გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-2 შვიდეული · შაბათი 1 / 41რომელი ბჭეთა ხშულთა მოწაფეთა კრებულსა თანა შეხვედი…

აღდგომიდან მე-2 შვიდეული · შაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 15 წთ

რომელი ბჭეთა ხშულთა მოწაფეთა კრებულსა თანა შეხვედი…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა, ვ. და ვგალობთ დასდებელთა მსგავსთა, ხმა ა.

რომელი ბჭეთა ხშულთა მოწაფეთა კრებულსა თანა შეხვედი ცხადად ყოვლად-ძლიერო იესო, შენ ღმერთო ჩუენო, და დასდეგ შორის მათსა, მშჳდობა მიეც და აღავსენ სულითა წმიდითა, ხოლო დადგრომაჲ უბრძანე, და არა სადა განშორება იერუსალიმისა, ვიდრემდის შეიმოსონ ძალი მაღლით გარდამო, ამისთჳსცა გიღაღადებთ განმანათლებელო, და აღდგომაო, და მშჳდობაო ჩუენო უფალო დიდება შენდა.

შემდგომად რვისა დღისა, აღდგომისა შენისა ქრისტე, ეჩუენე მოწაფეთა შენთა, ადგილსა მას სადა იყუნეს შეწყდომილ, და ესრეთ ხმა უყავ მათ მშჳდობა თქუენ თანა, და ურწმუნოსა მოწაფესა უხრწნელი გვერდი და სახენი სამსჭუალთანი უჩუენენ, ხოლო მან სარწმუნოებით ღაღად-ჰყო, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

თომა რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, რაჟამს იგი შეხუედ ქრისტე, კართა ხშულთა მოწაფეთა თანა, ვინაჲთგან არა რწმენა მათი, რომელნი უთხრობდეს შენთჳს, ხოლო შენ მხსნელო, არა უღირს იჩინე ჩუენებად მისა წყლულება ხელთა და ფერხთა შენთა და გვერდისა, ხოლო მან განიხილა ხელითა, და აღგიარა შენ ღმერთი არა შიშუელი, და კაცი არა ლიტონი, და ჴმა-ჰყო ძლიერად: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

კართა ხშულთა შეხუედ ქრისტე მოწაფეთა შენთა თანა…

ესრეთვე თუენისა გ. დიდება. ხმა ვ.

კართა ხშულთა შეხუედ ქრისტე მოწაფეთა შენთა თანა, და თომა განგებით არა იყო მათ თანა, ვინაცა იტყოდა დამტკიცებით, ვითარმედ უკუეთუმცა არა ვიხილო მეუფე, და წყლულებაჲ გვერდისა, სადათ გარდამოხდა სისხლი იგი და წყალი, და წმიდა ნათლის-ღებაჲ, რომელისაგან განიკურნა სოფელი, და ვითარცა არა სული იყო იგი, არამედ ხორც და ძუალ, არა მრწმენეს, არამედ რომელმან სიკუდილი მოჰკალ, და თომა გულსავსე ჰყავ უფალო, დიდება შენდა.

ყოველისა სოფლისა დიდებასა, კაცთაგან გამოსრულსა, და მეუფისა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა ა.

ყოველისა სოფლისა დიდებასა, კაცთაგან გამოსრულსა, და მეუფისა მშობელსა, ზეცისა ბჭესა უგალობდეთ მარიამს ქალწულსა, უხორცოთა საქებელსა, და მორწმუნეთა სამკაულსა, ესე მხოლო გამოჩნდა, ცად და ტაძრად ღმრთაებისა, ამანვე შუაკედელი მტერობისა დახსნა, და მშჳდობაჲ მოგუართვა, და სასუფეველი განგვიღო, ესე მხოლო გუაქუნდინ ჩუენ, სარწმუნოებისა სიმტკიცედ, და მისგან შობილი უფალი, გუაქუს ჩუენ წილ მბრძოლად და მაცხოვრად, განძლიერდით უკუე განძლიერდით ერნო ღმრთისანო, რამეთუ იგი ბრძავს მტერთა ჩუენთა, და აცხოვნებს სულთა ჩუენთა, ვითარცა კაცთ-მოყუარე არს.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

სამწუხრონი ლოცვანი ჩუენნი, შეიწირენ წმიდაო უფალო, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა. ხმა ა.

