რომელი იწოდე
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა სამარიტელისათა მუხლი გ. ხმა დ. მსგავსი.
რომელი იწოდე.
წე̅ ჯურღმულსა რა სდეგ, ჰპოვე სამარიტელი, და ითხოვდი მისგან წყალსა სასმელად, მაშვრალი გზისა სვლისაგან, რათა ასვა ყოველთა ცხოვრებაჲ, ხოლო იგი უმეცარ იყო, ვითარმედ შენ ხარ აღმომაცენებელი წყაროჲსაგან ცხოვრებაჲ და სასმელთა აღმავსებელი, არამედ წარვიდა სოფლად და აუწყა მათ, აჰა ესე არს ძუელსა სჯულსა შინა თქმული მესია ქრისტე, რომელი გამოჩნდა ვითარცა კაცი, და დაფარულნი გულის-სიტყუანი გამომიცხადნა.
ესე არს მესია, ქრისტე, ჭეშმარიტად, რომელი ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, იტყოდა სამარიტელი იგი, და რომელიცა იგი ვქმენ ყოველივე მაუწყა მე, რომელი სიღრმესა გულისა ჩემისასა დადებულ იყო, ყოველივე მითხრა, რომელ მექმნა მე, ხოლო ქალაქი იგი შეკრბა, რათა იხილონ სიტყუისაებრ მისისა თქმული ჭეშმარიტება. ხოლო რაჟამს იხილეს უკვირდათ საკჳრუელებაჲ მისი და რწმენათ მათ, და ადიდებდეს ვითარცა ღმერთსა.
ოდეს მეექუსესა ჟამსა ვითარცა რა მეუფე ხვიდოდი სამოთხესა შინა, მასვე მეექუსესა ჟამსა იხილე ასული ევასი მჯდომარე, სადა იგი იყო წყარო წყლისა და ჯურღმული იაკობისი, და ითხოვდი მისგან სასმელსა, რათა ასვა ერსა შენსა დაბადებულსა, შენი საღმრთო აღმოცენებული წყალი, ხოლო მან მიიღო უხვად და სვა და წარვიდა ქალაქად, და უქადაგა ყოველთა სიმდიდრე შენი.
მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა…
და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ა.
მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა მოხუედ წყაროსა ზედა, რათა განკურნო ცთომაჲ ევა პირველ ქმნილისა, რამეთუ ევა ჟამსა მას განვიდა სამოთხისაგან და ფუფუნებისა გუელისა ცთუნებითა, და ამასვე ჟამსა შინა მოიწია სამარიტელი ვსებად წყლისა, რომელიცა იხილე რა არქუ მას მაცხოვარ, მასვი მე წყალი სასმელად, და მიგცე შენ წყალი ცხოველი. ხოლო იგი მსწრაფლ მირბიოდა ქალაქად გონიერებით, და მეყუსეულად მიუთხრა ერსა, მოვედით და იხილეთ მხსნელი კაცთ-მოყუარე მაცხოვარი სოფლისა. რომელი მოწყალებით აცხოვნებს სულთა ჩუენთა.
ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უფალო, და სიკუდილითა შენითა…
სტიქარონსა ზედა, დასდებელი რუა-ხმათა. ხმა დ.
ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უფალო, და სიკუდილითა შენითა, სიკუდილისა მეუფება მოაკუდინე, და კაცთა ნათესავი ხრწნილებისაგან განათავისუფლე, ცხოვრება და უხრწნელება სოფელსა მოანიჭე.
მოციქულთა გუნდი სულითა-წმიდითა განანათლე ქრისტე, და ჩუენისა…
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
მოციქულთა გუნდი სულითა-წმიდითა განანათლე ქრისტე, და ჩუენისა მწიკული ცოდვისა მათ მიერ განბანე ღმერთო, და შეგვიწყალენ ჩუენ.
კადნიერება გაქუს მაცხოვრისა მიმართ წმიდანო, მეოხ გუეყუენით…
მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ. მოწამეთა
კადნიერება გაქუს მაცხოვრისა მიმართ წმიდანო, მეოხ გუეყუენით ჩუენ ცოდვილთათჳს დაუცხრომელად, და მითხოვეთ შენდობა ცოდუათა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ჯურღმულსა ზედა იაკობისსა მორავიდა უფალი, სამარიტელი ევედრებოდა…
დიდება, აწ და. ხმა ბ.
ჯურღმულსა ზედა იაკობისსა მორავიდა უფალი, სამარიტელი ევედრებოდა სახიერსა: მომეც მე წყალი სარწმუნოებისა, რათა მოვიღო სიხარულისა წყალი, და ხსნაჲ შეცოდებათა ჩემთა, ცხოვრების-მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ ანგელოზისაგან ეუწყათ, უფლისა…
ტროპარი ხმა დ.
ბრწყინუალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ ანგელოზისაგან ეუწყათ, უფლისა მოწაფეთა დედათა, და პირველი იგი წყევა განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკუდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკუდრეთით, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.
გალობა შუენის ღმერთსა
სამსაგალობელი ხმა დ.
გალობა შუენის ღმერთსა.
სიყუარული წყალობისა ძეთა კაცთათჳს ჯუარსა ზედა ამაღლდი…
გალობა დ. ძლისპირი
სიყუარული წყალობისა ძეთა კაცთათჳს ჯუარსა ზედა ამაღლდი და დაბრმეს ჰურიანი, რამეთუ შენ ხარ ქრისტე სიბრძნე ღმრთისა და ძალი მისი.
ამაღლდი რა ჯუარსა ზედა მთანი და ბორცუნი ქუეყანით შეძრწუნდეს, რამეთუ იხილეს მათ უბრალოდ დასჯაჲ შენი ნებსით ჩუენთჳს სულგრძელო.
შთასლჳთა შენითა მხსნელო ძრწოლა შეედვა ჯოჯოხეთს, და მკუდარნი, რომელ ჰქონდეს მოგცნა შიშით და უგალობდეს ძალსა შენს ძლიერსა.
ხედვიდა რა უგულისხმო ერი ჰურიათა ნიშთა შენთა…
დიდება
ხედვიდა რა უგულისხმო ერი ჰურიათა ნიშთა შენთა ურიცხუთა და სასწაულთა მხსნელო, მოგაკვდინეს უღმრთოთა ცხოვრება და აღდგომაჲ.
თვალით მხილუელ იქმენ სძალო ძისა შენისა საფლავით…
აწ და ღმრთის-მშობლისა
თვალით მხილუელ იქმენ სძალო ძისა შენისა საფლავით აღდგომასა, და მოციქულთა თანა იხარებდ და უგალობდ ძალსა მისსა ძლიერსა.
ხელთა განპყრობითა დანიილ მღვიმესა მას შინა მხეცნი…
გალობა 8. ძლისპირი
ხელთა განპყრობითა დანიილ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
გონიერმან მან ავაზაკმან გიხილა რა ჯუარსა ზედა დამსჭუალული დაუკვირდა მას ძლიერება შენი და განგებულება მაცხოვარ და ესრეთ ღაღადებდა მომიხსენე მხსნელო, და ესმა მას ვითარმედ დღეს ჩემთანა იყო სასუფეველსა.
ეჩუენე დედათა მაცხოვარ სახიერებით და არქუ, გიხაროდენ ღირსნო, რათა მწუხარება ევასი განცხადებულად უჩინო ჰყო, და სიხარული მიმადლო კაცთა და იტყოდენ სიხარულით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
ვითარცა ოდესმე ყრმასა მას მიჰმადლე ნათელი ნათლის-მომცემელო…
დიდება
ვითარცა ოდესმე ყრმასა მას მიჰმადლე ნათელი ნათლის-მომცემელო ეგრეთუე აღმიხილენ თუალნი გულისა ჩემისანი ქრისტე განცდად ბრძანებათა შენთა ნათელსა, რათა ვთქუა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
მიხსენ მე გეენისაგან და საუკუნოსა დასჯისა ქალწულო…
აწ და ღმრთის-მშობლისა
მიხსენ მე გეენისაგან და საუკუნოსა დასჯისა ქალწულო, და დახსენ გულის-სიტყუათა ჩემთა ღელუანი ბოროტად აღძრულნი, და მიმიძეღუ ნავთსადგურად მყუდროდ, რათა ხმავყო: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო გამოუკუეთელო…
გალობა თ. ძლისპირი
ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკუეთა შენგან მთაო გამოუკუეთელო ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
განიპყრენ ხელნი ჯუარსა ზედა რათა ხისა მის ცნობადისა მიერ განრთხმულთა ხელთა იგი სულთა განმხრწნელი საცთური დახსნა მხსნელო, ამისთჳს საიდუმლოთა შენთა სიღრმესა ძრწოლით ვადიდებთ.
სიკუდილისა ბჭეთა მოქლონნი შთასლვითა შენითა შემუსრენ და ყოველი ძალი ქუესკნელისა ხელმწიფებით წარმოსტყუენე ქრისტე ღმერთო, და აღდგომითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე.
ეტყოდა მხსნელი, ეჩუენა რა წმიდათა თჳსთა მოციქულთა…
დიდება
ეტყოდა მხსნელი, ეჩუენა რა წმიდათა თჳსთა მოციქულთა, შემდგომად აღდგომისა თჳსისა ქადაგეთ ყოველსა შინა ქუეყანასა, რომელი ესე იხილეთ სიმრავლე ძალთა და სასწაულთა.
