კურთხეულ არს. ქრისტე აღდგა
შუენის უწყება, რამეთუ ამას წმიდასა მეორესა კჳრიაკესა ანტიპასქასა, არა რაჲ იგალობების აღდგომისა, არამედ ყოველივე ითქმის დღესასწაულისა. დარეკს პარაეკლესიარქი, და შეკრბებით სტოვასა შინა, მღუდელი იწყებს.
კურთხეულ არს. ქრისტე აღდგა
მაღლით გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო
გ-გზის. და ჩვეულებისაებრ ითქმის, თ. ჟამი, რომელ არს ყოველისა დღისა სამი ფსალმუნი. და ვიტყვით ტროპარსა.
მაღლით გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო.
დაღაცათუ ნებსით თჳსით
და კონდაკსა.
დაღაცათუ ნებსით თჳსით.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი
მცირესა ზედა მწუხრსა, იწყოს მღუდელმან.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი.
ქრისტე აღდგა
და ვიტყვით.
ქრისტე აღდგა
ზეცისა განწესებულთა
გ-გზის. ესრეთ ფსალმუნი. აკურთხევს სული ჩემი უფალსა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი მუხლი დ. ხმა ა. მსგავსი.
ზეცისა განწესებულთა.
ქრისტე კაცთ-მოყუარეო, რომელმან დაითმინე გვერდისა განხილვაჲ და პირველად ჯუარცმა, და ურწმუნოთაგან სიკუდილი, და დაფლუა, და მესამესა დღესა აღდგომაჲ, და ბეჭედნი არა შემუსრენ, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ვითარცა ყოვლად-ძლიერი.
თომას ურწმუნოებამან, სოფელსა ცხოვრება აღმოუცენა, და ღმერთი…
ბ-გზის.
თომას ურწმუნოებამან, სოფელსა ცხოვრება აღმოუცენა, და ღმერთი, და კაცი ორითა ბუნებითა გვიქადაგა, რომელმან ქუესკნელით გვიხსნა ჩუენ, ხოლო დამსჭუალულნი ხელნი, და ფერხნი განიხილა, კადნიერებით რწმუნებულმან მარჯუენითა თჳსითა.
შიშისათჳს ჰურიათასა, ერთად შეკრებულთა მოწაფეთა თანა, მყის შეხუედ კართა ხშულთა, და დასდეგ კართა შორის მათსა სიტყუაო, და მიანიჭე მათ მშჳდობაჲ, მაშინ თომას უბრძანე მოღება ხელისა, და განხილვა გვერდისა, და პატიოსანთა სამსჭუალთა წყლულება.
შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა მეუფეო, შეკრებულ რა…
დიდება, აწ და. ხმა ბ.
შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა მეუფეო, შეკრებულ რა იყუნეს მოწაფენი შენნი, კართა ხშულთა წარმოუდეგ და მშჳდობა მიანიჭე მათ. ხოლო თომას უბრძანე რწმუნებად, რომელმან ხელითა ინება განხილვაჲ პატიოსნისა გვერდისა შენისა, მაშინ ღაღად-ჰყო და თქუა: შენ ხარ უფალი და ღმერთი ჩემი, და აცხოვნებ რომელთა შენდა მომართ აქვთ სასოებაჲ კაცთ-მოყუარე.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
სახლო ევფრათასო
სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.
სახლო ევფრათასო.
ბაგითა წმიდითა ანგელოზთა თანა უგალობდეთ სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა, რომელმან სოფელი თჳსთანა აღადგინა.
გამოუბრწყინდა ნათელი შენი მაცხოვარ მოციქულთა, კარნი დახშულ…
აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ.
გამოუბრწყინდა ნათელი შენი მაცხოვარ მოციქულთა, კარნი დახშულ იყუნეს, რომელითა განმაახლენ ჩუენ, საღმრთოთა სულითა შენითა.
შენ ყოველთა მეუფეო, გიხილეთ არა თუ თუალითა…
რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი, და აკურთხნა შვილნი შენნი შენთანა.
შენ ყოველთა მეუფეო, გიხილეთ არა თუ თუალითა, არამედ გულითა სიყუარულითა, და სულითა მორწმუნეთა, და ვითარცა ღმერთსა გალობით გადიდებთ.
მოეც ჵ მხსნელო, ერსა შენსა შენი მშჳდობაჲ…
დიდება, აწ და. ხმა იგივე.
მოეც ჵ მხსნელო, ერსა შენსა შენი მშჳდობაჲ, და თანანადებნი ცოდუათა ჩუენთანი დახსენ, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობლისათა.
დაბეჭდულით საფლავით, ცხოვრება აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და…
ესრეთ. აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. შემდგომად მამაო ჩუენოსა. ტროპარი. ხმა 8.
დაბეჭდულით საფლავით, ცხოვრება აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა, წარმოუდეგ ყოველთა აღდგომა, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ, დიდითა შენითა წყალობითა.
შუენის უწყებად, რამეთუ უკუე სადამე არა იყოს…
შუენის უწყებად, რამეთუ უკუე სადამე არა იყოს ღამისთევა. შაბათსა მწუხრად სერობასა ზედა, წარდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი ზატიკის დღესასწაულისა. დიდება, აწ და. პასექისა. დაღაცათუ ნებსით. ხოლო ესრეთ ვიტყვით, და ვიდრე წარგზავნადმდე პასექისა.
კურთხეულ არსი, ქრისტე აღდგა
რაჟამს იწყოს მღუდელმან.
კურთხეულ არსი, ქრისტე აღდგა
აკურთხევს სული ჩემი უფალსა
გ-გზის. და მეყუსეულად ვგალობთ პირველ დასაწყისსა ფსალმუნსა.
აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ნეტარარს კაცსა
გალობით ვითარცა არს ჩვეულებაჲ, და შემდგომად სრულ ყოფისა ამის, ვფსალმუნებთ,
ნეტარარს კაცსა,
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა
კანონსა ა, სრულისად.
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა,
რომელი ბჭეთა ხშულთა, მოწაფეთა კრებულსა თანა შეხვედი…
ვგალობთ ხმასა ზედა ა, და აღვიღებთ მუხლთა ი. და ვგალობთ დასდებელთა თჳთ-ხმოვანთა, ახლისა კჳრიაკისათა. ხმა ა, იოანე მონაზონისა.
რომელი ბჭეთა ხშულთა, მოწაფეთა კრებულსა თანა შეხვედი ცხადად ყოვლად-ძლიერო იესო შენ ღმერთო ჩუენო, და დასდეგ შორის მათსა, მშჳდობა მიეც და აღავსენ სულითა წმიდითა, ხოლო დადგრომაჲ უბრძანე და არა სადა განშორება იერუსალიმისა, ვიდრემდის შეიმოსონ ძალი მაღლით გარდამო, ამისთჳსცა გიღაღადებთ განმანათლებელო და აღდგომაო და მშჳდობაო ჩუენო უფალო, დიდება შენდა.
შემდგომად რვისა დღისა, აღდგომისა შენისა ქრისტე, ეჩუენე…
ბ-გზის.
შემდგომად რვისა დღისა, აღდგომისა შენისა ქრისტე, ეჩუენე მოწაფეთა შენთა ადგილსა მას სადა იყუნეს შეწყდომილ, და ესრეთ ხმა უყავ მათ, მშჳდობა თქუენ თანა, და ურწმუნოსა მოწაფესა უხრწნელი გვერდი და სახენი სამსჭუალთანი უჩუენენ, ხოლო მან სარწმუნოებით ღაღად-ჰყო. უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
თომა რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ…
ბ-გზის.
თომა რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, რაჟამს იგი შეხუედ ქრისტე კართა ხშულთა, მოწაფეთა თანა, ვინაჲთგან არა რწმენა მათი, რომელნი უთხრობდეს შენთჳს, ხოლო შენ მხსნელო, არა უღირს-იჩინე ჩუენებად მისა, წყლულება ხელთა და ფერხთა შენთა და გვერდისა. ხოლო მან განიხილა ხელითა, და აღგიარა შენ ღმერთი, არა შიშუელი, და კაცი არა ლიტონი, და ხმა-ჰყო ძლიერად: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
მოწაფეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი…
ბ-გზის
მოწაფეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი სადა იგი შეკრებულ იყუნეს, და მისცა მათ მშჳდობაჲ, და თომას უბრძანა, მოვედ მოციქულო, და იხილენ ხელნი და ფერხნი ჩემნი, რომელთა დამცნეს სამსჭუალნი, ჵ კეთილ-ურწმუნოება თომასი, რომელმან მორწმუნეთა გულნი სარწმუნოებითა შეუძრველითა განამტკიცნა, და შიშით ღაღად-ჰყო: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა უფალო, შეკრებულ რა…
ბ-გზის ხმა ბ.
შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა უფალო, შეკრებულ რა იყუნეს მოწაფენი შენნი, კართა ხშულთა წარმოუდეგ, და მშჳდობა მიანიჭე მათ, ხოლო თომას უბრძანე რწმუნებად, რომელმან ხელითა ინება განხილვაჲ პატიოსნისა გვერდისა შენისა, ხოლო მან ღაღად-ჰყო და ჰრქუა: შენ ხარ უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, და აცხოვნებ რომელთა აქუსთ შენდა მომართ სასოებაჲ კაცთ-მოყუარე.
კართა რა ხშულთა შევიდა უფალი, მოწაფეთა თჳსთა…
ა-გზის.
კართა რა ხშულთა შევიდა უფალი, მოწაფეთა თჳსთა თანა უშიშ-ჰყუნა იგინი, და მშჳდობა მისცა მათ, და ჰრქუა თომას, რასა ურწმუნო იქმენ საფლავით აღდგომისა ჩემისათჳს, მოყავ ხელი შენი, და განიხილე გვერდი ჩემი, და განიცადე, რათა ურწმუნოებისა შენისაგან, ყოველთა ეუწყოს ვნება, დაფლუა და აღდგომა ჩემი, და შენთანა ღაღად-ჰყონ ბრწყინუალითა ხმითა, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
კართა ხშულთა შეხუედ ქრისტე მოწაფეთა შენთა თანა…
ა-გზის. დიდება აწ და. ხმა ვ. იოანე მონაზონისა.
კართა ხშულთა შეხუედ ქრისტე მოწაფეთა შენთა თანა, და თომა განგებით არა იყო მათ თანა, ვინაჲცა იტყოდა დამტკიცებით: ვითარმედ უკუეთუმცა არა ვიხილო მეუფეჲ, და წყლულებაჲ გვერდისა, სადათ გარდამოხდა სისხლი იგი და წყალი, და წმიდა ნათლის-ღება, რომელისაგან განიკურნა სოფელი, და ვითარცა არა სული იყო იგი, არამედ ხორც და ძუალ, არა მრწმენეს, არამედ რომელმან სიკუდილი მოკალ, და თომა გულსავსე ჰყავ, უფალო დიდება შენდა.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
უფალო, მიუახლებელითა ნათლითა, და ბრწყინუალებითა ღმრთაებისა შენისათა…
წარდგომა დღისა. უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა. ლიტანიასა ზედა, დასდებელი. ხმა ა.
უფალო, მიუახლებელითა ნათლითა, და ბრწყინუალებითა ღმრთაებისა შენისათა, კართა ხშულთა შეხვედ, რომელნი დაკრძალულ იყუნეს, დასდეგ შენ შორის წმიდათა მოწაფეთა შენთა, განიშიშულე გვერდი შენი, და უჩუენე მათ სახენი იგი ხელთა და ფერხთა წყლულებისანი, ურვისა წუხილისა დახსნად, და განცხადებულად ესრეთ უბრძანე, იხილეთ ჵ მეგობარნო, არსებაჲ ხორცთა ჩემთა, რამეთუ სულსა ხორც და ძუალ არა ასხენ, და მოწაფე რომელი ორგულებდა არქუ მას: ეჰა საქმე შესაძრწუნებელი, განმიხილე მე, და ვითარცა განიხილა ყოველი უბრძანე მას, ამიერითგან ნუ ორგულებ, ხოლო მან ხელთა მიერ განხილვითა დარწმუნებულმან გულის-ხმა-ჰყო ორი ბუნებაჲ შენი ქრისტე, და შიშით ღაღად-ჰყო. სარწმუნოებისა მიერ ბრწყინუალისა იძულებულმან. უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
შეახე, თომას ეტყვის უფალი, გვერდსა ჩემსა ხელითა…
ხმა 8.
შეახე, თომას ეტყვის უფალი, გვერდსა ჩემსა ხელითა, და განიცადენ სახენი სამსჭუალთანი, მოვედ და განმიხილე მე სარწმუნოებით, და იქმენ ჩემდა მორწმუნე და ნუ იქმნები ურწმუნო, ხოლო თომა თითითა განიხილა რა მეუფე, მეყუსეულად რწმენა და ჴმა-ჰყო, შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი, სახიერო უფალო დიდება შენდა.
კართა ხშულთა, მოწაფეთა შენთა შეკრებულთა წარმოუდეგ მაცხოვარ…
დიდება, აწ და. ხმა 8. ანატოლისა.
კართა ხშულთა, მოწაფეთა შენთა შეკრებულთა წარმოუდეგ მაცხოვარ, სადა იგი იყუნეს შეკრებულ, დასდეგ შორის მათსა და ეტყოდი თომას, მოვედ და გამნიხილე, და იხილე სახე იგი სამსჭუალთა, მოიღე ჴელი შენი, და შეახე გვერდსა ჩემსა, და ნუ იქმნები ურწმუნო, არამედ იქმენ მორწმუნე, და უქადაგე ყოველსა სოფელსა, მკუდრეთით აღდგომაჲ ჩემი.
ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ სარწმუნოებაჲ შვა ურწმუნოებამან…
სტიქარონსა ზედა დასდებელი თჳთ-ხმოვანი. ხმა დ.
ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ სარწმუნოებაჲ შვა ურწმუნოებამან, პირველ იტყოდა თომა, უკუეთუ არა ვიხილო, არა მრწმენეს მე, ხოლო განიხილა რა გვერდი ხორცთ-შესხმული. ღმრთის-მეტყველა ძედ ღმრთისა, და განაცხადა ვითარმედ ხორცითა ივნო ჩუენთჳს, და ჰქადაგა მკუდრეთით აღდგომაჲ მისი, და ღაღად-ჰყო ბრწყინუალითა ხმითა, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ ცეცხლსა თივა შეეხების…
აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ.
ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ ცეცხლსა თივა შეეხების, და ცხოვრებასა მიიღებს, ოდესმე დასდვა თომა ხელი გვერდსა მას ცეცხლისასა, და არა შეიწვა განხილვითა იესო ქრისტეს ღმრთისათა, და განზრახუა ბოროტი სულისა განიშორა, და სიღრმით სულისათ ღაღად-ჰყო მხურუალედ, შენ ხარ მეუფე და ღმერთი ჩემი, რომელი აღდეგ მკუდრეთით დიდება შენდა.
ჵ, ყოვლად-დიდებული, საკჳრუელი, რამეთუ იოანე მკერდსა სიტყუისასა…
რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი, და აკურთხნა შვილნი შენნი შენთანა.
ჵ, ყოვლად-დიდებული, საკჳრუელი, რამეთუ იოანე მკერდსა სიტყუისასა მიეყრდნა, ხოლო თომა განხილვად გვერდსა საღმრთოსა ღირს იქმნა, ერთმან მან ღმრთის-მეტყველებისა ვრცელნი უფსკრულნი აღმოივსნა, და მიერ მორწყო სოფელი, და კუალად მეორემან გვიჩუენნა ბრწყინუალენი აღდგომისა მისისა სასწაული, და ესრეთ იტყოდა, უფალი და ღმერთი, და დამბადებელი ჩემი შენ ხარ ყოვლად-ძლიერო, დიდება შენდა, ყოველისა შემძლებელო.
კაცთ-მოყუარეო, დიდ არს და გამოუკულეველ სიმრავლე წყალობათა…
დიდება, აწ და. ხმა 8.
კაცთ-მოყუარეო, დიდ არს და გამოუკულეველ სიმრავლე წყალობათა შენთა, რამეთუ სულგრძელ იქმენ ჰურიათა მიერ ყვრიმლის ცემასა, და აქა კუალად მოციქულთა მიერ განხილვასა, და შეურაცხის მყოფელთა შენთაგან გამოწვლილვასა, ვითარ იშევ, ანუ ვითარ ჯუარს-ეცვი უცოდველო, ხოლო ჩუენ გულის-ხმა-მიყუენ, ვითარცა თომას ღაღადებად შენდამი, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შედა.
აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო
ესრეთ.
აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო.
დაბეჭდულით საფლავით
და შემდგომად. მამაო ჩუენოსა. ტროპარი. ხმა 8.
დაბეჭდულით საფლავით.
შემდგომად აწ განუტევესა
გ-გზის. წერილ არს მცირესა ზედა მწუხრსა და კურთხევა პურისა. და კითხვა საქმეთა წმიდათა მოციქულთასა, ხოლო ვიკითხავთ საქმეთა წმიდათა მოციქულთა თავითგან. ანუ საკითხავსა ოქროპირისასა, თავითგანვე. ხოლო უკუეთუ არა იყოს ღამისთევა.
შემდგომად აწ განუტევესა.
შემდგომად მამაო ჩუენოსა
და
შემდგომად მამაო ჩუენოსა.
დაბეჭდულით საფლავით
ტროპარი.
დაბეჭდულით საფლავით.
და განტევება
და განტევება.
ღირს-არსი
ვგალობთ შუაღამისად აღდგომისასა. და მას ზედა წავიკითხავთ გალობასა სამებისასა. რუა-ხმათაგან ა. ხმისასა, რომელი იგალობების შუაღამისად. ხოლო შემდგომად კანონისა.
ღირს-არსი
წმიდაო ღმერთო
. სამებიანისა და შემდგომი.
წმიდაო ღმერთო.
დაბეჭდულით საფლავით. უფალო შეგვიწყალენ მ. დიდება, აწ…
შემდგომად მამაო ჩუენოსა. ტროპარი.
დაბეჭდულით საფლავით. უფალო შეგვიწყალენ მ. დიდება, აწ და. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.
ღმერთო მიწყალენ ჩუენ
მუხლი.
ღმერთო მიწყალენ ჩუენ.
ყოველისა შემძლებელო და ცხოველს-მყოფელო
და ლოცვა.
ყოველისა შემძლებელო და ცხოველს-მყოფელო.
და განტევება
და განტევება.
მჯდომარე ქალწული
ხოლო შემდგომად სრულ-ყოფისა ვიტყვით ექვსფსალმუნსა. და შემდგომად აღსრულებისა მათისა. კუერექსი დიდი. და ღმერთი უფალი, ვგალობთ ხმასა ზედა ზ. ტროპარი დღესასწაულისა გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა წარდგომა ხმა ა. მსგავსი. რაჟამს ლოდი იგი.
მჯდომარე ქალწული.
შიშისათჳს ჰურიათასა დამალულთა მოწაფეთა შენთა, და ერთად შეკრებულთა კარნი რა დახშულ იყუნეს, შეხუედ შორის მათსა მჴსნელო, და მხიარულ-ჰყუენ იგინი და მიეც მშჳდობა, და უჩუენენ ხელნი და საღმრთო გვერდი შენი და კუალად ურწმუნოსა თომას არქუ სიტკბოებით: მოჰყუენ თითნი, შენნი და განიხილენ წყლულებანი ჩემნი, და სცან და უწყოდე ჵ, ქადაგო ჩემო, ვითარმედ მე მხოლო ვარ, რომელმან შენთჳს თავს ვისხენ ვნებანი და მადიდებდი.
მხედარნი რომელი
დიდება, აწ და იგივე. და საკითხავი დღესასწაულისა. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.
მხედარნი რომელი.
