ზეცისა განწესებულთა
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა, ვ. და ვგალობთ დასდებელთა მსგავსთა, ხმა ა. მსგავსი.
ზეცისა განწესებულთა.
სამოსელი სიმართლისა სპეტაკი, ვითარცა თოვლი შეგვემოსა ჩუენ მოწევნულსა ამას დღესა პასექისასა, და ესრეთ სიხარულითა აღვივსენით, რომელთა ვიხილეთ ქრისტეს აღდგომაჲ, რომელი იგი არს მზე სიმართლისა, მკუდრეთით აღდგომილი ჩუენდა, რომელმან ჩუენ ყოველნი ხრწნილებისაგან ბრწყინუალე გვყვნა.
უფალი და მეუფე არს, რომელმან ესე დაბადა, დღე დღესასწაულისა, ვითარცა გალობს დავით, და იტყვის ესრეთ საიდუმლოდ, ვიხარებდეთ ერნო, რომელმან კართა ხშულთა შესლვითა მშჳდობა მისცა, და ჩუენ ცხოვრება მოგუანიჭა.
თომას ურწმუნოებამან, სოფელსა ცხოვრება მიანიჭა, ღმერთი და კაცი, და სიტყუა მამისა გუაუწყა ჩუენ, და ჯოჯოხეთით აღდგომასა გუარწმუნებს ჩუენ, ოდეს კადნიერ იქმნა, და განიხილნა სამსჭუალნი ხელთა და ფერხთანი, რათა არწმუნოს ღმრთაება მისი.
კართა რა ხშულთა შევიდა მხსნელი მოწაფეთა თანა…
და თუენისა გ. დიდება აწ და. ხმა ბ.
კართა რა ხშულთა შევიდა მხსნელი მოწაფეთა თანა, უშიშ ჰყუნა იგინი და მშჳდობა მისცა მათ, და ჰრქუა თომას: რასა ურწმუნო იქმენ საფლავით აღდგომისა ჩემისათჳს, მოჰყავ ხელი შენი, და განიხილენ გვერდი ჩემი, და განიცადენ რათა ურწმუნოებისა შენისაგან ყოველთა ეუწყოს ვნება, დაფლუა და აღდგომა ჩემი, და შენთანა ღაღად-ჰყონ: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
განუკუეთე ზღუდე, ჩუენდა არს პატიოსანი ჯუარი მაცხოვრისა…
სტიქარონსა ზედა დასდებელი, ხმა ა. ჯუარისა.
განუკუეთე ზღუდე, ჩუენდა არს პატიოსანი ჯუარი მაცხოვრისა, და ყოველნი ვცხონდებით, რომელნი მას ვესავთ და თაყუანის-ვსცემთ.
სამწუხრონი ლოცვანი ჩუენნი შეიწირენ წმიდაო უფალო, და…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. აღდგომისა
სამწუხრონი ლოცვანი ჩუენნი შეიწირენ წმიდაო უფალო, და მოგუმადლე ჩუენ მოტევება ცოდუათა, რამეთუ შენ მხოლო ხარ, რომელმან უჩუენე სოფელსა აღდგომა.
მეოხებითა უფალო ყოველთა წმიდათათა, და ღმრთის-მშობლისათა, შენი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.
მეოხებითა უფალო ყოველთა წმიდათათა, და ღმრთის-მშობლისათა, შენი მშჳდობა მომეც ჩუენ, და შემიწყალენ ჩუენ, ვითარცა მხოლოო მოწყალე ხარ.
შეახე, თომას ეტყვის უფალი, გვერდსა ჩემსა ხელითა…
დიდება, აწ და. ხმა 8.
შეახე, თომას ეტყვის უფალი, გვერდსა ჩემსა ხელითა, და განიცადენ სახენი სამსჭუალთანი, მოვედ და განმიხილე მე სარწმუნოებით, და იქმენ მორწმუნე ჩემდა, და ნუ ხარ ურწმუნო, ხოლო თომა თითითა განიხილა რა მეუფე, მეყუსეულად რწმენა და ჴმა-ჰყო: შენ ხარ უფალი, და ღმერთი ჩემი, სახიერო უფალო, დიდება შენდა.
აწ განუტევე. და შემდგომი ჩვეულებისაებრ, ვითარცა ზემო…
აწ განუტევე. და შემდგომი ჩვეულებისაებრ, ვითარცა ზემო წერილ არს.
დიდება ღმერთსა, ამინ
სამსაგალობელი ჴმა ა.
დიდება ღმერთსა, ამინ.
