კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი
მღუდელმან.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი.
ქრისტე აღდგასა
ხოლო ჩუენ ვიტყვით.
ქრისტე აღდგასა,
წმიდაო ღმერთო, შემდგომად მამაო ჩუენოსა, უფალო შეგვიწყალენ
გ-გზის, ესრეთ.
წმიდაო ღმერთო, შემდგომად მამაო ჩუენოსა, უფალო შეგვიწყალენ
მოვედით თაყუანის-ვსცეთ
იბ, დიდება, აწ და.
მოვედით თაყუანის-ვსცეთ
შემდგომად შენისა საფლავით აღდგომისა, და ცხოვრების-მომცემელისა მოციქულთა…
გ-გზის. და ვიტყვით თ. ჟამნსა, ჩვეულებრსა სამ ფსალმუნსა. ტროპარი, და კონდაკი დღესასწაულისა. ესრეთ ვგალობთ მწუხრსა, თჳნიერ ფსალმუნებისა. უფალო ღაღად-ვყავსა, ვგალობთ ხმასა ზედა, ა. დასდებელი მუხლი ვ. დღესასწაულისა გ. ხმა ა. მსგავსი ყოვლად-ქებუნლო მოწამენო.
შემდგომად შენისა საფლავით აღდგომისა, და ცხოვრების-მომცემელისა მოციქულთა ხილვისა, ვითარ იგი არა დახსენ ბეჭედნი საფლავისანი ქრისტე, ეგრეთუე შეხუედ კართა ხშულთა, მოწაფეთა შენთა თანა, და მიანიჭე მათ სიხარული, და სული შენი ჭეშმარიტი მიმადლე მათ, აურაცხელითა წყალობითა შენითა.
თომა რომელი იყო მარჩბივ, არა იყო მოსრულ, ოდეს ეჩუენე მოწაფეთა მათ შენთა უფალო, ამისთჳს არა რწმენა აღდგომა შენი, რომელთაცა გიხილეს შენ, უთხრობდეს მას ვითარმედ ვიხილეთ ჩუენ უფალი, ხოლო იგი ესრეთ იტყოდა: უკუეთუ არა ვიხილო ხელითა ჩემითა გვერდი მისი სამსჭუალთა მიერ განმსჭუალული, არა სადა მრწმენეს აღდგომა მისი.
ვითარცა გნებავს შემახე, უბრძანებდა ქრისტე თომას. დასდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა და მიცან მე, რამეთუ ხორც და ძუალ მასხენ მე, ვითარმედ ხორცი კაცობრივი არს ხორცნი ჩემნი, და ნუ იქმნები ურწმუნო, არამედ სხუათა მათ თანა ირწმუნე, ხოლო მან ღაღად-ჰყო: შენ ხარ უფალი და ღმერთი ჩემი, დიდება აღდგომასა შენსა.
რომელი ბჭეთა ხშულთა, მოწაფეთა კრებულსა თანა, შეხვედი…
და თუენის წმიდისა, მსგავსადვე გ. დიდება წმიდისა უკუეთუ აქუნდეს, ხოლო უკუეთუ არა. დიდება, აწ და დღესასწაულისა. ხმა ა.
რომელი ბჭეთა ხშულთა, მოწაფეთა კრებულსა თანა, შეხვედი ცხადად ყოვლად-ძლიერო იესო შენ ღმერთო ჩუენო, და დასდეგ შორის მათსა, მშჳდობა მიეც და აღავსენ სულითა წმიდითა, ხოლო დადგრომა უბრძანე და არა სადა განშორება იერუსალიმისა, ვიდრემდის შეიმოსონ ძალი მაღლით გარდამო, ამის-თჳსცა გიღაღადებთ: განმანათლებელო და აღდგომაო, და მშჳდობაო ჩუენო, უფალო დიდება შედა.
ნათელი მხიარული
შესლვად.
ნათელი მხიარული.
ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი…
წარდგომა დიდი. ხმა ზ.
ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი, შენ ხარ ღმერთი, რომელმან ყვი საკჳრუელი.
აუწყე ერთა შორის ძალი შენი
მუხლი.
აუწყე ერთა შორის ძალი შენი.
და ვთქუა, აწღა მიწყიეს, ესე არს განახლება…
მუხლი.
და ვთქუა, აწღა მიწყიეს, ესე არს განახლება მარჯუენისა მაღლისა.
მოვიხსენე საქმეთა უფლისათა.
ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი…
და კუალად.
ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი, შენ ხარ ღმერთი რომელმან ყვი საკრუელი.
ვსქთვათ ყოველთა
ესრეთ კუერექსი.
ვსქთვათ ყოველთა.
ღირს მყუენ ჩუენ უფალო.
აღუსრულოთ სამწუხრო
და კუერექსი.
აღუსრულოთ სამწუხრო.
სამწუხრონი ლოცვანი ჩუენნი, შეიწირე წმიდაო უფალო, და…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი. აღდგომისა. რვა ხმათა. ხმა ა.
სამწუხრონი ლოცვანი ჩუენნი, შეიწირე წმიდაო უფალო, და მოგუმადლე ჩუენ მოტევება ცოდუათა, რამეთუ შენ მხოლო ხარ, რომელმან უჩუენე სოფელსა აღდგომა.
რამეთუ უფსკრულ მრავალ არიან, ცოდუანი ჩემნი მაცხოვარ…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. სინანულისა
რამეთუ უფსკრულ მრავალ არიან, ცოდუანი ჩემნი მაცხოვარ, და მძჳნვარედ დანთქმულ ვარ უსჯულოებათა შინა ჩემთა, მოყავ ხელი შენი და მაცხოვნე მე, ვითარცა პეტრე ღმერთო, და შემიწყალე მე.
მეოხებითა უფალო, ყოველთა წმიდათათა და ღმრთის-მშობლისათა, შენი…
მიწყალენ ჩუენ უფალო მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.
მეოხებითა უფალო, ყოველთა წმიდათათა და ღმრთის-მშობლისათა, შენი მშჳდობაჲ მომეც ჩუენ, და შემიწყალენ ჩუენ, ვითარცა მხოლო მოწყალე ხარ.
შემდგომად რვისა დღისა აღდგომისა შენისა ქრისტე, ეჩუენე…
დიდება, აწ და. ხმა ა.
შემდგომად რვისა დღისა აღდგომისა შენისა ქრისტე, ეჩუენე მოწაფეთა შენთა, ადგილსა მას სადა იყუნეს შეწყდომილ, და ესრეთ ხმა უყავ მათ, მშჳდობა თქუენ თანა, და ურწმუნოსა მოწაფესა, უხრწნელი გვერდი და სახენი სამსჭუალთანი უჩუენენ, და სარწმუნოებით ღაღად-ჰყო. უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი დიდება შენდა.
დაბეჭდულით საფლავით, ცხოვრება აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და…
შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, ტროპარი დღესასწაულისა, უკუეთუ იყოს ტროპარი წმიდისა, სთქუა პირველად მისი. შემდგომად მისა, დიდება, აწ და, დღესასწაულისა.
დაბეჭდულით საფლავით, ცხოვრება აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა, წარმოუდეგ ყოველთა აღდგომა, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ, დიდითა შენითა წყალობითა.
ღირს არსისა
და განტევება.ესრეთ უკუე იქმნების აკოლოთია მწუხრისა, ყოველსა კჳრიაკესა წმიდისა ამის ერგასისასა. ამიერ დღითგან ვიტყვით მცირესა სერობასა, და მას ზედა ვგალობთ კანონსა სავედრებელსა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისასა, რუა-ხმათაგან, და სამსაგალობელთა ზატიკის დღისათა, ქმნილსა უფლისა იოსებისსა. ხოლო სადაცა წაიკითხვის სამსაგალობელი ზატიკისა, მუნ დაიტევების რუა-ხმათა ღმრთის-მშობლის კანონისა გალობაჲ. შემდგომად
ღირს არსისა
წმიდაო ღმერთოსა
და შემდგომად
წმიდაო ღმერთოსა,
მამაო ჩუენოსა
და
მამაო ჩუენოსა,
ვიტყვით კონდაკსა დღესასწაულისასა, ყოველთავე ამათ დღეთა ერგასისათა
ვიტყვით კონდაკსა დღესასწაულისასა, ყოველთავე ამათ დღეთა ერგასისათა. ხოლო ლიტურგიათა ზედა იგალობების მომიხსენენად კანონისაგან დღესასწაულისა კჳრიაკისა. გალობა რიგზედ თჳთოეულსა დღესა ძლისპირითა მუხლი ვ. ესრეთ: ორშაბათსა. გალობა ა. სამშაბათსა. გალობა დ. ოთხშაბათსა გალობა ე. ხუთშაბათსა. გალობა ზ. პარასკევსა. გალობა 8. და შაბათსა. გალობა თ.
გალობს ამას იიოსებ. ხმა ა
სამსაგალობელი ჴმა ა.
გალობს ამას იიოსებ. ხმა ა.
მარჯუენე შენი უძლეველი ღმრთივ-შუენიერი ღირსად საგალობელ არს…
გალობა ა. ძლისპირი
მარჯუენე შენი უძლეველი ღმრთივ-შუენიერი ღირსად საგალობელ არს, რომელითა შენ უკუდავო ძლიერებით აოტენ მტერნი იგი, და ისრაელთათჳს განუმზადე გზა ზღუასა მეწამულსა.
ძლევისა გალობითა უგალობდეთ ღმერთსა მომკვლელსა სიკუდილისასა და მის თანა აღმადგინებელსა კაცთა ნათესავისასა და უხრწნელებისა და უკუდავებისა მომნიჭებელსა.
შერაიკარ სიკუდილისა საკრუელნი, ძლიერებით განხეთქენ ქრისტე, ღმერთო, და განხსნენ კაცი და აღადგინენ ხრწნილებისაგან და ჯოჯოხეთისა, რათა უგალობდენ სიმტკიცესა შენსა მრავალ-მოწყალე.
მრავალ-მოწყალე ქრისტე რომელი ჩუენთჳს ქუესკნელად შთახედ ნებსით…
დიდება
მრავალ-მოწყალე ქრისტე რომელი ჩუენთჳს ქუესკნელად შთახედ ნებსით თჳსით მდებარე ესე მღვიმესა და უფსკრულსა ბრალთა და ცოდუათასა წყალობითა შენითა აღმადგინე სახიერ.
იხილე რა ქრისტე საფლავით აღდგომილი სიხარულითა აღივსე…
აწ და ღმრთის-მშობლისა
იხილე რა ქრისტე საფლავით აღდგომილი სიხარულითა აღივსე სძალო, მეცა მითხოვე მისგან სახარულევანი გლოვაჲ დედუფალო, რათა მივემთხვივო საღმრთოსა მას ნუგეშინისცემასა.
სახმილსა რა შეთხეულ იყვნენ ყრმანი ისრაჲტელნი ვითარცა…
გალობა 8.
სახმილსა რა შეთხეულ იყვნენ ყრმანი ისრაჲტელნი ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქრო, განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
დახსენ წყევაჲ ჯუარითა მხსნელო, და საფლავად შთასლჳთა დაარღვიე ბნელი იგი სუფევა ჯოჯოხეთისა, ხოლო აღრასდეგ მკუდრეთით ყოველივე ადამიანნი შენთანა აღადგინენ, ამისთჳს გაკურთხევთ უკუნისამდე.
აღრახედ მხსნელო ჯუარსა ზედა მზისა ნათელი დაშრტა, ხოლო ჯოჯოხეთს რა შთახედ ნათელი მიეფინა სულთა დაბნელებულთა კაცთ-მოყუარე, ამისთჳს უგალობთ ძლიერებათა შენთა და აღგამაღლებთ უკუნისამდე.
შეკრული ესე განმხსენ ქრისტე ცოდვისა საკრუელთაგან და…
დიდება
შეკრული ესე განმხსენ ქრისტე ცოდვისა საკრუელთაგან და აღმომიბრწყინვე მე სინანულისა ბრწყინუალება, რომელმან ბნელისაგან იხსენ კაცნი საშინელითა მით აღდგომითა შენითა, რომელსა უგალობთ უკუნისამდე.
რომელმან წიაღთა იტვირთე ღმერთი განკაცებული, მას ევედრე…
აწ და ღმრთის-მშობლისა
რომელმან წიაღთა იტვირთე ღმერთი განკაცებული, მას ევედრე სძალო რათა ხელის-აღმპყრობელ მექმნეს ცხოვრებისა გზათა შეცთომილსა და ბევრეულთა ბრალთაგან მიმოკუეთებულსა რათა გაკურთხევდე უკუნისამდე.
სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოესწავა საიდუმლო, მაყუალი…
გალობა თ. ძლისპირი
სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოესწავა საიდუმლო, მაყუალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწვებოდა და აწ გევედრები: დაშრიტე ღმრთის-მშობელო ალი ცოდუათა რათა გადიდებდე.
გიხილა რა მზემან, მზეო დაუვალო, ჯუარცმული შორის ავაზაკთა, დაბნელდა და მთანი და ბორცუნი ქუეყანისა და ზღვისა თანა შეიძრნეს, და ჯოჯოხეთი შეძრწუნდა და კრულნი განუტევნა, რომელნი ჰქონდეს და გიგალობდეს.
შთახედ ვითარცა მზე ქუეშე ქუეყანისა მზეო დაუვალო და აღმომიბრწყინდი მკუდრეთით აღდგომითა საფლავით და განანათლე შენ საკჳრუელად სავსება ქუეყანისა ცხოვრების-მომცემელო ამისთჳს დაუცხრომელად გადიდებთ.
მხსნელო იესო, რომელმან სიკუდილითა შენითა მოჰკალ მძლავრი სიკუდილი და აღადგინენ მის მიერ მიმძლავრებულნი აღმადგინენ ჩუენცა მღვიმით ქუესკნელით ვნებულთაგან მომკვლელთა და ცოდუათაგან ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
მოვიდეს მენელსაცხებლენი ცისკარს საფლავად და ვითარ არა…
დიდება
მოვიდეს მენელსაცხებლენი ცისკარს საფლავად და ვითარ არა გპოვეს შენ იხილეს ანგელოზი, რომელი ხმობდა და ეტყოდა მათ: ვითარმედ აღდგა უფალი, მიისრაფეთ და უთხართ მოწაფეთა მისთა აღდგომა მისი.
ყოველნი ბუნებანი განკრთებიან საიდუმლოსა ზედა შობისა შენისასა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ყოველნი ბუნებანი განკრთებიან საიდუმლოსა ზედა შობისა შენისასა ღმრთის-მშობელო, რამეთუ შევ შენ ემმანუილ, რომელ არს ჩუენ თანა ღმერთი, რომელმანცა ჯუარცმითა თჳსითა განაღმრთო ბუნებაჲ ჩუენი.
დიდება წმიდასა, და თანა არსსა
ოდეს იგი ყოს მღუდელმან დაწყება.
დიდება წმიდასა, და თანა არსსა.
ქრისტე აღდგა
ვიტყვით
ქრისტე აღდგა
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. ქუეყანასა ზედა მშჳდობა
გ-გზის. წყნარის ხმითა. რამეთუ ესრეთ იქმნების დაწყება ქრისტე აღდეგისა ჟამნობათა ზედა, და მწუხრთა, და სერობათა, ამიერ კჳრიაკისა ცისკრით, ვიდრე ამაღლებადმდე უფლისა. ვითარ უკუე არა საცნაურ არს შუაღამისა ჟამნობისათჳს, ცხად არს, რამეთუ კელიათა შინა ჯერ არს თქმად ვინაჲთგან მუნცა ესრეთვე იქმნების დაწყება. და მეყუსეულად შემდგომად ქრისტე აღდეგისა.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. ქუეყანასა ზედა მშჳდობა.
დაბეჭდულით საფლავით, ცხოვრება აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და…
და ჩვეულებისაებრ ექვს-ფსალმუნი. კუერექსი დიდი. ესრეთ, ღმერთი უფალი, ხმასა ზედა ზ. ტროპარი დღესასწაულისა.
დაბეჭდულით საფლავით, ცხოვრება აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა, წარმოუდეგ ყოველთა აღდგომა, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ, დიდითა შენითა წყალობითა.
მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა სცვიდეს მაცხოვარ, ელვარებითა…
გ-გზის. ესე ტროპარი ითქმის შორის შვიდეულისა ამის სდ̅. და ვფსალმუნებთ კანონსა, წავიკითხავთ სამწუხროსა. ესრეთ ვიკითხავთ ფსალმუნთა ვიდრე კა სექტემბრამდე. შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა ა.
მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა სცვიდეს მაცხოვარ, ელვარებითა ანგელოზისათა მკუდარ იქმნეს, რომელი დედათა ახარებდა აღდგომასა, და გადიდებდეს შენ დამხსნელსა ხრწნილებისასა, შენ შეგივრდებით საფლავით აღდგომილსა, ღმერთსა ჩუენსა მხოლოსა, უფალო დიდება შენდა.
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი…
უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. სინანულისა.
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი, უძღები ესე ქრისტე ვერ ვიკადრებ აღხილუად სიმაღლესა ცისასა, არამედ სასოებითა კაცთ-მოყუარებისა შენისათა ვღაღადებ: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, და მაცხოვნე მე;
ღუაწლთა სიქადულად, და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის თჳსთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა.
ღუაწლთა სიქადულად, და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა შეგიმოსეს შენ უფალო, რამეთუ ტანჯუათა თმენითა უღმრთოთა ერეოდეს, და საღმრთოთა ძალითა ზეცით გარდამო ძლევაჲ შეიმოსეს, მათითა მეოხებითა განმათავისუფლენ ჩუენ უხილავთა მტერთაგან მაცხოვარ, და გვაცხოვნენ ჩუენ.
საკჳრუელსა საკჳრუელებათასა მიმადლებულო, შენ შორის ხედავს ყოველი…
დიდება, აწ და, ღმრთის-მშობლისა.
საკჳრუელსა საკჳრუელებათასა მიმადლებულო, შენ შორის ხედავს ყოველი დაბადებული და იხარებს, რამეთუ მუცლად-იღე უთესლოდ, და შევ გამოუთქმელად, რომელსა მთავრობანი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ. მას ევედრე ღმრთის-მშობელო სულთა ჩუენთათჳს.
მხედარი რომელნი
ესრეთ ვიკითხავთ თარგმანებასა იოანეს სახარებისასა. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმა ა. მსგავსი.
მხედარი რომელნი
შერაახო თომა ხელი გვერდსა შეუხებელსა, და არა შეიწვა შეხებითა, არამედ დაადგრა წყლულსა, მას სარწმუნოებით, და ღაღად-ჰყო: შენ ხარ უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, რომელმან ჩუენთჳს ვნებანი თავს ისხენ, თაყუანის-გცემთ შენ მეუფეო.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება აწ და. იგივე. საკითხავი. ესრეთ.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
უგალობთ შენსა ქრისტე, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ…
სრულად. ფსალმუნი ნ. რამეთუ ესრეთ ვყოფთ ვიდრე ამაღლებადმდე. უფლისა არცა ვიტყვით უმცირესსა უგალობდით უფალსა, არამედ ვიტყვით ვითარცა წერილ არს, ძლისპირთა შინა. ხოლო დაწყებასა ვყოფთ ძლის-პირითგან, რომელთაცა განვაორებთ მგალობელნი, და ტროპართა ვ, და თუენის წმიდისა, მუხლთა დ. შემდგომად გ. გალობისა, კონდაკი, და წარდგომა წმიდისა დიდება, აწ და. წარდგომა დღესასწაულისა. შემდგომად ვ. გალობისა, კონდაკი, დღესასწაულისა, და იკოსი, და ვგალობთ უპატიოსნესსა, შემდგომად თ. გალობისა, განმანათლებელი დღესასწაულისა, ბ-გზის. დიდება წმიდისა უკუეთუ აქუნდეს, აწ და დღესასწაულისა მეორე განმანათლებელი. აქებდითსა ზედა, აღვიღებთ მუხლთა გ. რუა-ხმათასა, და ვყოფთ დ. მუხლად. ხმა ა.