წარმოუდეგ ქრისტე მაცხოვარ, კართა ხშულთა მოწაფეთა შენთა, და უჩუენე მათ გვერდი შენი, ხელნი და ფერხნი, და ეგრეთუე საფლავით-გამოსრული, წინაუვიდოდი მათ, არამედ თომა არა იყო მუნ, ამისთჳსცა იტყოდა, უკუეთუ არა ვიხილო იგი, არა მრწმენეს სიტყუათა თქუენთაგან.
მხედარნი რომელნი
დიდება, აწ და. იგივე, და საკითხავი დღესასწაულისა. ესრეთ სადიდებელი. და წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.
მხედარნი რომელნი.
იხილე გვერდი ჩემი, და წყლულებაჲ სამსჭუალთა მიერ, და ნუ იქმნები ურწმუნო აღდგომისა ჩემისათჳს, რომელი აღვსდეგ საფლავისაგან, ეტყოდა უფალი თომას, და გამოუჩნდი მოციქულთა გამოუთქმელად, ხოლო თომა ღაღად-ჰყო შემოქმედისა მიმართ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი.
აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ
დიდება, აწ და იგივე. და საკითხავი დღესასწაულისა. შემდგომად ამისა აღსავალი ა. ანტიფონი, მეოთხეს ხმისა. წარდგომა ხმა დ.
აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ.
რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი
მუხლი
რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
სახარება ა. საცისკრო, აღდგომისა, მათესი, დასაწყისი რივ. ესრეთ,
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
აცხოვნე ღმერთო ერი შენი
გ-გზის. ფსალმუნი ნ. მთხვევა სახარებისა. ესრეთ.
აცხოვნე ღმერთო ერი შენი.
აღდგომისა დღე არს
და მეყუსეულად კანონი დღესასწაულისა, ქმნილი იოანე მონაზონისა, ხმა ა. ძლისპირი ორ-ორ გზის, ხოლო ტროპარი იბ-გზის. კატავასია.
აღდგომისა დღე არს.
უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს
ორთავე გუნდთა ერთად. ამიერითგან იწყების თქმად უმცირესი.
უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
უგალობდით უფალსა რომელმან მწარისაგან ფარაოს მონებისა იხსნა…
ყოველთა ამათ დღეთა ერგასისათა. გალობა ა. ძლისპირი.
უგალობდით უფალსა რომელმან მწარისაგან ფარაოს მონებისა იხსნა ისრაელი, და სიღრმესა ზღვისასა ულტოლველად წიაღ-იყვანნა, გალობითა ახლითა, რამეთუ დიდებულ არს.
დღეს არესა სულთასა, ოდეს ქრისტე საფლავით ვითარცა…
ბ-გზის.
დღეს არესა სულთასა, ოდეს ქრისტე საფლავით ვითარცა მზე აღმოხდა სამისა დღისა მკუდრეთით, და სიბნელე ზამთრისა განდევნა ჩუენგან, ცოდუათა ჩუენთა, ამას უგალობდეთ დღეს, რამეთუ დიდებულ არს.
მეუფესა დღეთასა, ნათლით შემოსილსა დღესა განჩინებულსა თჳთ…
ვ-გზის.
მეუფესა დღეთასა, ნათლით შემოსილსა დღესა განჩინებულსა თჳთ საუფლოსა მას მსხუერპლად ეკლესიისა პირმშოდ ერისა სიხარულით ჩუენ აღდგომასა ქრისტესსა, მარადის უგალობდეთ.
ბჭენი სიკუდილისანი, საფლავისა ბეჭედნი მაცხოვარ და მოქლონნი…
დ-გზის. დიდება.
ბჭენი სიკუდილისანი, საფლავისა ბეჭედნი მაცხოვარ და მოქლონნი დაგემორჩილნეს შენ, რაჟამს აღდეგ, მშჳდობა მიეცი საყუარელთა მათ შენთა ქრისტე, უაღრეს ყოველთა გონებათა.
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…
აწ და იგივე. კატავასია.
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.
დამამტკიცე მე ქრისტე, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა…
გალობა გ. ძლისპირი.
დამამტკიცე მე ქრისტე, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა შეუძრავსა, და განმანათლენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა კაცთ-მოყუარე.
ძუელთა მათ წილ ახალი, განხრწნილთა წილ უხრწნელნი…
ბ-გზის.
ძუელთა მათ წილ ახალი, განხრწნილთა წილ უხრწნელნი, ქრისტე ჯუარითა ჰყუენი, განმიახლენ ცხოვრებანი და სლვანი, ღირსებით გუასწავენი და განგვიწესენი.
საფლავით დაბეჭდულით ხორცითა მსგავსად წერილისა აღდეგ ღმრთაებითა…
ვ-გზის.
საფლავით დაბეჭდულით ხორცითა მსგავსად წერილისა აღდეგ ღმრთაებითა, და კართა ხშულთა შესლვითა, არწმუნე მოწაფეთა აღდგომა შენი ყოვლად-ძლიერო.
ნებსით ვნებანი ჩუენთჳს, თავს ისხენ ქრისტე და…
დ-გზის. დიდება.
ნებსით ვნებანი ჩუენთჳს, თავს ისხენ ქრისტე და ხარებად მორწმუნეთა მოწაფენი წარავლინენ, რათა წამონ დიდებული აღდგომაჲ შენი ყოვლად-ძლიერო.
მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…
აწ და იგივე. კატავასია.
მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს-საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.
ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა შეხუედ მხსნელო, და…
იპაკო, ხმა ვ.
ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა შეხუედ მხსნელო, და მშჳდობაჲ მიეც მათ, ეგრეთუე მოვედ ჩუენდა, და გვაცხოვნენ ჩუენ.
დიდ არს საიდუმლოსა შენისა ქრისტე განგებულება, რამეთუ…
და კითხვა ღმრთის-მშობლისა, რომელისა დასაწყისი. განახლებითა კითხვათათა. გალობა დ. ძლისპირი.
დიდ არს საიდუმლოსა შენისა ქრისტე განგებულება, რამეთუ ზესთა პირველ იხილა ღმრთისმხილუელმან ამბაკომ, გარდამოსლუა გვიღაღადა მაცხოვრად ერისა შენისა კაცთ-მოყუარე.
ნაღვლისა მიღებითა პირველი გემოს ხილუა განკურნა და…
ბ-გზის.
ნაღვლისა მიღებითა პირველი გემოს ხილუა განკურნა და რაჟამს აღდგა, გოლი თაფლისა მიიღო მან, და გუცა ჩუენცა და პირველსა მამასა, ქრისტემან ღმერთმან სიტკბოება გამოუთქმელი.
იხარებდ განხილვასა მას შენსა მეორედ კაცთ-მოყუარე, ამისთჳსცა…
ვ-გზის.
იხარებდ განხილვასა მას შენსა მეორედ კაცთ-მოყუარე, ამისთჳსცა ურწმუნოსა თომას უჩუენე რა გვერდი შენი, უქადაგა სოფელსა მესამისა დღისა აღდგომა შენი ქრისტე.
სიმდიდრე მიიღო დღეს საუნჯეთაგან მოუკლებელთა კეთილად წინაგანგებითა…
დ-გზის. დიდება.
სიმდიდრე მიიღო დღეს საუნჯეთაგან მოუკლებელთა კეთილად წინაგანგებითა მით, თომა განიხილა რა გვერდი საღმრთოჲ ლახურითა განღებული, მიუწდომელი სიბრძნე მიუთხრა სოფელსა.
შენ ყოვლად-სანატრელო თომა, გიგალობთ მორწმუნენი, რამეთუ ცხოვრების-მომცემელი…
აწ და.
შენ ყოვლად-სანატრელო თომა, გიგალობთ მორწმუნენი, რამეთუ ცხოვრების-მომცემელი ქრისტე გრწმენა და ჰქადაგე ღმრთაებით, და უფლებით, და გვერდისა ხილვითა აღივსე შენ მადლითა.
საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…
კატავასია.
საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.
ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, გიგალობთ შენ ქრისტე, რომელი…
გალობა ე. ძლისპირი.
ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, გიგალობთ შენ ქრისტე, რომელი ხარ მხსნელი სულთა დაუსაბამო მამისა თანა მშჳდობა შენი მომეც სახიერ ჩუენ კაცთ-მოყუარე.
დასდეგ საყუარელთა მათ შენთა შორის მხსნელო, კართა…
ბ-გზის.
დასდეგ საყუარელთა მათ შენთა შორის მხსნელო, კართა ხშულთა მოწაფეთა, და შესლვითა შენითა აღავსენ სიხარულითა აღდგომისათა, და მხიარულ-ჰყუენ.
რამეთუ ჭეშმარიტად საქებელ არს თომასი შიში და…
ვ-გზის.
რამეთუ ჭეშმარიტად საქებელ არს თომასი შიში და კადნიერება, ხელით ხილუა საღმრთოსა გვერდისა, და ცეცხლისა მის რომელი მიუახლებელ არს.
ურწმუნოებამან ჩუენ სარწმუნოება გვიშუა, რაჟამს თომას არწმუნე…
დ-გზის. დიდება
ურწმუნოებამან ჩუენ სარწმუნოება გვიშუა, რაჟამს თომას არწმუნე შენ წინასწარ სიბრძნითა შენითა ჩუენთჳს ქრისტე სახიერ, ვითარცა მოწყალე ხარ.
აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…
აწ და იგივე. კატავასია.
აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.
წინასწარ-მეტყველი იხსენ ვეშაპისაგან მოწყალე, მეცა ცოდუათაგან მიხსენ…
გალობა ვ. ძლისპირი.
წინასწარ-მეტყველი იხსენ ვეშაპისაგან მოწყალე, მეცა ცოდუათაგან მიხსენ აწ კაცთ-მოყუარეო უფალო.
თომა არა განაგდე შენ, დანთქმული იხსენ უფალო…
ბ-გზის.
თომა არა განაგდე შენ, დანთქმული იხსენ უფალო უფსკრულით უმეცრებისათ, ვნებათა შენთა ხილვითა.
მხსნელი ჩუენი ეტყოდა დღეს განმიცადეთ და მიხილეთ…
ვ-გზის.
მხსნელი ჩუენი ეტყოდა დღეს განმიცადეთ და მიხილეთ ძუალნიცა და ხორცნიცა მასხენ, მე ვარ უცუალებელი.
გვერდი შენი განიხილა და რწმენა, რამეთუ გიცნა…
დ-გზის. დიდება.
გვერდი შენი განიხილა და რწმენა, რამეთუ გიცნა თომა პირველ არა ყოფილმან, შერახუედ მხსნელო ჩუენო.
შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…
აწ და იგივე. კატავასია.
შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამდღე მკუდარი, ვითარცა იონა ვეშპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.
არა დააკლდი, ქართულში
კონდაკი, ხმა 8.
არა დააკლდი, ქართულში.
გამომეძიებელითა მარჯუენითა გვერდი შენი, ცხოველს-მყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო შერახუედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა ჰყო: შენ ხარ უფალი და ღმერთი ჩემი.
ვინ დაიცვა ხელი მოწაფისა მაშინ დაუდნობელად, რაჟამს…
იკოსი.
ვინ დაიცვა ხელი მოწაფისა მაშინ დაუდნობელად, რაჟამს გვერდსა მას ცეცხლისასა მოუხდა, ვინა მისცა ძალი და სიმტკიცე განხილვად შანთსა შემწუელსა თჳთ განხილულმან ღმერთმან ჭეშმარიტად, და რამეთუ არათუმცა გვერდსა საღმრთოსა განემტკიცა, მარჯუენე მისი თიხისა, ვითარ განიხილვიდა ვნებათა მისთა, რომელმან ჯუარცმასა ზესკნელნი ქუესკნელთა თანა შეაძრწუნნა, და ზარტეხილ ყვნა, ესე მადლი მოეცა თომას, რათა განიხილოს და ხმა ჰყოს ქრისტეს მიმართ: ვითარმედ შენ ხარ უფალი და ღმერთი ჩემი.
