან განაგდეთ თქუენ გლოვაჲ და შთაიცუთ საღმრთო სიხარული.
გვიხსენ ქალწულო ჭირთა და ურვათაგან და განსაცდელთა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
გვიხსენ ქალწულო ჭირთა და ურვათაგან და განსაცდელთა და ვნებათა ნიავ-ქარისაგან მრავალსახისა, და საფრთხისაგან ძნელოვანთა მაცთურისათა, ოხითა შენითა ქრისტეს მხსნელისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ სასო ჩუენი.
ჰქმენ ცხოვრება შორის ქუეყანისა ქრისტე, ღმერთო, ჯუარსა…
ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარნი დღესასწაულისანი. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა ხმა ბ.
ჰქმენ ცხოვრება შორის ქუეყანისა ქრისტე, ღმერთო, ჯუარსა ზედა რა უხრწნელნი ხელნი შენნი განიპყრენ, რათა ყოველნი წარმართნი შემოკრიბნე, უფალო დიდება შენდა.
აღდეგ საფლავისაგან, და ჯოჯოხეთისა საკრუელნი შემუსრენ, დახსენ…
აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅.
აღდეგ საფლავისაგან, და ჯოჯოხეთისა საკრუელნი შემუსრენ, დახსენ სასჯელი სიკუდილისა უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად, და მათ მიერ მშჳდობა მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალ-მოწყალეო.
ღუაწლით-შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
ღუაწლით-შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და წმიდა სამარხი იგი, რომელთა შეიწყნარნეს გუამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ, და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას ვითარცა სახიერსა ევედრენით, ცხოვრებისათჳს ჩუენისა.
წე̅ ჯუარისა შენისა სდგა, რომელმან უთესლოდ გშუა…
დიდება, აწ და. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
წე̅ ჯუარისა შენისა სდგა, რომელმან უთესლოდ გშუა შენ ქრისტე და ვერ ითმენდა ხილუად უსამართლოდ დასჯასა შენსა, გოდებდა და ტირილით გიხმობდა შენ, ვითარ დაისჯები, რომელი ბუნებით უვნებელ ხარ ტკბილო ძეო ჩემო, უგალობ უკანასკნელსა სახიერებასა შენსა.
სახიერებისა წყარო
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ბ. მსგავსი.
სახიერებისა წყარო.
საფლავად შენდა მორავიდეს მაცხოვარ ყოვლად-პატიოსანნი იგი მენელაცხებლენი, რათა ცხონ ხორცთა შენთა ნელსაცხებელი, და გგოდებდენ შენ ვითარცა კაცსა, ხოლო ანგელოზი ნათლისა აუწყებდა, ვითარმედ აღდგა უფალი, ამიერითგან წარუედით და უქადაგეთ მოციქულთა, ჭეშმარიტი საფლავით აღდგომაჲ მისი.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება, აწ და. იგივე.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
ნებსით დაგლახაკენ, ადამის სიგლახაკითა ქრისტე ღმერთო, გარდამოხედ…
სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა. ძლისპირითა მუხლი 8. და თუენისა, მუხლი დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა, აქებდითსა ზედა, აღვიღებთ მუხლთა დ, და ვგალობთ მდგომარეთა დასდებელთა. ხმა ბ.
ნებსით დაგლახაკენ, ადამის სიგლახაკითა ქრისტე ღმერთო, გარდამოხედ რა ქუეყანად, და განკაცენ ქალწულისაგან, და ჯუარცმაჲ დაითმინე, რათა მონებისაგან მტერისა ჩუენ განმათავისუფლნე, უფალო დიდება შენდა.
გიხაროდენ ერნო და მხიარულ-იყუენით, ანგელოზი ჯდა ლოდსა…
ბ-გზის.
გიხაროდენ ერნო და მხიარულ-იყუენით, ანგელოზი ჯდა ლოდსა ზედა საფლავისასა, და მან გუახარა ჩუენ და თქუა: ვითარმედ აღდგა ქრისტე მკუდრეთით მაცხოვარი სოფლისა და აღავსო ყოველივე სუნნელებითა, გიხაროდენ ერნო და მხიარულ-იყუენით.
წმიდათა შენთა სიმრავლე გევედრების შენ ქრისტე, შეგვიწყალენ…
მოწამეთა
წმიდათა შენთა სიმრავლე გევედრების შენ ქრისტე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა…
დიდება, აწ და. ხმა ა.
