გულანი
საცდელი · 1.37.0
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · პარასკევი 1 / 24მოგიცემიეს

სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული · პარასკევი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 8 წთ

მოგიცემიეს

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, აღვიღებთ მუხლთა ვ. დასდებელი დღესასწაულისა მუხლი გ. ხმა დ. მსგავსი.

მოგიცემიეს.

დღეს მოეფინა მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა მეუფეო, მოციქულთა შენთა ზედა, და განაბრძუნა და ღმრთის-მეტყველ-ჰყუნა, და საღმრთოთა სწავლითა აღავსნა იგინი, ამისთჳს ჩუენცა ღმრთაებისა შენისა განგებულებასა ვადიდებთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

დღეს ყოვლად-ძლიერი სული შენი მეუფეო, მამისა მიერ მოივლინების ქუეყანად, მოციქულთა შენთა ზედა, რათა ჰქადაგონ წარმართთა შორის ღმრთაებაჲ შენი, ამისთჳს ჩუენცა მათ თანა სახელსა შენსა ვადიდებთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

დღეს მოსლუა ნუგეშინის-მცემელისა სულისა შენისა მაცხოვარ, მიანიჭე შენთა მათ მოციქულთა, ვითარცა აღუთქუა სიტყუაო რომელთა სწამეს მამისა და სულისა თანასწორად ღმრთაებაჲ შენი, ამისთჳს ჩუენცა მადლსა შენსა ვესავთ, იესო ყოვლად-ძლიერო, და მხსნელო სულთა ჩუენთაო.

სამებასა წმიდასა ერთ არსებასა დიდების ვმეტყველებდეთ და…

თვენისა გ. დიდება, აწ და. ხმა ბ.

სამებასა წმიდასა ერთ არსებასა დიდების ვმეტყველებდეთ და უგალობდეთ, მამასა ძისა თანა სულით-წმიდითურთ, რომელი ჰქადაგეს წინასწარ-მეტყველთა და მამათ-მთავართა პირველ, ხოლო აწ წმიდათა მოციქულთა, უბრწყინუალესად გუასწავეს დიდება და პატივი მისი უსაზღურო, და წმიდანი მარტჳლნი მისთჳს მოისრნეს.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ზეცისა განწესებულთა

სტიქარონსა ზედა, დასდებელი. ხმა ა. მსგავსი.

ზეცისა განწესებულთა.

მოსე მთასა ზედა, ცეცხლის-სახედ გიხილა, და აწ ღმრთის-მეტყველთა ბრძენთა მოციქულთა საღმრთო სული ცეცხლისფერად გარდამომავალი იხილეს, და გამოცხადებითა მისითა განათლდეს იგინი, რამეთუ ღმერთად ჭეშმარიტად იტყოდეს, და ერთ-ბუნებად აღიარებდენ ღმრთაებასა მისსა.

სახედ ცეცხლისა ენანი, ღმრთის-მეტყველთანი საღმრთოთა წყლითა, ნათლის-ღებასა…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლენ გუამსა ჩემსა.

სახედ ცეცხლისა ენანი, ღმრთის-მეტყველთანი საღმრთოთა წყლითა, ნათლის-ღებასა ასწავებდენ მორწმუნეთა, და სიბრძნის-მეტყველებაჲ მათი ცეცხლითა სულისათა შეწვიდა ურწმუნოთა, ხოლო ჩუენ მორწმუნენი განგუანათლენ ნუგეშინის-მცემელო სულო, რომელნი სარწმუნოებით ღმრთაებასა შენსა ვადიდებთ.

რომელთა წმიდათა მოთმინებით გმსახურეს შენ ღმერთო ჩუენო…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რომელთა წმიდათა მოთმინებით გმსახურეს შენ ღმერთო ჩუენო, და შენ მიერ მიიღეს უხრწნელებაჲ, და მადლი აურაცხელი, ვითარცა, პირველ უნივთონი ცეცხლითა განაბრწყინვენ, აწცა სულისა მიერ წმიდისა, რომელი გარდამოხდა, ჩუენცა განგუანათლენ, და საკჳრუელ-ჰყავ წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, რომელნი ვიტყვით: უფალო, დიდება შენდა.

ნუგეშინის-მცემელად გუაქუნდა ჩუენ პირველ საუკუნეთა შობილი მამისაგან…

დიდება, აწ და. ხმა ზ.

ნუგეშინის-მცემელად გუაქუნდა ჩუენ პირველ საუკუნეთა შობილი მამისაგან, ძე ღმრთისა ქრისტე, ღმერთი ხოლო აწ სხუა ნუგეშინის-მცემელი გარდამოხდა დღეს ჩუენდა მომართ ქუეყანასა ზედა, ამისთჳს ჩუენცა სულსა-წმიდასა სარწმუნოებით თაყუანის-ვცემთ.

ესრეთ. აწ განუტევე. ტროპარი. დღესასწაულისა. და განტევება

ესრეთ. აწ განუტევე. ტროპარი. დღესასწაულისა. და განტევება. უწყოდეთ ესეცა, რამეთუ აკოლოთიასა წმიდათასა დამთხვეულსა შაბათსა მომავალსა და კჳრიაკესა ყოველთა წმიდათასა, ვგალობთ ერთსა პირველადვე და მეორესა მდგომარესა პარასკევსა სერობასა ზედა.

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად შენდა მოვივლტი, შენ…

სამსაგალობელი ხმა ე. გალობა ე. ძლისპირი

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად შენდა მოვივლტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლო მრავალ-მოწყალე.

განუშორებელად გამომავალსა მამისაგან და ძისა თანა, განშუენებულსა, სულსა ყოვლად-სახიერსა, წმიდასა ნუგეშინის-მცემელსა ღმერთსა დიდების ვმეტყველებდეთ.

განმაახლებელი ბუნებათა ჩუენთა სულისა და ხორცთა განწმედელი, სული-წმიდა მოციქულთა თანა ბრწყინუალედ შევიწყნაროთ, ბრალთაგან განწმედილთა.

ყოვლად-ძლიერი მიუწდომელი, რომელი განხრწნილთა უხრწნელ-ჰყოფს სული, ყოველთა…

დიდება

ყოვლად-ძლიერი მიუწდომელი, რომელი განხრწნილთა უხრწნელ-ჰყოფს სული, ყოველთა დაბადებულთა ელვარედ განმაშვენებელი ბრწყინუალედ ღმრთის-ვმეტყველოთ.

მთაო საჩინოო, და მთაო ჩრდილოვანო, მთაო პოხილო…

აწ და ღრმთისმშობლისა

მთაო საჩინოო, და მთაო ჩრდილოვანო, მთაო პოხილო, და მთაო შეყოფილო, რომელი შეგიწყნარა ღმერთმან, ქაწლულო ყოვლად-უბიწოო, გვიხსენ მონანი შენნი.

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს…

გალობა 8. ძლისპირი

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

არსთა ყოველთა მპყრობელი და მმართებელი, და არსებისა მათისა განმაგრძნობელი, შენ ხარ სულო ნუგეშინის-მცემელო, შენ დაგვიფარენ ღმერთად აღმსარებელნი შენნი.

ნიჭთა უკუდავთა, და მადლთა სიღრმე უსაზღურო, და განმყოფელი და სიმდიდრე გამოუთქმელი, შენ ხარ სულო საღმრთოო, და ყოვლად-წმიდაო, შენ განგუამდიდრენ უხუებით მადლთა შენთაგან.

ცხოველს-მყოფელსა და ცხოვრება-შემოსილსა მადლსა, და განმაახლებელსა ცხოვრებისა…

დიდება

ცხოველს-მყოფელსა და ცხოვრება-შემოსილსა მადლსა, და განმაახლებელსა ცხოვრებისა ჩუენისასა, სულსა საღმრთოსა უგალობდეთ უნივთოსა, და აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

ღმრთისა სიბრძნემან, ყოველთა დამბადებელმან ხორცთათჳსთა ტაძარი იშენა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

ღმრთისა სიბრძნემან, ყოველთა დამბადებელმან ხორცთათჳსთა ტაძარი იშენა შენგან სძალო, და აცხოვნებს ყოველთა მგალობელთა შენთა და უხრწნელისა შობისა შენისა შემსხმელთა.

ისაია მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე…

გალობა თ. ძლისპირი

ისაია მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამო, ემმანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან შუა იგი ვნატრიდეთ.

აღიყვანე მამისა მხსნელო ბუნებისა ჩუენისა, დასაბამი და მოგუეც მის წილ ღმრთაებისა სიმდიდრე და მოგუივლინე სული-წმიდა, თანამყოფელი, შენ მეუფისა და თანასწორი.

ღმრთაებისა სრულმყოფელი აწ, ბუნებასა მოკუდავსა მოემადლა, მამისა, სული-წმიდა, და არა უცხო ძისა, არამედ თანასწორი და თანა-არსი, და მოსაყდრე და განუყოფელი.

ცად გამოაჩინენ მაცხოვარ შენნი ბრძენნი ქადაგნი, ცეცხლისა…

დიდება

ცად გამოაჩინენ მაცხოვარ შენნი ბრძენნი ქადაგნი, ცეცხლისა ენებითა ზრახუად ჩუენდა, შენისა მოსლჳსა მოუვლინე რა სული-წმიდა ზეცით-გარდამო და გუასწავე ჩუენ გალობა შენი.

იქმენ სულისა ცხოველისა ტაძარ ღმრთისა დედაო, რომელისაგან…

აწ და ღმრთის-მშობლისა

იქმენ სულისა ცხოველისა ტაძარ ღმრთისა დედაო, რომელისაგან მამისა სიტყუაჲ მხოლო იშუა ხორცითა, და ჩუენ შორის აღზრდა ჯერიჩინა, და სამებისა წმიდისა ცნობაჲ გამოგუიცხადა.

მხედარნი რომელნი

ღმერთი უფალსა ზედა ტროპარი დღესასწაულისა. გ-გზის. შემდგომად ა ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმა ა. მსგავსი.

მხედარნი რომელნი.

აჰა ესერა წინასწარ-მეტყველება წინასწარ-მეტყველთა აღესრულა, რამეთუ სულმან საღმრთომან ბნელსა შინა დაფარულნი განანათლნა, აჰა ესერა პირველ თქმულნი სრულ იქმნნეს, ვინაჲთგან ღმერთმან ნუგეშინის-მცემელი მიჰფინა მოციქულთა, და სიმდიდრე მადლისა მიანიჭა მათ, ამისთჳს მორწმუნენი თაყუანის-ვცემთ სამებასა დაუბადებელსა.

სიბრძნე

დიდება, აწ და. იგივე. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა. წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.

სიბრძნე.

აწ ყოვლად-წმიდა სული გარდამოხდა წმიდათა მოციქულთა ზედა, და ცეცხლისა ენანი შეურივნა, რომელნი შიშით შეპყრობილ იყუნეს, ერთბამად ცეცხლისა ენითა იტყოდეს ერთა მიმართ, და ესმოდათ თჳთოეულსა სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რა სიტყუათა ახალთა, ამისთჳსცა ურწმუნონი განკჳრვებულ იქმნეს, ხოლო მორწმუნეთა ცხოვრებისა მონიჭება, ამისთჳსცა ვადიდებთ ძლიერებასა შენსა ქრისტე ღმერთო, და ვითხოვთ ცოდუათა მოტევებასა, რათა გარდამოგუივლინო მონათა შენთა დიდი წყალობაჲ.

სიბრძნე

დიდება, აწ და. იგივე. კანონი. დღესასწაულისა მეორე დ. ხმისა. ძლისპირითა, მუხლი 8. და თუენისა მუხლი დ. შემდგომად თ. გალობისა. განმანათლებელი დღესასწაულისა. აღვივსენითსა ზედა, დასდებელი. ხმა ვ. მსგავსი.

სიბრძნე.

ყოვლად-წმიდასა სულსა მამისა თანა უგალობთ, ხოლო ძისა თანა აღუამაღლებთ მორწმუნენი, და თაყუანის-ვსცემთ დაუცხრომელად ღმერთსა სამებით დიდებულსა ყოველნი ერნი, და ვიტყვით. სამებაო წმიდაო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

შენ სულსა ნუგეშინის-მცემელსა, სარწმუნოებით გადიდებთ, საღმრთოთა მოციქულთა…

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

შენ სულსა ნუგეშინის-მცემელსა, სარწმუნოებით გადიდებთ, საღმრთოთა მოციქულთა თანა დღეს, რომელი მესამესა ჟამსა მამისა მიერ გამობრწყინდი, და ღმრთივ-ბრწყინუალედ განგუანათლენ.

სამებაო წმიდაო, გადიდებთ შენ, და სამ-წმიდა-არსობისა ხმითა…

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა-წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სამებაო წმიდაო, გადიდებთ შენ, და სამ-წმიდა-არსობისა ხმითა აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, მამასა ძისა თანა და სულსა-წმიდასა, გიგალობთ შენ სამებაო წმიდაო, მორწმუნენი მონანი შენნი.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ…

დიდება, აწ და. ხმა 8.

რაჟამს მოუვლინე სული-წმიდა მოციქულთა შენთა უფალო, მაშინ შეძრწუნდეს ებრაელთა შვილნი, განკჳრვებულნი განცვიფრდეს, რამეთუ მათგან ესმოდა ზრახუა ენათა უცხოთა საკჳრუელად, ვითარცა იგი სული მისცემდა სიტყუად, რამეთუ უწიგნონი მყის განბრძნდეს, და წარმართნი სარწმუნოებად მოიქცნეს, რამეთუ იტყოდეს დიდებულებათა შენთა და წყალობათა, ამისთჳს ჩუენცა გიღაღადებთ შენ, რომელი მოხუედ ქუეყანად ჩუენთჳს, და საცთურთაგან ძნელთა გვიხსენ, უფალო დიდება შენდა.

ესრეთ. ჟამი ა. და განტევება

ესრეთ. ჟამი ა. და განტევება. ლიტურგიასა ზედა, მომიხსენენი, ორისაგანვე. კანონისა დღესასწაულისა, გალობა ზ. და 8. მუხლი ვ.