გულანი
საცდელი · 1.37.0
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · ხუთშაბათი 1 / 24რომელი იწოდე

სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · ხუთშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 8 წთ

რომელი იწოდე

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. დასდებელი დღესასწაულისა მუხლი გ. ხმა დ. მსგავსი.

რომელი იწოდე.

ესე არს დღე სიხარულისა და განცხრომისა, რომელ ზეგარდამო გარდამოხდა სული ყოვლად-წმიდა, წმიდათა მოციქულთა ზედა, სახითა ცეცხლისათა მამისა მიერ გარდამომავალი, ყოველნი განანათლნა და ბრძნად მეტყველად გამოაჩინნა, ამისთჳს ჩუენცა სარწმუნოებით ვადიდებთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, რომელსა აქუს დიდი და მდიდარი წყალობაჲ.

მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ, და მოსლუასა სულისა წმიდისასა, და პირველ საუკუნითგან განმაცხოველებელსა ჩუენსა, შიშით და ძრწოლით თაყუანის-ვსცემთ, ეგრეთუე სიტყუასა განხორციელებულსა, შემოქმედსა ყოველთასა უღაღადებთ, სულსა შენსა ნუ მიმიღებ ჩუენგან, არამედ ზეგარდამო მადლი შენი გარდამოგუივლინე, ვედრებითა წმიდათა ყოვლად-ქებულთა მოციქულთა შენთა მიერ და მშჳდობაჲ მოანიჭე სულთა ჩუენთა გევედრებით.

ცანი მოგუითხრობენ სულიერსა მაცხოვარებასა, და დიდებულებასა ყოვლად-ქებულთა მოციქულთასა, რამეთუ ყოველი სოფელი მოვლეს, და ბრწყინუალედ ჰქადაგეს საღმრთო ძალი, და განანათლეს ყოველი სოფელი ქადაგებითა, ვინაცა უგალობთ ერთობით განუყოფელსა წმიდასა სამებასა, სამხატოვანსა შეურევნელსა, და სარწმუნოებით ვდღესასწაულობთ მოსლუასა სულისა წმიდისასა, რომელი ზეცით გარდამოხდა, და კიდენი სოფლისანი განანათლნა.

ნუგეშინის-მცემელად გუაქუნდა ჩუენ პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილი…

თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ზ.

ნუგეშინის-მცემელად გუაქუნდა ჩუენ პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილი, ძე ღმრთისა, ქრისტე ღმერთი, ხოლო აწ სხუა ნუგეშინის-მცემელი გარდამოხდა, დღეს ჩუენდა მომართ ქუეყანასა ზედა, ამისთჳს ჩუენცა სულსა-წმიდასა სარწმუნოებით თაყუანის-ვსცემთ.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ყოვლად-ქებულნო მოწამენო

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ა. მსგავსი.

ყოვლად-ქებულნო მოწამენო.

სული-წმიდა მამისა მიერ გამომავალი, და ძისა თანა დიდებული, რომელი იპყრობს ყოველთა, ცხოველობისა ძალითა, და ძლიერებითა მისითა ყოველი სული ცხოველ იქმნების, და კურთხევითა მისითა, ვინაცა ჩუენცა უღაღადებთ, სულო ნუგეშინის-მცემელო, მიუწდომელო ღმერთო მშჳდობაჲ შენი მოგუანიჭე ჩუენ.

სული-წმიდა წყარო ყოველთა კეთილთა მიზეზი, ჭეშმარიტად მოვიდა…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

სული-წმიდა წყარო ყოველთა კეთილთა მიზეზი, ჭეშმარიტად მოვიდა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და კიდენი ქუეყანისანი ნათლითა თჳსითა განაბრწყინუა, ხოლო მოციქულნი საღმრთოთა მადლითა აღავსნა, აწ მათ თანა ჩუენცა უღაღადოთ, გამოუთქმელო ნუგეშინის-მცემელო მშჳდობითა მშჳდობა შენი მოგუანიჭე ჩუენ.

სული-წმიდა ღმერთი, და თანასწორი მამისა და სიტყუისა…

ნუ გამნაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სული-წმიდა ღმერთი, და თანასწორი მამისა და სიტყუისა, ნათელი სრული ნათლისაგან, დაუსაბამოჲსა მამისაგან გამობრწყინდა და ძისა მიერ მოივლინა, ამას უღაღადოთ ცხოვრების-მომცემელო, ნუგეშინის-მცემელო მშჳდობითა მშჳდობა შენი მოგუანიჭე ჩუენ.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ შეძრწუნდეს ებრაელთა შვილნი, განკჳრვებულნი, განცვიფრდეს, რამეთუ მათგან ესმოდა ზრახუა უცხოთა ენათა, საკჳრუელად, ვითარცა იგი სული მისცემდა, რამეთუ უწიგნონი მყის განბრძნდეს, და წარმართნი სარწმუნოებად მოიქცნეს, და იტყოდეს დიდებულებათა შენთა და წყალობათა, ამისთჳს ჩუენცა გიღაღადებთ შენ, რომელი ქუეყანად მოხუედ ჩუენთჳს, და საცთურთაგან ძნელთა გვიხსენ, უფალო დიდება შენდა.

ესრეთ. აწ განუტევე. ტროპარი დღესასწაულისა და განტევება

ესრეთ. აწ განუტევე. ტროპარი დღესასწაულისა და განტევება.

იესო მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთაებისათა მოვიდა ღრუბლითა…

სამსაგალობელი ხმა დ. გალობა დ. ძლისპირი

იესო მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთაებისათა მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა მღაღადებელთა, დიდება ძალსა შენსა მხსნელო ჩუენ ყოველთაო.

ჭეშმარიტისა მის აღთქმისა, პაემანი აღესრულა, და ბრწყინუალე მადლი მეერგასისა მოწევნულ იქმნა, და ნუგეშინის-მცემელისა დიდება მოეფინა დიდებულთა მისთა და მგალობელთა.

მიუწდომელ არს სული წმიდა, და ყოველსა სიმახვილესა გონებათასა თანა წარუალს, ვითარცა შემოქმედი, ყოველთა საუკუნეთა, და მამისა და ძისა თანა, პატივ-ცემული და თანასწორი დიდებული.

არა დაწესებულ არს არსებით, არცა უკანაჲს დაცხრომილ…

დიდება. სამებისა

არა დაწესებულ არს არსებით, არცა უკანაჲს დაცხრომილ არს, არამედ მარადის არს სული-წმიდა ყოვლად-ძლიერი ვითარცა რა არსებისა, უფსკრულსა უსაზღუროსა მამისა და ძისა თანა, პატივცემული.

გაგრილებდა შენ სული წმიდა, ყოვლად-წმიდაო ქალწულო, და…

აწ და ღმრთის-მშობლისა

გაგრილებდა შენ სული წმიდა, ყოვლად-წმიდაო ქალწულო, და ღმრთის-შუენიერად, ტაძრად სიტყუისა ღმრთისა შეგმზადა, და ცათა უზესთაეს-გყო, და უბრწყინუალეს მნათობთა სამყაროჲთასა, ამისთჳს გნატრით შენ.

მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი…

გალობა 8. ძლისპირი

მხსნელო ყოველთაო ძლიერო ღმერთო ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი, რაჟამს იგი შეაცვრიე სახმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

ურვათა არმური, ჵ სახიერო განაბნიე ჩუენგან, შენითა მაგით ნუგეშინის-ცემითა სულო, რომელნი გიღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

რომელი ნებითა შენითა, მადლთა შენთა სიმრავლესა განუყოფ მდიდრად, რომელთა იგი გენებოს სულო წმიდაო ღმერთად აღმსარებელთა შენთა ზედა უხუებით მოგუფინენ.

ვითარცა არს ღმერთი, ჭეშმარიტებით სული ყოვლად-წმიდა, მორწმუნეთაგან…

დიდება. სამებისა

ვითარცა არს ღმერთი, ჭეშმარიტებით სული ყოვლად-წმიდა, მორწმუნეთაგან თაყუანის-ცემით იქების, და იდიდების მამისა, და ძისა, თანა ყოვლად-წმიდა, ყოველისა-მპყრობელი.

რომელმან შევ ღმერთი განკაცებული, დააცხვრენ ვნებათა ჩემთა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

რომელმან შევ ღმერთი განკაცებული, დააცხვრენ ვნებათა ჩემთა აღძღუანი, და სული ჩემი განანათლე და ღირს-მყავ ღაღადებად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევა სოფლად შემოიღო, ხოლო…

გალობა თ. ძლისპირი

ევა ოდესმე ურჩებითა, წყევა სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო წმიდაო ქალწულო ღმრთის-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთელსოდ, აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევა, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.

ვითარცა სთქუა წინასწარ-მეტყველმან, ყოველსა ზედა ხორციელსა მიეფინა, ნიჭი ყოვლად-წმიდისა, სულისა და მორწმუნენი მარადის აღივსებიან, ხოლო ჩუენ პირველ თქმულთა სრულ-ყოფისა მხილუელნი განვნათლდებით და ღმერთსა ვადიდებთ.

აღავსენ შენნი ღმრთის-მეტყველნი, და მოწაფენი მაცხოვარ სულითა-წმიდითა, და მსგავსად ისართა ნათლისათა, სოფლისა განათლებად წარავლინენ, ვითარცა მეუფემან და უფალმან, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.

სულისა ცეცხლმან განწმედელმან, წმიდათა მოციქულთა გულნი შეაცურივნა…

დიდება. სამებისა

სულისა ცეცხლმან განწმედელმან, წმიდათა მოციქულთა გულნი შეაცურივნა, და ცუარმან ზეცით გარდამოსრულმან, სიტყუისავე-თჳთ მხილუელნი განანათლნა, რათა ღმრთის-მსახურებით მორწყონ ქუეყანაჲ, და ქადაგად სამებისა აჰღძრნა.

