გულანი
საცდელი · 1.37.0
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · ორშაბათი 1 / 111კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი

სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · ორშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 44 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი

იწყებს მღუდელი.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი.

ამინ. მეუფეო ზეცათაო

და იწყებს განწესებული მკითხველი.

ამინ. მეუფეო ზეცათაო.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

და პირველ დასაწყისი ფსალმუნი რგ. ესრეთ დიაკონი უკუეთუ არს, ხოლო უკუეთუ არა იტყვის მღუდელი დიდსა კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ზეგარდამო მშჳდობისა.

მშჳდობისათჳს ყოველისა სოფლისა.

წმიდისა ამის სახლისათჳს.

უწმიდესისა და უნეტარესისა.

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისათჳს.

სამეუფოჲსა ქალაქისა ამის ჩუენისა.

კეთილ-შეზავებისათჳს.

მენავეთა მოგზაურთა.

აქა მდგომარეთა ერთათჳს, მომლოდნელთა მადლთა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მომდრეკელთა წინაშე უფლისა მუხლთა გულისა მათისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

რათა განგუაძლიერნეს ჩუენ აღსრულებად სათნოთა ღმრთისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

რათა გარდამოავლინნეს ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი თჳსნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

რათა შეწირულ იქმნნეს მუხლთმოდრეკანი ჩუენნი, ვითარცა საკმეველი წინაშე მისსა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

რომელნი ვითხოვთ შეწევნასა მისგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ხსნად ჩუენდა ყოველისაგან ჭირისა.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ.

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა.

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და…

ესრეთ მღუდელმან ასამაღლებელი.

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.

ყოვლად-დიდებულ და საკჳრუელ იქმნა დღეს, რაჟამს იხილეს…

ესრეთ ვგალობთ უფალო ღაღად-ვყავსა, და უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ აქებდითსა დასდებელთა თჳთ-ხმოვანთა. ხმა დ. განმაორებელნი მათნი.

ყოვლად-დიდებულ და საკჳრუელ იქმნა დღეს, რაჟამს იხილეს ყოველთა ნათესავთა ქალაქსა შინა დავითისსა, სული იგი ყოვლად-წმიდა ოდეს გარდამოხდა წმიდათა მოციქულთა ზედა, და შეურივნა მათ ენანი ცეცხლისანი, ვითარცა ღმრთის-მეტყველი ლუკა გუასწავებს და იტყვის, ვითარმედ შეკრებულ რა იყუნეს მოწაფენი ქრისტესნი იქმნა ოხრა, ვითარცა მოწევნა ქარისა ზეცით და აღავსო სახლი იგი სადა სხდეს, და იწყეს თქმად ყოველთა უცხოთა ენათა, და სხუათა სწავლათა ძლიერებასა, უცხოჲთა ქადაგებითა წმიდისა სამებისათა.

სული-წმიდა იყო მარადის, და არს და იყოს…

ბ-გზის.

სული-წმიდა იყო მარადის, და არს და იყოს სამარადისოდ, არცა დაწყება აქუს, არცა დასასრული, არამედ მამისა და ძისა თანა ჰგიეს და ორთა მათ გუამოვნებათა თანა, სამგუამოვანსა სრულყოფს, ცხოველს-მყოფელი ძალი, და ცხოვრება, და ბრწყინუალებაჲ და ნათლისა მომგებელი, თჳთ-სახიერი, და უფსკრული ყოველისა სახიერებისა, რომელისა მიერ იცნობების, მამა, და ძე იდიდების მის მიერ, ხოლო საცნაურ არს ძალი და არსება მისი, ერთი ბუნება, ერთი ნება, და ერთი განწესება, და ერთი თაყუანის-ცემა წმიდისა სამებისა უსაზღურო, უხილავი, არსებით უცუალებელი.

სული-წმიდა წყარო ცხოველი, ნათელი და საღმრთო ცხოვრება…

ბ-გზის.

სული-წმიდა წყარო ცხოველი, ნათელი და საღმრთო ცხოვრება, სული სიბრძნისა და გულის-ხმის-ყოფისა, სახიერი, ძლიერი მხოლო, მთავარი განმწმედელი შეცოდებათა, ღმერთი ღმერთი-მყოფელი, და ცეცხლი ბრალთა შემწუელი, მეტყველი და მოქმედი, და მიმცემელი მადლისა, რომელისა მიერ წინასწარ-მეტყველნი და მოციქულნი, და ყოველნი მოწამენი და მართალნი, მამანი და მოღუაწენი გჳრგჳნითა შეიმკუნეს. ყოვლად-ძლიერი, ყოვლად-წმიდა, უცხო სასმენელი, და უცხო საკჳრუელი, და უცხო სახილველი, ცეცხლისა ენათა მიერ მომნიჭებელი მადლთა, და განმყოფელი ნიჭთა, მამით და ძითურთ ქებული.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…

ბ-გზის. დიდება, აწ და. ხმა ვ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩუენ შორის და წმიდა მყუენ ჩუენ ყოველისაგან ბიწისა, და აცხოვნე სახიერო სულნი ჩუენნი.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი…

წადგომა დიდი. ხმა ზ.

ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი, შენ ხარ ღმერთი, რომელმან ყვი საკჳრუელი.

აუწყე ერთა შორის ძალი შენი

მუხლი ა.

აუწყე ერთა შორის ძალი შენი.

და ვთქუა, აწღა მიწყიეს, ესე არს განახლება…

მუხლი ბ.

და ვთქუა, აწღა მიწყიეს, ესე არს განახლება მარჯუენისა მაღლისა.

მოვიხსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან…

მუხლი გ.

მოვიხსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკჳრუელებათა შენთა.

ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი

და კუალად

ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი.

მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ

ესრეთ იტყვის ხმამაღლად მღუდელი, ანუ დიაკონი მცირე კვერექსს:

მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგვიწყალენ

და ჩუენ.

უფალო შეგვიწყალენ.

უხრწნელო, უბიწოო, დაუსაბამოო, უხილავო, მიუწდომელო, გამოუკულეველო, უცუალებელო…

ა-გზის. ხოლო ჩუენ მოვიდრეკთ მუხლთა მიწასა ზედა, ქუდმოხდილნი, და წარიკითხავს მღუდელი ლოცვასა ამას საკურთხეველით გამო პირისპირ ერთა, მაღლისა ხმითა.

უხრწნელო, უბიწოო, დაუსაბამოო, უხილავო, მიუწდომელო, გამოუკულეველო, უცუალებელო, უძლეველო, მიუთხრობელო, ძჳრ-უხსენებელო, უფალო, რომელსა გაქუს უკუდავებაჲ, და მკჳდრ-ხარ ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელმან შეჰქმნენ ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ, და ყოველნი დაბადებულნი მას შინა, რომელი პირველ თხოვისა, თხოვილთა მიანიჭებ ყოველთა, შენგან ვითხოვთ ყოველნი, და შენ გევედრებით მეუფეო, კაცთ-მოყუარეო, მამაო უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელი ჩუენ კაცთათჳს, და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა, და ღმრთის-მშობლისა მარადის-ქალწულისა ყოვლად-დიდებულისა მარიამისგან, რომელი იგი პირველ გუასწავებდა სიტყჳთ, ხოლო უკანასკნელ საქმითაცა გვაჩუენა, რაჟამს აღესრულებოდა ცხოველს-მყოფელი ვნება მისი, და მოგუცა ჩუენ გლახაკთა, ცოდვილთა, და უღირსთა მონათა თჳსთა ვედრებით შეწირვად მოდრეკაჲ ქედთა და მუხლთა ცოდუათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს. შენ უკუე მრავალ-მოწყალეო და კაცთ-მოყუარეო, შეისმინე ჩუენი, რომელსა დღესა გხადოდეთ შენ, უმეტეს დღესა ამას მარტჳლიისასა, რომელსა შინა შემდგომად ამაღლებისა ზეცად უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, და დაჯდომისა მარჯუენით შენ ღმრთისა მამისა, გარდამოავლინა სული-წმიდა წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა ზედა, რომელიცა დაადგრა თჳთოეულსა ზედა მათგანსა, და აღივსნეს ყოველნი დაუცალიერებელითა მით მადლითა მისითა, და იტყოდეს უცხოჲთა ენითა დიდებულებათა შენთა და წყალობათა. აწ უკუე შეისმინე ჩუენი, რომელნი გევედრებით შენ, მოგუიხსენენ ჩუენ გლახაკნი, ესე და დასჯილნი, და მოაქციე ტყუეობაჲ სულთა ჩუენთა, და გუაქუნდინ მოწყალებაჲ შენი მეოხებად ჩუენთჳს, შეგვიწყალენ ჩუენ, რომელნი ესე შეგივრდებით შენ, და ვხმობთ: შეგცოდეთ, რამეთუ შენდამი შევრდომილ ვართ, საშოჲთგან დედის მუცლით ჩუენითგან, ღმერთი ჩუენი ხარი შენ, რამეთუ მოაკლდეს ამაოებით დღეთა ჩუენთა, შიშუელ ვართ შეწევნისაგან შენისა. გამოხუებულ ვართ ყოველისაგან სიტყუის-გებისა, არამედ მინდობითა მოწყალებათა შენთათა ვღაღადებთ, ცოდუათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩუენისათა, ნუ მოიხსენებ და დაფარულთა ჩუენთაგან, განგუწმიდენ ჩუენ, ნუ განმაგდებ ჩუენ ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩუენისასა ნუ დამაგდებ ჩუენ, პირველ მიქცევად ჩუენდა ქუეყანად, ღირს მყუენ ჩუენ შენდა მოქცევად, და მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებითა, და მადლითა, და მსგავსად სიმრავლისა უსჯულოებათა ჩუენთასა, მოავლინე ჩუენ ზედა წყალობა შენი. წინა უყავ უფსკრული სახიერებისა შენისა, სიმრავლესა ცოდუათა ჩუენთასა, მოიხილე მაღლით წმიდით შენით უფალო, ერსა ამას შენსა ზედა, აქა მდგომარესა, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა, მომხედენ ჩუენ უფალო სიტკბოებითა შენითა, გვიხსენ ჩუენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, შეზღუდე ცხოვრებაჲ ჩუენი, წმიდითა და საღმრთოჲთა ჰსჯულითა შენითა. ანგელოზსა სარწმუნოსა, მცუელსა შეჰვედრე ერი შენი, ყოველნი შეკრიბენ სასუფეველსა შენსა, და მოეც შენდობაჲ ცოდუათა მოსავთა შენთა, მიუტევენ მათ და ჩუენ ყოველთა ცოდუანი ჩუენნი, განგუწმიდენ ჩუენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და დახსნენ ჩუენდა მომართ ღონენი მტერისანი.

კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, უფალო, ყოველისა მპყრობელო…

ხოლო შეუდგინებთ ლოცვასაცა ამას.

კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, უფალო, ყოველისა მპყრობელო, რომელმან განანათლე დღე ნათლითა მზისათა, და ღამე ნათელ ჰყავ ცისკროვნებათა მიერ ცეცხლისათა, რომელმან ღირს მყუენ ჩუენ სარბიელსა დღისასა თანა წარსულად და მიახლებად დასაბამსა ღამისასა, შეისმინე ვედრებაჲ ჩუენი, და ყოველისა ერისა შენისა, და შეგვინდვენ ჩუენ ყოველთა ნებსითნი და უნებლიეთნი შეცოდებანი ჩუენნი, მიითვალენ სამწუხრონი სავედრებელნი ჩუენნი, და გარდამოავლინე ჩუენ ზედა სიმრავლეჲ წყალობისა და მოწყალებისა შენისა სამკჳდრებელსა შენსა ზედა. შეგვზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, შეგვჭურვენ ჩუენ საჭურველითა სიმართლისათა, მორტყმულ გუყუენ ჩუენ, ჭეშმარიტებითა შენითა, და დაგვიცუენ ჩუენ ძლიერებითა შენითა, გვიხსენ ჩუენ ყოველისაგან განსაცდელისა, და ყოველისაგან ზრახვისა წინააღდგომისა და მოგუმადლე ჩუენ მწუხრი ესე შემომავალისა ამის ღამისა თანა, სრულიად სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, დაუბრკოლებელად, და წარუტყუენველად განვლად, და ყოველნივე დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა და ყოვლად-კურთხეულისა ღმრთის-მშობლისათა, და ყოველთა მათ წმიდათა შენთათა, რომელნიცა საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგუადგინენ და დაგვიცუენ ჩუენ…

ხოლო მეყუსეულად იტყვის. დიაკონი.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგუადგინენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგვიწყალენ

გუნდმან.

უფალო შეგვიწყალენ.

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობლისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდმან.

შენ უფალო.

რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება ღმერთო…

ესრეთ მღუდელმან ასამაღლებელი.

რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღუავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

გუნდმან.

ამინ.

ვსთქუათ ყოველთა, ყოველითა სულითა, და ყოველითა გონებითა…

შემდგომად ამისა მღუდელმან, ანუ დიაკონმან სთქუას მრჩობლი კვერექსი:

ვსთქუათ ყოველთა, ყოველითა სულითა, და ყოველითა გონებითა ჩუენითა ვსთქუათ.

უფალო შეგვიწყალენ

გუნდმან პირველ ორ მუხლზე

უფალო შეგვიწყალენ

რამეთუ მოწყალე, და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და…

ა.-გზის. დანარჩენ მუხლებზე გ.-გზის. ესრეთ მღუდელმან ასამაღლებელი.

რამეთუ მოწყალე, და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ

და მეყუსეულად იტყვის დიაკონი მცირე კვერექსს.

მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგვიწყალენ

ხოლო ჩუენ.

უფალო შეგვიწყალენ.

უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან მშჳდობაჲ…

ა-გზის. და მოვიდრეკთ მუხლთა ზემო წერილისაებრ და წარიკითხავს მღუდელი ლოცვასა ამას ბ. სასმენელად ყოველთა.

უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ კაცთა, და სულისა შენისა ყოვლად-წმიდისა მადლსა ვ̅ეღა სოფელსა ამას შინა მყოფთა ჩუენ ყოველთა სამკჳდრებელად წარუვალად მოგუცემ მორწმუნეთა შენთა. ხოლო უდიდებულესად და უცხადესად მადლი შენი მოწაფეთა და მოციქულთა დღეს გარდამოუვლინე, და ბაგენი მათნი ცეცხლისა ენებითა განამტკიცენ, რომელისა მიერ ყოველმან ნათესავმან კაცთამან ღმრთის-მეცნიერებაჲ თჳსითა ენითა სასმენელითა ყურისათა შეიწყნარა, და ნათლითა მით სულისათა განვნათლდით დღეს, და საცთურისაგან ვითარცა ბნელისაგან განვერენით, და განყოფითა მით ცეცხლისა ენათაჲთა, და ბუნებათა უაღრესითა მით ძალითა, შენსა სარწმუნოებასა დავემოწაფენით, და ღმრთის-მეტყველებად შენდა, თანა მამით და სულით-წმიდითურთ, ერთითა ღმრთაებითა ძალითა და ხელმწიფებითა განვნათლდით. შენ უკუე ბრწყინუალებაო მამისაო, არსებისა და ბუნებისა მისისა შეუცუალებელო და შეურყეველო ხატო, წყაროო სიბრძნისა და მადლისაო, აღახუენ ბაგენი ჩემ უღირსისა ამის, და მასწავე მე თუ ვითარ მიხმს, ანუ რომელთათჳს ჯერ არს ლოცვაჲ, რამეთუ შენ ხარ, რომელმან უწყი ურიცხჳ იგი ცოდუათა ჩემთა სიმრავლეჲ, არამედ შენმან სახიერებამან ძლიენ აურაცხელებასა მას მათსა, რამეთუ აჰა ესერა შიშით წარდგომილ ვარ შენდა, და უფსკრულისა მიმართ წყალობათა შენთასა დამიძს სასოებაჲ სულისა ჩემისა, წარმართე ცხოვრებაჲ ჩემი, რომელი ყოველთავე დაბადებულთა გამოუთქმელითა მით სიბრძნითა შენითა და ძალითა მართებ, მყუდროო ღელუა-გვემულთა ნავთსაყუდელო, მაუწყე მე გზაჲ რომელსაცა ვიდოდე. სული სიბრძნისა შენისა მოჰმადლე ზრახუათა ჩემთა. სული მეცნიერებისა მოანიჭე გონებასა ჩემსა. სული შიშისა შენისა მოჰფინე საქმეთა ზედა ჩემთა, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა, და სულითა მთავრობისათა გონებისა ჩემისა ცთომილებაჲ დაამტკიცე, რათა მარად-დღე სულითა მით შენითა სახიერითა უმჯობესისა მიმართ წარმართებულნი ღირს ვიქმნნეთ ქმნად მცნებათა შენთა, და მარად-დღე ხსენებად დიდებულისა მის, და საქმეთა ჩუენთა გამომეძიებელისა მოსლჳსა შენისა, და ნუ მიმიშუებ განხრწნადთა ამათ სოფლისა შუებათა თანა ცთუნებად, არამედ საუკუნეთა მათ საუნჯეთა სურვიელად განმაძლიერენ, რამეთუ შენ სთქუ მეუფეო, რათა რაოდენიცა ვინ ითხოვოს სახელითა შენითა დაუყენებელად მიიღოს, თანადაუსაბამოსა ღმრთისა და მამისა შენისაგან. ამისთჳსცა მე ცოდვილი, მოსლუასა ამას სულისა შენისა წმიდისასა, შენსა სახიერებასა ვევედრები, რაოდენიცა ვითხოვო, მომეც მე საცხოვრებელად. წინაშე უფალო ყოველისა ქუელის-მოქმედებისა მდიდრად მომცემელო სახიერო, რომელი მოგუცემ უმეტეს თხოვისა ჩუენისა, რამეთუ შენ ხარ მოწყალე და მწყალობელი, რომელი უცოდველად იქმენ ზიარ ხორცთა ჩუენთა, და რომელნი მოგიდრეკენ შენ მუხლთა, მოჰხედავ მათ ზედა წყალობით, მლხინებელ ხარ ცოდუათა ჩუენთა, მოეც უფალო ერსა ამას შენსა წყალობაჲ შენი, შეისმინე ჩუენი ზეცით წმიდით შენით, და განგუწმიდენ ჩუენ ძლიერებითა ცხოველს-მყოფელისა მარჯუენისა შენისათა, დაგვიფარე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და ნუ უგულებელს-გვყოფ ქმნულთა ხელთა შენთასა, რამეთუ შენ მხოლოსა შეგცოდეთ, არამედ შენ მხოლოსავე გმსახურებთ, არა ვიცით თაყუანის-ცემაჲ ღმრთისა უცხოჲსა, არცა განვიპყრობთ მეუფეო სხვისა მიმართ ღმრთისა ხელთა ჩუენთა, მოგუიტევენ შეცოდებანი ჩუენნი, და შეიწირე მუხლთმოდრეკილი ესე ვედრებაჲ ჩუენი, მოჰყავ ჩუენ ზედა ხელი შეწევნისა შენისა, მიითვალე ლოცვაჲ ჩუენ ყოველთა, ვითარცა საკმეველი სუნნელი, აღმავალი წინაშე სახიერისა მის მეუფებისა შენისა.

უფალო, უფალო, რომელმან გვიხსენ ჩუენ ყოველისაგან ისრისა…

ხოლო შეუდგინებთ ლოცვასა ამას.

უფალო, უფალო, რომელმან გვიხსენ ჩუენ ყოველისაგან ისრისა მფრინვალისა დღისა, გვიხსენ ჩუენ ყოველისაგან საქმისა ბნელსა შინა მავალისა. შეიწირე მსხუერპლად სამწუხრო აღპყრობაჲ ხელთა ჩუენთა, ღირს მყუენ ჩუენ სტადიონსა ამას ღამისასა უბრალოდ წარვლად, განუცდელად ბოროტისაგან, და მიხსენ ჩუენ ყოველისაგან შფოთისა, და შიშისაგან ეშმაკისა ჩუენ ზედა მოწევნულისა, და მომადლე სულთა ჩუენთა ლმობიერებაჲ, და გულის-სიტყუათა ჩუენთა ზრუნვაჲ საშინელისა მისგან და მართლ-მსაჯულობითისა განკითხვისა შენისა, განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩუენნი, მოაკუდინენ ასონი ჩუენნი ქუეყანისა ზედანი, რათა მყუდროებასაცა განვბრწყინდეთ ხედვითა სამართალთა შენთა მსჯავრთათა. განმაყენენ ჩუენგან ყოველივე ოცნება უშვერი, და გულის-თქმაჲ მავნებელი, და აღმადგინენ ჩუენ ჟამსა ლოცვისასა, განმტკიცებულნი სარწმუნოებითა, წარმატებულნი მცნებათა, შინა შენთა.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგუადგინენ და დაგვიცვუენ ჩუენ…

ესრეთ იტყვის დიაკონი

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგუადგინენ და დაგვიცვუენ ჩუენ ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგვიწყალენ

გუნდმან.

უფალო შეგვიწყალენ.

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობლისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდმან.

შენ უფალო.

სათნო ყოფითა და მადლითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა…

მღუდელმან ასამაღლებელი ლოცვის.

სათნო ყოფითა და მადლითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომელისა თანა კურთხეულ ხარ თანა ყოვლად-წმიდით სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

გუნდმან

ამინ.

და ღირს მყუენ ჩუენ

ესრეთ.

და ღირს მყუენ ჩუენ.

მერმე და მერმე, მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ

შემდგომად ამისა იტყვის დიაკონი მცირე კვერექსს.

მერმე და მერმე, მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგვიწყალენ

გუნდმან.

უფალო შეგვიწყალენ.

დაუწყუედელად აღმომდინარეო, ცხოველს-მყოფელო, და განმანათლებელო წყაროო, თანა…

და ჩუენ მოვიდრეკთ მუხლთა, ეგრეთუე. ხოლო მღუდელი წარიკითხავს გ. ლოცვასა.

დაუწყუედელად აღმომდინარეო, ცხოველს-მყოფელო, და განმანათლებელო წყაროო, თანა არსო, და თანა დამბადებელო ძალო მამისაო, რომელმან ყოველივე განგებულებაჲ ცხოვრებისათჳს კაცთასა უზესთაეს კეთილად აღასრულე, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან სიკუდილისა განუხრწნელნი საკრუელნი, და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი განხეთქენ, და ბოროტთა მათ სულთა სიმრავლე დასთრგუნე, რომელმან შესწირე თავი თჳსი მსხუერპლად უბიწოდ, და მისცენ უხრწნელნი ხორცნი შენნი შესაწირავად, შეუხებელნი და უვალნი ყოველისაგან ცოდვისა, და საშინელისა ამის და მიუთხრობელისა მადლობისა შენისა მიერ, და შესაწირავისა, ცხოვრება საუკუნო მოგუმადლე ჩუენ. რომელი შთახედ ჯოჯოხეთად, და მოქლონნი საუკუნენი შემუსრენ, და ქუესკნელისა მსხდომარეთა ზე აღმოსავალი უჩუენე, ხოლო ბოროტთ-დასაბამი იგი, და უფსკრულისა ვეშაპი ღმრთივ-გონიერითა სამჭედურითა მოინადირე, საკრუელითა მით წყუდიადისათა შეჰკარ, და ტარტაროზსა მას შინა, და ცეცხლსა უშრეტსა, და ბნელსა გარესკნელსა, მიუთხრობელითა მით და უზომოჲთა ძალითა შენითა შეაყენე, დიდად სახელოვანო სიბრძნეო მამისაო, რომელი განსაცდელთა შინა მყოფთა დიდად შემწედ გამოჩნდი, და განანათლენ ბნელსა შინა, და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი. შენ დიდებისა მის თუალთ-შეუდგამისა უფალო, და მამისა მის მაღლისა საყუარელო ძეო. დაუსაბამოო, და დაუსრულებელო, ნათელო დაუსაბამოჲსაგან, და დაუსრულებელისა ნათლისა აღმოსავალისა მზეო სიმართლისაო, შეისმინე ჩუენი, რომელნი გევედრებით შენ, და განუსვენე სულთა მონათა შენთასა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა ჩუენთასა, და ხორციელთა ნათესავთა და ყოველთა სარწმუნოებით დაძინებულთა თჳსთა ჩუენთა, რომელთათჳსცა ხსენებასა ვყოფთ აწ, რამეთუ შენი არს ყოველთა პყრობა, და ხელთა შინა შენთა გიპყრიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, მეუფეო ყოველისა მპყრობელო, ღმერთო მამათაო და უფალო წყალობათაო, ნათესავისა უკუდავისა, და მოკუდავისაო, და ყოველისა ბუნებისა კაცობრივისა შემოქმედო, შეერთებულისა და კუალად დახსნადისაო, და ცხოვრებისა და აღსასრულისა აქა ყოფისა და მუნ მიცუალებისაო, რომელი წელთა აღრიცხავ ცხოველთასა, და ჟამთა განაწესებ მოკუდავთასა, შთაიყვანებ, შეჰკრავ უძლურებითა, და განუტეობ ძალითა, რომელი აწ მყოფთა კეთილად განაგებ, და მომავალთა უმჯობესსა აღასრულებ. რომელი სიკუდილისა საწერტელითა მოწყლულთა, სასოებითა აღდგომისათა ახარებ. შენ მეუფეო ყოველთაო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, რომელმან ამასცა უკანასკნელსა დიდსა, და საცხოვრებელსა დღესა მეერგასესა დღესასწაულსა, საიდუმლოჲ წმიდისა, და ერთ-არსისა, და თანა დაუსაბამოჲსა, და განუყოფელისა, და შეურევნელისა სამებისა გვიჩუენე ჩუენ, და გარდამოსლუა, და დანერგვა წმიდისა, და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისა, სახითა ცეცხლისა ენათაჲთა, წმიდათა მოციქულთა შენთა ზედა მოჰფინე, და ჰყუენ იგინი მახარებელ მართლისა სარწმუნოებისა, და აღმსარებელ, და ქადაგ, მაღლისა ღმრთის-მეტყველებისა გამოაჩინენ, რომელმან ამას წმიდასა ყოვლად-სრულსა და ცხოველს-მყოფელსა, დღესასწაულსა ღირს იჩინე შეწირვად ვედრებათა სახსრად შეპყრობილთათჳს ჯოჯოხეთს შინა, და დიდთა სასოებათა მოგუცემ ლხინებად, შეპყრობილთა გარემოდგომილთაგან ბოროტთა მათ, და ნუგეშინის-ცემასა შენ მიერსა მოავლინებ. შეისმინე ჩუენი მდაბალთა ამათ მონათა შენთა, რომელნი გევედრებით შენ, და განუსვენე სულთა მონათა შენთასა პირველ დაძინებულთა, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსვენებისასა, სადა იგი წარხდა ყოველი სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და დააწესენ სულნი მათნი სამკჳდრებელსა მართალთასა, და ღირს-ყუენ იგინი მშჳდობასა და განსვენებასა, რამეთუ არათუ მკუდარნი გაქებდენ შენ უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი აღგიარებდენ, და კადნიერ იქმნენ შეწირვად შენდა ქებისა, არამედ ჩუენ ცხოველნი გაკურთხევთ შენ, და გევედრებით, და სალხინებელთა ლოცვათა და მსხუერპლთა შევსწირავთ შენდა სულთა მათთათჳს.