იხილე ქრისტე აღდგომილი მენელსაცხებლეთა თანა სძალო და…
აწ და ღმრთის-მშობლისა
იხილე ქრისტე აღდგომილი მენელსაცხებლეთა თანა სძალო და შესცუალე გლოვაჲ სიხარულად, და ადიდებდ მას ხმითა მადლობისათა, ამისთჳს გნატრით ყოველნი და გადიდებთ, მეოხ-გვეყავ ჩუენ.
რომელი ამაღლდი
შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა ა. ხმა დ. მსგავსი.
რომელი ამაღლდი.
რომელი ჩუენთჳს ჯუარს-ეცვი ნებსით, და შერაცხილ იქმენ მკუდართა თანა ცხოვრების-მომცემელო, და აღდეგ მესამესა დღესა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და სიმტკიცე სიკუდილისა შემუსრე ძლიერებითა შენითა, და ყოველნი ჯოჯოხეთისა მყოფნი განაცხოველენ აღდგომითა შენითა, ამისთჳს ყოველნი გალობით, პატივს-ვცემთ აღდგომასა შენსა, უკუდავო უფალო.
მსწრაფლ მეწიე
ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათი. მსგავსი.
მსწრაფლ მეწიე.
მნათობად ცისკიდეთა მოწაფენი შენნი ქრისტე გამოაჩინენ, და მცხინვარებითა ქადაგებისა მათისათა განანათლენ სულნი ჩუენნი, და კერპთა საცთური მათ მიერ უჩინო ჰყავ, ხოლო სწავლითა ღმრთის-მსახურებისათა განაბრწყინვე ყოველი სოფელი, მათითა მეოხებითა ქრისტე, ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ჯუარითა აღჭურვილთა წმიდათა მოწამეთა, მანქანებაჲ ბოროტთ-დასაბამისა მტერისა…
საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მოწამეთა.
ჯუარითა აღჭურვილთა წმიდათა მოწამეთა, მანქანებაჲ ბოროტთ-დასაბამისა მტერისა დაამხუეს ქრისტე ღმერთო ჩუენო, და განბრწყინდეს ვითარცა მნათობნი, და წინა უძღვიან მორწმუნეთა, და მიცემენ კურნებათა სარწმუნოებით მვედრებელთა, მათითა მეოხებითა აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ქალწულო ყოვლად-უბიწოო, რომელმან პირველ-ყოფილი ღმერთი შევ, მას…
დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა.
ქალწულო ყოვლად-უბიწოო, რომელმან პირველ-ყოფილი ღმერთი შევ, მას ევედრე დაუცხრომელად წმიდათა მოციქულთა თანა, რათა მოგუცეს შენდობაჲ შეცოდებათა, და წარმართოს მშჳდობით ცხოვრებაჲ ჩუენი და მომცეს ჩუენ პირველ აღსასრულისა სარწმუნოება და სიყუარული, რათა ჯერისაებრ გადიდებდეთ შენ მხოლოო ყოვლადსაგალობელო.
სასოო სოფლისაო
შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ვ. მსგავსი.
სასოო სოფლისაო.
ვითარ იგი მორწმუნესა მას სამარიტელსა, საღმრთო წყარო შენი აღმოუცენე უფალო, და მიავლინე მის ზედა სახიერება შენი, და ასუ მას სასმელი კეთილ გონიერებისა, ეგრეთუე ჩუენცა ყოველთა გარდამოგუივლინე აწ მადლი შენი, და ცოდუათა მოტევება მოგუანიჭე სახიერ, რათა გადიდებდეთ შენ.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ
დიდება აწ და, იგივე
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...
წიაღნი მამულნი არა დაუტევენ მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო…
სრულად. ფსალმუნი ნ. კანონი სამარიტელისა. ძლისპირითა მუხლი 8, და თუენისა მუხლი დ. კონდაკი და იკოსი სამარიტელისა, და განმანათლებელი სამგზის. აქებდითსა ზედა, აღვიღებთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელსა რუა-ხმათასა. ხმა დ.
წიაღნი მამულნი არა დაუტევენ მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, დაღათუ მოხუედ ქუეყანად კაცთ-მოყუარებისათჳს, და კაც-იქმენ უქცეველად, და ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ხორცითა, უვნებელმან ღმრთაებითა, არამედ აღდეგ მკუდრეთით, და უკუდავება მომადლე კაცთა ნათესავსა, ვითარცა მხოლო ყოვლად-ძლიერ ხარ.
უწიგნონი მოწაფენი, სულმან შენმან წმიდამან, მასწავლელად გამოაჩინა…
ბ-გზის
უწიგნონი მოწაფენი, სულმან შენმან წმიდამან, მასწავლელად გამოაჩინა ქრისტე ღმერთო, და მრავალ მზრახუელთა ენათა, სახიობისა საცთური განაქარუა, ვითარცა ყოვლად-ძლიერმან.
