შენდა აღვიმსთობ, რომელმან წყალობით მიეც სული შენი…
სამსაგალობელი ხმა ვ. გალობა ე. ძლისპირი
შენდა აღვიმსთობ, რომელმან წყალობით მიეც სული შენი დაცემულთათჳს, ცოდვილთა და ნებსით ვნებად გარდამოხედ სიტყუა ღმრთისა, მშჳდობა შენი მომეც ჩუენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
მძლავრი სიკუდილი საღმრთოთა ძალითა მოკალ მეუფეო, და აღდეგ ვითარცა ღმერთი ხარ, და ამაღლდი ზეცას დიდებით უფალო, მშჳდობა შენი მომეც ჩუენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
რაჟამს გიხილეს, ზეცად აღმავალად მოციქულთა შენთა მხსნელო, ხმობდეს შენდა მომართ: ნუ დამაგდებ ჩუენ, არამედ მოგუივლინე სული შენი წმიდა.
აჰა ესერა გარდამოვალს სული ცეცხლისა ენათა, ხილვითა…
დიდება
აჰა ესერა გარდამოვალს სული ცეცხლისა ენათა, ხილვითა, ზეცით ქუეყანად, რათა მიწანი ცეცხლისა უბრწყინუალეს ყვნეს და ღმრთის-მეტყველ და ქადაგ დიდებასა სამებისასა.
კაცთა შუნება სძლისაგან წმიდისა შეიმოსე მხსნელო ჩუენისა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
კაცთა შუნება სძლისაგან წმიდისა შეიმოსე მხსნელო ჩუენისა წყლობისათჳს, და მტკიცედ მცუელად მოგუმადლე მშჳდობა შენი ღმრთის-მშობლისა მიერ კაცთ-მოყუარე.
მამულისა სჯულისა ღირსთა ბაბილონს შინა წინამბრძოლთა მათ…
გალობა 8. ძლისპირი
მამულისა სჯულისა ღირსთა ბაბილონს შინა წინამბრძოლთა მათ ჭაბუკთა, მეფისა იგი შეურაცხ-ჰყუეს უსიტყური ბრძანება, და ერთ-ხმა-ქმნილნი არა დამდნარნი ცეცხლითა, უფალსა უღაღადებდეს ღირსებითსა ქებასა, ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა უკუნისამდე.
დახსენ მტერობა და განშორებულნი დააგენ ქრისტე სახიერ, და დაამხუ მბრძოლნი ვნებითა შენითა ყოვლად-დიდებულითა, და ამაღდლი ზეცას, მამისა თანა, რომელისაგან იგი ყოვლადვე განუშორებელ იყავ და დაუკლებელ ყოველისა მპყრობელო.
შეგვიწყალენ ჩუენ განწირულნი ესე და მტერთა მიმძლავრებულნი და ჩუენთჳს ვნება და სიკუდილი და დაფლუა და აღდგომა თავსიდევ და მსგავსად საყდართა ქერუბიმთასა აღხედ ღრუბელსა ნათლისასა, ქრისტე მაცხოვარ ამაღლდი ზეცად, და აღმამაღლენ შენთანა.
ეტყოდი მხსნელო მოწაფეთა შენთა არა დაგიტევნე ობლად…
დიდება
ეტყოდი მხსნელო მოწაფეთა შენთა არა დაგიტევნე ობლად, ძენო და მკჳდრნო, სასუფევლისა ჩემისანო, არამედ აღვიდე რა ზეცად, მოგივლინო თქუენ ნუგეშინის-მცემელი მაღლით და მან გასწავნეს საიდუმლონი ჩემნი და განგანათლნეს თქუენ.
თჳნიერ სჯულთა მათ ბუნებისათა, გვიშევ ჩუენ სჯულის-მდებელი…
აწ და ღმრთის-მშობლისა
თჳნიერ სჯულთა მათ ბუნებისათა, გვიშევ ჩუენ სჯულის-მდებელი, სძალო წმიდაო, რომელმან დახსნნა აჩრდილნი იგი სჯულისანი, და ნათელი მადლთა მოგუანიჭა ჩუენ ვინაცა გევედრები: გვიხსენ ცოდვისა სასჯელთა მიერ უფლებულნი, ესე მწარედ უსძლოო.
შენ მხოლო სანატრელ ხარ, თესლებსა შორის ქალწულო…
გალობა თ. ძლისპირი
შენ მხოლო სანატრელ ხარ, თესლებსა შორის ქალწულო, რამეთუ გამოგუიბრწყინდა შენგან ნათელი, მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუენნი, ამისთჳს ღმრთის-მშობელო სამართლად გადიდებთ.
მხოლოო სახიერო, წყალობისათჳს ჩუენისა კაც-იქმენ უქცეველად, და შეკარ ძლიერი, და ამაღლდი ზეცას მამისა, და აღავსე ცაჲ და ქუეყანა დიდებითა შენითა გამოუთქმელითა.
რასა განკჳრვებულ ხართ და რასათჳს შეურვებულ, ეტყოდეს მოციქულნი, ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან, ესრეთვე მოვიდეს კუალად-დიდებით ზეცად, განკითხვად ყოველისა სოფლისა.
ვითარ იგი აკურთხენ მოწაფენი შენნი მხსნელო, და…
დიდება
ვითარ იგი აკურთხენ მოწაფენი შენნი მხსნელო, და მიმადლე მათ მშჳდობაჲ, ჩუენცა გვაკურთხენ და აღგუავსენ მშჳდობითა შენითა, და გვიხსენ მტერისა საფრთხეთაგან, და ღირს-გუყუენ აღსრულებად ნებისა შენისა.
ნათლისა მის საღმრთოსა, საუნჯეო უბიწოო, ქალწულო ღმრთისა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ნათლისა მის საღმრთოსა, საუნჯეო უბიწოო, ქალწულო ღმრთისა დედაო, დაბნელებული გემოთა მიერ, სული ჩემი განანათლე, რათა დღესა შინა საღმრთოსა მცნებათასა, ძრწოლით ვიდოდეთ ჩუენ.