ზეცისა განწესებულთა
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა მსგავსი. მუხლი გ. ხმა ა.
ზეცისა განწესებულთა.
აწ განახლდებიან წარმართნი, ძლიერებითა მაღლისათა, რაჟამს გარდამოხდა სული-წმიდა ცეცხლისფერად და უცხოთა სიტყუათა მეტყველ იყუნეს მოციქულნი, საწამებელად ერთა ბრწყინუალედ ჰქადაგეს წარმართთა შორის ღმრთაება მისი.
რომელმან აღუთქუ მოწაფეთა, გარდამოვლინებად ყოვლად-წმიდა სული შენი ქრისტე, და აღავსენ იგინი მადლითა შენმიერითა, ეგრეთუე ჩუენცა მოგუეც მადლი შენი, რამეთუ შენდა მომართ დაგვიძს სასოებაჲ ჩუენი, და შენ აღგიარებთ ღმერთად ჭეშმარიტად.
აღთქმა აღგვისრულენ ჩუენ, და სული შენი ნუგეშინის-მცემელი გარდამოგუივლინენ, და მით შეურივნენ ენანი ღმრთის-მეტყველთა შენთანი, და სოფელი განანათლე და ცოდუანი ყოველთანი დასწვენ საღმრთოთა ცეცხლითა, და მოგუანიჭე მადლი აღთქმისა მორწმუნეთა შენთა, რომელნი ღმერთად აღგიარებთ შენ.
მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ, და მოსლუასა სულისა ცხოველისასა…
და თუენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ა.
მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ, და მოსლუასა სულისა ცხოველისასა, და დროსა და აღთქმისა აღსრულებასა, და სასოებისა ჩუენისა სრულყოფასა, და საიდუმლო ესე რაბამ არს, და ვითარ დიდ და მაღალ და პატიოსან, ვინაჲცა გიგალობთ და გევედრებით: დამბადებელო ყოველთაო და ღმერთო, დიდება შენდა.
სახლო ევფრათასო
სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.
სახლო ევფრათასო.
სიტყჳთა მით საღმრთოთა აღუთქუ შენთა მოწაფეთა, მოვლინებად სული შენი ყოვლად-წმიდა, გარდამოგუივლინენ და განანათლენ იგინი, ნათლითა მის მიერითა.
მყის ცანი განეხუნეს მოციქულთა, და განათლდეს მადლითა…
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
მყის ცანი განეხუნეს მოციქულთა, და განათლდეს მადლითა ნუგეშინის-მცემელისა სულისათა, ბრძენ იქმნნეს და ღმრთის-მეტყველად გამოჩნდეს.
ნათესავთა და წარმართთა, ესმათ რა უცხოჲთა ენითა…
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
ნათესავთა და წარმართთა, ესმათ რა უცხოჲთა ენითა სიტყუანი იგი მოციქულთანი, განკჳრვებულნი აქებდენ წმიდასა სამებასა და ადიდებდენ.
განაახლენ მაცხოვარ ენათა მიერ უცხოთა, მოციქულნი შენნი…
დიდება, აწ და. ხმა ა.
განაახლენ მაცხოვარ ენათა მიერ უცხოთა, მოციქულნი შენნი წმიდანი, და აღახუენ იგინი ცეცხლისა ენათა მიერ, რათა გქადაგონ შენ სიტყუაჲ ღმრთისა მათ მიერ ღმერთი და კაცი სრული, რომელი მოჰმადლებ სულთა ჩუენთა საუკუნესა შუებასა, და დიდსა წყალობასა, და კეთილთა მათ მერმეთა სიხარულსა მოგუანიჭებ ჩუენ.
ღმერთო ჭეშმარიტ არს სასჯელი შენი, და ყოველნი…
სამსაგალობელი ხმა ბ. გალობა ბ. ძლისპირი
ღმერთო ჭეშმარიტ არს სასჯელი შენი, და ყოველნი გზანი შენნი, სიმართლით არიან.
სულო სახიერო, წარგვიძეღვი გზასა წრფელსა, რომელნი გიგალობთ, და ღმრთის-გმეტყველებთ.
გვაცხოვნენ შემსხმელნი შენნი, რომელი ზეცით გარდამოხედ სულო, ნუგეშინის-მცემელო.
ცხოველო ნათელო და ცხოვრებაო, განანათლე სული ჩემი, სულო სახიერო.
ღმერთი ჭეშმარიტი ხარ ჭეშმარიტად, სულო ნუგეშინის-მცემელო, გვიხსენ…
დიდება
ღმერთი ჭეშმარიტი ხარ ჭეშმარიტად, სულო ნუგეშინის-მცემელო, გვიხსენ ქმნილნი შენნი.
ღმერთი ჭეშმარიტი გვიშევ ქალწულო და დედაო უბიწოო…
აწ და ღმრთის-მშობლისა.
ღმერთი ჭეშმარიტი გვიშევ ქალწულო და დედაო უბიწოო, მაცხოვრად ჩუენდა.
სახმილად გარდამოსრულსა, ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი…
გალობა 8. ძლისპირი
სახმილად გარდამოსრულსა, ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
შეკრებულ რა იყუნეს ბრძენნი, მოწაფენი ქორსა ზედა, მყის უჩუენეს განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი, და ოხრა ქარისა ძლიერისა ესმოდა მათ, და აკურთხევდეს ქრისტესსა.
სხუა ნუგეშინის-მცემელი მოგუივლინა ქრისტემან მეუფემან, რომელი იტყოდა წინასწარ-მეტყველთა შორის, და ენათა მიერ ზრახვიდა, ღმრთის-მეტყველთა მოციქულთა მიერ.
წყარო მადლთა უშურველი, მომცემელი კეთილთა სული-წმიდა მოწაფეთა…
დიდება
წყარო მადლთა უშურველი, მომცემელი კეთილთა სული-წმიდა მოწაფეთა ზედა მოვიდა და განანათლნა, და ნათელი ღმრთის-მსახურებისა, მათ მიერ მიჰფინა ყოველსა სოფელსა.
მამისა თანა მფლობელსა, და წიაღთაგან მისთა განუშორებელსა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
მამისა თანა მფლობელსა, და წიაღთაგან მისთა განუშორებელსა, და საშოსა შენსა წმიდასა ხორცთ-შესხმულსა უგალობთ ღმრთის-მშობელო ქალწულო, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.
ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი…
გალობა თ. ძლისპირი
ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი, და მოუძლურდებიან ზეცისანი ღმრთის-მშობელო, რამეთუ უზესთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოება ჩუენი, უწყით სიყუარული შენი, და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გევედრებით.
სული ანგელოზთა წმიდა ჰყოფს, სული მართავს არსებასა მათსა, ესე სახიერებით, ზეცით გარდამოხდა და სოფელი ყოველი განანათლნა, და განაბრწყინუა წმიდანი მოციქულნი, და უფლებით წარავლინნა, მოქცევად კაცთა საცთურისაგან, კერპთა მათ უსულოთასა.
რომელი სიმდიდრეთა საღმრთოთა, განუყოფს ყოველსა სოფელსა, სული-წმიდა და თავადი ჰგიეს უკუნისამდე მოუკლებლად, მოციქულთა ზედა მოვიდა, ცეცხლისა ენათა მიერ, და აღაგზნა უმძაფრეს ყოველისა მახვილისა, და მათ მიერ დასწუა საცთური ბოროტი კერპთმსახურებისა.
ჵ სულო ჭეშმარიტებისაო, სულო გულის-ხმის-ყოფისაო, და სიბრძნისა…
დიდება
ჵ სულო ჭეშმარიტებისაო, სულო გულის-ხმის-ყოფისაო, და სიბრძნისა, და ძლიერებისა, და ზრახვისაო, მამისაგან გამომავალო, და ძისა მიერ სოფლისა აღმავსებელო, რომელი სარწმუნოებით თაყუანის-ვცემთ ღმრთაებასა შენსა, გვაცხოვნენ ჩუენ სახიერო.
ეჰა ღმრთივ-სანატრელო ქალწულო სასოება ჩემი ყოველი შენდა…
აწ და ღმრთის-მშობლისა
ეჰა ღმრთივ-სანატრელო ქალწულო სასოება ჩემი ყოველი შენდა მომართ დამიძს, მაცხოვნე დედაო ცხოვრებისაო, და შუებითა საუკუნოჲთა, აღმავსე ჵ ყოვლად-უბიწოო, რათა სარწმუნოებით, და სურვილით გალობით გადიდებდე უსძლოო.
მხედარნი რომელნი
შემდგომად ა. ფსალმუნებისა. ხმა ა. მსგავსი.
მხედარნი რომელნი.
განვაცხადებ, უგალობ, ვაქებ, და პატივს-ვცემ, მამასა, და ძესა, და სულსა-წმიდასა ერთ-ღმრთაებასა, ხოლო სამპირებით განყოფილსა, რამეთუ ესრეთ ჰქადაგეს საღმრთოთა მოციქულთა, ყოველსა სოფელსა სიბრძნითა თჳსითა.
მსწრაფლ მეწიე
დიდება, აწ და. იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა დ. მსგავსი.
მსწრაფლ მეწიე.
ქრისტეს მოწაფეთა დიდებული მადლი სულისა წმიდისა ზეცით მოიღეს, და ხილულ იქმნნეს ცეცხლის ფერად, და განანათლნეს ერნი ნათლითა ბრწყინუალითა, და აქებდენ ძალსა წმიდისა სამებისასა, და ერთუფლებასა, რომელნი სარწმუნოებით პატივს-ვცემთ მათ.
სახლო ევფრათასო
დიდება, აწ და. იგივე. ფსალმუნი ნ. კანონი დღესასწაულისა, პირველი. ზ ხმისა. ძლისპირითა. მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. კონდაკი, და განმანათლებელი დღესასწაულისა. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი.
სახლო ევფრათასო.
ნათლითა მით ღმრთაებრითა ბუნებანი ჩუენნი განაბრწყინვენ, და განაბრძვენ წმიდანი შენნი მოციქულნი სიტყუაო ღმრთისაო, და სული-წმიდა ჭეშმარიტებისა, მოგუანიჭენ ჩუენ მხსნელო.
ენანი ცეცხლებრივნი მაღლით გამოსახილველ იქმნა დღეს, რაჟამს…
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლენ გუამსა ჩემსა.
ენანი ცეცხლებრივნი მაღლით გამოსახილველ იქმნა დღეს, რაჟამს გარდამოხდა სული-წმიდა წმიდათა მოციქულთა ზედა, და განუყო მათ ენანი და შეუწუელად დაიცვნა იგინი.
მაღლით გარდამოხდა ჩუენ ზედა დღეს ნუგეშინის-მცემელი, ვითარცა…
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მაღლით გარდამოხდა ჩუენ ზედა დღეს ნუგეშინის-მცემელი, ვითარცა პირველ მოციქულთა ზედა, და განგუანათლნა, რომელნი ღმერთად და უფლად აღვიარებთ მას.
ყოველისავე მომცემელ არს სული-წმიდა, წინასწარ-მეტყველებს და მღუდელთა…
დიდება, აწ და. ხმა ა.
ყოველისავე მომცემელ არს სული-წმიდა, წინასწარ-მეტყველებს და მღუდელთა წმიდა-ჰყოფს, უწიგნონი ღმრთის-მეტყველ ჰყუნა და განაბრძუნა, ყოველთა წესთა საღმრთოთა განამტკიცებს ეკლესიათა შინა, მამისა და ძისა თანა-არსო, და თანა სწორო წმიდაო სულო ცხოველს-მყოფელო, და თანამფლობელო ნუგეშინის-მცემელო დიდება შენდა.
ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი კანონისაგან დღესასწაულისა ორისაგანვე კანონისაგან…
ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი კანონისაგან დღესასწაულისა ორისაგანვე კანონისაგან, გალობა ა. მუხლი ვ.