გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-2 შვიდეული · სამშაბათი 1 / 34აღდეგ საფლავისაგან, კართა ხშულთა წარმოუდეგ მოწაფეთა მსხდომარეთა…

აღდგომიდან მე-2 შვიდეული · სამშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 11 წთ

აღდეგ საფლავისაგან, კართა ხშულთა წარმოუდეგ მოწაფეთა მსხდომარეთა…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა მსგავსთა, ხმა დ. მსგავსი. მხნეონი.

აღდეგ საფლავისაგან, კართა ხშულთა წარმოუდეგ მოწაფეთა მსხდომარეთა ყოვლად-ძლიერო, თომა რა ურწმუნო იქმნა, სახე იგი სამსჭუალთა, გვერდისა წყლულებაჲ უჩუენენ მას სახიერო, და მორწმუნე ჰყავ, ვითარმედ შენ ხარ რომელმანცა წყალობით, ჯერ იჩინე ჩუენთჳს ვნება მრავალ-მოწყალე.

დიდსა სიმდაბლესა ჩემსა, და აურაცხელსა წყალობასა ჩემსა, მოხედენ და ნუ ურწმუნო იქმნები, არამედ ირწმუნე მარჩბივ, რქუა თომას მაცხოვარმან, რამეთუ მე თჳთ იგი ვარ, რომელმან ვივნე და აღვდეგ, საფლავისაგან, და მძლავრი ჯოჯოხეთი წარმოვტყუენე, და აღუადგინენ რომელნი შთაენთქნეს მას საუკუნითგან.

გიხილა რა შენ მაცხოვარ, თომა განკრთა და ღაღად-ჰყო: შენ ხარ ღმერთი ჩემი, და უფალი ჩემი, და მრწამს ჭეშმარიტად ვითარმედ, შენ ხარ რომელმან ივნე, და ვნებითა შენითა განკურნენ ვნებანი ჩემნი, და თაყუანის-ვსცემ ძლიერებათა შენთა, და სოფელსა უქადაგებ აღდგომასა შენსა საშინელსა სახიერ.

მოწამეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი…

და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ა.

მოწამეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი, სადა იგი შეკრებულ იყუნეს, და მისცა მათ მშჳდობაჲ, და თომას უბრძანა: მოვედ მოციქულო, და იხილენ ხელნი და ფერხნი ჩემნი, რომელთა დამხსნეს სამსჭუალნი, ჵ კეთილ-ურწმუნოებაჲ თომასი, რომელმან მორწმუნეთა გულნი, სარწმუნოებითა შეუძრავითა აღავსნა, და შიშით ღაღად-ჰყო: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

მოადეგით ერნო სიონსა და მოიცევით იგი, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ა.

მოადეგით ერნო სიონსა და მოიცევით იგი, და მიეცით დიდება მას შინა აღდგომილსა მკუდრეთით, რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, რომელმან მიხსნნა ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთაგან.

რამეთუ განზრახვითა ბოროტითა, და საქმითა უჯეროჲთა, დასჯილ…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.

რამეთუ განზრახვითა ბოროტითა, და საქმითა უჯეროჲთა, დასჯილ ვარ მე მაცხოვარ, გულის-სიტყუაჲ მომმადლე მოქცევისა უფალო, რათა ვხმობდე: მაცხოვნე ქუელის-მოქმედ მაცხოვარ და შემიწყალე მე.

სტადიონსა შინა თქუენმან აღსარებამან წმიდანო, ეშმაკთა ძალნი…

მიწყალენ ჩუენ უფალო მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.

სტადიონსა შინა თქუენმან აღსარებამან წმიდანო, ეშმაკთა ძალნი შეაძრწუნნა, და ცთომისაგან კაცნი გამოიხსნნა ვინაჲცა თავნი რა წარგეკუეთებოდესთ ღაღადებდით, იყავნ უფალო მსხუერპლი ესე სულთა ჩუენთა შეწირულ წინაშე შენსა, რამეთუ შენითა სურვილითა შეურაცხ-ვყავთ, საწუთოჲ ესე, ცხოვრებაჲ კაცთ-მოყუარე.

შემდგომად აღდგომისა შენისა უფალო, და მოწაფეთა შენთა…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

შემდგომად აღდგომისა შენისა უფალო, და მოწაფეთა შენთა ერთად შეკრებულთა, კარნი რა დახშულ იყუნეს, წარმოუდეგ მათ და მშჳდობა მიეც, ხოლო მათ რწმენა, და თომა განიხილა ხელნი და გვერდი შენი, და ესრეთ ღაღად-ჰყო, შენ ხარ უფალი, და ღმერთი, სასოება, და ცხოვრება ჩემი კაცთ-მოყუარე.

დაბეჭდულით საფლავით

აწ განუტევე. ტროპარი დღესასწაულისა.

დაბეჭდულით საფლავით.

და განტევება

და განტევება.

უგალობ ღმერთსა. იიოსებ

სამსაგალობელი ჴმა ა.

უგალობ ღმერთსა. იიოსებ.

ზესთა ბუნებისა ხილუა იხილა სჯულის-მდებელმან, ბუნებით იგი…

გალობა ბ. ძლისპირი

ზესთა ბუნებისა ხილუა იხილა სჯულის-მდებელმან, ბუნებით იგი თჳთ-მგზებარე ცეცხლი ეგზებოდა მაყუალსა, და არა შესწვიდა მას, და შიშით ზარ-განხდილი ესრეთ იტყოდა: წმიდა არს და მართალ სახელი შენი უფალო, სასწაულთა მოქმედო.

უგალობდეთ ერნო ქრისტესა, ღმერთსა, და უღაღადებდეთ, რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს და დაამხუა მტერი, თავი ბოროტთა და საფლავად შთასლვითა და აღდგომითა თჳსითა ცხოველ-ყუნა მკუდარნი, წმიდა არს და მართალ სახელი შენი, უფალო, სასწაულთა მოქმედო.

წმიდა არს უფალი, რომელი მკუდრეთით მესამესა დღესა აღდგა ძლიერებით და მოწაფეთა ეჩუენა ღმრთივ-შუენიერად და გამოუთქმელითა სიხარულითა აღავსნა სულნი მათნი პირველ მწუხარებით აღვსილნი უფალმან სასწაულთა მოქმედმან

დაუსაბამო სიტყუაო დაუსაბამოსა მამისა თანამოსაყდრეო, რომელი ჯუარს-ეცვი…

დიდება

დაუსაბამო სიტყუაო დაუსაბამოსა მამისა თანამოსაყდრეო, რომელი ჯუარს-ეცვი და შეირაცხე მკუდართა თანა და აღდეგ ძლიერებით, სული ჩემი მომკუდარი შეცოდებითა განაცხოველე, რათა გიგალობდე უფალო სასწაულთა მოქმედო.

ეჰა სასწაული, ეჰა საშინელი სასმენელი, რამეთუ ღმერთი…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ეჰა სასწაული, ეჰა საშინელი სასმენელი, რამეთუ ღმერთი შევ, რომელმან დახსნა საკრუელნი სიკუდილისანი ღმრთის-მშობელო ქალწულო, და ხრწნილებისაგან იხსნა ადამიანნი, ჵ ღმრთივ-მიმადლებულო დედუფალო, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათჳს.

სახმილსა რა შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაჲტელნი, ვითარცა…

გალობა 8. ძლისპირი

სახმილსა რა შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაჲტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქრო განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვნებასა შენსა საშინელსა განკრთეს დაბადებულნი და მზე დაბნელდა და აღრაივსე ჯუარსა ზედა მხსნელო, ბნელისა მყოფთა მიეფინა ნათელი ბრწყინუალე ღმრთაებისა შენისა და გიგალობდეს შენ და გაკურთხევდეს.

ზარტეხილ იქმნა ჯოჯოხეთი, გიხილა რა სულითა მისსა მიმართ მიმავალი ყოველთა მეუფეო და საუკუნითგანნი იგი სულნი მოგცნა შეძრწუნებულმან, რომელნი გაკურთხევდენ და აღგამაღლებდენ უკუნისამდე.

აღდეგ მკუდრეთით კაცთ-მოყუარე ეჩუენე მგლოვარეთა ღირსთა დედათა…

დიდება

აღდეგ მკუდრეთით კაცთ-მოყუარე ეჩუენე მგლოვარეთა ღირსთა დედათა ნელსაცხებლის მიმღებთა და ცრემლნი მათნი სიხარულით აღავსენ, ვითარცა ხარ ყოველთა ნუგეშინის-მცემელი და მახარებელ ჰყუენ ქადაქთა შენთა.

იხილე რა შენგან შობილი აღდგომილი საფლავით, აღივსე…

აწ და ღმრთის-მშობლისა

იხილე რა შენგან შობილი აღდგომილი საფლავით, აღივსე სიხარულითა ღმრთის-მშობელო მარიამ, ამისთჳს გევედრებით მას ევედრე რათა ყოველი მწუხარება გულთა ჩუენთა სდ̅ განხადოს და მხიარულ გვყვნეს.

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოასწავა საიდუმლო მაყუალი…

გალობა თ. ძლისპირი

სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოასწავა საიდუმლო მაყუალი მგზებარე ცეცხლითა რომელი არა შეიწვებოდა და აწ გევედრები: დაშრიტე ღმრთის-მშობელო ალი ცოდუათა, რათა გადიდებდე.

გიხილა რა ნებსით ჯუარცმული სჯულიერმან მან ავაზაკმან გიღაღადა: მომიხსენე სასუფეველსა შენსა, ამისთჳს იქმნა მკჳდრ სამოთხისა, და სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა განმართლდა.

გიხილა რა ჯოჯოხეთმან მკუდართა თანა მხსნელო განიგმირა იგი და მოკუდა და წარმოსთხივნა მან მკუდარნი იგი, რომელ შთაენთქნეს და აქებდეს ძლიერებათა შენთა და დიდთა წყალობათა.

მოვიდეს დედანი საფლავსა მხსნელო ნელსაცხებლითა და გიხილეს…

დიდება

მოვიდეს დედანი საფლავსა მხსნელო ნელსაცხებლითა და გიხილეს რა მკუდრეთით აღდგომილი, აღივსნეს სიხარულითა და მიუთხრეს ესე მოციქულთა შენთა ვითარმედ აღდგა მხსნელი და აღადგინა ადამ ნათესავითურთ.

იხილე რა ნათელი მკუდრეთით აღდგომილი ღმრთის-მშობელო და…

აწ და ღმრთის-მშობლისა

იხილე რა ნათელი მკუდრეთით აღდგომილი ღმრთის-მშობელო და იხარებდ და იშუებდ ქრისტეს ქადაგთა თანა, რომელთა თანა გვითხოვე შენდობაჲ ბრალთა ჩუენთა ურიცხუთა სასოო ყოველთა მორწმუნეთაო.

რაჟამს ლოდი იგი

ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი დღესასწაულისა, გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა, ხმა ა. მსგავსი.

რაჟამს ლოდი იგი.

დედანი ცისკარს საფლავად მოიწივნეს, და ანგელოზთა გამოჩინება იხილეს, რამეთუ საფლავი ბრწყინვიდა ცხოვრებითა, და საკჳრუელება განაკრთობდა მათ, ამისთჳსცა წარვიდეს და მოციქულთა უქადაგეს აღდგომა, ვითარმედ ჯოჯოხეთი წარმოსტყუენა ქრისტემან, მხოლომან ყოვლად-ძლიერმან და უძლეველმან და ყოველნი განხრწნილნი მისთანა აღადგინა და დასჯისა იგი შიში დახსნა ჯუარითა.

უკუეთუ მართალი ძლით ცხოვნდეს, მე სადა გამოვჩნდე…

უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

უკუეთუ მართალი ძლით ცხოვნდეს, მე სადა გამოვჩნდე ცოდვილი ესე, რომელმან სიმძიმე და სიცხე დღისა არა ვიტვირთე, არამედ მეათერთმეტისა მის ჟამისა თანა, შემრაცხე სახიერ და მაცხოვნე მე.

ვითარცა კეთილთა მხედართა ერთგონიერებით გრწმენათ წმიდანო, და…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის თჳსთა ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა.

ვითარცა კეთილთა მხედართა ერთგონიერებით გრწმენათ წმიდანო, და მძლავრთა შინებისაგან არა შეძრწუნდით, არამედ წადიერებით მოუხედით ქრისტესა, და აღიღეთ პატიოსანი ჯუარი მისი, და სრულ ჰყავთ სრბაჲ თქუენი, და ძლევაჲ ზეცით შეიწყნარეთ, დიდება განმაძლიერებელსა თქუენსა, დიდება გჳრგჳნოსან მყოფელსა თქუენსა, დიდება რომელი იქმს თქუენ მიერ ყოველთა ზედა კურნებათა.

რომელთა ზღუდედ უბრძოლველად მოგუიგიეს მორწმუნენო ღმრთის-მშობელი მარიამ…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

რომელთა ზღუდედ უბრძოლველად მოგუიგიეს მორწმუნენო ღმრთის-მშობელი მარიამ, მოვედით თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას, რამეთუ აქუს მას კადნიერებაჲ მისგან შობილისა მიმართ, და მეოხ არს და აცხოვნებს რისხვისაგან და სიკუდილისა სულთა ჩუენთა.

თანა დაუსაბამოსა

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ე. მსგავსი

თანა დაუსაბამოსა.

მოციქულსა და მოწაფესა ქრისტესსა, ყოველნი გალობით უგალობდეთ ხსენებასა შინა მისსა, რამეთუ კეთილ-შუენიერ არს ჩუენდა გულის-ხმის-ყოფაჲ მისი, და წყლულებისა განხილვაჲ, რომელმანცა სარწმუნოებით გამოძიება გუარწმუნა, სოფელი განამტკიცა, და ევედრების მაცხოვარსა სულთა ჩუენთათჳს.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და. იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე, და აღდეგ…

სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა ძლისპირითა, მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. შემდგომად გ. გალობისა, წარდგომა თუენისა, დიდება აწ და იპაკო დღესასწაულისა. შემდგომად ვ. გალობისა კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა, და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, დასდებელი. მუხლი დ. ხმა ა.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე, და აღდეგ მკუდრეთით, მშჳდობა ჰყავ ცხოვრებისათჳს ჩუენისა უფალო, ვითარცა მხოლო ყოვლად-ძლიერ ხარ.

ნუ განმაგდებ მე მაცხოვარო ჩემო, მედგრობითა ცოდუათათა…

ბ-გზის.

ნუ განმაგდებ მე მაცხოვარო ჩემო, მედგრობითა ცოდუათათა შეპყრობილსა, განაფრთხუე გულის-სიტყუაჲ ჩემი სინანულად, და შენისა ვენახისა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე, და მომანიჭე მე მეათერთმეტისა ჟამისა მუშაკთა სასყიდელი, და დიდი წყალობაჲ.

ესე მხედარნი მეფისა დიდისანი, წინა აღუდგეს ბრძანებასა…

მოწამეთა

ესე მხედარნი მეფისა დიდისანი, წინა აღუდგეს ბრძანებასა მძლავრთასა, მხნედ შეურაცხყუეს სატანჯუელნი, და საცთური ყოველი დათრგუნეს, და ღირსებით გჳრგჳნოსან იქმნნეს, და ითხოვენ მაცხოვრისაგან მშჳდობასა, და დიდსა წყალობასა.

კართა რა ხშულთა შევიდა უფალი მოწაფეთა თჳსთა…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

კართა რა ხშულთა შევიდა უფალი მოწაფეთა თჳსთა თანა უშიშ ჰყუნა იგინი, და მშჳდობაჲ მისცა მათ, და ჰრქუა თომას: რასა ურწმუნო იქმენ საფლავით აღდგომისა ჩემისათჳს, მოყავ ხელი შენი და განიხილე გვერდი ჩემი, და განიცადე, რათა ურწმუნოებისა შენისაგან, ყოველთა ეუწყოს ვნება, დაფლუა და აღდგომა ჩემი, და შენთანა ღაღად-ჰყონ, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

სახლო ევფრათასო

აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი დღესასწაულისანი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

უგალობდეთ მორწმუნენო, დაუცხრომელად ანგელოზთა თანა, ქრისტეს აღდგომასა, რომელი აღდგა საფლავით მესამესა დღესა, და სოფელი თჳსთა თანა აღადგინა.

თომამ განიხილა გვერდი შენი კეთილსახიერო უფალო, და…

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

თომამ განიხილა გვერდი შენი კეთილსახიერო უფალო, და სარწმუნო იქმნა, და ჩუენცა მისთანა გიღაღადებთ, და ღმერთად და უფლად აღგიარებთ შენ.

მხსნელო ყოველთაო, რომელი მიანიჭებ ერთა შენთა მშჳდობასა…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

მხსნელო ყოველთაო, რომელი მიანიჭებ ერთა შენთა მშჳდობასა, რომელი აღდეგ საფლავით, და სოფელი შენთანა აღადგინე ჯოჯოხეთით ყოვლად-ძლიერო.

კართა ხშულთა შეხუედ ქრისტე, მოწაფეთა შენთა თანა…

დიდება, აწ და. ხმა ვ. იოანე მონაზონისა.

კართა ხშულთა შეხუედ ქრისტე, მოწაფეთა შენთა თანა, და თომა განგებით არა იყო მათ თანა, ვინაცა ეტყოდა მათ დამტკიცებით, ვითარმედ უკუეთუ არა ვიხილო მეუფე, და წყლულებაჲ გვერდისა, ვინა გარდამოხდა სისხლი იგი და წყალი, და წმიდა ნათლის-ღება, რომელისაგან განიკურნა სოფელი, და ვითარმედ არა სული იყო იგი, არამედ ხორც და ძუალ, არა მრწმენეს, არამედ რომელმან სიკუდილი მოკალ, და თომა გულსავსე ჰყავ, უფალო დიდება შენდა.

ტროპარი განსატევებელი. და განტევებაჲ

ტროპარი განსატევებელი. და განტევებაჲ.