გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-2 შვიდეული · ხუთშაბათი 1 / 32რაჟამს ძელისაგან

აღდგომიდან მე-2 შვიდეული · ხუთშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 11 წთ

რაჟამს ძელისაგან

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა მსგავსთა. ხმა ბ. მსგავსი.

რაჟამს ძელისაგან.

წიაღნი მამისანი არა დაუტევენ, და გამოჩნდი ქუეყანასა ზედა, ხორცნი შეისხენ სახიერებით ქრისტე ღმერთო, რომელმან გინებანი და სიკუდილი თავს-იდევ, და აღდეგ მესამესა დღესა ვითარცა ყოვლად-ძლიერი, და შეხუედ კართა ხშულთა, მაშინ საღმრთოსა გვერდისა შენისა, განხილვაჲ თომას უბრძანე, ხოლო რაჟამს განიხილა სიხარულით ღაღად-ჰყო, ცხოვრების-მომცემელო უფალო დიდება შენდა.

ჯუარსა ზედა დამსჭუალვითა დაემსჭუალე მაცხოვარ, ხოლო ყოვლად-პატიოსანი გვერდი შენი ლახურითა განგმერილ იქმნა, ეგრეთუე ნაღვლისაცა გემო იხილე, სიკუდილი დაითმინე, და საფლავსა დაიდევ ვითარცა მკუდარი, და ვითარცა ღმერთმან შემუსრენ საკრუელნი ჯოჯოხეთისანი, და შენთანა აღადგინენ პირველ შესვენებულნი, ვინაჲთგან არა დაჰხსნენ საფლავისა ბეჭედნი, მაშინ გამოუცხადე მოწაფეთა აღდგომაჲ შენი.

პასექი ახალი დღესასწაულისა, პასექი საღმრთო, პასექი საიდუმლო ცხოვრებისა, პასექი უკუდავებისა რომელი მიგვიყვანებს ცხოვრებად, პასექი ყოველისა ბოროტისა განმდევნელი, პასექი მადლისა მომნიჭებელი, რომელი მიანიჭებს ყოველთა სიხარულსა, და აწ თომა ესრეთ ღაღადებდა: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, რომელმან წარმოსტყუენე ჯოჯოხეთი და უფლებ ზეცათა შინა.

ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ სარწმუნოება შვა ურწმუნოებამან…

და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა დ.

ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ სარწმუნოება შვა ურწმუნოებამან, პირველ იტყოდა თომა, უკუეთუ არა ვიხილო არა მრწმენეს, ხოლო განიხილა რა გვერდი ხორცთ-შესხმული, ღმრთის-მეტყველა ძედ მამისა, და ცხადად ქადაგა, ვითარმედ ხორცითა ივნო ჩუენთჳს და აღდგა მკუდრეთით, და ესრეთ ღაღად-ჰყო ბრწყინუალითა ხმითა განკჳრვებით და თქუა: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

ვნებითა მით შენითა ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით, და…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. აღდგომისა. ხმა ა.

ვნებითა მით შენითა ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით, და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით. უფალო დიდება შენდა.

მოციქულთა მრავალ-საგალობელმან ქნარმან, სულისა მიერ წმიდისა აღსრულმან…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.

მოციქულთა მრავალ-საგალობელმან ქნარმან, სულისა მიერ წმიდისა აღსრულმან, სატუხელთა ეშმაკთა შესაწირავნი განაქარვნა, და ერთი ღმერთი ჰქადაგა, წარმართნი მოაქცივნა კერპთა საცთურისაგან, და თაყუანის-ცემა ასწავა სამებისა ერთ არსებისა.

ყოვლად-ქებულნო მოწამენო, თქუენ არათუ ქუეყანამან დაგფარნა, არამედ…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა

ყოვლად-ქებულნო მოწამენო, თქუენ არათუ ქუეყანამან დაგფარნა, არამედ ცათა შეგიწყნარეს, და განგეხუნეს თქუენ სამოთხისა იგი ბჭენი, და შინაგან რა შეხვედით იშუებთ ძალითა მით ცხოვრებისათა, ქრისტესა ღმერთსა ევედრენით, მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ ცეცხლსა თივა შეეხების…

დიდება, აწ და. ხმა დ.

ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ ცეცხლსა თივა შეეხების, და ცხოვრებასა მიიღებს, ოდესმე თომა დასდვა ხელი გვერდსა მას ცეცხლისასა, და არა შეიწვა განხილვითა იესო ქრისტეს ღმრთისათა, და განზრახუა ბოროტი სულისა განიშორა, და დანერგულ იქმნა სარწმუნოებასა ზედა მხურუალედ, და სიღრმით სულისათ ღაღად-ჰყო, შენ ხარ მეუფე და ღმერთი ჩემი, რომელი აღდეგ მკუდრეთით დიდება შენდა.

ესრეთ

ესრეთ. აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო, და შემდგომად მამაო ჩუენოსა, ტროპარი დღესასწაულისა. და განტევება.

გალობა იიოსებისი

სამსაგალობელი ჴმა ა.

გალობა იიოსებისი.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა, საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

გალობა დ. ძლისპირი

საღმრთოსა სახმილავსა ზედა, საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ანგელოზი ნათლისა ძლიერად მეტყველი ესრეთ, ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოველისა მპყრობელი.

ჩუენ განწირულთა, ამათთჳს სიკუდილად მოხუედ ყოველთა ცხოვრებაო ქრისტე და შემუსრე ფლობაჲ ჯოჯოხეთისა და მსგავსად ცხოვართა მოსტაცენ მას სულნი და ვითარცა მეუფემან რა ყოვლად-ძლიერმან შენთანა აღადგინენ.

ღმრთივ-ბრყინვალე ანგელოზი ეტყოდა დედათა ცხოველსა მკუდართა თანა ნუ ეძიებთ, რამეთუ აღდგა ღმრთაებრ, მოვედით და იხილეთ ადგილი, რომელსაცა ისხნეს სუდარი და სახუეველნი მისნი, უთხართ მოწაფეთა.

მოკუდა მძლავრი ჯოჯოხეთი შთასლჳთა ქრისტესითა და იავარ…

დიდება

მოკუდა მძლავრი ჯოჯოხეთი შთასლჳთა ქრისტესითა და იავარ იქმნა და ყოველნი დასჯილნი წარმოსთხივნა და დააცალიერნა მისი უძღები და ყოველთა შემჭამელი უწყალო მუცელი ძალითა საღმრთოთა.

ყოველთა ღმერთმან იესო მსგავსად ტაძრისა შუენიერისა დაიმკჳდრა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ყოველთა ღმერთმან იესო მსგავსად ტაძრისა შუენიერისა დაიმკჳდრა შენ თანნა ქალწულო ღმრთის-მშობელო, ხოლო რაჟამს შთახდა იგი ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა ბნელთა იხსნნა ადამიანნი, ვითარცა ძლიერ არს.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გალობა 8. ძლისპირი

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ.

დიდება ქრისტესა, რომელმან მოკლა მტერი და ქუესკნელი შემუსრა, და განაცხოველნა მკუდარნი, რომელნი შთაენთქნეს მძლავრსა მიზეზითა მცნებისა გარდასვლისათა, მათ თანა ვაკურთხევთ აწ და უკუნისამდე.

ეტყოდა დედათა ელვარე ანგელოზი, აჰა ადგილი სადა დაიდვა უფალი, რომელმან შემუსრნა ჯოჯოხეთი და მოაკუდინა სიკუდილი და ნუ ეძიებთ მას ღირსნო მოკუდავთა თანა.

ჯოჯოხეთი რა შეგემთხვია მაცხოვარ ქუეშე შენსა განმწარდა…

დიდება

ჯოჯოხეთი რა შეგემთხვია მაცხოვარ ქუეშე შენსა განმწარდა და ზარტეხილ იქმნა შენგან, და რაჟამს უბრძანე მოგცნა სულნი რომელნი დაესაჯნეს მას და ერთბამად აქებდეს ძლიერებათა შენთა.

იხილე მკუდრეთით აღდგომილი ქალწულო უაღრეს ბუნებათა შენგან…

აწ და ღმრთის-მშობლისა

იხილე მკუდრეთით აღდგომილი ქალწულო უაღრეს ბუნებათა შენგან ხორცთ-შესხმული ღმერთი და სიხარულითა აღუსებულმან მისსა მადლობა შესწირე, და ჩუენთჳს წყალობა და მშჳდობა ითხოვე.

განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

გალობა თ. ძლისპირი

განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდინ ღმრთის-მშობელო აღდგომასა ძისა შენისასა.

დღესა და ჟამსა მეექუსესა დღეთა და ჟამთა მფლობელმან სიკუდილი საყვედრელი ჯუარსა ზედა თავს-იდევ, ნებსით მოწყალე რათა დააცხრვნე ყვედრებანი ჩუენი და დამაგნე მამასა შენსა ურჩნი კაცთ-მოყუარე.

დაიხსნა მძლავრება და ფლობა ჯოჯოხეთისა, ხოლო ადამიანთა ბუნებამან ძლეულმან ძლევა მიიღო მის ზედა მხსნელო სიმტკიცითა მკლავისა შენისათა, და შიშით და მადლობით გადიდებდეს.

აღმსთობილნი დედანი მოვიდეს მირონითა შემურუად ხორცთა შენთა…

დიდება

აღმსთობილნი დედანი მოვიდეს მირონითა შემურუად ხორცთა შენთა ცხოველს-მყოფელთა ქრისტე და ესმა უსხეულოსა მას წინამძღუარი ცხოვრებისა აღდგომილ არს, გიხაროდენი უთხართ მოციქულთა.

ნათელი ბნელისა მყოფთა შევ დედუფალო, რომელმან დააბნელა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ნათელი ბნელისა მყოფთა შევ დედუფალო, რომელმან დააბნელა მნათობნი ჯუარცმასა თჳსსა, და ქუესკნელს დასჯილნი ეშმაკისანი განანათლნა, შთარახდა მუნ ესე აღდგომილი იხილე და ბრწყინუალედ იხარებდ.

რაჟამს ლოდი იგი

ღმერთი უფალსა ზედა. ტროპარი დღესასწაულისა გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ა. მსგავსი.

რაჟამს ლოდი იგი.

ჯუარსა დაემსჭუალე ყოველთა ცხოვრებაო, და მკუდართა თანა შერაცხილ იქმენ უკუდავო უფალო, აღდეგ მესამესა დღესა მაცხოვარ, და შენთანა აღადგინე ადამი ხრწნილებისაგან, ამისთჳსცა ძალნი ცათანი გიღაღადებენ შენ, ცხოვრების-მომცემელო დიდება საღმრთოსა ვნებასა შენსა ქრისტე, დიდება აღდგომასა შენსა, დიდება გარდამოსლუასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ბრძენნო მონადირენო, კაცთანო რომელთა ღმრთისაგან მიგიღებიეს წყალობაჲ…

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

ბრძენნო მონადირენო, კაცთანო რომელთა ღმრთისაგან მიგიღებიეს წყალობაჲ, აწცა ევედრენით ჩუენთჳს, რომელნი ვხმობთ, აცხოვნე უფალო ერი და ქალაქი შენი, და მოწევნულთა ამათ ჭირთაგან იხსენ მოციქულთა მიერ სახიერო, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

მხედარნი რომელნი

საკჳრუელ არს ღმერთი, წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა მსგავსი.

მხედარნი რომელნი.

ქრისტეს მოწამეთა ვევედრნეთ ყოველნი, რამეთუ ცხოვრებისათჳს ჩუენისა მეოხ არიან იგინი, და ყოველნი მივისწრაფდეთ მათდა სარწმუნოებით, რამეთუ მდიდრად მოგუცემენ ესენი მადლსა კურნებათასა, და დევნიან გუნდსა ეშმაკთასა, ვითარცა მცუელნი სარწმუნოებისა ჩუენისანი.

წინასწარ-მეტყველთა განცხადებულად გქადაგეს დედად ღმრთისა, და ქალწულად…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

წინასწარ-მეტყველთა განცხადებულად გქადაგეს დედად ღმრთისა, და ქალწულად წმიდად გუაუწყეს, ეგრეთუე წმიდათა მოციქულთა სოფელსა უქადაგეს სიწმიდე შენი, და ჩუენ სარწმუნოებით პატივს-გცემთ, და ჭეშმარიტად ღმრთის-მშობლად აღგიარებთ შენ უბიწოო ქალწულო.

მხედარნი რომელნი

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.

მხედარნი რომელნი.

იხილე გვერდი ჩემი, და ნუ იქნები ურწმუნო, სიტყუა ღმრთისა უბრძანებდა თომას, თუალითა იხილე და ხელითა გამოიძიე, სამსჭუალნი და სასწაულნი, და აწ სოფელსა უქადაგე, ცხოვრება და მკუდრეთით აღდგომაჲ ჩემი.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

ღმრთივ-შუენიერისა სიმდაბლისა შენისა მადიდებელნი გიგალობთ ქრისტე, რომელი…

სრულად. კანონი დღესასწაულისა. ძლისპირით მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. შემდგომად გ. გალობისა. წარდგომა თუენისა. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა. აქებდითსა ზედა, დასდებელი მუხლი დ. ხმა ა. აღდგომისა.

ღმრთივ-შუენიერისა სიმდაბლისა შენისა მადიდებელნი გიგალობთ ქრისტე, რომელი იშევ ქალწულისაგან, და განუშორებელ იყავ მამისაგან, ივნე ვითარცა კაცმან, და ნებსით თჳსით ჯუარცმაჲ დაითმინე, აღდეგ საფლავით ვითარცა სიძე სასძლოთ გამოსრული, რათა აცხოვნო სოფელი, უფალო დიდება შენდა.

პეტრეს და პავლეს ერთხმობით შევასხმიდეთ ჩუენ, ლუკას…

ბ-გზის.

პეტრეს და პავლეს ერთხმობით შევასხმიდეთ ჩუენ, ლუკას, მატთეოსს, მარკოზს, იოანეს, ანდრეას, თომას, ბართლომეს, სიმონს კანანელსა, იაკობს, ფილიპეს, და ყოველსა კრებულსა მოწაფეთასა, ღირსად ქებით ვადიდებდეთ.

იხარებდით მოწამენო უფლისა მიერ, რამეთუ ღუაწლი კეთილი…

მოწამეთა.

იხარებდით მოწამენო უფლისა მიერ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ, წინა აღუდეგით მეფეთა, და მძლავრთა ერეოდით, ცეცხლისა და მახვილისაგან არა შეძრწუნდით, და მხეცთა ველურებისაგან, რომელნი შეჭამდეს ხორცთა თქუენთა, არამედ ქრისტესა ანგელოზთა თანა გალობასა შესწირევდით, და ზეცით გარდამო გჳრგჳნნი მოიხუენით, ითხოვეთ მონიჭებად სოფლისა მშჳდობაჲ, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ იოანე მკერდსა სიტყუისასა…

დიდება, აწ და. ხმა დ.

ჵ ყოვლად-დიდებული საკჳრუელი, რამეთუ იოანე მკერდსა სიტყუისასა მიეყრდნა, ხოლო თომა განხილვად გვერდსა საღმრთოსა ღირს იქმნა, ერთმან მან ვრცელნი ღმრთის-მეტყველებისა უფსკრულნი აღმოივსნა, და მიერ მორწყო სოფელი, და კუალად მეორემან გვიჩუენნა ბრწყინუალენი აღდგომისა მისისა სასწაულნი, და ესრეთ იტყოდა: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

სახლო ევფრათასო

აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.

სახლო ევფრათასო.

მწუხარება ვნებათა, და ღელუა გულის-თქმათა, შორს განვდევნოთ ჩუენგან, და ესრეთ აღყვავნეთ არითა სარწმუნოებისათა.

გამოეცხადე მაცხოვარ, საღმრთოთა შენთა მოციქულთა, კარნი რა…

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

გამოეცხადე მაცხოვარ, საღმრთოთა შენთა მოციქულთა, კარნი რა დახშულ იყუნეს, და მით განგუაახლენ ჩუენ, დღეს საღმრთოჲთა სულითა.

აწ შენ ყოველთა მეუფეო, გიხილეთ არა ხოლო…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

აწ შენ ყოველთა მეუფეო, გიხილეთ არა ხოლო თუალითა, არამედ სიყუარულითა გულისათა, და გვრწამ ღმერთად და მეუფედ, და გიღაღადებთ, უფალო, დიდება შენდა.

შემდგომად რვისა დღისა აღდგომისა შენისა იესო მეუფეო…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

შემდგომად რვისა დღისა აღდგომისა შენისა იესო მეუფეო, მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, გამოეცხადე უკუე მოწაფეთა შენთა კართა ხშულთა, და მშჳდობა მიანიჭე მათ, ხოლო ურწმუნოსა მოწაფესა სახენი სამსჭუალთანი უჩუენენ, და არქუ მას: მოვედ და იხილენ ხელნი და ფერხნი ჩემნი, და უხრწნელი გვერდი ჩემი, ხოლო მას ჰრწმენა შენდა მომართ, და ღაღად-ჰყო. უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.

ჟამი ა. და განტევებაჲ

ჟამი ა. და განტევებაჲ.