ვითარ-მე არა განვკვირდეთ, ღუაწლთა თქუენთათჳს წმიდანო მარტჳლნო…
მოწამეთა
ვითარ-მე არა განვკვირდეთ, ღუაწლთა თქუენთათჳს წმიდანო მარტჳლნო, რამეთუ ხორცითა მოკუდავითა უხორცოთა მტერთა ერეოდით, არა შეგაშინა თქუენ მძლავრთა შინებამან, და არცა შეგაძრწუნა თქუენ სატანჯუელთა კუეთებამან, ჭეშმარიტად და სამართლად იდიდენით ქრისტესაგან, ნუ დასცხრებით ვედრებად ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.
სიტყუა თანასწორი მამისა, და ძე თანადაუსაბამო, წყარო…
დიდება, აწ და. ხმა ბ.
სიტყუა თანასწორი მამისა, და ძე თანადაუსაბამო, წყარო ნიშთა დაჯდა წყაროსა ზედა, და დედაკაცი სამარიაჲთ მოვიდა აღუსებად წყლისა, რომელიცა იხილა რა რქუა მაცხოვარმან: მომეც მე წყალი სასმელად, და წარუედ და მოხადე ქმარსა შენსა, ხოლო იგი ვითარცა კაცსა და არა ღმერთსა ზრახვიდა მას, და დაფარუად ჰგონებდა და ეტყოდა: ვითარმედ ქმარი არა მივის, ხოლო უფალმან რქუა, ვითარმედ ხუთ ქმარ გესხნეს შენ, ხოლო იგი რომელი აწ გივის არა არს ქმარი შენი ვითარცა სწამე, ხოლო იგი განკჳრდა, და წარვიდა ქალაქად და უთხრა: მოვედით და იხილეთ, ქრისტე მხსნელი სოფლისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა.
მხნეონისა
აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი სამარიტელისანი, ხმა დ.მსგავსი.
მხნეონისა.
შენ ხარ წყარო სახიერებისა და ჯურღმული ცხოვრების-მომცემელო ჩუენო, რომელი დედაკაცსა ეტყოდი სახიერ, მომეც წყალი სასმელად, რათა შენცა მიიღო მოტევება ცოდუათა შენთა, ამისთჳს ვადიდებთ მრავალ სახიერებასა შენსა, რომელითა გვაცხოვნენ ჩუენ და ერი შენი, და ყოველი სოფელი მრავლითა სახიერებითა შენითა.
მოვედით და იხილეთ კაცი იგი, რომელმან მაუწყა…
და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი, ჭეშმარიტებისათჳს, და სიმშჳდისა და სიმართლისა.
მოვედით და იხილეთ კაცი იგი, რომელმან მაუწყა მე დღეს ყოველი რაჲცა ვქმენ ჭეშმარიტად, და ზის იგი წყაროსა ზედა, რომელ არს დიდებული წინასწარ-მეტყველი, რომელმანცა უწყის ყოველნი დაფარულნი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭა წყალი ცხოველი, რომელი მიანიჭებს მაშვრალთა, რათა არღარა წყუროდეს უკუნისამდე.
წყაროო მარადის მომდინარეო, და ცხოვრებაო უკვდაო, წყაროო…
შეიყუარე სიმართლე, და მოიძულე უსჯულოება.
წყაროო მარადის მომდინარეო, და ცხოვრებაო უკვდაო, წყაროო დაულევნელო და განუხრწნელო რომელი მიხვედ და დაჯედ ვითარცა რა მაშვრალი მახლობელ ჯურღმულსა ზედა, და მოწაფენი წარავლინენ ყიდვად პურისა, და დედაკაცსა ზრახევდ, რომელი მოსრულ იყო ვსებად წყლისა, რათა განანათლე თუალნი გულისა მისისანი.
იხარებდინ დღესა ბრწყინუალედ ცანი და ქუეყანა, რამეთუ…
დიდება, აწ და. ხმა გ.
იხარებდინ დღესა ბრწყინუალედ ცანი და ქუეყანა, რამეთუ ქრისტე ღმერთი ხორცითა გამოჩნდა, რათა ადამ შვილითურთ გამოიხსნას, წყევისაგან, და სასწაულთა და ნიშთა განსაკრთომელთა აღსრულებად, მოვალს იგი სამარიად, ეჰა საკჳრუელება დედაკაცსა ზრახვიდა, და ითხოვდა მისგან წყალსა, რომელი ღრუბელთა აღავსებს წვიმითა, და მორწყავს ყოველსა სოფელსა, ყოველნი მორწმუნენი ვმონებდეთ შიშით და ძრწოლით, მდიდარსა მას გლახაკსა.