გულანი
საცდელი · 1.37.0
აღდგომიდან მე-3 შვიდეული · ხუთშაბათი 1 / 37რაჟამს ძელისაგან

აღდგომიდან მე-3 შვიდეული · ხუთშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 12 წთ

რაჟამს ძელისაგან

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. დღესასწაულისა გ. და თუენისა გ. დასდებელი, დღესასწაულისა. ხმა ბ. მსგავსი.

რაჟამს ძელისაგან.

სიტყუანი ესმნეს სიხარულისანი ჭაბუკისა მის, რომელი ჯდა საფლავსა ზედა ღმრთისა სიტყუისასა, მენელსაცხებლეთა მათ, ოდეს საფლავად მოიწივნეს, და რაჟამს იხილეს მათ აღდგომაჲ, და ჯოჯოხეთისა წარმოტყუენაჲ, აუწყეს ღმრთის მქადაგებელთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა რომელი ჩუენთჳს კაც იქმნა.

დანიად განთიად ცისკრად მოსლუად წარვიდენ, შიშით მენელსაცხებლენი დედანი, და მირავიდენ საფლავად მირააქუნდათ მირონი, ცხოვრების-მომცემელისა ქრისტეს-თჳს, და ვითარცა მკუდარსა გოდებდენ, ხოლო მან ჯოჯოხეთისა ძალი დაარღვია, რამეთუ ანგელოზი ეტყოდა მათ, რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, არამედ წარუედით და სოფელსა უქადაგეთ, აღდგომაჲ მისი.

მიგაქუნდა რა მხრითა, რომელი ქერუბიმთა ზედა მჯდომარე არს ნეტარო იოსებ, აწ გიპყრიეს იგი ხელითა შენითა პირველ სოფლისა დამბადებელი, ვითარცა იგი ხედევდ მკუდრად მდებარესა, რომელმან ჩუენ მოკუდავთა მოგუანიჭა ცხოვრებაჲ, და აწ ვიხარებთ, რომელისაცა წინასწარ პატიოსანთა მენელსაცხებლეთა თქუეს აღდგომაჲ მაცხოვრისა.

მოვიდენ საფლავად მაგდალინელი მარიამ და სხუანი იგი…

და თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ა.

მოვიდენ საფლავად მაგდალინელი მარიამ და სხუანი იგი მენელსაცხებლენი დედანი ძიებად მაცხოვრისა, და პოვეს ანგელოზი ვითარცა ელვა ლოდსა ზედა მჯდომარე საფლავისასა, რომელმან რქუა მათ ღმრთივ-ბრწყინუალედ, რად ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ აღდგა იგი ვითარცა თქუა წინასწარ: წარუედით ახარეთ მოციქულთა მისთა, რათა წარვიდენ გალილიას და იხილონ და ხმა-ჰყონ, რომელი აღდეგ მკუდრეთით უფალო, დიდება შენდა.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

აღდგომამან შენმან ქრისტე მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. აღდგომისა. ხმა ბ.

აღდგომამან შენმან ქრისტე მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა, და აღმოუწოდა თჳსსა დაბადებულსა, ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება შენდა.

დიდებულ-ჰყავ ქრისტე მაცხოვარ, სოფელსა შინა თავთა მათ…

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. მოციქულთა.

დიდებულ-ჰყავ ქრისტე მაცხოვარ, სოფელსა შინა თავთა მათ მოციქულთა სახელები, ისწავლნეს ზეცისა გამოუთქმელნი, და მოსცეს ქუეყანისათა ლხინებანი, და აჩრდილნი ხოლო მათნი, ვნებათა და სალმობათა განკურნებდეს, რომელი ეგე მეთევზურთა მიერ საკჳრუელთ-მოქმედებდ, და ჰურიათაგანთა მიერ ღმრთის-მეტყველებდ, სიტყუათა მათ მადლისათა. აწცა მათ მიერ მოწყალეო უფალო, მომეც ჩუენ დიდი წყალობაჲ.

დიდ არს დიდება, რომელ მოიგეთ სარწმუნოებითა წმიდანო…

მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა.