ღმერთო დიდო და საუკუნეო, წმიდაო და კაცთ-მოყუარეო…

ხოლო შევძინებთ ამასცა.

ღმერთო დიდო და საუკუნეო, წმიდაო და კაცთ-მოყუარეო, რომელმან ღირს-მყუენ ჩუენ ამასცა ჟამსა დგომად წინაშე თუალთ-შეუდგამისა დიდებისა შენისა, გალობად და ქებად საკჳრუელებათა შენთა, გვილხინე ჩუენ, უღირსთა მონათა შენთა, და მოჰმადლე მადლი შენი, რომელნი შემუსრვილითა გულითა, და დამდაბლებულითა გონებითა შესწირვენ შენდა სამგზის წმიდასა დიდების მეტყველებასა და მადლობასა, დიდებულთა მათ ნიჭთათჳს, რომელნი ჰქმენ, და იქმ ყოვლადვე ჩუენ თანა. მოიხსენე უფალო უძლურებაჲ ჩუენი, და ნუ წარმწყმედ ჩუენ უსჯულოებათა შინა ჩუენთა, არამედ ჰყავ დიდი წყალობაჲ სიგლახაკისა ჩუენისა თანა, რათა ბნელსა ცოდვისასა განვერნეთ, და დღესა შინა სიმართლისასა ვიდოდეთ, და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა, და ყოველთაგან ღონეთა უკუეთურისათა განვერნეთ, და კადნიერებით გადიდებდეთ ყოველსავე ზედა, შენ მხოლოსა ჭეშმარიტსა, და კაცთ-მოყუარესა ღმერთსა ჩუენსა. რამეთუ შენი არს ჭეშმარიტად დიდი ესე საიდუმლო მეუფეო, ყოველთა შემოქმედო, აწინდელიცა ესე და ხსნა შეერთებულებისა შენთა დაბადებულთასა, და შემდგომად, კუალად შეერთება, და განსვენება უკუნისამდე. შენ აღგიარებთ მადლობასა ყოველსავე ზედა, შემოსლუასა ჩუენსა სოფელსა ამას შინა, და განსვლასა, რომელნი იგი სასოებასა აღდგომისა, და უხრწნელისა ცხოვრებისასა, უტყუელთა მათ აღთქმათა შენთასა მოასწავებენ, რომელნი იგი გვიპოვნიამცა, მერმესა მას მეორედ მოსლუასა შენსა, რამეთუ შენ ხარ აღდგომისაცა ჩუენისა წინამძღუარი, და საქმეთაცა ჩუენთა თუალ-უხვავი, და კაცთ-მოყუარე მსაჯული, და სასყიდლის მიცემისა მეფე, და უფალი, რომელი ზიარ იქმენ მსგავს ჩუენდა ხორცთა, და სისხლთა გარდამოსლვისათჳს უმწვერვალესისა, და ჩუენთა ვნებათა ზედა წყლულებაჲ მიიღე, ვინაჲთგან ნებსით განცდად გარდამოხედ, მიღებად წყალობისათჳს, და მოწყალებისა, და რომელითა გევნო გამოიცადე, და გუექმენ განსაცდელთა შინა მყოფთათჳს, აღთქმით შემწე, ამისთჳს შემკრიბენ ჩუენ შენსა უვნებელობასა. შეიწირე უკუე მეუფეო მეფეთაო თხოვანი ჩუენნი, და ვედრებანი, და განუსვენე მამათა, და დედათა, და შვილთა, და ძმათა, და დათა, და სხუათა ყოველთა ნათესავთა, და თჳსთა, და ყოველთა სულთა, პირველ-შესვენებულთა, სასოებითა აღდგომისა, და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა, და დააწესენ სულნი მათნი, და სახელები მათი წიგნსა ცხოვრებისასა, წიაღთა აბრაამისთა, ისააკისთა, და იაკობისთა, სოფელსა მას ცხოველთასა, სამეფოსა მას ზეცათასა, სამოთხესა საშუებელისასა ნათლით შემოსილსა, ანგელოზთა შენთა მიერ შემიყვანენ ჩუენ ყოველნი წმიდათა მათ სავანეთა, და შენთანა აღადგინენ გუამნიცა ჩუენნი დღესა მას, რომელსა შინა განგიგიეს წმიდათა მათ და უტყუელთა აღთქმათა შენთაებრ. რამეთუ არა არს სიკუდილი მონათა შენთა უფალო, განრავიდოდეთ ჩუენ ხორცთა ამათგან, და შენდა მომართ ღმრთისა ჩუენისა მოვიდოდეთ, არამედ უფროსად მიცუალებულ არს იგი მწუხარებათაგან სიხარულად, და მხიარულებად, და განშვენება იგი არს სიხარულ. და რაჲცა გვიცოდავს მოწყალე გუექმენ ჩუენცა, და მათცა, რამეთუ არავინ არს ბიწისაგან წმიდა წინაშე შენსა, დაღათუ დღე ერთი იყოს ცხოვრებაჲ მისი, გარნა შენ მხოლო ხარ მხოლოდ, რომელი ქუეყანასა ზედა გამოჩნდი უცოდველი უფალი ჩუენი, იესო ქრისტე, რომელისა მიმართ ვესავთ ყოველნივე პოვნად წყალობასა და შენდობასა ცოდუათასა, ამისთჳს ჩუენცა და მათცა ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან გვილხინე, შეგვინდვენ და მოგუიტევენ ცოდუანი ჩუენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი მეცნიერებითნი, და უმეცრებითნი, საცნაურნი და უცნაურნი, საქმითნი, და გონებითნი, გინა სიტყჳთა და ყოველთავე შინა ცხოვრებათა ჩუენთა, და მოძრაობათა, და პირველ წარსრულთა აზნაურებაჲ და შენდობაჲ მიეც, ხოლო ჩუენ აქა მყოფნი გვაკურთხენ, და აღსასრული კეთილი და მშჳდობითი მოგუანიჭენ ჩუენ, და ყოველსა ერსა შენსა, და კარი წყალობისა, და კაცთ-მოყუარებისა განგვიღე ჩუენ, შესაძრწუნებელსა მას და საშინელსა მოსლუასა შენსა, და სასუფეველსა შენსა დამკჳდრებად ღირს-მყუენ ჩუენ.

ღმერთო, დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს…

და შეუდგინებთ ლოცვასა ამას.

ღმერთო, დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ, და მკჳდრ-ხარ ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებულნი, სიბრძნით შეჰქმნენ, რომელმან განჰყავ შორის ბნელისა და შორის ნათლისა, და დააწესე მზე მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკულავნი მფლობელად ღამისა, რომელმან ღირს მყუენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსა ამას მოსლუად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა, და შეწირვად შენდა მწუხრისა ლოცვასა, შენ კაცთ-მოყუარეო ოფალო, წარმართე ლოცვა ჩუენი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და მოგუმადლე მწუხრი ესე, და შემომავალი ღამე მშჳდობით, შეგვმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისა, გვიხსენ ჩუენ შიშისაგან ღამისა, და ყოველისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე რომელ მოგუეც განსასვენებელად უძლურებათა ჩუენთა, ჰყავ ყოველისაგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ, წინაშე მეუფეო ყოველთა კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთა ჩუენთა ზედა ვინანდეთ, და ღამითცა ვიხსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, და წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვდგეთ დიდების მეტყველებად სახიერებისა შენისა, ლოცვასა და ვედრებასა შევწირვიდეთ მოწყალებისა შენისა ცოდუათა ჩუენთათჳს, და ყოველთა ერთა შენთა, რომელთაცა მოგუხედენ მოწყალებით, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგუადგინენ და დაგვიცუენ ჩუენ…

ხოლო იტყვის დიაკონი.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგუადგინენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგვიწყალენ

გუნდმან.

უფალო შეგვიწყალენ.

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობლისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდმან.

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ განსვენება სულთა და ხორცთა…

მღუდელმან ასამაღლებელი.

რამეთუ შენ ხარ განსვენება სულთა და ხორცთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

გუნდმან:

ამინ.

აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ

ესრეთ დიაკონმან თქუას თხოვნითი კუერექსი.

აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ

ჩუენი უფალსა.

უფალო შეგვიწყალენ

გუნდმან პირველ ორ მუხლზე:

უფალო შეგვიწყალენ

მოგუმადლენ უფალო

ა.-გზის. დანარჩენ მუხლებზე

მოგუმადლენ უფალო,

შენ უფალო

ბოლო მუხლზე:

შენ უფალო.

რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე

მღუდელმან ასამაღლებელი.

რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე...

ამინ

გუნდმან:

ამინ.

მშჳდობა ყოველთა

მღუდელმან.

მშჳდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

გუნდმან

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონმან

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ უფალო

გუნდმან.

შენ უფალო.

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან მოდრიკენ ცანი, და…

მღუდელმან თქუას. ლოცვა ჩვეულებისაებრ, საიდუმლოდ.

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან მოდრიკენ ცანი, და გარდამოხედ ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა, და სამკჳდრებელსა შენსა, რამეთუ შენდა საშინელისა და კაცთ-მოყვარისა მსაჯულისა მოუდრეკიან თავნი მათნი მონათა შენთა, და ქედნი მათნი დაუმდაბლებიან, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერ მოელიან წყალობასა, და შენ მიერსა ითხოვენ ცხოვრებასა, რომელნი დაიცუენ ყოველსა ჟამსა მწუხრსა ამას შემომავალსა, და ღამესა მოწევნულსა, ყოველისაგან მტერისა, და ყოველისაგან საქმისა წინააღმდგომისა, გულის-სიტყუათაგან ამაოთა, და ზრახუათაგან ბოროტთა.

იყავ სიმტკიცე სუფევისა

ესრეთ. ასამაღლებელი

იყავ სიმტკიცე სუფევისა...

დღეს სასწაულად ყოველთა იხილვნეს ენანი, და ურწმუნო…

შემდგომად ამისა შეკრბებიან ორნივე გუნდნი, და გალობენ სტიქარონსა ზედა დასდებელთა თჳთ ხმოვანთა. ხმა გ.

დღეს სასწაულად ყოველთა იხილვნეს ენანი, და ურწმუნო იქმნნეს ჰურიანი ხორცთათჳს ქრისტესთა, ამისთჳს მოუძლურდეს და საღმრთოჲსა მადლისაგან განვარდეს, ხოლო ღმრთაებისა ნათელსა წარმართნი ღირს იქმნნეს, და განემტკიცნეს სიტყჳთა მოწაფეთათა, მეტყველებად და დიდებად შემოქმედისა ღმრთისა, აწ ამისთჳს გულნი მუხლთა თანა მოვიდრიკნეთ, და სარწმუნოებით თაყუანის-ვსცეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა.

დღეს ნუგეშინის-მცემელი სული მოეფინა ყოველთავე ხორციელთა ზედა…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

დღეს ნუგეშინის-მცემელი სული მოეფინა ყოველთავე ხორციელთა ზედა, იწყო მოციქულთაგან, და შემდგომითი შემდგომად მორწმუნეთა თჳსი მადლი მიჰფინა, და მისსა ძლიერსა მოსლუასა, ცეცხლისა ენათა განყოფაჲ მოწაფეთა სარწმუნო ჰყო დღეს მეტყველებად და დიდებად, შემოქმედისა და ყოველთა ღმრთისა, ხოლო ჩუენ აწ განათლებულითა გულითა და გონებითა სარწმუნოებით და სურვილით თაყუანის-ვსცეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა.

დღეს შეიმოსენ ძალსა მაღლით მოციქულნი, რამეთუ განიხილეს…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან

დღეს შეიმოსენ ძალსა მაღლით მოციქულნი, რამეთუ განიხილეს მათ სული ცხოველი, ახლითა ცნობითა მათ შორის განახლებული, რათა მაღლად მეტყველებითა გვასწავონ უსაზღურო მარტივი ბუნებაჲ, სამებით მონებად უცხოთა ხმათა მიერ, ქადაგებითა სამ გუამოვნად და ერთ-ბუნებად შემოქმედისა და ყოველთა ღმრთისა, ხოლო ჩუენ აწ განათლებულნი მათ მიერ, თაყუანის-ვსცემდეთ მამასა ძით და სულით-წმიდითურთ, ყოვლად-ძლიერსა მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა.

მოვედით ერნო, სამგუამოვანსა ღმრთაებასა თაყუანის-ვსცემდეთ, ძესა მამისა…

დიდება, აწ და. ხმა 8.

მოვედით ერნო, სამგუამოვანსა ღმრთაებასა თაყუანის-ვსცემდეთ, ძესა მამისა თანა სულით წმიდითურთ, რამეთუ მამამან ჰშვა ძე მხოლო, და სული თანასწორი გამოავლინა პირველ ყოველთა საუკუნეთა, რომელთა ღმრთაება და სუფევა, და მეუფებაჲ ერთ არს განუყოფელ და შეურწყმელ, რომელსა ძრწოლით თაყუანის-ვსცემთ და ვღაღადებთ: წმიდაო ღმერთო, რომელმან ძისა მიერ შეჰქმნენ ყოველნი სულითა წმიდითა. წმიდაო ძლიერო, რომელისაგან მამა ვიცანთ, და სული-წმიდა სოფლად მოვიდა და გვიხსნა. წმიდაო უკუდავო სულო, რომელი მამისაგან გამოხვალ, და ძისა თანა განისვენებ, დიდება შენდა სამებაო წმიდაო.

წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო სამებაო. მამაო ჩუენო

ესრეთ, აწ განუტევე.

წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო სამებაო. მამაო ჩუენო.

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან…

ტროპარი

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.

რომელმან მამობრივთაგან, და საღმრთოთა წიაღთა წარმოაცალიერა თავი…

ესრეთ მღუდელი ჰყოფს განტევებასა სახითა ამით.

რომელმან მამობრივთაგან, და საღმრთოთა წიაღთა წარმოაცალიერა თავი თჳსი, და ზეცით ქუეყანად გარდამოხდა, და ყოველითურთ მიიღო ბუნებაჲ ჩუენი, და განაღმრთო იგი და შემდგომად ამისა კუალად ზეცად ამაღლდა, და მარჯუენით დაჯდა ღმრთისა და მამისა, და საღმრთო, და წმიდა, და თანა-არსი, და ერთძალი, და ერთდიდება, და სამარადისო სული გარდამოავლინა, წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა ზედა, და მის მიერ განანათლნა იგინი, და მათ მიერ ყოველი ქუეყანაჲ. ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა, და ყოვლად-უბიწოჲსა წმიდისა დედისა თჳსისათა, და წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა, ღმრთის მქადაგებელთა, და სულითა შემოსილთა მოციქულთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.

სულსა უგალობ დამბადებელსა ყოველთა დაბადებულთასა

მასვე კჳრიაკესა 8. სერობასა ზედა. ვგალობთ კანონსა სულისა წმიდისასა. ქმნილი თეოფანესი. სძლისპირნი ორ-ორ გზის. ხოლო ტროპარი. მუხლი დ. რომელისა კიდურწერილობა.

სულსა უგალობ დამბადებელსა ყოველთა დაბადებულთასა.

მონებისა მისგან მწარისა, ხსნილმან ისრაელმან განვლო ქუეყანაჲ…

ხმა ა. გალობა ა. ძლისპირი

მონებისა მისგან მწარისა, ხსნილმან ისრაელმან განვლო ქუეყანაჲ, დაულტოლველად, და იხილნა, მტერნი თჳსნი დანთქმულნი, და გალობით უგალობდა ღმერთსა, საკჳრუელ-მოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს.

საღმრთოო სულო წმოდაო, რომელიცა ყოველთა მიჰმადლებ ნიჭთა…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

საღმრთოო სულო წმოდაო, რომელიცა ყოველთა მიჰმადლებ ნიჭთა საღმრთოთა, და ჰყოფ ნებასა შენსა, აწ მეცა, მომბერე ნათლისაგან შენისა ძალი, რათა დიდებით გადიდებდე შენ, თანა მამით და ძითურთ, სამებით დიდებულსა.

რომელმან ზეცისა ძალნი განაკჳრუენ, მოსლჳთა მადლისა შენისათა, და მიანიჭე ყოველთა ნუგეშინის-ცემაჲ, მეცა მომეც გონება გულის-ხმის-ყოფისა შენისა, რათა ბოროტისაგან ვიხსნე, და ვადიდო წყალობა შენი.

წყაროო ცხოვრებისაო მდინარეო, მოგუანიჭენ ჩუენ წყალობანი შენნი…

დიდება

წყაროო ცხოვრებისაო მდინარეო, მოგუანიჭენ ჩუენ წყალობანი შენნი, სულო ღმრთისაო წმიდაო, და აწ მოკუდავი გონება ჩემი, განაცხოველე საღმრთოჲთა მოქმედებითა შენითა, რათა აღვემართო დაცემული ესე, და ვადიდებდე ძალსა შენსა ძლიერსა.

ტაძარი ხარ შენ ღმრთის-მშობელო, ქალწულო გარდამოსლჳთა შენ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ტაძარი ხარ შენ ღმრთის-მშობელო, ქალწულო გარდამოსლჳთა შენ ზედა, მადლითა სულისა წმიდისათა, რომელი მოგენიჭა შენ ძალი მაღლით გარდამო წმიდაო, და ჰშევ შენ გუამოვნებით, სიტყუა დაუსაბამო.

წინა-საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და ქალწულისაგან…

გალობა გ. ძლისპირი.

წინა-საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და ქალწულისაგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა უღაღადებდეთ, რომელმან აღამაღლე რქაჲ ჩუენი, წმიდა ხარ შენ უფალო.

რომელსა უკუე გაქუს, ბუნებისაებრ წყალობაჲ და ძალი და სიბრძნე, ხოლო ცათა შინა ქება და დიდება, ვითარცა ღმერთსა, და იქმს სული იგი შენი წმიდა, დიდებულებასა, და გუასწავებს ჩუენ გალობად შენდამი, წმიდა ხარ შენ უფალო.

დაუდუმებელითა, გალობითა გადიდებთ შენ მეუფეო ჩუენო, რომელმან გამოუბრწყინვე მადლი სულისა შენისა წმიდისა, ღმრთის-მეტყველთა მოციქულთა შენთა, და მიანიჭე მათ მეტყველებაჲ ღმრთაებისა შენისა, რათა უხორცოთა თანა გიგალობდენ, წმიდა ხარ შენ უფალო.

ერთი ღმრთაება, და ერთი ძალი და უფლება…

დიდება

ერთი ღმრთაება, და ერთი ძალი და უფლება დაუსრულებელი სუფევა გაქუს წმიდაო სამებაო, ამისთჳს გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, და სამ-წმიდა არსობისა ხმითა გიღაღადებთ: წმიდა ხარ შენ, უფალო.

ეტლო ბრწყინუალეო, ნათლით შემოსილო ნათლისა საყოფელო, ყოვლად-სანატრელო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ეტლო ბრწყინუალეო, ნათლით შემოსილო ნათლისა საყოფელო, ყოვლად-სანატრელო ქალწულო, ქერუბიმთა უმაღლესო, და სერაფიმთა უპატიოსნესო, დედუფალო მარიამ, რომელმან ღმერთი მკლავთა ზედა იტვირთე, ამისთჳსცა ჩუენ ყოველნი გიგალობთ უბიწოო.

კუერთხი იესეს ძირისაგან, აღმოცენდი შენ ქრისტე, მთისაგან…

გალობა დ. ძლისპირი.

კუერთხი იესეს ძირისაგან, აღმოცენდი შენ ქრისტე, მთისაგან წმიდისა ქალწულისა, და მაღნარით გამოხუედ განხორციელებული სძლისაგან უქორწინებელისა, ღმერთი უსხეულოთა, დიდება ძალსა შენსა უფალო.

დიდი მადლი და წყალობა მოგუანიჭა ჩუენ ყოვლად-დიდებულმან სულმან წმიდამან, ოდეს იგი გარდამოხდა წმიდათა მოციქულთა ზედა, ძალი იგი საღმრთო და სახიერებითა თჳსითა აღავსო ყოველი სოფელი, და ღმერთი-ჰყუნა კაცნი გამობრწყინვებითა თჳსითა, რამეთუ თჳთ უფალი არს.

საყდარსა რა მამისასა ჰსჯედ ქრისტე, გარდამოუვლინე მოწაფეთა შენთა ნუგეშინის-მცემელი, ვითარცა აღუთქუ მათ მაცხოვარ, და გარდამოხდა მათ ზედა, ვითარცა ღმერთი მამისაგან დაუსაბამოსა, რათა აუწყოს ყოველთა ძალი ძლიერებისა თჳსისა, და გიგალობდენ შენ ხმატკბილად, დიდება ძალსა შენსა უფალო.

იტყოდეს პირველ წინასწარ-მეტყველნი, მომავალისა ამის ბრძენთა მოციქულთათჳს…

დიდება

იტყოდეს პირველ წინასწარ-მეტყველნი, მომავალისა ამის ბრძენთა მოციქულთათჳს, ვითარმედ გარდამოხდეს სული ყოვლად-წმიდა, და შეურივნეს მათ ენანი სიბრძნითა მით ღმრთაებისა თჳსისათა და უქადაგონ მათ ყოველსა სოფელსა დიდებულებაჲ მისი, და ხმითა მაღლითა იტყოდენ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

შენ ხარ ბჭე იგი გონიერი, რომელნიცა ნათლად…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

შენ ხარ ბჭე იგი გონიერი, რომელნიცა ნათლად გიწოდთ შენ ღმრთისა დედაო, და იშუა შენგან ქრისტე, და განაშვენა ყოველი სოფელი, საღმრთოჲთა ბრწყინუალებითა, და იქცეოდა უხილავად ხატითა ჩუენითა, უხილავი იგი ღმერთი, რომელსა უგალობთ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

ღმერთი ხარ, მშჳდობისა, და მამა მოწყალე, და…

გალობა ე. ძლისპირი.

ღმერთი ხარ, მშჳდობისა, და მამა მოწყალე, და დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრუელი თანამზრახუელი მომივლინენ ჩუენ, რომელი მიმიძღუა დღეს ნათლად და უღაღადებთ, ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, მგალობლად შენდამი კაცთ-მოყუარე.

ჵ სულო ღმრთისაო, ჭეშმარიტო, და სიბრძნითა აღმავსებელო, და მომნიჭებელო ჩუენდა შიშსა ღმრთისასა, მომეც მე სიბრძნე გულის-ხმის-ყოფა კეთილი, და მშჳდობა შენისა მოწყალებისა, ჰქმენ ჩუენ შორის დამკჳდრებულად, და ბრწყინუალე მყუენ, სიხარულითა შენითა, რათა ღამითგან აღმსთობილნი დიდების-ვმეტყველებდეთ, შენ კაცთ-მოყვარისა ღმრთისა მიმართ.

რომელსა გიპყრიეს ყოველივე, და ყოველთა ზედა უფალ ხარ, დაიცევ სოფელი უვნებელად, და მოგუანიჭენ ჩუენ ნათელი იგი ბრწყინუალებისა შენისა, რათა განვძღეთ ჩუენ ნათლითა მით ბრწყინუალებისა, შენისათა, და ღამითგან, აღმსთობილნი გიგალობდეთ შენ კაცთ-მოყუარესა ღმერთსა.

რომელმან პირველი მცნება გამოუცხადე მოსეს, აწ მცნება…

დიდება

რომელმან პირველი მცნება გამოუცხადე მოსეს, აწ მცნება ახალი და მადლი მოგუანიჭე ჩუენ, გამოცხადებითა სულისა წმიდისათა, რომელმანცა გულთა შინა მოციქულთასა, დაწერნა სიტყუანი, საღმრთონი, და ასწავა ღაღადებად შენდამი. უფალო დიდება შენდა.

წყევაჲ, პირველისა დედისა ევასი, დახსენ შობითა შენითა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

წყევაჲ, პირველისა დედისა ევასი, დახსენ შობითა შენითა ქალწულო, სოფლისა სიხარულო, და მომცემელო მშჳდობისაო, რამეთუ შენ მიერ აღმოეცენა ქრისტე მხსნელი ჩუენი, ამისთჳს სიხარულით გიხაროდენსა, შევსწირავთ შენდამი ღმრთის-მშობელო, და ქებით გნატრით უბიწოო.

პირველ იონა, შთანთქმული მხეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად…

გალობა ვ. ძლისპირი.

პირველ იონა, შთანთქმული მხეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად, და ქალწულისა მუცელსა სიტყუა ღმრთისა განხორციელდა, და მშობელი თჳსი დაიცვა უხრწნელად, ხოლო ბუნებანი შეცუალნა, ვითარცა ინება, და გუაცხოვნნა ჩუენ.

მოციქულთა შენთა, აღუსრულე აღთქმა იგი ქრისტე ღმერთო, და სული შენი წმიდა გარდამოუვლინე მათ მოქმედებითა, დიდითა საკჳრუელებითა, და მიანიჭენ მათ ენანი ცეცხლისფერნი, რათა მოინადირონ მათ წარმართნი, და სამწყსო, შენდა ჰყონ, უფალო დიდება შენდა.

მოვედ ჩუენდა სულო წმიდაო, და გუყუენ ჩუენცა, შენთანა ზიარ სიწმიდისა, საღმრთოსა ბრწყინუალებისა შენისა, რათა ჩუენცა სურვიელ ვიქმნნეთ შენისა მის დიდებისა, რამეთუ შენ ხარ მდინარე უკუდავებისა, რომელი მამისაგან გამოხვალ, და ძისა თანა განისვენებ.

გვაცხოვნენ ჩუენ, ნუგეშინის-მცემელო, მორწმუნენი ერნი შენნი, და…

დიდება

გვაცხოვნენ ჩუენ, ნუგეშინის-მცემელო, მორწმუნენი ერნი შენნი, და რომელნიცა, ღმრთივ-შუენიერად უგალობენ მოსლუასა შენსა, და განგუწმიდენ ჩუენ ყოველისაგან ბოროტისა, ვითარცა სახიერ ხარ, და ღირს მყუენ ჩუენ ღმრთაებისა შენისა ხილუად, ბრწყინუალებისა, რათა მარადის ვიტყოდეთ, უფალო დიდება შენდა.

ყოველი გუნდი, წინასწარ-მეტყველთა, ღმრთისა მიერ განბრძნობილნი წინასწარვე…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

ყოველი გუნდი, წინასწარ-მეტყველთა, ღმრთისა მიერ განბრძნობილნი წინასწარვე აუწყებდეს, საიდუმლოთა მათ შენთა გამოუთქმელთა, და ღმრთისა სიტყუისა განხორციელებასა, შენ მიერ ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინუალება სოფლისა, და სიქადული ჩუენი.

მსგავსი. სიბრძნე

წარდგომა. ხმა 8.

მსგავსი. სიბრძნე.

ყოვლად-ბრძენი სული იგი, აწ გარდამოხდა მოციქულთა ზედა წმიდათა სახითა ცეცხლისათა, ოდეს მსხდომარე იყუნეს სიონს შინა, მაშინ შიშმან შეიპყრნა წარმართნი იგი, რომელნიცა იყუნეს მუნ შეკრებილ, და იტყოდენ უცხოთა ენათა, მოყუასი მოყუსისა მიმართ, და ესმოდათ ურთიერთ-არს და იყუნეს განკჳრვებულ, და მთურალ-საგონებელ იყუნეს წარმართნი, ხოლო მორწმუნეთათჳს საცნაურ გზა ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისა, ამისთჳს ჩუენცა ვადიდებთ ღმრთაებასა შენსა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რათა ცოდუათა შენდობა მოგუანიჭო, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი, წინა აღუდგეს მძლავრსა მას…

გალობა ზ. ძლისპირი.

ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი, წინა აღუდგეს მძლავრსა მას, და არა შეშინდეს იგინი, სიმძაფრისა მისგან ცეცხლისა, არამედ შორის ალსა დგეს და ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

აწ აღესრულა აღთქმა იგი პირველი, რომელი აღუთქუა პირველ ქრისტემან, მოვლინებაჲ სულისა მოციქულთა თჳსთა, და იქმნა განყოფაჲ ენათა, მოსლჳთა მით სულისა წმიდისათა, ხოლო იგინი ბრწყინუალებასა წმიდისა სამებისასა ხმატკბილად იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

პირველად უკუე იქმნა შერევნა, წარმართთა მეტყველებისა, ხოლო დღეს ერთად შეკრბა ცხადად მოქმედებითა, საღმრთოთა მით სულისა წმიდისათა, და ერთსა წმიდისა სამებისა ღმრთაებისა გალობასა იტყოდეს, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

მაღლით რა გარდამოხდა სული-წმიდა, იქმნა ხმაჲ ქუხილისა…

დიდება

მაღლით რა გარდამოხდა სული-წმიდა, იქმნა ხმაჲ ქუხილისა, და დიდება იგი ღმრთაებისა, გამოუბრწყინდა წმიდათა მოციქულთა, ხოლო იგინი ერთითა ხმითა იტყოდეს: მამათა, ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

სახე შობისა შენისა, გამოსახეს სამთა მათ ყრმათა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა

სახე შობისა შენისა, გამოსახეს სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახმილსა შინა, რომელნი იყუნეს დაცულ ცეცხლსა მას შინა, ხოლო შენ ღმრთის-მშობელო იტვირთე მუცელსა შინა, ცეცხლი ღმრთაებისა, და შეუწუელად დაიცევ, რომელი გამობრწყინდა შენ მიერ ღმერთი მამათა ჩუენთა.

სახმილი შეცურეული სახედ გამოჩნდა, საკჳრუელებათა მითხრობითა, ბუნებათა…

გალობა 8. ძლისპირი.

სახმილი შეცურეული სახედ გამოჩნდა, საკჳრუელებათა მითხრობითა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეწვნა ყრმანი, მძლავრ-შეთხეულნი, ეგრეთუე ქალწული დაიცვა, ღმრთაებისა ცეცხლმან, და ჩუენ ვღაღადებთ: აკურთხევდით, საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

სულო წმიდაო, რომელი ღმრთისაგან გამოხვალ, მოგუანიჭე ჩუენ ყოველთა სიწმიდე შენი, რომელთაცა გუაქუს, შენდამი სარწმუნოება წმიდაო, რომელი მიჰმადლებ კაცთა სიწმიდესა, რამეთუ შენ ხარ მომცემელი კეთილთა, რათა გალობით გიგალობდეთ, და გაკურთხევდეთ ყოველი დაბადებული შენ უფალსა, და აღგამაღლებდეთ უკუნისამდე.

სულო მომცემელო ყოველისა კეთილისაო, მომეც ჩუენ მადლი შენი და წყალობაჲ, რათა გიგალობდეთ შენ ნუგეშინის-მცემელსა, რომელი ხარ, მომცემელი კეთილთა, და უფსკრული სახიერებისა, ამისთჳსცა გალობით, გაკურთხევს ყოველი დაბადებული, და აღგამაღლებს უკუნისამდე.

სული უფლისა ცხოველ არს, თჳთ უფალი და…

დიდება

სული უფლისა ცხოველ არს, თჳთ უფალი და თჳთ მოძრავი, მომცემელი, და განმყოფელი ნიჭთა, თჳთ მეუფე, და მბრძანებელი და დაუსაბამო, ამისთჳს გალობით უგალობთ და ვაკურთხევთ ყოველი დაბადებული მას უკუნისამდე.

ვინ არა განკჳრდეს შენ მიერ, მონიჭებულსა მადლსა…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ვინ არა განკჳრდეს შენ მიერ, მონიჭებულსა მადლსა ზედა დაუსაბამოო სიტყუაო, რომელმან ჩუენთჳს სიგლახაკე თავს-იდევ, რომელი ხარ მდიდარ წყალობითა, და იშევ ქალწულისაგან წმიდისა, ამისთჳს გალობით, გიგალობთ და გაკურთხევთ, ყოველი დაბადებული უკუნისამდე.

გიხაროდენ ქალწულო სიქადულო ჩუენო, გიხაროდენ დედაო ყოვლად-წმიდაო…

გალობა თ. ძლისპირი.

გიხაროდენ ქალწულო სიქადულო ჩუენო, გიხაროდენ დედაო ყოვლად-წმიდაო, რომელსა ყოველნი ტომნი, გალობით გადიდებთ შენ.

აჰა ესერა სხუა ნუგეშინის-მცემელი გარდამოგუივლინე ჩუენ, თანასწორი შენი სიტყუაო ღმრთისაო, და ეგრეთუე მამისა თანამოსაყდრე, რომელ არს მეუფე დიდებისა.

დაგვიცუენ ჩუენ განსაცდელთაგან ნუგეშინის-მცემელო სულო წმიდაო, რომელნი ღმერთად აღგიარებთ შენ, და ვაქებთ დაუსაბამოსა დიდებასა შენსა.

მოვედ ჩუენდა ნუგეშინის-მცემელო, რომელთა გვსურს ყოველთა ნუგეშინის-ცემაჲ…

დიდება

მოვედ ჩუენდა ნუგეშინის-მცემელო, რომელთა გვსურს ყოველთა ნუგეშინის-ცემაჲ შენი გამოუთქმელი, და აღმავსენ ჩუენ სიხარულითა შენითა, რათა ვაქებდეთ ღმრთაებისა შენისა ძლიერებასა.