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუედინ ქრისტე, აღმსთობილნი…
გალობა ე. ძლისპირი
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუედინ ქრისტე, აღმსთობილნი შევსწირავთ დღეს გალობასა შენდა, ვითარცა ღმერთი ხარ, რათა წარმიძღვე გზასა მშჳდობისასა შესლვად სასუფეველსა, რომელ აღმითქუა ჩუენ.
ერმან მედგარმან ჰურიათამან ქრისტე, ჯუარსა შეგმსჭუალეს მსგავსად ძუირისმოქმედთა, ხოლო შენ მხსნელო სულგრძელებით თავსიდევ, რომელითა იხსენ ერნი და ნათესავნი, შენთა ვნებათა მგალობელნი.
არა შესცუალენ ბეჭედნი ლოდისანი, აღრასდეგ მკუდრეთით მხსნელო ყოვლად-ძლიერო, ვითარცა იგი პირველ შობასა შენსა ქალწულებისა კლიტენი უბიწონი და მრჩობლ საკჳრუელ ჰყავ ძლიერი ძალი შენი.
უცხო სახითა ხატითა რა იხილეს დედათა საღმრთო…
დიდება
უცხო სახითა ხატითა რა იხილეს დედათა საღმრთო ელვარე ანგელოზი, განკრთეს იგინი, ხოლო მან მიუგო მათ ღმრთივ-ბრყინვალედ და ტკბილად, ვითარმედ ნუ სტირთ, აღდგა უფალი, ახარეთ მოციქულთა.
უფალი ძალთა გვიშევ სძალო უსძლოო, რომელმან დასცა…
აწ და ღმრთის-მშობლისა.
უფალი ძალთა გვიშევ სძალო უსძლოო, რომელმან დასცა უძღები ჯოჯოხეთი, და აღდგა მკუდრეთით და თანა აღადგინა ადამიანნი დამონებულნი მწარედ, და შენ გადიდა თჳსი წმიდა მშობელი.
ყრმანი ბაბილონს შეუწუელნი პირველად, სახე გექმნეს შენ…
გალობა 8. ძლისპირი
ყრმანი ბაბილონს შეუწუელნი პირველად, სახე გექმნეს შენ ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთაებისა და დაგიცვა შენ უვნებელად უბიწოო, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
ნებსით ჯუარცმულსა და საფლავსა დაფლულსა და სიკუდილისა დამთრგუნველსა ქრისტესა და მესამისა დღისა მკუდრეთით აღდგომილსა, და ეშმაკისა მყის მომაკვდინებელსა ყოველი ერი, მარადის მადლობით ვაკურთხევდეთ.
პირველ დედათა ეჩუენე აღდგომილი და სახარება მოციქულთა ხელთ-უდევ და ვინა იგი შემოხდა მწუხარება მიერვე საღმრთო სიხარული მოგუფინე ქრისტე მაცხოვარ, ამისთჳს გაკურთხევთ შენ.
უძლეველითა ძლიერითა ძალითა შენითა, ძალი უძლური სიკუდილისა ჯოჯოხეთისა სატუხელი უფლება ერთბამად დახსენ და დაარღვიე ქრისტე, ამისთჳს მხსნელო მარადის გაკურთხევთ შენ.
უბრძანე მხსნელო ქადაგთა შენთა და არქუ აღრადეგ…
დიდება
უბრძანე მხსნელო ქადაგთა შენთა და არქუ აღრადეგ მკუდრეთით ღმრთაებისა ძალითა, უქადაგეთ თქუენ ყოველსა ქუეყანასა ღმრთაება ჩემი, და განხადეთ საცთური ღმერთთა მტყუართა, რათა მაკურთხევდენ მე.
ვითარცა ცათა მაღალთა უმაღლესი და ქერუბიმთა და…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ვითარცა ცათა მაღალთა უმაღლესი და ქერუბიმთა და ძალთა ზეცისათა უზესთაესი და უპატიოსნესი დაბადებულთა ყოველთა უაღრესი ჩუენთჳს ოხასა ნუ დააცადებ სძალო.
ჯერ არს დუმილი ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით…
გალობა თ. ძლისპირი
ჯერ არს დუმილი ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს ღმრთის-მშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევწიროთ შესხმა, რომელითა გადიდოთ შენ.
სცროდეთ ღრუბელნო დღეს ზეცით სიხარულსა და იშუებდით ყოველნი დაბადებულნი, რამეთუ ქრისტე ჯუარცმული აღდგომილ არს, რომელმან დახსნა ხრწნილება სიკუდილისა და უხრწნელება და უკუდავება მოგუცა.