შიშით მოვიდეს საფლავსა შენსა ზედა, ხორცთა შენთა შემურუად სუნნელებითა, ქრისტე დამბადებელო ღირსნი დედანი, და ვითარ არა გპოვნეს, განკჳრვებულ იყუნეს და გეძიებდეს შენ მხსნელო, რამეთუ აღდგომისა შენისა უმეცარ იყუნეს, არამედ ანგელოზმან ახარა აღდგომა, ვითარმედ აღდგა ქრისტე, და მოგუცა დიდი წყალობაჲ.
რაჟამს ძელისაგან
აღვივსენითსა ზედა დასდებელნი. ხმა გ. მსგავსი.
რაჟამს ძელისაგან.
მკუდართაებრ უკუე მხსნელო, მენელსაცხებლენი გიღაღადებდენ, ეგრეთუე მოწაფენი შენნი მზესა დიდებულსა, დღეინდელად დღედმდე ყოველსა სოფელსა აღდგომა შენი უქადაგეს ქრისტე და რაჟამს გოდებდენ ანგელოზმან მეყუსეულად საფლავით-გამო, საღმრთო ჭეშმარიტი სიხარული აუწყა, ვითარმედ აღდგა ქრისტე მკუდრეთით, წარუედით და აუწყეთ ყოველთა მისი საღმრთო საფლავით აღდგომაჲ.
პატიოსანი მირონი განმზადეს, დანიად განთიადსა ერთ შაბათისასა…
გთნდა უფალო ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუე იაკობისი.
პატიოსანი მირონი განმზადეს, დანიად განთიადსა ერთ შაბათისასა, და მოვიდენ საფლავად შენდა მენელსაცხებლენი, რათა შემურონ ყოვლად-პატიოსანნი, საღმრთონი ხორცნი შენნი ქრისტე, ამისთჳსცა აღდგომა შენი უწყებულ იქმნა, და დამალულთა მათ მოციქულთა ახარეს მათ, ხოლო რაჟამს გიხილეს საფლავით აღდგომილი, უბრძანე მათ სიხარული, ვითარცა კაცთ-მოყუარემან.
მაღალსა ღმერთსა გხედვიდეს დაფლულად, მსგავსად მკუდრისა მოწაფენი…
წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს უყუეს.
მაღალსა ღმერთსა გხედვიდეს დაფლულად, მსგავსად მკუდრისა მოწაფენი შენნი, და ენებათ სუნნელებითა შემურუაჲ პატიოსნისა ხორცისა შენისა, ხოლო რაჟამს იხილეს ანგელოზი ელვარე განკრთნეს შიშისაგან, ვინაჲთგან საფლავით-გამო ესმათ მესამისა დღისა აღდგომა შენი, და უქადაგეს ყოველთა დიდებაჲ შენი.
შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი…
დიდება, აწ და. ხმა ე.
შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდამოგხსნა დღეს იოსებ, ნიკოდიმოსის თანა ძელისაგან, და გიხილა რა შენ მკუდრად შიშუელი უსულო დაუფვლელად, გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა, და ესრეთ იტყოდა, ჵ ჩემდა იესო ტკბილო ყოველთა მეუფეო, რომელი ეგე მზის თუალმან, გიხილა რა ჯუარსა ზედა ვნებულად წყუდიადი შეიმოსა, ხოლო ქუეყანა შიშით ქოთებდა, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისა ორად, და აჰა ესერა აწ გხედავ შენ ჩემთჳს ნებსით მომკუდარსა, და ვითარ შეგმურო შენ ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგფლა შენ, და ანუ რომელითა ხელითა შევეხო ყოვლად-უხრწნელთა ხორცთა შენთა, ანუ ვითარ სიდონითა წარგგრაგნო შენ, და ანუ ვითარ უგალობდე განსვლასა შენსა მოწყალე, ვადიდებ ვნებათა შენთა, და დიდების ვმეტყველებ დაფლუასა შენსა, თაყუანის-ვსცემ აღდგომასა შენსა, უფალო დიდება შენდა.
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი…
კეთილ არსი. და ტროპარნი
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღდეგ უფალო, მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა.
რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ…
დიდება
რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა. ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ ცხოვრების-მომცემელო ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.
მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…
აწ და.
მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.
რაჟამს შთახედ საფლავად
უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდასა, ვიტყვით პირველად ტროპარსა.
რაჟამს შთახედ საფლავად.
დიდება, წმიდისა
დიდება, წმიდისა. აწ და. ესრეთ, ტროპარი, დღესასწაულისა. ჟამი ა. და განტევება.