უგალობთ შენსა ქრისტე, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ შენსა აღდგომასა.
სხუა სოფელი მიგელის შენ სულო ჩემო, და…
ბ-გზის. სინანულისა
სხუა სოფელი მიგელის შენ სულო ჩემო, და მსაჯული რომელსა ეგულვების შენთა დაფარულთა და ძჳრთა განქიქება, ნუ-უკუე დაადგრები აქა, არამედ ისწრაფე და ხმობდ მსაჯულისა მიმართ, ღმერთო მილხინე ვითარცა მეზვერესა მას, და მაცხოვნე მე.
ღუაწლით-შემოსილთა ქრისტესთა, მოვედით ერნო, ყოველნი პატივს-ვსცემდეთ გალობითა…
მოწამეთა
ღუაწლით-შემოსილთა ქრისტესთა, მოვედით ერნო, ყოველნი პატივს-ვსცემდეთ გალობითა და შესხმითა სულიერითა, ნათელთა სოფლისათა, და ქადაგთა სარწმუნოებისათა, წყაროთა დაუწყვეტელად, რომელთაგან აღმოდის მორწმუნეთათჳს კურნებაჲ, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, მშჳდობა მოანიჭე სოფელსა შენსა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
თომა რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ…
დიდება, აწ და. ხმა ა.
თომა რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, რაჟამს შეხუედ კართა ხშულთა, მოწაფეთა შენთა თანა, ვინაცა არა რწმენა მას, რომელნი უთხრობდეს შენთჳს, ხოლო შენ მხსნელო არა უღირს იჩინე, ჩუენებად მისა წყლულებაჲ ხელთა და ფერხთა შენთა და გვერდისა, ხოლო მან განიხილა ხელითა, და აღგიარა შენ ღმერთი, არა შიშუელი, და კაცი არა ლიტონი, და ხმა-ჰყო ძლიერად: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი დიდება შენდა.
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა
დიდება შენდა რომელმან მოგუფინე ნათელი კუერექსი.
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
სახლო ევფრათასო
და სხუანი. აღვივსენითსა ზედა დასდებელნი. ხმა ბ. მსგავსნი.
სახლო ევფრათასო.
ბაგითა წმიდითა, ანგელოზთა თანა კაცნი, უგალობდეთ სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა, და სოფლისა თანა აღმადგინებელსა.
გამოუჩნდი მაცხოვარ სამღუდელოთა მოწაფეთა შენთა, კარნი რა…
აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ.
გამოუჩნდი მაცხოვარ სამღუდელოთა მოწაფეთა შენთა, კარნი რა დახშულ იყუნეს, რომელითა განმაახლენ ჩუენ, საღმრთოთა სულითა შენითა.
შენ ყოველთა მეუფეო, გიხილოთ არა თუ თუალითა…
რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შეთანი, და აკურთხნა შვილნი შენნი შენთანა.
შენ ყოველთა მეუფეო, გიხილოთ არა თუ თუალითა, არამედ გულითა სიყუარულითა, და ვითარცა ღმერთსა ჩუენსა სარწმუნოებით გალობით გადიდებთ.
მოწაფეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი…
დიდება წმიდისა უკუეთუ არს. აწ და. ხმა ა.
მოწაფეთა თანა შეურვებულთა, დღესა მერუესა შევიდა უფალი, სადა იგი შეკრებულ იყუნეს, და მისცა მათ მშჳდობაჲ, და თომას უბრძანა: მოვედ მოციქულო, და იხილენ ხელნი და ფერხნი ჩემნი, რომელთა დამსხნეს სამსჭუალნი, ჵ კეთილ-ურწმუნოება თომასი, რომელმან მორწმუნეთა გულნი სარწმუნოებითა შეუძრავითა აღავსნა, და შიშით ღაღად-ჰყო: უფალი ჩემი, და ღმერთი ჩემი, დიდება შენდა.
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრება აღმობრწყინდი ქრისტე ღმერთო, და…
ტროპარი დღესასწაულისა
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრება აღმობრწყინდი ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომა, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ, დიდითა შენითა წყალობითა.
შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო
ესრეთ კუერექსი.
შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო.
რომელი კურთხეულ არს, ქრისტე, ღმერთი ჩუენი
შემდგომად ამისა მღუდელმან.
რომელი კურთხეულ არს, ქრისტე, ღმერთი ჩუენი.
დაამტკიცე ღმერთო და განაძლიერე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი…
გუნდთა თქუან
დაამტკიცე ღმერთო და განაძლიერე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი-უკუნისამდე.
დაბეჭდულით საფლავით
და მეყუსეულად შეუდგინებთ ჟამნსა პირველსა სამ-ფსალმუნსა ჩვეულებისაებრ. ტროპარი და კონდაკი დღესასწაულისა, და წმიდისა. ხოლო უკუეთუ აქუნდეს წმიდასა, მუხლი დ. მაშინ ვიტყვით მხოლოდ კონდაკსა დღესასწეაულისასა უცუალებელად, ხოლო წმიდისა კონდაკსა არა ვიტყვით. და იქმნების განტევება სდ̅, და ჩვეულებისაებრ ლიტანია სტოვასა შინა. ხოლო ამიერითგან იწყების შედეგი ჟამნი ჟამნობათა წესისაებრ ტიპიკონისა. შუენის უწყებად, რამეთუ ვითარითაცა სახითა აღიწერა აქა განგება. კჳრიაკესა მწუხრად, და ორშაბათსა ამას ცისკრისა, ესრეთ იქმნების ყოველსა შინა შვიდეულსა, ვიდრე ამაღლებადმდე უფლისა, ცვალებითა მუხლთა რუა-ხმათათა, და წარდგომათა, ჩვეულებისაებრ. ლიტურგიასა ზედა მომიხსენენი ზატიკისა გალობა ა. დღესასწაულისა. მუხლი ვ. ამიერითგან ყოველსა შინა ერგასსა. შემდგომად შესლვისა. ტროპარი დღესასწაულისა.
დაბეჭდულით საფლავით,
აქებდ იერუსალიმ უფალსა
და ტაძრის წმიდისა. შემდგომად ამისა მდგომარის წმიდისა, უკუეთუ აქუნდეს. ესრეთ კონდაკი ტაძრის წმიდისა, დიდება, წმიდისა და აწ და დღესასწაულისა. გამომეძიებელითა მარჯუენითა. ხოლო ტაძრისა ქრისტესი, და ღმრთის-მშობლისა კონდაკი, არა ოდეს ითქმის სდ̅ ერგასისა ამის დღეთა, სამოციქულო. საქმე დასაწყისი თ. სახარება. იოანესი,დასაწყისი ვ. განიცადე,
აქებდ იერუსალიმ უფალსა.
ყოველთა ამათ შვიდეულთა ესრეთვე ვყოფთ, და სდ̅…
ყოველთა ამათ შვიდეულთა ესრეთვე ვყოფთ, და სდ̅ კჳრიაკეთა ყოველისა ამის ერგასისათა. და სხუა შედეგი ლიტურგიისა და განტევებაჲ.