სულითა წმიდითა ქალწულო, მუცლად-იღე ძე მამისაგან გამოსრული…

აწ და ღმრთის-მშობლისა

სულითა წმიდითა ქალწულო, მუცლად-იღე ძე მამისაგან გამოსრული უჟამოდ, და გამოუკულეველად, და ესე განკაცებული გვიშევ ჩუენ მიუწდომელთა წყალობათა მისთათჳს, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.

საფლავსა შენსა მაცხოვარ

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა გ-გზის. შემდგომად ა ფსალმუნებისა. წარდგომა.ხმა 8. მსგავსი.

საფლავსა შენსა მაცხოვარ.

აჰა ესერა წინასწარ-მეტყველება წინასწარ-მეტყველთა აღესრულა, რამეთუ სულმან საღმრთომან ბნელსა შინა დაფარულნი განანათლნა, აჰა ესერა პირველ თქმულნი სრულ იქმნეს, ვინაჲთგან ღმერთმან ნუგეშინის-მცემელი მიჰფინა მოციქულთა, და სიმდიდრე მადლისა მიანიჭა მათ. ამისთჳს მორწმუნენი თაყუანის-ვცემთ, სამებასა დაუბადებელსა.

ბრძანებული საიდუმლო

დიდება, აწ და. იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.

ბრძანებული საიდუმლო.

მაცხოვარებითითა სიხარულითა აღივსნეს ყოვლად-ქებულნი მოციქულნი, და კადნიერება მიიღეს პირველ შიშითა შეპყრობილ-ქმნილთა, ხოლო აწ სული-წმიდა დღეს მათ ზედა გარდამოხდა, და ენანი შეურივნა ხილვითა ცეცხლისათა, და უცხოთა ენათა იტყოდენ ერთა მიმართ, რამეთუ არა შეიწვნეს საღმრთოჲთა ცეცხლითა, არამედ უფროსად მიენიჭა მათ ძალი სულისა.

სამისა დღისა

დიდება, აწ და. იგივე. კანონი. დღესასწაულისა პირველი ზ. ხმისა. ძლისპირითა მუხლი 8. და თუენის წმიდისა მუხლი დ. შემდგომად თ. გალობისა, განმანათლებელი დღესასწაულისა გ-გზის. აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი. ხმა ვ. მსგავსი.

სამისა დღისა

ყოვლად-წმიდა სული მამისა და სიტყუისა თანასწორი, გარდამოხდა მოწაფეთა ზედა სიონს შინა, და ცეცხლებრ შეურივნა მიწიერთა მათ ენანი, და ღმრთაებრ განანათლნა იგინი მადლითა მისითა.

სული-წმიდა განაახლენ ჩუენ თანა ღმერთო, რომელმან პირველ…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი გამნიახლე გუამსა ჩემსა.

სული-წმიდა განაახლენ ჩუენ თანა ღმერთო, რომელმან პირველ გარდამოუვლინენ მოწაფეთა შენთა სახიერ, და სულითა ღმერთი-მთავრობისა შენისათა დამამტკიცენ ჩუენ, და აღგუავსენ მაცხოვარებითა შენითა.

თქმულნი პირველ წინასწარ-მეტყველთაგან, ოდესმე ნუგეშინის-მცემელისათჳს სულისა, აწ…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

თქმულნი პირველ წინასწარ-მეტყველთაგან, ოდესმე ნუგეშინის-მცემელისათჳს სულისა, აწ ჰქმენ ცანი დიდების-მეტყველებად დიდებისა შენისა ღმერთო, და ეგრეთუე საღმრთონი შენნი მოციქულნი გამოაჩინენ, ამისთჳს გევედრებით: მათ მიერ, მოგუანიჭენ ჩუენ მოტევება ცოდუათა და დიდი წყალობაჲ.

ეზოთა შინა შენთა მოვიდრეკთ მუხლთა, სულისა და…

დიდება, აწ და. ხმა ბ.

ეზოთა შინა შენთა მოვიდრეკთ მუხლთა, სულისა და ხორცთასა ქრისტე მაცხოვარ, მორწმუნეთა კრებული, და თაყუანის-ვსცემთ დაუსაბამოსა მამასა შენსა სულით ცხოველით და წმიდითურთ, რომელი წმიდა ჰყოფს სულთა ჩუენთა, და განანათლებს, რომელი დღეს მოეფინა ზეცით წმიდათა ზედა მნათობთა სოფლისათა ქადაგთა შენთა.

ესრეთ, ჟამი ა. და განტევება

ესრეთ, ჟამი ა. და განტევება. ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი ორთაგანვე კანონთა დღესასწაულისათა, გალობა ე. მუხლი ვ.