რომელთა თანა იგი მოაქუნდა სუნნელება ღირსთა დედათა ეტყოდა ანგელოზი, რასა ეძიებთ ცხოველსა მკუდართა თანა, აჰა ესერა აღდგა და განანათლა ცა და ქუეყანა თანა მკჳდრითურთ მათით.
ღმრთისა ჩუენისა აღდგომა ღმრთივ-ბრწყინუალე უფროს ნათლისა მზისა…
დიდება
ღმრთისა ჩუენისა აღდგომა ღმრთივ-ბრწყინუალე უფროს ნათლისა მზისა განათლებული, განბრწყინვებულ ჰყოფს მორწმუნეთა მათ სულთა და ღირს ჰყოფს უკუნისამდე ცხოვრებასა საუკუნესა სიწმიდით მგალობელთა.
მომკუდარნი ესე შეცოდებათა მიერ, რომელმან გვიშევ ცხოვრება…
აწ და ღმრთის-მშობლისა
მომკუდარნი ესე შეცოდებათა მიერ, რომელმან გვიშევ ცხოვრება საუკუნო განგუაცხოველენ და ღირს-გუყუენ აღსრულებად სათნოებათა ცხოვრებისა მიზეზთა, რათა მარადის გნატრიდეთ ღმრთის-მშობელო.
რაჟამს ლოდი იგი
ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა, გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ა. მსგავსი.
რაჟამს ლოდი იგი.
ჯუარისა შენისა ძელსა თაყუანის-ვცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველთა ცხოვრება მას ზედა დაემსჭუალე მაცხოვარ, და მორწმუნესა ავაზაკსა სამოთხე განუღე, და საშუებელი მიანიჭე, რამეთუ აღგიარა შენ და ღაღადებდა: მომიხსენე მე უფალო, ჩუენცა შეგვიწყალენ ვითარცა იგი, რომელნი ვღაღადებთ: ვცოდეთ ყოველთა, ნუ უგულებელს-გვყოფ ჩუენ, წყალობითა შენითა.
მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა სცვიდეს მაცხოვარ, ელვარებითა…
აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს. აღდგომისა.
მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა სცვიდეს მაცხოვარ, ელვარებითა ანგელოზისათა მკუდარ იქმნნეს, რომელი დედათა ახარებდა აღდგომასა, და გადიდებდეს შენ დამხსნელსა ხრწნილებისასა, შენ შეგივრდებით საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა მხოლოსა, უფალო დიდება შენდა.
ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა…
საკჳრუელ არს ღმერთი, წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა
ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა შეგიმოსეს შენ უფალო, რამეთუ ტანჯუათა თმენითა უღმრთოთა ერეოდეს, და საღმრთოჲთა ძალითა შეიმოსეს, მათითა მეოხებითა მოგუმადლე ჩუენ, შენი დიდი წყალობაჲ.
მხედარნი რომელნი
დიდება, აწ და. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა, მსგავსი
მხედარნი რომელნი.
უბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ძელსა ზედა მკუდრად მოკიდებულად გხედვიდა რა, ტირილით გეტყოდა და დედობრივ ღაღადებდა, ვითარ დავითმინო რა ესე შეგემთხვია შენ ძეო ჩემო, და ღმერთო ნებსით ვნებულო ყოვლად-სახიერო.
მხედარნი რომელნი
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ა. მსგავსი,
მხედარნი რომელნი.
ნეტარ ხარ შენ მოციქულო თომა, რამეთუ ვნებანი განიხილენ, და პატიოსანი გვერდი უფლისა, ესე არს დიდი საკჳრუელი, რამეთუ ამით ადამ განიკურნა, ეგრეთუე ჩუენ მორწმუნეთა ღმერთი უფალი გამოგვიძიე, სარწმუნოება თჳთ სიტყჳთ თქმული, ყოვლად-ქებულთა მოციქულთაგან, მისი მკუდრეთით აღდგომა გვრწმენა.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება, აწ და იგივე.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
ჯუარისა შენისა მიერ ქრისტე, ერთ-სამწყსო იქმნნეს ანგელოზნი…
სრულად. კანონი დღესასწაულისა ძლისპირითა, მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. შემდგომად გ. გალობისა, წარდგომა თუენის წმიდისა. კონდაკი და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, დასდებელი მუხლი დ. ხმა ა. ჯუარისა.
