გულანი
საცდელი · 1.37.0
ყოველთა წმინდათა კვირა 1 / 154კჳრიაკესა ყოველთა წმიდათასა

ყოველთა წმინდათა კვირა

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 54 წთ

კჳრიაკესა ყოველთა წმიდათასა

კჳრიაკესა ყოველთა წმიდათასა

მწუხრისა გალობასა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელთა უქცევთ დ. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა დ. ხმა 8.

მწუხრისა გალობასა.

უფალო, უფალო, ნუ განმაგდებ ჩუენ.

გიხაროდენ სიონ წმიდაო დედაო.

ღმრთისა მამისა სიტყუაჲ.

მოწამეთა გუნდნო საღმრთონო

დიდება. ხმა ვ.

მოწამეთა გუნდნო საღმრთონო.

ვითარმე გნატრიდეთ შენ ღმრთის-მშობელო ყოვლად-კურთხეულო, და ანუ…

ესე ყოველი იძიე დიდსა მწუხრსა ზედა, აწ და. ღმრთის-მშობლისა. დოგმატიკა. ხმა 8.

ვითარმე გნატრიდეთ შენ ღმრთის-მშობელო ყოვლად-კურთხეულო, და ანუ ვითარმე უგალობდეთ მიუწდომელსა საიდუმლოსა საშოსა შინა შენსა დატევნისასა, რამეთუ შემოქმედმან საუკუნეთამან, დამბადებელმან ბუნებისა ჩუენისამან შეიწყალა ხატი თჳსი, დამდაბლებითა გამოუკულეველითა თავისა თჳსისათა, და მყოფი უნივთოთა შინა წიაღთა მამისათა, საშოსა შინა შენსა დაემკჳდრა წმიდაო და ხორც-იქმნა შენ მიერ უტყუელად უქორწინებელო, და ეგო უკუე, ვითარცა იყო ბუნებით ღმერთი, ამისთჳს მას ვითარცა ღმერთსა ჭეშმარიტსა, და კაცსა სრულსა, ერთსა შინა პირსა თაყუანის-ვცემთ, რამეთუ ორნივე ბუნებანი არიან მას შინა ჭეშმარიტად, ხოლო ორობითთა თჳთებათა ორობითისამებრ არსებისა მისისა ვქადაგებთ უტყუელად, და პატივს-ვცემთ ორთა მოქმედებათა და ნებათა, რამეთუ ერთ არს მყოფსა ღმრთისა და მამისასა თჳთ-ნებებით ჰნებავს და მოქმედებს, ვითარცა ღმერთი, ხოლო ერთ-არსსა ჩუენდაცა თჳთ ხელმწიფებით ჰნებავს და მოქმედებს, ვითარცა კაცი, მას ევედრე უბიწოო და ყოვლად-სანატრელო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

ჵ ყოვლად-დიდებული

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა, ესრეთ ღმრთის-მშობლისა. მსგავსნი გ. ხმა 8.

ჵ ყოვლად-დიდებული.

გიხაროდენ ღმრთის-მშობელო ღირსო, გიხაროდენ წყაროო და თუალო…

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

გიხაროდენ ღმრთის-მშობელო ღირსო, გიხაროდენ წყაროო და თუალო ცხოვრებისაო, გიხაროდენ დედუფალო დაბადებულთაო, გიხაროდენ უბიწოო კურთხეულო, გიხაროდენ უხრწნელო და დიდებულო, გიხაროდენ საღმრთოო ტაბლაო, გიხაროდენ დედაო ქალწულო სძალო ღმრთისაო ყოვლად-წმიდაო.

გიხაროდენ დედაო ღმრთისაო, გიხაროდენ სასოო მორწმუნეთაო, გიხაროდენ…

ისმინე ასულო და იხილე, და მოჰყავ ყური შენი.

გიხაროდენ დედაო ღმრთისაო, გიხაროდენ სასოო მორწმუნეთაო, გიხაროდენ მონათა შენთა მწუხარებისა დამხსნელო, გიხაროდენ სოფლისა განმწმედელო, გიხაროდენ ადამიანთა სიხარულო, გიხაროდენ ნუგეშინის-მცემელო და შემწეო, გიხაროდენ მთაო წმიდაო, მვედრებელთა შენთა გოდოლო.

გიხაროდენ დედაო ღმრთისაო, გიხაროდენ შემწეო კაცთაო და…

პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.

გიხაროდენ დედაო ღმრთისაო, გიხაროდენ შემწეო კაცთაო და მაცხოვარო, გიხაროდენ სასანთლეო ნათლისაო ბრწყინუალეო, გიხაროდენ ლამპარო ელვარეო, გიხაროდენ სამოთხეო სიტყჳერო, გიხაროდენ საღმრთოო კარავო და საყდარო, გიხაროდენ მდინარეო ტკბილო მომრწყველო ცისკიდეთაო.

რომელი ცათა ვერ დაიტიეს, ღმრთის-მშობელო ქალწულო, მუცელსა…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა

რომელი ცათა ვერ დაიტიეს, ღმრთის-მშობელო ქალწულო, მუცელსა შენსა დაიტია და არა იწრო ექმნა, ხოლო შენ ეგე წმიდად გამოუთქმელად, და უვნებელად ქალწულებითა, რამეთუ შენ მხოლომან აწოე სძე ძესა დაუსაბამოსა, და წიაღთა იტვირთე დამბადებელი დაბადებულთა, არამედ არა დააკლდა წიაღთა მამისათა, ვითარცა პირველ იყო წინა საუკუნეთა. ზეცას ანგელოზთა თანა იყო ყოველითურთ ღმერთი. და კუალად იგივე კაცთა თანა განკაცებული ყოველითურთ ქუეყანასა ზედა, რომელი იგი ყოველსავე აღავსებს გარე შემოუწერელად, მას ევედრე დედუფალო ყოვლად-წმიდაო, რათა აცხოვნნეს, რომელნი მართლ-მადიდებლობით მარადის ღმრთის-მშობლად აღგიარებთ შენ.

შემდგომად აწ განუტევესა, და შემდგომად მამაო ჩუენოსა…

შემდგომად აწ განუტევესა, და შემდგომად მამაო ჩუენოსა, ტროპარი აღდგომისა. დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა. კუერექსი და განტევება.

მწუხრისა გალობასა და სიტყჳერსა მსხუერპლსა, შენდა ქრისტე…

ჩვეულებისაებრ ვფსალმუნებთ პირველსა კანონსა, სრულიად. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, უქცევთ მუხლთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა გ. და ანატოლისათა გ. და წმიდათასა დ. დასდებელნი აღდგომისანი. ხმა 8.

მწუხრისა გალობასა და სიტყჳერსა მსხუერპლსა, შენდა ქრისტე შევწსირავთ, რამეთუ სათნო იჩინე შეწყალება ჩუენი, აღდგომითა შენითა.

უფალო, უფალო, ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იჩინე შეწყალებაჲ ჩუენი, აღდგომითა შენითა.

გიხაროდენ სიონ წმიდაო, დედაო ეკლესიათაო, ღმრთისა სამკჳდრებელო, რამეთუ შეიწყნარე პირველ მოტევება ცოდუათა აღდგომისა მიერ.

ღმრთისა მამისა სიტყუა, პირველ საუკუნეთა იშუა მისგან…

ანატოლისანი

ღმრთისა მამისა სიტყუა, პირველ საუკუნეთა იშუა მისგან, ხოლო უკანასკნელთა ჟამთა, განზრახვით განხორციელდა უქორწინებელისაგან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინა და პირველ მომწყდარი კაცი აცხოვნა აღდგომითა თჳსითა.

მკუდრეთით აღდგომასა შენსა ქრისტე დიდების ვმეტყველებთ, რომელისა მიერ იხსენ ადამიანნი ჯოჯოხეთისა მძლავრებისაგან, და ვითარცა ღმერთი ხარ მომანიჭენ ჩუენ ცხოვრება საუკუნო, და დიდი წყალობაჲ.

დიდება შენდა ქრისტე მაცხოვარ, ძეო ღმრთისაო, მხოლოდ-შობილო, რომელი ჯუარსა დაემსჭუალე და აღდეგ საფლავით მესამესა დღესა.

ყოველი სასოება

სხუანი დასდებელნი ყოველთა წმიდათანი. ხმა ვ. მსგავსი.

ყოველი სასოება.

სულიერნო რტონო, მოწაფენო მაცხოვრისანო, სულისა ორღანო იქმნენით, სარწმუნოებით, და განიბნინენით ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, ყოვლად-ქებულნო, მქადაგებელნო სარწმუნოებისანო, ვინაჲცა აღმოუცენებთ კურნებათა ქუეყანასა, და ჰნათობთ მადლითა სულისა წმიდისათა, რამეთუ მრავალ სახედ ტანჯვითა, წყლულებანი და დაწვანი ხორცთანი თავს ისხენით, და აწ კადნიერად ევედრებით ღმერთსა, ხსნად სულთა ჩუენთათჳს.

ცეცხლებრ განხურუებულთა უფლისა სიყუარულითა, ცეცხლსა შეითხიენით წმიდანო მოწამენო, და ვითარცა პური საღმრთო ნაკვერცხალთა მიერ შეიცხუენით, ქრისტეს-თჳს მხნენო, და დასწვით საცთური, ეგრეთუე მხეცთა რა მიეცემოდით, დაუყუენით მათ პირნი, ხოლო პატიოსანთა თავთა თქუენთა არა რიდებდით წარკუეთად, და მით წარკუეთეთ მძლავრებანი ეშმაკთანი, რამეთუ დიოდენ წყარონი სისხლთანი და ასვით ეკლესიასა სარწმუნოებაჲ ბრწყინუალებისა.

მხეცთა თანა იბრძოდით, და მახვილითა დაიჭრებოდით, ფრჩხილებითა იხვეტებოდით, და ხელთა და ფერხთა წარკუეთითა მწარედ იტანჯებოდით, წმიდანო მოწამენო, და ცეცხლთა უნივთოთა მიერ შეიწვებოდით, და თჳთოეულად, ასოთა მიერ დაიხსნებოდით, ამათ ყოველთა სიმხნით მოითმენდით, რამეთუ უწყოდით განსვენება დაულევნელი, და გჳრგჳნოსან-მყოფელსა თქუენსა ქრისტესა ადიდებდით, და აწცა მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

ყოველთავე კიდეთა ქუეყანისათა, განხდა ხმა თქუენი დიდებულნო მოციქულნო, მღუდელთ-მთავარნო, და მოწამენო, ყოვლად-ბრძენნო ღირსნო, და დედანო სანატრელნო, რომელნი დღეს საღმრთოთა გალობითა პატივს-გცემთ, და ხსენებასა თქუენსა ვადიდებთ, რომელთა შეაერთენით ქუეყანისანი ზეცისათა თანა, რამეთუ შიში ბნელისა უშიშად განსდევნეთ, მადლითა ქრისტესითა, რომელი მიიღეთ მისგან და ვითარცა ვარსკულავნი ბრწყინუალენი გამოგუიჩნდით ჩუენ განმანათლებელად, და კადნიერებით ევედრებით ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

მოწამეთა გუნდნო საღმრთონო, და წმიდისა ეკლესიისა სვეტნო…

დიდება, ხმა იგივე.

მოწამეთა გუნდნო საღმრთონო, და წმიდისა ეკლესიისა სვეტნო შეურყეველნო, რომელთა ბრძანებანი მაცხოვრისანი აღასრულეთ, ხოლო მძლავრთა სიბორგილენი დახსენით, რამეთუ სისხლთა თქუენთა დათხევითა კერპთა შესაწირავნი განახმენით, და სიკუდილმან თქუენმან უხორცოთა ძალნი განაკჳრუნა, და აწ წინაშე ღმრთისა გჳრგჳნოსანნი სდგათ, მას ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

მეუფე ცათა, კაცთ-მოყუარებისათჳს ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, და…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა 8.

მეუფე ცათა, კაცთ-მოყუარებისათჳს ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, და კაცთა შორის იქცეოდა, რამეთუ ქალწულისაგან წმიდისა ხორცნი შეისხნა და გამობრწყინდა, და შემდგომად ხორცთ-შესხმისა ერთი ძე არს, ორკეცი ბუნებითა, არა გუამოვნებითა, ამისთჳს ღმერთად სრულად, და კაცად სრულად ჭეშმარიტად ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომელსა ევედრე დედაო უსძლოო, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ამას იტყვის უფალი, ყოველნი წარმართნი შეკრბეს ერთბამად…

წინასწარ-მეტყველება ისაიასი საკითხავი. თავი მგ.

ამას იტყვის უფალი, ყოველნი წარმართნი შეკრბეს ერთბამად, და შეკრბენ მთავარნი მათგან, ვინ მიუთხრნეს ესენი, ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ. მოიყვანნედ მოწამენი მათნი, და განმართლდედ, და ისმინედ, და თქუედ: ჭეშმარიტი მექმნენით მე მოწამე, და მე მოწამე ვარ, იტყვის უფალი, ღმერთი, და ყრმაჲ, რომელი გამოვირჩიე, რათა ცნათ, და გრწმენეს, და გულის-ხმა-ჰყოთ ვითარმედ, მე ვარ, წინასწარ ჩემსა არა იყო სხუა ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა იყოს. მე ვარ ღმერთი, და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი, მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყვედრე, და არა იყო თქუენ შორის უცხო, თქუენ ჩემდა მოწამე და მე უფალი ღმერთი, მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ხელთაგან ჩემთა, ვყო ვინ გარე მიაქციოს იგი. ესრეთ იტყვის უფალი ღმერთი, მხსნელი თქუენი წმიდა ისრაილისა.

მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა, და არა…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი თავი გ.

მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯუა. საგონებელ იქმნნეს თუალთა შინა უგუნურთასა, მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსვლაჲ მათი, და რომელი განსვლა ჩუენგან შემუსრვისა, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. და რამეთუ წინაშე პირთა კაცთასა, უკუეთუ ტანჯუაჲცა მიიღონ, სასოება მათი უკუდავებით სავსე არს, და მცირედღა თუ ისწავლნეს, მდიდრად ქველ-ყოფილ-იყუნეს, რამეთუ ღმერთმან გამოსცადნა იგინი, და ჰპოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა გამოიცადნა იგინი, და ვითარცა ყოველი ნაყოფი მსხუერპლთა შეიწყნარნა იგინი, და ჟამსა შინა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, და ვითარცა ნაბერწყალი ლერწამსა შინა რბიოდენ. სჯიდენ წარმართნი, და დაიპყრიან ერნი, და სუფევდეს მათ შინა უფალი უკუნისამდე. რომელი ესვიდენ მას გულის-ხმა-ჰყონ ჭეშმარიტი, რამეთუ მორწმუნენი სიყუარულსა შინა მისსა ეგნენ, ხოლო მადლი და წყალობა ღირსთა, მისთა და მიხედვა მისი რჩეულთა მისთა.

მართალი უკუნისამდე ცხონდეს და უფლისა მიერ სასყიდელი…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. თავი ე.

მართალი უკუნისამდე ცხონდეს და უფლისა მიერ სასყიდელი მათი, და ზრუნვა მათი მაღლისა თანა. ამისთჳს მოიღონ მეფობაჲ შუენიერებისა, და შარავანდედი სიკეთისა ხელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა დაიფარნეს იგინი, და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ. მოიღოს ყოვლად-საჭურველი შურისა თჳსისა, და შეჭურნეს ქმულნი ადგილთა შინა მტერთა, და შეიმოსოს ჯაჭვი სიმართლესა შინა, და დაადგას ჩაფხუტი სასჯელისა არა მლიქნელობისა, მოიღოს ფარი უძლეველი ღირსებისა, ხოლო აღლესოს თუალ-უხვავი. და რისხუა საჭურველსა შინა, ხოლო ბრძოდის მისთანა სოფლისა უგუნურთა ზედა. ვიდოდიან მმართებელად ისარნი ელვათანი, და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილითა მომრგვალებითა მშჳლდისათა ზომიერებასა ზედა სრბოდენ, და კლდისაგან სატყორცისა გულის-წყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, დახსნიდეს მათ ზედა წყალი ზღვისა, ხოლო მდინარენი წარღუნიდეს მყისად და წინა-აღუდგეს მათ სული ძლიერებისა და ვითარცა ალმურმან განაქარვნეს იგინი, და მოაოხროს ყოველი ქუეყანაჲ უსჯულოებამან, და ძუირის საქმემან დაამხუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ უკუე მეფენო, და გულის-ხმა-ჰყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდეთა ქუეყანისათა. ყურად-იღეთ რომელთა გიყუართ სიმრავლენი, და იამპარტავნებთ ერთათჳს თესლებისათა. რამეთუ უფლისაგან მოცემულ არს თქუენდა სიმტკიცე, და ძლიერება მაღლისაგან.

სარწმუნოებით ერთბამად შეთქმულნო, და სოფლისა სიხარულნო, საუკუნეთა…

ლიტანიასა ზედა, დასდებელი ტაძრისა. ესრეთ თჳთ-ხმოვანნი. ყოველთა წმიდათანი. ხმა ა.

სარწმუნოებით ერთბამად შეთქმულნო, და სოფლისა სიხარულნო, საუკუნეთა ღმრთისა მცნებისა კეთილად დამცუელნო, წმიდანო წინასწარ-მეტყველნო, ყოვლად-ქებულნო მოციქულნო, და დიდებითა შემკობილნო, მოწამეთა გუნდნო მღუდელთ-მთავარნო და მამანო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა ჩუენთჳს, რომელნი ყოვლად-წმიდასა სახსენებელსა თქუენსა სულიერად ვდღესასწაულობთ, რათა მოგუანიჭოს მშჳდობა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

მოვედით ყოველნი მორწმუნენი, კრებასა ამას დიდებულსა, ყოველთა წმიდათასა შევასხმიდეთ, ფსალმუნითა და გალობითა საღმრთოთა, ნათლის-მცემელსა უფლისასა, მოციქულთა და წინასწარ-მეტყველთა, და წმიდათა მარტჳლთა მღუდელთ-მთავართა, მამათა, მოღუაწეთა, და მართალთა, და უბიწოა განწყობილსა ყოვლად-წმიდათა დედათასა, სარწმუნოებით ვნატრიდეთ, და ერთობით ვღაღადებდეთ, ჵ სახიერო ღმერთო, მათ მიერ მოეც მშჳდობაჲ ეკლესიათა შენთა, და მეფესა ღმრთის-მსახურსა ძლევაჲ მტერთა ბარბაროზთა ზედა, და დაიცევ სოფელი, და მოჰმადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ გევედრებით კაცთ-მოყუარე.

მოვედით ერნო სულიერად ვიხარებდეთ, ხსენებასა ყოველთა წმიდათასა, რამეთუ ესერა მოვიდა და მოგუართვა მადლთა სიმრავლე, ამისთჳსცა ხმითა სიხარულისა და შესხმისათა, წმიდითა გონებითა ხმავ-ჰყოთ, გიხაროდენ წინასწარ-მეტყველნო, რომელთა მოსლუა უფლისა სოფელსა უქადაგეთ, გიხაროდენ ქრისტეს ქადაგნო მოციქულნო, წარმართთა მომნადირებელნო, გიხაროდენ მარტჳლნო კიდეთაგან სოფლისათა ერთად შეკრებულნო, და ქრისტეს-თჳს წამებითა და ურიცხუთა ტანჯუათა დათმენითა მის მიერ გჳრგჳნითა შემკობილნო, გიხაროდენ თქუენ მამათა და მოღუაწეთა კრებულნო, რომელთა ხორცნი განლიენით, და ვნებანი სრულიად წარწყმიდენით, და აწ ანგელოზთა თანა სუფევთ მარადის, ყოველნი ერთობით ევედრენით ღმერთსა ხსნად ჩუენდა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რომელნი ხსენებასა თქუენსა დიდებულსა სურვილით აღუასრულებთ.

აწინდელსა ამას სიხარულსა მოვიწიენით მორწმუნენო, რამეთუ წინა…

დიდება. ხმა ე.

აწინდელსა ამას სიხარულსა მოვიწიენით მორწმუნენო, რამეთუ წინა დაგვიგებს ჩუენ დღეს სულიერსა ტრაპეზსა, და საიდუმლოსა სასმელსა, სიხარულითა სავსესა სულგრძელებით მოღუაწებაჲ მათი, რომელთა მრავალ-სახედ მისცნეს თავნი თჳსნი ტანჯუად, და ღმერთსა შეწირნეს სიტყჳერნი მსხუერპლნი, რომელთა თავნი წარეკუეთებოდათ, რომელთა ბეჭნი თჳსნი მისცნეს საგვემელად, ხოლო სხუანი ხელთა და ფერხთა მოკუეთასა, და ასოთა განთჳსვასა მოითმენდეს, ვინაცა ტანჯუათა მოთმინებითა ღმრთისა მიერ განათლდეს, მიიღეს გჳრგჳნი დაუჭნობელი, აწ ჩუენცა მათ თანა ზიარ მყუენ, კაცთ-მოყუარეო უფალო.

ტაძარი ხარ, ბჭე და პალატი, და საყდარი…

აწ და. ღმრთის-მშობლისა. ხმა იგივე.

ტაძარი ხარ, ბჭე და პალატი, და საყდარი მეუფისა ქალწულო უბიწოო, რომელისა მიერ მხსნელი ჩუენი, ქრისტე, უფალი, ბნელსა შინა მსხდომარეთა გამოუჩნდა მზედ სიმართლისად, განათლებად რომელნი დაჰბადნა ხატად თჳსად ხელითა თჳსითა, ვინაჲცა ყოვლად-საგალობელო, ვითარცა გაქუს მისა მიმართ კადნიერებაჲ დედობრივი, დაუცხრომელად მეოხ გვეყავ ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

ამაღლდი ჯუარსა ზედა იესო, რომელი გარდამოხედ ზეცით…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა. ხმა 8.

ამაღლდი ჯუარსა ზედა იესო, რომელი გარდამოხედ ზეცით, მოხუედ სიკუდილად ცხოვრება ეგე უკუდავი, ბნელისა მყოფთა მიმართ ნათელი ჭეშმარიტი, დაცემულთა მიმართ ყოველთა აღდგომა, განმანათლებელო და მაცხოვარო ჩუენო, უფალო დიდება შენდა.

ქრისტესა აღდგომილსა მკუდრეთით დიდების-ვმეტყველებდეთ, რამეთუ სული და…

სხუანი, დასდებელნი ანატოლისანი. მებრი, ალფა ვიტა. უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა. შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა.

ქრისტესა აღდგომილსა მკუდრეთით დიდების-ვმეტყველებდეთ, რამეთუ სული და ხორცნი მიიხვნა, და ვნებითა განყუნა ურთიერთ-არს, ხოლო უხრწნელი სული მისი შთახდა ჯოჯოხეთად, და წარმოსტყუენა, ხოლო ყოვლად-წმიდათა ხორცთა მისთა, საფლავსა შინა განსახრწნელი არა იხილეს, და აცხოვნნა სულნი ჩუენნი.

ფსალმუნითა და გალობითა დიდების-ვმეტყველებთ ქრისტე, მკუდრეთით აღდგომასა…

და რამეთუ დაამყარა სოფელი რაჲთა არა შეიძრას.

ფსალმუნითა და გალობითა დიდების-ვმეტყველებთ ქრისტე, მკუდრეთით აღდგომასა შენსა, რომელისა მიერ მიხსენ ჩუენ მძლავრებისაგან ჯოჯოხეთისა, და ვითარცა ღმერთი ხარ მოგუანიჭე ჩუენ, ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობაჲ.

ჵ მეუფეო ყოველთაო, მიუწდომელო, შემოქმედო ცათა და…

სახლსა შენსა შუენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

ჵ მეუფეო ყოველთაო, მიუწდომელო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, ჯუარითა ივნე უვნებელმან, და მე უვნებელობაჲ აღმომიცენე, დაფლუა სათნო-იჩინე, და აღდეგ დიდებით, და ადამი თანა აღადგინე ხელითა ყოვლად-ძლიერითა, დიდება მესამისა დღისა აღდგომასა შენსა, რომელითა მომანიჭე ჩუენ საუკუნო ცხოვრებაჲ და შენდობა ცოდუათა, მხოლომან მრავალ-მოწყალემან.

მოვედით დღეს მორწმუნენო, რამეთუ გუნდნი წმიდათა მოწამეთანი…

დიდება. ხმა ვ.

მოვედით დღეს მორწმუნენო, რამეთუ გუნდნი წმიდათა მოწამეთანი შეკრებულ არიან, ღირსებით ვიხარებდეთ და ხსენებასა მათსა პატივს-ვსცემდეთ და ვიტყოდეთ: გიხაროდენ მოციქულნო ყოვლად-ქებულნო, წინასწარ-მეტყველნო, მღუდელთ-მთავარნო და მოწამენო, გიხაროდენ ღირსნო და მართალნო, და პატიოსანთა დედათა გუნდნო, ქრისტესა ევედრენით, რათა ძლევაჲ მეფესა ჩუენსა მოანიჭოს ბარბაროზთა ზედა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

შემოქმედი და მხსნელი ჩემი ქრისტე უფალი, მე…

აწ და. ღმრთის-მშობლისა ხმა ვ.

შემოქმედი და მხსნელი ჩემი ქრისტე უფალი, მე შემიმოსა და საშოჲსა შენისაგან გამოვიდა ყოვლად-უბიწოო, და პირველისა მის წყევისაგან ადამი განათავისუფლა, ამისთჳს უხრწნელო ვითარცა დედასა ღმრთისასა და ქალწულსა, ჭეშმარიტად დაუცხრომელად გიგალობთ გიხაროდენსა მსგავსად ანგელოზისა, გიხაროდენ დედუფალო სასოო, და შესავედრებელო, და მაცხოვარო სულთა ჩუენთაო.

ღმრთის-მშობელო ქალწულო

შემდგომად, წმიდაო ღმერთოსა. ტროპარი.

ღმრთის-მშობელო ქალწულო.

ყოველი სასოება

ბ-გზის. და წმიდათა ა-გზის. კურთხევა პურისა და კითხვა ეპისტოლისა იაკობის კათოლიკისა. უკუეთუ არა იყოს ღამისთევა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი. აღდგომის გ. და აღმოსავლური ა. და წმიდათა, მუხლი ვ. მსგავსი.

ყოველი სასოება.

შემდგომად წმიდაო ღმერთოსა. ტროპარი აღდგომისა. დიდება, წმიდათა…

შემდგომად წმიდაო ღმერთოსა. ტროპარი აღდგომისა. დიდება, წმიდათა და აწ და, ღმრთის-მშობლისა. რომელნიცა წერილ არიან აქავე ცისკრისა დასაწყისსა. და განტევება. ხოლო შუაღამისად კანონი სამებისა რვა ხმათაგან 8. ხმისა.

მაღლით გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმა თავს-იდევ სამისა…

ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი აღდგომისა. ხმა 8.

მაღლით გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმა თავს-იდევ სამისა დღისა დაფლუაჲ, რათა ჩუენ განმათავისუფლნე ცოდუათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.

ყოველისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლნი, ვითარცა…

ბ-გზის. დიდება, ტროპარი წმიდათა. ხმა დ.

ყოველისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკლესიასა შენსა, და მათ მიერ გევედრებით, ქრისტე, ღმერთო, მოწყალებანი შენნი გარდამოუვლინენ ერსა შენსა, და მშჳდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და ანგელოზთაგან უცნაურ…

აწ და, ღმრთის-მშობლისა

რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთის-მშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა ღმერთი, შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმა ნებსით თავს-იდუა, რომელისათჳსცა აღადგინნა პირველ დაძინებულნი და იხსნნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

აღდეგ მკუდრეთით ცხოვრებაო ყოველთაო, ანგელოზი ნათლისა დედათა…

შემდგომად ა. ფსალმუნებისა, წარდგომა, აღდგომისა. ხმა 8.

აღდეგ მკუდრეთით ცხოვრებაო ყოველთაო, ანგელოზი ნათლისა დედათა უღაღადებდა, დასცხერით გლოვისაგან და მოციქულთა ახარეთ, ღაღადებდით და გალობდით, ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, რომელმან აცხოვნა ნათესავი კაცთა, ვითარცა ღმერთი-არს.

საფლავსა შენსა მაცხოვარ დაბეჭდეს ჰურიათა, ხოლო ანგელოზმან…

აღდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

საფლავსა შენსა მაცხოვარ დაბეჭდეს ჰურიათა, ხოლო ანგელოზმან ლოდი კარისაგან საფლავისა გარდააგორა, და დედათა მკუდრეთით აღდგომილი გიხილეს, რომელი ახარეს მოწაფეთა შენთა ქრისტე სიონს შინა, ვითარმედ აღდგა ცხოვრება ყოველთა და დახსნა საკრუელნი სიკუდილისანი, უფალო დიდება შენდა.

რომელი ჩუენთჳს იშევ ქრისტე ქალწულისაგან, ჯუარცმა დაითმინე…

დიდება, აწ და. ღმრთის-მშობლისა

რომელი ჩუენთჳს იშევ ქრისტე ქალწულისაგან, ჯუარცმა დაითმინე სახიერ, რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე და აღდგომა მოგუმადლე, ვითარცა ღმერთი ხარ, და ნუ უგულებელს-ყოფ, რომელი შექმნეს ხელთა შენთა, არამედ აჩუენე კაცთ-მოყუარება შენი მოწყალე, და მიიღე, რომელმან გშუა შენ ღმრთის-მშობლისაგან ვედრებაჲ ჩუენთჳს, და აცხოვნე მაცხოვარო ჩუენო ერი განწირული.

ბრძანებული

და კითხვა სახარების თარგმანისა. შემდგომად ბ. ფსალმუნებისა წარდგომა ხმა 8. მსგავსი.

ბრძანებული.

სპეტაკითა მოსილი ელვარე ანგელოზი, წარმოუდგა ღირსთა დედათა საფლავსა ზედა ქრისტესსა, რომელნი შიშით შეპყრობილ იყუნეს, და მცუელნი მყის მკუდარ იქმნეს, და ლოდი გარდაგორებული იხილეთ, ჵ უსჯულონო ჰურიანო, და სცანთ, ვითარმედ აღდგა ქრისტე, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

სიბრძნე

აღგიარო შენ უფალო, ყოველითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი.

სიბრძნე.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე საფლავისაგან, ეტყოდა ქადაგი ღირსთა დედათა, წარუედით ხარებად მოციქულთა, ხოლო პეტრე მსწრაფლ მირავიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი, რომელი იყო წარგრაგნილ, მაშინ სიხარულით ღაღად-ჰყო: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, რომელმან ყოველნივე გვაცხოვნენ, მაცხოვარო ჩუენო აღდგომითა შენითა.

შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული…

დიდება, აწ და ღმრთის-მშობლისა. ხოლო არა ვგალობთ ამას დასხდომით, არამედ ზედგომით შიშით და ლმობიერად ვიტყვით მდგომარესა ამას მუხლსა.

შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული, და კაცთა ნათესავი, ტაძარო სიწმიდისაო, სამოთხეო სიტყჳერო, ქალწულებისა სიქადულო, რომელისაგან სიტყუა განხორციელდა, და ყრმა იშუა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშო შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს-ჰყო, შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.

გუნდნი ანგელოზთანი

და ვიკითხავთ სახარაბისათჳს თარგმანსა. შემდგომად ნეტარარიანისა.

გუნდნი ანგელოზთანი.

მენელსაცხებლენი ცხოველს-მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა…

იპაკოჲ. ხმა 8.

მენელსაცხებლენი ცხოველს-მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა ეძიებდეს უკუდავსა მეუფესა, და სიხარულისა ხარება ანგელოზისაგან ისწავეს, და მოციქულთა ახარებდეს და ეტყოდეს: ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

სიყრმით ჩემითგან მტერი, განმცდის გულის-თქმათა და გემოთა…

აღსავალი, ხმა 8. ანტიფონი ა.

სიყრმით ჩემითგან მტერი, განმცდის გულის-თქმათა და გემოთა მიერ, შემწვავს, ხოლო მე ვსძლევ მას, შეწევნითა შენითა უფალო.

იქმნენ ვითარცა თივა, მოფხრულ მოძულენი სიონისანი, და შემუსრნეს ქრისტემან, ქედნი მათნი გვემითა ტანჯუათათა.

ყოველთა ცხოვრება არს, სული-წმიდა, და ნათელი ნათლისაგან…

დიდება.

ყოველთა ცხოვრება არს, სული-წმიდა, და ნათელი ნათლისაგან, ღმერთი დიდი, მამისა თანა დიდებული და სიტყუისა.

სული ჩემი დაიფარე შიშითა შენითა, რათა დამდაბლდეს…

აწ და, იგივე. ანტიფონი ბ.

სული ჩემი დაიფარე შიშითა შენითა, რათა დამდაბლდეს იგი, ნუ-უკუე აღზვავნეს, და დაეცეს შეწევნისა შენისა საღმრთოსაგან მრავალ-მოწყალე.

რომელთა სასოება აქუნდეს უფლისა მიმართ, არა შეძრწუნდეს, მაშინ რაჟამს ცეცხლითა და ტანჯვითა განსჯიდეს ღმერთი კაცთა, და ყოველთავე საქმეთაებრ მიაგებდეს.

სულისა მიერ წმიდისა, საღმრთოდ ხედავს ყოველი, წინასწარ-მეტყველებს…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა, საღმრთოდ ხედავს ყოველი, წინასწარ-მეტყველებს და ნიშთა აღასრულებს, და სამებით ერთ-ღმრთაებასა უგალობს და მონებს, დაღაცათუ სამბრწყინუალე არს დიდებული, წმიდა სამება, არამედ ერთ-მთავრობით და ერთ-ღმრთაებად იქების.

ვღაღადებ შენდა მომართ უფალო, მოხედენ ხმასა ჩემსა…

აწ და, იგივე. ანტიფონი გ.

ვღაღადებ შენდა მომართ უფალო, მოხედენ ხმასა ჩემსა, და მოყავ ჩემდა ყური შენი, და წმიდა-მყავ მე, ვიდრე განყვანებადმდე ჩემდა ამიერ სოფლით, ჵ მრავალ-მოწყალეო.

დედისა მიმართ თჳსისა, მიწასა შთახდენ ყოველნი და კუალად აღდგენ მიღებად პატივისა, გინა სატანჯუელისა საქმეთა თჳსთასა, რომელნი ჰქმნნეს სოფელსა შინა.

სულითა წმიდითა, ღმრთის-ვმეტყველებთ სამებასა, ერთ-არსებით, მამასა დაუსაბამოსა…

დიდება

სულითა წმიდითა, ღმრთის-ვმეტყველებთ სამებასა, ერთ-არსებით, მამასა დაუსაბამოსა, რომელისაგან გამოუთქმელად იშუა ძე უჟამოდ, და სული-წმიდა თანასწორი და თანა მოსაყდრე, გამობრწყინდა, და ერთ ღმრთაებად აღვიარებთ და თაყუანის-ვცემთ.

აჰა ესერა რაჲმე კეთილ, ანუ რაჲმე მშუენიერ…

აწ და, იგივე. ანტიფონი დ.

აჰა ესერა რაჲმე კეთილ, ანუ რაჲმე მშუენიერ, არამედ დამკჳდრება ძმათა ერთად, რამეთუ ამის მიერ აღუთქუა, ქრისტემან ღმერთმან ცხოვრება საუკუნო.

სამოსლისა თჳსისათჳს, ნუვინ ზრუნავს, რამეთუ რომელი იგი შროშანთა ველისათა შეამკობს, იგი ჰბრძანებს, რათა მისითა მინდობითა არა ვზრუნვიდეთ.

სულისა მიერ წმიდისა, არიან ყოველნი განსასვენებელნი, და…

დიდება.

სულისა მიერ წმიდისა, არიან ყოველნი განსასვენებელნი, და კეთილთა საუნჯენი, და არა ჯერ არს, ზრუნვა საზრდელთათჳს, ვინაჲთგან ყოველივე აქუს მას და იღუწის ჩუენთჳს, რამეთუ ღმერთი არს ჭეშმარიტი, მამისა, და ძისა, თანა-არსი და გვაცხოვნებს ჩუენ.

სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი-თესლადმდე

აწ და, იგივე. წარდგომა. ხმა 8.

სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი-თესლადმდე.

აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა…

მუხლი

აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

სახარება ა. საცისკრო, აღდგომისა, მათესი დასაწყისი რივ. ამიერითგან ვიწყებთ კითხვად საცისკროსა სახარებათა აღდგომისათა რიგზედ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

მოციქულთა ვედრებითა

გ-გზის. და ფსალმუნი ნ. დიდება

მოციქულთა ვედრებითა.

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა

აწ და

მეოხებითა ღმრთის-მშობლისათა.

აღდგა რა იესო განთიად

დასდებელი. ხმა ვ.

აღდგა რა იესო განთიად.

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან…

კანონი დ. აღდგომისა. ძლისპირითა მუხლი დ. ჯუარ-აღდგომისა, მუხლი ბ. და ღმრთის-მშობლისა მუხლი ბ. და ყოველთა წმიდათა, მუხლი ვ. კანონი აღდგომისა, ხმა 8. გალობა ა. ძლისპირი.

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახეჲ ჯუარისა, და განუპო ზღუა მეწამული, და ისრაელი იხსნა, განმავალად მეტყველი გალობასა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ვის არა უკვირდეს ღმრთაება ქრისტესი, და ძლიერება მისი, რამეთუ ვნებითა მისითა, უვნებელობაჲ მომცა, უხრწნელებით მორწმუნეთა, ხოლო გვერდისა მისისაგან აღმოგვიცენდა უკუდავება, და ცხოვრება საფლავისაგან.

გამოუჩნდა დედათა მათ ანგელოზი ნათლით შემოსილი, მსგავსად ბუნებისა, უსხეულოთა წესისა, და ბრწყინუალედ მოასწავა ნათელი აღდგომისა, და ღაღადებით ეტყოდა: აღდგა უფალი საფლავისაგან.

დიდებული ითქუა შენთჳს თესლითი-თესლადმდე ქალწულო, რომელმან შეიწყნარე…

ღმრთის-მშობლისა

დიდებული ითქუა შენთჳს თესლითი-თესლადმდე ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაჲ ღმრთისა საშოსა შენსა, და დაადგერ ქალწულად ღმრთის-მშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გნატრით შენ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ქუეყანასა მწყურნებსა

კანონი ჯუარ-აღდგომისა, სხუა ძლისპირი.

ქუეყანასა მწყურნებსა.

მწუხარებისა კარნი აღეხვნეს, ხოლო მეკარეთა ჯოჯოხეთისათა რაჟამს გიხილეს უმაღლესი ყოველთა ბუნებათა ქუესკნელად შთასრული, შეძრწუნებულ იქმნნეს.

გუნდი ანგელოზთა განკრთა, რაჟამს იხილეს საღმრთოთა საყდართა ზედა მჯდომარე, ბუნებაჲ კაცობრივი დაცემული, და შეყენებული ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა ჯოჯოხეთს.

უგალობდეთ უფალსა

კანონი ყოვლად-წმიდისა, ღმრთის-მშობლისა, სხუა ძლისპირი.

უგალობდეთ უფალსა.

ღმრთის-მშობელო ქალწულო, მტვირთველლო სიტყუისა მის საღმრთოსაო, ცხოვრებისა მიზეზო, ჩუენ ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ.

ტევანი ცხოვრებისა, რომელისაგან იწნიხა სიტკბოებაჲ, გამოხსნისა ჩუენისა, ღმრთის-მშობელო შენ მიერ მოვისთვლეთ ჩუენ.

ყოველთა წმიდათა მრავალ-სახეთა წესთა უგალობ

კანონი ყოველთა წმიდათა. რომელისა კიდურწერილობა.

ყოველთა წმიდათა მრავალ-სახეთა წესთა უგალობ.

ეტლთა მფლობელი

ხმა 8. სხუა ძლისპირი.

ეტლთა მფლობელი.

წმიდათა შენთა ბანაკსა, უგალობ მხსნელო ლოცვითა მათითა, და ნათლითა შენითა, გონებაჲ ჩემი განაბრწყინვენ, და უმეცრებისა წყუდიადი განსდევნე ჩემგან, რამეთუ შენ ხარ ნათელი დაუღამებელი, ნათლისა მომცემელო ქრისტე, სიტყუაო მამისაო.

რომელი ამაღლდი ჯუარსა ზედა, და მოუწოდე ცნობად…

ბ-გზის.

რომელი ამაღლდი ჯუარსა ზედა, და მოუწოდე ცნობად შენდა წარმართთა სამკჳდრებელად შენდა მეუფეო, და განაბრწყინვენ იგინი ნათლითა მით წმიდისა სამებისათა, და მოციქულთა მიერ მიეც მათ გულის-ხმის-ყოფაჲ შენი, და ბნელი საცთურისა მათისა განსდევნე დიდება შენდა.

მცნებისაებრ შენისა ქრისტე, ასწავებდ მოციქულთა შენთა, რათა ქუეყანისა ყოველივე დაუტეონ, და ნათლითა საღმრთოთა განბრწყინდენ, და ყოველსა სოფელსა უქადაგონ, სახარება დიდებულისა აღდგომისა შენისა.

მოხარულთა მოწამეთა ჯუარი შენი აღიღეს მეუფეო, და…

დიდება

მოხარულთა მოწამეთა ჯუარი შენი აღიღეს მეუფეო, და ვნებათა შენთა ცხოველს-მყოფელთა ეზიარნეს, და მძლავრებისაგან არა შეშინდეს, არცა მახვილისაგან, არცა ცეცხლისა, და სიყმილისა, არცა გვემათაგან, და არცა სიკუდილისა.

ახოვნითა გონებითა, იღუაწეს ქალწულთა ღმრთისა დედაო, და…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ახოვნითა გონებითა, იღუაწეს ქალწულთა ღმრთისა დედაო, და სიმხნით იწამნეს, და ფსალმუნთა გალობისაებრ, შემდგომად შენსა მოხარულნი, ძესა შენსა მიერთუნეს, მოწესეთა და მოღუაწეთა თანა, და სათნოდ ცხოვრებულთა, და გიგალობდეს შენ ქებით.

აღაღე პირი ჩემი და აღავსე იგი მადლითა…

კატავასია

აღაღე პირი ჩემი და აღავსე იგი მადლითა, აღმოსთქუას გულმან ჩემმან დიდებაჲ დედუფლისა და შევამკობდე დღესასწაულსა მისსა, ბრწყინუალედ შუენიერსა და გჳრგჳნოსანსა.

განმაძლიერებელ მექმენ მე დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო…

გალობა გ. ძლისპირი.

განმაძლიერებელ მექმენ მე დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდა, შენებრ კაცთ-მოყუარე.

დაისაჯა პირველ ადამი, ცოდვისა გემოს-ხილვითა, ხოლო ვნებითა შენითა ქრისტე, განწმიდე ცოდუათაგან, რამეთუ მხოლო უცოდველ ხარ, და ხრწნილებისა მისგან განათავისუფლე იგი.

ნათელი საღმრთო, იესოს აღდგომისა გამოუჩნდა, მსხდომარეთა ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა ქუესკნელს, და მან შეკრა ძლიერი იგი, და საუნჯენი მისნი, უძლეველმან წარმოსტყუენა.

სერაფიმთა და ქერუბიმთა უმაღლესად გამოჩნდი ღმრთის-მშობელო, რამეთუ…

ღმრთის-მშობლისა

სერაფიმთა და ქერუბიმთა უმაღლესად გამოჩნდი ღმრთის-მშობელო, რამეთუ შენ მხოლომან დაიტიე დაუტევნელი ღმერთი, მუცელსა შენსა უბიწოო, ამისთჳსცა ჩუენ მორწმუნენი გალობით გნატრით, უბიწოო.

შენ დამამყარებელო

სხუა. ძლისპირი

შენ დამამყარებელო.

პირველ ურჩებისათჳს, მცნებასა შენ დამბადებელისასა, სამართლად განმიშორე, და განმაგდე შენგან მეუფეო, ხოლო შემოსითა ჩემითა მორჩილება მასწავე, და კუალად მადიდე შენთანა, ვითარცა მოწყალე ხარ სახიერო.

საღმრთოთა მით სიბრძნითა ყოველივე წინასწარ უწყი უფალო, და გულის-ხმის-ყოფითა შენითა, ყოველთა არსება დაბადე, და ქუესკნელად შთასვლა არა უღირს-იჩინე ღმრთისა სიტყუაო, რათა აღადგინო ხატად შენდა დაბადებული მოწყალებით.

შენ ხარ დამამტკიცებელი

სხუა. ძლისპირი.

შენ ხარ დამამტკიცებელი.

მომეც ჩუენ შეწევნაჲ მეოხებითა შენითა უბიწოო, და უკუნ აქციენ საცთურთა კუეთებანი, ფრიად მძჳნვარეთა განსაცდელთანი.

საცთური იგი ევასი, შეცუალე სიმართლედ მარიამ, რამეთუ შენ სოფელსა უშევ, ნათელი იგი ცხოვრებისა.

განმაძლიერებელ მექმენ

სხუა. ძლისპირი

განმაძლიერებელ მექმენ.

მღუდელობა წმიდა უბიწო, მღუდელთა, მღუდელ-მოწამეთა სიმართლით შეიმოსეს, და ესე ბრწყინუალედ განაშვენეს, სწავლითა და მოღუაწებითა, რომელიცა შენ მიერ, მოიღეს მხსნელო ზეგარდამო.

პირველისა მის სიკეთისა, ელვარებითა განშუენდებით, და მნათობ…

ბ-გზის.

პირველისა მის სიკეთისა, ელვარებითა განშუენდებით, და მნათობ დაუვალ იქმნენით თქუენ, და ცად გამოაჩინეთ, ქრისტეს ეკლესია წმიდანო, რაჟამს სხუამან სხვით კერძო შეამკუეთ იგი.

სჯულსა შენსა ერჩდეს წმიდანი ნეტარნი შენნი მაცხოვარ…

ბ-გზის. დიდება

სჯულსა შენსა ერჩდეს წმიდანი ნეტარნი შენნი მაცხოვარ, და მრავალფერთა, სათნოებათაგან შემკულთა დაიმკჳდრნეს, სავანენი ზეცისანი, მრავალნი ვითარცა თქუა, და ყოველნივე აღივსნეს.

მუცლისაგან შენისა იშუა, სიტყუა ღმრთისა მიმადლებულო ქალწულო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

მუცლისაგან შენისა იშუა, სიტყუა ღმრთისა მიმადლებულო ქალწულო, და შენ ხარ დედა ღმრთისა, რომელმან ქალწულება წმიდად დაიმარხე, ამისთჳს ყოველნი შენდამი ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, დედათა შორის უბიწოო.

მგალობელნი შენნი ღმრთის-მშობელო, წყაროო უკუდავებისაო, განწყობილნი გაქებენ…

კატავასია

მგალობელნი შენნი ღმრთის-მშობელო, წყაროო უკუდავებისაო, განწყობილნი გაქებენ შენ, სულითა განაძლიერენ და დღესასწაულსა შენსა ღირსებით გჳრგჳნოსან ჰყუენ.

სიბრძნე

წარდგომა. ხმა 8. მსგავსი.

სიბრძნე.

მამანო და მამათ-მთავარნო, მოციქულნო, მოწაფენო, მღუდელთ-მთავარნო, წინასწარ-მეტყველნო და მართალნო, რომელთაცა სახელები დაწერილ არს ცათა შინა წიგნსა მას შინა, ცხოველთასა, ხსენებასა თქუენსა ვჰყოფთ სავედრებელად ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რათა ვედრებითა თქუენითა მშჳდობა სოფელსა მოანიჭოს, ვითარცა კაცთ-მოყუარე არს, რამეთუ თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი და მეოხნი, რომელნი სურვილით პატივს-ვცემთ წმიდასა ხსენებასა თქუენსა.

ზეცისა ბჭესა და კიდობანსა სიწმიდისასა, მთასა ღმრთისასა…

დიდება, იგივე. აწ და, ღმრთის-მშობლისა.

ზეცისა ბჭესა და კიდობანსა სიწმიდისასა, მთასა ღმრთისასა და ღრუბელსა ნათლისასა უგალობდეთ, შეუწუელსა მაყუალსა და სამოთხესა სიტყჳერსა, ევას აღმადგინებელსა და ყოველისა სოფლისა საუნჯესა, რამეთუ მის შორის იქმნა ცხოვრება სოფლისა, და შენდობა პირველთა მათ შეცოდებათა, ამისთჳსცა ვედრებით უღაღადებთ, დედაო ღმრთისაო ბრალთა შენდობა გარდამოგუივლინე, რომელნი მართლ-მადიდებლობით თაყუანის-ვსცემთ, ყოვლად-წმიდასა შობასა შენსა.

შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ…

გალობა დ. სძისპირი.

შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინასწარ-მეტყველისა, ამბაკომის თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე.

შენ მხსნელო სახიერო, ფრიად შემიყვარე მე, განდგომილი ესე ურჩებითა ჩემითა, ჩემთჳს ღმერთი სიმდაბლით რა მოხუედ ქუეყანასა ზედა, რამეთუ არა ინებე შენ, მგმობრად შერაცხვა ჩემი, არამედ დიდებასა შენსა ღირს-მყავ, არა ღირსი ესე.

ვინ იხილა უფალო, და არა დაუკვირდა, რამეთუ შენ ძლევით სიკუდილი დახსენ და ჯუარითა ცოდუაჲ დასაჯე, და ხრწნილებაჲ მოჰკალ, და ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ღმრთაებისა ძალითა საკჳრუელთ-მოქმედითა, კაცთ-მოყუარეო ღმერთო ყოველთაო.

შენ ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად-წმიდაო, შუამდგომელ და…

ღმრთის-მშობლისა

შენ ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად-წმიდაო, შუამდგომელ და შესავედრებელ ქალწულო, ქრისტიანეთა ზღუდე და ნავთ-საყუდელ, რამეთუ ძესა შენსა ოხასა შეჰწირავ ყოვლად-უბიწოო, და აცხოვნებ განსაცდელთაგან სარწმუნოებით და სურვილით, ღმრთის-მშობლად და წმიდად მცნობელთა შენთა.

მესმა უფალო განგება

სხუა. ძლისპირი

მესმა უფალო განგება.

ჯუარსა ზედა რა შეგმსჭუალეს შენ, უსჯულოთა მათ ჰურიათა, ქრისტე, ღმერთო, რომელითაცა ცხოვრება მოგუანიჭე ვითარცა სახიერმან ღმერთმან, ამისთჳს ვადიდებთ გამოუთქმელსა აურაცხელსა მოწყალებასა შენსა, უფალო დიდება შენდა.

რომელი აღდეგ მკუდრეთით საფლავისაგან, და ყოველნი შენთანა აღადგინენ, რომელნიცა უკუე იყუნეს შეპყრობილ, ჯოჯოხეთს შინა მკუდარნი, და განანათლენ იგინი, ვითარცა სახიერმან, ამისთჳს ვადიდებთ აღდგომასა შენსა.

ქუეყანად დაუთესუელად იწოდე ღმრთის-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მას…

სხუა. ძლისპირი იგივე.

ქუეყანად დაუთესუელად იწოდე ღმრთის-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მას ცხოვრებისასა, რომელმან აღმავსნა სუნნელებითა.

ყოველნი მორწმუნენი, განათლებულნი, ღმრთის-მშობლად გქადაგებთ ყოვლად-წმიდაო, რამეთუ მზე სიმართლისა გვიშევ ქალწულო, და ჰგიე ქალწულად სამარადისოდ.

შენ ხარ ქრისტე, ღმერთი ჩემი

სხუა. ძლისპირი

შენ ხარ ქრისტე, ღმერთი ჩემი.

გუნდნი წმიდათა შენთანი სიყუარულსა შენსა შეეზავნეს უფალო, და შენდა მომართ იშუებდეს წადიერად მოხარულნი, და უბიწონი გონებითა, ამისთჳს, მწყობრსა თანა ანგელოზთასა იხარებდენ, წინაშე საყდართა შენთა, და გიგალობდენ სამარადისოდ, და იტყვიან: ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე.

ყრმანი დიდებულნი საღმრთონი მოწამენი, რომელთა მიიღეს გჳრგჳნი…

ბ-გზის.

ყრმანი დიდებულნი საღმრთონი მოწამენი, რომელთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა, მხნედ მოღუაწებითა თჳსითა, რამეთუ პირველ საღმრთოთა ძალითა შეიჭურვნეს, და შეიმკუნეს, ამისთჳს მიენიჭა მათ გჳრგჳნი უხრწნელებისა, და ქრისტეს თანა ჰსუფევენ და იხარებენ.

ყოველივე ხორციელი ზრუნვა დაუტევეთ, და სულიერი ღუაწლი დაითმინეთ ღმერთი-შემოსილნო მამანო, და მარხვითა ხორცნი მოაკუდინენით, და ხორცთა ბრძოლანი განიოტენით, ხოლო სულითა განბრწყინდით ნათელსა შინა, და სატანჯუელისაებრ თქუენისა მიიღეთ სასყიდელი.

ქრისტეს მოწამენო, მხნენო პირველ-მოწამისა სატანჯუელნი თავს ისხენით…

დიდება

ქრისტეს მოწამენო, მხნენო პირველ-მოწამისა სატანჯუელნი თავს ისხენით ფრიად სიხარულითა, ახოვნად და მოთმინებით, ვითარცა სხვისა ხორცითა იღუაწეთ დიდებულნო, და აწ ზეცათა სუფევასა მკჳდრ-ხართ, და მორწმუნეთა კურნებასა მოჰმადლებთ, და ხმა-ტკბილად გალობთ, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე.

სძალ ღმრთისა გამოჩნდი სძალო და სიტყუა მამისა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

სძალ ღმრთისა გამოჩნდი სძალო და სიტყუა მამისა ჰშევ სიწმიდით ხორციელად, რომელისა მიერ დედათა წმიდათა მოქალაქობა უბიწო, და მოღუაწება ძლიერი წარმართეს, და ღუაწლითა წამებისათა შეიმკუნეს, და პირველისა დედისა დაცემა, უბრწყინუალესად აღმართეს, და ხმობდეს: ძესა შენსა დიდება, ღმრთის-მშობელო.

განზრახუა, საიდუმლო შობაჲ შენი ქალწულისაგან, დამბადებელო, რაჟამს…

კატავასია

განზრახუა, საიდუმლო შობაჲ შენი ქალწულისაგან, დამბადებელო, რაჟამს იხილა, დაუკვირდა ამბაკომს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: დიდება ძალსა შენსა, უფალო.

ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და…

გალობა ე. ძლისპირი.

ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან, წყუდიადისამან, განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა, წარმართე სვლა ჩემი გევედრები.

კვართი საბასრობელი ჯერ იჩინე შემოსად ვნებისა პირველად ცათა მეუფემან, რათა დაჰფარო სიშიშულე მამისა ჩემისა ადამისი, და შიშუელი ჯუარს-ეცუ ხორცითა, რათა მოსპო წყევისა სამოსელი.

სიკუდილისა ბჭეთაგან ბუნებაჲ ჩემი ქრისტე შეწყდომილი იხსენ, და კუალად აგე შენ, პირველსავე მას აგებულებასა, ღმრთაებისა ხატსა მადლითა აღდგომისათა, ღირს ჰყავ იგი სასუფეველსა შენსა.

კადნიერება დედობრივი, მოგიგიეს ძისა შენისა მიმართ ნათესავისათჳს…

ღმრთის-მშობლისა.

კადნიერება დედობრივი, მოგიგიეს ძისა შენისა მიმართ ნათესავისათჳს ჩუენისა, ნუ უგულებელს გვყოფ მვედრებელთა შენთა, რამეთუ შენ მხოლო ხარ შუამდგომელი წინაშე ქრისტეს მეუფისა, და განგუწმიდენ ჩუენ ცოდუათა ჩუენთაგან.

განგუანათლენ

სხუა. ძლისპირი

განგუანათლენ.

დაგუამტკიცენ ჩუენ, ქრისტე ძალითა ჯუარისა შენისათა, და მის მიერ შეგივრდებით ჩუენ მშჳდობა შენი მოგუანიჭენ ჩუენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

წარმართე ცხოვრებაჲ ჩუენი, ვითარცა სახიერ ხარ, რათა უგალობდეთ აღდგომასა შენსა, და მოგუანიჭე ჩუენ მშჳდობაჲ შენი, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

აღმსთობილნი

სხუა. ძლისპირი

აღმსთობილნი.

ბრალთა ჩემთა განძვინებული ღელუაჲ დააყუდე დედაო ნათლისაო, რომელმან გვიშევ ღმერთი სრული.

ბანაკი ანგელოზთა, და კრებული ძეთა კაცთა, მონებენ უბიწოო, შობასა შენსა ღმრთის-მშობელო.

ნუსადა განმიშორებ

სხუა. ძლისპირი

ნუსადა განმიშორებ.

წინასწარ-მეტყველება, და წინასწარ-მხედველობა მოგეცათ ღმრთისაგან, ჵ წინასწარ-მეტყველნო, რამეთუ აზნაურება სულისა თქუენისა განწმიდეთ მოქალაქობითა თქუენითა ღმრთის-მეტყველნო, და განათლდით სულისაგან წმიდისა.

ბანაკი წმიდათანი ბრწყინუალედ აწ ბრწყინვენ საღმრთოთა მადლთა…

ბ-გზის.

ბანაკი წმიდათანი ბრწყინუალედ აწ ბრწყინვენ საღმრთოთა მადლთა მიერ, უწინარეს სჯულისა გამოჩინებულნი, და შემდგომად სჯულისა მართალნი მოციქულნი, წინასწარ-მეტყველნი და მამანი, მამათ-მთავარნი, მღუდელთ-მოძღუარნი და მარტჳლნი.

ელვათა მათ შენთაგან და ლამპართა დაუშრეტელთა მადლისათა…

ბ-გზის. დიდება

ელვათა მათ შენთაგან და ლამპართა დაუშრეტელთა მადლისათა განბრწყინვებულსა ვხედავთ, სიმრავლესა წმიდათა შენთასა მხსნელო, ურიცხუსა და სიმდიდრესა უხვსა კეთილთა შენთასა, მადლობით უგალობთ, კაცთ-მოყუარე.

უხრწნელი შობა შენი ტრფიალებითა შეიყუარეს დედათა უბიწოო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

უხრწნელი შობა შენი ტრფიალებითა შეიყუარეს დედათა უბიწოო, ქალწულო ღმრთის-მშობელო, და შუებანი ცუდნი საცთურისანი არა რად შერაცხნეს ყოვლად-ქებულთა, საღმრთოთა მადლთა ბრწყინუალებითა.

საღმრთოჲსა დიდებისა შენისათჳს განსცჳფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ…

კატავასია

საღმრთოჲსა დიდებისა შენისათჳს განსცჳფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ უქორწინებელო, მუცლად-იღე საშოსა ღმერთი ყოველთა ზედა და ჰშევ ყოველთა მღაღადებელთა შენთა, მომცემელო მშჳდობისაო.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიხმობ…

გალობა ვ. ძლისპირი.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო მაცხოვარო ჩემო.

ხისა გემოს-ხილვითა, დამამდაბლა მე თავმან ბოროტთამან, რაჟამს ამაღლდი მაცხოვარ ძელსა ზედა, აღმართე დაცემული და განაქიქე მტერი ჩემი, კაცთ-მოყუარე.

შეიწყალე სიონი ქრისტე, რაჟამს საფლავით-გამოხუედ, და განაახლე იგი დაძუელებისა მისგან, საღმრთოჲთა მით სისხლითა, რომელი სუფევს, მას შინა უკუნისამდე.

გევედრებით ღმრთის-მშობელო, წმიდაო, რათა ვიხსნნეთ ბოროტისაგან ვედრებითა…

ღმრთის-მშობლისა.

გევედრებით ღმრთის-მშობელო, წმიდაო, რათა ვიხსნნეთ ბოროტისაგან ვედრებითა შენითა, და ვპოვოთ საღმრთო ნათელი, ძისა შენისა, რომელმან შენგან გამოუთქმელად ხორცნი შეისხნა ძემან ღმრთისამან.

ვედრებასა ჩემსა

სხუა. ძლისპირი

ვედრებასა ჩემსა.

ხელნი თჳსნი ჯუარსა ზედა განიპყრენ ქრისტე, რათა განკურნნე ხელნი იგი დაშთომილნი მამისა ადამისნი, რომელითა სამოთხეს ნაყოფი იგი ურჩებისა მოიღო მან, მის წილ ნაღუელი ჰსუ შენ, ძმრისა თანა გოლგოთას.

სიკუდილისა გემო იხილა მხსნელმან, რათა დახსნნეს განბჭობაჲ იგი პირველი, და ხრწნილებაჲ უხრწნელებად შეცუალა, და აღდგა მკუდრეთით მესამესა დღესა, და მისთანა აღადგინა ბუნება ჩუენი დაცემული.

მომეც მე სამოსელი

სხუა. ძლისპირი

მომეც მე სამოსელი.

გქადაგებთ შენ მორწმუნენი, სასძლოდ სულიერად ღმრთისა დედაო, და ტაძრად სამეუფოდ, და კიდობნად სჯულისად, და კიბედ ზეცისად, და საყდრად ქრისტეს ღმრთისა.

სძალო ღმრთისაო მარიამ, კერპთა დამამხობელ იქმნა შენგან შობილი, და მარადის იქების, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და თაყუანის-იცემების, ვითარცა ღმერთი.

მომიტევენ

სხუა. ძლისპირი

მომიტევენ.

რჩეულად პატიოსნად, ლოდად საკიდურად სიონს შინა, მდებარედ, გპოვეს მხსნელო წმიდათა, და ვითარცა ქვათა ღმრთივ-ბრწყინუალეთა აღაშენნეს მათ, თავნი თჳსნი მტკიცედ შენ ზედა.

გვერდით რა შენით მხსნელო, გარდამოხდა სისხლი და…

ბ-გზის.

გვერდით რა შენით მხსნელო, გარდამოხდა სისხლი და წყალი, განაახლა სოფელი, და მწყობრი ღმრთივ-ბრწყინუალე და სიმრავლე უსაზღურო და მრავალ-რიცხჳ, ყოველთა წმიდათა შემოკრბა.

უგალობთ წადიერად, მარტჳლთა მწყობრსა ღმრთივ-ბრწყინუალესა, ბრწყინუალედ შემკობილსა…

ბ-გზის. დიდება

უგალობთ წადიერად, მარტჳლთა მწყობრსა ღმრთივ-ბრწყინუალესა, ბრწყინუალედ შემკობილსა, სისხლთა ძოწეულითა, და ზეზითა ღუაწლთათა, და თმენათა მათ, მათთა საღმრთოთა გჳრგჳნითა.

დედად ღმრთისად გქადაგებთ, ყოველნი ჭეშმარიტად ქალწულო, რომელისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

დედად ღმრთისად გქადაგებთ, ყოველნი ჭეშმარიტად ქალწულო, რომელისა მიერ განხმდა ბუნებაჲ დედობრივი, და ქრისტეს-თჳს იღუაწა, და ყოველითავე სათნოებითა აღივსო.

საღმრთოსა ამას დღესასწაულსა აღმასრულებელნი ღმრთისა დედისასა მოვედით…

კატავასია

საღმრთოსა ამას დღესასწაულსა აღმასრულებელნი ღმრთისა დედისასა მოვედით, ღმრთივ-განბრძნობილნო, და ჴელითა აღვიტყუელნეთ და მისგან შობილსა ღმერთსა ვადიდებდეთ.

სოფლისა შემოქმედისა, პირველად ნაყოფად მხსნელო, შესწირავს სოფელი…

კონდაკი. ხმა 8.

სოფლისა შემოქმედისა, პირველად ნაყოფად მხსნელო, შესწირავს სოფელი მხნეთა მოწამეთა შენთა, და გევედრების მათითა ოხითა, მშჳდობა მომადლე, ეკლესიასა, ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა, და იხსენ ყოველისაგან ჭირისა, ვედრებითა ღმრთის-მშობლისათა.

ყოველსა სოფელსა წამებულნი, და ცათა შინა მკჳდრნი…

იკოსი

ყოველსა სოფელსა წამებულნი, და ცათა შინა მკჳდრნი, სენთა ჩუენთა და სალმობისა დამხსნელნი, ყოველთა წმიდათა კრებულნი, ჩუენდა მოიწევიან დღეს, და ეკლესიად პირმშოთად შეცუალებენ, ეკლესიასა, ვითარცა ხატსა ზეცით ეკლესიასა, რომელი იგი ბრწყინავს მათ მიერ, მაღალთა შინა ზესთა ბუნებისა, და ქრისტესა უღაღადებს, შენ ხარ ღმერთი ჩუენი, შენ ხარ მეუფე ჩუენი, მრავალ-მოწყალე, და გევედრებით, ვედრებითა მათითა მშჳდობა მოჰმადლე ეკლესიასა, ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა, და იხსენ ყოველისაგან ჭირისა, ვედრებითა ღმრთის-მშობლისათა.

საღმრთოსა შურისაგან, ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა…

გალობა ზ. ძლისპირი.

საღმრთოსა შურისაგან, ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა სამოთხესა შინა ვიდოდეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

სიმდაბლე შენი ქრისტე, დაუკვირდა კრებულსა ანგელოზთასა, რაჟამს გიხილეს ღმერთი, ხორციელად დამსჭუალული ძელსა ზედა, რათა აცხოვნნე, რომელნი ღაღადებენ და იტყვიან, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ღმრთაებისა ნათლითა, აღივსო ქუესკნელი, რაჟამს შთახედ ქრისტე, და ბნელი მეოტ იქმნა, და წყუდიადი იგი პირველი განიდევნა, და შეწყდომილნი მას შინა გამოვიდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოველთა შემოქმედად, და ერთისა ხოლო მხოლოდ-შობილისა, მამად…

სამებისა

ყოველთა შემოქმედად, და ერთისა ხოლო მხოლოდ-შობილისა, მამად ღმრთის-გმეტყველებთ შენ, და ერთსა სულსა წრფელსა გამომავალსა, შენგან აღვიარებთ მამაო და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყრმანი ებრაელნი

სხუა. ძლისპირი

ყრმანი ებრაელნი.

ჰქმენ ცხოვრება შორის ქუეყანისა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და ვღაღადებთ ჩუენ ხმასა მას წინასწარ-მეტყველისასა, რომელი ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა სახიერებით, და მოუწოდე ყოველთა წარმართთა, რომელნი სარწმუნოებით ღაღადებდენ შენდამი, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

აღდეგ რა შენ საფლავით ვითარცა ძილისაგან, მაშინ მოუწოდე ყოველთა წარმართთა სახიერ, და იხსენ ყოველნივე ხრწნილებისაგან, და რწმენა სოფელსა შენდამი, და მოციქულთა ჰქადაგეს აღდგომა შენი და იტყოდენ, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

ქუეყანით იუდასით

სხუა. ძლისპირი

ქუეყანით იუდასით.

ქალწულისა საშოსაგან, განკაცენ და გამოჩნდი მაცხოვრად ჩუენდა ქრისტე, ამისთჳს ღმრთის-მშობლად, ვიცნობთ დედასა შენსა, და მადლობით გიღაღადებთ და ვიტყვით, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის.

ძირისაგან იესესა, აღმოხედ კუერთხად ნაყოფიერად დედუფალო, და ყოვლად-სანატრელი, ყუავილი აღმოუცენე ძე შენი მორწმუნეთა, და ხმა ჰყუეს მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის.

საღმრთოსა შორის

სხუა. ძლისპირი

საღმრთოსა შორის.

კრებულნი წმიდათანი, რომელი წმიდათა შორის განისვენებს, ხმა-ტკბილად უგალობენ, და იშუებენ საღმრთოჲთა შუებითა გამოუთქმელითა, და განწყობილნი იტყვიან: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

საღმრთოჲთა მით ნათლითა, ყოვლად-უსაზღუროჲთა სამ-მნათობიერითა კრებულნი წმიდათანი…

ბ-გზის.

საღმრთოჲთა მით ნათლითა, ყოვლად-უსაზღუროჲთა სამ-მნათობიერითა კრებულნი წმიდათანი, განბრწყინვებულნი ღმრთის-მეტყველებენ, სამებასა ღმერთსა, დაუსაბამოდ ერთ-არსად, მამისა ძით და სულით წმიდითურთ მარადის.

რაჟამს უსაზღუროთა მით დიდებითა ზეცით მოხჳდე და…

ბ-გზის.

რაჟამს უსაზღუროთა მით დიდებითა ზეცით მოხჳდე და ღმერთი, ღმერთთა შორის გამოჩნდე, და მისცემდე ნიჭთა და პატივთა, და გჳრგჳნოსან ჰყოფდე, ღირს-მყავ მაშინ გალობად შენდა, მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

სიხარულით უგალობდეთ, ყოველთა წმიდათა კრებულსა, ვინაჲთგან შეკრბეს…

დიდება

სიხარულით უგალობდეთ, ყოველთა წმიდათა კრებულსა, ვინაჲთგან შეკრბეს ცხოვრებად კაცთა ნათესავისა, და ღირსად პატივს-ვსცემდეთ, დღესასწაულთა მათთა, და ჩუენცა მათ თანა უგალობდეთ კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ღმრთისა დედისა თანა, ყოვლად-უბიწოსა, მწყობრნო ქალწულნო, ხორო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ღმრთისა დედისა თანა, ყოვლად-უბიწოსა, მწყობრნო ქალწულნო, ხორო საღმრთო განაწყვეთ, და ბრწყინუალედ უღაღადებდით მას, გიხაროდენ სძალო, რომელმან აღმოგვიცენე სიხარულისა უფსკრული კურთხეულო.

არა მსახურეს დაბადებულთა ღმერთი-შემოსილთა დამბადებელისა წილ და…

კატავასია

არა მსახურეს დაბადებულთა ღმერთი-შემოსილთა დამბადებელისა წილ და შეურაცხ-ჰყუეს ცეცხლი შემწუელი სატანჯუელი და ესრეთ იტყოდეს: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროსად კურთხეულ ხარ შენ.

შვიდ-წილ აღაგზნა სახმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით…

გალობა 8. ძლისპირი.

შვიდ-წილ აღაგზნა სახმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით რისხვითა ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ჰყო, აკურთხევდით ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

იესოს ძალი ღმრთაებრი, უზესთაესი ყოველისა, გამოჩნდა ჩუენ შორის ვითარცა შეჰგავს ღმრთისა, რამეთუ ყოველთათჳს ხორცითა ჯუარცმა დაითმინა, და სიკუდილისა ძალი დახსნა, ამისთჳსცა ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ჯუარცმული აღდგომილ არს დღეს, და მოშურნე დაცემულ არს, ხოლო ცთუნებული კუალად შეწყნარებულ არს, მორწმუნენი იხარებენ, რაჟამს სიკუდილი განიოტა ცხოვრებამან, ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყვით, აკურთხევდით ქრისტესა, და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

სამბრწყინუალებაო ღმრთაებაო, და ერთო ნათელო, ერთ-არსისა და…

სამებისა

სამბრწყინუალებაო ღმრთაებაო, და ერთო ნათელო, ერთ-არსისა და დაუსაბამოჲსა, მამისაგან მხოლოჲსა ერთ-ბუნებაო სიტყუაო, და თანასწორო მეუფებითა, ერთისა მხოლოჲსა სულისაო, ყრმანი გაკურთხევენ, მღუდელნი გიგალობენ, ერნი უფროსად აღგამაღლებენ უკუნისამდე

საოცრად განცხრომა

სხუა. ძლისპირი

საოცრად განცხრომა.

ძელსა ზედა რა ხელნი განიპყრენ, ჩემთჳს განშიშულებულმან, და მომიწოდე მე კეთილ სახიერებითა შენითა, და შეჰმოსე სიშიშულეჲ ჩემი, რომელი ესე ვიტყვი, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

რომელმან ქუესკნელით ჯოჯოხეთით აღმამაღლე მე, დაცემული ესე, და სიმაღლისა საყდართა დიდებისა ღმრთაებისა შენისათა, ღირს-მყავ უღირსი ესე, ამისთჳს ვღაღადებ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

მეუფესა ცათასა

სხუა. ძლისპირი

მეუფესა ცათასა.

წინააღმდგომი მბრძოლი ჩემი, ვითარ ცეცხლი შემწუელი სულთა ჩუენთა დაშრიტე მეოხებითა მშობლისა შენისათა ქრისტე.

დამბადებელი ცათა სიტყუა უშევ კაცთა უბიწოო ქალწულო ხორცითა, ამისთჳს სარწმუნოებით გაკურთხევთ შენ.

შვიდ-წილ აღაგზნა

სხუა. ძლისპირი

შვიდ-წილ აღაგზნა.

იხარებდით მოწამენო, მოციქულნო და მღუდელ-მოწამენო, მოღუაწენო, მამანო და ყოველნო მართალნო, და წინასწარ-მეტყველნო, მამათ-მთავარნო და მღუდელთ-მოძღუარნო, და წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ჩუენთანა გალობდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

საღმრთოთა ბრწყინუალებითა სიხარულითა და სიტკბოებითა ცნობათა უაღრესითა…

ბ-გზის.

საღმრთოთა ბრწყინუალებითა სიხარულითა და სიტკბოებითა ცნობათა უაღრესითა, აღუსებულნი წმიდანი, ღმრთისა მიახლებითა და შარავანდედთა მისთა მოფენითა, ჭეშმარიტად მადლით ღმერთად წოდებულ ხართ, და ჰგალობთ: აკურთხევდით ყრმანი, და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

მსგავსად მნათობთა მათ დიდთა, ელვარედ გამობრწყინდით წმიდანო…

ბ-გზის. ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.

მსგავსად მნათობთა მათ დიდთა, ელვარედ გამობრწყინდით წმიდანო, და განანათლებთ სამყაროსა ეკლესიისასა, მრავალფერთა მათ მადლთა თქუენთა სიმრავლითა და სიკეთითა, სიმხნითა, სიმართლითა და სიწმიდითა, და გონიერებითა, სიწმიდითა სიბრძნისათა და ახოვნებითა, და უფროსად აღამაღლებდით ქრისტესა უკუნისამდე.

სიხარულითა საღმრთოთა, ყოველთა კრებული უბიწოთა, და ღირსთა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა.

სიხარულითა საღმრთოთა, ყოველთა კრებული უბიწოთა, და ღირსთა დედათა, მოწესეთა, მოღუაწეთა და მოწამეთა, ქალწულსა ღმრთის-მშობელსა, რომელმან, გვიხსნა ევას წყევისაგან, გალობით ვადიდებდეთ და შევასხმიდეთ მისგან შობილსა ღმერთსა, გჳრგჳნოსან-მყოფელსა მათსა, და უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

ყრმანი ბრწყინუალენი სახმილისაგან პირველად იხსნნა შობილმან ქალწულისაგან…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. კატავასია

ყრმანი ბრწყინუალენი სახმილისაგან პირველად იხსნნა შობილმან ქალწულისაგან, რომელითა მოასწავა ჴსნაჲ ჩუენი საცთურისაგან, და, ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

ესრეთ ვგალობთ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…

გალობა თ. ძლისპირი

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღმრთის-მშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ გადიდებენ შენ.

საღმრთოთა ბუნებითა უსხეულო ხარ, და ხორცთ-შესხმითა სხეულევან იქმენ, და მით ივნე ვითარცა კაცმან ღმრთისა სიტყუაო, და ჰგიე შენ უვნებელად, ვითარცა ღმერთი ხარ შეუხებელი, რამეთუ ბუნებანი ორნი იყუნეს შენთანა, განუყოფელნი და შეურწყმელნი.

მონათა თანა დამდაბლებითა მაღალო, ღმრთაებისა ბუნებითა მამასა, ღმერთად შენდა უწოდე, ვითარცა კაცმან ბუნებით, ხოლო რაჟამს საფლავით აღდეგ, მადლითა მამად ქუეყანისა ნაშობთა, ბუნებით ღმერთი მამად ბრძანე, რომელისა თანა ყოველნი სულით წმიდითურთ გადიდებთ.

დედად ღმრთისა გამოჩნდი ჵ ქალწულო, და ზესთა…

ღმრთის-მშობლისა

დედად ღმრთისა გამოჩნდი ჵ ქალწულო, და ზესთა ცნობისა გვიშევ ხორცითა, სიტყუა სახიერი, რომელი სახიერისა მის გულისაგან მამამან აღმოსთქუა, პირველ ყოველთა საუკუნეთა, რომელსა უზესთაეს ხორცთასა, გულის-ხმას-ვყოფთ, აწ დაღათუ ჰმოსიან ხორცნი.

შენ რომელი უქორწინებელ

სხუა. ძლისპირი.

შენ რომელი უქორწინებელ.

საღმრთოთა ბუნებითა მუცლად-ღებულსა საშოსა შინა თჳსსა, დედა იგი შენ ღმრთისა გხედვიდა რა ჯუარსა ზედა ჩუენთჳს კაც-ქმნილსა, ბუნებითა კაცობრივითა ვნებულსა, ხოლო ვითარცა ღმერთსა უვნებელად დადგრომილსა, გალობით გადიდებდა.

დაიხსნა ბნელი იგი მჭმუნვარე, რამეთუ აღმობრწყინდა ქრისტე, მზე სიმართლისა, ჯოჯოხეთისაგან განმანათლებელი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, საღმრთოთა ნათლითა მცხინვარე, კაცი ზეცისა, ხოლო ღმერთი ქუეყანისა, რომელსა ვადიდებთ ორთა შინა ბუნებათა.

ღმრთის-მშობლად აღგიარებთ

სხუა. ძლისპირი

ღმრთის-მშობლად აღგიარებთ.

სახსენებელი შენი, ყოვლად-წმიდაო ქალწულო, მადლითა და სიხარულითა, აღსავსე არს, და აღმოგვიცენდების ჩუენ მის მიერ კურნება.

ფსალმუნთა გალობითა, ქებით შეგამკობთ შენ წმიდაო, ღმრთის-მშობელო, რომელმან აღმოგვიცენე ჩუენ სიხარული საუკუნო, მხსნელი სულთა ჩუენთა.

განკჳრდეს

სხუა. ძლისპირი

განკჳრდეს.

სიყუარულითა და სასოებითა, და სარწმუნოებითა შეზღუდვილთა, მხნეთა მოწამეთა, მძლავრთა კუეთებანი, და ტანჯუანი, და გვემანი მადლობით მიითვალნეს, ვინაჲცა თავ-გვემისა მათისა იქმნა ქრისტე მეუფე, მოწამე იგი ჭეშმარიტებისა.

წმიდა ნათლის-მცემელი და მოციქულნი, წინასწარ-მეტყველნი და მოწამენი…

ბ-გზის.

წმიდა ნათლის-მცემელი და მოციქულნი, წინასწარ-მეტყველნი და მოწამენი მამანი, მღუდელთ-მოძღუარნი და მოღუაწენი, მღუდელნი მამათ-მთავარნი, და დედანი, მოწესენი, და ყოველნი მართალნი, გვქონან მეოხად ჩუენდა, და სამართლად და ღირსად ვიხარებდეთ.

ცეცხლითა განსაცდელთათა გამოიხურვენით, და შუებათაგან არა იძლიენით…

ბ-გზის. დიდება

ცეცხლითა განსაცდელთათა გამოიხურვენით, და შუებათაგან არა იძლიენით, და წინაშე საყდართა სამეუფოთა იხარებთ, გუნდნო ყოველთა წმიდათანო, თჳნიერ სარკეთა და სახეთა, რომელნი იგი დახსნა ჭეშმარიტებამან, და აწ ჩუენთჳს ევედრებით სამებასა.

იქმენ განყოფილთა შემაერთებელ ქალწულო და შენ მიერ…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

იქმენ განყოფილთა შემაერთებელ ქალწულო და შენ მიერ იხსნნეს კაცნი, და თანამოდასე, ზეცათა შინა ანგელოზთა თანა იქმნნეს, ვითარცა სწამებენ ყოველნი წმიდანი, რომელნი მათ თანა უგალობენ შენგან შობილსა ღმერთსა დედუფალო წმიდაო, საუკუნოთა მით ზატიკობითა.

ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იხარებენ დღეს სულითა და…

კატავასია

ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იხარებენ დღეს სულითა და დღესასწაულობენ გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი, დიდებით მუცლად-ღებასა, ყოვლად-უბიწოსასა, და იტყვიან: გიხაროდენ, მარადის ქალწულო მარიამ, სასუფეველსა.

წმიდა არს უფალი, ღმერთი ჩუენი.

მოწაფეთა თანა მივიწივნეთ ერნო, მთასა გალილეასსა სარწმუნოებით…

ვგალობთ ხმისაებრ. ესრეთ განმანათლებელი აღდგომისა ა.

მოწაფეთა თანა მივიწივნეთ ერნო, მთასა გალილეასსა სარწმუნოებით ხილუად ქრისტესა მეტყველსა ხელმწიფებისასა მოღებად ცათა და ქუეყანისა, ვისწავოთ ვითარ მოძღურის მათ ნათლის-ცემად წარმართთა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და მათ თანა ყოფა ვითარ აღუთქუა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.

ნათლის-მცემელსა და წინამორბედსა მოციქულთა თანა მოწამეთა, და…

დიდება. განმანათლებელი ყოველთა წმიდათა, მსგავსი მისივე

ნათლის-მცემელსა და წინამორბედსა მოციქულთა თანა მოწამეთა, და წმიდათა მამათა ბანაკსა, და მღუდელთ-მთავართა განწყობილსა, და ყოველთა წმიდათა კრებულსა, მეოხად მიგიპყრობთ შენ მაცხოვარ, რამეთუ ამათ ჯუარი შენი წმიდა მხართა თჳსთა ზედა იტვირთეს, და მხურუალედ სარწმუნოებითა შენ სახიერსა შეგიდგეს და მიგდევდეს, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ზეცას დიდებული ღმრთაებრ ანგელოზთაგან, წიაღთაგან მამულთა უხრწნელო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა

ზეცას დიდებული ღმრთაებრ ანგელოზთაგან, წიაღთაგან მამულთა უხრწნელო არა განეშორა, მიუწდომელად ქუეყანისათა თანა აღიზარდა, რამეთუ შენ იქმენ ამის ცხოვრებისა მომატყუებელ უბიწოთა რა სისხლთა შენთაგან, ამას უხრწნელო ზესთა სიტყუისა ავასხენ ხორცნი, რომელსა ევედრე მონათა შენთათჳს, მოცემად გამოხსნა ბრალთაგან.

უფალო დაღაცათუ სამსჯავროსა მას, წინაშე პილატესსა წარდეგ…

ყოველი სული აქებდითსა ზედა. აღვიღებთ მუხლთა 8. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა. ხმა 8.

უფალო დაღაცათუ სამსჯავროსა მას, წინაშე პილატესსა წარდეგ, არამედ მჯდომარე იყავ შენ მარადის საყდართა მამისათა, და აღდეგ მკუდრეთით მაცხოვარ, და დაბადებულნი იხსენ მონებისაგან უცხო-ქმნილისა, მოწყალეო და კაცთ-მოყუარეო.

უფალო დაღაცათუ ვითარცა მკუდარი, ჰურიათა საფლავსა დაგდუეს, არამედ ერისაგანნი გცვიდეს ვითარცა მეფესა მძინარესა, და დაგბეჭდეს ვითარცა საფასე დიდძალი, არამედ აღდეგ, და მოანიჭე უხრწნელება სულთა ჩუენთა დღეს.

უფალო საჭურველად მტერთა წყობასა, მოგუეც ყოველთა ჯუარი, რომელისაგან ძრწიან ეშმაკნი და ეშინისთ, რომელისაცა ვერ იტვირთენ ხილუად ძლიერებასა მისსა, რომელი მკუდართა აღადგინებს, და სძლევს სიკუდილსა, ამისთჳს ჩუენცა უგალობთ და თაყუანის-ვცემთ მას.

ანგელოზმან შენმან უფალო, რომელმან აღდგომა შენი ჰქადაგა, მცუელნი იგი შეაშინნა, ხოლო დედანი ხარებულ ჰყუნა და ჰრქუა მათ, რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღდგა ვითარცა ღმერთი-არს, და ყოველსა სოფელსა ცხოვრებაჲ მოანიჭა.

ჯუარითა ივნე უვნებელმან ღმრთაებითა, დაფლუაჲ თავს-იდევ სამისა…

სხუანი დასდებელნი აღმოსავლურნი, მისვე ხმისანი.

ჯუარითა ივნე უვნებელმან ღმრთაებითა, დაფლუაჲ თავს-იდევ სამისა დღისა, რათა ჩუენ განგუათავისუფლნე მონებისაგან მტერისა, და უკუდავ გვყვნე და გვაცხოვნე ჩუენ, ქრისტე ღმერთო, კაცთ-მოყუარე აღდგომითა შენითა.

მხნეონი

სხუანი, დასდებელნი ყოველთა წმიდათანი. ხმა დ. მსგავსნი.

მხნეონი.

წმიდანი თჳსნი უფალმან საკჳრუელ-ჰყუნა და ადიდნა, რამეთუ საწერტელნი მისნი და ვნებანი, ხორცითა მათითა თავს-ისხნეს, და მათ მიერ შეიმკუნეს, და შუენიერებითა საღმრთოჲთა ღირსად განშუენდეს, ამათ ვაქებდეთ, ვითარცა რა ყუავილთა ბრწყინუალეთა, და ვარსკულავთა სულიერთა, და ნებსით დაკლულთა საკუერთხთა.

მოციქულთა და მართალთა, და წინასწარ-მეტყველთა, და მღუდელთ-მოძღუართა…

ხმობდეს მართალნი, და უფალმან ისმინა მათი.

მოციქულთა და მართალთა, და წინასწარ-მეტყველთა, და მღუდელთ-მოძღუართა, მღუდელ-მოწამეთა და მამათა, მღუდელთა და ღირსთა მოწამეთა, და წმიდათა მარტჳლთა, და ნეტართა დედათა, წამებით და მოღუაწებით განშუენებულთა, და ყოველსა ბანაკსა წმიდათასა, უგალობდეთ და ვაქებდეთ, ვითარცა რა მკჳდრთა სამოთხისათა.

სუნნელ ჰყუნეს ქუეყანა სათნოებათა ნათლითა, რომელნი სიკუდილსა…

საკჳრუელ არს, ღმერთი, წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

სუნნელ ჰყუნეს ქუეყანა სათნოებათა ნათლითა, რომელნი სიკუდილსა ქრისტესსა უკუდავ მყოფელსა მიემსგავსნეს და ებაძვნენ, და კაცთა წყლულებანი მადლთა მათთა წამლითა, განკურნეს და უჩინო ჰყუნეს, და ახოვნებით იღუაწეს მხსნელისათჳს, და ძჳრ-ძჳრნი ვნებანი მისთჳს თავს ისხნეს, რომელთაცა წადიერებით შევასხმიდეთ.

წარვიდეს რა მთად მოწაფენი, ვითარცა უბრძანა მათ…

დიდება დასდებელი სახარებისა საცისკროჲსა ა. ხმა ა

წარვიდეს რა მთად მოწაფენი, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, იხილეს იგი და თაყუანის-ჰსცეს, და ხელმწიფებაჲ იგი მისი დიდი ისწავეს, და სოფლად ქადაგად წარივლინნეს, აღდგომისათჳს და ამაღლებისა, და ნათლის-ცემად წარმართთა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და უკუნისამდე მათ თანა ყოფად აღუთქუა მათ, უტყუელმან ქრისტემან ღმერთმან, და მაცხოვარმან სულთა ჩუენთამან.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ

აწ და. ღმრთის-მშობლისა.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ.

დიდება მაღალი გრძლად

დიდება მაღალი გრძლად. შემდგომად წმიდაო ღმერთოსა, ტროპარი აღდგომისა, მხოლოდ, კუერექსი და განტევება, და ჟამი ა. სტოვასა შინა და სწავლა სტოდიელისა და აღესრულების განტევება.

მომიხსენენ ჩუენ, ქრისტე, სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი…

მომიხსენენი აღდგომისა. მუხლი დ. ხმა 8.

მომიხსენენ ჩუენ, ქრისტე, სოფლის მაცხოვარ, ვითარცა ავაზაკი წინაშე ჯუარსა, და ღირს-მყუენ ჩუენ ყოველნი, მრავალ-მოწყალე, შენსა ზეცისა სასუფეველსა.

ძელსა დამოეკიდე მხსნელო განზრახვით, ძელითა ადამ იხსენ, წყევისა მისგან, და მიეც, ვითარცა ღმერთი ხარ, ხატსა მას შენსა, სამოთხისა იგი მკჳდრობაჲ.

ისმინე ევას თანა ადამ და იშუებდ, რომელმან განგაშიშულა მტერმან პირველად და ცთუნებითა წარგტყუენა, ესე აწ ჯუარსა, დამსჭუალვითა დასცა ქრისტემან.

დღეს ქრისტე აღდგა საფლავით, და მიანიჭა ყოველთა კაცთა უხრწნელებაჲ, და სიხარული, რაჟამს განეცხადა შემდგომად აღდგომისა, მენელსაცხებლეთა დედათა.

რჩეულად პატიოსნად, ლოდად საკიდურად სიონს შინა, მდებარედ…

და კანონისაგან ყოველთა წმიდათასა. გალობა ვ. მუხლი დ.

რჩეულად პატიოსნად, ლოდად საკიდურად სიონს შინა, მდებარედ, გპოვეს მხსნელო წმიდათა, და ვითარცა ქვათა ღმრთივ-ბრწყინუალეთა აღაშენნეს მათ, თავნი თჳსნი მტკიცედ შენ ზედა.

გვერდით რა შენით მხსნელო, გარდამოხდა სისხლი, და წინასწარ განაახლა სოფელი, და მწყობრი ღმრთივ-ბრწყინუალე და სიმრავლე უსაზღურო და მრავალ-რიცხჳ, ყოველთა წმიდათა შემოკრბა.

უგალობთ წადიერად, მარტჳლთა მწყობრსა ღმრთივ-ბრწყინუალესა, ბრწყინუალედ შემკობილსა…

დიდება

უგალობთ წადიერად, მარტჳლთა მწყობრსა ღმრთივ-ბრწყინუალესა, ბრწყინუალედ შემკობილსა, სისხლთა ძოწეულითა, და ზეზითა ღუაწლთათა, და თმენათა მათ, მათთა საღმრთოთა გჳრგჳნითა.

დედად ღმრთისად გქადაგებთ, ყოველნი ჭეშმარიტად ქალწულო, რომელისა…

აწ და ღმრთის-მშობლისა

დედად ღმრთისად გქადაგებთ, ყოველნი ჭეშმარიტად ქალწულო, რომელისა მიერ განხმდა, ბუნებაჲ დედობრივი, და ქრისტეს-თჳს იღუაწა, და ყოველითავე სათნოებითა აღივსო.

აქებდით უფალსა ცათაგან

სამოციქულო. ებრელთა დასაწყისი ტლ. სახარება. მათესი დასაწყისი 38. განიცადე

აქებდით უფალსა ცათაგან.

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ

მეორე.

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ.

გადიდებთ თქუენ, მოციქულნო, მოწამენო. წინასწარ-მეტყველნო, და ყოველნო…

ტრაპეზსა ზედა, ნუგეშინისცემა ძმათა, და განვემზადებით მარხვისა მიმართ მოღუაწებად. შუენის უწყებად. უკუეთუ იყოს ტაძარი ყოველთა წმიდათა, მცირესა, და დიდსა მწუხრსა ზედა, და ცისკრად, და ლიტურგიასა ზედა, ვგალობთ ყოველსავე მსგავსად, ვითარ იგი დაემთხვევის კჳრიაკესა დიდის წმიდისა, რომელსა აქუნდეს ღამისთევაჲ, გარნა ცისკრად ვგალობთ სადიდებელსა, და შემდგომად სადიდებელისა, ვგალობთ.

გადიდებთ თქუენ, მოციქულნო, მოწამენო. წინასწარ-მეტყველნო, და ყოველნო წმიდანო, და პატივს-ვცემთ წმიდასა ხსენებასა თქუენსა, რამეთუ თქუენ ხართ მეოხნი ჩუენნი, წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა.

ფსალმუნი გამოკრებილი

ფსალმუნი გამოკრებილი. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა. და წარდგომა წმიდათა, წერილ არს კანონსა შინა შემდგომად გ გალობისა. აღსავალი ხმისა. წარდგომა. ყოველი სული. სახარება წმიდათა. აღდგომა ქრისტესი. ფსალმუნი ნ. დიდება მეოხებითა ყოველთა წმიდათათა მოწყალეო. აწ და. მეოხებითა ღმრთის-მობელისათა. ნაცვლად, აღდგა რა იესო, დასდებელი, ყოველთა წმიდათა, რომელიცა გენებოს. კანონი აღდგომისა. ძლისპირითა, მუხლი დ. და ღმრთის-მშობლისა. მუხლი ბ. და ყოველთა წმიდათა. მუხლი 8. და შემდგომი ყოველივე, ვითარცა ზემო წერილ არს. განსრულდა სადიდებელად ღმრთისა.