სამწუხრონი ლოცვანი ჩუენნი, შეიწირენ წმიდაო უფალო, და მოგუმადლე ჩუენ მოტევებაჲ ცოდუათა, რამეთუ შენ მხოლო ხარ, რომელმან უჩუენე სოფელსა აღდგომაჲ.

მოადეგით ერნო სიონსა, და მოიცევით იგი, და…

უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი, და გარე-შეირტყა.

მოადეგით ერნო სიონსა, და მოიცევით იგი, და მიეცით დიდება მას შინა აღდგომილსა მკუდრეთით, რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, რომელმან მიხსნნა ჩუენ, უსჯულოებათა ჩუენთაგან.

მოვედით ერნო, უგალობდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ ქრისტესა, და…

და რამეთუ დაამყარა სოფელი რათა არა შეიძრას.

მოვედით ერნო, უგალობდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ ქრისტესა, და ვადიდებდეთ მისსა მკუდრეთით აღდგომასა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, რომელმან საცთურისაგან მტერისა სოფელი განათავისუფლა.

ვნებითა მით შენითა ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით, და…

სახლსა შენსა შუენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

ვნებითა მით შენითა ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით, და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსნენით, უფალო დიდება შენდა.

კაცთ-მოყუარეო, დიდ არს და გამოუკულეველ სიმრავლე წყალობათა…

დიდება, აწ და. ხმა ე.

კაცთ-მოყუარეო, დიდ არს და გამოუკულეველ სიმრავლე წყალობათა შენთა, რამეთუ სულგრძელ იქმენ ჰურიათა მიერ ყვრიმლის-ცემასა, და აქა კუალად მოციქულთა მიერ განხილვასა, და შეურაცხისმყოფელთა შენთაგან გამოწვლილვასა ვითარ იშევ, ანუ ვითარ ჯუარს-ეცუ უცოდველო, ხოლო ჩუენ გულის-ხმა-მიყუენ, ვითარცა თომას, ღაღადებად შენდამი, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი დიდება შენდა.

დაბეჭდულით საფლავით

ესრეთ აწ განუტევე. ტროპარი.

დაბეჭდულით საფლავით.

კუერექსი და განტევებაჲ

კუერექსი და განტევებაჲ. ხოლო უწყებულ იყავნ, რამეთუ კანონი მიცუალებულთა რუა-ხმათა მდგომარისა ხმისა ყოველსა ერგასისა შაბათსა სათანადო არს გალობა პარასკევსა მწუხრად სერობასა ზედა.

პირველსა გალობასა ვგალობ. ხმა ა

ოთხსაგალობელი ჴმა ა.

პირველსა გალობასა ვგალობ. ხმა ა.

მომიცუნა ჩუენ სიღრმემან ღელუათამან, და არა ვინ…

გალობა ვ. ძლისპირი

მომიცუნა ჩუენ სიღრმემან ღელუათამან, და არა ვინ არს მხსნელ ჩუენდა და ვიქმნენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, არამედ იხსენ ერი შენი უფალო, შენ ხარ სასო და ნუგეშინის-მცემელი განწირულთა.

შეგმსჭუალეს რა ჯუარსა ზედა უსჯულოთა ჰურიათა სულგრძელო, ხოლო კადნიერებასა მათსა მზემან და მთოვარემან მეყსეულად ნათელი თჳსი დაჰფარეს, მკუდარნი აღდგეს და შენ ქრისტესა ღმერთსა გიგალობდეს.

აღმოაცენებდინ მთანი სიტკბოებისა წყაროებსა, ხოლო ერნი იხარებდინ, რამეთუ ქრისტე აღდგა მესამესა დღესა და სიკუდილისა ძალი დაარღვია, ამისთჳს მორწმუნენი ხმითა ტკბილითა გალობით შევასხმიდეთ.

განთიად საფლავად შენდა მოიწივნეს ღმერთი-შემოსილნი დედანი იხილეს…

დიდება

განთიად საფლავად შენდა მოიწივნეს ღმერთი-შემოსილნი დედანი იხილეს რა ანგელოზი ბრწყინუალე და აუწყებდეს აღდგომასა შენსა და ხმითა მაღლითა ეტყოდა: რად მოგაქუთ ნელსაცხებელი, რამეთუ ცხოველ არს.

მუცელი შენი შეუძრავ იქმნა, იშუა ვითარცა ინება…

აწ და ღმრთის-მშობლისა

მუცელი შენი შეუძრავ იქმნა, იშუა ვითარცა ინება, და არა დახსნა ბეჭედნი საფლავისანი აღდგომითა თჳსითა, ვითარცა ინება, რამეთუ ყოველივე კეთილად ნებავს მას, რამეთუ იგი არს ცხოვრების-მომცემელი და სიხარული სოფლისა.

შენ ცეცხლად საცნაურად, ღმრთის-მშობელო გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი…

გალობა ზ. ძლისპირი

შენ ცეცხლად საცნაურად, ღმრთის-მშობელო გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი, ვითარცა რა სამნი ყრმანი იხსნნა უფროსად ამაღლებულმან ღმერთმან, ჩუენ ყოველნი განგუათავისუფლნა და მკლავითა მაღლითა აღმადგინნა ქებულმან მამათა ჩუენთა ღმერთმან, მარადის კურთხეულმან.

ჯუარს-ეცვი ჵ მეუფეო, ორთა მათ თანა ავაზაკთა, და ნაღუელი აღრეული გასვეს შენ და ყურიმლისცემა დაითმინე ჩუენთჳს სულგრძელო ყოველივე ნებსით ინებე და მესამესა დღესა აღდეგ ყოვლად-ძლიერო მამათა ჩუენთა ღმერთო, მარადის კურთხეულო.

მსგავსად მკუდრისა იოსებ გარდამოგხსნა და დაგფლა შენ სიყუარულით გუამსა შენსა ყოვლად-პატიოსანსა ძრწოლით ამბორს-უყოფდა და სიხარულით გიღაღადებდა: შენ ცხოვრების-მომცემელო ყოველთაო, ქებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, მარადის კურთხეულო.

მკუდართა თანა ცხოველსა მას რად ეძიებთ ესრეთ…

დიდება

მკუდართა თანა ცხოველსა მას რად ეძიებთ ესრეთ ეტყოდა ანგელოზი, რომელი დედათა მათ გამოუჩნდა, რად მოგაქუთ ნელსაცხებელი, არამედ წარუედით და უთხართ მოწაფეთა, რომელი მოკუდა, და აღდგა ქრისტე, ნურღარა დაიმალვით, არამედ სთქუათ: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.

დედათა შორის შენ მხოლო გპოვა მიმადლებულო მომცემელმან…

აწ და ღმრთის-მშობლისა

დედათა შორის შენ მხოლო გპოვა მიმადლებულო მომცემელმან სიხარულისამან, რომელმან მთავარ-ანგელოზისა მიერ ხარებული სოფელსა უშევ, ამისთჳსცა პატივს-გცემთ და ძესა შენსა უღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

სახმილსა რა შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაჲტელნი, ვითარცა…

გალობა 8. ძლისპირი

სახმილსა რა შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაჲტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქრო განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსანი, უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ერთა შენთა პირველ ურჩთა მათ ჰურიათა შურითა შეპყრობილთა, ჯუარსა ზედა აღგამაღლეს უგუნურებით, და არა ენებათ გალობა შენდამი, ყოველნი საქმენი უფალსანი, უფალსა უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ამბორს უყოფდა ხორცთა შენთა სიყუარულით იოსებ, რაჟამს გამოგითხოვა და საფლავსა დაგდუა, ვითარცა მკუდარი, ხოლო შენ შემუსრენ კლიტენი სიკუდილისანი და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი, და მესამესა დღესა აღდეგ.

დანიად განთიად მირონი საიდუმლო მოიღეს დედათა, რათა…

დიდება

დანიად განთიად მირონი საიდუმლო მოიღეს დედათა, რათა სცხონ ხორცთა შენთა იესო, და მუნ ჰპოვეს ანგელოზი და ღაღადებდეს, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

უქცეველად შევ ძე ღმრთისა მარიამ კურთხეულო, ვინაჲთგან…

აწ და ღმრთის-მშობლისა

უქცეველად შევ ძე ღმრთისა მარიამ კურთხეულო, ვინაჲთგან გამოსჩნდა ხორცითა, ვითარცა ინება, მას მხოლოსა უღაღადებთ ჩუენ, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო, მოესწავა საიდუმლო მაყუალი…

გალობა თ. ძლისპირი

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო, მოესწავა საიდუმლო მაყუალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწვებოდა და აწ გევედრები დაშრიტე ღმრთის-მშობელო ალი ცოდუათა რათა გადიდებდეთ.

დამოეკიდე ძელსა ზედა ჯუარისასა მეუფეო, და ყოველნი წარმართნი გონიერად მოიზიდენ უფალო, და სამოთხე განუღე, რომელი პირველ მამამან ჩუენმან ჭამითა დახსნა, ამისთჳსცა ჩუენ ყოველნი გადიდებთ.

მღვიმესა მას ბნელსა დაგდუეს შენ ცხოვრების-მომცემელო ყოველისა სოფლისაო, ხოლო იოსებ შუენიერმან და ნიკოდიმოს საფლავად მიგიღეს შენ, და დედათა გუნდნი მათ თანა ვიდოდენ მწუხარებით და ღმრთივ-შუენიერად გადიდებენ შენ.

ყოველთავე ბრწყინუალება და სურვილი, ნუგეშინის-ცემა და სიხარული…

დიდება.

ყოველთავე ბრწყინუალება და სურვილი, ნუგეშინის-ცემა და სიხარული შენ ხარ მაცხოვარ და ყოველთათჳს თავსიდევ სიკუდილი, ამისთჳს ვდღესასწაულობთ წმიდასა მესამისა დღისა შენსა აღდგომასა, მხოლოო სახიერ, ჩუენ ყოველნი გადიდებთ შენ.

ხორცნი შენგან მიიხვნა უბიწოო და საშოჲ შენი…

აწ და

ხორცნი შენგან მიიხვნა უბიწოო და საშოჲ შენი არა განხრწნა, რამეთუ ნებსით ინება ხორც-შესხმა ამისთჳსცა ნეტარ ხარ ჭეშმარიტად ყოვლად-წმიდაო, არამედ ზეცით მოგუფინე მადლი შენი ერთა ამათ შენთა.

მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა სცვიდეს მაცხოვარ, ელვარებითა…

ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი დღესასწაულისა, გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ა.

მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა სცვიდეს მაცხოვარ, ელვარებითა ანგელოზისათა მკუდარ იქმნნეს, რომელი დედათა ახარებდა აღდგომასა და გადიდებდეს შენ დამხსნელსა ხრწნილებისასა, შენ შეგივრდებით საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა მხოლოსა უფალო დიდება შენდა.

რაჟამს ლოდი იგი

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სდ̅. ხმა იგივე, მსგავსი

რაჟამს ლოდი იგი.

დედანი ცისკარს საფლავად მოიწივნეს, და ანგელოზთა გამოჩინება იხილეს, რამეთუ საფლავი ბრწყინვიდა ცხოვრებითა, და საკჳრუელება განაკრთობდა მათ, ამისთჳსცა წარვიდეს და მოციქულთა უქადაგეს აღდგომაჲ, ვითარმედ ჯოჯოხეთი წარმოტყუენა ქრისტემან მხოლომან ყოვლად-ძლიერმან და უძლეველმან, და ყოველნი განხრწნილნი მის თანა აღადგინნა, და დასჯისა იგი შიში დახსნა ჯუარითა.

გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ხმასა მას…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ხმასა მას თანა განხორციელდა ყოველთა მეუფე, შენ შორის წმიდასა მაგას კიდობანსა, ვითარცა სთქუა მართალმან დავით, იხილვე უვრცელეს ცათა, იტვირთე რა დამბადებელი შენი, დიდება რომელი დაემკჳდრა შენთანა, დიდება რომელი გამოვიდა შენგან, დიდება რომელმან განმათავისუფლნა ჩუენ შობითა თჳსითა შენგან.

რაჟამს ლოდი იგი, მჯდომარე

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.

რაჟამს ლოდი იგი, მჯდომარე.

შიშისათჳს ჰურიათასა დამალულთა მოწაფეთა შენთა, და ერთად შეკრებულთა, კარნი რა დახშულ იყუნეს შეხუედ შორის მათსა მხსნელო, და მხიარულ-ყუენ იგინი, და მიეც მშჳდობაჲ, და უჩუენენ ხელნი, და საღმრთო გვერდი შენი, და კუალად ურწმუნოსა თომას არქუ სიტკბოებით, მოყუენ თითნი შენნი, და განიხილენ წყლულებანი ჩემნი, და სცან და უწყოდე, ჵ ქადაგო ჩემო, ვითარმედ მე მხოლო ვარ რომელმან შენთჳს თავს ვისხენ, ვნებანი, და მადიდებდი.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და. იგივე. და საკითხავი. ესრეთ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის…

სრულად. და ფსალმუნი ნ. წმიდის ტაძარში:

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი ვ. ძლისპირი ბ-გზის, კანონი ტაძრისა მუხლი დ. წმიდისა მუხლი დ.

კატავასია - აღდგომისა დღე არს.

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის…

მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძარში:

კანონი ზატიკის დღესასწაულისა მუხლი 8. ძლისპირი ბ-გზის, წმიდისა მუხლი დ.

კატავასია - აღდგომისა დღე არს.

უგალობთ შენსა ქრისტე, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ…

მაცხოვრისა და ღმრთის-მშობლის ტაძრის კანონი სრულიად ერგასისა ამის შაბათთა შინა არა იგალობების თჳნიერ ბაბათისა მეერგასისა მიცვალებულთასა (ზატიკი, 1868: 481; Тϋпікон сіестъ оуставъ, т. 2, 1997: 971). კანონი დღესასწაულისა ძლისპირითა მუხლი ვ. და წმიდისა, რომელისაცა არს ტაძარი, მუხლი დ. და თუენისა მუხლი დ. შემდგომად გ. გალობისა, კონდაკი, და წარდგომა თუენისა. დიდება, აწ და. დღესასწაულისა, და იკოსი, შემდგომად ვ. გალობისა, კონდაკი დღესასწაულისა, და იკოსი, შემდგომად თ. გალობისა განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, მუხლი დ. ხმა ა.

უგალობთ შენსა ქრისტე, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ შენსა აღდგომასა

რომელმან ჯუარცმა დაითმინე, და სიკუდილი მოაკუდინე, და აღდეგ მკუდრეთით, მშჳდობა ჰყავ ცხოვრებისათჳს ჩუენისა, უფალო ვითარცა მხოლო ყოვლად-ძლიერ ხარ.

რომელმან ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, და კაცება აღადგინე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღირს მყუენ გულითა წმიდითა, გალობად და დიდებად შენდა.

ღმრთივ-შუენიერისა სიმდაბლისა შენისა, მადიდებელნი გიგალობთ ქრისტე, რომელი იშევ ქალწულისაგან, და განუშორებელ იყავ მამისაგან, ივნე ვითარცა კაცმან, და ნებსით თჳსით ჯუარცმა დაითმინე, აღდეგ საფლავით ვითარცა სასძლოდ გამოსრული, რათა აცხოვნო სოფელი უფალო დიდება შენდა.

შემდგომად რვისა დღისა, აღდგომისა შენისა ქრისტე, ეჩუენე…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

შემდგომად რვისა დღისა, აღდგომისა შენისა ქრისტე, ეჩუენე მოწაფეთა შენთა, ადგილსა მას სადა იყუნეს შეწყდომილ, და ესრეთ ხმა უყავ მათ: მშჳდობა თქუენ თანა, და ურწმუნოსა მოწაფესა უხრწნელი გვერდი და სახენი სამსჭუალთანი უჩუენენ, და სარწმუნოებით ღაღად-ჰყო. უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

ყოვლად-ქებულნო მოწამენო

აღვივსენითსა ზედა დასდებელი დღესასწაულისა. ხმა ა. მსგავსი.

ყოვლად-ქებულნო მოწამენო.

შემდგომად შენისა საშინელისა, ცხოვრება შემოსილისა მის აღდგომისა, საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ ქრისტე, ეგრეთუე უკუე შეხუედ კართა ხშულთა, მოციქულთა შენთა თანა, და სიხარული აუწყე მათ, და მიეც წმიდა სული შენი, აურაცხელითა მით მოწყალებითა შენითა.

თომა რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მოსრულ…

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

თომა რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მოსრულ, ოდეს განეცხადე მოციქულთა შენთა უფალო, ამისთჳს არა რწმენა აღდგომა შენი, და ღაღად-ჰყო, უკუეთუ არა დავსხნე თითნი ჩემნი გვერდსა მისსა, და არა ვიხილნე დამსჭუალულნი, არა სადა მრწმენეს აღდგომა მისი.

ვითარცა გნებავს შემახე, უბრძანებდა ქრისტე თომას, მოყუენ…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

ვითარცა გნებავს შემახე, უბრძანებდა ქრისტე თომას, მოყუენ თითნი შენნი, და განმიცადენ, რამეთუ ძუალ მასხენ და ხორც მიწიერ, და ნუ იქმნები ურწმუნო, არამედ სხუათა მათ თანა მორწმუნე იქმენ, ხოლო მან ღაღად-ჰყო, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი შენ ხარ, დიდება აღდგომასა შენსა.

მოწაფეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი…

დიდება, აწ და. ხმა იგივე.

მოწაფეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი, სადა იგი შეკრებულ იყუნეს, და მისცა მათ მშჳდობაჲ და თომას უბრძანა მოვედ მოციქულო, და იხილენ ხელნი და ფერხნი ჩემნი, რომელთა დამცნეს სამსჭუალნი, ჵ კეთილ-ურწმუნოება თომასი, რომელმან მორწმუნეთა გულნი სარწმუნოებითა შეუძრავითა აღავსნა, და შიშით ღაღად-ჰყო: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი დიდება შენდა.

დაბეჭდულით საფლავით

და შემდგომი ცისკრისა. ტროპარი.

დაბეჭდულით საფლავით.

კუერექსი, ჟამი პირველი, და განტევება. და ჩვეულებისაებრ…

კუერექსი, ჟამი პირველი, და განტევება. და ჩვეულებისაებრ ლიტი სტოვასა შინა.

აქებდ იერუსალიმ უფალსა

მომიხსენენი კანონისაგან დღესასწაულისა, გალობა თ. მუხლი ვ. სამოციქულო. საქმე მოციქულთა. დასაწყისი იე. სახარება. იოანესი. დასაწყისი ით. განიცადე.

აქებდ იერუსალიმ უფალსა.

ესე ვითარითავე სახითა ვგალობთ ყოველთა შინა შაბათთა…

ესე ვითარითავე სახითა ვგალობთ ყოველთა შინა შაბათთა, ვიდრე ამაღლებადმდე ქრისტესსა.