დიდ არს დიდება, რომელ მოიგეთ სარწმუნოებითა წმიდანო მოწამენო, რამეთუ არა ტანჯვითა ხოლო ერეოდით მტერთა, არამედ შემდგომად სიკუდილისაცა სულთა ბოროტთა განსდევნით, და სნეულთა განკურნებთ, მკურნალნო სულთა და ხორცთანო, მეოხ-გუეყუენით უფლისა მიმართ, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

ნელსაცხებელი შეზავეს ცრემლითა, საფლავსა შენსა ზედა დედათა…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

ნელსაცხებელი შეზავეს ცრემლითა, საფლავსა შენსა ზედა დედათა, რამეთუ აღივსნეს სიხარულითა პირნი მათნი, რაჟამს რქუეს მათ: აღდგა უფალი მკუდრეთით.

ესრეთ. აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ტროპარი. და…

ესრეთ. აწ განუტევე. წმიდაო ღმერთო. ტროპარი. და განტევება.

გალობასა უგალობ ღმერთსა

სამსაგალობელი ჴმა ბ.

გალობასა უგალობ ღმერთსა.

მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ…

გალობა დ. ძლისპირი

მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი განხორციელებული ღმერთი და მიხსენ ჩუენ ყოველითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

ჯუარსა ზედა აღხედ მხსნელო შემოსილი ძალითა, შთახედ ჯოჯოხეთად სულითა საღმრთოთა მოწყალე, და გამოიხსნენ პყრობილნი და შენთანა აღადგინენ ყოვლად-ძლიერო.

საშინელად შეფქუენ ბჭენი, და მოქლონნი სახიერ ქუესკნელისანი შეუფქველნი და იავარჰყავ ძალი მისი, ამისთჳს თაყუანის-ვცემთ ძალსა შენსა და სიმდაბლესა მიუწდომელსა.

ხორცთა შენთა შემურუად მოვიდეს მენელსაცხებლენი და პოვეს…

დიდება

ხორცთა შენთა შემურუად მოვიდეს მენელსაცხებლენი და პოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე მხსნელო, და შეძრწუნდეს რა რქუა მათ: გიხაროდენ ღირსნო, რამეთუ აღდგა უფალი.

უზესთაეს ცნობათა იშუა შენგან წმიდა წმიდათა ღმრთის-მშობელო…

აწ და ღმრთის-მშობლისა

უზესთაეს ცნობათა იშუა შენგან წმიდა წმიდათა ღმრთის-მშობელო, რომელი მოსცემს მეოხებითა შენითა აღდგომისა თჳსისა შემსხმელთა შენდობასა ბრალთასა და სიწმიდესა.

რომელმან დაბადა ყოველი სიბრძნითა გამოუთქმელითა სიტყუამან საღმრთომან…

გალობა 8. ძლისპირი

რომელმან დაბადა ყოველი სიბრძნითა გამოუთქმელითა სიტყუამან საღმრთომან და არა რასაგან შექმნა მეტყველნი, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

აღამაღლე კაცთა ბუნებაჲ ჯუარსა ზედა ამაღლებითა მხსნელო და სიმაღლით დაცემული მტერი ქუესკნელთა წყუდიადთა შთახადე და დაფლული რა აღდეგ წარმოსტყუენე სიკუდილი.

ჯოჯოხეთი შემუსრე მხსნელო და პყრობილნი სიმხნით გამოიყუანენ და ადიდებდეს ძალსა შენსა უძლეველსა და აღდგომასა შენსა თაყუანის-ცემდეს აღუსებულნი ნათლითა.

გიხილა რა მწყობრმან წმიდათა მოციქულთამან მკუდრეთით აღდგომილი…

დიდება

გიხილა რა მწყობრმან წმიდათა მოციქულთამან მკუდრეთით აღდგომილი დიდებით ქრისტე მეუფეო, სიხარულითა აღუსებულთა ხმა ყუეს, დიდება აღდგომასა შენსა.

გლოვა შენი ღმრთისა დედაო სიხარულად შეიცვალა, იხილე…

აწ და ღმრთის-მშობლისა

გლოვა შენი ღმრთისა დედაო სიხარულად შეიცვალა, იხილე რა ძე შენი და ღმერთი საფლავით, დიდებით მესამესა დღესა აღდგომილი, ყოველისა სოფლისა განმანათლებელი.

რომელმან შევ მთიები მზისა უბრწყინუალესი ღმერთი, ჴორციელ-ქმნილი…

გალობა თ. ძლისპირი

რომელმან შევ მთიები მზისა უბრწყინუალესი ღმერთი, ჴორციელ-ქმნილი მოსრული ჩუენდა საშოსაგან შენისა, ხორციელად გამოგუიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთჳს ღმრთის-მშობელო სამართლად გადიდებთ.

შორის ორთა ავაზაკთა იხილვე ჯუარცმულად ჵ მრავალ-მოწყალეო და დარაჲდევ მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა წყუდიადსა შინა, და აჩრდილთა სიკუდილისათა დასჯილნი აღადგინენ და აქებდეს შენსა მკუდრეთით აღდგომასა.

არღარა სუფევს სიკუდილი კაცთა ზედა, ვითარცა წერილ არს, ვინაჲთგან ქრისტე აღდგა უკუდავი მეუფე ჩუენი და უძღები მთავრობა ჯოჯოხეთისა წარმოსტყუენა, იშუებდით ცაჲ და ქუეყანა და დღესასწაულობდით.

მიუგო დედათა ანგელოზმან ელვარემან წინაშე საფლავსა მჯდომარემან…

დიდება

მიუგო დედათა ანგელოზმან ელვარემან წინაშე საფლავსა მჯდომარემან, რად ეძიებთ მკუდართა თანა თავისუფალსა ვითარცა რქუა, აღდგა მკუდრეთით, ხოლო თქუენ მოსწრაფედ წარუედით, სიხარულით ახარეთ მოციქულთა აღდგომაჲ მისი.

იქმენ უვრცელეს ცათა ქალწულო, რამეთუ ღმერთი დაიტიე…

აწ და ღმრთის-მშობლისა

იქმენ უვრცელეს ცათა ქალწულო, რამეთუ ღმერთი დაიტიე საშოსა, რომელი იგი დაეფლა სახიერებით სამარესა, და მოკუდავთა უკუდავებაჲ მოჰმადლა, რომელსა თაყუანის-ვცემთ და შენ გალობით გადიდებთ.

უფროსად კურთხეულ ხარ შენ

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა. შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ბ. მსგავსი.

უფროსად კურთხეულ ხარ შენ.

ნელსაცხებელი დაფლვისა მოიღეს დედათა, და ენებათ რათა დაგასხან შენ და შეგმურონ, ხოლო შიშისაგან ჰურიათასა შეპყრობილნი ხედვიდენ მხედართა, რომელნი კრძალულად ცვიდენ საფლავსა შენსა, არამედ უძლური იგი ბუნება დედათა სიმხნედ გამოაჩინეს, რამეთუ აქუნდათ განზრახუაჲ კეთილი შენდა მომართ და სიხარულით ღაღადებდენ: აღდეგ ღმერთო, შეგვეწიენ ჩუენ, და გვიხსენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.

რომელმან მეთევზურნი განაბრძუნენ უფროს რიტორთასა, და ყოველსა…

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

რომელმან მეთევზურნი განაბრძუნენ უფროს რიტორთასა, და ყოველსა ქუეყანასა ქადაგად წარავლინენ, გამოუთქმელითა კაცთ-მოყუარებითა შენითა ქრისტე, მათ მიერ დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, და კურთხევაჲ შენი გარდამოუვლინე მორწმუნეთა შენთა, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.

წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინასწარ-მეტყველნო, მღუდელთ-მთავარნო, მოწამენო, და…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა.

წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინასწარ-მეტყველნო, მღუდელთ-მთავარნო, მოწამენო, და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოება დაიმარხეთ, კადნიერება გაქუთ მაცხოვრისა წინაშე, მას ევედრენით სანატრელნო ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

საღმრთოსა ბუნებისა ზიარ ვიქმნენით, შენ მიერ ღმრთის-მშობელო…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.

საღმრთოსა ბუნებისა ზიარ ვიქმნენით, შენ მიერ ღმრთის-მშობელო მარადის ქალწულო, რამეთუ ღმერთი გვიშევ ჩუენ ხორცთ-შესხმული, ამისთჳს ჯერისაებრ ღირსად გადიდებთ.

ზენათა ძიებითა

შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ბ. მსგავსი.

ზენათა ძიებითა.

დედათა ნელსაცხებელი მოაქუნდათ, და შენ მაცხოვარსა გეძიებდეს გულსმოდგინედ, რათა გუაცხოვნო შენ კაცთ-მოყუარეო, ხოლო საფლავით-გამო ანგელოზი უღაღადებდა, აღდგა ცხოვრების-მომცემელი უფალი, რომელმან ჯოჯოხეთი და სიკუდილი წარმოსტყუენა.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ

დიდება, აწ და. იგივე.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

ანგელოზმან პირველ მუცლად-ღებისა შენისა უფალო, გიხაროდენი სახარულევანსა…

სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა, და სხუანი შემდგომნი, ვითარცა ზემოთ წერილ არს. აქებდითსა ზედა, უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ მდგომარეთა. ხმა ბ.

ანგელოზმან პირველ მუცლად-ღებისა შენისა უფალო, გიხაროდენი სახარულევანსა მოართუა. ანგელოზმანვე ლოდი დიდებულსა საფლავსა შენსა აღდგომასა გარდააგორა, მან მწუხარებისა წილ, სიხარულისა სასწაული გუაუწყა, ხოლო ამან სიკუდილისა წილ, ცხოვრების-მომცემელი ღმერთი გვიქადაგა ჩუენ, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, ქუელის-მოქმედო ყოველთაო, უფალო დიდება შენდა.

უჯეროთა საქმეთა მიერ, ყოველით კერძო შეიწრებულნი, შენდა…

ბ-გზის.

უჯეროთა საქმეთა მიერ, ყოველით კერძო შეიწრებულნი, შენდა მოვივლტით ჭეშმარიტისა ღმრთისა, და ხმასა მოწაფეთა შენთასა შევსწირავთ და ვიტყვით: გვაცხოვნენ ჩუენ მოძღუარ რამეთუ წარვმწყდებით, უჩუენე აწცა მეუფეო მტერთა ჩუენთა ძალი შენი გევედრებით, რამეთუ ჰფარავ ერსა შენსა, და იხსნი ჭირთაგან, ვედრებითა დიდთა მოციქულთა შენთათა, და უგულებელს-ჰყოფ ცოდუათა მათთა, მრავლითა სახიერებითა შენითა.

ყოველნი ქალაქნი და სოფელნი პატივს-ცემენ ნაწილთა თქუენთა…

მოწამეთა.

ყოველნი ქალაქნი და სოფელნი პატივს-ცემენ ნაწილთა თქუენთა ღუაწლით-შემოსილნო მარტჳლნო, რამეთუ თქუენ სჯულიერად იღუაწეთ და გჳრგჳნი ზეცით მოიღეთ და ამისთჳს მღუდელთა ხართ სიქადულ და მეფეთა ძლევა და ეკლესიათა შუენიერება.

მენელსაცხებლენი დედანი მოიწივნეს რა საფლავად, განთიად აქუნდათ…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

მენელსაცხებლენი დედანი მოიწივნეს რა საფლავად, განთიად აქუნდათ ნელსაცხებელი, რათა შემურონ ხორცნი იესოსნი, ხოლო რაჟამს მიიწივნეს საფლავად უფლისა, ურთიერთ-არს იტყოდეს: ვინ გარდაგვიგოროს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა, ანუ სადა არიან ბეჭედნი საფლავისანი, და დასი პილატესი, გინა განკრძალვით დაცუაჲ მათი, ხოლო ანგელოზი აუწყებდა დედათა მათ და ეტყოდა: რასა ჰგოდებთ და ეძიებთ, რომელმან განაცხოველა კაცთა ნათესავი, არამედ აღდგა ქრისტე ღმერთი ჩუენი, ვითარცა ყოვლად-ძლიერი და მოგუანიჭა უხრწნელება და ცხოვრება, დიდითა წყალობითა თჳსითა.

რაჟამს ძელისაგან

აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.

რაჟამს ძელისაგან.

რაჟამს აღდეგ საფლავისაგან ვითარცა ღმერთი, მაშინ მიეც სიტყუაო ღმრთისაო სიხარული მენელსაცხებლეთა დედათა და უბრძანე ნუ შემომეხებით მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა, და ღმრთისა თქუენისა, ხოლო თქუენ წარუედით და უთხართ მეგობართა ჩემთა, ვითარმედ აჰა ესერა წინა-გიძღვი თქუენ გალილეას.

დედათაგან მენელსაცხებლეთა, განთქმულ იქმნა, მკუდრეთით აღდგომაჲ შენი…

გთნდა უფალო ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუე იაკობისი.

დედათაგან მენელსაცხებლეთა, განთქმულ იქმნა, მკუდრეთით აღდგომაჲ შენი ქრისტე, და საღმრთონი მოწაფენი შენნი არა ირწმუნებდეს, ვიდრემდის წარბიოდენ გულსმოდგინედ საფლავად, რათა იხილონ სახუეველნი და სუდარი, რომელი იდვა შეკეცით საფლავსა შინა, ხოლო რაჟამს გეძიებდენ მოციქულნი, ვერ გპოვებდენ, მაშინ აღდგომა ვერ ირწმუნეს, და მქადაგებელნი სოფლად, ესრეთ იტყოდეს, უცხო თესლთა მიმართ, ვითარმედ აღდგა უფალი მკუდრეთით, და აცხოვნა ყოველი სოფელი.

გამოგუიჩნდა ჩუენ ნათელი ბრწყინუალე საფლავისაგან, ქრისტე ღმერთი…

წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს უყუეს.

გამოგუიჩნდა ჩუენ ნათელი ბრწყინუალე საფლავისაგან, ქრისტე ღმერთი, ჯოჯოხეთი წარიტყუენა, ეშმაკი განიდევნა, იხარებდინ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, და განსცხრებოდეთ დაბადებულნი, გალობდ და დღესასწაულობდ ქრისტეს ეკლესიაო, და ბრძნისა იოსებისა და მენელსაცხებლეთა ხსენებასა პატიოსან ვყოფდეთ, და ჯეროვნად აღვიარებდეთ.

რაჲსათჳს ნელსაცხებელს ტირილითა განაზავებთ ღირსნო დედანო მოწაფენო…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

რაჲსათჳს ნელსაცხებელს ტირილითა განაზავებთ ღირსნო დედანო მოწაფენო უფლისანო, ლოდი გარდამოგორვებულ არს და საფლავი დაცალიერებულ, იხილეთ ხრწნილება დახსნილი, და ბრწყინუალედ მოწამედ ბეჭედნი აღუტეხელად, და მძჳნვარედ მცუელნი დაძინებულნი, და დადგინებულნი ურჩთა მათგან, და სახედ მკუდართა დაცემულნი, მოკუდავნი უკუდავ-ჰყუნა ღმერთმან, და აცხოვნა სოფელი, და გოდებს ჯოჯოხეთი მწარედ წარტყუენვისა მისისათჳს, მოგუალეთ მსწრაფლ და ახარეთ მოციქულთა, ვითარმედ მოკლა ქრისტემან სიკუდილი და პირმშო ექმნა მკუდართა, წარუედით და იხილეთ, წინაგიძღვის თქუენ გალილეას.

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი…

კეთილ არსი. და ტროპარნი

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელნი იგი ხორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღდეგ უფალო, მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა.

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ…

დიდება

რაჟამს შთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა. ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ ცხოვრების-მომცემელო ქრისტე, ღმერთო, ჩუენო, დიდება შენდა.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…

აწ და.

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ღაღადებდით: აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

რაჟამს შთახედ საფლავად

უკუეთუ აქუნდეს ტროპარი წმიდასა, ვიტყვით პირველად ტროპარსა.

რაჟამს შთახედ საფლავად.

დიდება, წმიდისა

დიდება, წმიდისა. აწ და. ესრეთ. ჟამი პირველი და განტევება.