ხოლო დღესა ამას პირველსა კჳრიაკესა შემდგომად პასექისა…
სვინაქსარი ახალ კჳრიაკისა, რომელ არს თომას გვერდის განხილვა
ხოლო დღესა ამას პირველსა კჳრიაკესა შემდგომად პასექისა, ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომისა განახლებასა, და წმიდისა მოციქულისა თომას მიერ შეხებით გვერდის განხილვასა. ხოლო განახლება, რომელი იყო ჩვეულება ძუელთაგან, რომელისავე პატივისა მათგან. რამეთუ აღესრულებოდა რა წელიწადი ერთი, რომელსაცა შინა დღესა აღესრულებოდა მაშინ ჰყოფდეს ხსენებასა წელიწადისასა, რათა არა იყოს საქმისა მის დავიწყება. ამიერითგან ჰყუეს ებრაელთა მათ გალგალს შინა პირველი პასექი მოხსენებისათჳს მეწამულისა ზღვისა მის განსვლისა. ამიერითგან განახლდების მათ შინა კარავი წამებისა მრავლითა დიდებითა. ამიერითგან მეფობა დავითისი და სხუანიცა, და აწ რაჲ ვთქუა ვისიმე ამიერ ცხოვრება. რაოდენთა უკუე ყოველთა მათ ცხოვრებულთა უმეტეს და უზესთაეს უფროს ყოველთა გონებათა და საქმეთა ღმრთისა აღდგომისა. გარნა არა ვდღესასწაულობთ ამას, რომელთამე წელთა და განვაახლებთ, არამედ მარადის მერუესა დღესა. ხოლო პირველი ესე განახლება არს კჳრიაკეთა თავი, რომელსა ეწოდების ჭეშმარიტად მერვეცა და პირველიცა. მერვე უკუე პასექიდან. ხოლო პირველი ვინაჲთგან თავი არს მეორისა მის. და კუალად მერვე ესე მსგავსებასა მოასწავებს მეორისა დაუსრულებელისა მის დღისასა, რომელი მომავალ არს საუკუნესა მას ვითარცა პირველი იყო ესრეთ ყოველივე, ვერცაღა განყოს სიბნელემან ღამისამან. ესრეთ უკუე არს განახლება. ხოლო თომასი ესრეთ იქმნა ოდეს აღდგა ქრისტე მას დღესა მწუხრი გამოუჩნდა მოწაფეთა, და თომა არა იყო მუნ მათ თანა შიშისათჳს ჰურიათასა ოდეს შევიდა მათ თანა იესო. ეგრეთუე შემდგომად მცირედისა ჟამისა სცნა მოსლუა ქრისტესი არა რწმენა მას ვიდრე არა იხილოს აღდგომილი იგი, ხოლო სხუათა მოწაფეთა რწმენა. და იტყოდა არა აღდგომილ არს უფალი, ხოლო ერთისა ამის ათორმეტთაგანისათჳს კეთილხელოვანმან ღმერთმან ესრეთ ისურვა ერთბამად ყოველთათჳს დიდითა მოწყალებითა, რათა უფროსად ამით აღდგომა არწმუნოს, აცადნა დღენი რვანი, რათა აღავსოს სრულითა სიყუარულითა მისითა, და რათა უფროს სხუათა ყოველთა ურწმუნოთა გამოცხადებული სარწმუნოება აღდგომისა მიმადლოს მათ, და კუალად შევიდა კართა დახშულთა, ვითარცა პირველ, და იყო თომაცა მათ თანა და მისცა მათ მშჳდობა ჩვეულებრივი და მერმე თომას განუმარტა ხელი და ჰრქუა მოიღე თითი შენი და განიხილენ ხელნი ჩემნი, და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა და ნუ იქმნები ურწმუნო არამედ გრწმენინ. ვინაჲთგან გარნა არა ხილვითა არწმუნა მას რომელ უჩუენა, არამედ შეხებითა მსწრაფლ აღსარებად თჳსად მოიყვანა. ეჩუენა რა მოწაფეთა და იყო სმენა რაჟამს ეტყოდა თომას, დამდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა. ესრეთ გამოაჩინა უკუე ვ̅დ რაზომი სივრცე აქუნდა წყლულებასა ვითარ ხელი მისი შთავიდოდა შინაგან გვერდისა მისისა. ხოლო თომა მოკრძალვით გამოსცადა იგი და სარწმუნოება მიიღო შეხებითა. რამეთუ ხილუა და ყოფა საქმისა ამის იყო ყოველივე მის მიერვე მიშუებითა, უკუეთუმცა უხრწნელსა და განმღრთობილსა ხორცსა მას ჭეშმარიტსა შეეხო რა იგი სცნა და იტყოდა უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი. ერთსა მას უკუე იტყოდა ხორცთათჳს, ხოლო მეორესა ღმრთაებისათჳს და იტყოდა ქრისტე რამეთუ მიხილე და გრწმენა, არამედ ნეტარ იყოს იგი, რომელსა არა უხილავ და ვრწმენე, რომელი მოიხსენების თომა მარჩბივად გინათუ ამისთჳს, რომელი იშუა მეორისა თანა, გინა ვინაჲთგან შეორგულდა, და გონებდა იჭვსა აღდგომისათჳს, გინათუ მისთჳს ვინაჲთგან აქუნდა მას შობითგან ორნი მარჯუენისა ხელისა თითნი შეხორცებულნი, ესე იგი არს საშვალი და მის ზედა თითი, და არცა ვინმე თქუას ესე ვითარმედ ყოფილიყო იგი შეუორგულებელი და მისთჳს განეხილოს. ხოლო აწ ითქმის და გვეუწყებისცა რამეთუ თომა მარჩბივად ითარგმანების, მეორე ესე იყო გამოცხადება ქრისტესი. ხოლო მესამე ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა ნადირობასა თევზისასა ოდესცა ეზიარა საზრდელსა საღმრთოსა მის ცეცხლისა მიღებითა, ვ̅ა თჳთ რომელითაცა, უმეტესად გამოგუიცხადა აღდგომა თჳსი. და ეგრეთუე ემმაოსს ეჩუენა. ხოლო მეხუთედ გალილიას შინა. ეგრეთუე ათერთმეტ გზის ვიდრე ამაღლებადმდე ვითარცა იტყვის, ეჩუენებოდა მოწაფეთა და ჰყოფდა მრავალთა სასწაულთა შემდგომად აღდგომისა. რამეთუ არა გამოუცხადა ესე მრავალთა, არამედ ესე ყოველი დაუტევა თჳსთა მახარებელთა აღწერად, ამისთჳს ვინადგან სოფელსა ამას შინა შეუძლებელ იყო მრავალთა კაცთა სმენა ამისი, ვითარმედ უზესთაეს ბუნებათა კაცთა იყო იგი, ვედრებითა თომა მოციქულისა შენისათა ქრისტე ღმერთო ჩუენო შეგვიწყალენ ჩუენ ამინ.
ხატსა მას მონებდეს, სახიობითა ხმობდეს შეკრებული იგი…
გალობა ზ. ძლისპირი.
ხატსა მას მონებდეს, სახიობითა ხმობდეს შეკრებული იგი ერი გალობა სიონისა აღიღეს, მამული ყრმათა დავითისთა, და მძლავრთა მათ დახსნეს ძუელნი იგი, რომელ ყოფდეს და ალი მათ ცუარად შეცუალეს, და გალობით იტყოდეს: უფროსად ამაღლებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
ვითარცა პირველ არს პირმშო დღეთა საუფლო ნათლით…
ბ-გზის.
ვითარცა პირველ არს პირმშო დღეთა საუფლო ნათლით შემოსილი, რომელსა შინა ვიხარებთ ღირსად, ახალი და საღმრთო ერი შიშით მოვედით, და მსგავსად მერვისა დღისა დაუსრულებელისა ვაქებდეთ, და გალობით ვიტყოდეთ: უფროსად ამაღლებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
თომა რა მარჩბივმან რეცა ურწმუნოება იკადრა შესაწევნელად…
ვ-გზის.
თომა რა მარჩბივმან რეცა ურწმუნოება იკადრა შესაწევნელად ჩუენ მორწმუნეთათჳს, რომელითა დაიხსნა სიბნელე უმეცრებისა, მომავალთა ჟამთა ცნობად ჭეშმარიტებისა, მას გჳრგჳნი სიბრძნისა შეუთხზათ, და გალობით ვიტყოდეთ: უფროსად ამაღლებულო, მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
არა ორგულებდა თომა აღდგომასა შენსა, არცათუ უარყოფდა…
დ-გზის. დიდება.
არა ორგულებდა თომა აღდგომასა შენსა, არცათუ უარყოფდა, არამედ სიხარულით ისწრაფდა, და უჩუენებდა მას მაცხოვარ ყოველთა კიდეთა, ამისთჳსცა ურწმუნონი მორწმუნე ჰყუნა, და ასწავა ესრეთ ღაღადებად შენდამი: უფროსად ამაღლებულო მამათა ჩვეთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
შიშით მიჰყო თომა ხელი გვერდსა მას შენსა…
აწ და.
შიშით მიჰყო თომა ხელი გვერდსა მას შენსა ცხოველს-მყოფელსა სახიერ, და შერაახო, ძრწოლით მიიღო შეწევნაჲ მრჩობლი კაცთ-მოყუარე, ორთა ბუნებათა შენთა უცუალებელთა, და სარწმუნოებითა მტკიცითა იტყოდა: უფროსად ამაღლებულო, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.
რომელმან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…
კატავასია.
რომელმან ყრმანი იხსნნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო, ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.
სახმილსა მას შინა ცეცხლისასა დაიცუნეს, სამი ყრმანი…
გალობა 8. ძლისპირი.
სახმილსა მას შინა ცეცხლისასა დაიცუნეს, სამი ყრმანი უვნებელად, რამეთუ გარდამოხდა მსგავსი ანგელოზისა, ხოლო მათ ღაღად-ყუეს: საქმენი უფლისანი, აკურთხევდით უფალსა.
წადიერი შენსა სიხარულით ხილუასა პირველ ორგულებდა თომა…
ბ-გზის.
წადიერი შენსა სიხარულით ხილუასა პირველ ორგულებდა თომა, ხოლო რაჟამს ღირს-ჰყავ შენ იგი, ამას სახიერ ღმერთად, და უფლად გხადოდა: ჩუენცა მისთანა გაკურთხევთ უკუნისამდე.
რომელმან თავს-იდუა თომას ურწმუნოება, და სათნო იჩინა…
ვ-გზის.
რომელმან თავს-იდუა თომას ურწმუნოება, და სათნო იჩინა ხილუად, და ჩუენებად გვერდი, და თჳსნიცა იგი ნებნი, ხოლო მან ღაღად-ჰყო: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
შენ შემოქმედისა საუნჯე დაფარული ღმრთის-მეტყველითა ენითა ჩუენ…
დ-გზის. ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უფალსა.
შენ შემოქმედისა საუნჯე დაფარული ღმრთის-მეტყველითა ენითა ჩუენ ყოველთა მორწმუნეთათჳს განაღო თომა, რომელნი ვღაღადებთ: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…
აწ და იგივე. ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია.
ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ.
შენ დიდებულო ქალწულო, დედაო ნათლისაო, გონებითა წმიდითა…
გალობასა ზედა თ. უპატიოსნესსა არა ვგალობთ. არამედ ვგალობთ თჳთოეული გუნდი თჳსსა სძლისპირსა. გალობა თ. ძლისპირი.
შენ დიდებულო ქალწულო, დედაო ნათლისაო, გონებითა წმიდითა, ვითარცა უზესთაესსა ყოველთასა, ყოველნი გადიდებთ.
საცნაურსა ამას ბჭესა, დღესა უფროსად ბრწყინუალესა, ნათლითა…
ბ-გზის.
საცნაურსა ამას ბჭესა, დღესა უფროსად ბრწყინუალესა, ნათლითა მით მადლისათა, დიდებასა წმიდათასა ქრისტეს სუფევისასა, ჩუენ ვადიდებდეთ.
შენმან მიწისა ნეშთამან დასხმითა ხილულმან გვერდმან ცეცხლისამან…
ვ-გზის.
შენმან მიწისა ნეშთამან დასხმითა ხილულმან გვერდმან ცეცხლისამან უსხეულომან, არა შეწუა ხელნი იგი ქრისტე ღმერთო, რომელსა ჩუენ გადიდებთ.
შენი ღმრთაებით აღდგომაჲ საფლავისაგან ქრისტე ვერ ვიხილეთ…
დ-გზის. დიდება.
შენი ღმრთაებით აღდგომაჲ საფლავისაგან ქრისტე ვერ ვიხილეთ თუალითა, არამედ სარწმუნოებითა, გულითა მხიარულითა ჩუენ გადიდებთ შენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…
აწ და იგივე. კატავასია
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი
და მეტანია. ესრეთ.
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რომელმან ცისა სამყარო
ხმასა ზედა ა. გ-გზის. განმანათლებელი, ხმა ა. მსგავსი.
რომელმან ცისა სამყარო.
გვერდთა ჩემთა წყლულებანი ხელითა შენითა გამოიძიენ თომა, და ნუ იქმნები ურწმუნო ჩემთჳს, რომელმან შენთჳს დამსჭუალვა თავს ვისხენ, არამედ სხუათა მოწაფეთა თანა, ყოველსა სოფელსა ცხოველს-მყოფელი ღმერთი მქადაგე.
დღეს არე სუნნელებითა აღივსების, და ახალნი დაბადებულნი…
ბ-გზის. დიდება, აწ და.
დღეს არე სუნნელებითა აღივსების, და ახალნი დაბადებულნი იხარებენ, რამეთუ დღეს განიღების კლიტენი კართა ხშულთანი, და ურწმუნო ქმნილი თომა აღიარებს, ესე არს უფალი, და ღმერთი ჩემი.
ყოვლად-ქებულნო მოწამენო
ყოველი სული. აქებდითსა ზედა. დასდებელი, მუხლი დ. ხმა ა. მსგავსი.
ყოვლად-ქებულნო მოწამენო.
შემდგომად შენისა საფლავით აღდგომისა, და ცხოვრების-მომცემელისა მოციქულთა ხილვისა, რომელმან არა დახსენ ბეჭედნი საფლავისანი ქრისტე, ეგრეთუე შეხუედ კართა ხშულთა მოწაფეთა შენთა თანა, და მიანიჭე მათ სიხარული, და სული შენი ჭეშმარიტი მიმადლე მათ, აურაცხელითა წყალობითა შენითა.
თომა რომელი იყო მარჩბივი, არა იყო მოსრულ…
ბ-გზის.
თომა რომელი იყო მარჩბივი, არა იყო მოსრულ, ოდეს ეჩუენე მოწაფეთა მათ შენთა უფალო, ამისთჳს არა რწმენა აღდგომაჲ შენი, რომელთაცა გიხილეს შენ, უთხრობდენ მას ვითარმედ ვიხილეთ ჩუენ უფალი, ხოლო იგი ესრეთ იტყოდა: უკუეთუ არა ვიხილო ხელითა ჩემითა გვერდი მისი სამსჭუალთა მიერ განმსჭუალული, არა სადა მრწმენეს აღდგომაჲ მისი;
ვითარცა გნებავს შემახე, უბრძანებდა ქრისტე თომას, დასდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა, და მიცან მე, რამეთუ ხორც და ძუალ მასხენ, ვითარმედ ხორცი კაცობრივი არს ხორცნი ჩემნი და ნუ იქმნები ურწმუნო, არამედ სხუათა მათთანა ირწმუნე, მაშინ თომა ღაღადჰყო: შენ ხარ უფალი და ღმერთი ჩემი, დიდება აღდგომასა შენსა.
შემდგომად რვისა დღისა აღდგომისა შენისა იესო მეუფეო…
დიდება, ხმა ვ.
შემდგომად რვისა დღისა აღდგომისა შენისა იესო მეუფეო, მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, გამოეცხადე უკუე მოწაფეთა შენთა კართა ხშულთა, და მშჳდობა შენი მიანიჭე მათ, ხოლო ურწმუნოსა მოწაფესა სახენი სამსჭუალთაჲ უჩუენენ, და არქუ მას, მოვედ და იხილენ ხელნი და ფერხნი ჩემნი, და უხრწნელი გვერდი ჩემი, ხოლო მას რწმენა შენდა მომართ და ღაღად-ჰყო: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
უმეტესად კურთხეულ ხარ შენ
აწ და.
უმეტესად კურთხეულ ხარ შენ.
დიდება მაღალი
წარვიდეს რა მთად მოწაფენი, ვითარცა უბრძანა მათ…
გრძლად. ტროპარი დღესასწაულისა. კუერექსი და განტევება. ხოლო ამიერ დღითგან იწყების ლიტანია, რომელ არს განსვლა სტოვასა შინა, ესრეთვე და სტოდიერი ღირსისა, მამისა ჩუენისა თეოდორე სტოდიელისა, რომელსა ზედა ვგალობთ. დიდება, აწდად, გერსა სახარებისასა. ხმა ა.
წარვიდეს რა მთად მოწაფენი, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, იხილეს იგი და თაყუანის-ცეს მას, და ხელმწიფება იგი მისი დიდი ისწავეს, და სოფლად წარივლინნეს, აღდგომისათჳს და ამაღლებისა, და ნათლის-ცემად წარმართთა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა-წმიდისათა, და უკუნისამდე მათ თანა ყოფაჲ აღუთქუა მათ, უტყუელმან ქრისტემან ღმერთმან, და მაცხოვარმან სულთა ჩუენთამან.
უწყოდეთ, რამეთუ ლიტანია სტოვასა შინა იქმნების უწინარეს…
უწყოდეთ, რამეთუ ლიტანია სტოვასა შინა იქმნების უწინარეს პირველისა ჟამისა, და სტოდიერი სტოდელისა. ესრეთ ჟამი ა, და შემდგომი ჩვეულებისაებრ, და აღესრულების განტევებაჲ. უწყებულ იყავნ, რამეთუ აკოლოთიასა დამთხვეულთა წმიდათასა, რომელიცა შეხვდებიან კჳრიაკეთა შინა წმიდისა ერგასისათა, ვგალობთ სერობათა ზედა. ხოლო ლიტურგია იქმნების ადრე შრომისათჳს ღამისთევისა. და ჟამნი გ. და ვ. სამ-სამი იგი ფსალმუნნი ითქმიან ტიპიკონისაებრ მათისა სტოვასა შინა. და მათ ზედა ვიტყვით ტროპარსა და კონდაკსა დღესასწაულისასა.
გვაკურთხენ მეუფეო
ხოლო უწყებულ იყავნ, ახალ კჳრიაკითგან, ვიდრე წარგზავნადმდე დღესასწაულისა პასექისა, დაწყება ლიტურგიისა იქმნების ესრეთ. ოდეს თქუას დიაკონმან.
გვაკურთხენ მეუფეო.
კურთხეულ არს მეუფება
და მღუდელმან.
კურთხეულ არს მეუფება.
ქრისტე აღდგასა
გალობს თჳთ მღუდელი.
ქრისტე აღდგასა
აღდეგინ ღმერთი
გ-გზის. სდ̅ ტროპარსა, თჳნიერ მუხლთა, რომელ არს
აღდეგინ ღმერთი.
ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ, და…
ესრეთ კუერექსი, და შემდგომი ლიტურგიისა. ხოლო ადგილსა ღირს არსისა, ვგალობთ.
ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ, და კუალად გიხაროდენ, ძე შენი აღდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინნა, ერნო გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი
ესრეთ ძლისპირი.
განათლდი, განათლდი.
შიშითა ღმრთისათა
ხოლო ოდეს თქუას მღუდელმან.
შიშითა ღმრთისათა,
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი…
და ჩუენ,
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგუიჩნდა ჩუენ.
აცხოვნე ღმერთო ერი შენი
მღუდელმან.
აცხოვნე ღმერთო ერი შენი.
ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ
და ჩუენ ნაცვლად ტროპარისა ამის, რომელ არს.
ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ.
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო დიდება…
ვგალობთ ქრისტე აღდგასა ა-გზის. და ვიდრე წარგზავნადმდე პასექისა, და სხუა შემდგომი ყოველი იქმნების ლიტურგიისა, ჩვეულებისაებრ. ხოლო განტევებასა ზედა, ოდეს თქუას მღუდელმან.
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო დიდება შენდა.
ქრისტე აღდგასა
და ჩუენ ვგალობთ,
ქრისტე აღდგასა
აკურთხევს სული ჩემი უფალსა. და აქებს სული…
გ-გზის. ესრეთ განტევება ლიტურგიისა ჩვეულებისაებრ. ვიწყებთ სადილის ჟამნთა.
აკურთხევს სული ჩემი უფალსა. და აქებს სული ჩემი უფალსა.
დაბეჭდულით საფლავით
და ნეტარ იყვნენთა ზედა ვგალობთ კანონისაგან დღესასწაულისა, გალობისა გ. და ვ. შემდგომად შესლვისა ტროპარი,
დაბეჭდულით საფლავით,
გამომეძიებელითა მარჯუენითა
დიდება, აწ და, კონდაკი.
გამომეძიებელითა მარჯუენითა.
აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ
სამოციქულო. საქმე მოციქულთა. დასაწყისი იდ. სახარება, იოანესი. დასაწყისი ჲე. განიცადე.
აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ.
ალილუია გ-გზის
ალილუია გ-გზის. ტრაპეზსა ზედა იქმნების დიდი ნუგეშინისცემა ძმათა. და აღვდგებით რა ტრაპეზით, ვიტყვით ზემოწერილსა ყოველსავე, რომელი არს შაბათსა ბრწყინუალისა შვიდეულისასა.