საღმრთომან ნისლმან
კანონი რიგისა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი, და ყოველისვე აკოლოთია აღესრულების თჳთ დღესასწაულისა მეერგასისა, თჳნიერ საკითხავისა შესლვისა, და ლიტანიისა ვითარ იგი უჩენს წარგზავნასა ამაღლებისა ქრისტესსა, ეგსახედ აქაცა. ხოლო კუალად ამასვე შაბათსა 8. ცისკრად, აკოლოთია ყოველივე დღესასწაულისა, თჳნიერ სადიდებელისა. აღსავლისა და სახარებისა. გარნა კანონი დღესასწაულისა პირველი. ძლისპირითა მუხლი 8. ძლისპირი.ორ-ორგზის. ხოლო მეორე კანონი დღესასწაულისა. ძლისპირითა. მუხლი ვ. ძლისპირი, ორ-ორგზის. კატავასია. ძლისპირი. მეორისა კანონისა.
საღმრთომან ნისლმან.
ორთავე გუნდთა ერთად დიდება მაღალიანი გრძლად. კუერექსი…
ორთავე გუნდთა ერთად დიდება მაღალიანი გრძლად. კუერექსი, და განტევება. ხოლო განტევებასა ზედა, მოიხსენებს მღუდელი მის დღისა წმიდისა, და ჟამი ა. ჟამნობათა ზედა. ტროპარი, და კონდაკი. დღესასწაულისა, და სრული განტევებაჲ.
სოფლისა ზღუა აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა საშინელად…
ოთხსაგალობელი ხმა ვ. გალობა ვ. ძლისპირი
სოფლისა ზღუა აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა საშინელად დამნთქამს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდლისა და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე.
პირველად ანგელოზთა მიანიჭე სიწმიდე, და ელვარე ჰყუენ იგინი ბრწყინუალებით სულო ყოვლად-წმიდაო, და სცავ მათ სიწმიდითა ღმრთაებისა შენისათა.
შენ წინასწარ-მეტყველნი წინასწარვე მხილუელ-ჰყუენ და მცნობელ მომავალთა და გულთა შინა მათთა დაემკჳდრე სულო ცხოველს-მყოფელო და მხილუელ უხილავთა გამოაჩინენ იგინი.
სოფლისაგან ამაღლდით სათნოებათა მიერ მოციქულნო ქრისტესნო, და…
დიდება
სოფლისაგან ამაღლდით სათნოებათა მიერ მოციქულნო ქრისტესნო, და ზეცით შეიწყნარეთ სული წმიდა, და საღმრთოჲთა ნათლითა განბრწყინდით სანატრელნო, ზესთა სიტყუისა და გონებისა.
სული-წმიდა შენ ზედა წმიდა გარდამოხდა ქალწულო და…
აწ და ღმრთის-მშობლისა
სული-წმიდა შენ ზედა წმიდა გარდამოხდა ქალწულო და საუნჯედ უბიწოდ ძისა მხოლოსა გამოგაჩინა და კარუად განწმედილად საღმთოჲსა დიდებისა ყოვლად-წმიდაო.
ყრმათა მათ წმიდათა სახმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან…
გალობა ზ. ძლისპირი
ყრმათა მათ წმიდათა სახმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შესწვნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობა და თქუეს: კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
უშობელსა მამასა, და მშობელსა მას მხოლოდ-შობილისა ძისა, და ცხოველისა სულისა გამომავლინებელსა ერთობით ვადიდებდეთ და ვგალობდეთ, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ძალითა ღმრთაებისათა გარდამოხდა სული წმიდა მოციქულთა ზედა, და ენებითა ცეცხლისათა მზრახუელ-ჰყუნა იგინი, და ასწავა მათ გალობად: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ცად სულიერად თანასწორითა სულითა შენითა დაამყარენ მხსნელო…
დიდება
ცად სულიერად თანასწორითა სულითა შენითა დაამყარენ მხსნელო ქადაგნი შენნი, რათა შენ მიერ მზისა სიმართლისა მცხინვარებაჲ მიჰფინონ ყოველთა კიდეთა სოფლისათა, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
განხორციელებულისა სიტყუისა უბიწოო ჭურო საღმრთოო, რომელსა გაგრილობდა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
განხორციელებულისა სიტყუისა უბიწოო ჭურო საღმრთოო, რომელსა გაგრილობდა სული იგი ყოვლად-წმიდა და გყო კიდობნად ბრწყინუალედ ყოვლად-წმიდაო, გიგალობთ კურთხეულო, ღმრთისა ხორცითა მშობელო.
სახმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან…
გალობა 8. ძლისპირი
სახმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან დასწვენ ილიას საკუერთხნი, რამეთუ ნება შენი ქრისტე მსწრაფლ აღასრულე, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.
მამისაგან გამოუთქმელად გამომავალო, და ძისა თანა შეურწყმელად განშუენებულო სულო დიდებულო, და ჭეშმარიტად ყოვლად-წმიდაო შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.
სულთა ჩუენთა შეგინება განსწმიდე მხსნელო და ბრალთა ჩუენთა მწიკულევანება განბანე, და სული შენი წრფელი განგვიახლე ჩუენ შორის, რათა გაკურთხევდეთ და აღგამაღლებდეთ უკუნისამდე.
საფლავთა შინა მყოფთა აღმადგინებელო და პირსა ქუეყანისასა…
დიდება
საფლავთა შინა მყოფთა აღმადგინებელო და პირსა ქუეყანისასა განმაახლებელო, ქუეყანისა ასონი ჩუენნი მოაკუდინენ, რომელნი თაყუანის-გცემთ სულო ცხოველო უკუნისამდე.
ცად ქუეყანისა გამოჩნდი ღმრთისა დედაო და ცათა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ცად ქუეყანისა გამოჩნდი ღმრთისა დედაო და ცათა მფლობელი სიტყუა დაიტიე, რომელი ქუეყანისათა ეზრახა და უმაღლეს ზეცისათა ჰყუნა ქუეყანისანი.
ღმრთისა ხილუა შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი…
გალობა თ. ძლისპირი
ღმრთისა ხილუა შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუა ჴორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა, და შენ დღეს გალობით გადიდებთ.
ცეცხლისა ენათა მიერ დასწვეს კერპთა საცთური ქრისტეს მოციქულთა, და განანათლნეს მორწმუნეთა გულნი, რამეთუ შეიწყნარეს მათ განმანათლებელი სული სახიერი და ხმამაღლად ქადაგეს სამება, სამგზის სანატრელთა.
უბიწოდ საუნჯედ საღმრთოთა მადლთა და ღმრთაებისა სარკედ განწმედელად გამოაჩინენ ყოვლად-ბრძენნი მოციქულნი შენნი მხსნელო, რომელთა მოუვლინე ზეცით ღმრთივ-ბრწყინუალე მადლი ნუგეშინის-მცემელისა, და ღმერთი-ჰყუენ იგინი.
ვითარცა წყარომან ყოველისა სახიერებისამან მგალობელნი მოსლჳსა შენისანი…
დიდება
ვითარცა წყარომან ყოველისა სახიერებისამან მგალობელნი მოსლჳსა შენისანი ნეტარებასა ღირს-გუყუენ მიმთხუევად სულო ცხოველს-მყოფელო, და ნიჭთა შენთაგან უხვთა აღგუავსენ მოწყალე და შეგვიწყალენ ჩუენ.
ღმრთისა და კაცთა შუამდგომელ იქმენ ღმრთის-მშობელო, და…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ღმრთისა და კაცთა შუამდგომელ იქმენ ღმრთის-მშობელო, და დამაგენ ჩუენ განდგომილნი ესე, რამეთუ შენ მიერ ერთ-ვიქმნენით განდგომილნი და ზეცისა კეთილთა და ფუფუნებისა ღირს-ვიქმნენით ქუეყანისანი და ვსცხოვნდით უსძლოო.
სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა
მომიხსენენი დღესასწაულისა, ორთაგანვე კანონთა. გალობა თ. მუხლი 8. შემდგომად შესლვისა. ტროპარი დღესასწაულისა. დიდება, აწ და. კონდაკი დღესასწაულისა. წმიდაო ღმერთო. წარდგომა, და ალილუია დღესასწაულისა. სამოციქულო დღისა. რომაელთა. დასაწყისი ოთ. სახარება მათესი. დასაწყისი იე. განიცადე დღესასწაულისა.
სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა.