გულანი
საცდელი · 1.37.0
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · ოთხშაბათი 1 / 23ზეცისა განწესებულთა

სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · ოთხშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 7 წთ

ზეცისა განწესებულთა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ვ. და ვგალობთ დასდებელთა მსგავსთა. მუხლი გ. ხმა ა.

ზეცისა განწესებულთა.

ვითარ სიტყჳთა შენითა, აღუთქუ მოციქულთა ზეცით ძალისა მოცემად, და ცეცხლისა ენანი შეურივნენ, რათა აუწყონ წარმართთა, დიდება შენი ღმერთო ძლიერო, რომელმან ქუეყანაჲ განაშვენე, გიგალობთ შენ ღმერთსა ყოვლად-ძლიერსა.

სიონს შინა რა შეკრებულ იყუნეს, მოწაფენი შენნი ქრისტე ღმერთო, მაშინ აღუთქუ მათ სული-წმიდა, ხოლო რაჟამს გარდამოხდა მათ ზედა, შეურივნა მათ ენანი, და საღმრთოსა მეტყველად გამოაჩინნა იგინი, და ღმრთაებისა მისისა ქადაგ ყვნა, რომელთა ჩუენცა გუასწავეს სამებისა თაყუანისცემაჲ.

ზეგარდამო სული-წმიდა მოვიდა ქუეყანად, და განანათლნა წმიდანი მოციქულნი, ძალითა მით საღმრთოჲთა, და ზეგარდამო ჭედილ-ხრმალ-ლესულ-ჰყუნა, რათა არა წმიდანი მახვილნი ეშმაკთანი შემუსრნეს, და ჩუენთჳს მეოხ არიან ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ…

და თუენისა. გ. დიდება, აწ და. ხმა ბ.

ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, და განუყოფელსა სამებასა თაყუანის-ვცემთ, რათა გვაცხოვნეს ჩუენ.

მოგიცემიეს

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. ხმა დ. მსგავსი.

მოგიცემიეს.

დღეს მოეფინა მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა მეუფეო, მოციქულთა შენთა ზედა, და განაბრძუნა და ღმრთის-მეტყველ ჰყუნა, და საღმრთოჲთა სწავლითა აღავსნა იგინი, ამისთჳს ჩუენცა შენისა ღმრთაებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

დღეს ყოვლად-ძლიერი სული შენი მეუფეო, მამისა მიერ…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

დღეს ყოვლად-ძლიერი სული შენი მეუფეო, მამისა მიერ მოივლინების ქუეყანად, მოციქულთა შენთა ზედა, რათა ჰქადაგონ წარმართთა შორის ღმრთაება შენი, ამისთჳს ჩუენცა მათ თანა სახელსა შენსა ვადიდებთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

დღეს მოსლუა ნუგეშინის-მცემელისა სულისა შენისა მაცხოვარ, მიანიჭე…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

დღეს მოსლუა ნუგეშინის-მცემელისა სულისა შენისა მაცხოვარ, მიანიჭე შენთა მათ მოციქულთა, ვითარცა აღუთქუ სიტყუაო, რომელთა ჰსწამეს მამისა და სულისა თანასწორად ღმრთაება შენი, ამისთჳს ჩუენცა მადლსა შენსა ვესავთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

უფალო მოსლუამან სულისამან, აღავსნა დღეს მოციქულნი მადლითა…

თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ვ.

უფალო მოსლუამან სულისამან, აღავსნა დღეს მოციქულნი მადლითა, და მეტყველებდეს უცხოჲთა ენითა, და ესე სასწაული ურწმუნოთა სიმთურალე, არამედ ჩუენთჳს მორწმუნეთა ცხოვრება, რომელისა ბრწყინუალებასა ჩუენცა ცოდვილნი ესე, ღირს-მყუენ გევედრებით კაცთ-მოყუარე.

აწ განუტევე, ტროპარი დღესასწაულისა. და განტევება

აწ განუტევე, ტროპარი დღესასწაულისა. და განტევება.

მოსავთა შენთა, დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესია…

სამსაგალობელი ხმა გ. გალობა გ. ძლისპირი

მოსავთა შენთა, დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესია შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა.

ძალთა ცისათა დამამტკიცებელმან სულმან წმიდამან, ცად გამოაჩინა, დღეს მოციქულნი და ექმნა მათ ბრწყინუალედ ნუგეშინის-მცემელ.

თანა-არსსა მას, სულსა სწორსა ძლიერებითა, მოსაყდრესა უჟამოსა, მამისა თანა და სიტყუისა, თაყუანის-ვსცემდეთ და ვმონებდეთ.

უბიწოსა მას, სულსა ნუგეშინის-მცემელსა, უხრწნელსა ღმრთის-ვმეტყველებდეთ, რომელი…

დიდება

უბიწოსა მას, სულსა ნუგეშინის-მცემელსა, უხრწნელსა ღმრთის-ვმეტყველებდეთ, რომელი იგი ყოველთავე დაბადებულთა განაახლებს.

ტაძარ სიწმიდისა იქმენ კიდობან და სასანთლე დაულევნელისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ტაძარ სიწმიდისა იქმენ კიდობან და სასანთლე დაულევნელისა ნათლისა, რომელი იგი ბნელსა შინა მსხდომარეთა მიჰფენ სძალო.

მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა…

გალობა 8. ძლისპირი

მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხივნეს ცეცხლსა მიუახლებელსა და ალისაგან არა ევნო, და გალობით იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

განუყოფელსა ბუნებასა ერთ-არსებისასა სამებით თაყუანის-ვსცემდეთ, ერთმეუფედ და ერთმთავრობად, და ესრეთ უღაღადებდეთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

სულსა საღმრთოსა მაცხოვრისასა, სრულმყოფელად სამებისა ვიცნობთ მორწმუნენი, და სამწიდითა გალობითა უღაღადებთ და ვიტყვით: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

სული წრფელი და სახიერი უხუებით განმყოფელი მადლთა…

დიდება

სული წრფელი და სახიერი უხუებით განმყოფელი მადლთა ღმრთივ-ბრწყინუალეთა, და სული წმიდა ყოველისა მპყრობელი, აღუამაღლოთ და ხმა-ვჰყოთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

იაკობის შუენიერება, ყოვლად-შემკული გამოგირჩია სიტყუამან შუენიერმან უფროს…

აწ და ღმრთის-მშობლისა

იაკობის შუენიერება, ყოვლად-შემკული გამოგირჩია სიტყუამან შუენიერმან უფროს ყოველთასა, ქალწულო და დედაო, და შენთანა დაიმკჳდრა ყოვლად-წმიდაო, და გუაცხოვნნა ჩუენ შენგან განკაცებითა.

წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ…

გალობა თ. ძლისპირი

წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირველ საშოსა განმღებელი, წმიდა უფლისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ.

დიდების-ვმეტყველებთ სულსა, მსწრაფლ აღმძვრელსა მრავალ-ნაწილსა, რომელი წინასწარ-მეტყველთა მიერ ცხადად მოასწავებდა, ამას ბრწყინუალებასა და კეთილთა მოფენასა უხვად, რომელი სრულ იქმნა, მოციქულთა და წინასწარ-მეტყველთა თანა.

ღმრთის-ვმეტყველებთ დიდებულსა განმაცხოველებელსა სულსა, რომელი ყოველთა აღმოუცენებს ნიჭთა სიმრავლესა, სული ნუგეშინის-მცემელი, მამისაგან გამოსრული, და ძისა თანა ქებული სრულმყოფელი წმიდისა სამებისა.

ქუელის-მოქმედსა მას და ყოვლად-მდიდარსა სულსა სახიერსა ყოველთა…

დიდება. სამებისა

ქუელის-მოქმედსა მას და ყოვლად-მდიდარსა სულსა სახიერსა ყოველთა წმიდა-მყოფელსა, და ყოველთა განმგებელსა, ყოველისა-მპყრობელსა ძალსა, ყოველთა განმკითხველსა, ძისა თანა და მამისა ვადიდებდეთ, და თაყუანის-ვსცემდეთ.

სჯულისა აჩრდილნი წარხდეს აწ, და ნათელი აღმოუბრწყიდა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

სჯულისა აჩრდილნი წარხდეს აწ, და ნათელი აღმოუბრწყიდა ბნელსა შინა მსხდომარეთა, შენგან ხორცთ-შესხმული ქალწულო, მრავლითა მოწყალებითა, რომელი მამისაგან წინასაუკუნეთა იშუა, სიტყუა თანამოსაყდრე მისი.

თანა დაუსაბამოსა

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი დღესასწაულისა. გ-გზის. შემდგომად ა. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა ე. მსგავსი.

თანა დაუსაბამოსა.

მადლი სულისა წმიდისა, მოგუენიჭა ჩუენ გლახაკთა ამათ მონათა შენთა, მოციქულთა შენთა მიერ ქრისტე ღმერთო, რამეთუ განანათლნეს სწავლითა თჳსითა ქუეყანაჲ ესე, და აწ მეოხებითა მათითა ჩუენცა განგუანათლენ, რომელნიცა მეერგასესა დღესა ბრწყინუალედ ვდღესასწაულობთ, და შენ ღმერთსა ჩუენსა გადიდებთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ.

სიბრძნე

დიდება, აწ და. იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.

სიბრძნე.

აწ ყოვლად-წმიდა სული შენი გარდამოხდა მოციქულთა შენთა ზედა, სახედ ცეცხლისა და მადლითა აღავსნა, რამეთუ კრებულნი წარმართთანი, ენითა ცეცხლის ფერითა იტყოდენ, და ესმოდათ ყოველთავე მეტყველებაჲ თჳსითა ენითა, ხოლო ურწმუნოთა მთურალ-საგონებელ, და მორწმუნეთა მაცხოვარება, ამისთჳს ვადიდებთ სიმტკიცესა ძლიერებისა შენისასა, და დიდების-გმეტყველებთ ძეო ღმრთისაო, თანა მამით და სულით წმიდითურთ შეგვიწყალენ ჩუენ.

მაღლით გარდამოხდა დღეს ჩუენ ზედა ნუგეშინის-მცემელი, ვითარცა…

დიდება, აწ და იგივე. კანონი დღესასწაულისა მეორე, და თუენისა. შემდგომად თ. გალობისა. განმანათლებელი. დღესასწაულისა. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ბ. მსგავსი. სახლო ევფრათასო.

მაღლით გარდამოხდა დღეს ჩუენ ზედა ნუგეშინის-მცემელი, ვითარცა პირველ მოციქულთა ზედა, და განგუანათლნა, რომელნი ღმერთად და უფლად აღვიარებთ მას.

ვითარ იგი აღუთქუ მოციქულთა შენთა საღმრთო ნუგეშინის-მცემელი…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

ვითარ იგი აღუთქუ მოციქულთა შენთა საღმრთო ნუგეშინის-მცემელი ძალი, და ღმრთის-მეტყველად გამოაჩინენ იგინი, ეგრეთუე ჩუენცა განგუანათლენ ნათლითა სულისა შენისა წმიდისათა.

ნათლითა მით ღმრთაებრივითა, ბუნებანი ჩუენნი განაბრწყინვენ, და…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

ნათლითა მით ღმრთაებრივითა, ბუნებანი ჩუენნი განაბრწყინვენ, და განაბრძვენ წმიდანი შენნი მოციქულნი სიტყუაო ღმრთისაო, და სული-წმიდა ჭეშმარიტებისა მოგუანიჭენ ჩუენ მხსნელო.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…

დიდება, აწ და. ხმა ვ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩუენ შორის და წმიდა მყუენ ჩუენ ყოველისაგან ბიწისა, და აცხოვნე სახიერო სულნი ჩუენნი.

ესრეთ ჟამი ა. და განტევება. ლიტურგიასა ზედა…

ესრეთ ჟამი ა. და განტევება. ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი კანონისაგან დღესასწაულისა, ორთაგანვე ქმნილთა გალობა დ. მუხლი ვ.