ჯუარისა შენისა მიერ ქრისტე, ერთ-სამწყსო იქმნნეს ანგელოზნი და კაცნი, და ერთსა შინა შესაკრებელსა ცაჲ და ქუეყანა იხარებს მგალობელი, უფალო დიდება შენდა.
უგალობთ შენსა ქრისტე, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ…
ბ-გზის. აღდგომისა.
უგალობთ შენსა ქრისტე, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ შენსა აღდგომასა.
ღუაწლით-შემოსილთა ქრისტესთა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვსცემდეთ, გალობითა…
მოწამეთა
ღუაწლით-შემოსილთა ქრისტესთა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვსცემდეთ, გალობითა და შესხმითა სულიერითა, ნათელთა სოფლისათა, და ქადაგთა სარწმუნოებისათა, წყაროთა დაუწყუედელთა, რომელთაგან აღმოდის მორწმუნეთათჳს კურნება, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, მშჳდობა მოანიჭე სოფელსა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კართა ხშულთა მოწაფეთა შენთა წარმოუდეგ მაცხოვარ, სადა…
დიდება, აწ და. ხმა 8. ანატოლისა.
კართა ხშულთა მოწაფეთა შენთა წარმოუდეგ მაცხოვარ, სადა იგი იყუნეს შეკრებულ, დასდეგ შორის მათსა და ეტყოდი თომას: მოვედ და განიხილე სახე იგი სამსჭუალთა, მოიღე ხელი შენი და შეახე გვერდსა ჩემსა, და ნუ იქმნები ურწმუნო, არამედ იქმენ მორწმუნე, და უქადაგე ყოველსა სოფელსა მკუდრეთით აღდგომა ჩემი.
დაემსჭუალე რა ჯუარსა ზედა, განუღე კაცთა სამოთხე…
აღვივსენითსა ზედა, დასდებელი დღესასწაულისა, ხმა დ. მსგავსი. მხნეონი
დაემსჭუალე რა ჯუარსა ზედა, განუღე კაცთა სამოთხე, და მკუდარნი შენთანა აღადგინენ ცხოვრებაო ჩუენო, აღრასდეგ მკუდრეთით, სიკუდილი წარმოსტყუენე ძლიერებითა შენითა, და შეაერთენ ზეცისა ძალნი ქუეყანისათანი და აღავსენ გუნდნი მოციქულთანი ძლიერო სიხარულითა აურაცხელითა, სიტყუაო ღმრთისაო, და მათ მიერ სოფელსა აუწყე ძლიერებაჲ შენი.
ხრწნილება დაეცა, და უხრწნელება აღმოეცენა, და კრულებანი…
ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
ხრწნილება დაეცა, და უხრწნელება აღმოეცენა, და კრულებანი ჟამთანი განხსნილ იქმნეს, ცანი და ქუეყანა და ქუესკნელი ერთბამად იხარებენ, ვინაჲთგან აღდგა რა ქრისტე წარტყუენილ იქმნა სიკუდილი, ხოლო სიხარული დღეს გამოჩნდა, კართა რა ხშულთა შეხუედ ცხოვრების-მომცემელო.
დღე ესე რომელ ჰქმნა უფალმან განვიხაროთ სიხარულითა…
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
დღე ესე რომელ ჰქმნა უფალმან განვიხაროთ სიხარულითა, რამეთუ აღდგა რა ცხოვრების-მომცემელი, ჯოჯოხეთი წარტყუენილ იქმნა, მოციქულთა გუნდთა ესმათ სიხარული, განიხილა რა გვერდი შენი ურწმუნომან თომა, და აღგიარა ორ ბუნებად.
შეახე, თომას ეტყჳს უფალი, გვერდსა ჩემსა ჴელითა…
დიდება, აწ და. ხმა ე.
შეახე, თომას ეტყჳს უფალი, გვერდსა ჩემსა ჴელითა შენითა, და განიცადენ სახენი სამსჭუალთანი, მოვედ და განმიხილე მე სარწმუნოებით, და იქმენ მორწმუნე ჩემდა, და ნუ ხარ ურწმუნო, ხოლო თომა თითითა განიხილა რა მეუფეჲ, მეყუსეულად ხმა ჰყო და რწმენა, და სთქუა: შენ ხარ უფალი, და ღმერთი ჩემი, სახიერო უფალო, დიდება შენდა.
ესრეთ. კეთილ არს აღსარება უფლისა
ესრეთ. კეთილ არს აღსარება უფლისა. ჟამი ა. და განტევება.