რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ…
ტროპარი
რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი…
ტროპარი
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი…
ტროპარი
მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა…
კონდაკი
ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.