სძალო ღმრთისაო, უბიწოო ქალწულო, ქებით გადიდებთ შენ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

სძალო ღმრთისაო, უბიწოო ქალწულო, ქებით გადიდებთ შენ, და ღირსად პატივს-გცემთ მიმადლებულო, გვიხსენ ჩუენ განსაცდელთაგან ვედრებითა შენითა.

ნაცვლად ღირს-არსისა, ვგალობთ სძლისპირსა მასვე. შემდგომად წმიდაო…

ნაცვლად ღირს-არსისა, ვგალობთ სძლისპირსა მასვე. შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, კონდაკი დღესასწაულისა.

შემდგომად ა. წმიდაო ღმერთოსა, ვიტყვით ტროპარსა დღესასწაულისასა…

შემდგომად ა. წმიდაო ღმერთოსა, ვიტყვით ტროპარსა დღესასწაულისასა. შემდგომად ბ. წმიდაო ღმერთოსა, ვიტყვით კონდაკსა დღესასწაულისასა. უფალო შეგვიწყალენ იბ. და განტევებაჲ. ხოლო ლოცვასა მიცუალებულთასა არა ვიტყვით.

დაუკვირდა იოსებს

ცისკრად ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა. გ-გზის. შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომა. ხმა დ. მსგავსი.

დაუკვირდა იოსებს.

უკანასკნელსა ამას და დიდსა დღესასწაულსა, ბრწყინუალედ ვდღესასწაულობდეთ ერნო, რამეთუ ესე მეერგასე დღე აღთქმისა სრულმყოფელი, ამას შინა ცეცხლი ნუგეშინის-მცემელისა გარდამოხდა ქუეყანად, ვითარცა ცეცხლისა ენათა ხილვითა, და განანათლნა წმიდანი მოციქულნი და ესენი ზეცისათა მათ საიდუმლოთა მეტყველ და ქადაგ ყვნა, მოვიდა ნათელი ნუგეშინის-მცემელისა, და დაბადებულნი ბრწყინუალედ განანათლნა.

წყარო სულისა გარდამოხდა ქუეყანად, და ცეცხლისა მდინარე…

დიდება აწ და, იგივე შემდგომად ბ. კანონისა. წარდგომა. ხმა მსგავსი. მისივე.

წყარო სულისა გარდამოხდა ქუეყანად, და ცეცხლისა მდინარე განიყო საცნაურად, და მორწყნა მოციქულნი და ბრწყინუალედ განანათლნა, ექმნა მათ ღრუბელ წვიმითა ცეცხლი განმლეველ, განმანათლებელ და შემაცურეველ არა შემწუელ, რომელთაგან მოვიღეთ მადლთა მისთა, სიმრავლეჲ, წყლისა მიერ და ცეცხლისა საღმრთოჲსა, რამეთუ მოვიდა ნათელი ბრწყინუალე სულისა წმიდისა ნუგეშინის-მცემელისა, და ცაჲ და ქუეყანა ბრწყინუალედ განანათლნა.

სიბრძნე

დიდება აწ და, იგივე ესრეთ ორივე კანონი დღესასწაულისა ზ. ხმისა, ძლისპირითა მუხლი 8. და დ. ხმისა. ძლისპირითა მუხლი ვ. კატავასია. საღმრთომან ნისლმან. ორთავე გუნდთა ერთად. შემდგომად გ. გალობისა, წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.

სიბრძნე.

აწ ყოვლად-წმიდა სული გარდამოხდა წმიდათა მოციქულთა ზედა, და ცეცხლისა ენანი შეურივნა, რომელნი შიშით შეპყრობილ იყუნეს ერთბამად, ცეცხლისა ენათა იტყოდეს ერთა მიმართ, და ესმოდათ თჳთოეულსა სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რა სიტყუათა ახალთა, ამისთჳსცა ურწმუნონი განკჳრვებულ იყვნენ, ხოლო მორწმუნეთა ცხოვრებისა მონიჭება, ამისთჳსცა ვადიდებთ ძლიერებასა შენსა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და ვითხოვთ ცოდუათა მოტევებასა, რათა გარდამოგუივლინო მონათა შენთა დიდი წყალობაჲ.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე გზანი ცხოვრებისანი, და მოციქულთა…

დიდება აწ და, იგივე შემდგომად ვ. გალობისა, კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა. უპატიოსნესსა არა ვგალობთ, არამედ ვგალობთ ჩასართავსა დღესასწაულისასა, ვითარცა თჳთ დღესასწაულსა. შემდგომად თ. გალობისა განმანათლებელი დღესასწაულისა ბ-გზის. დიდება აწ და, მეორე განმანათლებელი დღესასწაულისა. ყოველი სული. აქებდითსა ზედა უქცევთ მუხლთა დ. და ვგალობთ დასდებელთა თჳთ-ხმოვანთა, ხმა ბ.

წინასწარ-მეტყველთაგან გუასწავენ ქრისტე გზანი ცხოვრებისანი, და მოციქულთა გამოუბრწყინვე მხსნელო მადლი სულისა ცხოველს-მყოფელისა, შენ ხარ ღმერთი პირველი, და კუალად შემდგომად მისსა შენვე ხარ, და დაუსრულებელთა საუკუნეთა, შენ ჰსუფევ ღმერთი ჩუენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და შენი არს დიდება უკუნისამდე.

ეზოთა შინა შენთა გიგალობთ ქრისტე სოფლისა მაცხოვარო…

ბ-გზის.

ეზოთა შინა შენთა გიგალობთ ქრისტე სოფლისა მაცხოვარო, და თაყუანის-გცემთ თანა მამით და სულით დაუსაბამოჲთ, და მოვიდრეკთ მუხლთა და პატივს-ვცემთ, და ვმონებთ ძალსა შენსა ძლიერსა, მიმწუხრი განთიად და შუადღე, და ყოველსავე ჟამსა და ადგილსა, გაკურთხევთ ჩუენ და გევედრებით: ნუ განგუაშორებ შენთა მოწყალებათა.

ეზოთა შინა შენთა, მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთასა ქრისტე მაცხოვარ, მორწმუნეთა კრებული, და თაყუანის-ვსცემთ დაუსაბამოსა მამასა შენსა სულით ცხოველით და წმიდითურთ, რომელი წმიდა ჰყოფს სულთა ჩუენთა და განანათლებს, რომელი დღეს მოეფინა ზეცით წმიდათა მათ ზედა მნათობთა სოფლისათა ქადაგთა შენთა.

გოდლის მაშენებელთა ოდესმე, ენანი შეურივნეს უგულისხმოჲსა მისთჳს…

დიდება, აწ და. ხმა 8.

გოდლის მაშენებელთა ოდესმე, ენანი შეურივნეს უგულისხმოჲსა მისთჳს ხელყოფისა, ხოლო აქა განბრძნდეს ენანი მადიდებელნი ღმრთისანი დიდებისათჳს ღმრთის-მსახურებისა, მუნ დაისაჯნეს უღმრთონი კადნიერებისა მისთჳს, ხოლო აქა განანათლნა ქრისტემან მეთევზურნი სულითა ცხოველს-მყოფელითა, მაშინ იქმნა დახსნა შეერთებისა სატანჯუელად, ხოლო აქა ერთობა საღმრთო განახლდა საცხოვრებელად, განყოფილთა წარმართთა მხსნელისა მიმართ სულთა ჩუენთასა.

რომელმან სახითა ცეცხლისა

დიდება მაღალი გრძლად. ტროპარი დღესასწაულისა. კუერექსი და განტევება ითქმის დღესასწაულისა.

რომელმან სახითა ცეცხლისა.

სიბრძნით აღემართენით

და ჟამი ა. ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი. კანონისაგან დღესასწაულისა. გალობა გ. და ვ. ესრეთ მღუდელმან ანუ დიაკონმან.

სიბრძნით აღემართენით.

ამაღლდი უფალო ძალითა, შენითა უგალობდე და ვაქებდე…

შესლვად.

ამაღლდი უფალო ძალითა, შენითა უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა.

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო

ტროპარი. ხმა 8

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო.

რაჟამს იგი გარდამოხდა

დიდება, აწ და. კონდაკი. ხმა 8.

რაჟამს იგი გარდამოხდა.

წმიდაო ღმერთო.

სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა

სამოციქულო, ეფესელთა დასაწყისი. სკთ. სახარება. მათესი. დასაწყისი ოე. განიცადე

სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა.

ალილუია გ-გზის

ალილუია გ-გზის. უწყებულ იყავნ, ვითარმედ შვიდეულსა ამას წმიდისა მეერგასისასა, ხსნილი არს მონაზონთათჳს ყველითა, თევზითა, ღვინითა და ზეთითა. ხოლო ერის კათათჳს ხსნილია ხორცითაც. ხოლო დაიტევების შედეგი ჟამნობათა, და რომელნიცა სერობათა ზედა, არს საგალობელი კანონი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა.