ყოვლად-ქებულნო მოწამენო
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი მუხლი ვ. და ვგალობთ დასდებელთა. ხმა ა. მსგავსი
ყოვლად-ქებულნო მოწამენო.
ეტყოდა კაცთ-მოყუარე თომას, მოვედ და იხილე მესამისა დღისა მკუდრეთით აღდგომაჲ ჩემი, ეგრეთუე იხილენ ხელნი ჩემნი დამსჭუალულნი, და გვერდი განღებული, და გრწმენინ ჩემდამო, რომელმან ბუნება კაცთა სდ̅ მივიღე, და მით ვნებანი თავს ვისხენ.
არა უწყოდა თომა მარჩბივმან, განხილვად ხელთა და ფერხთა და სამსჭუალთა, რამეთუ იყო განკრთომილ შიშითა დიდითა, და შეპყრობილ საკჳრუელებითა, მაშინ ხელითა ყოვლად-პატიოსანი გვერდი შენი განიხილა, და ცნა ვითარმედ: ესე არს, რომელისა მიერ ვიხილეთ წარმართთა, საფლავით მესამისა დღისა აღდგომა.
მოვიღებ შუენიერსა სიხარულსა აღდგომისა შენისასა მაცხოვარო ჩემო, ვინაჲთგან თჳთ-მხილუელ ვიქმენ, ეტყოდა თომა, რაჟამს კადნიერებით იკადრა განხილვა გვერდისა, და ღმერთად და უფლად აღგიარებდა, რომელმან ბუნება ჩუენი მიიღე და მით გვიზიარენ ჩუენ.
უფალო, მიუახლებელითა ნათლითა და ბრწყინუალებითა ღმრთაებისა შენისათა…
და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა დ.
უფალო, მიუახლებელითა ნათლითა და ბრწყინუალებითა ღმრთაებისა შენისათა, კართა ხშულთა შეხვედ, რომელნი დაკრძალულ იყუნეს, და დასდეგ შენ შორის, შენთა წმიდათა მოწაფეთა, განაშიშულე შენ გვერდი შენი, და უჩუენენ მათ სახენი იგი ხელთა და ფერხთა წყლულებისანი, ურვისა წუხილთა დახსნად, და განცხადებულად ესრეთ უბრძანე, იხილეთ მეგობარნო არსებაჲ ხორცთა ჩემთა, რამეთუ სულსა ხორც და ძუალ არა ასხენ, და მოწაფე რომელი ორგულებდა არქუ მას, ეჰა საქმე შესაძრწუნებელი, განმიხილე მე, და ვითარცა განიხილა ყოველი, უბრძანე მას, ამიერითგან ნუ ორგულებ, ხოლო მან ხელთა მიერ და თუალთა განხილვითა დარწმუნებულმან, გულის-ხმა-ჰყო ორი ბუნებაჲ შენი ქრისტე, და სარწმუნოებისა მიერ ბრწყინუალისა იძულებულმან ხმა-ჰყო: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომელისაგან აღმოგვიცენდა ჩუენ…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი ჯუარისა. ხმა ა.
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომელისაგან აღმოგვიცენდა ჩუენ უკუდავებაჲ, წყაროსაგან დაუწყუედელისა, გვერდისაგან მაცხოვრისა.
მოვედით ერნო უგალობდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ უფალსა, და…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
მოვედით ერნო უგალობდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ უფალსა, და ვადიდებდეთ მისსა მკუდრეთით აღდგომასა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, რომელმან საცთურისაგან მტერისა სოფელი განათავისუფლა.
ეჰა კეთილისა მის ვაჭრობისა თქუენისა წმიდანო, რამეთუ…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.
ეჰა კეთილისა მის ვაჭრობისა თქუენისა წმიდანო, რამეთუ სისხლნი მისცენით, და ცანი დაიმკჳდრეთ, და საწუთოსა განცდილნი საუკუნოდ მხიარულ ხართ, ჭეშმარიტად კეთილ არს ვაჭრობაჲ თქუენი, რამეთუ განხრწნადნი დაუტევენით, და უხრწნელნი მოიგენით, და ანგელოზთა თანა გალობთ, და ადიდებთ დაუდუმებელად სამებასა ერთ არსებასა.
შეახე თომას ეტყვის უფალი, გვერდსა ჩემსა ხელითა…
დიდება, აწ და. ხმა 8.
შეახე თომას ეტყვის უფალი, გვერდსა ჩემსა ხელითა, და განიცადენ სახენი სამსჭუალთანი, მოვედ და განმიხილე მე სარწმუნოებით, და იქმენ მორწმუნე ჩემდამო, ხოლო თომა თითითა განიხილა რა მეუფე, მეყუსეულად ხმა-ჰყო: შენ ხარ უფალი და ღმერთი ჩემი, სახიერო უფალო, დიდება შენდა.
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრება აღმობრწყინდი ქრისტე, ღმერთო, და…
ესრეთ აწ განუტევე. ტროპარი განსატევებელი.
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრება აღმობრწყინდი ქრისტე, ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომა, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ, დიდითა შენითა წყალობითა.
კუერექსი და განტევება. უწყებულ იყავნ, რამეთუ ოთხშაბათსა…
კუერექსი და განტევება. უწყებულ იყავნ, რამეთუ ოთხშაბათსა და პარასკევსა წინა უსწრობენ დასდებელნი ჯუარისანი, ეგრეთუე წარდგომანიცა, აღდგომისა, მუხლთა და წარდგომა. ამისთჳს, რამეთუ უფალი ჩუენი პირველად ჯუარს-ეცუა, ხოლო შემდგომად მისა აღდგა მკუდრეთით.
ვაქებთ ღმერთსა. იიოსებ
სამსაგალობელი ჴმა ა.
ვაქებთ ღმერთსა. იიოსებ.
წინასაუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და ქალწულისაგან…
გალობა გ. ძლისპირი
წინასაუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და ქალწულისაგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა უღაღადებდეთ, რომელმან აღამაღლე რქა ჩუენი, წმიდა ხარ შენ, უფალო.
წმიდაო წმიდათაო, რათა წმიდა ჰყვნე დაბადებულნი შენნი ძელსა ზედა ჯუარისასა ნებსით ამაღლდი, და შეიწირე ვითარცა კრავი მსხუერპლად მამისა, და სისხლითა საღმრთოჲთა განგუაახლენ მადიდებელად შენდა.
მოუძლურდა ძალი მტერისა და სიკუდილი წარმოიტყუენა და უკუდავ იქმნა კაცთა ბუნება განხრწნილნი სიკუდილითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, და განახლდა სოფელი და ღაღადებს: წმიდა ხარ შენ, უფალო.
ნუ განკრთებით ნეტარნო დედათა მიმართ, იტყოდა ანგელოზი…
დიდება
ნუ განკრთებით ნეტარნო დედათა მიმართ, იტყოდა ანგელოზი, არამედ წარუედით გულს-მოდგინედ და მიუთხართ მოწაფეთა მწუხარეთა გიხაროდენი, ვითარმედ აღდგა ქრისტე, ცხოვრება ყოველთა, და აღდგომა.
გამოჩნდი უზესთაეს ანგელოზთა, რამეთუ შევ ღმერთი ხორცითა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
გამოჩნდი უზესთაეს ანგელოზთა, რამეთუ შევ ღმერთი ხორცითა ჯუარცმული და დაფლული მკუდართა ცხოვრების მიმნიჭებელი ღმრთისა დედაო ქალწულო, რომელსა ევედრე რათა მიხსნნეს მადიდებელნი შენნი.
სახმილი შეცურეულნი სახედ გამოჩნდა საკჳრუელებათა მითხრობითა ბუნებათა…
გალობა 8. ძლისპირი
სახმილი შეცურეულნი სახედ გამოჩნდა საკჳრუელებათა მითხრობითა ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შესწვნა ყრმანი მძლავრ შეთხეულნი, ეგრეთუე ქალწული დაიცვა ღმრთაებისა ცეცხლმან და ჩუენ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ჯუარსა ზედა ამაღლდი მხსნელო ხორცითა და სიკუდილი ნებსით დაითმინე, მზე ბნელად გარდაიქცა და კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო, და ცა და ქუეყანა ზარტეხილნი შეირყინეს, ამისთჳსცა გიგალობთ და ვღაღადებთ: აკურთხევით საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარეთა ნათელი წარუვალი იხილეს მეუფეო, მათდა რა შთახედ სულითა, და საკრუელთაგან სიკუდილისათა განთავისუფლდეს და ხმამაღლად გალობდეს და ხმობდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ცისკარს მსთუად მოვიდეს ღირსნი დედანი საფლავად და…
დიდება
ცისკარს მსთუად მოვიდეს ღირსნი დედანი საფლავად და იხილეს ბრწყინუალე ანგელოზი ნათლისა, რომელმან რქუა მათ: აღდგა მხსნელი, რასათჳს ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღივსენით სიხარულითა და ხმა ყავთ: აკურთხევით საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
ჯოჯოხეთი მოაკუდინა ძემან შენმან და ვითარცა თჳთ…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ჯოჯოხეთი მოაკუდინა ძემან შენმან და ვითარცა თჳთ აღდგა საფლავით ღმრთის-მშობელო ქალწულო, მას ევედრე რათა გვიხსნნეს ჩუენ განმხრწნელთა ცოდუათაგან და სატანჯუელთა მათგან საუკუნეთა, რომელნი ვიტყვით: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
დაუკვირდა საიდუმლო შენი ქალწულო ყოველსა ბუნებასა დაბადებულთასა…
გალობა თ. ძლისპირი
დაუკვირდა საიდუმლო შენი ქალწულო ყოველსა ბუნებასა დაბადებულთასა და იტყოდეს დიდება შობასა შენსა მარიამ უქორწინებელო სძალო, შენ მხოლო დედათა შორის სანატრელ იქმენ.
განკურნებად პირველ-ქმნილისა წყლულებისა ჯუარსა ზედა მოიწყალ, ხოლო მღვიმესა რა ბნელსა დაიდევ აღადგინე ქრისტე ღმერთო საუკუნითგანი მკუდარნი, რომელნი იგი შთანთქა სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან.
იხილა რა მკუდრეთით აღდგომილი უფალი მოციქულთა კრებულმან, შიშით და სიხარულით თაყუანიგცეს, ხოლო შენ არქუ მათ: ვითარმედ აჰა ესერა სრულ იქმნნეს სიტყუანი ჩემნი, ნურღარა იგლოვთ თქუენ არამედ იხარებდით.
სიდონითა წარგრაგნა იოსებ და დაგდუა ახალსა საფლავსა, ხოლო ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მოქლონნი შემუსრენ მხსნელო და აღადგინნენ მკუდარნი, რომელნი შთანთქა სიკუდილმან, პირველ ურჩებითა მით.
იხარებდეს დედანი, ესმათ რა აღდგომაჲ და მოსწრაფედ…
დიდება
იხარებდეს დედანი, ესმათ რა აღდგომაჲ და მოსწრაფედ რბიოდეს, და მოციქულთა უღაღადებდეს ნურღარა ხართ თქუენ მგლოვარე, რამეთუ აღდგა მეუფე, გიხაროდენ, სანატრელნო და განსცხრებოდეთ.
უსაზღუროთა შუენიერებითა შემკული, ვითარცა სიძე სასძლო საფლავით-გამოსრული…
აწ და ღმრთის-მშობლისა
უსაზღუროთა შუენიერებითა შემკული, ვითარცა სიძე სასძლო საფლავით-გამოსრული იხილე ძეჲ შენი, და განიხარე, ამისთჳს გევედრებით უბიწოო, ევედრე რათა მიხსნნეს ჩუენ სატანჯუელთაგან.
ჯუარცმითა შენითა ქრისტე განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა…
ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა, ჯუარისა. ხმა ა.
ჯუარცმითა შენითა ქრისტე განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა ძალი მტერისა, რამეთუ არა ანგელოზმან, არცა კაცმან, არამედ თჳთ უფალმან მაცხოვნენ ჩუენ, დიდება შენდა.
ისააკ მთად აღიყვანა, და იონა სიღრმედ შთაიყვანა…
აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
ისააკ მთად აღიყვანა, და იონა სიღრმედ შთაიყვანა, და ორნივე ვნებასა შენსა გამოსახჳდეს მაცხოვარ, ერთი იგი შეკრვასა და დაკლვასა, და მეორე დაფლუასა, და ცხოვრებასა, მესამისა დღისა აღდგომისა შენისასა, უფალო დიდება შენდა.
წყლულებანი იგი უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის თჳსთა, ღმერთი ისრაელისა.
წყლულებანი იგი უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს-ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთ-მოყუარე გევედრებით.
შენ შუამდგომელად გუაქუ ყოვლად-წმიდაო, და ვედრებითა შენითა…
დიდება, აწ და. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
შენ შუამდგომელად გუაქუ ყოვლად-წმიდაო, და ვედრებითა შენითა ბოროტთაგან ვიხსნებით, ჯუარითა ძისა შენისათა ყოვლადვე დაცულნი, ჯერისაებრ შენ კეთილ-მსახურებით გადიდებთ.
მხედარნი რომელნი
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ა, მსგავსი.
მხედარნი რომელნი.
შეახო რა ხელითა გვერდსა შენსა მიუახლებელსა თომა მარჩბივმან, და არა შეიწვა შეხებითა მით, არამედ იქმნა წყლულთა განმხილუელ, და ეუწყა და იტყოდა: ჩემთჳს განგმერილი შენ ხარ, უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, რომელმან ჩუენთჳს ვნება თავს-იდევ, უფალო დიდება შენდა.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება, აწ და იგივე.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
შენ მაცხოვარ, ძელსა ზედა დამსჭუალულსა, და ცხოვრებისა…
სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა ძლისპირითა მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. შემდგომად გ. გალობისა წარდგომა თუენისა, დიდება აწ და იპაკო დღესასწაულისა. შემდგომად ვ. გალობისა კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა. განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, დასდებელნი მდგომარენი ჯუარისანი. ხმა ა.
შენ მაცხოვარ, ძელსა ზედა დამსჭუალულსა, და ცხოვრებისა ჩუენდა მომცემელსა, ვითარცა მეუფესა და მაცხოვარსა ჩუენსა გიგალობთ, შეგვიწყალენ ჩუენ.
რომელმან ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, და კაცებაჲ აღადგინე აღდგომითა…
ბ-გზის.
რომელმან ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, და კაცებაჲ აღადგინე აღდგომითა შენითა ქრისტე, ღირს მყუენ ჩუენ გულითა წმიდითა დიდებად შენდა.
თქუენ ყოვლად-ქებულნო ღირსნო მარტჳლნო, არცა ჭირმან, არცა…
მოწამეთა
თქუენ ყოვლად-ქებულნო ღირსნო მარტჳლნო, არცა ჭირმან, არცა იწროებამან, არცა სიყმილმან, არცა დევნულებამან, არცა გვემათა, არცა მძჳნვარებამან მხეცთამან, არცა მახვილმან, არცა ცეცხლისა ზარმან, შეგიძლო თქუენ განშორებად ღმრთისაგან, უფროსღა სურვილითა მისითა ვითარცა უცხოჲთა ხორცითა იღუაწეთ ბუნება, დაივიწყეთ, სიკუდილი შეურაცხ-ჰყავთ, ვინაჲცა ღირსად ტკივილთა თქუენთა სასყიდელი მოისთულეთ, და ზეცათა სასუფეველისა მკჳდრად გამოჩნდით, კადნიერება გაქუთ კაცთ-მოყვარისა მიმართ ღმრთისა, ითხოვეთ მშჳდობა სოფლისა, და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.
სადა იგი იყუნეს მოწაფენი, კართა ხშულთა შეკრებულ…
დიდება, აწ და. ხმა 8.
სადა იგი იყუნეს მოწაფენი, კართა ხშულთა შეკრებულ შიშისა მისგან ჰურიათა ერისა, მყის შევიდა მათდა უფალი, და დადგა შორის მათსა, და უბრძანა თომას, მოვედ და იხილე, და განიცადე სახე იგი სამსჭუალთა და წყლულებისა, და განმარტე ხელი შენი, და განიხილე გვერდი ჩემი, და ნუ ხარ ურწმუნო, არამედ სარწმუნოებით ჰქადაგე აღდგომა ჩემი, ყოველთა ცისკიდეთა, რამეთუ ყოველთა ხორციელთა ცხოვრებისათჳს ვივნე, რათა ვაცხოვნო ყოველი სოფელი.
სახლო ევფრათასო
აღვივსენითსა ზედა დასდებელი, ხმა ბ. მსგავსი.
სახლო ევფრათასო.
ჵ საკჳრუელი ახალი, ჵ ყოვლად-დიდებული სახიერება შენი, ვითარ არა შეწვნა ცეცხლმან ღმრთაებისამან, ვითარცა თივა ხელნი იგი მოციქულისანი.
გულსმოდგინედ ჩუენცა ხელნი განვიწმიდნეთ, და ვნებანი განვდევნოთ…
ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
გულსმოდგინედ ჩუენცა ხელნი განვიწმიდნეთ, და ვნებანი განვდევნოთ, და ესრეთ მეუფისა მის გვერდსა შევეხნეთ.
განაახლენ სულო ყოველნი საგრძნობელნი შენნი, საღმრთოთა ხედვითა…
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
განაახლენ სულო ყოველნი საგრძნობელნი შენნი, საღმრთოთა ხედვითა, რამეთუ ესრეთ ნებავს ქრისტესა, აღსრულებად და განახლებად.
იხილე შენ გონიერად, შეცუალება სოფლისა, ჵ სულო…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა. მსგავსი.
იხილე შენ გონიერად, შეცუალება სოფლისა, ჵ სულო ჩემო, და შეამკვენ საგრძნობელნი შინაგანნი შენნი სათნოებითა, და ვითარცა ყუავილითა შეიმკვებოდე.
ესრეთ. კეთილ არს აღსარებად უფლისა
ესრეთ. კეთილ არს აღსარებად უფლისა. ჟამი ა. და განტევებაჲ.